გუნდის ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით. დავითის ფსალმუნი.
61 მისმინე, ღმერთო, შველას შეგთხოვ,
ყურად იღე ჩემი ლოცვა.+
 2 შენ შემოგღაღადებ დედამიწის კიდიდან
სასოწარკვეთილი.+
წამიძეხი მაღალი კლდისკენ.+
 3 შენა ხარ ჩემი თავშესაფარი,
მტკიცე კოშკი, მტრისგან რომ მიცავს.+
 4 სტუმრად ვიქნები შენს კარავში მარადიულად;+
ფრთებქვეშ შეგაფარებ თავს.+ (სელა)
 5 შენ მოისმინე ჩემი აღთქმები, ღმერთო,
და მიბოძე მემკვიდრეობა, შენი სახელის მოშიშთათვის განკუთვნილი.+
 6 დღეგრძელობას უბოძებ მეფეს,+
მისი წლები თაობიდან თაობამდე გასტანს.
 7 იგი მარადიულად იჯდება ტახტზე ღვთის წინაშე;+
შენი ურყევი სიყვარულითა და ერთგულებით დაიცავი იგი.+
 8 მარადიულად ვუგალობებ შენს სახელს+
და ყოველდღიურად შევასრულებ ჩემს აღთქმებს.+