ბიბლია 2 მატიანის მოკლე შინაარსი 2 ᲛᲐᲢᲘᲐᲜᲔ ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ 1 სოლომონი ღმერთს სიბრძნეს სთხოვს (1—12). სოლომონის სიმდიდრე (13—17). 2 ტაძრის მშენებლობის სამზადისი (1—18). 3 სოლომონი ტაძრის მშენებლობას იწყებს (1—7). წმინდათაწმინდა (8—14). სპილენძის ორი სვეტი (15—17). 4 სამსხვერპლო, მრგვალი აუზი და ათი მომცრო აუზი (1—6). სალამპრეები, მაგიდები და ეზოები (7—11ა). ტაძრის ნივთების დამზადება (11ბ—22). 5 ტაძრის მიძღვნის სამზადისი (1—14). კიდობანი ტაძარში გადააქვთ (2—10). 6 სოლომონი ხალხს მიმართავს (1—11). მიძღვნის დროს წარმოთქმული სოლომონის ლოცვა (12—42). 7 ტაძარი იეჰოვას სიდიადით ივსება (1—3). ტაძრის მიძღვნა (4—10). იეჰოვა ეცხადება სოლომონს (11—22). 8 სხვა სამშენებლო პროექტები (1—11). ორგანიზება ეწევა ტაძარში მსახურებას (12—16). სოლომონის ხომალდები (17, 18). 9 სოლომონს საბას დედოფალი სტუმრობს (1—12). სოლომონის ქონება (13—28). სოლომონის სიკვდილი (29—31). 10 ისრაელი უჯანყდება რობოამს (1—19). 11 რობოამის მეფობა (1—12). ერთგული ლევიანები იუდაში გადადიან საცხოვრებლად (13—17). რობოამის ოჯახი (18—23). 12 შიშაკი იერუსალიმზე ილაშქრებს (1—12). რობოამის მმართველობა (13—16). 13 იუდას მეფე აბია (1—22). აბია იერობოამს ამარცხებს (3—20). 14 აბიას სიკვდილი (1). იუდას მეფე ასა (2—8). ასა ეთიოპთა მილიონიან ჯარს ამარცხებს (9—15). 15 ასას რეფორმები (1—19). 16 ასას შეთანხმება სირიასთან (1—6). ხანანი კიცხავს ასას (7—10). ასას სიკვდილი (11—14). 17 იუდას მეფე იეჰოშაფატი (1—6). ხალხის განსწავლა (7—9). იეჰოშაფატის სამხედრო ძალა (10—19). 18 იეჰოშაფატი უმოყვრდება ახაბს (1—11). მიქაია მარცხს წინასწარმეტყველებს (12—27). ახაბს გალაადის რამოთში კლავენ (28—34). 19 იეჰუ კიცხავს იეჰოშაფატს (1—3). იეჰოშაფატის რეფორმები (4—11). 20 მეზობელი ერები საფრთხეს უქმნიან იუდას (1—4). იეჰოშაფატი შველას შესთხოვს ღმერთს (5—13). იეჰოვას პასუხი (14—19). იუდას სასწაულებრივი ხსნა (20—30). იეჰოშაფატის მმართველობა (31—37). 21 იუდას მეფე იეჰორამი (1—11). ელიას წერილი (12—15). იეჰორამის სამარცხვინო აღსასრული (16—20). 22 იუდას მეფე ახაზია (1—9). ათალია ხელთ იგდებს ტახტს (10—12). 23 იეჰოიადა იწყებს მოქმედებას; იეჰოაში მეფდება (1—11). ათალიას მკვლელობა (12—15). იეჰოიადას რეფორმები (16—21). 24 იეჰოაშის მეფობა (1—3). იეჰოაში ტაძრის შეკეთებას იწყებს (4—14). იეჰოაშის ორგულობა (15—22). იეჰოაშის მკვლელობა (23—27). 25 იუდას მეფე ამაცია (1—4). ომი ედომთან (5—13). ამაციას კერპთაყვანისმცემლობა (14—16). ომი ისრაელის მეფე იეჰოაშთან (17—24). ამაციას სიკვდილი (25—28). 26 იუდას მეფე უზია (1—5). უზიას სამხედრო მიღწევები (6—15). გადიდგულებულ უზიას კეთრი უჩნდება (16—21). უზიას სიკვდილი (22, 23). 27 იუდას მეფე იოთამი (1—9). 28 იუდას მეფე ახაზი (1—4). სირია და ისრაელი ამარცხებენ ახაზს (5—8). ოდედი აფრთხილებს ისრაელს (9—15). იუდას დამდაბლება (16—19). ახაზის კერპთაყვანისმცემლობა და მისი სიკვდილი (20—27). 29 იუდას მეფე ხიზკია (1, 2). ხიზკიას რეფორმები (3—11). ტაძრის განწმენდა (12—19). ტაძარში მსახურების განახლება (20—36). 30 ხიზკია აღნიშნავს პასექს (1—27). 31 ხიზკია კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ ილაშქრებს (1). ხიზკია მხარს უჭერს მღვდლებსა და ლევიანებს (2—21). 32 სინახერიბი ემუქრება იერუსალიმს (1—8). სინახერიბი შეურაცხყოფს იეჰოვას (9—19). ანგელოზი ანადგურებს ასურელთა ჯარს (20—23). ხიზკიას დასნეულება და შემდეგ მისი გადიდგულება (24—26). ხიზკიას მიღწევები და სიკვდილი (27—33). 33 იუდას მეფე მენაშე (1—9). მენაშე ინანიებს ჩადენილ ბოროტებას (10—17). მენაშეს სიკვდილი (18—20). იუდას მეფე ამონი (21—25). 34 იუდას მეფე იოშია (1, 2). იოშიას რეფორმები (3—13). ტაძარში კანონის წიგნს პოულობენ (14—21). ხულდა უბედურებას წინასწარმეტყველებს (22—28). იოშია ხალხს კანონის წიგნს უკითხავს (29—33). 35 იოშია დიდებულ პასექს მართავს (1—19). იოშიას ფარაონი ნექო კლავს (20—27). 36 იუდას მეფე იეჰოახაზი (1—3). იუდას მეფე იეჰოიაკიმი (4—8). იუდას მეფე იეჰოიაქინი (9, 10). იუდას მეფე ციდკია (11—14). იერუსალიმის განადგურება (15—21). კიროსის ბრძანებულება ტაძრის აღდგენის შესახებ (22, 23).