6 სოლომონმა მიუგო: „შენ დიდი სიკეთე*+ გამოავლინე მამაჩემისადმი, შენი მსახური დავითისადმი, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლითა+ და წრფელი გულით დადიოდა შენ წინაშე; არ წაართვი ეს დიდი სიკეთე და მიეცი ვაჟი, რომელიც დღეს მის ტახტზე ზის.+
12 „თუ ივლი ჩემი წესებით,+ აღასრულებ ჩემს სამართალს,+ დაიცავ ჩემს მცნებებს და მათ თანახმად ივლი,+ შეგისრულებ იმ სიტყვას, რაც დავითს, მამაშენს ვუთხარი ამ სახლზე, რომელსაც აშენებ.+