საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ფსალმუნი 78:8
    ბიბლია
    •  8 ისინი არ უნდა დამსგავსებოდნენ თავიანთ მამა-პაპას,+

      ჯიუტ და ურჩ თაობას,+

      თაობას, რომელმაც გული არ მოიმზადა+

      და არ იყო ღვთისადმი ერთგული.+

  • ფსალმუნი 81:12
    ბიბლია
    • 12 მეც მივუშვი ისინი, რომ ევლოთ თავიანთი ჯიუტი გულით;+

      საკუთარი ზრახვებით დადიოდნენ.+

  • ესაია 65:2
    ბიბლია
    • 2 მთელი დღე გაწვდილი მქონდა ხელი ჯიუტი+ ხალხისკენ, მათკენ, ვინც კარგ გზას არ ადგას+ და საკუთარ ზრახვებს მიჰყვება,+

  • იერემია 3:17
    ბიბლია
    • 17 მაშინ იერუსალიმს იეჰოვას ტახტს უწოდებენ+ და იქ, იერუსალიმში, იეჰოვას სახელის+ განსადიდებლად შეიკრიბება ყველა ხალხი.+ აღარ ივლიან თავიანთი ბოროტი და ჯიუტი გულით“.+

  • იერემია 7:24
    ბიბლია
    • 24 მათ კი არ ისმინეს, ყურად არ იღეს,+ არამედ თავიანთი ბოროტი და ჯიუტი გულით+ მიჰყვებოდნენ თავიანთ ზრახვებს; ამიტომ, წინ წასვლის ნაცვლად უკან იხევდნენ+

  • იერემია 9:14
    ბიბლია
    • 14 არამედ აჰყვნენ თავიანთ ჯიუტ გულს+ და გაჰყვნენ ბაალის ქანდაკებებს,+ როგორც თავიანთმა მამებმა ასწავლეს,+

  • ზაქარია 7:12
    ბიბლია
    • 12 გაიქვავეს გული,+ რომ არ დამორჩილებოდნენ კანონს+ და იმ სიტყვებს, რომლებიც წინათ ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ გაუგზავნა თავისი სულით+ წინასწარმეტყველთა+ პირით; ამიტომ ძლიერ განრისხდა ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.+

  • რომაელები 10:21
    ბიბლია
    • 21 ისრაელის შესახებ კი ამბობს: „მთელი დღე გაწვდილი მქონდა ხელი ხალხისკენ, რომელიც მეურჩება+ და სიტყვას მიბრუნებს“.+

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება