12 ისრაელო, რას ითხოვს შენგან იეჰოვა, შენი ღმერთი?+ იმას, რომ გეშინოდეს+ იეჰოვასი, შენი ღვთისა, იარო მისი გზით,+ გიყვარდეს იგი+ და ემსახურო იეჰოვას, შენს ღმერთს, მთელი გულითა და სულით;+
20 თუ გეყვარება იეჰოვა, შენი ღმერთი,+ მოუსმენ მის ხმას და მიეკვრები მას.+ შენი სიცოცხლე და დღეგრძელობაა იგი,+ რათა იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მიცემაც იეჰოვამ შენს მამა-პაპას დაუფიცა: აბრაამს, ისაკსა და იაკობს“.+