149 ადიდეთ იაჰი!
უმღერეთ იეჰოვას ახალი საგალობელი,+
უგალობეთ მას ერთგულთა კრებულში!+
 2 გაიხაროს ისრაელმა თავისი დიდებული შემოქმედით,+
იმხიარულონ სიონის მკვიდრებმა თავიანთი მეფით!
 3 ცეკვით+ განადიდონ მისი სახელი
და უგალობონ მას დაირითა და ქნარით!+
 4 იეჰოვა ხარობს თავისი ხალხით.+
ის ხსნით ამკობს თვინიერებს.+
 5 დიდებით გაიხარონ ერთგულებმა,
სიხარულით იყიჟინონ თავიანთ სარეცლებზე.+
 6 ბაგით ღმერთს უგალობონ
და ხელთ ორლესული მახვილი იპყრან,
 7 რათა შური იძიონ ერებზე
და დასაჯონ ხალხები,
 8 რათა ხუნდები დაადონ მათ მეფეებს
და რკინის ბორკილები — მათ დიდებულებს,
 9 რათა აღასრულონ მათთვის გამოტანილი განაჩენი.+
ასეთი პატივის ღირსნი გახდებიან მისი ერთგულები.
ადიდეთ იაჰი!