იგავები 15:23 ბიბლია 23 კაცს თავისი პირით გაცემული პასუხი ახარებს.+ რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!+ იგავები 16:21 ბიბლია 21 გულით ბრძენზე იტყვიან, გაგების უნარი აქვსო;+ ტკბილი საუბარი კაცს დამაჯერებლობას მატებს.+ იგავები 16:24 ბიბლია 24 სასიამოვნო სიტყვები ფიჭასავითაა,+ სულისთვის ტკბილია და ძვლებისთვის განკურნება.+ იგავები 25:11 ბიბლია 11 დროულად ნათქვამი სიტყვა ჰგავს ოქროს ვაშლებს ნაჭედ ვერცხლზე.+