3 უთხრა სამუელმა ისრაელის მთელ სახლს: „თუ მთელი გულით უბრუნდებით იეჰოვას,+ მოიშორეთ უცხო ღმერთები+ და აშთორეთები;+ ურყევად მიმართეთ გული იეჰოვასკენ, მხოლოდ მას ემსახურეთ+ და გიხსნით ის ფილისტიმელთა ხელიდან“.+
47 ისინი კი გონს მოეგებიან იმ ქვეყანაში, სადაც ტყვედ იქნებიან წაყვანილნი,+ მობრუნდებიან+ და წყალობას გთხოვენ+ თავიანთი დამატყვევებლების ქვეყანაში,+ იტყვიან, შევცოდეთ,+ დავაშავეთ+ და ბოროტება ჩავიდინეთო,+
7 მიატოვოს ბოროტმა თავისი გზა,+ ბოროტმოქმედმა თავისი ზრახვები.+ დაუბრუნდეს იეჰოვას, რომელიც შეიწყალებს მას,+ ჩვენს ღმერთს, რადგან ის მრავლის მიმტევებელია.+