15 ამის შემდეგ შევლენ და იმსახურებენ ლევიანები შეხვედრის კარავში. ასე უნდა განწმინდო ისინი და წარადგინო როგორც შესარხევი შესაწირავი. 16 ლევიანები ჩემები არიან, ისრაელთაგან ჩემთვის გამოცალკევებულნი; ისრაელების პირმშოთა სანაცვლოდ+ გამოვყოფ მათ ჩემთვის.