აღსავალი სიმღერა.
130 უიმედობის მორევში ჩაძირულმა მოგიხმე, იეჰოვა!+
2 იეჰოვა, მომისმინე!
ყურად იღე ჩემი მუდარა, როცა შველას გთხოვ!
 3 დანაშაულს რომ აკვირდებოდე, იაჰ,
ვინ გამართლდებოდა, იეჰოვა?!+
 4 ჭეშმარიტად მიმტევებელი ხარ,+
ამიტომაც აქვთ შენდამი კრძალვა!+
 5 იეჰოვაზე ვამყარებ იმედს, მთელი არსებით მასზე ვარ მინდობილი;
მისი დანაპირების შესრულებას ველი.
 6 მოუთმენლად ველი იეჰოვას,+
იმაზე მეტად, ვიდრე გუშაგი — დილას,+
ვიდრე გუშაგი ელის დილას.
 7 დაელოდოს ისრაელი იეჰოვას,
რადგან ურყევია იეჰოვას სიყვარული+
და მას შესწევს გამოსყიდვის ძალა!
 8 ის გამოისყიდის ისრაელის ყველა დანაშაულს!