96 უმღერეთ იეჰოვას ახალი საგალობელი!+
უგალობეთ იეჰოვას, დედამიწის მკვიდრნო!+
2 უგალობეთ იეჰოვას, ადიდეთ მისი სახელი!
დღემუდამ ახარეთ, რომ ის მხსნელია!+
3 უამბეთ მისი სიდიადის შესახებ ერებს
და მის საოცარ საქმეებზე — ხალხებს.+
4 დიდებულია იეჰოვა და დიდად საქები,
ყველა ღმერთზე შიშის მომგვრელია იგი.
5 ხალხთა ღმერთები უსარგებლონი არიან,+
იეჰოვამ კი ზეცა შექმნა.+
6 სიდიადითა და ბრწყინვალებითაა მოსილი,+
ძალა და მშვენიერებაა მის წმინდა ადგილას.+
7 პატივი მიაგეთ იეჰოვას, ხალხთა ტომებო,
პატივი მიაგეთ იეჰოვას, რადგან ის დიდებული და ძლევამოსილია!+
8 განადიდეთ იეჰოვა მისი სახელის გამო,+
ძღვნით წარდექით მის ეზოებში.
9 მუხლი მოიყარეთ იეჰოვას წინაშე წმინდა სამოსლით შემოსილებმა;
მის წინაშე თრთოდეთ, დედამიწის მკვიდრნო!
10 ამცნეთ ერებს: „გამეფდა იეჰოვა!+
მტკიცედაა დაფუძნებული დედამიწა, არასდროს შეირყევა.
სამართლიანად განსჯის ხალხებს“.+
11 გაიხაროს ზეცამ და იმხიარულოს დედამიწამ,
იხმაუროს ზღვამ და ყველაფერმა, რაც მასშია;+
12 იხარონ ველ-მინდვრებმა და ყველაფერმა, რაც მათზეა!+
ტყის ყველა ხემაც იმხიარულოს+
13 იეჰოვას წინაშე, რადგან მოდის,
მოდის იგი დედამიწის გასასამართლებლად.
ის სამართლიანად გაასამართლებს დედამიწის მკვიდრთ+
და ერთგულებით — ხალხებს!+