7 შერცხვენის ნაცვლად ორმაგ წილს მიიღებს ჩემი ხალხი+ და დამცირების ნაცვლად სიხარულით იყიჟინებს თავისი წილის გამო.+ ორმაგ წილს მიიღებენ თავიანთ მიწაზე.+ მარადიული სიხარული ექნებათ.+
10 „ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ, — ამბობს იეჰოვა, — და თავზარი ნუ დაგეცემა, ისრაელო,+ რადგან გიხსნი შორეთიდან და ვიხსნი შენს შთამომავლებს მათი ტყვეობის ქვეყნიდან.+ დაბრუნდება იაკობი, მოისვენებს, მშვიდად იქნება და არავინ დააფრთხობს მას“.+
9 ის სიხარულის სახელად იქცევა ჩემთვის,+ ქებად და სილამაზედ — დედამიწის ყველა ერის წინაშე, რომლებიც გაიგებენ, რა სიკეთეს ვუკეთებ მათ.+ შეეშინდებათ+ და შეშფოთდებიან+ მთელი იმ სიკეთისა და მშვიდობის გამო, რასაც ვაძლევ მას“.+
25 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ახლა დავაბრუნებ იაკობის ტყვეებს+ და შევიწყალებ ისრაელის მთელ სახლს;+ განსაკუთრებულ ერთგულებას გამოვავლენ ჩემი წმინდა სახელისადმი.+