5 „შეხედეთ ხალხებს და დაინახეთ!
დააკვირდით და გაოცდებით,
რადგან ისეთი რამ მოხდება თქვენს დღეებში,
რომც მოეყოლათ, არ დაიჯერებდით.+
6 აი, აღვძრავ ქალდეველებს,+
ფიცხ და სასტიკ ხალხს;
მოედებიან დედამიწის ვრცელ ადგილებს,
რომ ხელთ იგდონ სხვისი სამკვიდრო.+
7 შემაძრწუნებელი და თავზარდამცემი ხალხია,
თავად ადგენენ სამართალს და თავად იხვეჭენ ძალაუფლებას.+