146 ადიდეთ იაჰი!+
ადიდე იეჰოვა, სულო ჩემო!+
2 მთელი სიცოცხლე ვადიდებ იეჰოვას;
ვუგალობებ ჩემს ღმერთს, სანამ ცოცხალი ვარ.
3 იმედს ნუ დაამყარებთ მმართველებზე,
ნურც სხვა ადამიანებზე, რომელთაც არ შეუძლიათ ხსნა.+
4 ამოსდის სული, თვითონ კი უბრუნდება მიწას;+
იმ დღესვე ქრება მისი ფიქრები.+
5 ბედნიერია ის, ვისი შემწეც იაკობის ღმერთია,+
ვინც იმედს თავის ღმერთ იეჰოვაზე ამყარებს,+
6 რომელმაც შექმნა ცა და დედამიწა,
ზღვა, და ყოველივე მათში არსებული,+
ის, ვინც ყოველთვის ერთგულია,+
7 ვინც სამართალს უჩენს ჩაგრულს
და აპურებს მშიერს;+
იეჰოვა ათავისუფლებს ტუსაღებს.+
8 იეჰოვა თვალს უხელს უსინათლოს,+
იეჰოვა ფეხზე აყენებს დატანჯულს;+
იეჰოვას უყვარს მართლები.
9 იეჰოვა იცავს ხიზანს,
ის ზრუნავს ქვრივ-ობოლზე,+
ბოროტთა გეგმებს კი შლის.+
10 მარადიულად იმეფებს იეჰოვა,+
თაობიდან თაობაში იმეფებს შენი ღმერთი, სიონო!
ადიდეთ იაჰი!