ל [ლამედ]
10 იეჰოვა, რატომ გამდგარხარ განზე?!
რატომ არ ჩანხარ, როცა გვიჭირს?!+
2 ბოროტი თავისი ამპარტავნობის გამო დევნის უმწეოს,+
მაგრამ თავისივე ხრიკების მსხვერპლი გახდება.+
3 ბოროტი თავისი გულისთქმებით იკვეხნის+
და ხარბ კაცს ლოცავს.
נ [ნუნ]
პატივს არ მიაგებს იგი იეჰოვას.
4 ბოროტი ქედმაღალია და არ ეძებს ღმერთს,
არ არსებობსო ღმერთი, ფიქრობს ის.+
5 ყოველთვის წარმატებულია თავის გზაზე,+
თუმცა ჩაუწვდომელია მისთვის შენი სამართალი;+
სასაცილოდ იგდებს იგი თავის მტრებს.
6 გულში ამბობს: მტკიცედ ვიდგები,
არ შემემთხვევაო უბედურება
თაობიდან თაობაში.+
פ [ფე]
7 პირი წყევლით, სიცრუითა და მუქარით აქვს სავსე;+
უბედურება და მავნებლობაა მის ენაზე.+
8 სოფლების სიახლოვეს ჩასაფრებულა;
სამალავიდან ესხმის თავს უდანაშაულოს და კლავს მას.+
ע [აინ]
უთვალთვალებს საბრალო მსხვერპლს.+
9 საფარში იცდის, როგორც ლომი ბუნაგში;+
ჩასაფრებულია, რომ ხელში ჩაიგდოს უმწეო.
ბადეში იმწყვდევს და იტაცებს მას.+
10 განადგურებული და მოდრეკილია მისი მსხვერპლი;
მის კლანჭებში ხვდება მრავალი უბედური.
11 გულში ამბობს: დაივიწყა ღმერთმა,+
პირი იბრუნა და ვერაფერს შენიშნავსო.+
ק [კოფ]
12 აღდექ, იეჰოვა!+ ხელი შემართე, ღმერთო!+
ნუ დაივიწყებ უმწეოთ!+
13 რატომ არ მიაგებს ღმერთს პატივს ბოროტი?
გულში ამბობს, არ მომთხოვსო პასუხს.
ר [რეშ]
14 მაგრამ შენ ხედავ უბედურებასა და გაჭირვებას,
აკვირდები და მოქმედებ.+
შენ შემოგყურებს საბრალო მსხვერპლი,+
შენ ხარ ობლის შემწე.+
ש [შინ]
15 მკლავი გადაუმტვრიე ბოროტ და უკეთურ კაცს,+
რათა ძებნას რომ დაუწყებ მის ბოროტებას, ვეღარ იპოვო.
16 იეჰოვა მეფეა სამარადისოდ.+
აღიგავნენ ხალხები დედამიწიდან.+
ת [თავ]
17 შენ შეისმენ თვინიერთა სათხოვარს, იეჰოვა.+
შენ განუმტკიცებ მათ გულს+ და ყურადღებით მოუსმენ.+
18 შენ გაუჩენ სამართალს ობოლსა და ჩაგრულს,+
რათა ვეღარ შეაშინოს ისინი დედამიწის მკვიდრმა, მოკვდავმა კაცმა.+