10 გვსმენია, როგორ დააშრო იეჰოვამ წითელი ზღვის წყალი თქვენ თვალწინ, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით,+ და რა უყავით ამორეველების ორ მეფეს, სიხონსა+ და ოგს+ იორდანის გაღმა, როგორ გაანადგურეთ ისინი.+
5როცა გაიგეს იორდანის დასავლეთით მცხოვრებმა ამორეველთა+ მეფეებმა და ზღვასთან მცხოვრებმა ქანაანელთა+ მეფეებმა, რომ იეჰოვამ იორდანის წყალი დააშრო ისრაელის ძეების გადასასვლელად, გულები შეუკრთათ+ და მხნეობა დაკარგეს ისრაელის ძეების შიშით.+