5 არ სცე მათ თაყვანი და არ ემსახურო,+ რადგან მე, იეჰოვა, შენი ღმერთი, განსაკუთრებული ერთგულების+ მომთხოვნი ღმერთი* ვარ, ვსჯი ძეებს მესამე და მეოთხე თაობამდე ჩემი მოძულე მამების დანაშაულის გამო,+
15 რადგან იეჰოვა, შენ შუაგულში მყოფი ღმერთი, განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი+ ღმერთია, რათა არ აენთოს შენზე იეჰოვას, შენი ღვთის რისხვა+ და არ მოგსპოს მიწის პირიდან.+
19 უთხრა იესო ნავეს ძემ ხალხს: „ვერ ემსახურებით იეჰოვას, რადგან წმინდა ღმერთია+ იგი, განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი+ ღმერთი. არ გაპატიებთ ურჩობასა და ცოდვებს.+
25 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ახლა დავაბრუნებ იაკობის ტყვეებს+ და შევიწყალებ ისრაელის მთელ სახლს;+ განსაკუთრებულ ერთგულებას გამოვავლენ ჩემი წმინდა სახელისადმი.+