9 ამიტომ იმ დღიდან, რაც ეს მოვისმინეთ, არ შეგვიწყვეტია თქვენთვის ლოცვა+ და იმის თხოვნა, რომ აღივსოთ მისი ნების საფუძვლიანი ცოდნით,+ ყოველი სიბრძნითა+ და სულიერი გაგებით,+
10 რათა იეჰოვას+ ღირსად იაროთ+ იმ მიზნით, რომ ყველაფერში ასიამოვნოთ მას — ყოველ კარგ საქმეში+ ნაყოფი გამოიღოთ და ღვთის შესახებ საფუძვლიანი+ ცოდნა გაიღრმაოთ,