14 მაშინ იეჰოვამ მითხრა: «წინასწარმეტყველები ჩემი სახელით სიცრუეს წინასწარმეტყველებენ;+ მე არ გამომიგზავნია ისინი, არც არაფერი მიბრძანებია და არც დავლაპარაკებივარ.+ ცრუ ხილვებს, მკითხაობას და თავიანთი მზაკვარი გულის ზრახვებს წინასწარმეტყველებას არქმევენ.+
15 მე არ გამომიგზავნია ისინი, — ამბობს იეჰოვა, — სიცრუეს წინასწარმეტყველებენ ჩემი სახელით; თუ დაუჯერებთ მათ, გაგფანტავთ და დაიღუპებით თქვენც და ის წინასწარმეტყველნიც, რომლებიც სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ“.+