13 იეჰოვას რისხვის გამო გაუკაცრიელდება+ ის და მთლიანად გაპარტახდება.+ ვინც ბაბილონს ჩაუვლის, გაოგნებული შეხედავს მას და სტვენას მოჰყვება მთელი მისი უბედურების გამო.+
39 ამიტომ ღრიალა ცხოველებთან ერთად იცხოვრებენ უწყლო მხარის ბინადრები და სირაქლემები დაიბუდებენ+ იქ; აღარ დასახლდება იქაურობა და აღარ ექნება მას სამკვიდრო თაობიდან თაობაში“.+
40 „როგორც ღვთის მიერ სოდომის, გომორისა+ და მისი მეზობელი ქალაქების+ დამხობის შემდეგ, — ამბობს იეჰოვა, — ისე იქაც არავინ იცხოვრებს და კაციშვილი არ შეეხიზნება მას.+