18 «იმ დროს იუდას სახლი ისრაელის სახლთან+ ერთად ივლის. ისინი ერთად+ გამოვლენ ჩრდილოეთის ქვეყნიდან და მივლენ იმ მიწაზე, რომელიც თქვენს მამა-პაპას მივეცი მემკვიდრეობად.+
16 «შენ კი, კაცის ძეო, აიღე ჯოხი+ და დააწერე მას: „იუდასთვის და ისრაელის ძეებისთვის, მისი მოძმეებისთვის“.+ აიღე მეორე ჯოხიც და დააწერე მას: „ეფრემის ჯოხი იოსებისთვის+ და ისრაელის მთელი სახლისთვის, მისი მოძმეებისთვის“.+
10 ისრაელის ძეების რიცხვი ზღვის ქვიშასავით გახდება, რაც ვერც გაიზომება და ვერც დაითვლება.+ იმ ადგილას, სადაც ეუბნებოდნენ, ჩემი ხალხი არა ხართო,+ ეტყვიან, ცოცხალი ღვთის ძეები ხართო.+