აღსავალი სიმღერა. დავითის ფსალმუნი.
122 გავიხარე, როცა მითხრეს,
იეჰოვას სახლში წავიდეთო,+
 2 და აი, უკვე ფეხი შემოვდგით
შენს კარიბჭეებში, იერუსალიმო.+
 3 მჭიდროდაა ნაშენი იერუსალიმი,
ერთიანია მთელი ქალაქი.+
 4 ადიან იქ ტომები,
იაჰის ტომები,
რომ განადიდონ იეჰოვას სახელი
ისრაელისთვის მიცემული მითითების თანახმად.+
 5 იქ დგას სასამართლო ტახტები,+
ტახტები დავითის შთამომავლობისთვის.+
 6 ილოცეთ იერუსალიმის მშვიდობისთვის;+
უსაფრთხოდ იქნებიან შენი მოყვარულნი.
 7 კვლავაც მშვიდობა იყოს შენს ზღუდეებს შორის,
სიმშვიდე — შენს გამაგრებულ კოშკებში.
 8 ჩემს მოძმეთა და მეგობართა გამო გეტყვი:
„მშვიდობა შენდა!“
 9 ჩვენი ღვთის, იეჰოვას, სახლის გულისთვის+
შენს კეთილდღეობაზე ვილოცებ.