17 «სული შემემუსრა და გაილია ჩემი დღეები;
სამარე მელის.+
 2 გარს დამცინავები მეხვევიან+
და მუდამდღე მათ ურჩობას ვხედავ.
 3 თავდებად დამიდექი.
შენ გარდა ვინ ჩამომართმევს ხელს და ვინ დამიცავს?!+
 4 შენ დაუხშე მათ გონება,+
ამიტომაც არ გაამარჯვებინებ.
 5 მეგობრებს უყოფენ წილს,
მათ ვაჟებს კი შიმშილით თვალები უბნელდებათ.
 6 ხალხის სამასხარაო გამხადა,+
სახეში მაფურთხებენ.+
 7 სიმწრისგან თვალები მებინდება+
და აჩრდილს ვემსგავსები.
 8 მართლები განცვიფრებულნი მომჩერებიან;
უდანაშაულონი აღშფოთებულნი არიან უღვთო ხალხზე.
 9 მართალი კვლავაც სწორად მოიქცევა+
და უდანაშაულო განმტკიცდება.+
10 მიდით, განაგრძეთ,
მაინც არცერთი არ ხართ ბრძენი.+
11 დასრულდა ჩემი დღეები,+
ჩამეშალა გეგმები და არ ამისრულდა გულის წადილი.+
12 ღამეს დღედ მაჩვენებენ და ამბობენ,
ბნელა, მაგრამ მალე ინათებსო.
13 ცოტაც და სახლად მექცევა სამარე;+
სიბნელეში დავიგებ ლოგინს.+
14 ორმოს ვეტყვი:+ „მამა ხარ ჩემი!“
მატლებს კი: „დედა და და ხართ ჩემი!“
15 სადღა მაქვს იმედი?!+
ვინღა დამაიმედებს?!
16 ის სამარის ურდულებიან კარიბჭეს მიადგება
და მასთან ერთად ჩავალ მიწაში».+