9 მოიყვანა სამუელმა მეძუძური ბატკანი და შესწირა იეჰოვას მთლიანად დასაწვავ შესაწირავად;+ მოუხმო სამუელმა იეჰოვას ისრაელის საშველად+ და იეჰოვამაც უპასუხა.+
8 ჩემზე ადრე ჩახვალ გილგალში,+ მერე კი მეც ჩამოვალ დასაწვავი მსხვერპლისა და მშვიდობის+ მსხვერპლის შესაწირავად. შვიდ+ დღეს დამელოდე, სანამ არ მოვალ და არ გეტყვი, რა გააკეთო».
43 დადიოდა ის მამამისის, ასას გზით, არ გადაუხვევია მისგან, სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში,+ თუმცა მაღლობები არ გაუუქმებია. ხალხი კვლავ მაღლობებზე+ სწირავდა და აბოლებდა შესაწირავს.
26 აუგო იქ დავითმა იეჰოვას სამსხვერპლო+ და შესწირა დასაწვავი მსხვერპლი და მშვიდობის მსხვერპლი*. მოუხმო იეჰოვას+ და მანაც უპასუხა ზეციდან დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოზე ჩამოსული ცეცხლით.+
3 გაემართა სოლომონი გაბაონის+ მაღლობისკენ და მასთან ერთად მთელი კრებული,+ რადგან იქ იყო ჭეშმარიტი ღვთის შეხვედრის კარავი, იეჰოვას მსახურმა მოსემ+ რომ გააკეთა უდაბნოში;