-
რიცხვები 11:31-34ბიბლია
-
-
31 იეჰოვამ ქარი მოავლინა, ქარმა ზღვიდან მწყერი მორეკა და ბანაკის ირგვლივ მიწა მწყრით დაიფარა.+ მწყერი 2 წყრთის* სიმაღლეზე იყო მოფენილი, ერთი დღის სავალზე იქით და ერთი დღის სავალზე აქეთ. 32 ხალხი მთელი დღე და ღამე და მომდევნო დღეც ეზიდებოდა მწყერს. 10 ხომერზე* ნაკლები არავის წაუღია; ყველა თავისთვის ახვავებდა მწყერს ბანაკის ირგვლივ. 33 ხალხს ჯერ კიდევ პირში ჰქონდა ხორცი, ბოლომდე დაღეჭილიც კი არ ჰქონდა, რომ იეჰოვას რისხვა დაატყდა მათ; გაჟლიტა იეჰოვამ ისინი.+
34 იმ ადგილს კიბროთ-ჰათაავა*+ დაერქვა, რადგან იქ დაიმარხა ხარბი ხალხი.+
-