8 ცოტა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც შეგვიწყალა+ იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა — გადარჩენილები დაგვიტოვა+ და განგვამტკიცა* თავის წმინდა ადგილზე, რათა გაებრწყინებინა ჩვენი თვალები,+ ოჰ, ღმერთო ჩვენო, და ცოტათი მაინც გამოვეცოცხლებინეთ ჩვენს მონობაში.+
10 „ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ, — ამბობს იეჰოვა, — და თავზარი ნუ დაგეცემა, ისრაელო,+ რადგან გიხსნი შორეთიდან და ვიხსნი შენს შთამომავლებს მათი ტყვეობის ქვეყნიდან.+ დაბრუნდება იაკობი, მოისვენებს, მშვიდად იქნება და არავინ დააფრთხობს მას“.+
24 აღარ იქნებიან ისრაელის სახლისთვის მტანჯველ ეკლად+ ან მტკივნეულ ნარად ისინი, ვინც მის ირგვლივაა, ვინც ზიზღით ეპყრობა მას; და გაიგებს ხალხი, რომ მე ვარ უზენაესი უფალი იეჰოვა“.