18 იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე ჭამეთ ის იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი ამოირჩევს,+ შენ, შენმა ვაჟმა, ასულმა, მონამ, მხევალმა და თქვენი კარიბჭეების შიგნით მცხოვრებმა ლევიანმა. გაიხარეთ+ იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე ყოველ თქვენს საქმეში.
22 დავინახე: არაფერია იმაზე უკეთესი, რომ კაცმა თავისი საქმით გაიხაროს,+ რადგან ეს არის მისი ჯილდო. ვინ მოიყვანს მას, რომ დაანახვოს, რაც მის შემდეგ მოხდება?+
18 აი, ვნახე, რა არის საუკეთესო და მშვენიერი: კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს მთელი თავისი გარჯის სანაცვლოდ,+ მზის ქვეშ რომ ირჯება მთელი თავისი სიცოცხლე, რაც ჭეშმარიტმა ღმერთმა მისცა; ეს არის მისი ჯილდო.
15 შევაქე მხიარულება,+ რადგან ადამიანისთვის იმაზე უკეთესი არაფერია მზის ქვეშ, რომ ჭამოს, სვას და გაიხაროს. ეს თან უნდა ახლდეს მას გარჯაში მთელი სიცოცხლე,+ რაც მას ჭეშმარიტმა ღმერთმა უბოძა მზის ქვეშ.+
17 თუმცა სიკეთის კეთებით საკუთარ თავზე დამოწმება არ შეუწყვეტია+ — გაძლევდათ წვიმას+ ციდან და მოსავლიან დროებს, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს“.+