საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ლევიანები 26:44
    ბიბლია
    • 44 ყოველივეს მიუხედავად, მაშინაც კი, როცა თავიანთი მტრის მიწაზე იქნებიან, არ უარვყოფ მათ+ და არ შევიზიზღებ,+ არ შევმუსრავ და არ დავარღვევ ჩემს შეთანხმებას+ მათთან; მე ვარ იეჰოვა, მათი ღმერთი.

  • კანონი 30:3
    ბიბლია
    • 3 მაშინ დააბრუნებს იეჰოვა, შენი ღმერთი ტყვეებს,+ შეგიწყალებს+ და შეგკრებს იმ ხალხებიდან, სადაც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა გაგფანტა.+

  • 2 მეფეები 24:15
    ბიბლია
    • 15 ასე გადაასახლა მან ბაბილონში+ იეჰოიაქინი;+ იერუსალიმიდან ბაბილონში გადაასახლა მეფის დედაც,+ მეფის ცოლებიც, კარისკაცებიცა+ და ქვეყნის წარჩინებულნიც.

  • ფსალმუნი 44:11
    ბიბლია
    • 11 შესაჭმელად გვიმეტებ, როგორც ცხვარს;+

      ხალხებში გვფანტავ.+

  • იერემია 24:5
    ბიბლია
    • 5 „აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: როგორც ამ კარგ ლეღვს, ისე, კარგი თვალით შევხედავ+ იუდადან გადასახლებულებს, რომელთაც ქალდეველთა მიწაზე+ ვგზავნი ამ ადგილიდან.

  • იერემია 30:11
    ბიბლია
    • 11 „შენთანა ვარ, — ამბობს იეჰოვა, — რომ გიხსნა;+ შევმუსრავ ყველა ხალხს, რომელთა შორისაც გაგფანტე,+ შენ კი არ შეგმუსრავ.+ სამართლიანი დასჯით გამოგასწორებ, დაუსჯელს არ დაგტოვებ“.+

  • იერემია 31:10
    ბიბლია
    • 10 ისმინეთ იეჰოვას სიტყვა, ხალხებო, და შორეულ კუნძულებზე გააცხადეთ:+ „ის, ვინც ფანტავს ისრაელს, შეკრებს მას,+ და როგორც მწყემსი იცავს თავის ფარას, ისე დაიცავს მას.+

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება