ბიბლია ნეემიას მოკლე შინაარსი ᲜᲔᲔᲛᲘᲐ ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ 1 იერუსალიმიდან მოტანილი ამბავი (1—3). ნეემიას ლოცვა (4—11). 2 ნეემია იერუსალიმში მიდის (1—10). ნეემია იერუსალიმის გალავანს ამოწმებს (11—20). 3 გალავნის აღდგენა (1—32). 4 წინააღმდეგობის მიუხედავად საქმე წინ მიიწევს (1—14). მშენებლები შეიარაღებული მუშაობენ (15—23). 5 ნეემია ბოლოს უღებს მოძმეთა ჩაგვრას (1—13). ნეემიას უანგარობა (14—19). 6 მშენებლობა კვლავ წინააღმდეგობის ფონზე გრძელდება (1—14). გალავნის აღდგენა 52 დღეში სრულდება (15—19). 7 ქალაქის კარიბჭეები და კარიბჭის მცველები (1—4). სამშობლოში დაბრუნებულთა ნუსხა (5—69). ტაძრის მსახურნი (46—56). სოლომონის მსახურთა შთამომავლები (57—60). შესაწირავები საქმის შესასრულებლად (70—73). 8 ხალხს კანონს უკითხავენ და განუმარტავენ (1—12). კარვობის დღესასწაულის აღნიშვნა (13—18). 9 ხალხი ცოდვებს აღიარებს (1—38). იეჰოვა, მიმტევებელი ღმერთი (17). 10 ხალხი პირობას დებს, რომ კანონს დაიცავენ (1—39). „ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ჩვენი ღვთის ტაძარი!“ (39). 11 იერუსალიმში ხალხი კვლავ სახლდება (1—36). 12 მღვდლები და ლევიანები (1—26). გალავნის მიძღვნა (27—43). ორგანიზება ეწევა ტაძარში მსახურებას (44—47). 13 ნეემიას სხვა რეფორმები (1—31). ლევიანებს უნდა მიეცეთ მეათედი (10—13). შაბათი არ უნდა შეიბღალოს (15—22). უცხოტომელებზე ქორწინება აიკრძალა (23—28).