საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ფსალმუნი 34:14
    ბიბლია
    • 14 ზურგი აქციე ბოროტებას და სიკეთე აკეთე;+

      მშვიდობა ეძიე და მისკენ ისწრაფე.+

  • ფსალმუნი 37:27
    ბიბლია
    • 27 ზურგი აქციე ბოროტებას, კარგი აკეთე+

      და იცხოვრე მარადიულად;+

  • ფსალმუნი 101:3
    ბიბლია
    •  3 უვარგისს არაფერს დავიყენებ თვალწინ.+

      შევიძულე განდგომილთა საქმეები,+

      ახლოს არ გავეკარები.+

  • ფსალმუნი 119:104
    ბიბლია
    • 104 შენი ბრძანებების წყალობით გაგების უნარს ვავლენ.+

      ამიტომაც მძულს ყოველი ცრუ გზა.+

  • ამოსი 5:15
    ბიბლია
    • 15 შეიძულეთ ის, რაც ცუდია და შეიყვარეთ ის, რაც კარგია,+ სამართალი დაამკვიდრეთ კარიბჭესთან.+ იქნებ შეიწყალოს იეჰოვამ,+ ლაშქართა ღმერთმა, იოსებისგან დარჩენილები“.+

  • რომაელები 7:15
    ბიბლია
    • 15 არ ვიცი, რას ვაკეთებ, რადგან იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს.

  • რომაელები 12:9
    ბიბლია
    • 9 თქვენი სიყვარული+ უთვალთმაქცო+ იყოს. ბოროტება შეიზიზღეთ+ და სიკეთეს მიეკარით.+

  • ებრაელები 1:9
    ბიბლია
    • 9 შენ სიმართლე შეიყვარე და უკანონობა შეიძულე. ამიტომაც გცხო ღმერთმა,+ შენმა ღმერთმა, დიდი სიხარულის ზეთით შენს მოზიარეებზე მეტად“.+

  • იუდა 23
    ბიბლია
    • 23 ცეცხლს გამოსტაცეთ+ ისინი და ასე იხსენით.+ სხვების მიმართ კვლავაც გულმოწყალენი იყავით; ეს კი შიშით აკეთეთ და, ამავე დროს, ხორციელი სიბინძურით დალაქავებული ტანსაცმელიც შეიძულეთ.+

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება