41მეშვიდე თვეს, ისმაელი,+ ელიშამას+ ძის ნეთანიას ძე, რომელიც სამეფო გვარს ეკუთვნოდა+ და სამეფო კარზე ერთ-ერთი გავლენიანი პირი იყო, ათ კაცთან ერთად+ მივიდა მიცფაში+ გედალიასთან, ახიკამის ძესთან, და ერთად ჭამეს პური მიცფაში.+
2 შემდეგ წამოდგნენ ისმაელი, ნეთანიას ძე, და მასთან მყოფი ათი კაცი და მახვილით დასცეს გედალია, შაფანის ძის ახიკამის ძე.+ ასე მოკლა მან ბაბილონის მეფის მიერ იმ მიწაზე დაყენებული კაცი.+