დავითის საგალობელი.
143 იეჰოვა, ისმინე ჩემი ლოცვა.+
მომისმინე, როცა შველას გთხოვ.
მიპასუხე, რადგან ერთგული და მართალი ხარ.
 2 ნუ შეედავები შენს მსახურს სასამართლოში,
რადგან შენ წინაშე ვერავინ გამართლდება.+
 3 მტერი მდევნის; ფეხქვეშ გათელა ჩემი სიცოცხლე.
დიდი ხნის წინ დაღუპულთა მსგავსად წყვდიადში დამიდო ბინა.
 4 სულგამწარებული ვარ,+
გული მაქვს ჩამკვდარი.+
 5 ვიხსენებ წარსულს;
ვფიქრობ ყველა შენს საქმეზე,+
ვუკვირდები შენს ნამოქმედარს.
 6 შენკენ აღვაპყრობ ხელებს.
ისე მომწყურდი, როგორც გადახრუკულ მიწას — წყალი.+ (სელა)
 7 სწრაფად მიპასუხე, იეჰოვა;+ ძალა გამომეცალა.+
პირს ნუ მომარიდებ,+
თორემ საფლავში ჩამავალს დავემსგავსები.+
 8 მიჩვენე შენი ურყევი სიყვარული დილიდანვე,
რადგან შენზე ვარ მონდობილი.
მიჩვენე, რომელი გზით ვიარო,+
რადგან შენზე ვამყარებ იმედს.
 9 მიხსენი მტრებისგან, იეჰოვა.
შენთან ვეძებ თავშესაფარს.+
10 მასწავლე შენი ნების შესრულება,+
რადგან ჩემი ღმერთი ხარ.
კარგია შენი სული,
წამიძღვეს ის სწორ გზაზე.
11 შენი სახელის გულისთვის მაცოცხლე, იეჰოვა.
მიხსენი გასაჭირისგან, რადგან მართალი ხარ.+
12 ბოლო მოუღე ჩემს მტრებს შენი ურყევი სიყვარულის გამო.+
მოსპე ყველა, ვინც მავიწროებს,+
რადგან შენი მსახური ვარ.+