2 ეგვიპტეზე,+ ეგვიპტის მეფის,+ ფარაონ ნექოს*, ჯარზე, რომელიც ქარხემიშში,+ მდინარე ევფრატთან იდგა და რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაამარცხა იუდას მეფე იეჰოიაკიმის,+ იოშიას ძის მეფობის მეოთხე წელს:
19 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს ვაძლევ ეგვიპტის მიწას,+ წაიღებს მის სიმდიდრეს, აიღებს დიდ ნადავლს+ და დაიტაცებს; ის იქნება მისი ჯარის გასამრჯელო“.
4 მახვილი მივა ეგვიპტეში,+ მწვავე ტკივილი დაეწყება ეთიოპიას, როცა დაეცემიან დახოცილები ეგვიპტეში, როცა წაიღებენ მის სიმდიდრეს და დაანგრევენ მის საძირკვლებს.+
18 დღე დაბნელდება თეხაფნეხესში,+ როცა ეგვიპტის უღელს დავამტვრევ იქ.+ გაქრება მასში მისი საამაყო ძლიერება,+ თვითონ მას კი ღრუბლები დაფარავს+ და ტყვეობაში წავლენ მისი მიმდებარე ქალაქები.+