დავითის საგალობელი.
15 იეჰოვა, ვინ გესტუმრება კარავში?
ვინ დამკვიდრდება შენს წმინდა მთაზე?+
 2 ვინც უბიწოდ დადის,+
სიმართლეს იქმს+
და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს გულში;+
 3 ცილს არავის სწამებს თავისი ენით,+
ცუდს არაფერს უკეთებს თავის მოძმეს+
და თავის მეგობარზე აუგს არ ამბობს;+
 4 ვინც უარყოფს ყველა უვარგისს,+
იეჰოვას მოშიშებს კი პატივს სცემს.
არ ცვლის დანაპირებს, თუნდაც თავის საზიანოდ წარმოთქმულს;+
 5 ფულს სარგებლით არ გასცემს+
და არ იღებს ქრთამს უდანაშაულოს წინააღმდეგ;+
ასე მოქმედი მტკიცედ იდგება.+