132 იეჰოვა, ნუ დაივიწყებ დავითს
და მთელ მის ტანჯვას.+
2 ნუ დაივიწყებ, იეჰოვა, როგორ შემოგფიცა
და რა აღგითქვა შენ, იაკობის ძლევამოსილ ღმერთს:+
3 „არ შევალ ჩემს კარავში, ჩემს სახლში,+
არ დავწვები ტახტზე, ჩემს საწოლზე,
4 თვალს არ მოვხუჭავ და არ ჩავთვლემ,
5 სანამ არ ვიპოვი ადგილს იეჰოვასთვის,
დიდებულ სამკვიდროს — იაკობის ძლევამოსილი ღვთისთვის“.+