7 იეჰოვამ სამუელს უთხრა: „ნუ უყურებ მის გარეგნობასა და სიმაღლეს,+ რადგან უარვყავი იგი. ღმერთი ისე არ უყურებს, როგორც ადამიანი,+ რადგან ადამიანი იმას ხედავს, რასაც თვალი ხედავს,+ იეჰოვა კი გულს+ ხედავს“.
12 თუ იტყვი: უი, ეს არ ვიცოდითო;+ განა ვერ დაინახავს ამას გულების შემფასებელი?!+ განა არ ეცოდინება შენი სულის გამომკვლეველს?!+ განა არ მიუზღავს ის ადამიანს თავისი საქმეებისამებრ?!+
19 დიდებულო განმზრახველო,+ მრავლისმოქმედო,+ თვალები ღია გაქვს ადამიანთა ყველა გზის დასანახავად,+ რათა ყველას თავისი გზისამებრ და საქმეების ნაყოფისამებრ მიაგო;+
27 იგლოვებს მეფე+ და თავკაცი სასოწარკვეთილებით შეიმოსება,+ იმ მიწაზე მცხოვრებ ხალხს ხელები აუკანკალდება. მათი გზისამებრ მოვექცევი მათ+ და მათი სამართლისამებრ განვსჯი;+ გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“».+
10 რადგან ჩვენ ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სასამართლო ტახტის წინაშე,+ რათა თითოეულმა მიიღოს საზღაური იმის მიხედვით, რასაც სხეულში ყოფნისას აკეთებდა, კარგი იქნებოდა ეს თუ ცუდი.+
12 ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები,+ რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გაშლილი იყო გრაგნილები. გაშლილი იყო სხვა გრაგნილიც — სიცოცხლის გრაგნილი.+ მკვდრები ამ გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით გასამართლდნენ თავიანთი საქმეებისამებრ.+