11 მთელმა ისრაელმა გადააბიჯა შენს კანონს, გადაუხვია და არ დაემორჩილა შენს ხმას.+ ამიტომაც დაგვატყდა ჭეშმარიტი ღვთის მსახურ მოსეს კანონში ჩაწერილი წყევლა და ფიცი,+ რადგან შეგცოდეთ, ღმერთო.
12 შენ შეასრულე ჩვენ წინააღმდეგ და ჩვენი განმსჯელი მსაჯულების+ წინააღმდეგ წარმოთქმული სიტყვები+ და დიდი უბედურება დაგვატეხე თავს. იმის მსგავსი არაფერი მომხდარა ცისქვეშეთში, რაც იერუსალიმს დაემართა.+