24 ბოლოს ასურეთის მეფემ გამოიყვანა ხალხი ბაბილონიდან,+ ქუთიდან, ავიდან,+ ხამათიდან,+ სეფარვაიმიდან+ და ისრაელის ძეების ნაცვლად ისინი ჩაასახლა სამარიის+ ქალაქებში. დაეუფლნენ ისინი სამარიას და მის ქალაქებში ცხოვრობდნენ.
12 როცა იეჰოვა შეწყვეტს თავის საქმეებს სიონის მთაზე და იერუსალიმში, პასუხს მოვთხოვ ასურეთის მეფეს მისი გულის კადნიერების ნაყოფისა და მედიდური თვალების თავდაჯერებული მზერის გამო.+
18 თვლემენ შენი მწყემსები,+ ასურეთის მეფეო, შენი დიდებულები რჩებიან თავ-თავიანთ საცხოვრებლებში.+ შენი ხალხი მთებზე მიმოფანტულა, არავინაა მათი შემკრები.+