საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ფსალმუნი 45:ეპიგრაფი-17
    ბიბლია
    • გუნდის ხელმძღვანელს: „შროშნები“. კორახის ძეების ფსალმუნი. მასქილი. სიმღერა საყვარელ ქალთათვის

      45 გული კარგი საქმისკენ მეწევა.+

      ვამბობ: „ჩემი საქმეები მეფეს ეძღვნება“.+

      დახელოვნებული გადამწერის+ კალამივით+ იყოს ჩემი ენა.

       2 ადამიანის ძეებზე მშვენიერი ხარ.+

      მშვენებაა გადმოღვრილი შენს ბაგეებზე;+

      ამიტომაც გაკურთხა ღმერთმა სამარადისოდ.+

       3 გვერდზე შეიბი მახვილი,+ ძლევამოსილო,+

      შენი ღირსებითა და სიდიადით.+

       4 წარმატებისკენ ისწრაფე შენი სიდიადით;+

      ჭეშმარიტების, თავმდაბლობისა და სიმართლის გულისთვის ამხედრდი+

      და შენი მარჯვენა გასწავლის შიშის მომგვრელ საქმეებს.+

       5 შენი ბასრი ისრები მეფის მტრებს გულში ესობა;+

      შენ ფეხქვეშ ეცემიან ხალხები.+

       6 ღმერთია შენი ტახტი სამარადისოდ, სამუდამოდ.+

      შენი სამეფოს კვერთხი სამართლიანობის კვერთხია.+

       7 შენ გიყვარს სიმართლე+ და გძულს ბოროტება.+

      ამიტომაც დიდი სიხარულის ზეთით+ გცხო+ ღმერთმა, შენმა ღმერთმა,+ შენს მოზიარეებზე მეტად.+

       8 შენი ტანსაცმელი სმირნის, ალოესა და კასიის სურნელს აფრქვევს;+

      სიმებიანი საკრავები გამხიარულებენ სპილოს ძვლის+ დიდებული სასახლიდან.

       9 მეფეთა ასულები+ არიან შენი ძვირფასი ქალები.

      დედოფალი+ გიდგას მარჯვნივ, ოფირის ოქროთი შემოსილი.+

      10 ისმინე, ასულო, დაინახე და ყური მიაპყარი.

      დაივიწყე შენი ხალხი და მამაშენის სახლი.+

      11 მეფე ინატრებს შენს სილამაზეს,+

      რადგან ის არის შენი ბატონი,+

      მდაბლად თაყვანი ეცი მას.+

      12 ტვიროსის ასულიც იქ არის ძღვნით...+

      მდიდარი ხალხი გულს მოგილბობს.+

      13 მეფის ასული დიდებით არის მოსილი მის სასახლეში,+

      მისი ტანსაცმელი ოქროთია გაწყობილი.

      14 ნაქსოვ სამოსელში გამოწყობილს მიიყვანენ მეფესთან.+

      შენ წინაშე მოიყვანენ ქალწულებს, რომლებიც მხლებლებად მოჰყვებიან მას.+

      15 სიხარულითა და მხიარულებით მოგიყვანენ მათ,

      მეფის სასახლეში შევლენ ისინი.

      16 შენი წინაპრების+ ადგილს შენი ვაჟები დაიკავებენ,+

      რომლებსაც მთავრებად დანიშნავ მთელ დედამიწაზე.+

      17 შენს სახელს ვახსენებ თაობიდან თაობაში.+

      ხოტბას შეგასხამს ხალხი მარადიულად, სამუდამოდ.

  • მათე 22:2
    ბიბლია
    • 2 «ზეციერი სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გადაუხადა.+

  • 2 კორინთელები 11:2
    ბიბლია
    • 2 მოშურნე ვარ თქვენ მიმართ ღვთიური მოშურნეობით,+ რადგან მე თვითონ დაგნიშნეთ+ ერთ კაცზე,+ რათა თქვენი თავი წმინდა+ ქალწულად წარვუდგინო ქრისტეს.+

  • გამოცხადება 19:7
    ბიბლია
    • 7 ვიხაროთ და ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ მას,+ რადგან დადგა კრავის+ ქორწილის+ დრო და მისი პატარძალი გაემზადა.+

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება