17 აი, რას ამბობს იეჰოვა, შენი გამომსყიდველი, ისრაელის წმინდა:+
„მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ,
შენ სასიკეთოდ გასწავლი+
და მიგიძღვი იმ გზაზე, რომლითაც უნდა იარო!+
18 ო, ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები!+
მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა+
და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით.+