28 უბრძანა აბესალომმა თავის მსახურებს: „როგორც კი ამნონს ღვინით გული გაუმხიარულდება+ და მე გეტყვით, მოკალით-მეთქი ამნონი, უნდა მოკლათ, ნუ შეგეშინდებათ!+ განა მე არ გიბრძანებთ? გამაგრდით და ვაჟკაცები იყავით“.
30 ბოლოს თავის მსახურებს უთხრა: „წადით იოაბის ქერის ყანაში, ჩემი ყანის გვერდით რომ აქვს, და გადაუწვით“.+ წავიდნენ აბესალომის მსახურები და გადაუწვეს მას ნაკვეთი.+