ᲬᲘᲒᲜᲘ ᲛᲔᲝᲗᲮᲔ
                                                 (ფსალმუნები 90—106)
ღვთის კაცის, მოსეს, ლოცვა.+
90 იეჰოვა, შენ ხარ ჩვენი სამკვიდრო+ თაობიდან თაობაში!
2 შენ მანამ არსებობდი, სანამ მთები გაჩნდებოდნენ
და სანამ დედამიწასა და ნაყოფიერ მიწას წარმოქმნიდი;+
მარადიულად შენ ხარ ღმერთი!+
 3 კვლავ მტვრად აქცევ მოკვდავ ადამიანს;
ეუბნები: „მტვერს დაუბრუნდით, კაცის ძეებო!“+
 4 შენს თვალში ათასი წელი გუშინდელი, ჩავლილი დღესავით არის,+
და ღამის ერთ გუშაგობას ჰგავს.
 5 უეცრად უღებ კაცს ბოლოს;+ სიზმარივით ქრება.
დილაობით აღმოცენებულ ბალახს ჰგავს,+
 6 დილით რომ ბიბინებს და ყვავილობს,
საღამოს კი ჭკნება და ხმება.+
 7 შენმა რისხვამ გვშთანთქა,+
შენმა მრისხანებამ შეგვაძრწუნა.
 8 შენ თვალწინაა ჩვენი დანაშაული,+
შენი სახის ნათელი ააშკარავებს ჩვენს ფარულ საქმეებს.+
 9 შენი რისხვით ილევა ჩვენი დღეები;
ერთ ამოსუნთქვასავით გადის ჩვენი წლები.
10 ჩვენ სამოცდაათ წელს ვცოცხლობთ,
ჯანმაგრობისას კი — ოთხმოცს,+
მაგრამ ეს წლები გასაჭირითა და მწუხარებითაა სავსე;
მიქრის და ჩვენც მიგვაქანებს.+
11 განუზომელია შენი რისხვა; ვინ ჩასწვდება მას?!
შენი მრისხანება ისეთივე დიდია, როგორიც შიში, შენდამი რომ გვმართებს.+
12 გვასწავლე, ისე გავლიოთ თითოეული დღე,+
რომ გული დავიბრძენოთ.
13 გული მოიბრუნე ჩვენზე, იეჰოვა!+ როდემდე იქნები ასე?!+
შეიბრალე შენი მსახურები!+
14 შენს სიკეთეს ნუ მოგვაკლებ+ ყოველ დილით,
რათა ვიყიჟინოთ და გავიხაროთ+ ყოველდღე.
15 იმდენ ხანს გაგვახარე, რამდენ ხანსაც შეგვაჭირვე,+
რამდენ წელსაც უბედურებას ვიტანდით.+
16 იხილონ შენი საქმეები შენმა მსახურებმა
და შენი სიდიადე — მათმა შვილებმა.+
17 ჩვენი ღვთის, იეჰოვას, წყალობა არ მოგვკლებოდეს!
აკურთხე ჩვენი ნახელავი!
აკურთხე ჩვენი ნაშრომი!+