პირველი წიგნი
(ფსალმუნები 1—41)
1 ბედნიერია+ კაცი, რომელიც ბოროტთა რჩევისამებრ არ დადის,+
არ დგას ცოდვილთა გზაზე+
და დამცინავებთან არ ზის;+
2 იეჰოვას კანონი ანიჭებს მას სიამოვნებას+
და კითხულობს მის კანონს დღედაღამ.+
3 იქნება ის წყლის ნაკადულებთან+ დარგულ ხესავით,
რომელიც თავის დროზე იძლევა ნაყოფს+
და რომლის ფოთლებიც არ ჭკნება;+
ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი მოემართება.+
4 ბოროტები კი ასე არ არიან,
ისინი ქარისგან გაფანტულ ბზეს ჰგვანან.+
5 ამიტომაც ბოროტები ვერ წამოდგებიან სასამართლოზე+ და
ცოდვილები — მართლების კრებულში;+
6 რადგან იცის იეჰოვამ მართალთა გზა,+
ბოროტთა გზა კი მოისპობა.+
2 რატომ ბობოქრობენ ხალხები+
და რატომ ფიქრობენ ერები ამაოებაზე?+
2 დადგნენ დედამიწის მეფეები+
და შეიკრიბნენ უმაღლესი მოხელეები+
იეჰოვასა+ და მისი ცხებულის წინააღმდეგ,+
3 ამბობენ: „დავწყვიტოთ მათი სადავეები+
და მოვიშოროთ მათი თოკები!“+
4 გაიცინებს ზეცაში მჯდომი,+
იეჰოვა სასაცილოდ აიგდებს მათ.+
5 მაშინ თავისი მრისხანებით+ შეაძრწუნებს მათ
და რისხვით ეტყვის:+
6 „მე, მე დავაყენე ჩემი მეფე+
სიონზე,+ ჩემს წმინდა მთაზე“.+
7 ვაუწყებ იეჰოვას ბრძანებას.
მან მითხრა: „შენ ჩემი ძე ხარ;+
მე დღეს გავხდი შენი მამა.+
8 მთხოვე,+ რომ მოგცე ხალხები მემკვიდრეობად+
და დედამიწის კიდეები — საკუთრებად.+
9 დალეწავ მათ რკინის კვერთხით+
და მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ“.+
10 ახლა კი, მეფეებო, გამოავლინეთ გამჭრიახობა,
გამოსწორდით, დედამიწის მოსამართლეებო!+
11 შიშით+ ემსახურეთ იეჰოვას,
გიხაროდეთ და თრთოდეთ!+
12 ეამბორეთ ძეს,+ რომ არ განრისხდეს ღმერთი
და არ მოიკვეთოთ თქვენი გზიდან,+
რადგან ადვილად ინთება მისი რისხვა.+
ბედნიერია ყველა, ვინც მას აფარებს თავს.+
დავითის სიმღერა. როცა თავის ვაჟს, აბესალომს, გაურბოდა+
3 იეჰოვა, რატომ მომიმრავლდნენ მტრები?+
რატომ აღსდგნენ ჩემ წინააღმდეგ?+
2 ბევრი ამბობს ჩემს სულზე:
არ დაიხსნისო მას ღმერთი.+ სელა.
3 შენ კი, იეჰოვა, ჩემი ფარი ხარ+
და ჩემი დიდება;+ თავაწეულს მატარებ.+
4 ხმამაღლა დავუძახებ იეჰოვას
და თავისი წმინდა მთიდან მიპასუხებს.+ სელა.
5 დავწვები დასაძინებლად
და გავიღვიძებ, რადგან თავად იეჰოვა მიდგას მხარში.+
6 არ შევუშინდები ათი ათას კაცს,
გარს რომ მერტყმიან ყოველი მხრიდან.+
7 აღსდექ,+ იეჰოვა! მიხსენი,+ ჩემო ღმერთო!+
შემოჰკარი ყბებში+ ჩემს მტრებს
და კბილები ჩაუმტვრიე ბოროტებს!+
8 ხსნა იეჰოვასგანაა.+
შენგან არის კურთხეული შენი ხალხი.+ სელა.
ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით შესასრულებელი+ დავითის სიმღერა
4 ჩემო მართალო ღმერთო,+ მიპასუხე, როცა მოგიხმობ!
გამოსავალი მაპოვნინე გასაჭირში,
წყალობა მიყავი+ და შეისმინე ჩემი ლოცვა!
2 ადამიანთა ძეებო, როდემდე უნდა იყოს ჩემი დიდება+ შეურაცხყოფილი?
როდემდე უნდა გიყვარდეთ ამაოება
და როდემდე უნდა ეძებდეთ სიცრუეს? სელა.
3 იცოდეთ, რომ იეჰოვა გამოარჩევს თავის ერთგულს;+
იეჰოვა მომისმენს, როცა მოვუხმობ.+
4 თუ აღშფოთდებით, ნუ შესცოდავთ.+
გულში თქვით, თქვენს საწოლში,+ და ჩუმად იყავით. სელა.
5 შესწირეთ სიმართლის მსხვერპლი+
და მიენდეთ იეჰოვას.+
6 მრავალი ამბობს: „ვინ დაგვანახვებს სიკეთეს?“
შენი სახის ნათელი გადმოგვაფინე,+ იეჰოვა!
7 გულს გამიმხიარულებ+
იმათზე მეტად, ვისაც უხვად აქვს მარცვლეული და ახალი ღვინო.+
8 მშვიდად დავწვები და დავიძინებ,+
რადგან, იეჰოვა, მხოლოდ შენ მაცხოვრებ უსაფრთხოდ.+
ხელმძღვანელს: ნეხილას თანხლებით. დავითის სიმღერა
5 ო, იეჰოვა, ყური მოაპყარი+ ჩემს სიტყვებს,
გაიგე ჩემი ოხვრა.
2 ყურადღება მოაქციე ჩემს ღაღადს, როცა შველას გთხოვ,+
ჩემო მეფეო+ და ჩემო ღმერთო, რადგან შენ მოგმართავ ლოცვით.+
3 დილით მოისმენ ჩემს ხმას, იეჰოვა,+
დილით მოგმართავ და ვიფხიზლებ.+
4 შენ არა ხარ სიბოროტის+ მოყვარული ღმერთი;
ვერასოდეს დამკვიდრდება შენთან ბოროტი.+
5 ვერ დადგება მკვეხარა შენ თვალწინ;+
შენ გძულს ყველა, ვინც სიავეს სჩადის.+
6 შენ მოსპობ მას, ვინც სიცრუეს ლაპარაკობს.+
სისხლისმღვრელი+ და მზაკვარი+ სძულს იეჰოვას.
7 შენი უსაზღვრო სიკეთის+ გამო
მოვალ შენს სახლში+
და შენდამი შიშით დავემხობი შენი წმინდა ტაძრის წინ.+
8 იეჰოვა, შენი სიმართლით წამიძეხი,+ რადგან მტერი მახვევია გარს.+
გაასწორე შენი გზა ჩემ წინაშე.+
9 მათი პირიდან საიმედო არაფერი გამოდის;+
მათი შიგნეული უბედურებით არის სავსე;+
მათი ყელი ღია სამარხია+
და ენით პირფერობენ.+
10 ღმერთი დაადანაშაულებს+ მათ
და დაეცემიან თავიანთი ზრახვების გამო;+
გაიფანტებიან თავიანთი უამრავი ცოდვის გამო,+
რადგან გეურჩნენ.+
11 ყველა, ვინც თავს გაფარებს, გაიხარებს+
და მარადიულად სიხარულით იყიჟინებს.+
შენ ჩაკეტავ მათთან მისასვლელს.
შენი სახელის მოყვარულები შენით გაიხარებენ.+
12 შენ თავად აკურთხებ ყველა მართალს,+ იეჰოვა;
როგორც დიდი ფარით,+ ისე დაიფარავ მათ შენი კეთილგანწყობით.+
ხელმძღვანელს: დაბალხმიანი სიმებიანი საკრავების თანხლებით.+ დავითის სიმღერა
6 იეჰოვა, შენი რისხვით ნუ შემაგონებ+
და შენი მრისხანებით ნუ დამსჯი.+
2 წყალობა მიყავი, იეჰოვა, რადგან დავილიე.+
განმკურნე,+ იეჰოვა, ვინაიდან შემეძრა ძვლები.
3 დიდად შემეძრა სული.+
შენ კი, იეჰოვა — როდემდე?+
4 დაბრუნდი,+ იეჰოვა, იხსენი ჩემი სული;+
მიხსენი შენი სიკეთის გამო;+
5 რადგან არ არის სიკვდილში შენი ხსენება;+
ვინ შეგასხამს ხოტბას სამარეში?+
6 დამქანცა ოხვრამ;+
მთელი ღამე ცრემლით ვასველებ საწოლს,+
ცრემლები იღვრება ჩემი ტახტიდან.+
7 მწუხარებისგან თვალი დამისუსტდა,+
დამიბერდა ჩემი მტრების გამო.+
8 მომშორდით სიავის მქნელნო,+
რადგან მოისმენს იეჰოვა ჩემს მოთქმას.+
9 მომისმენს იეჰოვა, როცა წყალობას ვთხოვ;+
მიიღებს იეჰოვა ჩემს ლოცვას.+
10 ძლიერ შერცხვება+ და შეშფოთდება ყველა ჩემი მტერი,
უკან დაიხევენ და მყისვე შერცხვებიან.+
დავითის სამგლოვიარო სიმღერა, რომელსაც ბენიამინელი ქუშის სიტყვების გამო უმღეროდა იეჰოვას
7 ო, იეჰოვა, ჩემო ღმერთო,+ შენ შეგაფარე თავი.+
დამიხსენი ყველა ჩემი მდევნელისგან და გადამარჩინე,+
2 რათა არავინ დამიფლითოს სული ლომივით,+
არ გამიტაცონ, როცა არავინ იქნება დამხსნელი.+
3 იეჰოვა, ჩემო ღმერთო, თუ რამე ჩამედინოს+
და უსამართლობაში მქონდეს ხელი გარეული,+
4 თუ ბოროტებით გადამეხადოს ჩემი კეთილისმყოფლისთვის+
ან თუ გამეძარცვოს ის, ვინც უშედეგოდ მმტრობს,+
5 მაშინ მტერი დაედევნოს ჩემს სულს,+
დამეწიოს, მიწასთან გაასწოროს ჩემი სიცოცხლე
და ჩემი დიდება მტვერში დაამკვიდროს. სელა.
6 აღსდექ, იეჰოვა, შენი რისხვით!+
აღიმართე ჩემი მტრების წინააღმდეგ, რომლებიც რისხვას ანთხევენ ჩემზე!+
გამოიღვიძე ჩემ დასახმარებლად,+ რადგან გაცემული გაქვს ბრძანება სამართლის აღსასრულებლად!+
7 გარს შემოგეხვევა ერების კრებული,
შენ კი ამაღლდები მის წინააღმდეგ.
8 იეჰოვა გამოუტანს განაჩენს ხალხებს.+
იეჰოვა, გამასამართლე ჩემი სიმართლისა+
და ჩემი უმწიკვლობისამებრ!+
9 გთხოვ, ბოლო მოუღე ბოროტთა უკეთურებას;+
განამტკიცე მართალი.+
გულსა+ და თირკმელებს+ მართალი ღმერთი+ იკვლევს.
10 ჩემი ფარი ღმერთთან არის,+ გულმართალთა მხსნელთან.+
11 ღმერთი მართალი მოსამართლეა,+
განაჩენთა გამომტანი ყოველდღე.
12 თუ ვინმე ბოროტებას არ მიატოვებს,+ იგი თავის მახვილს გალესავს,+
მშვილდს მოზიდავს და სასროლად გაამზადებს.+
13 სასიკვდილო იარაღს გაამზადებს,+
ააბრიალებს თავის ისრებს.+
14 აი ის, ვინც სიავეზეა ფეხმძიმედ;+
უბედურება ჩასახვია მას და შობს სიცრუეს.+
15 ორმოს თხრის და თხრის,+
მაგრამ თავისივე ამოთხრილ ორმოში ჩავარდება.+
16 მისი უბედურება მისივე თავზე დატრიალდება+
და ძალადობა დაისადგურებს მის თხემზე.+
17 ხოტბას შევასხამ იეჰოვას მისი სიმართლისამებრ+
და ქებას ვუმღერებ უზენაესი+ იეჰოვას სახელს.+
გუნდის ხელმძღვანელს: გითითი.+ დავითის სიმღერა
8 ო, იეჰოვა, ჩვენო უფალო, რა დიდებულია შენი სახელი მთელ დედამიწაზე!+
შენს ღირსებას აუწყებენ ცის ზემოთ!+
2 ბავშვებისა და ჩვილების პირით აჩვენე ძალა+
მათ, ვინც გმტრობს,+
რათა ბოლო მოუღო შენს მტერს და შურისმაძიებელს.+
3 როცა ვუყურებ ცას, შენი თითების ნამოქმედარს,+
მთვარესა და ვარსკვლავებს, შენ რომ შექმენი,+
4 ვფიქრობ: რა არის მოკვდავი კაცი,+ რომ გახსოვს,+
ანდა მისი ძე, რომ ზრუნავ მასზე?+
5 ღვთის მსგავსებზე ოდნავ დაბლა დააყენე იგი,+
ხოლო შემდეგ დიდებისა+ და სიდიადის გვირგვინი დაადგი.+
6 შენს ნახელავზე გააბატონე+
და ყოველივე მის ფეხქვეშ მოაქციე:+
7 ყველა წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი,+
ტრიალი მინდვრის მხეცები,+
8 ცის ფრინველები და ზღვის თევზები,+
ყველაფერი, რაც ზღვის ბილიკებს გადის.+
9 იეჰოვა, ჩვენო უფალო, რა დიდებულია შენი სახელი მთელ დედამიწაზე!+
გუნდის ხელმძღვანელს: მუთ-ლაბენი. დავითის სიმღერა
א [ალეფ]
9 მთელი გულით შეგასხამ ხოტბას, იეჰოვა,+
და ყველა შენს საოცარ საქმეს ვაუწყებ!+
2 შენით ვიხარებ და ვიმხიარულებ,+
ქებას ვუმღერებ შენს სახელს, უზენაესო.+
ב [ბეთ]
3 როცა ჩემი მტრები მობრუნდებიან,+
წაბორძიკდებიან და დაიღუპებიან შენ წინაშე.+
4 შენ გამიჩინე სამართალი და განიხილე ჩემი საქმე,+
შენ ზიხარ ტახტზე და სიმართლით ასამართლებ.+
ג [გიმელ]
5 შენ კიცხავ ხალხებს+ და ანადგურებ ბოროტს;+
სამუდამოდ შლი მათ სახელს.+
6 დასასრულს მიუახლოვდა მტრის გაპარტახება,+
ასევე ქალაქებისა, შენ რომ ამოძირკვე;+
გაქრება მათი სახსენებელი.+
ה [ჰე]
7 იეჰოვა კი მარადიულად იმეფებს,+
თავისი ტახტი გასასამართლებლად ექნება განმტკიცებული.+
8 ის სიმართლით გაასამართლებს მთელ ქვეყნიერებას;+
სიმართლით გაასამართლებს ერებს.+
ו [ვავ]
9 იეჰოვა იქნება თავშესაფარი მაღლობზე ყოველი დაჩაგრულისთვის,+
მაღლობზე მდებარე თავშესაფარი გაჭირვების დროს.+
10 შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი,+
რადგან შენ არ მიატოვებ შენს მაძიებლებს, იეჰოვა.+
ז [ზაინ]
11 ქება უმღერეთ იეჰოვას, რომელიც სიონში მკვიდრობს!+
აუწყეთ ხალხებს მისი საქმეები!+
12 როცა ის სისხლისმღვრელებს+ ეძებს, ახსოვს დაჩაგრულები;+
ის არ დაივიწყებს მათ ღაღადს.+
ח [ხეთ]
13 წყალობა მიყავი, იეჰოვა! დაინახე, რა გაჭირვებაში ვარ ჩემს მოძულეთა გამო!+
შენ გამოგყავარ სიკვდილის კარიბჭეებიდან,+
14 რათა ვაუწყო შენი სანაქებო საქმეები+
სიონის ასულის+ კარიბჭეებთან+
და გავიხარო შენგან ხსნით.+
ט [ტეთ]
15 თავიანთივე ამოთხრილ ორმოში ჩაცვივდნენ ხალხები,+
თავიანთივე დამალულ ბადეში+ გაებათ ფეხი.+
16 იეჰოვა ცნობილია იმ განაჩენით, რომელიც აღასრულა.+
ბოროტი თავისივე ხელის ნამოქმედარმა გააბა მახეში.+
ჰიგაიონი. სელა.
י [ჲოდ]
17 სამარეში+ ჩავა ბოროტი+ ხალხი,
ყველა ერი, რომელმაც ღმერთი დაივიწყა.+
18 ყოველთვის არ იქნება საწყალი დავიწყებული;+
არასოდეს გაქარწყლდება თვინიერთა იმედი.+
כ [ქაფ]
19 აღსდექ, იეჰოვა! ნუ იქნება მოკვდავი უფრო ძლიერი.+
გასამართლდნენ ხალხები შენ წინაშე.+
20 შიში ჩაუნერგე მათ, იეჰოვა,+
რათა იცოდნენ ხალხებმა, რომ მოკვდავნი არიან.+ სელა.
ל [ლამედ]
10 ო, იეჰოვა, რატომ დგახარ შორს?+
რატომ იმალები მაშინ, როცა გვიჭირს?+
2 ბოროტი თავისი ამპარტავნობით გაშმაგებული დევნის დაჩაგრულს;+
მისი ზრახვები გამოიჭერს მას.+
3 ბოროტი თავისი გულისთქმით იქებს თავს+
და საკუთარ თავს ლოცავს ის, ვინც მოგებას უსამართლოდ იხვეჭს.+
נ [ნუნ]
ის პატივს არ სცემს იეჰოვას.+
4 ბოროტი ქედმაღალია და არ ეძებს ღმერთს,+
არ არსებობსო ღმერთი,+ ფიქრობს ის.
5 ყოველთვის წარმატებულია თავის გზაზე.+
მიუწვდომელია მისთვის შენი სამართალი.+
ის არაფრად აგდებს მათ, ვინც მას მტრობს.+
6 გულში ამბობს: არ წავბორძიკდები,+
არ შემემთხვევაო უბედურება თაობიდან თაობაში.+
פ [ფე]
7 მისი პირი ფიცილით, მზაკვრობითა და ჩაგვრით არის სავსე;+
უბედურება და სიავე აქვს ენაზე.+
8 დასახლებულ ადგილებშია ჩასაფრებული;
სამალავიდან მოკლავს უდანაშაულოს.+
ע [აინ]
თვალებით დაეძებს საწყალს;+
9 ჩასაფრებულია სამალავში, როგორც ლომი ბუნაგში.+
ჩასაფრებულია,+ რომ მოიტაცოს საწყალი.
ბადეში იმწყვდევს და იტაცებს მას.+
10 განადგურებული და მოდრეკილია იგი;
მრავალი დამწუხრებული ჩავარდება ბოროტის ძლიერ კლანჭებში.+
11 გულში ამბობს:+ დაივიწყა ღმერთმა,+
სახე დამალაო,+
ვერასოდეს იხილავსო ამას.+
ק [კოფ]
12 აღსდექ,+ იეჰოვა! ხელი აღმართე,+ ღმერთო!
ნუ დაივიწყებ დაჩაგრულებს!+
13 რატომ არ სცემს ღმერთს პატივს ბოროტი?+
გულში ამბობს: არ მომთხოვსო პასუხს.+
ר [რეშ]
14 ხედავ უბედურებასა და მწუხარებას.
იყურები, რომ ხელში ჩაიგდო ისინი.+
საწყალი,+ უმამო ბავშვი შენ გაბარებს თავს.
შენა ხარ მისი შემწე.+
ש [შინ]
15 მკლავი გადაუმტვრიე ბოროტსა და უკეთურს.+
მანამდე ეძებე მათი ბოროტება, სანამ ვეღარ იპოვი.+
16 მარადიული მეფეა იეჰოვა, მუდამ იმეფებს იგი.+
აღიგავნენ ხალხები დედამიწიდან.+
ת [თავ]
17 შენ შეისმენ თვინიერთა სურვილს,+ იეჰოვა.
შენ განაწყობ მათ გულს.+
შენ მიაპყრობ ყურს,+
18 სამართალი რომ გაუჩინო უმამო ბავშვსა და დაჩაგრულს,+
რათა აღარავინ ააცახცახოს მოკვდავმა, მიწიერმა კაცმა.+
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი
11 იეჰოვაა ჩემი თავშესაფარი.+
როგორ ბედავთ, რომ მეუბნებით:
„თქვენს მთაში გადაიხვეწე ჩიტივით!+
2 ნახე, მოზიდეს მშვილდი ბოროტებმა,+
ლარს გამოსდეს ისარი,
რომ წყვდიადში ესროლონ გულმართლებს.+
3 რა უნდა ქნას მართალმა,+
როცა დანგრეულია საძირკვლები?“
4 იეჰოვა თავის წმინდა ტაძარშია;+
ზეცაშია იეჰოვა თავის ტახტზე.+
ხედავს მისი თვალი, მისი მბრწყინავი თვალები ამოწმებენ+ ადამიანთა ძეებს.
5 იეჰოვა ამოწმებს მართალსაც და ბოროტსაც;+
ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს.+
6 წვიმასავით დაუშვებს მახეებს, ცეცხლსა და გოგირდს ბოროტთა თავზე+
და მწველ ქარს არგუნებს მათ წილად, როგორც სასმისს.+
7 მართალია იეჰოვა,+ სიმართლის საქმეების მოყვარულია.+
მართლები იხილავენ მის სახეს.+
ხელმძღვანელს: დაბალხმიანი საკრავების თანხლებით.+ დავითის სიმღერა
12 მიხსენი,+ იეჰოვა, რადგან ბოლო მოეღო ერთგულს,+
აღარ არიან ერთგულები ადამიანთა შორის.
2 ერთმანეთს სიცრუეს ელაპარაკებიან,+
ორგულად ლაპარაკობენ+ მოთაფლული ბაგეებით.+
3 მოკვეთს იეჰოვა მოთაფლულ ბაგეებსა
და ამპარტავნობით მოლაპარაკე ენას,+
4 მათ, ვინც ამბობს: ჩვენი ენით გავიმარჯვებთო,+
რასაც გვინდა, იმას ვიტყვით ჩვენი ბაგეებით, ვინ გაგვიბატონდებაო.
5 „დაჩაგრულთა ძარცვისა და საწყალთა ოხვრის გამო+
აღვსდგები ახლა, — ამბობს იეჰოვა.+ —
დავიცავ მას ყველასგან, ვინც ზიზღით უყურებს“.+
6 წმინდაა იეჰოვას სიტყვები,+
როგორც ხალასი ვერცხლი, მიწის ღუმელში შვიდჯერ გაწმენდილი.
7 შენ დაიცავ მათ, იეჰოვა,+
სამარადისოდ დაიფარავ თითოეულს ამ თაობისგან.
8 მიდი-მოდიან ბოროტები,
რადგან განდიდებულია ბოროტება ადამიანის ძეთა შორის.+
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის სიმღერა
13 ო, იეჰოვა, როდემდე გეყოლები დავიწყებული?+ სამუდამოდ?+
როდემდე უნდა მალავდე სახეს ჩემგან?+
2 როდემდე უნდა ითმინოს ჩემმა სულმა
და როდემდე უნდა მქონდეს დღეები მწუხარებით სავსე?
როდემდე უნდა მძლავრობდეს მტერი ჩემზე?+
3 მომხედე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო, მიპასუხე!
გამიბრწყინე თვალები,+ რომ სიკვდილის ძილით არ დავიძინო+
4 და რომ არ თქვას ჩემმა მტერმა, ვძლიეო,
და ჩემი წაბორძიკებით არ გაიხარონ ჩემმა მოწინააღმდეგეებმა.+
5 მე შენს სიკეთეს ვარ მინდობილი.+
გაიხაროს ჩემმა გულმა შენგან ხსნით.+
6 ვუმღერებ იეჰოვას, რადგან დამაჯილდოვა.+
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი
14 უგუნური გულში ამბობს:
„არ არსებობს იეჰოვა“.+
უკეთურად და საძაგლად+ იქცევიან;
არავინ არის კარგის მკეთებელი.+
2 იეჰოვა კი ზეციდან გადმოჰყურებს ადამიანის ძეებს,+
რომ დაინახოს, ვისა აქვს წვდომის უნარი და ვინ ეძებს იეჰოვას.+
3 ყველამ გადაუხვია გზიდან,+ ყველა ერთიანად გაირყვნა;+
არავინ აკეთებს სიკეთეს,+
არავინ.+
4 ნუთუ ვერც ერთმა სიავის მქნელმა ვერ მიიღო ცოდნა,+
პურივით რომ ჭამენ ჩემს ხალხს?!+
მათ არ მოუხმეს იეჰოვას.+
5 ძლიერ შეშინდნენ,+
რადგან იეჰოვა მართალთა თაობასთან არის.+
6 ჩაგრულთა განზრახვას დასცინით,
რადგან იეჰოვაა მათი თავშესაფარი.+
7 ნეტავ სიონიდან მოვიდოდეს ისრაელის ხსნა!+
გაიხაროს იაკობმა და იმხიარულოს ისრაელმა,+
როცა იეჰოვა დააბრუნებს ტყვეებს თავისი ხალხიდან!+
დავითის სიმღერა
15 იეჰოვა, ვინ გესტუმრება კარავში?+
ვინ დამკვიდრდება შენს წმინდა მთაზე?+
2 ვინც უბიწოდ დადის,+ სიმართლეს აკეთებს+
და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს გულში;+
3 ცილს არავის სწამებს თავისი ენით,+
ცუდს არაფერს უკეთებს თავის მეგობარს+
და თავის ახლობელს არ შეურაცხყოფს;+
4 ვის თვალშიც ყველა საძულველი კაცი უარყოფილია,+
იეჰოვას მოშიშებს კი პატივს სცემს;+
ვინც არ ცვლის თავის საზიანოდ დაფიცებულს;+
5 ფულს სარგებლით არ გასცემს+
და არ იღებს ქრთამს უდანაშაულოს წინააღმდეგ.+
ასე მოქმედი არასოდეს წაიბორძიკებს.+
დავითის მიქთამი
16 დამიფარე, ღმერთო, რადგან შენ ხარ ჩემი თავშესაფარი.+
2 იეჰოვას ვუთხარი: „შენ იეჰოვა ხარ! ჩემი სიკეთით შენ ვერაფერს გარგებ,+
3 ის დედამიწაზე მცხოვრები წმინდებისთვისაა;
ისინი, დიდებულები, მანიჭებენ სიამოვნებას“.+
4 ტკივილი უმრავლდებათ მათ, ვინც სხვისი გამოჩენისთანავე მისკენ ისწრაფვის.+
არ დავღვრი სისხლს, რომელსაც დასაღვრელ შესაწირავად სწირავენ+
და არც მათ სახელს ვახსენებ.+
5 იეჰოვას მსახურება ჩემთვის განკუთვნილი წილია+ და სასმისი.+
შენ ინახავ ჩემს წილს.
6 მშვენიერი ადგილები მომიზომე სამკვიდროდ;+
მომწონს ჩემი საკუთრება.
7 ვაკურთხებ იეჰოვას, რომელიც რჩევას მაძლევს;+
ჩემს გამოსწორებას ემსახურება ჩემი თირკმელები ღამღამობით.+
8 ყოველთვის თვალწინ მიდგას იეჰოვა.+
არ წავბორძიკდები, რადგან ის ჩემ მარჯვნივ არის.+
9 ამიტომ ხარობს ჩემი გული, ჩემი დიდება სიხარულს ესწრაფვის;+
ჩემი სხეულიც უსაფრთხოდ იქნება.+
10 შენ არ დატოვებ ჩემს სულს სამარეში,+
არ დაუშვებ, რომ შენმა ერთგულმა საფლავი იხილოს.+
11 შენ მასწავლი სიცოცხლის გზას.+
შენი სახე დიდად მახარებს;+
ნეტარებაა შენს მარჯვენა ხელთან მარადიულად.+
დავითის ლოცვა
17 ო, იეჰოვა, მოისმინე სიმართლე, ყურადღება მიაქციე ჩემს ვედრებას!+
ყური მოაპყარი ჩემს ლოცვას, რომელსაც მზაკვრობას განრიდებული ბაგეებით წარმოვთქვამ.+
2 შენ გამიჩინე სამართალი+
და შენმა თვალებმა იხილონ სიმართლე.+
3 შენ იკვლევ ჩემს გულს და მამოწმებ ღამით,+
შენ მწმენდ. დაინახავ, რომ ცუდი არაფერი განმიზრახავს.+
არ შესცოდავენ ჩემი ბაგეები.+
4 ადამიანთა საქმეებში,
შენი ბაგეთა სიტყვის თანახმად, სიფრთხილეს ვიჩენდი ყაჩაღთა გზების მიმართ.+
5 მოვიკიდო ფეხი შენს გზაზე,+
სადაც წაუბორძიკებლად გადავდგამ ნაბიჯებს.+
6 ღმერთო, შენ მოგიხმობ, რადგან მიპასუხებ.+
ყური მომაპყარი და მოუსმინე ჩემს ნათქვამს.+
7 წარმოაჩინე შენი საოცარი სიკეთე,+ იმ ხალხის მხსნელო, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ
მათგან შორს, ვინც ეურჩება შენს მარჯვენას.+
8 თვალის გუგასავით გამიფრთხილდი+
და შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე+
9 ბოროტთა გამო, რომლებმაც გამძარცვეს.
გარს მეხვევიან ჩემი სულის მტრები;+
10 ქონში არიან ჩაფლულნი;+
მათი ბაგე ამპარტავნულად+ ლაპარაკობს.
11 ყოველ ნაბიჯზე გარს გვერტყმიან;+
თვალი იმაზე უჭირავთ, მიწასთან როგორ გაგვასწორონ.+
12 თითოეული მათგანი ლომს ჰგავს, რომელსაც მსხვერპლის დაფლეთა სწადია,+
და ისეთ ლომს, რომელიც სამალავშია ჩასაფრებული.
13 აღსდექ, იეჰოვა, დაუპირისპირდი მათ!+
ქედი მოახრევინე და შენი მახვილით დაიხსენი ჩემი სული ბოროტისგან,+
14 იეჰოვა, შენი ხელით დაიხსენი ის ხალხისგან,+
ქვეყნიერების ხალხისგან,+ ვისაც წილი აქვს ამ ცხოვრებაში+
და ვისაც დამალული განძით უვსებ მუცელს,+
ვისაც არ აკლია ძეები+
და ვინც თავის შეგროვილს შვილებს უტოვებს.+
15 მე კი სიმართლით ვიხილავ შენს სახეს,+
კმაყოფილებას ვიგრძნობ, გამოღვიძებისას შენს სახეს რომ დავინახავ.+
გუნდის ხელმძღვანელს. იეჰოვას მსახურის, დავითის სიმღერის სიტყვები, რითაც მან მიმართა იეჰოვას იმ დღეს, როცა დაიხსნა იგი იეჰოვამ მისი მტრებისა და საულის ხელიდან.+ აი რა თქვა მან:
18 მეყვარები, იეჰოვა, ჩემო ძალავ!+
2 იეჰოვაა ჩემი კლდე, ჩემი ციხესიმაგრე და მხსნელი.+
ჩემი ღმერთი ჩემი კლდეა! თავს შევაფარებ მას,+
ჩემს ფარსა და ხსნის რქას, თავშესაფარს მაღლობზე.+
3 მოვუხმობ იეჰოვას, დიდად საქებარს,+
და დამიხსნის ჩემი მტრებისგან.+
4 გარს შემომერტყა სიკვდილის საბელები;+
უვარგისი ხალხის მოზღვავება თავზარს მცემდა.+
5 სამარის საბელები შემომეხვია+
და სიკვდილის მახეებს წავაწყდი.+
6 გასაჭირში მოვუხმობდი იეჰოვას,
შველას ვთხოვდი ჩემს ღმერთს.+
თავისი ტაძრიდან ისმენდა ჩემს ხმას,+
მის ყურს მისწვდა ჩემი ხმა, როცა შველას ვთხოვდი.+
7 შეირყა და შეიძრა დედამიწა,+
შეტორტმანდა მთათა საძირკვლები,+
ირყეოდა, რადგან განრისხდა იგი.+
8 კვამლი გამოვიდა მისი ნესტოებიდან და შთამნთქმელი ცეცხლი — მისი პირიდან;+
აბრიალებული ნაკვერჩხლები ცვიოდა მისგან.
9 მოდრიკა ზეცა და ჩამოვიდა.+
შავი ღრუბელი იყო მის ფეხქვეშ.
10 ქერუბიმზე ამხედრებული მოფრინავდა,+
სულის ფრთებით მოქროდა.+
11 სიბნელე თავის საფრად აქცია,+
კარვად ჰქონდა
შავი წყლები და სქელი ღრუბლები.+
12 ჩაიარეს მის წინაშე ელვარებისგან გამოსულმა მისმა ღრუბლებმა,+
სეტყვამ და მოგიზგიზე ნაკვერჩხალმა.+
13 იეჰოვამ დაიქუხა ცაში+
და დასჭექა+ უზენაესმა
სეტყვით და მოგიზგიზე ნაკვერჩხლით.
14 ისრებს უშვებდა მათ გასაფანტად;+
გასტყორცნა ელვა, თავგზა რომ აებნია მათთვის.+
15 გამოჩნდა წყლის კალაპოტები,+
გაშიშვლდა მიწის საძირკვლები,+
რადგან შენ გაკიცხე, იეჰოვა, შენი ნესტოებიდან დაუბერე.+
16 ზემოდან გამომიწოდა ხელი და ამიყვანა,+
დიდი წყლიდან ამომიყვანა.+
17 მიხსნა ძლიერი მტრისგან+
და ჩემს მოძულეთაგან, რადგან ჩემზე ძლიერნი იყვნენ.+
18 უბედურების დღეს დამიპირისპირდნენ,+
მაგრამ იეჰოვა მყავდა საყრდენად.+
19 გაშლილ ადგილზე გამომიყვანა,+
მიხსნა, რადგან სასურველი ვიყავი მისთვის.+
20 იეჰოვა ჩემი სიმართლისამებრ მაჯილდოებს+
და ჩემი სუფთა ხელების მიხედვით მომიზღავს;+
21 ვინაიდან ვიცავდი იეჰოვას გზებს,+
ბოროტება არ ჩამიდენია და არ განვდგომივარ ჩემს ღმერთს;+
22 მისი სამართალი ჩემ წინაშეა+
და არ გადავუხვევ მის წესებს.+
23 უბიწო ვიქნები მის წინაშე+
და თავს დავიცავ დანაშაულისგან.+
24 იეჰოვამ მომიზღოს ჩემი სიმართლისამებრ+
და ჩემი ხელების სიწმინდისამებრ მის თვალთა წინაშე.+
25 ერთგულს ერთგულებით უპასუხებ+
და უბიწო კაცს უბიწოდ მოექცევი;+
26 წმინდისთვის წმინდა იქნები,+
ხოლო მზაკვრისთვის — ცბიერი.+
27 დაჩაგრულ ხალხს იხსნი,+
ამპარტავან თვალებს კი დაამცირებ.+
28 იეჰოვა, შენ აანთებ ჩემს ლამპარს.+
ჩემი ღმერთი გამინათებს ბნელს.+
29 შენი შეწევნით გავექცევი მოთარეშეებს,+
ჩემი ღვთის შეწევნით გალავანზეც გადავალ.+
30 სრულყოფილია ჭეშმარიტი ღვთის გზა;+
წმინდაა იეჰოვას სიტყვა.+
ფარია იგი ყველასთვის, ვინც თავს აფარებს მას.+
31 ვინ არის ღმერთი, თუ არა იეჰოვა?!+
ვინ არის კლდე, თუ არა ჩვენი ღმერთი?!+
32 ჭეშმარიტი ღმერთი შემომსარტყლავს მაცოცხლებელი ძალით;+
ის გამისრულყოფილებს გზას.+
33 ფურირმის ფეხებს მომცემს+
და მაღლობზე დამაყენებს.+
34 ჩემს ხელს ბრძოლას ასწავლის+
და ჩემს მკლავს სპილენძის მშვილდს მოაზიდვინებს.+
35 შენ მომცემ შენი ხსნის ფარს,+
შენი მარჯვენა შემეწევა+
და შენი თავმდაბლობა განმადიდებს.+
36 ფეხის დასადგამ ადგილს გამიფართოებ,+
კოჭები არ ამიკანკალდება.+
37 დავედევნები ჩემს მტრებს და დავეწევი,
არ დავბრუნდები, სანამ არ შეიმუსრებიან.+
38 გავაცამტვერებ მათ და ვეღარ ადგებიან;+
ჩემს ფეხებთან დაეცემიან.+
39 მაცოცხლებელი ძალით შემომსარტყლავ საბრძოლველად;
შენ დაამხობ ჩემს ფეხქვეშ მათ, ვინც წინ აღმიდგება.+
40 უკუაქცევ ჩემს მტრებს;+
დავადუმებ ჩემს მოძულეებს.+
41 შველას ითხოვენ, მაგრამ არ არის მხსნელი,+
უხმობენ იეჰოვას, მაგრამ არ პასუხობს მათ.+
42 მტვრად ვაქცევ და ქარი წაიღებს მათ,+
ქუჩის ტალახივით გადავღვრი გარეთ.+
43 შენ მიხსნი შარიანი ხალხისგან;+
შენ დამაყენებ ერების მთავრად;+
მემსახურება უცხო ხალხი.+
44 ყურმოკრულზეც კი დამემორჩილებიან;+
უცხოელები ფეხქვეშ გამეგებიან.+
45 დაუძლურდებიან უცხოელები,
აცახცახებულები გამოვლენ თავიანთი სიმაგრეებიდან.+
46 ცოცხალია იეჰოვა,+ კურთხეული იყოს ჩემი კლდე;+
განდიდდეს ჩემი ხსნის ღმერთი!+
47 ჭეშმარიტი ღმერთი შურს იძიებს ჩემთვის;+
ის მიმორჩილებს ხალხებს;+
48 ის მიხსნის მრისხანე მტრებისგან.+
შენ ამამაღლებ მათზე, ვინც ჩემ წინააღმდეგ აღსდგა,+
მიხსნი მოძალადისგან.+
49 ამიტომაც ხოტბას შეგასხამ ერებს შორის, იეჰოვა,+
ქებას ვუმღერებ შენს სახელს.+
50 დიდებულ საქმეებს აკეთებს თავისი მეფის სახსნელად,+
სიკეთეს ავლენს თავისი ცხებულის მიმართ,+
დავითისა და მისი შთამომავლის მიმართ მარადიულად.+
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის სიმღერა
19 ღვთის დიდებას აუწყებს ზეცა+
და სივრცე მის ხელთა ნამოქმედარზე მეტყველებს.+
2 დღითი დღე გადასცემენ სიტყვას,+
ღამიდან ღამემდე ამხელენ ცოდნას.+
3 არც ლაპარაკი ისმის, არც სიტყვები
და არც მათი ხმა,+
4 თუმცა მათი საზომი მთელ დედამიწაზეა გადაჭიმული+
და მათი სიტყვები ქვეყნიერების კიდეებს სწვდება.+
მათში დაუდგა კარავი მზეს,+
5 რომელიც გამოდის, როგორც ნეფე საქორწილო ოთახიდან,+
ბილიკზე მორბენალი ვაჟკაცივით ხარობს.+
6 ზეცის ერთი კიდიდან გამოდის
და მეორე კიდეში ამთავრებს წრებრუნვას.+
ვერაფერი ემალება მის მცხუნვარებას.+
7 იეჰოვას კანონი+ სრულყოფილია,+ სულს აცოცხლებს.+
იეჰოვას შეხსენება+ სანდოა,+ დააბრძენებს გამოუცდელებს.+
8 იეჰოვას ბრძანებები+ სამართლიანია,+ გულს ახარებს.+
იეჰოვას მცნება+ წმინდაა,+ აბრწყინებს თვალებს.+
9 იეჰოვას შიში+ წმინდაა, მარადიული.
იეჰოვას ყველა განაჩენი+ ჭეშმარიტია+ და სამართლიანი;+
10 ოქროზე სასურველი, თვით დიდძალ ხალას ოქროზე;+
თაფლზე ტკბილი,+ ფიჭიდან გადმოღვრილ თაფლზე.+
11 ისინი აფრთხილებენ შენს მსახურს;+
დიდია ჯილდო მათი დაცვისათვის.+
12 ვინ მიხვდება თავის შეცდომებს?+
გაუთვითცნობიერებელი ცოდვებისგან უდანაშაულოდ მცანი.+
13 შეაკავე შენი მსახური კადნიერი საქციელისგან,+
არ დაუშვა, რომ იბატონოს მან ჩემზე.+
მაშინ ვიქნები უმწიკვლო+
და ბრალი არ მექნება მრავალ ცოდვაში.
14 ჩემი პირიდან გამოსული სიტყვები და ჩემი გულის ზრახვები+
სასიამოვნო იყოს შენთვის, იეჰოვა, ჩემო კლდეო+ და ჩემო გამომსყიდველო!+
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის სიმღერა
20 იეჰოვამ გიპასუხოს გაჭირვების დღეს.+
იაკობის ღვთის სახელმა დაგიფაროს.+
2 შველა მოგივლინოს თავისი წმინდა ადგილიდან+
და სიონიდან გაგამაგროს.+
3 ახსოვდეს ყველა შენი საძღვნო შესაწირავი+
და მსუყე იყოს მისთვის შენი დასაწვავი შესაწირავი.+ სელა.
4 მოგცეს, რაც გულით გწადია,+
და ყველა შენი განზრახვა შეასრულოს.+
5 სიხარულით ვიყიჟინებთ შენგან ხსნით+
და ჩვენი ღვთის სახელით აღვმართავთ დროშებს.+
იეჰოვამ შეგისრულოს ყველა სათხოვარი.+
6 ვიცი, რომ იეჰოვა იხსნის თავის ცხებულს.+
ის უპასუხებს მას თავისი წმინდა ზეციდან,+
თავისი მარჯვენის ძლევამოსილი საქმეებით იხსნის.+
7 ზოგი ეტლებს ახსენებს, ზოგი — ცხენებს,+
ჩვენ კი ჩვენი ღვთის, იეჰოვას, სახელს ვახსენებთ.+
8 ისინი გატყდნენ და დაეცნენ;+
ჩვენ კი წამოვდექით და წამოვიმართეთ.+
9 იეჰოვა, იხსენი მეფე!+
ის იმ დღესვე გვიპასუხებს, რა დღესაც მოვუხმობთ.+
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის სიმღერა
21 იეჰოვა, შენი ძალით ხარობს მეფე+
და სურს, რომ იმხიარულოს შენგან ხსნით!+
2 შენ შეუსრულე მას გულის წადილი+
და მისი ბაგის სათხოვარი არ უკუაგდე.+ სელა.
3 შენ შეეგებე მას და ყოველივე კარგით აკურთხე;+
შენ დაადგი მას თავზე ხალასი ოქროს გვირგვინი.+
4 სიცოცხლე გთხოვა და შენ მიეცი,+
დღეგრძელობა მარადიულად, სამუდამოდ.+
5 დიდია მისი დიდება, რადგან შენგანაა მისი ხსნა.+
ღირსებასა და სიდიადეს ანიჭებ მას.+
6 დიდად კურთხეული გეყოლება მარადიულად+
და შენ წინაშე ყოფნით გაახარებ;+
7 იეჰოვაზეა მეფე მინდობილი,+
უზენაესის სიკეთეზე. არ წაბორძიკდება.+
8 შენი ხელი იპოვის ყველა შენს მტერს,+
შენი მარჯვენა მიაგნებს შენს მოძულეებს.
9 გავარვარებულ ღუმელს დაამსგავსებ მათ, როცა დანიშნულ დროს გამოჩნდები.+
იეჰოვას რისხვა შთანთქავს მათ და ცეცხლი შეჭამს.+
10 მოსპობ მათ ნაყოფს დედამიწიდან+
და მათ შთამომავლობას — ადამიანთა ძეებიდან.+
11 ყოველივე ცუდი შენკენ მომართეს;+
ის განიზრახეს, რასაც ვერ განახორციელებენ.+
12 შენ უკუაქცევ მათ,+
რადგან მშვილდს მოზიდავ მათი სახისკენ.+
13 იეჰოვა, განდიდდი შენი ძლიერებით!+
ვუმღერებთ და ხოტბას შევასხამთ შენს ძლევამოსილებას.+
გუნდის ხელმძღვანელს: ფურირემი ცისკრისას. დავითის სიმღერა
22 ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?+
რატომ ხარ შორს და არ მშველი?+
რატომ ხარ შორს და არ გესმის ჩემი კვნესა?+
2 ჩემო ღმერთო, დღისით გიხმობ, მაგრამ არ მპასუხობ,+
ღამითაც გიხმობ, არ ვდუმდები.+
3 შენ წმინდა ხარ,+
ისრაელისგან ქებით ხარ გარემოცული.+
4 შენ გენდობოდნენ ჩვენი მამები,+
გენდობოდნენ და შენ იხსნიდი მათ.+
5 შენ შემოგღაღადებდნენ+ და თავს აღწევდნენ საფრთხეს;+
შენ გენდობოდნენ და არ შერცხვენილან.+
6 მე კაცი კი არა, მატლი+ ვარ,
ადამიანთათვის დასაძრახი და ხალხისთვის საძულველი.+
7 ვინც კი მხედავს, ყველა დამცინის,+
გაუღიათ პირი და თავს აქნევენ:+
8 იეჰოვას მიანდო თავი+ და მან გადაარჩინოსო,+
მან იხსნას, რაკი მოსაწონიაო მისთვის!+
9 შენ გამომიყვანე მუცლიდან,+
შენ დამაიმედე დედის მკერდზე მყოფი.+
10 შენზე ვარ მონდობილი იმ დღიდან, რაც საშვილოსნოდან გამოვედი;+
დედის მუცლიდან შენ ხარ ჩემი ღმერთი.+
11 ნუ განმშორდები, რადგან ახლოს არის ჩემი გასაჭირი+
და არა მყავს სხვა მშველელი.+
12 მოზვრები მახვევია გარს,+
ბაშანის ძლიერებმა შემომარტყეს წრე.+
13 ჩემ წინააღმდეგ გახსნეს პირი+
ლომივით, მსხვერპლს რომ ფლეთს და ბრდღვინავს.+
14 წყლად დავიღვარე,+
ჩემი ძვლები ერთმანეთს დაშორდა;+
ცვილივით გამიხდა გული,+
მუცელში ჩამიდნა.+
15 თიხის ჭურჭლის ნატეხივით გამომეფიტა ძალა+
და ენა ღრძილებზე მიმეკრა;+
სიკვდილის მტვერში გყავარ ჩასმული.+
16 ძაღლები შემომეხვივნენ,+
ბოროტმოქმედთა კრებული შემომერტყა გარს;+
ლომივით ეტანებიან ჩემს ხელ-ფეხს.+
17 ჩემი ძვლების დათვლაც კი შემიძლია.+
მიყურებენ ისინი და მომჩერებიან.+
18 ჩემს ტანსაცმელს ინაწილებენ+
და ჩემს სამოსელზე წილს ყრიან.+
19 შენ კი ნუ განმშორდები, იეჰოვა!+
იჩქარე ჩემ დასახმარებლად,+ ჩემო ძალავ!+
20 იხსენი მახვილისგან ჩემი სული,+
ჩემი ერთადერთი — ძაღლის ბრჭყალებისგან;+
21 მიხსენი ლომის ხახისგან,+
მიპასუხე და მიხსენი გარეული ხარის რქებისგან.+
22 ჩემს ძმებს+ ვაუწყებ შენს სახელს;+
კრებულში მოგიძღვნი ქებას.+
23 იეჰოვას მოშიშნო, ქება უძღვენით მას!+
იაკობის შთამომავალნო, განადიდეთ იგი!+
გეშინოდეთ მისი, ისრაელის შთამომავალნო!+
24 ვინაიდან არც აბუჩად აუგდია+
და არც შეზიზღებია ჩაგრული გაჭირვების გამო;+
არ დაუმალავს სახე მისგან+
და როცა შველას სთხოვდა, უსმენდა მას.+
25 შენი საქმეების გამო შეგაქებ დიდ კრებულში;+
ჩემს აღთქმებს შევასრულებ მის მოშიშთა წინაშე.+
26 თვინიერები შეჭამენ და გაძღებიან;+
ქებას მიუძღვნიან იეჰოვას მისი მაძიებლები.+
მარადიულად ძგერდეს თქვენი გულები.+
27 დედამიწის ყოველი კიდე გაიხსენებს იეჰოვას და დაუბრუნდება მას.+
მდაბლად თაყვანს გცემს ხალხთა ყველა ტომი.+
28 მეფობა იეჰოვასია+
და ის მბრძანებლობს ხალხებზე.+
29 დედამიწის მდიდრები შეჭამენ და მუხლს მოიყრიან,+
ქედს მოიხრის მის წინაშე ყველა, ვინც მტვრად იქცევა;+
ვერავინ შეინარჩუნებს სულს ცოცხლად.+
30 მას ემსახურებიან შთამომავლები;+
იეჰოვას შესახებ ეუწყება მომავალ თაობას.+
31 მოვლენ და აუწყებენ მის სიმართლესა+
და საქმეებს ხალხს, რომელიც დაიბადება.+
დავითის სიმღერა
23 იეჰოვაა ჩემი მწყემსი,+
არაფერი მომაკლდება.+
2 აბიბინებულ საძოვრებზე მასვენებს,+
წყალუხვი მოსასვენებელი ადგილებისკენ მიმიძღვის.+
3 სულს მიცოცხლებს.+
სიმართლის ბილიკებით მივყავარ თავისი სახელის გულისთვის.+
4 უკუნი სიბნელით მოცულ ხევში დავაბიჯებ,+
მაგრამ ბოროტება არ მაშინებს,+
რადგან შენა ხარ ჩემთან;+
შენი ჯოხი და შენი კვერთხი მანუგეშებენ.+
5 სუფრას მიშლი ჩემი მტრების წინაშე.+
ზეთი მცხე თავზე;+
ჩემი სასმისი პირამდეა სავსე.+
6 რაც კარგი და კეთილია, ის გამომყვება მთელი ჩემი სიცოცხლის დღენი;+
დავმკვიდრდები იეჰოვას სახლში მრავალი დღე.+
დავითის სიმღერა
24 იეჰოვასია დედამიწა და ყველაფერი, რაც მასზეა,+
მიწა და მასზე მცხოვრებნი.+
2 მყარად დააფუძნა ის ზღვებზე+
და მტკიცედ დაადგინა მდინარეებზე.+
3 ვინ ააღწევს იეჰოვას მთაზე+
და ვინ ავა მის წმინდა ადგილზე?+
4 „ვისაც უდანაშაულო ხელი და სუფთა გული აქვს,+
ვინც უღირსად არ მოპყრობია ჩემს სულს+
და ცრუდ არ დაუფიცია“.+
5 ის მიიღებს კურთხევას იეჰოვასგან+
და სიმართლეს — თავისი ხსნის ღვთისგან.+
6 ეს არის თაობა, რომელიც ეძებს მას,
შენი სახის მაძიებელთა თაობა, იაკობის ღმერთო!+ სელა.
7 „ასწიეთ თავები, კარიბჭეებო,+
აღიმართეთ, მარადარსებულო შესასვლელებო,+
რომ შემოვიდეს დიდებული მეფე!“+
8 „ვინ არის ეს დიდებული მეფე?“+
„იეჰოვა — ძლიერი და ძლევამოსილი,+
იეჰოვა — ბრძოლაში ძლიერი“.+
9 „ასწიეთ თავები, კარიბჭეებო,+
აღიმართეთ, მარადარსებულო შესასვლელებო,
რომ შემოვიდეს დიდებული მეფე!“+
10 „ვინ არის ეს დიდებული მეფე?“
„იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი — ის არის დიდებული მეფე!“+ სელა.
დავითის ფსალმუნი
א [ალეფ]
25 შენკენ აღვაპყრობ ჩემს სულს, იეჰოვა!+
ב [ბეთ]
2 შენ მოგენდობი, ჩემო ღმერთო.+
ნუ შევრცხვები
და ნუ გაიხარებენ ჩემი მტრები ჩემი უბედურებით.+
ג [გიმელ]
3 არც ერთი შენი მოიმედე არ შერცხვება.+
შერცხვებიან ისინი, ვინც ვერაგულად იქცევიან, მაგრამ წარუმატებლად.+
ד [დელეთ]
4 მაუწყე შენი გზები, იეჰოვა,+
მასწავლე შენი ბილიკები!+
ה [ჰე]
5 მატარე შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე,+
რადგან შენა ხარ ჩემი ხსნის ღმერთი.+
ו [ვავ]
მთელი დღე შენზე ვარ დაიმედებული.+
ז [ზაინ]
6 გაიხსენე შენი წყალობა,+ იეჰოვა, და შენი სიკეთე,+
რადგან უხსოვარი დროიდან ავლენ მათ.+
ח [ხეთ]
7 ნუ გამიხსენებ ახალგაზრდობაში ჩადენილ ცოდვებსა და ურჩობას.+
შენი სიკეთით გამიხსენე,+
იეჰოვა, რადგან კარგი ხარ!+
ט [ტეთ]
8 კარგია და მართალია იეჰოვა.+
ამიტომაც სწორი გზისკენ მიმართავს ცოდვილებს.+
י [ჲოდ]
9 ის აღძრავს თვინიერებს, მისი სამართლით იარონ,+
თავის გზას ასწავლის თვინიერებს.+
כ [ქაფ]
10 იეჰოვას ყველა გზა სიკეთე და ჭეშმარიტებაა
მისი შეთანხმებისა+ და შეხსენებების დამცველთათვის.+
ל [ლამედ]
11 შენი სახელის გულისთვის, იეჰოვა,+
მაპატიე ჩემი დანაშაული, რადგან დიდია იგი.+
מ [მემ]
12 ვინ არის იეჰოვას მოშიში კაცი?+
ის ასწავლის მას გზას, რომელსაც აირჩევს.+
נ [ნუნ]
13 ყოველივე კარგი ექნება მის სულს+
და მისი შთამომავლობა დედამიწას დაიმკვიდრებს.+
ס [სამეხ]
14 იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა მის მოშიშებს აქვთ,+
მათთვის არის მისი შეთანხმებაც, რომლის შესახებაც ასწავლის მათ.+
ע [აინ]
15 თვალები მუდამ იეჰოვასკენ მაქვს მიპყრობილი,+
რადგან ის გამითავისუფლებს ფეხს ბადიდან.+
פ [ფე]
16 მომხედე და წყალობა მიყავი,+
რადგან მარტოდმარტო და დაჩაგრული ვარ.+
צ [ცადე]
17 მწუხარებით ამევსო გული,+
თავი დამაღწევინე დაძაბულობას.+
ר [რეშ]
18 დაინახე ჩემი გაჭირვება და უბედურება+
და მომიტევე ყველა ცოდვა.+
19 ნახე, როგორ გამიმრავლდა მტერი,+
რომელმაც მეტისმეტად მომიძულა.+
ש [შინ]
20 დაიცავი ჩემი სული და მიხსენი.+
ნუ შევრცხვები, მე ხომ შენ შეგაფარე თავი.+
ת [თავ]
21 დამიცვას უმწიკვლობამ და სიმართლემ,+
რადგან შენზე ვამყარებ იმედს.+
22 ღმერთო, გამოისყიდე ისრაელი ყველა გასაჭირისგან!+
დავითის ფსალმუნი
26 გამიჩინე სამართალი,+ იეჰოვა, რადგან უმწიკვლოდ დავდივარ.+
იეჰოვაზე ვარ მინდობილი, რათა არ წავბორძიკდე.+
2 შემამოწმე, იეჰოვა, და გამომცადე,+
განმიწმინდე თირკმელები და გული.+
3 ჩემ თვალწინ არის შენი სიკეთე
და შენი ჭეშმარიტებით დავდივარ.+
4 ცრუ ხალხთან არ ვზივარ+
და თვალთმაქცებთან არ დავდივარ.+
5 შევიძულე ბოროტმოქმედთა კრებული+
და ბოროტებთან არ ვზივარ.+
6 უდანაშაულობით დავიბან ხელს+
და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, იეჰოვა,+
7 რათა ხმამაღლა გაისმას ჩემი სამადლობელი+
და შენი საოცარი საქმეები ვაუწყო.+
8 იეჰოვა, მიყვარს შენი სახლი, შენი სამყოფელი,+
და შენი დიდების სამკვიდრო.+
9 ნუ წამართმევ სულს ცოდვილებთან ერთად,+
ნურც სიცოცხლეს — სისხლისმღვრელებთან ერთად,+
10 რომლებსაც ხელი ბოროტმოქმედებაში აქვთ გარეული+
და მარჯვენა მექრთამეობით აქვთ სავსე.+
11 მე კი უმწიკვლოდ ვივლი.+
გამომისყიდე+ და წყალობა მიყავი.+
12 ფეხს სწორ ადგილზე დავდგამ;+
შეკრებილ ხალხში ვაკურთხებ იეჰოვას.+
დავითის ფსალმუნი
27 იეჰოვაა ჩემი სინათლე+ და ხსნა.+
ვისი უნდა მეშინოდეს?!+
იეჰოვაა ჩემი სიცოცხლის ბურჯი.+
ვინ შემაძრწუნებს?!+
2 როცა ჩემი ხორცის შესაჭმელად მომიახლოვდნენ ბოროტმოქმედნი,+
ჩემი მტრები და მოწინააღმდეგენი,+
წაბორძიკდნენ და დაეცნენ ისინი.+
3 ჯარმაც რომ დაიბანაკოს ჩემ წინააღმდეგ,+
არ შეკრთება ჩემი გული.+
ომიც რომ გაჩაღდეს ჩემ წინააღმდეგ,+
იმედიანად ვიქნები.+
4 ერთი რამ ვთხოვე იეჰოვას,+
ერთ რამეს ვესწრაფვი,+
რომ მთელი ჩემი სიცოცხლის დღენი იეჰოვას სახლში ვმკვიდრობდე,+
ვიხილო იეჰოვას მშვენიერება+
და მადლიერებით შევცქეროდე მის ტაძარს.+
5 უბედურების დღეს დამმალავს თავის თავშესაფარში,+
თავისი კარვის სამალავს შემაფარებს.+
მაღალ კლდეზე დამაყენებს.+
6 თავს ავწევ გარსშემოხვეულ მტრებზე მაღლა.+
მის კარავში მხიარულ შეძახილს მივიტან მსხვერპლად.+
ვუმღერებ და ვუგალობებ იეჰოვას.+
7 მომისმინე, იეჰოვა, როცა მოგიხმობ,+
წყალობა მიყავი და მიპასუხე.+
8 გული შენს სიტყვებს მკარნახობს: „ესწრაფეთ ჩემი სახის ხილვას!“+
ვესწრაფვი შენი სახის ხილვას, იეჰოვა!+
9 ნუ დამიმალავ შენს სახეს,+
რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მსახურს.+
იყავი ჩემი მშველელი.+
ნუ მიმატოვებ, ნუ დამტოვებ, ჩემი ხსნის ღმერთო!+
10 დედ-მამასაც რომ მივეტოვებინე,+
იეჰოვა ამიყვანდა.+
11 მასწავლე, იეჰოვა, შენი გზა+
და წამიძეხი სიმართლის ბილიკზე ჩემი მტრებისგან დასაცავად.
12 ნუ გადამცემ ჩემი მტრების სულს,+
რადგან ჩემ წინააღმდეგ აღსდგნენ ცრუმოწმეები+
და მოძალადეები.+
13 რომ არ მქონოდა რწმენა და არ მენახა, რაოდენ კარგია იეჰოვა ცოცხალთა ქვეყანაში, რა მეშველებოდა?!+
14 იეჰოვაზე დაამყარე იმედი,+ გამბედაობა მოიკრიბე და გული გაიმაგრე.+
იეჰოვაზე დაამყარე იმედი.+
დავითის ფსალმუნი
28 შენ მოგიხმობ, იეჰოვა!+
ყურს ნუ დაიხშობ, ჩემო კლდეო,+
და ნუ დადუმდები,+
რათა საფლავში ჩამავალთ არ დავემსგავსო.+
2 ისმინე ჩემი ვედრება, როცა შველას გთხოვ,
როცა ხელებს აღვაპყრობ+ შენი წმინდა ადგილის+ შიდა ოთახისკენ.
3 ნუ წამიყვან ბოროტებთან და სიავის მქნელებთან ერთად,+
რომლებიც თავიანთ მეგობრებს მშვიდობაზე ელაპარაკებიან,+ გულში კი ბოროტება აქვთ.+
4 მიაგე მათ მათი საქმეებისამებრ+
და მათი ბოროტმოქმედებისამებრ;+
ხელის ნამოქმედარისამებრ მიაგე მათ;+
რასაც თვითონ აკეთებენ, ის მიუზღე.+
5 არაფრად აგდებენ იეჰოვას საქმეებსა+
და მის ხელთა ნამოქმედარს.+
ის დააქცევს მათ და აღარ ააშენებს.
6 კურთხეული იყოს იეჰოვა, რადგან შეისმინა ჩემი ვედრება.+
7 იეჰოვაა ჩემი ძალა+ და ფარი.+
გულით ვენდობი მას.+
შემეწია იგი და ხარობს ჩემი გული,+
ჩემი სიმღერით ხოტბას შევასხამ მას.+
8 იეჰოვა ძალაა თავისი ხალხისთვის+
და დიდებული ხსნის ბურჯი — თავისი ცხებულისთვის.+
9 იხსენი შენი ხალხი და აკურთხე შენი მემკვიდრეობა;+
მწყემსე ისინი და ატარე მარადიულად.+
დავითის სიმღერა
29 ძლიერთა ძეებო, მიაგეთ იეჰოვას,
მიაგეთ იეჰოვას დიდება და აღიარეთ მისი ძალა.+
2 მიაგეთ იეჰოვას მისი სახელის დიდება;+
მდაბლად თაყვანი ეცით იეჰოვას, წმინდა სამოსელში გამოწყობილებმა.+
3 წყლებზე ვრცელდება იეჰოვას ხმა;+
დაიქუხა+ დიდებულმა ღმერთმა.+
წყლებს ზემოთ დგას იეჰოვა.+
4 იეჰოვას ხმა ძლიერია,+
იეჰოვას ხმა საუცხოოა.+
5 იეჰოვას ხმა კედრებს ლეწავს,
იეჰოვა ლეწავს ლიბანის კედრებს.+
6 ხბოსავით ათამაშებს მათ,+
ლიბანს და სირიონს+ — გარეული ხარის ნაშიერებივით.
7 იეჰოვას ხმა ცეცხლის ალით კვეთს;+
8 იეჰოვას ხმა არყევს უდაბნოს,+
კადეშის უდაბნოს არყევს იეჰოვა.+
9 იეჰოვას ხმა მშობიარობის ტკივილებით+ კრუნჩხავს ფურირემს
და ტყეებს აშიშვლებს.+
მის ტაძარში ყველა ამბობს: „დიდება!“+
10 იეჰოვა წარღვნის წყლებზე ზის;+
იეჰოვა ზის, როგორც მარადიული მეფე.+
11 იეჰოვა მისცემს ძალას თავის ხალხს;+
იეჰოვა აკურთხებს თავის ხალხს მშვიდობით.+
სიმღერა, რომელიც სახლის მიძღვნისთვის შეიქმნა.+ დავითის ფსალმუნი
30 განგადიდებ, იეჰოვა, რადგან წამომაყენე+
და ჩემი მტერი ჩემი უბედურებით არ გაახარე.+
2 იეჰოვა, ჩემო ღმერთო, შველა გთხოვე და შენ განმკურნე.+
3 იეჰოვა, შენ ამოიყვანე ჩემი სული სამარიდან,+
შენ შემინარჩუნე სიცოცხლე, რომ საფლავში არ ჩავსულიყავი.+
4 ქება უმღერეთ იეჰოვას, ვინც მისი ერთგულნი ხართ,+
მადლობდეთ მის წმინდა სახსენებელს.+
5 მისი რისხვა ცოტა ხნით გრძელდება,+
მისი კეთილგანწყობა კი — მთელი სიცოცხლე;+
საღამოს თუ იტირებენ,+ დილით სიხარულით იყიჟინებენ.+
6 შვების დროს ვთქვი:+
არასოდეს წავბორძიკდები-მეთქი.+
7 იეჰოვა, შენი კეთილგანწყობით მყარად დააფუძნე ჩემი მთა.+
სახე დამალე და შევძრწუნდი.+
8 იეჰოვა, შენ მოგიხმობდი;+
წყალობას ვთხოვდი იეჰოვას.+
9 რას მარგებს ჩემი სისხლი, როცა საფლავში ჩავალ?!+
განა მიწა შეგასხამს ხოტბას?!+ განა ის ილაპარაკებს შენს ჭეშმარიტებაზე?!+
10 ისმინე, იეჰოვა, და წყალობა მიყავი!+
იეჰოვა, იყავი ჩემი შემწე!+
11 გლოვა ცეკვად გიქცევია ჩემთვის;+
ჯვალო გამხადე და სიხარულით შემომსარტყლე,+
12 რათა ჩემმა დიდებამ ქება გიმღეროს და არ დადუმდეს.+
იეჰოვა, ჩემო ღმერთო, მარადიულად შეგასხამ ხოტბას.+
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის სიმღერა
31 შენ შეგაფარე თავი, იეჰოვა.+
ნურასოდეს შევრცხვები.+
შენი სიმართლით მიხსენი.+
2 ყური მომაპყარი,+
ისწრაფე ჩემ გადასარჩენად.+
კლდოვანი სიმაგრე გახდი ჩემთვის,+
ციხესიმაგრე — ჩემ სახსნელად.+
3 შენა ხარ ჩემი კლდე და ჩემი ციხესიმაგრე;+
შენი სახელის გულისთვის+ წამიყვან და წამიძღვები.+
4 შენ გამათავისუფლებ ბადიდან, რომელიც ჩემთვის აქვთ დაგებული,+
რადგან შენა ხარ ჩემი სიმაგრე.+
5 შენს ხელთ გადმომიცია ჩემი სული.+
შენ გამომისყიდე,+ იეჰოვა, ჭეშმარიტების ღმერთო.+
6 მძულს ის, ვინც უსარგებლო, ამაო კერპებს მიაგებს პატივს;+
მე იეჰოვაზე ვარ მინდობილი.+
7 გავიხარებ და ვიმხიარულებ შენი სიკეთით,+
რადგან დაინახე ჩემი გაჭირვება;+
შენ იცი, რა უჭირს ჩემს სულს.+
8 მტრის ხელში არ გადაგიცივარ;+
გაშლილ ადგილზე დამადგმევინე ფეხი.+
9 წყალობა მიყავი, იეჰოვა, რადგან დიდ გასაჭირში ვარ.+
მწუხარებისგან დამისუსტდა თვალი,+ სული და მუცელი.+
10 მწუხარებაში დასრულდა ჩემი სიცოცხლე+
და ოხვრაში — ჩემი წლები.+
ჩადენილმა დანაშაულმა ძალა გამომაცალა+
და დამისუსტა ძვლები.+
11 ჩემი მტრის თვალში შეურაცხყოფილი გავხდი,+
დიდად შეურაცხყოფილი — ჩემი მოძმეების თვალშიც;+
ნაცნობებს ეშინიათ ჩემი,+
გამირბიან, როცა გარეთ მხედავენ.+
12 დავიწყებული ვარ მკვდარივით, რომელიც აღარავის ახსოვს;+
დამტვრეულ ჭურჭელს დავემსგავსე;+
13 ვინაიდან ცუდი ხმები მომდის ბევრისგან,+
ყოველმხრივ შიშმა მომიცვა.+
იკრიბებიან ჩემ წინააღმდეგ,+
რათა სული წამართვან, როგორც განიზრახეს.+
14 მე კი შენზე ვარ მონდობილი, იეჰოვა!+
ვთქვი: „შენა ხარ ჩემი ღმერთი“.+
15 ჩემი დღეები შენს ხელთაა;+
დამიხსენი ჩემი მტრის ხელიდან და ჩემი მდევნელისგან.+
16 მოაფინე შენი სახის ნათელი შენს მსახურს,+
მიხსენი შენი სიკეთით.+
17 იეჰოვა, ნუ შევრცხვები, მე ხომ შენ მოგიხმობ.+
შერცხვნენ ბოროტები+
და სამარეში დადუმდნენ.+
18 დადუმდნენ ცრუ ბაგეები,+
რომლებიც მართლის წინააღმდეგ მეტისმეტი+ ამპარტავნობითა და სიძულვილით ლაპარაკობენ.+
19 რაოდენ დიდია შენი სიკეთე,+ რომელიც შენს მოშიშთათვის შემოგინახავს+
და ავლენ მას შენთან შეფარებულთა მიმართ
ადამიანის ძეების თვალწინ.+
20 დამალავ მათ შენს სამალავში+
ერთად შეგროვილი ხალხისგან;+
მოდავე ენებისგან დამალავ მათ შენს კარავში.+
21 კურთხეული იყოს იეჰოვა,+
რადგან საოცარი სიკეთე გამოავლინა+ ჩემ მიმართ გაჭირვებულ ქალაქში.+
22 მე კი, როცა შევძრწუნდი, ვთქვი:+
შევიმუსრები-მეთქი შენ თვალწინ.+
შენ გაიგონე ჩემი ვედრება, როცა შველას გთხოვდი.+
23 გიყვარდეთ იეჰოვა, ვინც მისი ერთგულნი ხართ.+
იეჰოვა იცავს ერთგულებს,+
ამპარტავნებს კი სრულად მიუზღავს.+
24 გამბედაობა მოიკრიბეთ და გული გაიმაგრეთ+
ყველამ, ვინც იეჰოვას ელით!+
დავითის ფსალმუნი. მასქილი
32 ბედნიერია ის, ვისაც ეპატია ურჩობა და ვისი ცოდვაც დაიფარა.+
2 ბედნიერია კაცი, რომელსაც იეჰოვა ცოდვას არ ჩაუთვლის,+
და ვის სულშიც სიცრუე არ არის.+
3 როცა ვდუმდი, გამიცვდა ძვლები იმ ტკივილის გამო, რომელიც მთელი დღე მტანჯავდა.+
4 დღედაღამ მძიმედ მაწვა შენი ხელი.+
ჩემი სიცოცხლის სინოტივე ზაფხულის ხვატმა შეცვალა.+ სელა.
5 ბოლოს ვაღიარე ცოდვა შენ წინაშე და დანაშაული არ დამიფარავს,+
ვთქვი: „ვაღიარებ ჩემს ცოდვებს იეჰოვას წინაშე“.+
შენც მაპატიე ჩემი ცოდვა და დანაშაული.+ სელა.
6 ამიტომ ლოცვით მოგმართავს ყოველი ერთგული,+
სანამ შეიძლება შენი პოვნა;+
და წარღვნის წყალიც ვერ შეეხება მას.+
7 შენ ჩემი საფარი ხარ, შენ დამიცავ გასაჭირისგან.+
გარს სიხარულს შემომარტყამ, როცა დამიხსნი.+ სელა.
8 „წვდომის უნარს მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო;+
რჩევას მოგცემ და თვალი მეჭირება შენზე.+
9 ცხენივით და ჯორივით გაუგებარი ნუ იქნებით,+
რომელთა სიშმაგეც, სანამ მოგიახლოვდებიან,+
ლაგმით+ უნდა შეკავდეს“.
10 ბოროტს მრავალი სატკივარი აქვს,+
იეჰოვას მოიმედე კი სიკეთით არის გარემოცული.+
11 იეჰოვათი გაიხარეთ და იმხიარულეთ, მართლებო!+
სიხარულით იყიჟინეთ, გულმართალნო!+
33 სიხარულით იყიჟინეთ, მართლებო, იეჰოვას გამო!+
მართლებს შეჰფერით ქების აღვლენა.+
2 მადლობდეთ იეჰოვას ქნარით,+
ათსიმიანი საკრავით+ ქება უმღერეთ მას.
3 უმღერეთ მას ახალი სიმღერა,+
მთელი გულით დაუკარით სიმებიან საკრავებზე და მხიარულად შესძახეთ,+
4 ვინაიდან მართალია იეჰოვას სიტყვა+
და ყველა მისი საქმე ერთგულებით არის შესრულებული.+
5 ის სიმართლისა და სამართლიანობის მოყვარულია.+
სავსეა დედამიწა იეჰოვას სიკეთით.+
6 იეჰოვას სიტყვით შეიქმნა ზეცა+
და მისი ბაგეთა სულით — ზეცის ლაშქარი.+
7 დააგუბა ზღვის წყალი, თითქოს ჯებირებით,+
საცავებში მოათავსა აზვირთებული წყალი.
8 ეშინოდეთ დედამიწის მცხოვრებთ იეჰოვასი+
და მისი შიში ჰქონდეთ ქვეყნიერების მკვიდრთ.+
9 მან თქვა და მოხდა,+
ბრძანა და შესრულდა.+
10 იეჰოვამ ჩაუშალა ერებს განზრახვა,+
მან ჩაუფუშა ხალხებს ზრახვები.+
11 იეჰოვას განზრახვა მარადიულია;+
მისი გულის ზრახვები თაობიდან თაობაში უცვლელია.+
12 ბედნიერია ერი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა,+
და ხალხი, რომელიც მან თავის მემკვიდრეობად ამოირჩია.+
13 ზეციდან იხედება იეჰოვა+
და ხედავს ადამიანთა ყველა ძეს.+
14 თავისი მუდმივი სამყოფლიდან+
უყურებს დედამიწის ყველა მკვიდრს.
15 ის აწრთობს ყოველი მათგანის გულს+
და უკვირდება ყველა მათ საქმეს.+
16 ვერც მეფეს გადაარჩენს დიდი ჯარი+
და ვერც ძლიერ კაცს იხსნის დიდი ძალა.+
17 ხსნის იმედს გაუმტყუნებს კაცს ცხენი+
და ვერ დაიხსნის მას მისი დიდი ძალა.+
18 იეჰოვას თავისი მოშიშებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი,+
მათკენ, ვინც მის სიკეთეს ელის,+
19 რათა სიკვდილისგან იხსნას მათი სული+
და შიმშილობისას სიცოცხლე შეუნარჩუნოს მათ.+
20 ჩვენი სული იეჰოვას მოლოდინშია,+
ის არის ჩვენი შემწე და ფარი.+
21 მისით ხარობს ჩვენი გული,+
მის წმინდა სახელზე ვართ მინდობილი.+
22 ნუ მოგვაკლდება შენი სიკეთე, იეჰოვა,+
რადგან შენ გელით.+
დავითის ფსალმუნი. როცა თავი გიჟად+ მოაჩვენა აბიმელექს, რომელმაც გააძევა იგი და ისიც გაეცალა
א [ალეფ]
34 მუდამ ვაკურთხებ იეჰოვას,+
გამუდმებით ვაქებ მას ჩემი ბაგეებით.+
ב [ბეთ]
2 იეჰოვათი იამაყებს ჩემი სული,+
თვინიერები მოისმენენ და გაიხარებენ.+
ג [გიმელ]
3 ჩემთან ერთად განადიდეთ იეჰოვა,+
ერთად ვადიდოთ მისი სახელი!+
ד [დელეთ]
4 ვკითხე იეჰოვას და მიპასუხა,+
ყველა ჩემი შიშისგან გამათავისუფლა.+
ה [ჰე]
5 მათ, ვინც მას შეხედა, სახეები გაუბრწყინდათ;+
სახეშერცხვენილნი არ იქნებიან.+
ז [ზაინ]
6 მოუხმო დაჩაგრულმა იეჰოვას და მანაც მოუსმინა,+
ყველა გასაჭირიდან დაიხსნა იგი.+
ח [ხეთ]
7 იეჰოვას ანგელოზი დაბანაკებულია მის მოშიშთა გარშემო+
და იხსნის მათ.+
ט [ტეთ]
8 იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა!+
ბედნიერია კაცი, ვინც თავს აფარებს მას.+
י [ჲოდ]
9 იეჰოვას წმინდებო, გეშინოდეთ მისი,+
რადგან მის მოშიშებს არაფერი მოაკლდებათ.+
כ [ქაფ]
10 ფაფრიან ლომებს საჭმელი არ ჰყოფნით და მშივრები დადიან,+
იეჰოვას მაძიებლებს კი არაფერი მოაკლდებათ.+
ל [ლამედ]
11 მოდით, შვილებო, მომისმინეთ,+
იეჰოვას შიშს გასწავლით.+
מ [მემ]
12 ვის სიამოვნებს სიცოცხლე+
და ვის სურს კარგი დღეების ხილვა?+
נ [ნუნ]
13 ენა ცუდის თქმისგან დაიცავი+
და ბაგეები — მზაკვრული ლაპარაკისგან;+
ס [სამეხ]
14 ზურგი აქციე ბოროტებას და სიკეთე აკეთე;+
მშვიდობა ეძიე და მისკენ ისწრაფე.+
ע [აინ]
15 იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი+
და ყური — მათი ღაღადისკენ, როცა შველას სთხოვენ.+
פ [ფე]
16 იეჰოვას ცუდის გამკეთებელთა წინააღმდეგ აქვს სახე მიმართული,+
რათა მოსპოს დედამიწაზე მათი სახსენებელი.+
צ [ცადე]
17 მართლებმა შეღაღადეს იეჰოვას, მანაც მოუსმინა+
და ყველა გასაჭირიდან დაიხსნა ისინი.+
ק [კოფ]
18 იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან+
და სულგამწარებულებს იხსნის.+
ר [რეშ]
19 მრავალი უბედურება ხვდება მართალს,+
მაგრამ იეჰოვა ყველაფრისგან დაიხსნის მას.+
ש [შინ]
20 ის იცავს მის ძვლებს,
არც ერთი მათგანი არ გადატყდება.+
ת [თავ]
21 უბედურება მოკლავს ბოროტს;+
მართლის მოძულეები დამნაშავეებად ჩაითვლებიან.+
22 იეჰოვა გამოისყიდის თავის მსახურთა სულებს;+
არც ერთი, ვინც მას აფარებს თავს, დამნაშავედ არ ჩაითვლება.+
დავითის ფსალმუნი
35 იეჰოვა, წარმართე ჩემი საქმე მათ საწინააღმდეგოდ, ვინც მიპირისპირდება;+
ებრძოლე ჩემ წინააღმდეგ მებრძოლთ.+
2 ხელში აიღე პატარა ფარიცა და დიდი ფარიც+
და აღსდექ ჩემ დასახმარებლად;+
3 მოიმარჯვე შუბი და ორპირა ცული ჩემს მდევნელთა დასახვედრად;+
უთხარი ჩემს სულს: მე ვარ-თქო შენი ხსნა.+
4 შერცხვნენ და დამცირდნენ ისინი, ვინც ჩემს სულზე ნადირობენ.+
უკუიქცნენ და შერცხვნენ ისინი, ვისაც ჩემი გაუბედურება განუზრახავთ.+
5 დაემსგავსონ ბზეს ქარში+
და განდევნოს ისინი იეჰოვას ანგელოზმა.+
6 დაბნელდეს და მოლიპული გახდეს მათი გზა,+
იეჰოვას ანგელოზი დაედევნოს მათ,
7 ვინაიდან უმიზეზოდ გამიმზადეს ბადეგადაფარებული ორმო;+
უმიზეზოდ გაუთხარეს იგი ჩემს სულს.+
8 უბედურება დაატყდეს მას მოულოდნელად+
და თავისივე გაშლილ ბადეში გაებას;+
უბედურება შეემთხვეს და ორმოში ჩავარდეს.+
9 იეჰოვათი გაიხაროს ჩემმა სულმა+
და იმხიარულოს მისგან ხსნით.+
10 თქვან ჩემმა ძვლებმა:+
„იეჰოვა, ვინ არის შენი მსგავსი,+
ვინც იხსნის დაჩაგრულს მასზე ძლიერისგან+
და საწყალსა და დაჩაგრულს — მძარცველისგან?“+
11 აღსდგნენ მოძალადე მოწმეები;+
რაც არ ვიცი, იმას მეკითხებიან.+
12 სიკეთეს ბოროტებით მიხდიან,+
დანაკლისს განიცდის ჩემი სული.+
13 თუმცა, მე მათი სნეულების დროს ჯვალოთი ვიმოსებოდი,+
მარხვით ვიმწუხრებდი სულს+
და უბეში მიბრუნდებოდა ჩემი ლოცვა.+
14 ჩემი მეგობრის, ჩემი ძმის გამო+
დედაზე მგლოვიარესავით დავდიოდი;+
დანაღვლიანებული წელში მოვიხარე.
15 მაგრამ ისინი ჩემმა წაბორძიკებამ გაახარა და ერთად შეიყარნენ;+
ერთად შეიყარნენ ჩემ წინააღმდეგ,+
მოულოდნელად დამცეს,+
დამგლიჯეს და არ მომეშვნენ.+
16 განდგომილი დამცინავები ერთი კვერისთვის+
კბილებს აღრჭენდნენ ჩემ წინააღმდეგ.+
17 იეჰოვა, როდემდე უნდა უყურო ამას?+
დაიხსენი ჩემი სული, რომ არ გამინადგურონ,+
დაიხსენი ლომებისგან ჩემი ერთადერთი.+
18 ხოტბას შეგასხამ დიდ კრებულში+
და უამრავ ხალხში მოგიძღვნი ქებას.+
19 ნუ გაიხარებენ ჩემი უბედურებით ჩემზე უმიზეზოდ გადამტერებულნი;+
ნუ ჩაუკრავენ ერთმანეთს თვალს ისინი, ვისაც უმიზეზოდ ვძულვარ;+
20 ვინაიდან არ ლაპარაკობენ მშვიდობაზე;+
დედამიწის მშვიდი ხალხის წინააღმდეგ
მზაკვრობას იზრახავენ.+
21 გაუღიათ პირი ჩემ წინააღმდეგ+
და ამბობენ: „აჰა! აჰა! ხომ დავინახეთ!“+
22 შენ ხედავ, იეჰოვა,+ ნუ დადუმდები.+
იეჰოვა, თავს შორს ნუ დაიჭერ ჩემგან.+
23 აღსდექ და გამოიღვიძე, რომ სამართალი გამიჩინო,+
იეჰოვა, ჩემო ღმერთო, რომ განიხილო ჩემი საქმე სასამართლოზე.+
24 ჩემი სიმართლისამებრ გამასამართლე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო;+
ჩემი უბედურებით ნუ გაიხარებენ ისინი.+
25 ნუ იტყვიან თავიანთ გულში: აჰა, ეს სურდაო ჩვენს სულს!+
ნუ იტყვიან: ხომ ჩავყლაპეთო.+
26 შერცხვეს და დამდაბლდეს ყველა,+
ვინც ჩემი უბედურებით ხარობს.+
სირცხვილითა+ და დამცირებით შეიმოსონ ისინი, ვინც მედიდგულებიან.+
27 სიხარულით იყიჟინონ და იმხიარულონ მათ, ვისაც ჩემი სიმართლე ახარებს;+
მუდამ თქვან:+
„განდიდდეს იეჰოვა, რომელსაც თავისი მსახურის მშვიდობა ახარებს!“+
28 შენს სიმართლეზე ილაპარაკოს ჩემმა ენამ+
და გაქოს მთელი დღე.+
გუნდის ხელმძღვანელს. იეჰოვას მსახურის, დავითის ფსალმუნი
36 ბოროტს გულში+ უდევს სიტყვები, რომლებიც ცოდვისკენ უბიძგებენ მას.
ღვთის შიში არა აქვს მას თვალწინ.+
2 მეტისმეტი ქებით ისე იტყუებს თავს,+
რომ საკუთარ დანაშაულს ვერ ხედავს, რათა შეიძულოს ის.+
3 მისი პირით ნათქვამი სიტყვები სიავე და მზაკვრობაა;+
წართმეული აქვს წვდომის უნარი და კარგს ვერ აკეთებს;+
4 სიავეს იზრახავს მაშინაც კი, როცა საწოლში წევს;+
უკეთურ გზას ადგას+
და ცუდზე უარს არ ამბობს.+
5 იეჰოვა, ზეცაშია შენი სიკეთე,+
ღრუბლებს აღწევს შენი ერთგულება.+
6 შენი სიმართლე შენი მთებივითაა, ღმერთო,+
შენი სამართალი ღრმა წყალია.+
ადამიანსაც და ცხოველსაც შენ იხსნი, იეჰოვა.+
7 რაოდენ ძვირფასია, ღმერთო, შენი სიკეთე!+
შენი ფრთების ჩრდილქვეშ აფარებენ თავს ადამიანთა ძეები.+
8 შენი სახლის სიუხვიდან შესვამენ ისინი+
და შენ შეასმევ მათ შენი ნეტარების ნაკადებს,+
9 რადგან შენთან არის სიცოცხლის წყარო+
და შენი სინათლით ვხედავთ ნათელს.+
10 სიკეთეს ნუ მოაკლებ მათ, ვინც გიცნობს,+
და სიმართლეს — გულმართლებს.+
11 ნუ გადმოდგამს ამპარტავანი ფეხს ჩემ წინააღმდეგ+
და ბოროტი ხალხის ხელი ნუ მაქცევს მოხეტიალედ.+
12 სიავის მქნელნი დაეცნენ;+
ძირს დაენარცხნენ და ვეღარ დგებიან.+
დავითის ფსალმუნი
א [ალეფ]
37 ნუ განრისხდები ბოროტმოქმედთა გამო,+
ნუ შეგშურდება მათი, ვინც უმართლობას სჩადის;+
2 ვინაიდან ბალახივით მალე გახმებიან,+
ნორჩი ბალახივით დაჭკნებიან.+
ב [ბეთ]
3 მიენდე იეჰოვას და კარგი აკეთე,+
იცხოვრე დედამიწაზე და ერთგულად მოიქეცი.+
4 იეჰოვაში პოვე ნეტარება+
და ის შეგისრულებს გულის წადილს.+
ג [გიმელ]
5 იეჰოვას მიანდე შენი გზა,+
მასზე დაამყარე იმედი+ და ის იმოქმედებს.+
6 სინათლესავით გამოაჩენს შენს სიმართლეს+
და შუადღესავით — შენს სამართლიანობას.+
ד [დელეთ]
7 მდუმარედ იყავი იეჰოვას წინაშე+
და მოუთმენლად ელოდე მას.+
ნუ განგარისხებს ის, რომ ვიღაცას ხელი ემართება თავის გზაზე+
და თავის განზრახვებს ახორციელებს.+
ה [ჰე]
8 მოეშვი რისხვას და მიატოვე ბრაზი;+
ნუ განრისხდები და ნუ ჩაიდენ ბოროტებას,+
9 რადგან ბოროტმოქმედნი მოისპობიან,+
იეჰოვაზე დაიმედებულნი კი დაიმკვიდრებენ დედამიწას.+
ו [ვავ]
10 კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი;+
დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი.+
11 თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას+
და გაიხარებენ დიდი მშვიდობით.+
ז [ზაინ]
12 ბოროტი შეთქმულებას უწყობს მართალს+
და კბილებს უღრჭენს.+
13 იეჰოვა დასცინებს მას,+
რადგან ხედავს, რომ მისი დღეც მოვა.+
ח [ხეთ]
14 ბოროტებმა მახვილი იშიშვლეს და მშვილდი მოზიდეს,+
რათა დასცენ დაჩაგრული და საწყალი+
და დახოცონ მართლები მათ გზაზე.+
15 თავიანთი მახვილი თვითონვე გაეყრებათ გულში+
და დაემტვრევათ მშვილდები.+
ט [ტეთ]
16 მართლის მცირედი სჯობია+
ბოროტთა სიმდიდრეს.+
17 ბოროტს მკლავები დაემტვრევა,+
მართალს კი იეჰოვა ამოუდგება მხარში.+
י [ჲოდ]
18 იეჰოვა აკვირდება უბიწოებს;+
მათი მემკვიდრეობა მარადიულად დარჩება.+
19 უბედურების დროს არ შერცხვებიან+
და შიმშილობის დროს გაძღებიან.+
כ [ქაფ]
20 ბოროტები დაიღუპებიან+
და იეჰოვას მტრები საუკეთესო საძოვრებს დაემსგავსებიან;
ბოლო მოეღებათ მათ,+ კვამლში მოეღებათ ბოლო.+
ל [ლამედ]
21 ბოროტი სესხულობს და აღარ აბრუნებს,+
მართალი კი წყალობას ავლენს და ძღვენს გასცემს.+
22 მისგან კურთხეულნი დაიმკვიდრებენ დედამიწას,+
მისგან დაწყევლილნი კი მოისპობიან.+
מ [მემ]
23 იეჰოვა განუმტკიცებს ვაჟკაცს ნაბიჯებს;+
ის იწონებს მის გზას.+
24 რომც წაიქცეს, პირქვე არ დაეცემა,+
რადგან იეჰოვა უდგას მხარში.+
נ [ნუნ]
25 ახალგაზრდაც ვიყავი და მოვხუცდი კიდეც,+
მაგრამ არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული,+
არც მისი შთამომავლობა — პურს მონატრებული.+
26 ის მთელი დღე წყალობას ავლენს და სესხს გასცემს;+
კურთხეული იქნება მისი შთამომავლობა.+
ס [სამეხ]
27 ზურგი აქციე ბოროტებას, კარგი აკეთე+
და იცხოვრე მარადიულად;+
28 ვინაიდან იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულია+
და არ მიატოვებს თავის ერთგულებს.+
ע [აინ]
ისინი მარადიულად იქნებიან დაცულნი,+
ბოროტთა შთამომავლობა კი მოისპობა.+
29 მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას+
და მარადიულად იცხოვრებენ მასზე.+
פ [ფე]
30 მართლის პირი მშვიდად წარმოთქვამს სიბრძნეს+
და მისი ენა სამართლიანად ლაპარაკობს.+
31 თავისი ღვთის კანონი აქვს გულში,+
არ წაბორძიკდება.+
צ [ცადე]
32 ბოროტი მართალს უთვალთვალებს+
და მის მოკვლას ცდილობს,+
33 იეჰოვა კი მის ხელში არ დატოვებს მართალს+
და დამნაშავედ არ გამოაცხადებს გასამართლებისას.+
ק [კოფ]
34 იეჰოვას იმედი გქონდეს და მისი გზა დაიცავი,+
ის განგადიდებს და დაგამკვიდრებს დედამიწაზე;+
დაინახავ, როგორ მოისპობიან ბოროტები.+
ר [რეშ]
35 მინახავს სასტიკი და ბოროტი კაცი,+
რომელსაც ფოთოლხშირი ხესავით გაუდგამს მიწაში ფესვები.+
36 ჩაიარა და აღარ იყო,+
ვეძებდი და ვერ ვიპოვე.+
ש [შინ]
37 დაუკვირდი უმწიკვლოს და თვალი ადევნე მართალს,+
რადგან მშვიდობიანი მომავალი ელის ასეთ კაცს.+
38 შემცოდველები ერთიანად მოისპობიან+
და ბოროტ ხალხს მომავალი არ ექნება.+
ת [თავ]
39 მართლებს იეჰოვა იხსნის;+
ის არის მათი სიმაგრე გასაჭირის დროს.+
40 იეჰოვა დაეხმარება მათ და იხსნის;+
იხსნის ბოროტი ხალხისგან და გადაარჩენს,+
რადგან მას შეაფარეს თავი.+
დავითის სიმღერა, სამახსოვროდ
38 იეჰოვა, მრისხანებით ნუ შემაგონებ+
და რისხვით ნუ გამომასწორებ.+
2 ღრმად შემერჭო შენი ისრები+
და შენი ხელი მძიმედ დამაწვა.+
3 საღი ადგილი აღარ შემრჩა სხეულზე შენი რისხვის გამო.+
ცოდვამ სიმშვიდე დაუკარგა ჩემს ძვლებს.+
4 თავზე გადამდის ჩემი დანაშაული,+
უმძიმეს ტვირთად მაწევს.+
5 ამიყროლდა და დამიჩირქდა ჭრილობები
ჩემი უგუნურების გამო.+
6 აფორიაქებული ვარ, წელში მოვიკაკვე,+
მთელი დღე ნაღვლიანი დავდივარ.+
7 ფერდები მეწვის,
საღი ადგილი აღარ შემრჩა სხეულზე.+
8 გავხევდი და მთლად გავნადგურდი.
ვღრიალებ, რადგან მიკვნესის გული.+
9 იეჰოვა, ჩემი ყველა სურვილი შენ წინაშეა
და ჩემი ოხვრა არ არის შენთვის დაფარული.+
10 ძლიერ ამიძგერდა გული და ძალა გამომეცალა,
თვალის სინათლეც დავკარგე.+
11 ჩემი მოყვარულები და მეგობრები გამშორდნენ მე, დასნეულებულს;+
ჩემგან შორს დგანან ჩემი ახლობლები.+
12 ჩემი სულის მძებნელები მახეებს მიგებენ+
და უბედურებაზე ლაპარაკობენ ისინი, ვინც ჩემ გაუბედურებას ცდილობს;+
მთელი დღე მზაკვრობაზე ბუტბუტებენ.+
13 მე კი ყრუსავით არ ვისმენდი+
და მუნჯივით არ ვხსნიდი ბაგეს.+
14 დავემსგავსე კაცს, რომელსაც არ ესმის;
არაფერს პასუხობდა ჩემი ბაგეები;
15 ვინაიდან შენ გელოდი, იეჰოვა,+
და შენც მიპასუხე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო.+
16 ვთქვი: „შენ რომ არ გეპასუხა, ისინი გაიხარებდნენ ჩემი უბედურებით;+
გამიმედიდურდებოდნენ,+ თუ წავიფორხილებდი“.+
17 ლამის წავბორძიკდი;+
არ მშორდებოდა ტკივილი.+
18 ვაღიარე დანაშაული;+
დამამწუხრა ჩემმა ცოდვამ.+
19 გაძლიერდნენ სიცოცხლით სავსე ჩემი მტრები+
და გამრავლდნენ ისინი, ვისაც უმიზეზოდ ვძულვარ.+
20 სიკეთეს ბოროტებით მიხდიდნენ;+
კარგის კეთების გამო მეწინააღმდეგებოდნენ.+
21 ნუ მიმატოვებ, იეჰოვა,
ჩემო ღმერთო, ნუ განმშორდები!+
22 იჩქარე ჩემ დასახმარებლად,+
იეჰოვა, ჩემო მხსნელო!+
გუნდის ხელმძღვანელს: იედუთუნი.+ დავითის სიმღერა
39 ვთქვი: „დავიცავ ჩემს გზებს,+
რათა ენით არ შევცოდო.+
პირს ალიკაპს დავუყენებ დარაჯად,+
სანამ ბოროტი მიდგას წინ“.+
2 დავდუმდი და ხმას არ ვიღებდი,+
კარგზეც აღარ ვლაპარაკობდი,+
ვიხშობდი ტკივილს.
3 გამიხურდა გული;+
ოხვრისას ცეცხლი მიგიზგიზებდა.
ვთქვი ჩემი ენით:
4 „გამაგებინე, იეჰოვა, ჩემი აღსასრული+
და ჩემი დღეების რაოდენობა,+
რათა ვიცოდე, რა დღემოკლე ვარ.+
5 ცოტა დღეები გაქვს მოცემული ჩემთვის+
და ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობა არაფერია შენ წინაშე.+
ყოველი ადამიანი, მტკიცედაც რომ იდგეს, ერთი ამოსუნთქვაა და სხვა არაფერი.+ სელა.
6 აჩრდილივით დადის კაცი,+
ამაოდ ფაციფუცობს;+
ახვავებს და არ იცის, ვის დარჩება.+
7 და ახლა, იეჰოვა, რისი იმედი მქონდეს?
შენ მოგელი.+
8 მიხსენი ყველა ჩემი ცოდვისგან;+
ნუ დაუშვებ, რომ უგუნურმა შეურაცხმყოს.+
9 დავდუმდი,+ პირს ვერ ვაღებდი+
იმის გამო, რაც შენ მოიმოქმედე.+
10 მომაშორე სნეულება, შენ რომ შემყარე.+
ბოლო მომეღო, რადგან მმტრობს შენი ხელი.+
11 ადამიანს დანაშაულში მხილებით გამოასწორებ,+
ჩრჩილივით+ უნადგურებ ყველაფერს, რაც ძვირფასი აქვს.
ყველა ადამიანი ერთი ამოსუნთქვაა.+ სელა.
12 ისმინე ჩემი ლოცვა, იეჰოვა,
და ყური მომაპყარი,+ როცა შველას გთხოვ.
როცა ცრემლებს ვღვრი, ნუ დადუმდები,+
რადგან შენთან ვარ შემოხიზნული+
და ვცხოვრობ როგორც ყველა ჩემი წინაპარი.+
13 თვალი მომარიდე, რათა გავბრწყინდე,+
სანამ წავალ და აღარ ვიქნები“.+
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი, სიმღერა
40 იეჰოვაზე ვამყარებდი იმედს;+
მან ყური მომაპყრო და მომისმინა, როცა შველა ვთხოვე.+
2 მან ამომიყვანა მგრგვინავი ორმოდან,+
ლაფიდან;+
კლდეზე დამადგმევინა ფეხი+
და ნაბიჯები განმიმტკიცა.+
3 აამღერა ჩემი ბაგეები ახალი სიმღერით,
ღვთის ქებით.+
მრავალი დაინახავს ამას, შეეშინდებათ+
და მიენდობიან იეჰოვას.+
4 ბედნიერია იეჰოვაზე მინდობილი კაცი,+
რომელსაც არც თავხედი ხალხისკენ მიუქცევია პირი
და არც მათკენ, ვინც სიცრუის გზაზე გადაუხვია.+
5 მრავალი საოცარი საქმე მოიმოქმედე,+
იეჰოვა, ჩემო ღმერთო, და შეასრულე ის, რაც ჩვენთვის გქონდა განზრახული;+
ვერავინ შეგედრება.+
მათზე რომ მელაპარაკა,
იმდენი იქნებოდა, რომ ვერც კი ჩამოვთვლიდი.+
6 მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე.+
ყური გამიხსენი.+
არ მოგითხოვია დასაწვავი მსხვერპლი და ცოდვის შესაწირავი.+
7 ამიტომ ვთქვი: „აი, მოვედი,+
როგორც გრაგნილზე წერია ჩემ შესახებ.+
8 შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო,+
და ჩემშია შენი კანონი.+
9 დიდ კრებულში ვაცხადებ სასიხარულო ცნობას სიმართლეზე.+
არ ვაკავებ ბაგეებს.+
იეჰოვა, შენ კარგად იცი ეს.+
10 შენი სიმართლე გულში არ დამიფარავს.+
შენს ერთგულებასა და შენგან ხსნას ვაუწყებ.+
არ ვმალავ შენს სიკეთესა და შენს ჭეშმარიტებას დიდ კრებულში“.+
11 ნუ შეაკავებ, იეჰოვა, შენს სიბრალულს ჩემდამი.+
მუდამ მფარავდეს შენი სიკეთე და ჭეშმარიტება.+
12 აურაცხელი უბედურება შემომერტყა გარს.+
იმაზე მეტი დანაშაული მეწია, ვიდრე დანახვა შემეძლო;+
იმაზე მეტად მომრავლდა, ვიდრე თმა მაქვს თავზე;+
გული გამიტყდა.+
13 იეჰოვა, ისურვე ჩემი ხსნა!+
იეჰოვა, იჩქარე ჩემ დასახმარებლად!+
14 შერცხვეს და შეცბუნდეს ყველა,+
ვინც ცდილობს ჩემი სულის აღგვას.+
უკუიქცნენ და დამცირდნენ ისინი, ვისაც ჩემი უბედურება ახარებს.+
15 თავიანთი სირცხვილის გამო განცვიფრებისგან გაშტერდნენ ისინი,+
ვინც მეუბნებიან: „აჰა! აჰა!“+
16 იმხიარულოს და შენით გაიხაროს+
ყველა შენმა მძებნელმა.+
შენგან ხსნის მოყვარულები მუდამ ამბობდნენ:+
„განდიდდეს იეჰოვა!“+
17 მე კი საწყალი და დაჩაგრული ვარ.+
იეჰოვა იფიქრებს ჩემზე.+
შენა ხარ ჩემი შემწე და მხსნელი.+
ო, ჩემო ღმერთო, ნუ დააყოვნებ!+
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის სიმღერა
41 ბედნიერია, ვინც ყურადღებას აქცევს საწყალს;+
უბედურების დროს იეჰოვა გადაარჩენს მას.+
2 იეჰოვა დაიცავს მას და სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.+
ბედნიერი დაერქმევა მას დედამიწაზე;+
მტრებს არ გადასცემ მის სულს.+
3 იეჰოვა მხარში ამოუდგება ავადმყოფს სარეცელზე.+
შენ შეცვლი მისი სნეულების სარეცელს.+
4 მე კი ვთქვი: „წყალობა მიყავი, იეჰოვა.+
სული განმიკურნე, რადგან შეგცოდე“.+
5 ჩემი მტრები ცუდს ლაპარაკობენ ჩემზე:+
როდის მოკვდება და როდის აღმოიფხვრებაო მისი სახელი?
6 თუ ვინმე მოვა ჩემ სანახავად, მისი გული სიცრუეს ილაპარაკებს,+
ყოველივე საზიანოს დაიგროვებს,
წავა და გარეთ ამაზე ილაპარაკებს.+
7 ჩემი მოძულეები ერთმანეთს ეჩურჩულებიან ჩემ წინააღმდეგ;+
ჩემ წინააღმდეგ ცუდს იზრახავენ:+
8 ზედ რაღაც უვარგისი გადაეღვარა,+
დაწვა და ვეღარ ადგებაო.+
9 ვისთანაც მშვიდობა მქონდა, ვისაც ვენდობოდი+
და ვინც ჩემს პურს ჭამდა,+ ჩემზე აღმართა ქუსლი.+
10 შენ კი, იეჰოვა, წყალობა მიყავი და წამომაყენე,+
რომ სამაგიერო გადავუხადო მათ.+
11 ვიცი, რომ მოსაწონი ვარ შენთვის,
რადგან ჩემი მტერი სიხარულით არ ყიჟინებს ჩემ გამო.+
12 ჩემი უმწიკვლობის გამო მხარში ამომიდექი,+
შენი სახის წინ დამაყენებ მარადიულად.+
13 კურთხეული იყოს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი,+
მარადიულად!+
ამინ, ამინ!+
მეორე წიგნი
(ფსალმუნები 42—72)
გუნდის ხელმძღვანელს. მასქილი კორახის ძეებისთვის+
42 როგორც ფურირემი ილტვის წყლის ნაკადებისკენ,
ისე ილტვის ჩემი სული შენკენ, ღმერთო.+
2 ღმერთი, ცოცხალი ღმერთი+ სწყურია ჩემს სულს.+
როდის მივალ და გამოვცხადდები ღვთის წინაშე?+
3 დღედაღამ ცრემლები მაქვს საჭმელად.+
მთელი დღე მეკითხებიან: სად არისო შენი ღმერთი?+
4 მემახსოვრება ეს ყველაფერი და სულს გადმოვღვრი.+
ხალხთან ერთად მივდიოდი ხოლმე,
ნელა მივუძღვებოდი მათ ღვთის სახლისკენ+
და მოზეიმე ხალხი+
მხიარული ყიჟინითა და სამადლობელი შეძახილებით უკან მომყვებოდა.+
5 რატომ ხარ იმედგადაწურული, ჩემო სულო,+
და რატომ შფოთავ ჩემში?+
ღმერთს დაელოდე;+
მას შევასხამ ხოტბას, ჩემს დიდებულ მხსნელს.+
6 ჩემო ღმერთო, იმედი გადაეწურა ჩემს სულს.+
ამიტომაც მახსოვხარ+
იორდანის მხარედან, ხერმონის მწვერვალებიდან+ და
პატარა მთიდან.+
7 ღრმა წყალი ღრმა წყალს ეძახის
შენი წყლის ნაკადების ხმაზე.
ყველა შენი ზვირთი და ტალღა+
თავზე გადამევლო.+
8 დღისით თავის სიკეთეს გამომიგზავნის იეჰოვა,+
ღამით კი ვიმღერებ მასზე.+
ლოცვას აღვუვლენ ჩემი სიცოცხლის ღმერთს.+
9 ვეტყვი ღმერთს, ჩემს კლდეს:+
„რატომ დამივიწყე?+
რატომ დავდივარ ნაღვლიანი, ჩემი მტრებისგან დაჩაგრული?“+
10 ძვლები შემიმუსრეს მტრებმა და შეურაცხმყვეს,+
თან მთელი დღე მეკითხებიან: სად არისო შენი ღმერთი?+
11 რატომ ხარ იმედგადაწურული, ჩემო სულო,+
და რატომ შფოთავ ჩემში?+
ღმერთს დაელოდე;+
მას შევასხამ ხოტბას, ჩემს დიდებულ მხსნელსა და ჩემს ღმერთს.+
43 სამართალი გამიჩინე,+ ღმერთო,
წარმართე ჩემი სასამართლო საქმე+ ორგული ერის წინააღმდეგ.
მზაკვარი და უმართლო კაცისგან მიხსენი.+
2 შენა ხარ ჩემი ღმერთი, ჩემი სიმაგრე.+
რატომ მიმაგდე?
რატომ დავდივარ ნაღვლიანი, ჩემი მტრებისგან დაჩაგრული?+
3 შენი სინათლე და ჭეშმარიტება გამოგზავნე.+
წამიძღვნენ ისინი;+
მათ მიმიყვანონ შენს წმინდა მთასთან და დიდებულ კარავთან.+
4 მივალ ღვთის სამსხვერპლოსთან;+
ჩემი დაუშრეტელი სიხარულის ღმერთთან.+
ხოტბას შეგასხამ ქნარით, ღმერთო, ჩემო ღმერთო!+
5 რატომ ხარ იმედგადაწურული, ჩემო სულო,+
და რატომ შფოთავ ჩემში?
ღმერთს დაელოდე;+
მას შევასხამ ხოტბას, ჩემს დიდებულ მხსნელსა და ჩემს ღმერთს.+
გუნდის ხელმძღვანელს. კორახის ძეების+ ფსალმუნი. მასქილი
44 ღმერთო, ჩვენი ყურით მოვისმინეთ,
ჩვენი წინაპრები გვიყვებოდნენ+
იმ საქმეებზე, შენ რომ მოიმოქმედე მათ დროს,+
დიდი ხნის წინათ.+
2 შენი ხელით აღგავე ხალხები,+
მათ ნაცვლად კი ისინი დარგე.+
შენ ანადგურებდი ერებს და დევნიდი მათ.+
3 თავიანთი მახვილით კი არ დაუფლებიან ქვეყანას+
და საკუთარი მკლავით კი არ მოუპოვებიათ ხსნა,+
არამედ შენი მარჯვენით, შენი მკლავითა+ და შენი სახის ნათელით,
რადგან შენ მოიწონე ისინი.+
4 შენა ხარ ჩემი მეფე, ღმერთო.+
მიეცი დიდებული ხსნა იაკობს.+
5 შენით შევუტევთ მტრებს;+
შენი სახელით გავთელავთ მათ, ვინც ჩვენ წინააღმდეგ აღსდგა.+
6 ჩემს მშვილდზე არ ვყოფილვარ დაიმედებული+
და არც ჩემს მახვილს ვუხსნივარ.+
7 შენ გვიხსენი მტრებისგან+
და შენ შეარცხვინე ჩვენი მოძულეები.+
8 ღმერთს ვაქებთ მთელი დღე;+
მარადიულად შევასხამთ ხოტბას შენს სახელს.+ სელა.
9 ახლა კი მიგდებული გყავართ და გვამცირებ;+
არ მიუძღვები ჩვენს ლაშქარს.+
10 უკუგვაქცევ მტრისგან,+
გვძარცვავენ ჩვენი მოძულეები.+
11 შესაჭმელად გვიმეტებ, როგორც ცხვარს;+
ხალხებში გვფანტავ.+
12 შენს ხალხს ჩალის ფასად ყიდი+
და მათი საფასური არ გამდიდრებს.
13 მეზობლებისგან შეურაცხყოფილი გაგვხადე,+
ირგვლივ მყოფთათვის — დასაცინი და მასხრად ასაგდები;+
14 ხალხებისთვის სალაპარაკო გაგვხადე+
და ერებისთვის — თავის საქნევი.+
15 მთელი დღე ჩემ წინაშეა ჩემი დამცირება,
სახე სირცხვილმა დამიფარა+
16 შეურაცხმყოფლისა და მგმობელის ხმის გამო,
მტრისა და შურისმაძიებლის გამო.+
17 ყოველივე ეს თავს დაგვატყდა, მაგრამ არ დაგვვიწყებიხარ+
და შენი შეთანხმებისთვის არ გვიღალატია.+
18 ურწმუნოებით არ უკუქცეულა ჩვენი გული,+
არც ჩვენს ნაბიჯებს გადაუხვევია შენი ბილიკიდან.+
19 შენ შეგვმუსრე ტურების თავშეყრის ადგილზე+
და უკუნეთით დაგვფარე.+
20 თუ დავივიწყეთ ჩვენი ღვთის სახელი
ან უცხო ღმერთებისკენ თუ აღვაპყარით ხელები,+
21 განა ღმერთი არ გამოიძიებს ამას?!+
მან იცის გულის საიდუმლოებები.+
22 შენი გულისთვის გვხოცავენ მთელი დღე,
დასაკლავ ცხვრებად მიგვიჩნევენ.+
23 გამოფხიზლდი, იეჰოვა, რატომ გძინავს?+
გამოიღვიძე, სამუდამოდ ნუ მიგვაგდებ!+
24 რატომ გვიმალავ სახეს?
რატომ ივიწყებ ჩვენს გაჭირვებასა და ჩაგვრას?+
25 მიწამდე მოიხარა ჩვენი სული,+
მუცლით მიწაზე ვართ გართხმულნი.
26 აღსდექ ჩვენ დასახმარებლად+
და გამოგვისყიდე შენი სიკეთით!+
გუნდის ხელმძღვანელს: „შროშნები“. კორახის ძეების ფსალმუნი. მასქილი. სიმღერა საყვარელ ქალთათვის
45 გული კარგი საქმისკენ მეწევა.+
ვამბობ: „ჩემი საქმეები მეფეს ეძღვნება“.+
დახელოვნებული გადამწერის+ კალამივით+ იყოს ჩემი ენა.
2 ადამიანის ძეებზე მშვენიერი ხარ.+
მშვენებაა გადმოღვრილი შენს ბაგეებზე;+
ამიტომაც გაკურთხა ღმერთმა სამარადისოდ.+
3 გვერდზე შეიბი მახვილი,+ ძლევამოსილო,+
შენი ღირსებითა და სიდიადით.+
4 წარმატებისკენ ისწრაფე შენი სიდიადით;+
ჭეშმარიტების, თავმდაბლობისა და სიმართლის გულისთვის ამხედრდი+
და შენი მარჯვენა გასწავლის შიშის მომგვრელ საქმეებს.+
5 შენი ბასრი ისრები მეფის მტრებს გულში ესობა;+
შენ ფეხქვეშ ეცემიან ხალხები.+
6 ღმერთია შენი ტახტი სამარადისოდ, სამუდამოდ.+
შენი სამეფოს კვერთხი სამართლიანობის კვერთხია.+
7 შენ გიყვარს სიმართლე+ და გძულს ბოროტება.+
ამიტომაც დიდი სიხარულის ზეთით+ გცხო+ ღმერთმა, შენმა ღმერთმა,+ შენს მოზიარეებზე მეტად.+
8 შენი ტანსაცმელი სმირნის, ალოესა და კასიის სურნელს აფრქვევს;+
სიმებიანი საკრავები გამხიარულებენ სპილოს ძვლის+ დიდებული სასახლიდან.
9 მეფეთა ასულები+ არიან შენი ძვირფასი ქალები.
დედოფალი+ გიდგას მარჯვნივ, ოფირის ოქროთი შემოსილი.+
10 ისმინე, ასულო, დაინახე და ყური მიაპყარი.
დაივიწყე შენი ხალხი და მამაშენის სახლი.+
11 მეფე ინატრებს შენს სილამაზეს,+
რადგან ის არის შენი ბატონი,+
მდაბლად თაყვანი ეცი მას.+
12 ტვიროსის ასულიც იქ არის ძღვნით...+
მდიდარი ხალხი გულს მოგილბობს.+
13 მეფის ასული დიდებით არის მოსილი მის სასახლეში,+
მისი ტანსაცმელი ოქროთია გაწყობილი.
14 ნაქსოვ სამოსელში გამოწყობილს მიიყვანენ მეფესთან.+
შენ წინაშე მოიყვანენ ქალწულებს, რომლებიც მხლებლებად მოჰყვებიან მას.+
15 სიხარულითა და მხიარულებით მოგიყვანენ მათ,
მეფის სასახლეში შევლენ ისინი.
16 შენი წინაპრების+ ადგილს შენი ვაჟები დაიკავებენ,+
რომლებსაც მთავრებად დანიშნავ მთელ დედამიწაზე.+
17 შენს სახელს ვახსენებ თაობიდან თაობაში.+
ხოტბას შეგასხამს ხალხი მარადიულად, სამუდამოდ.
გუნდის ხელმძღვანელს. კორახის+ ძეების სიმღერა. ქალწულებივით
46 ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა,+
შველა, რომელსაც მალევე პოვებ გაჭირვების დროს.+
2 ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც სახე იცვალოს დედამიწამ,+
თუნდაც ტორტმანით ჩაინთქან მთები დიდი ზღვის გულში;+
3 თუნდაც ახმაურდნენ და გადმოვიდნენ წყლები,+
თუნდაც შეიძრან მთები მათ ხმაურზე.+ სელა.
4 მოედინება მდინარე, რომლის ნაკადებიც ახალისებს ღვთის ქალაქს,+
უზენაესის წმინდა და დიდებულ კარავს.+
5 ღმერთია ქალაქის შუაგულში;+ არ შეირყევა ქალაქი.+
ღმერთი დაეხმარება მას გარიჟრაჟზე.+
6 ახმაურდნენ ხალხები,+ შეიძრა სამეფოები.
დასჭექა მან და დადნა დედამიწა.+
7 ჩვენთან არის იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი.+
იაკობის ღმერთი ჩვენი თავშესაფარია მაღლობზე.+ სელა.
8 მოდით, იხილეთ იეჰოვას საქმეები!+
რა საოცრებები მოახდინა დედამიწაზე.+
9 ის წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე,+
მშვილდს ლეწავს და შუბს ამტვრევს,+
ცეცხლში ბუგავს ეტლებს.+
10 „დამნებდით და იცოდეთ, რომ მე ვარ ღმერთი!+
განვდიდდები ხალხებს შორის,+
განვდიდდები დედამიწაზე!“+
11 ჩვენთან არის იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი.+
იაკობის ღმერთი ჩვენი თავშესაფარია მაღლობზე.+ სელა.
გუნდის ხელმძღვანელს. კორახის ძეების ფსალმუნი. სიმღერა
47 ტაში შემოჰკარით, ხალხებო!+
სიხარულით შეჰყიჟინეთ ღმერთს მხიარული შეძახილებით;+
2 ვინაიდან შიშის მომგვრელია იეჰოვა, უზენაესი,+
მთელი დედამიწის დიდებული მეფე.+
3 ის დაგვიმორჩილებს ხალხებს+
და ფეხქვეშ გაგვიგებს ერებს.+
4 ამოგვირჩევს მემკვიდრეობას,+
სიამაყეს იაკობისას, რომელიც მან შეიყვარა.+ სელა.
5 მხიარული შეძახილით მოდის ღმერთი,+
ბუკის ხმით მოდის იეჰოვა.+
6 ქება უმღერეთ ღმერთს, ქება უმღერეთ!+
ქება უმღერეთ ჩვენს მეფეს, ქება უმღერეთ!
7 ღმერთია მთელი დედამიწის მეფე,+
ქება უმღერეთ მას და გონივრულად მოიქეცით.+
8 ღმერთი გამეფდა ხალხებზე,+
ღმერთი დაჯდა თავის წმინდა ტახტზე.+
9 შეიკრიბა წარჩინებული ხალხი+
აბრაამის ღვთის ხალხთან ერთად.+
ღმერთს ეკუთვნის დედამიწის ყველა ფარი,+
იგი ამაღლებულია დიდად.+
კორახის ძეების+ ფსალმუნი, სიმღერა
48 დიდებულია იეჰოვა და დიდად საქები+
ჩვენი ღვთის ქალაქში,+ მის წმინდა მთაზე.+
2 მშვენიერია სიონის მთა თავისი სიმაღლით, მთელი დედამიწის სიხარულია ის+
შორეულ ჩრდილოეთში,+
დიდი მეფის ქალაქი.+
3 მის საცხოვრებელ კოშკებში ღმერთი ცნობილი გახდა როგორც თავშესაფარი მაღლობზე.+
4 აი, ერთმანეთს შეხვდნენ მეფეები შეთანხმებისამებრ+
და ერთად ჩაიარეს.+
5 მათ იხილეს და გაოცდნენ.
შეშფოთდნენ და თავზარდაცემულები გაიქცნენ.+
6 კანკალმა აიტანა ისინი+
და მშობიარე ქალივით შეიპყრო მშობიარობის ტკივილებმა.+
7 აღმოსავლეთის ქარით ამსხვრევ თარშიშის ხომალდებს.+
8 რაც მოვისმინეთ, ის ვიხილეთ+
ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ქალაქში, ჩვენი ღვთის ქალაქში.+
ღმერთი მარადიულად განამტკიცებს მას.+ სელა.
9 შენს სიკეთეზე+ ვფიქრობთ, ღმერთო,
შენს ტაძარში.+
10 შენი ქება, ღმერთო, შენი სახელივით+
სწვდება დედამიწის კიდეებს.
შენი მარჯვენა სიმართლით არის სავსე.+
11 იხაროს სიონის მთამ+
და იმხიარულონ იუდას პატარა ქალაქებმა+ შენი სამართლით.+
12 გარს შემოუარეთ სიონს და მოიარეთ იგი,+
დათვალეთ მისი კოშკები.+
13 დააკვირდით მის მიწაყრილებს,+
დაათვალიერეთ მისი საცხოვრებელი კოშკები,
რათა მოუყვეთ მომავალ თაობას.+
14 ეს ღმერთი ჩვენი ღმერთია მარადიულად, სამუდამოდ.+
ის წაგვიძღვება, სანამ მოვკვდებით.+
გუნდის ხელმძღვანელს. კორახის+ ძეების ფსალმუნი. სიმღერა
49 ისმინეთ, ხალხნო!
ყური დაუგდეთ, ქვეყნიერების მკვიდრნო,+
2 ადამიანთა ძეებო, კაცის ძეებო,
მდიდრებო და ღარიბებო.+
3 ჩემი ბაგე სიბრძნეს ილაპარაკებს,+
ჩემი გულის ფიქრებში გაგების უნარი გამოვლინდება.+
4 ყურს მივაპყრობ იგავს+
და ქნარზე ავხსნი ჩემს გამოცანას.+
5 რატომღა უნდა მეშინოდეს შავი დღეებისა,+
როცა გარს შემომხვევია ჩემი შემავიწროებლების დანაშაული?+
6 მათგან, ვინც თავის ქონებაზეა დაიმედებული+
და ვინც თავისი სიმდიდრით იკვეხნის,+
7 ვერც ერთი ვერ გამოისყიდის თავის ძმას,+
ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს,
8 (მათი სულის გამოსასყიდი იმდენად დიდია,+
რომ სამუდამოდ გადაუხდელი რჩება),
9 რათა მან მარადიულად იცოცხლოს და საფლავი არ იხილოს.+
10 ის ხედავს, რომ ბრძენებიც კი იხოცებიან,+
სულელნიც და უგუნურნიც ერთად იღუპებიან,+
და თავიანთ ქონებას სხვებს უტოვებენ.+
11 გულით სწადიათ, რომ მათი სახლები მარადიულად იდგეს,+
და მათი კარვები — თაობიდან თაობამდე;+
თავიანთ სახელებს არქმევენ საკუთარ მამულებს.+
12 მაგრამ ადამიანი, თუნდაც პატივდებული, დიდხანს ვერ იცოცხლებს,+
მკვდარ პირუტყვს დაემსგავსება.+
13 ასეთია სულელების გზაც+
და მათ შემდეგ მომავალთა გზაც, რომლებსაც მათი ნათქვამი სიამოვნებთ. სელა.
14 ცხვრებივით სამარისთვის არიან განწირულნი,+
სიკვდილი დამწყემსავს მათ,+
დილით მართლები დაიმორჩილებენ მათ,+
და გაქრება მათი კვალი.+
აღმატებული სამყოფლის ნაცვლად სამარეში დამკვიდრდება თითოეული.+
15 ჩემს სულს კი თავად ღმერთი გამოისყიდის სამარის ხელიდან,+
ის მიმიღებს მე. სელა.
16 ნუ შეშინდები, თუ ვინმე სიმდიდრეს იძენს,+
თუ მისი სახლი დიდებით ივსება,+
17 რადგან სიკვდილის დროს ვერაფერს წაიღებს,+
თან არ გაჰყვება დიდება.+
18 მთელი სიცოცხლე საკუთარ სულს აკურთხებდა.+
(ხალხი ხოტბას შეგასხამს, რადგან კარგს არ აკლებ საკუთარ თავს).+
19 საბოლოოდ მისი სული მხოლოდ იქამდე მივა, სადაც მისი წინაპრების თაობაა.+
ვეღარ იხილავენ სინათლეს.+
20 ადამიანი, თუნდაც პატივდებული, რომელსაც გაგების უნარი არა აქვს,+
მკვდარ პირუტყვს დაემსგავსება.+
ასაფის+ სიმღერა
50 ძლევამოსილი,+ ღმერთი, იეჰოვა+ ლაპარაკობს;+
ის უხმობს დედამიწას+
მზის ამოსავლიდან მის ჩასავლამდე.+
2 სიონიდან — სრულყოფილი მშვენებიდან+ — გამოანათა ღმერთმა.+
3 მოვა ჩვენი ღმერთი და ვერ დადუმდება.+
შთამნთქმელი ცეცხლია მის წინაშე+
და ქარიშხალია მის გარშემო.+
4 ის უხმობს ზევით ზეცას და ქვევით მიწას,+
რათა სამართალი გაუჩინოს თავის ხალხს:+
5 „ჩემთან შეგროვდით, ჩემო ერთგულნო,+
რომლებიც მსხვერპლის წყალობით დებთ შეთანხმებას“.+
6 ზეცა აცხადებს მის სიმართლეს,+
რადგან ღმერთია მოსამართლე.+ სელა.
7 „მომისმინე, ჩემო ხალხო, და გეტყვი,+
შენ წინააღმდეგ დავამოწმებ, ისრაელო.+
მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი.+
8 არც მსხვერპლის გამო შეგაგონებ+
და არც მთლიანად დასაწვავი შესაწირავის გამო, რომელიც მუდამ ჩემ წინაშეა.+
9 არ წამოვიყვან შენი სახლიდან ხარს,+
არც შენი ფარეხებიდან — ვაცებს,
10 რადგან ჩემია ტყის ყველა გარეული ცხოველი+
და ყოველი პირუტყვი ათასობით მთაზე.+
11 კარგად ვიცი მთის ყველა ფრინველი+
და ველის ცხოველთა ჯოგები ჩემია.+
12 რომც მომშიებოდა, შენ არ გეტყოდი,
რადგან ჩემია ნაყოფიერი მიწა+ და ყველაფერი, რაც მასზეა.+
13 განა შევჭამ ძლიერი ხარების ხორცს+
და ვაცების სისხლს შევსვამ?!+
14 მსხვერპლად მადლობა შესწირე ღმერთს+
და აღთქმები შეუსრულე უზენაესს.+
15 მომიხმე გაჭირვების დღეს;+
გადაგარჩენ და შენ განმადიდებ“.+
16 ბოროტს კი ღმერთი ეტყვის:+
„ვინ მოგცა იმის უფლება, რომ დაითვალო ჩემი წესები+
და შენი პირით ილაპარაკო ჩემს შეთანხმებაზე?+
17 შენ გძულს დარიგება;+
ბანზე მიგდებ სიტყვებს.+
18 ქურდის დანახვა გსიამოვნებს+
და მრუშებთან გაქვს წილი.+
19 პირიდან ბოროტება ამოგდის+
და მზაკვრობა გაქვს ენაზე.+
20 ზიხარ და საკუთარი ძმის წინააღმდეგ ლაპარაკობ,+
დედაშენის შვილს ცილს სწამებ.+
21 ამ ყველაფერს აკეთებდი, მე კი ვდუმდი.+
გეგონა, შენ დაგემსგავსებოდი.+
შეგაგონებ+ და თვალწინ გადაგიშლი ყველაფერს.+
22 გთხოვთ, შეიგნეთ ეს, ღვთის დამვიწყებლებო,+
რათა ნაფლეთებად არ გაქციოთ; მაშინ ვერავინ გიშველით.+
23 ვინც მსხვერპლად მადლობას მწირავს, ისაა ჩემი განმადიდებელი.+
ვინც სწორ გზას ადგას,
მას ვუჩვენებ ღვთისგან ხსნას“.+
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის სიმღერა. როცა ნათან წინასწარმეტყველი მივიდა მასთან მას შემდეგ, რაც დავითი ბეთ-შებასთან+ დაწვა
51 წყალობა მიყავი, ღმერთო, შენი სიკეთით.+
შენი წყალობის სიუხვით წარხოცე ჩემი ცოდვები.+
2 მთლიანად ჩამომრეცხე დანაშაული+
და განმწმინდე ჩემი ცოდვისგან,+
3 რადგან ვიცი ჩემი დანაშაული+
და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას.+
4 შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე,+
ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში;+
ამიტომ მართალი ხარ, როცა ლაპარაკობ,+
და სამართლიანი ხარ, როცა ასამართლებ.+
5 აი, დანაშაულში დავიბადე მშობიარობის ტკივილებით+
და ცოდვაში ჩავესახე დედაჩემს.+
6 შენ გსიამოვნებს ჭეშმარიტების დანახვა ადამიანის გულში;+
ღრმად ჩადე ჩემში სიბრძნე.+
7 უსუპით განმწმინდე ცოდვისგან, რათა სუფთა ვიყო;+
განმბანე, რათა თოვლზე მეტად გავთეთრდე.+
8 გამაგონე სიხარულისა და მხიარულების ხმა,+
რათა გაიხარონ შენ მიერ შემუსვრილმა ძვლებმა.+
9 ჩემი ცოდვებისგან დაფარე შენი სახე+
და წარხოცე ყველა ჩემი დანაშაული.+
10 სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო,+
და ახალი, მტკიცე სული ჩამიდგი.+
11 თავიდან ნუ მომიშორებ+
და შენს წმინდა სულს ნუ წამართმევ.+
12 დამიბრუნე სიხარული შენგან ხსნით+
და გამამაგრე მზადყოფნის სულით.+
13 შენს გზებს ვასწავლი შემცოდველებს,+
რათა დაგიბრუნდნენ ცოდვილები.+
14 მიხსენი სისხლის ღვრისაგან,+ ღმერთო, ჩემი ხსნის ღმერთო,+
რათა ჩემმა ენამ სიხარულით ილაპარაკოს შენს სიმართლეზე.+
15 იეჰოვა, ბაგე გამიხსენი,+
რათა გაქოს ჩემმა პირმა.+
16 მსხვერპლი არ გსიამოვნებს, თორემ შემოგწირავდი;+
არ გსიამოვნებს მთლიანად დასაწვავი შესაწირავი.+
17 ღვთისთვის მსხვერპლი დამწუხრებული სულია;+
მოდრეკილ და განადგურებულ გულს ნუ უგულებელყოფ, ღმერთო.+
18 შენი სიკეთით მოეპყარი სიონს,+
ააშენე იერუსალიმის გალავანი.+
19 მაშინ სიამოვნებას მოგანიჭებს სიმართლის მსხვერპლი,+
დასაწვავი მსხვერპლი და მთლიანად დასაწვავი შესაწირავი;+
მაშინ მოიტანენ მსხვერპლად ხარებს შენს სამსხვერპლოზე.+
გუნდის ხელმძღვანელს. მასქილი. დავითის ფსალმუნი. როცა დოეგ ედომელი მივიდა საულთან და უთხრა, რომ დავითი ახიმელექის სახლში იყო მისული+
52 რატომ იკვეხნი ბოროტებით, ძლევამოსილო?+
ღვთის სიკეთე მთელი დღე ვლინდება.+
2 უბედურებას იზრახავ ენით, სამართებელივით გაქვს გალესილი+
და ცბიერულად ხმარობ.+
3 სიკეთეზე მეტად ბოროტება გიყვარს+
და სიმართლის ლაპარაკზე მეტად — სიცრუე.+ სელა.
4 შენ გიყვარს გამანადგურებელი სიტყვები,+
ცბიერო ენავ.+
5 ღმერთი დაგანარცხებს სამუდამოდ;+
ძირს დაგაგდებს და მოგაშორებს შენს კარავს;+
ამოგძირკვავს ცოცხლების ქვეყნიდან.+ სელა.
6 მართლები დაინახავენ ამას, შეეშინდებათ+
და გაიცინებენ მასზე.+
7 ასეთი კაცი ღმერთს არ თვლის თავის სიმაგრედ,+
არამედ თავისი სიმდიდრის სიუხვეზე ამყარებს იმედს;+
სხვისი გაუბედურებაა მისი თავშესაფარი.+
8 მე კი ფოთოლხშირი ზეთისხილის ხესავით+ ვიქნები ღვთის სახლში.
ღვთის სიკეთეზე დავამყარებ იმედს მარადიულად, სამუდამოდ.+
9 მარადიულად შეგასხამ ხოტბას შენი საქმეებისთვის.+
შენს ერთგულთა თვალწინ იმედს დავამყარებ შენს სახელზე, რადგან კარგია იგი.+
გუნდის ხელმძღვანელს: მახალათი.+ მასქილი. დავითის ფსალმუნი
53 უგუნური გულში ამბობს:
„არ არსებობს იეჰოვა“.+
უკეთურად და საძაგლად იქცევიან თავიანთი უმართლობით;+
არავინ არის კარგის მკეთებელი.+
2 ღმერთი კი ზეციდან გადმოჰყურებს ადამიანის ძეებს,+
რომ დაინახოს, ვისა აქვს წვდომის უნარი და ვინ ეძებს იეჰოვას.+
3 ყველამ გადაუხვია გზიდან, ყველა ერთიანად გაირყვნა;+
არავინ აკეთებს სიკეთეს,+
არავინ.
4 ნუთუ ვერც ერთმა სიავის მქნელმა ვერ მიიღო ცოდნა,+
პურივით რომ ჭამენ ჩემს ხალხს?!+
მათ არ მოუხმეს იეჰოვას.+
5 ძლიერ შეშინდნენ,+
თუმცა საშიში არაფერი იყო;+
ღმერთი გაფანტავს შენ წინააღმდეგ დაბანაკებულთა ძვლებს.+
შენ შეარცხვენ მათ, რადგან თავად იეჰოვამ უარყო ისინი.+
6 ნეტავ სიონიდან მოვიდოდეს ისრაელის დიდებული ხსნა!+
გაიხაროს იაკობმა და იმხიარულოს ისრაელმა,+
როცა იეჰოვა დააბრუნებს ტყვეებს თავისი ხალხიდან!+
ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით. მასქილი. დავითის ფსალმუნი. როცა ზიფელები მივიდნენ საულთან და უთხრეს: „განა არ იცი, რომ ჩვენთან იმალება დავითი?!“+
54 ღმერთო, მიხსენი შენი სახელით+
და შენი ძლევამოსილებით გამომესარჩლე.+
2 ღმერთო, ისმინე ჩემი ლოცვა,+
ყური მოაპყარი ჩემი პირიდან გამოსულ სიტყვებს,+
3 რადგან უცხონი აღმიდგნენ
და სასტიკნი ეძებენ ჩემს სულს.+
თვალწინ არ უდგათ ღმერთი.+ სელა.
4 აი, ღმერთია ჩემი შემწე.+
იეჰოვა არის ჩემი სულის განმამტკიცებლებთან.
5 ბოროტების საზღაურს მიაგებს ის ჩემს მტრებს.+
შენი ჭეშმარიტებით დაადუმე ისინი.+
6 მზადყოფნით შემოგწირავ მსხვერპლს.+
ხოტბას შევასხამ შენს სახელს, იეჰოვა, რადგან კარგია იგი.+
7 ყველა გასაჭირიდან დამიხსნა მან;+
ზემოდან დავყურებ ჩემს მტრებს.+
ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით. მასქილი. დავითის ფსალმუნი
55 ყური მოაპყარი, ღმერთო, ჩემს ლოცვას,+
ნუ დამემალები, როცა წყალობას გთხოვ.+
2 მომხედე და მიპასუხე.+
მოსვენებას არ მაძლევს ჩემი საწუხარი+
და განუწყვეტლივ ვშფოთავ
3 მტრის ხმაზე, ბოროტისგან შევიწროებული;+
ვინაიდან ისინი სიავეს მატეხენ თავს,+
მირისხდებიან და მტრობა აქვთ გულში.+
4 მწარედ მტკივა გული+
და სიკვდილის შიშით ვარ შეპყრობილი.+
5 შიშმა, კანკალმა ამიტანა+
და ავთრთოლდი.
6 ვამბობ: „ნეტავ მტრედივით მეც მქონდეს ფრთები!+
გავფრინდებოდი და სადმე დავმკვიდრდებოდი.+
7 შორს გადავიხვეწებოდი+
და უდაბნოში დავიდებდი ბინას...+ სელა...
8 ვიჩქარებდი, რომ მომენახა თავშესაფარი
ძლიერი ქარისგან, ქარიშხლისგან“.+
9 იეჰოვა, აურიე და დაყავი მათი ენები,+
რადგან ძალადობა და დავა ვიხილე ამ ქალაქში.+
10 დღედაღამ დადიან მის გალავანზე;+
სიავე და გასაჭირია იქ.+
11 უბედურებაა იქ;
ჩაგვრა და მზაკვრობა არ სცილდება მის მოედნებს.+
12 მტერს რომ მოეყენებინა ჩემთვის შეურაცხყოფა,+
ავიტანდი.
მოძულე რომ გამმედიდურებოდა,+
დავემალებოდი,+
13 მაგრამ ეს შენ იყავი, მოკვდავი ადამიანი, ჩემი თანასწორი,+
ჩემი ნაცნობი და ახლობელი.+
14 ერთმანეთთან ახლო ურთიერთობით ვხარობდით,+
ღვთის სახლში ხალხთან ერთად დავდიოდით.+
15 გაპარტახდნენ ისინი!+
ცოცხლად ჩავიდნენ სამარეში,+
რადგან ბოროტება ბუდობდა მათში მათი ხიზნობის დროს.+
16 მე კი ღმერთს მოვუხმობ,+
იეჰოვა დამიხსნის.+
17 დილას, საღამოს თუ შუადღისას განუწყვეტლივ ვწუხვარ, ვკვნესი,+
და მას ესმის ჩემი ხმა.+
18 ის გამოისყიდის ჩემს სულს ჩემ წინააღმდეგ მებრძოლთაგან და სიმშვიდეში ამყოფებს მას,+
რადგან ბევრი გამოვიდა ჩემ წინააღმდეგ.+
19 მოისმენს და პასუხს გასცემს მათ ღმერთი,+
ის, ვინც კვლავინდებურად ტახტზე ზის...+ სელა...
მათ, ვინც არ იცვლება+
და ღვთისა არ ეშინია.+
20 გაიწოდა ამ კაცმა ხელი მათ წინააღმდეგ, ვისაც მასთან მშვიდობა ჰქონდა.+
მან შებღალა თავისი შეთანხმება.+
21 კარაქზე რბილია მისი პირიდან გამოსული სიტყვები,+
მაგრამ გული ბრძოლისკენ მიუწევს;+
ზეთზეც რბილია მისი სიტყვები,+
მაგრამ მომარჯვებული ხმლებივითაა.+
22 იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი+
და ის ამოგიდგება მხარში,+
ის არასოდეს დაუშვებს მართლის წაბორძიკებას.+
23 ღმერთო, შენ ჩაყრი მათ ყველაზე ღრმა ორმოში.+
სისხლისმღვრელები და მზაკვრები თავიანთი სიცოცხლის ნახევარსაც ვერ გალევენ,+
მე კი შენზე ვიქნები მონდობილი.+
გუნდის ხელმძღვანელს: „შორს მყოფთა შორის მდუმარე მტრედი“. დავითის ფსალმუნი. მიქთამი. როცა ფილისტიმელებმა შეიპყრეს იგი გათში+
56 წყალობა მიყავი, ღმერთო, რადგან პირი მტაცა მოკვდავმა კაცმა.+
მთელი დღე მებრძვის და მჩაგრავს.+
2 ჩემი მტრები მთელი დღე იმას ცდილობენ, რომ პირი მტაცონ,+
ბევრნი არიან და ქედმაღლურად მებრძვიან.+
3 რა დღესაც შემეშინდება, შენ მოგენდობი.+
4 ღმერთზე მინდობილი ხოტბას შევასხამ მის სიტყვას.+
ღმერთზე ვამყარებ იმედს, არ შევშინდები.+
რას მიზამს ხორციელი?+
5 მთელი დღე საქმეს მიფუჭებენ,
ყველა მათი ფიქრი ჩემ საზიანოდ არის მიმართული.+
6 თავს მესხმიან, იმალებიან,+
ჩემს ყოველ ნაბიჯს აკვირდებიან+
ჩემს სულს დადარაჯებულნი.+
7 მიაგდე ისინი, რადგან სიავეს სჩადიან,+
რისხვით დაამხვე ხალხები, ღმერთო!+
8 ჩაწერილი გაქვს ჩემი ხეტიალის ამბავი.+
შეაგროვე ჩემი ცრემლები შენს ტიკში!+
განა შენს წიგნში არ არის ისინი?!+
9 გაბრუნდებიან ჩემი მტრები, რა დღესაც მოგიხმობ.+
კარგად ვიცი, რომ ღმერთია ჩემთან.+
10 ღმერთზე მინდობილი+ ხოტბას შევასხამ მის სიტყვას;
იეჰოვაზე მინდობილი ხოტბას შევასხამ მის სიტყვას.+
11 ღმერთზე ვამყარებ იმედს, არ შევშინდები.+
რას მიზამს ადამიანი?+
12 ღმერთო, შენთან დადებული აღთქმები მაქვს დაკისრებული.+
სამადლობელს აღგივლენ.+
13 შენ იხსენი სიკვდილისგან ჩემი სული...+
განა შენ არ იხსენი ჩემი ფეხი წაბორძიკებისგან,+
რათა ცოცხალთა ნათელში მევლო ღვთის წინაშე?!+
გუნდის ხელმძღვანელს. „ნუ დააქცევ“. დავითის ფსალმუნი. მიქთამი. როცა დავითი საულს გამოქვაბულში გაექცა+
57 წყალობა მიყავი, ღმერთო, წყალობა მიყავი,+
რადგან შენ შეგაფარა თავი ჩემმა სულმა;+
შენი ფრთების ჩრდილქვეშ ვაფარებ თავს, ვიდრე უბედურება გადაივლიდეს.+
2 მოვუხმობ უზენაეს ღმერთს, ჭეშმარიტ ღმერთს, რომელიც ჩემ გამო ბოლოს მოუღებს მას.+
3 შველას გამომიგზავნის ზეციდან და გადამარჩენს.+
დააბნევს მას, ვინც პირს მტაცებს.+ სელა.
ღმერთი გამომიგზავნის თავის სიკეთესა და ჭეშმარიტებას.+
4 ჩემი სული ლომებს შორისაა მოქცეული.+
ვწევარ შთამნთქმელთა შორის, ადამიანთა ძეებს შორის,
რომლებსაც კბილები შუბებივით და ისრებივით აქვთ,+
ენა კი — ბასრი მახვილივით.+
5 ღმერთო, განდიდდი ზეცაზე მაღლა!+
მთელ დედამიწაზე იყოს შენი დიდება!+
6 ბადე გაამზადეს ჩემი ტერფებისთვის,+
მოიდრიკა ჩემი სული.+
ორმო გამითხარეს დასაჭერად
და თვითონ ჩაცვივდნენ შიგ.+ სელა.
7 მტკიცეა ჩემი გული, ღმერთო,+
მტკიცეა ჩემი გული.
გიმღერებ და ხოტბას შეგასხამ.+
8 გამოიღვიძე, ჩემო დიდებავ!+
გამოიღვიძე, სიმებიანო საკრავო და შენც, ქნარო!+
გამოვაღვიძებ განთიადს.
9 ხალხებში შეგასხამ ხოტბას, იეჰოვა,+
ქებას გიმღერებ ერებში!+
10 შენი სიკეთე ზეცას სწვდება+
და შენი ჭეშმარიტება — ღრუბლებს.+
11 ღმერთო, განდიდდი ზეცაზე მაღლა!+
მთელ დედამიწაზე იყოს შენი დიდება!
გუნდის ხელმძღვანელს. „ნუ დააქცევ“. დავითის ფსალმუნი. მიქთამი
58 როცა სდუმხართ, როგორ ილაპარაკებთ სიმართლეს?+
შეგიძლიათ სიმართლით გაასამართლოთ, ადამიანთა ძეებო?+
2 მით უმეტეს, როცა გულით სჩადიხართ უმართლობას დედამიწაზე+
და თქვენივე ხელებს ძალადობისთვის უმზადებთ გზას.+
3 ბოროტები საშვილოსნოდანვე უკუღმართები+
და მუცლიდანვე გზასაცდენილები არიან,
სიცრუეს ლაპარაკობენ.+
4 მათი შხამი გველის შხამივითაა,+
ყრუები არიან კობრასავით, რომელიც სმენას იხშობს,+
5 რათა არ მოისმინოს მომნუსხველთა ხმა,+
თუნდაც დახელოვნებული მომნუსხველისა.+
6 ღმერთო, კბილები ჩაუმტვრიე მათ პირში.+
იეჰოვა, ყბები ჩაულეწე ფაფრიან ლომებს.
7 ისე დაიშალონ, თითქოს გამდინარე წყალმა დაშალაო.+
მშვილდი მოზიდოს ღმერთმა ისრების სასროლად მათი დაცემის დროს.+
8 ისინი დახოხავენ ლოკოკინასავით, რომელიც დნება.
ქალის მუცელს მოწყვეტილივით ვერ იხილავენ მზეს.+
9 სანამ თქვენი ქოთნები ცეცხლმოკიდებული მაყვლის ბუჩქის+ სიმხურვალეს შეიგრძნობს,
ის ქარიშხალივით წახვეტს მათ, ნედლსაც და ცეცხლმოკიდებულსაც.+
10 გაიხარებს მართალი, რადგან იხილა შურისძიება.+
ბოროტის სისხლში დაიბანს ფეხებს.+
11 იტყვის ხალხი:+ „მოიწია მართლის ნაყოფი.+
ნამდვილად არსებობს ღმერთი, დედამიწის გამსამართლებელი“.+
გუნდის ხელმძღვანელს. „ნუ დააქცევ“. დავითის ფსალმუნი. მიქთამი. როცა საულმა კაცები გაგზავნა დავითის სახლის სათვალთვალოდ, მის მოსაკლავად+
59 მიხსენი ჩემი მტრებისგან, ჩემო ღმერთო!+
დამიცავი მათგან, ვინც ჩემ წინააღმდეგ აღსდგა.+
2 მიხსენი სიავის მქნელთაგან+
და გადამარჩინე სისხლისმღვრელთაგან.
3 აი, ჩაუსაფრდნენ ჩემს სულს;+
ძლიერები თავს მესხმიან,+
თუმცა არც ურჩი ვყოფილვარ, იეჰოვა, და არც ცოდვა ჩამიდენია.+
4 თუმცა არაფერი დამიშავებია, მორბიან და ემზადებიან.+
აღსდექ, როცა მოგიხმობ, და დაინახე!+
5 ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა, ისრაელის ღმერთი ხარ შენ!+
გამოიღვიძე, რომ განიკითხო ხალხები.+
წყალობას ნუ უყოფ სიავის მქნელებს, მოღალატეებს.+ სელა.
6 საღამო ხანს ბრუნდებიან,+
ძაღლივით ყეფენ+ და ქალაქში დაძრწიან.+
7 აი, პირით ბოროტ სიტყვებს ანთხევენ,+
მახვილები აქვთ ბაგეებზე,+
მაგრამ ვინ ისმენს?+
8 შენ კი, იეჰოვა, დასცინებ მათ;+
მასხრად აიგდებ ხალხებს.+
9 ჩემო ძალავ, შენ შემოგყურებ;+
ღმერთია ჩემი თავშესაფარი მაღლობზე.+
10 შემომეგებება ღმერთი, რომელიც სიკეთეს ავლენს ჩემდამი;+
ღვთის წყალობით ჩემს მტრებს ზემოდან დავუწყებ ყურებას.+
11 ნუ დახოცავ მათ, რათა ჩემმა ხალხმა არ დაივიწყოს.+
ახეტიალე შენი ძალით+
და დაამხვე ისინი, ჩვენო ფარო, იეჰოვა,+
12 მათი პირით ჩადენილი ცოდვის, მათი ბაგეებით ნათქვამი სიტყვის გამო.+
თავიანთ სიამაყეში იქნენ გამოჭერილნი+
იმ წყევლისა და მზაკვრობის გამო, რომელსაც იმეორებენ.
13 რისხვით მოუღე მათ ბოლო;+
ბოლო მოუღე, რომ მოისპონ.
გაიგონ დედამიწის კიდით კიდემდე, რომ ღმერთი მმართველობს იაკობში.+ სელა.
14 დაბრუნდნენ საღამო ხანს,
ძაღლივით ყეფდნენ და ქალაქში დაძრწოდნენ.+
15 იხეტიალონ საჭმლის საძებნელად,+
ვერ გაძღნენ და არ ჰქონდეთ ღამის გასათევი.+
16 მე კი შენს ძალას ვუმღერებ,+
დილით სიხარულით ვილაპარაკებ შენს სიკეთეზე,+
რადგან შენ ჩემი თავშესაფარი ხარ მაღლობზე,+
სადაც გამოვრბივარ გასაჭირში.+
17 ჩემო ძალავ, შენ გიმღერებ ქებას,+
რადგან ღმერთია ჩემი თავშესაფარი მაღლობზე, ღმერთი, რომელიც სიკეთეს ავლენს ჩემდამი.+
გუნდის ხელმძღვანელს: „შეხსენების შროშანი“. მიქთამი. დავითის ფსალმუნი. სასწავლებლად.+ როცა ის ებრძოდა არამ-ნაჰარაიმსა და არამ-ცობას; როცა დაბრუნდა იოაბი და მარილოვან ველზე დაამარცხა ედომი, თორმეტი ათასი კაცი+
60 ღმერთო, შენ მიგვაგდე, გაარღვიე ჩვენი რიგები.+
შენ განგვირისხდი. ახლა კვლავ აღგვადგინე!+
2 შენ შეარყიე დედამიწა და დახეთქე.+
ამოავსე მისი ბზარები, რადგან ირყევა.+
3 შენს ხალხს სიძნელეები აჩვენე.+
ღვინო დაგვალევინე და თავბრუ დაგვახვიე.+
4 შენ მიეცი შენს მოშიშებს ნიშანი,+
რომ ხან აქეთ და ხან იქით გაექცნენ მშვილდს. სელა.
5 შენი საყვარელი ხალხის გადასარჩენად,+
გვიხსენი შენი მარჯვენით და გვიპასუხე.+
6 ღმერთმა ილაპარაკა თავისი სიწმინდით:+
„გავიხარებ, შექემს გავცემ სამემკვიდრო წილად+
და სუქოთის ველს გადავზომავ.+
7 ჩემია გალაადი და ჩემია მენაშე,+
ეფრემი ჩემი თავკაცის სიმაგრეა,
იუდა ჩემი მთავრის კვერთხია.+
8 მოაბი ჩემი დასაბანი ჭურჭელია.+
ედომზე მოვისვრი ჩემს სანდალს.+
გამარჯვების ყიჟინას დავცემ ფილისტიმს“.+
9 ვინ მიმიყვანს ალყაშემორტყმულ ქალაქამდე?+
ვინ წამიძღვება ედომამდე?+
10 განა შენ არ მიგვაგდე, ღმერთო,+
და აღარ მიუძღვები ჩვენს ჯარს, როგორც ღმერთი?!+
11 დაგვეხმარე გასაჭირში,+
რადგან ფუჭია ხსნა ადამიანისგან.+
12 ღვთისგან მივიღებთ მაცოცხლებელ ძალას+
და ის გათელავს ჩვენს მოწინააღმდეგეებს.+
ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით. დავითის ფსალმუნი
61 უსმინე, ღმერთო, ჩემს მუდარას+
და ყურად იღე ჩემი ლოცვა.+
2 შენ შემოგღაღადებ დედამიწის კიდიდან გულგათანგული.+
წამიძეხი მაღალი კლდისკენ.+
3 შენა ხარ ჩემი თავშესაფარი,+
ძლიერი კოშკი მტრის წინაშე.+
4 სტუმრად ვიქნები შენს კარავში მარადიულად;+
შენს ფრთებქვეშ შევაფარებ თავს.+ სელა.
5 შენ მოისმინე ჩემი აღთქმები, ღმერთო,+
შენი სახელის მოშიშნი მომეცი მემკვიდრეობად.+
6 მეფეს სიცოცხლის დღეებს შემატებ,+
მისი წლები თაობებივით შეენაცვლება ერთმანეთს.+
7 მარადიულად იცხოვრებს იგი ღვთის წინაშე;+
უბოძე მას სიკეთე და ჭეშმარიტება, რათა დაცული იყოს.+
8 მარადიულად ვუმღერებ ქებას შენს სახელს,+
რათა ყოველდღიურად შევასრულო ჩემი აღთქმები.+
გუნდის ხელმძღვანელს: იედუთუნი. დავითის სიმღერა
62 მდუმარედ ელოდება ღმერთს ჩემი სული.+
მისგან არის ჩემი ხსნა.+
2 ის არის ჩემი კლდე, ჩემი ხსნა და ჩემი თავშესაფარი მაღლობზე;+
დიდად არ წავბორძიკდები.+
3 როდემდე უნდა ებრძოდეთ გაშმაგებით კაცს, რომლის მოკვლაც გინდათ?+
ყველანი გადახრილი კედელივით ხართ, მორყეული ქვის კედელივით.+
4 რჩევას იძლევიან, რათა კაცს დიდება ჩამოაშორონ.+
სიცრუე სიამოვნებთ.+
პირით აკურთხებენ, გულში კი წყევლიან.+ სელა.
5 ღმერთს დაელოდე მდუმარედ, ჩემო სულო,+
რადგან ის არის ჩემი იმედი.+
6 ის არის ჩემი კლდე, ჩემი ხსნა და ჩემი თავშესაფარი მაღლობზე;+
არ წავბორძიკდები.+
7 ღვთისგან მოდის ჩემი ხსნა და დიდება,+
ღმერთია ჩემი ძლიერი კლდე და თავშესაფარი.+
8 მუდამ მასზე დაამყარეთ იმედი, ხალხო,+
გული გადმოუღვარეთ მას.+
ღმერთია ჩვენი თავშესაფარი.+ სელა.
9 ადამიანის ძეები ერთი ამოსუნთქვასავით არიან.+
ცრუები არიან კაცის ძეები.+
სასწორზე რომ დადო, ყველა ერთ ამოსუნთქვაზე მსუბუქია.+
10 ნუ დაამყარებთ იმედს გამოძალვაზე,+
ფუჭად ნუ იქნებით დაიმედებულნი ძარცვაზე.+
თუ დიდი ქონება გექნებათ, ნუ დაენდობით მას.+
11 ერთხელ თქვა ღმერთმა, მე ორჯერ მოვისმინე,+
რომ ღვთისაა ძლიერება.+
12 სიკეთეც შენია, იეჰოვა,+
რადგან ყველას თავ-თავისი საქმეებისამებრ მიუზღავ.+
დავითის სიმღერა. როცა იუდას უდაბნოში იყო+
63 ღმერთო, ჩემი ღმერთი ხარ, შენ გეძებ.+
ჩემს სულს სწყურიხარ.+
შენ მოლოდინში ხორცი დამელია
გამომშრალ, გამხმარ და უწყლო მიწაზე.+
2 წმინდა ადგილას გიხილე,+
შენი ძალა და დიდება ვნახე.+
3 შენი სიკეთე სიცოცხლეს სჯობია,+
ჩემი ბაგეებით შეგაქებ.+
4 მთელი სიცოცხლე გაკურთხებ+
და შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს.+
5 საუკეთესოთი, ნოყიერით არის გამძღარი ჩემი სული+
და ყიჟინებენ ჩემი ბაგეები; ხოტბას გასხამ პირით.+
6 გიხსენებ, როცა საწოლზე ვწევარ,+
ღამის გუშაგობის დროს ვფიქრობ შენზე,+
7 რადგან შენა ხარ ჩემი შემწე+
და სიხარულით ვყიჟინებ შენი ფრთების ჩრდილქვეშ.+
8 ფეხდაფეხ მოგყვება ჩემი სული;+
მარჯვენა ხელი გაქვს ჩაჭიდებული ჩემზე.+
9 ისინი, ვინც ჩემს სულს დასაღუპავად ეძებენ,+
დედამიწის სიღრმეში ჩავლენ.+
10 მახვილის ძალას გადაეცემიან,+
მელიების ულუფად იქცევიან.+
11 მეფე კი გაიხარებს ღმერთით;+
ყველა მისი მოფიცარი იამაყებს,+
რადგან დაიხშობა სიცრუის მოლაპარაკე ბაგეები.+
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის სიმღერა
64 ისმინე, ღმერთო, ჩემი მწუხარე ხმა.+
საშიში მტრისგან დაიცავი ჩემი სიცოცხლე.+
2 დამიფარე ბოროტმოქმედთა საიდუმლო ბჭობისგან,+
სიავის მქნელთა ხმაურისგან,+
3 მათგან, ვისაც ენა მახვილივით აქვს გალესილი,+
ვისაც მიმართული აქვს თავისი ისარი — მწარე სიტყვები,+
4 რათა სამალავიდან ესროლოს უმწიკვლოს;+
მოულოდნელად ესვრიან და არ ეშინიათ.+
5 სულ ცუდს ლაპარაკობენ,+
მახის დაგებაზე თათბირობენ,+
ამბობენ, ვინ დაინახავსო?+
6 უმართლობას იზრახავენ;+
შენიღბული აქვთ კარგად მოფიქრებული მზაკვრული ხრიკები.+
ღრმად არის დამალული მათი შიგნეული და მათი გული.+
7 მოულოდნელად ესვრის მათ ღმერთი ისარს.+
ჭრილობები აქვთ მიყენებული+
8 და სხვებს აბრკოლებენ.+
მათი ენა მათივე წინააღმდეგაა.+
ყველა მათი შემხედვარე თავს გააქნევს+
9 და შეეშინდება ყველას;+
ღვთის ნამოქმედარზე ილაპარაკებენ+
და მის საქმეებს ჩასწვდებიან.+
10 მართალი გაიხარებს იეჰოვათი და მას შეაფარებს თავს;+
ყველა გულმართალი იამაყებს.+
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი, სიმღერა
65 ღმერთო, შენია ქებაც და დუმილიც სიონში;+
შენ შეგისრულებენ აღთქმას.+
2 ლოცვების მომსმენო, შენთან მოვა ყოველი ხორციელი.+
3 ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა ჩემი დანაშაული.+
შენ დაფარავ ჩვენს ცოდვებს.+
4 ბედნიერია ის, ვისაც აირჩევ და დაიახლოებ,+
რათა შენს ეზოებში დამკვიდრდეს.+
დავკმაყოფილდებით იმ ყოველივე კარგით, რაც შენს სახლშია,+
შენი ტაძრის წმინდა ადგილით.+
5 შიშის მომგვრელი საქმეებით გვიპასუხებ, სიმართლით რომ მოიმოქმედე,+
ჩვენი ხსნის ღმერთო,+
დედამიწის კიდეებსა და შორეულ ზღვისპირეთში მცხოვრებთა იმედო.+
6 მტკიცედ აფუძნებს მთებს თავისი ძალით;+
ძლევამოსილებით არის იგი შემოსარტყლული.+
7 ის აწყნარებს ზღვების ხმაურს,+
მათი ტალღების ხმასა და ერების მღელვარებას.+
8 შენი ნიშნების შეეშინდებათ უშორეს მხარეებში მცხოვრებთ.+
შენი წყალობით სიხარულით ყიჟინებს დილა და საღამო.+
9 ყურადღება გაქვს მიპყრობილი დედამიწისკენ, რომ სიუხვე მისცე.+
ძლიერ ამდიდრებ მას.
წყალუხვია ღვთისგან მომდინარე ნაკადული.+
შენ უმზადებ მათ მარცვლეულს,+
რადგან ასე ამზადებ დედამიწას.+
10 შენ რწყავ მის ხნულებს, ასწორებ მის ბელტებს;+
შხაპუნა წვიმებით ალბობ მას და აკურთხებ მის ყლორტებს.+
11 შენი სიკეთით დააგვირგვინე წელიწადი.+
ნოყიერია შენი ბილიკები.+
12 ნოყიერია უდაბნოს საძოვრები+
და გორები სიხარულით არიან შემოსარტყლული.+
13 საძოვრები მრავალ ფარას შეუმოსავს+
და ველები მარცვლეულით დაფარულან.+
ისინი სიხარულით ყიჟინებენ, მღერიან.+
გუნდის ხელმძღვანელს. სიმღერა, ფსალმუნი
66 სიხარულით შეჰყიჟინეთ ღმერთს, დედამიწის მკვიდრნო.+
2 ქება უმღერეთ მისი სახელის დიდებას.+
ქებით განადიდეთ ის.+
3 უთხარით ღმერთს: „რა შიშის მომგვრელია შენი საქმეები!+
შენი უსაზღვრო ძლიერების გამო მტრები ფეხქვეშ გაგეგებიან.+
4 დედამიწის მკვიდრნი მდაბლად თაყვანს გცემენ,+
ქებას გიმღერებენ, ქებას უმღერებენ შენს სახელს“.+ სელა.
5 მოდით და იხილეთ ღვთის ნამოქმედარი.+
შიშის მომგვრელია ადამიანის ძეების მიმართ მისი მოპყრობა.+
6 ზღვა ხმელეთად აქცია;+
მდინარე ფეხით გადაკვეთეს.+
მაშინ გავიხარეთ მისით.+
7 თავისი ძლევამოსილებით მარადიულად მმართველობს.+
ხალხებს აკვირდება მისი თვალები.+
თავს ნუ განიდიდებენ ჯიუტები.+ სელა.
8 აკურთხეთ, ხალხნო, ჩვენი ღმერთი+
და ყველას გააგონეთ მისი ქების ხმა.+
9 ჩვენს სულს ცოცხალთა შორის ამკვიდრებს+
და ფეხს არ წაგვაბორძიკებინებს.+
10 შენ შეგვამოწმე, ღმერთო,+
შენ განგვწმინდე ვერცხლივით.+
11 სანადირო ბადეში მოგვამწყვდიე+
და თეძოები დაგვიმძიმე.
12 მოკვდავი კაცი თავზე გადაგვატარე;+
ცეცხლი და წყალი გამოვიარეთ;+
შენ გამოგვიყვანე და შვება მოგვგვარე.+
13 მთლიანად დასაწვავი შესაწირავით მოვალ შენს სახლში+
და შეგისრულებ ჩემს აღთქმებს,+
14 რომლებიც წარმოთქვა ჩემმა ბაგეებმა+
და ჩემმა პირმა დიდ გასაჭირში.+
15 მთლიანად დასაწვავ შესაწირავად მოგიტან ნასუქ პირუტყვს+
და აგიბოლებ შესაწირავ ვერძებს.
შემოგწირავ ხარსა და ვაცებს.+ სელა.
16 მოდით, მომისმინეთ, ღვთისმოშიშნო, და გიამბობთ,+
რა გაუკეთა მან ჩემს სულს.+
17 მას მოვუხმობდი ჩემი ბაგეებით,+
მას ადიდებდა ჩემი ენა.+
18 თუ რამე სიავე მიდევს გულში,
არ მომისმენს იეჰოვა.+
19 ნამდვილად მომისმინა ღმერთმა,+
ყურად იღო ჩემი ლოცვის ხმა.+
20 კურთხეული იყოს ღმერთი, რომელმაც არ უგულებელყო ჩემი ლოცვა
და არ დამიკავა სიკეთე.+
ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით. ფსალმუნი, სიმღერა
67 ღმერთო, შენ წყალობას გამოავლენ ჩვენდამი და გვაკურთხებ;+
შენი სახის ნათელს მოგვაფენ...+ სელა...
2 რათა შენი გზა ცნობილი გახდეს დედამიწაზე+
და შენგან ხსნა — ყველა ხალხში.+
3 ხოტბა შეგასხან ხალხებმა, ღმერთო,+
ყველა ხალხმა შეგასხას ხოტბა!+
4 გაიხარონ ერებმა და სიხარულით იყიჟინონ,+
რადგან სიმართლით გაასამართლებ ხალხებს+
და წაუძღვები ერებს დედამიწაზე. სელა.
5 ხოტბა შეგასხან ხალხებმა, ღმერთო,+
ყველა ხალხმა შეგასხას ხოტბა!+
6 დედამიწა მოგვცემს თავის ნაყოფს+
და გვაკურთხებს ღმერთი, ჩვენი ღმერთი.+
7 გვაკურთხებს ღმერთი+
და მისი შიში მოიცავს დედამიწის კიდეებს.+
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი, სიმღერა
68 აღსდგეს ღმერთი,+ მიმოიფანტონ მისი მტრები+
და უკუიქცნენ მისგან მისი მოძულენი.+
2 კვამლივით გაფანტე ისინი;+
როგორც ცვილი დნება ცეცხლზე,+
ასევე მოეღოთ ბოლო ბოროტებს ღვთის წინაშე.+
3 მართლებმა კი გაიხარონ,+
ღვთის წინაშე იმხიარულონ+
და სიხარულით იყიჟინონ.+
4 უმღერეთ ღმერთს, ქება უმღერეთ მის სახელს.+
უმღერეთ მას, ვინც ხრიოკებს სერავს,+
მას, ვისაც ჰქვია იაჰი;+ იზეიმეთ მის წინაშე.
5 უმამო ბავშვების მამა და ქვრივების მოსამართლეა+
ღმერთი თავის წმინდა სამყოფელში.+
6 მარტოხელებს ღმერთი სახლში დაამკვიდრებს.+
ის მისცემს პატიმრებს სრულ კეთილდღეობას,+
ჯიუტები კი ხრიოკებზე დასახლდებიან.+
7 როცა შენს ხალხს წინ მიუძღოდი, ღმერთო,+
როცა ხრიოკ ადგილას მიდიოდი...+ სელა...
8 დედამიწა იძვროდა,+
ცა წვეთებად იღვრებოდა ღვთის წინაშე;+
ეს სინა იძვროდა ღვთის,+ ისრაელის ღვთის გამო.+
9 კოკისპირული წვიმა დაუშვი, ღმერთო.+
როცა იქანცებოდა შენი მემკვიდრეობა, შენ ამაგრებდი მას.+
10 შენს ბანაკში+ ცხოვრობდნენ ისინი.+
შენი სიკეთით გაუმზადე ბანაკი საწყალს, ღმერთო.+
11 იეჰოვა გასცემს ბრძანებას;+
ქალთა დიდი ლაშქარი აუწყებს სასიხარულო ცნობას.+
12 გარბიან ლაშქართა მეფეები, გარბიან.+
სახლში დარჩენილი ქალი ნადავლიდან იღებს წილს.+
13 თუმცა ბანაკში ნაცრის გროვებს შორის იწექით,
დაემსგავსებით მტრედს, რომელსაც ფრთები ვერცხლით აქვს დაფარული
და ბუმბული — ყვითელი ოქროთი.+
14 როცა ყოვლისშემძლემ მიმოფანტა იქ მეფეები,+
თოვა დაიწყო ცალმონში.+
15 ბაშანის მთიანი მხარე+ ღვთის მთაა;+
ბაშანის მთიანი მხარე მწვერვალთა მთაა.+
16 რატომ შეჰყურებთ შურით, მწვერვალთა მთებო,
მთას, რომელზეც ღმერთმა მოისურვა დამკვიდრება?+
იეჰოვა დამკვიდრდება იქ მარადიულად.+
17 ღმერთს ათობით ათასი საბრძოლო ეტლი აქვს, აურაცხელი ათასი.+
იეჰოვა მივიდა სინადან წმინდა ადგილზე.+
18 შენ ახვედი მაღლა,+
წაასხი ტყვეები,+
წაიყვანე ძღვენი ადამიანთა სახით,+
ჯიუტებიც კი,+ რომ დამკვიდრდე მათ შორის,+ იაჰ, ღმერთო.
19 კურთხეული იყოს იეჰოვა, რომელიც ყოველდღიურად ატარებს ჩვენს ტვირთს,+
ჩვენი ხსნის ჭეშმარიტი ღმერთი.+ სელა.
20 ჭეშმარიტი ღმერთი ჩვენი მხსნელი ღმერთია;+
იეჰოვას, უზენაეს უფალს,+ ეკუთვნის სიკვდილისგან თავდახსნის გზები.+
21 ღმერთი თავს გაუტეხს თავის მტრებს+
და თმიან თხემს — დანაშაულის გზაზე მავალთ.+
22 იეჰოვამ თქვა: „ბაშანიდან დავაბრუნებ მათ,+
ზღვის სიღრმიდან დავაბრუნებ,+
23 რათა ფეხი დაიბანო მათ სისხლში+
და შენმა ძაღლებმა ენით ალოკონ მტრის სისხლი“.+
24 მათ იხილეს შენი სვლა, ღმერთო.+
ჩემი ღვთის, ჩემი მეფის სვლა წმინდა ადგილისკენ.+
25 მომღერლები მიდიოდნენ წინ, მათ სიმებიან საკრავებზე დამკვრელები მიჰყვებოდნენ;+
მათ შორის ქალწულები უკრავდნენ დაირებზე.+
26 შეკრებილ ხალხში აკურთხეთ ღმერთი,+
აკურთხეთ იეჰოვა თქვენ, ვისი სიცოცხლეც ისრაელის წყაროდან მომდინარეობს.+
27 პატარა ბენიამინი იმორჩილებს მათ,+
იუდას მთავრებიც თავიანთი მოყიჟინე ხალხით,
ზებულონის მთავრებიცა და ნაფთალის მთავრებიც.+
28 შენმა ღმერთმა ბრძანა, რომ ძალა მოგცემოდა.+
აჩვენე შენი ძალა, ღმერთო, ჩვენ სასიკეთოდ მოქმედო.+
29 შენი ტაძრისთვის იერუსალიმში+
მეფეები ძღვენს მოგართმევენ.+
30 გაკიცხე ლერწმიანის მხეცები,+ ხარების ჯოგი+
და ხალხთა ხბოები, რომელთაგან თითოეული ვერცხლს თელავს.+
ის ფანტავს ბრძოლის მოყვარულ ხალხებს.+
31 ბრინჯაოს ნივთები ეგვიპტიდან მოვა;+
ქუში სწრაფად გაიწვდის ძღვნით სავსე ხელებს ღვთისკენ.+
32 დედამიწის სამეფოებო, უმღერეთ ღმერთს!+
ქება უმღერეთ იეჰოვას... სელა...
33 მას, ვინც ძველისძველ ზეცას სერავს!+
აი, ის გრგვინავს ძლიერი ხმით.+
34 აღიარეთ ღვთის ძალა,+
ისრაელზეა მისი სიდიადე და ღრუბლებშია მისი ძლიერება.+
35 შიშის მომგვრელი ხარ, ღმერთო, შენს დიდებულ საწმინდარში.+
ისრაელის ღმერთია იგი, ვინც ძალასა და ძლევამოსილებას აძლევს ხალხს.+
კურთხეული იყოს ღმერთი.+
გუნდის ხელმძღვანელს: შროშნები.+ დავითის ფსალმუნი
69 მიხსენი, ღმერთო, რადგან წყალმა ლამის დამიხრჩოს სული.+
2 ღრმა ტალახში ჩავეფალი, სადაც შეუძლებელია ფეხის მოკიდება.+
ღრმა წყალში შევედი
და წყლის დინებამ წამიღო.+
3 დავიღალე ყვირილით;+
ხმა ჩამეხლიჩა,
თვალები ამომიღამდა ჩემი ღვთის მოლოდინში.+
4 უმიზეზოდ მოძულენი იმაზე მეტად მომიმრავლდნენ, ვიდრე თმა მაქვს თავზე;+
გამრავლდნენ ჩემი დადუმების მსურველნი, უმიზეზოდ მმტრობენ.+
ვაძლევდი იმას, რაც არ წამირთმევია.
5 ღმერთო, შენ იცი, რომ უგუნური ვარ,
და არ არის შენთვის დაფარული ჩემი დანაშაული.+
6 ნუ შერცხვებიან ჩემ გამო შენი მოიმედენი,+
უზენაესო უფალო, ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა!+
ნუ დამცირდებიან ჩემ გამო შენი მძებნელნი,+
ისრაელის ღმერთო!+
7 შენ გამო ვიტან შეურაცხყოფას,+
დამცირებამ დამიფარა სახე.+
8 გავუცხოვდი ჩემი ძმებისთვის+
და დედაჩემის ძეებისთვის უცხო გავხდი.+
9 შენი სახლის მოშურნეობამ შემჭამა,+
და შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა.+
10 ვტიროდი, როცა მარხულობდა ჩემი სული,+
მაგრამ ამისთვის შეურაცხყოფა მივიღე.+
11 როცა ჯვალოთი შევიმოსე,
მათი სალაპარაკო გავხდი.+
12 ჩემზე ბჭობენ კარიბჭეებთან მსხდომნი,+
მათრობელი სასმლის მსმელთა სასიმღერო გავხდი.+
13 ჩემი ლოცვა კი შენდამი იყო მომართული, იეჰოვა,+
სასურველ დროს, ღმერთო.+
შენი დიდი სიკეთით მიპასუხე, რადგან შენა ხარ ჭეშმარიტი მხსნელი.+
14 ამომიყვანე ტალახიდან, შიგ რომ არ ჩავეფლო;+
მიხსენი ჩემი მოძულეებისგან+ და ამომიყვანე ღრმა წყლიდან.+
15 ნუ წამიღებს წყლის დინება,+
ნურც სიღრმე შთამნთქავს
და ნურც ჭა შეკრავს პირს ჩემზე.+
16 მიპასუხე, იეჰოვა, რადგან კარგია შენი სიკეთე.+
შენი დიდი წყალობით მომხედე+
17 და ნუ დაფარავ შენს სახეს შენი მსახურისგან.+
დიდ გასაჭირში ვარ, სწრაფად მიპასუხე.+
18 მოუახლოვდი ჩემს სულს და იხსენი იგი;+
გამომისყიდე ჩემი მტრებისგან.+
19 შენთვის ცნობილია ჩემი შეურაცხყოფა, სირცხვილი და დამცირება.+
შენ წინაშეა ყველა, ვინც მმტრობს.+
20 შეურაცხყოფამ გული გამიტეხა; უკურნებელია ჩემი ჭრილობა.+
იმედი მქონდა, რომ თანამიგრძნობდა ვინმე, მაგრამ არავინ აღმოჩნდა ასეთი,+
რომ მანუგეშებდა ვინმე, მაგრამ ვერავინ ვნახე.+
21 შხამიანი მცენარე მომცეს საჭმელად,+
ძმარი მომაწოდეს წყურვილის მოსაკლავად.+
22 ხაფანგად ექცეთ თავიანთი სუფრა+
და მახედ — ის, რაც კეთილდღეობისთვის აქვთ.+
23 დაუბნელდეთ თვალები, რათა ვერ ხედავდნენ;+
აუკანკალე მათ ბარძაყები.+
24 რისხვა გადმოღვარე მათზე+
და შენმა მრისხანებამ მოიცვას ისინი.+
25 გაპარტახდეს მათი გალავნიანი ბანაკი;+
ნურავინ დამკვიდრდება მათ კარვებში.+
26 ვისაც შენ დაჰკარი, მას დაედევნენ,+
შენ მიერ განგმირულთა ტკივილებზე ლაპარაკობენ.
27 მათ დანაშაულს დაუმატე დანაშაული+
და ნუ შემოვლენ შენს სიმართლეში.+
28 ამოიშალონ ისინი ცოცხალთა წიგნიდან+
და ნუ ჩაიწერებიან მართლების გვერდით.+
29 დაჩაგრული ვარ და ტკივილით შეწუხებული.+
შენმა ხსნამ დამიცვას, ღმერთო!+
30 ქებას ვუმღერებ ღვთის სახელს+
და სამადლობლით განვადიდებ მას.+
31 ამას უფრო მეტად მოიწონებს იეჰოვა, ვიდრე ხარს+
და ჩლიქგაყოფილ რქიან მოზვერს.+
32 დაინახავენ ამას თვინიერები და გაიხარებენ.+
გიძგერდეთ გულები, ღვთის მაძიებლებო!+
33 იეჰოვა უსმენს საწყლებს,+
ის არ უგულებელყოფს თავის პატიმრებს.+
34 აქოს იგი ცამ და დედამიწამ,+
ზღვამ და ყოველივემ, რაც მასში მოძრაობს.+
35 ღმერთი იხსნის სიონს+
და ააშენებს იუდას ქალაქებს;+
ისინი დამკვიდრდებიან იქ და დაეპატრონებიან მას.+
36 მის მსახურთა შთამომავალნი დაიმკვიდრებენ მას;+
მისი სახელის მოყვარულნი დამკვიდრდებიან იქ.+
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი, სამახსოვროდ+
70 ღმერთო, ჩემ სახსნელად,+
იეჰოვა, ჩემ დასახმარებლად იჩქარე.+
2 შერცხვნენ და შეცბუნდნენ ისინი, ვინც ჩემს სულს დაეძებს.+
უკუიქცნენ და დამცირდნენ ისინი, ვისაც ჩემი უბედურება ახარებთ.+
3 შერცხვენილნი გაბრუნდნენ უკან ისინი, ვინც მეუბნებიან: „აჰა! აჰა!“+
4 იმხიარულოს და შენით გაიხაროს ყველა შენმა მძებნელმა.+
შენგან ხსნის მოყვარულები მუდამ ამბობდნენ: „განდიდდეს ღმერთი!“+
5 მე კი საწყალი და დაჩაგრული ვარ.+
ღმერთო, იჩქარე ჩემ დასახმარებლად.+
შენა ხარ ჩემი შემწე და მხსნელი.+
იეჰოვა, ნუ დააყოვნებ!+
71 შენ შეგაფარე თავი, იეჰოვა,+
ნურასოდეს შევრცხვები.+
2 შენი სიმართლით მიხსენი და გადამარჩინე.+
ყური მომაპყარი და მიხსენი.+
3 კლდოვანი სიმაგრე იყავი ჩემთვის, რომ ყოველთვის იქ შევდიოდე.+
გთხოვ, ბრძანე ჩემი შველა,+
რადგან შენა ხარ ჩემი კლდე და სიმაგრე.+
4 ჩემო ღმერთო, მიხსენი ბოროტის ხელიდან,+
უსამართლოსა და სასტიკის ხელიდან.+
5 შენა ხარ ჩემი იმედი,+ უზენაესო უფალო იეჰოვა, სიჭაბუკიდანვე შენზე ვარ მონდობილი.+
6 დედის მუცლიდანვე შენზე ვარ დაიმედებული,+
შენ გამომიყვანე საშვილოსნოდან;+
შენ გაქებ მუდამ.+
7 ბევრისთვის სასწაულად ვიქეცი;+
შენა ხარ ჩემი მტკიცე თავშესაფარი.+
8 სავსე მაქვს პირი შენი ქებით,+
მთელი დღე შენს მშვენიერებაზე ვლაპარაკობ.+
9 ნუ მიმაგდებ სიბერეში,+
ნუ მიმატოვებ, როცა ძალა გამომეცლება.+
10 ჩემი მტრები ჩემზე ლაპარაკობენ+
და ჩემს სულს დადარაჯებულები ერთად თათბირობენ,+
11 ამბობენ: მიატოვაო ღმერთმა;+
დავედევნოთ და დავიჭიროთ, რადგან არა ჰყავსო მხსნელი.+
12 ღმერთო, შორს ნუ იქნები ჩემგან.+
ჩემო ღმერთო, იჩქარე ჩემ დასახმარებლად.+
13 შერცხვნენ ისინი და ბოლო მოეღოთ მათ, ვინც ეწინააღმდეგება ჩემს სულს.+
შეურაცხყოფილნი და დამცირებულნი იყვნენ ისინი, ვინც ჩემ გაუბედურებას ცდილობს.+
14 მე კი მუდამ მოლოდინში ვიქნები+
და უფრო მეტად შეგაქებ.
15 ჩემი პირი ილაპარაკებს შენს სიმართლეზე,+
მთელი დღე — შენგან ხსნაზე,+
რადგან არ ვიცი მათი რიცხვი.+
16 დიდი ძლევამოსილებით მოვალ,+ უზენაესო+ უფალო იეჰოვა,
მხოლოდ შენს სიმართლეზე ვილაპარაკებ.+
17 ღმერთო, სიჭაბუკიდანვე მასწავლი+
და დღემდე შენს საოცარ საქმეებზე ვლაპარაკობ.+
18 ნუ მიმატოვებ თვით სიბერემდე და გაჭაღარავებამდე, ღმერთო,+
სანამ არ ვუამბობ შენი მკლავის შესახებ მომავალ თაობას+
და შენი ძლიერების შესახებ ყველას, ვინც მოვა.+
19 ცას სწვდება შენი სიმართლე, ღმერთო.+
დიდებული საქმეების კეთებაში+
ვინ შეგედრება, ღმერთო?+
20 შენ მაჩვენე მრავალი გასაჭირი და უბედურება,+
ამიტომ შენ გამომაცოცხლე+
და დედამიწის ღრმა წყლიდან ამომიყვანე.+
21 განავრცე ჩემი სიდიადე,+
დამიფარე და მანუგეშე.+
22 სიმებიანი საკრავით შეგასხამ ხოტბას+
შენი ჭეშმარიტების გამო, ჩემო ღმერთო!+
ქებას გიმღერებ ქნარზე, ისრაელის წმინდავ!+
23 ქებას რომ გიმღერებ, სიხარულით იყიჟინებენ ჩემი ბაგეები,+
თვით ჩემი სულიც, შენ მიერ გამოსყიდული.+
24 ჩემი ენაც მთელი დღე შენს სიმართლეზე ილაპარაკებს,+
რადგან შერცხვნენ და დამცირდნენ ისინი, ვინც ჩემ გაუბედურებას ცდილობს.+
სოლომონის შესახებ
72 ღმერთო, ასწავლე შენი სამართალი მეფეს+
და შენი სიმართლე — მეფის ძეს.+
2 ის გამოესარჩლოს შენს ხალხს სიმართლით+
და დაჩაგრულებს — სამართლით.+
3 მთებმა და გორებმა
მშვიდობა გადასცენ ხალხს სიმართლით.+
4 გაუჩინოს მან სამართალი დაჩაგრულ ხალხს,+
იხსნას ღარიბის ძეები
და შემუსროს გამომძალველი.
5 შენი შიში ექნებათ, ვიდრე არსებობს მზე+
და ვიდრე არსებობს მთვარე, თაობიდან თაობაში.+
6 ის წვიმასავით ჩამოვა მოთიბულ ბალახზე,+
შხაპუნა წვიმასავით, მიწას რომ ასველებს.+
7 მის დროს აყვავდება მართალი+
და იქნება დიდი მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს.+
8 მისი მორჩილები იქნებიან ზღვიდან ზღვამდე+
და მდინარიდან+ დედამიწის კიდეებამდე.+
9 მის წინაშე ქედს მოიხრიან უწყლო მხარეში მცხოვრებნი+
და მისი მტრები მტვერს ალოკავენ.+
10 თარშიშისა და კუნძულების მეფეები+
ხარკს გადაიხდიან,+
შებასა და სებას მეფეები
ძღვენს მოიტანენ.+
11 ყველა მეფე დაემხობა მის წინაშე;+
ყველა ხალხი ემსახურება მას.+
12 ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს,+
დაჩაგრულს და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს.+
13 ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს,+
იხსნის ღარიბთა სულებს.+
14 ჩაგვრისა და ძალადობისგან გამოისყიდის მათ სულებს
და ძვირფასი იქნება მათი სისხლი მის თვალში.+
15 იცოცხლოს მან+ და მიეცეს მას შებას ოქრო.+
მუდამ ლოცულობდნენ მისთვის
და მთელი დღე კურთხეული იყოს.+
16 უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე,+
მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება.+
მისი ნაყოფი ლიბანისას დაემსგავსება;+
ვინც ქალაქიდან არის, დედამიწის მცენარეულობასავით გაიფურჩქნება.+
17 მარადიულად იარსებოს მისმა სახელმა,+
გასტანოს მისმა სახელმა, ვიდრე მზე არსებობს,
მისი მეშვეობით იყვნენ კურთხეულნი.+
ყველა ხალხმა ბედნიერი უწოდოს მას.+
18 კურთხეული იყოს იეჰოვა ღმერთი, ისრაელის ღმერთი;+
მხოლოდ ის ახდენს საოცარ საქმეებს.+
19 სამარადისოდ კურთხეული იყოს მისი დიდებული სახელი+
და მისმა დიდებამ აავსოს მთელი დედამიწა.+
ამინ! ამინ!
20 დასრულდა დავითის, იესეს ძის ლოცვები.+
მესამე წიგნი
(ფსალმუნები 73—89)
ასაფის სიმღერა+
73 ღმერთი კარგია ისრაელისთვის, მათთვის, ვინც სუფთაა გულით.+
2 მე კი კინაღამ გადავუხვიე ჩემი ნაბიჯებით,+
კინაღამ მომიცურდა ფეხი,+
3 რადგან შემშურდა მკვეხარა ხალხის,+
როცა დავინახე, რომ მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ბოროტები.+
4 სასიკვდილო ტკივილები არ აწუხებთ+
და დიდი ღიპები აქვთ.+
5 არ უჭირთ ისე, როგორც მოკვდავ ადამიანებს,+
სხვებივით გაუბედურებულები არ არიან.+
6 ამპარტავნობის ყელსაბამი უკეთიათ+
და ძალადობით არიან შემოსილნი.+
7 სიმსუქნისგან თვალები აქვთ გადმოკარკლული;+
თავიანთი გულის ზრახვებს გადააჭარბეს.+
8 სხვებს დასცინიან და ბოროტებაზე ლაპარაკობენ,+
ქედმაღლურად საუბრობენ გამოძალვაზე.+
9 მათი პირი ციდან ლაპარაკობს,+
ენა კი დედამიწაზე დადის.+
10 ის აბრუნებს ხალხს,
და უხვი წყალი გადმოედინება მათთვის.
11 ამბობენ: „რას გაიგებს ღმერთი?+
განა აქვს ცოდნა უზენაესს?!“+
12 აი, ბოროტები, მუდამ უდარდელად არიან.+
სულ უფრო და უფრო მეტ ქონებას იხვეჭენ.+
13 ფუჭად განვიწმინდე გული+
და ფუჭად დავიბანე ხელები უდანაშაულობით.+
14 მთელი დღე ვიტანჯები+
და ყოველ დილით გაკიცხვას ვიღებ.+
15 რომ მეთქვა: ასეთ რამეს ვიტყვი-მეთქი,
შენი ძეების თაობას
ვერაგულად მოვექცეოდი.+
16 ვფიქრობდი, რათა გამეგო ეს,+
მაგრამ ძნელი იყო ეს ჩემთვის,
17 სანამ არ მივედი ღვთის დიდებულ საწმინდარში.+
მინდოდა გამეგო მათი მომავალი.+
18 მოლიპულ მიწაზე აყენებ მათ.+
შენ სპობ მათ.+
19 რა უცბად გახდნენ გამაოგნებელნი!+
როგორ მოეღოთ ბოლო და როგორ განადგურდნენ უეცარი შიშით!
20 როგორც სიზმარი ქრება გამოღვიძების შემდეგ, იეჰოვა,+
ისე არაფრად ჩააგდებ მათ სახეს, როცა აღიმართები.+
21 გული გამიმწარდა+
და თირკმელებში მწვავე ტკივილს ვგრძნობდი,+
22 უგუნური ვიყავი და ვერ ვხვდებოდი,+
პირუტყვს დავემსგავსე შენ თვალში.+
23 და მაინც მუდამ შენთან ვარ;+
შენ გიჭირავს ჩემი მარჯვენა ხელი.+
24 შენი რჩევით წამიძღვები+
და დიდებამდეც კი მიმიყვან.+
25 ვინა მყავს ცაში?+
შენს მეტი არავინ მახარებს დედამიწაზე.+
26 სხეულმა და გულმა მიმტყუნა.+
ღმერთია ჩემი გულის კლდე და ჩემი წილი მარადიულად.+
27 აი, დაიღუპება ყველა, ვინც შორს დგას შენგან.+
შენ დაადუმებ მას, ვინც გტოვებს და ამით უზნეობას სჩადის.+
28 ჩემთვის კი კარგია ღმერთთან დაახლოება.+
უზენაესი უფალი იეჰოვაა ჩემი თავშესაფარი,+
რათა ვაუწყო ყველა მისი საქმე.+
მასქილი. ასაფის ფსალმუნი+
74 ო, ღმერთო, რატომ მიგვაგდე სამუდამოდ?+
რატომ აენთო შენი რისხვა შენი საძოვრის ფარის მიმართ?+
2 გაიხსენე შენი კრებული, დიდი ხნის წინათ შეძენილი,+
ტომი, რომელიც შენს მემკვიდრეობად გამოისყიდე,+
და სიონის მთა, სადაც მკვიდრობდი.+
3 წარმართე შენი ნაბიჯები დიდი ხნით გაპარტახებული ადგილებისკენ.+
ყველაფერი გაანადგურა მტერმა წმინდა ადგილზე.+
4 შენი მტრები შენთან შეხვედრის ადგილის შუაგულში ბრდღვინავენ.+
საკუთარი ნიშნები აღმართეს ნიშნებად.+
5 ისეთივე ცუდი სახელი აქვთ, როგორც ტევრზე ცულის აღმმართველებს.
6 ახლა საწმინდრის ყველა ჩუქურთმას ნაჯახსა და ძალაყინს ურტყამენ.+
7 შენი საწმინდარი ცეცხლს მისცეს;+
შებღალეს და მიწაზე დაამხვეს კარავი, შენი სახელით წოდებული.+
8 ისინი და მათი შთამომავლები თავიანთ გულში ამბობენ:
ღმერთთან შეხვედრის ყველა ადგილი უნდა დაიწვასო ამ ქვეყანაში.+
9 ჩვენს ნიშნებს ვერ ვხედავთ; აღარა გვყავს წინასწარმეტყველი;+
და ჩვენ შორის არავინ იცის — როდემდე.
10 ღმერთო, როდემდე უნდა შეურაცხგყოფდეს მტერი?+
ნუთუ მუდამ უპატივცემულოდ უნდა ეპყრობოდეს მტერი შენს სახელს?!+
11 რატომ არის უმოქმედოდ შენი მარჯვენა,+
უბიდან რომ ამოიღე? სადაცაა გავნადგურდებით!
12 ღმერთია ჩემი მეფე უხსოვარი დროიდან,+
მას მოაქვს დიდი ხსნა დედამიწაზე.+
13 შენი ძალით ააბობოქრე ზღვა,+
შენ გაუტეხე თავები ზღვის ურჩხულებს წყალში,+
14 შენ დაუჭეჭყე თავები ლევიათანს;+
შენ მიეცი ის საჭმელად უწყლო მხარეში მცხოვრებ ხალხს.+
15 შენ გაყავი წყარო და მდინარე,+
შენ ამოაშრე უშრეტი მდინარეები.+
16 შენია დღე და შენია ღამე.+
შენ შექმენი მნათობები, მათ შორის მზე.+
17 შენ დაუდგინე საზღვრები დედამიწას,+
ზაფხული და ზამთარი შენ დააარსე.+
18 გახსოვდეს: მტერი შეურაცხგყოფს, იეჰოვა,+
და უგუნური ხალხი უპატივცემულოდ ეპყრობა შენს სახელს.+
19 ნუ მისცემ მხეცს შენი გვრიტის სულს.+
სამუდამოდ ნუ დაივიწყებ შენი დაჩაგრული ხალხის სიცოცხლეს.+
20 გაიხსენე შეთანხმება,+
რადგან დედამიწის ბნელი ადგილები ძალადობის სამყოფლად იქცა.+
21 ნუ დაბრუნდება დაჩაგრული კაცი დამცირებული.+
საწყალმა და ღარიბმა აქოს შენი სახელი.+
22 აღსდექ, ღმერთო, წარმართე შენი სასამართლო საქმე.+
გაიხსენე, რომ მთელი დღე შეურაცხგყოფს უგუნური.+
23 ნუ დაივიწყებ შენი მტრების ხმას.+
გამუდმებით მატულობს შენ წინააღმდეგ აღმდგართა ხმაური.+
გუნდის ხელმძღვანელს. „ნუ დააქცევ“. ასაფის+ ფსალმუნი, სიმღერა
75 მადლობას გიხდით, ღმერთო, მადლობას გიხდით,+
ახლოს არის შენი სახელი.+
აუწყონ ადამიანებმა შენი საოცარი საქმეები.+
2 „დადგენილ დროს ავმოქმედდი;+
დავიწყე სიმართლით გასამართლება.+
3 დადნა დედამიწა და ყველა მისი მცხოვრები,+
მე გავასწორე მისი სვეტები“.+ სელა.
4 უგუნურებს ვუთხარი: „ნუ იქნებით უგუნურნი“,+
ბოროტებს ვუთხარი: „ნუ აიმაღლებთ რქას.+
5 ნუ აიმაღლებთ რქას.
ნუ ილაპარაკებთ ქედმაღლურად.+
6 არც აღმოსავლეთიდან, არც დასავლეთიდან
და არც სამხრეთიდან არ ხდება განდიდება.
7 ღმერთია მოსამართლე.+
ერთს ამცირებს, მეორეს კი განადიდებს.+
8 ხელში სასმისი უჭირავს იეჰოვას,+
აქაფებულია ღვინო, სავსეა ნაზავით.
გადმოასხამს მისგან თხლეს,
გადაწურავენ მას დედამიწის ბოროტები და დალევენ“.+
9 მე კი ამაზე ვილაპარაკებ მარადიულად,
ქებას ვუმღერებ იაკობის ღმერთს.+
10 „მოვტეხ ბოროტთა ყველა რქას“.+
მართლებს კი აუმაღლდებათ რქები.+
ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით. ასაფის+ ფსალმუნი, სიმღერა
76 ღმერთი ცნობილია იუდაში,+
დიდებულია მისი სახელი ისრაელში.+
2 სალემშია მისი სამყოფელი+
და სიონშია მისი სამკვიდრო.+
3 იქ დაამტვრია ცეცხლმოკიდებული ისრები,+
ფარი, მახვილი და სხვა საბრძოლო იარაღი.+ სელა.
4 სინათლით ხარ მოცული, სანადირო მთებზე დიდებული ხარ.+
5 გულმაგრები გაიძარცვნენ,+
ჩათვლიმეს და ჩაეძინათ.+
არც ერთ მამაც კაცს არ შერჩა წინააღმდეგობის გაწევის ძალა.+
6 შენი გაკიცხვისგან, იაკობის ღმერთო, მეეტლესა და ცხენს ღრმად ჩაეძინათ.+
7 შიშის მომგვრელი ხარ.+
ვინ დაუდგება შენი რისხვის ძალას?+
8 ზეციდან გამოაცხადე განაჩენი.+
შეეშინდა დედამიწას და დადუმდა,+
9 როცა აღსდგა ღმერთი გასასამართლებლად,+
რათა დაეხსნა ყველა თვინიერი დედამიწაზე.+ სელა.
10 ადამიანის რისხვა ხოტბას შეგასხამს;+
დარჩენილ რისხვას შემოისარტყლავ.
11 თქვენ, ვინც მის გარშემო ხართ, აღთქმა დაუდეთ და შეუსრულეთ თქვენს ღმერთს, იეჰოვას.+
შიშით მიუტანონ მას ძღვენი.+
12 ის დაამდაბლებს წინამძღოლთა სულებს;+
შიშის მომგვრელია იგი დედამიწის მეფეებისთვის.+
ხელმძღვანელს: იედუთუნი. ასაფის+ ფსალმუნი. სიმღერა
77 ხმამაღლა შევღაღადებ ღმერთს,+
ხმამაღლა შევღაღადებ ღმერთს და ის ყურს მომაპყრობს.+
2 გასაჭირის დღეს ვეძებ იეჰოვას.+
ღამით ხელს აღვაპყრობ და არ მიბუჟდება;
არ სურს ჩემს სულს ნუგეში.+
3 მემახსოვრება ღმერთი და აფორიაქებული ვიქნები;+
ვიდარდებ და სული დამიუძლურდება.+ სელა.
4 შენ ჩასჭიდე ხელი ჩემს ქუთუთოებს,+
ავფორიაქდი და ვეღარ ვლაპარაკობ.+
5 ვფიქრობ ადრინდელ დღეებზე,+
შორეული წარსულის წლებზე.
6 ღამით გავიხსენებ სიმებიან საკრავზე შესრულებულ ჰანგებს;+
გულით გამოვთქვამ წუხილს+
და სულით გამოვიკვლევ ყოველივეს.
7 განა სამუდამოდ მიგვაგდებს იეჰოვა?!+
განა მეტად ვეღარ ვასიამოვნებთ მას?!+
8 განა სამუდამოდ შეწყდა მისი სიკეთე?!+
განა გაუქმდა+ მისი სიტყვა თაობიდან თაობაში?!
9 განა დაივიწყა ღმერთმა მადლის მონიჭება?!+
განა წყალობას დაგვიკავებს თავისი რისხვით?!+ სელა.
10 განა უნდა ვამბობდე: „აი რა მგმირავს+ —
ის, რომ იცვლება უზენაესის მარჯვენა“?!+
11 მემახსოვრება იაჰის საქმეები,+
მემახსოვრება შენ მიერ დიდი ხნის წინათ მოხდენილი საოცრებები.+
12 ყველა შენს ნამოქმედარზე ვიფიქრებ+
და შენს საქმეებს ჩავუკვირდები.+
13 ღმერთო, შენი გზა წმინდა ადგილზეა.+
ღმერთო, რომელი ღმერთი შეგედრება დიდებით?+
14 შენა ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, საოცარი საქმეების გამკეთებელი.+
ხალხებს გააგებინე შენი ძალა.+
15 შენი მკლავით გამოიხსენი შენი ხალხი,+
იაკობისა და იოსების ძეები. სელა.
16 დაგინახა წყალმა, ღმერთო,
დაგინახა წყალმა და მწვავე ტკივილები დაეწყო;+
აღელდა ღრმა წყალი.+
17 ჭექა-ქუხილით ჩამოღვარეს წყალი ღრუბლებმა;+
დაიგრგვინა ღრუბლიანმა ცამ.
აქეთ-იქით დაქროდნენ შენი ისრები.+
18 ეტლის ბორბლების ხმას ჰგავდა შენი გრგვინვის ხმა,+
ელვამ გაანათა მიწა;+
შეირყა და შეიძრა დედამიწა.+
19 ზღვაზე გადიოდა შენი გზა+
და წყლებზე — შენი ბილიკები.
უცნობია შენი ნაკვალევი.
20 როგორც ფარას, ისე წაუძეხი შენს ხალხს+
მოსესა და აარონის ხელით.+
მასქილი. ასაფის ფსალმუნი+
78 ყური უგდე ჩემს კანონს, ჩემო ხალხო,+
ყური მოაპყარი ჩემი პირით ნათქვამ სიტყვებს.+
2 იგავით გავხსნი ბაგეს,+
წარმოვთქვამ ძველ გამოცანებს,+
3 მოსმენილსა და ნაცნობს,+
ჩვენი მამების მონაყოლს.+
4 არ დაგვიმალავს ისინი მათი ძეებისგან,+
ვუამბობდით მომავალ თაობას+
იეჰოვას ქება-დიდების, მისი ძალისა+
და იმ საოცრებების შესახებ, მან რომ მოიმოქმედა.+
5 შეხსენება მისცა მან იაკობს+
და კანონი დაადგინა ისრაელში;+
უბრძანა ჩვენს მამა-პაპას,+
ეუწყებინათ ის თავიანთი ძეებისთვის,+
6 რათა მომავალ თაობას, ძეებს, რომლებიც უნდა დაბადებულიყვნენ, სცოდნოდათ ეს,+
ამდგარიყვნენ და მათაც მოეყოლათ თავიანთი ძეებისთვის;+
7 იმედი დაემყარებინათ ღმერთზე,+
არ დაევიწყებინათ ღვთის საქმეები+ და დაეცვათ მისი მცნებები.+
8 ისინი არ უნდა დამსგავსებოდნენ თავიანთ მამა-პაპას,+
ჯიუტ და ურჩ თაობას,+
თაობას, რომელმაც გული არ მოიმზადა+
და არ იყო ღვთისადმი ერთგული.+
9 ეფრემის ძეებმა, შეიარაღებულმა მშვილდოსნებმა,+
უკან დაიხიეს ბრძოლის დღეს.+
10 არ დაიცვეს ღვთის შეთანხმება+
და არ დადიოდნენ მისი კანონით.+
11 მათ დაივიწყეს მისი ნამოქმედარი+
და მისი საოცარი საქმეები, მათ რომ აჩვენა.+
12 მათი მამა-პაპის თვალწინ სასწაულები მოიმოქმედა+
ეგვიპტის მიწაზე,+ ცოანის+ ველზე.
13 ზღვა გაყო, რომ გაეტარებინა ისინი+
და წყლები კედლებად აღმართა.+
14 დღისით ღრუბლით მიუძღოდა,+
ღამით კი — ცეცხლის შუქით.+
15 კლდეები გაყო უდაბნოში,+
რომ დაერწყულებინა ისინი, თითქოს ღრმა წყლის წყაროებიდან.+
16 კლდიდან გადმოაჩქეფა ნაკადები+
და მდინარეებად ადინა წყალი.+
17 მაგრამ კიდევ უფრო მეტად სცოდავდნენ მას,+
ეურჩებოდნენ უზენაესს უწყლო მხარეში.+
18 გამოსცადეს ღმერთი თავიანთ გულში,+
თავიანთი სულისთვის ითხოვდნენ საჭმელს.+
19 ღვთის წინააღმდეგ ალაპარაკდნენ,+
ამბობდნენ: განა შეუძლია ღმერთს, სუფრა გაგვიშალოსო უდაბნოში?!+
20 აი, დაჰკრა კლდეს,+
რომ წყალს გადმოეხეთქა და მდინარეებს ედინა.+
„განა შეუძლია მას, პური მოგვცეს+
ან საჭმელი მოუმზადოს თავის ხალხს?!“+
21 ეს რომ მოისმინა, ძლიერ განრისხდა იეჰოვა.+
ცეცხლი აინთო იაკობის წინააღმდეგ+
და რისხვის ალი ავარდა ისრაელზე,+
22 რადგან არ ირწმუნეს ღმერთი+
და არ ჰქონდათ მისგან ხსნის იმედი.+
23 უბრძანა ღრუბლიან ცას
და გახსნა ზეცის კარები.+
24 მანანას აწვიმებდა საჭმელად,+
ციური მარცვალი მისცა მათ.+
25 ძლიერთა პურს ჭამდა ხალხი;+
საჭმელს უგზავნიდა გასაძღომად.+
26 აღმოსავლეთის ქარი აღძრა ცაში+
და სამხრეთის ქარი წარმართა თავისი ძალით.+
27 აწვიმა საჭმელი მტვერივით ბევრი,+
ფრთოსნები — ზღვის ქვიშასავით.+
28 მისი ბანაკის შუაგულში ეცემოდნენ,+
მისი კარვების გარშემო.+
29 ძღომამდე ჭამდნენ+
და რასაც მოისურვებდნენ, იმას აძლევდა მათ.+
30 კიდევ უფრო მეტი უნდოდათ
და საჭმელი ჯერ კიდევ პირში ჰქონდათ,+
31 როცა აინთო ღვთის რისხვა მათზე+
და შეუდგა მათ შორის ძლიერთა ხოცვას;+
დაამხო ისრაელის ჭაბუკები.
32 მაინც უფრო მეტად სცოდავდნენ ისინი,+
არ ირწმუნეს მისი საოცარი საქმეები.+
33 ამონასუნთქივით გააქრო მან მათი დღეები+
და შფოთით დაასრულებინა წლები.
34 როცა ხოცავდა, მაშინ მიმართავდნენ მას,+
უბრუნდებოდნენ და ეძებდნენ ღმერთს.+
35 ახსენდებოდათ, რომ ღმერთი იყო მათი კლდე+
და უზენაესი ღმერთი იყო შურისმაძიებელი მათთვის.+
36 თავიანთი ბაგით ცდილობდნენ მის მოტყუებას+
და თავიანთი ენით — მისთვის სიცრუის თქმას.+
37 მტკიცე არ იყო მათი გული+
და მის შეთანხმებას არ უერთგულეს.+
38 ის კი გულმოწყალებას ავლენდა,+ ფარავდა მათ დანაშაულს+ და არ ანადგურებდა მათ;+
მრავალჯერ შეიკავა ბრაზი+
და არ გამოავლინა მთელი თავისი რისხვა.
39 ახსოვდა, რომ ხორციელნი იყვნენ,+
რომ გამოდის სული და უკან აღარ ბრუნდება.+
40 რამდენჯერ ეურჩნენ უდაბნოში,+
გაანაწყენეს იგი უკაცრიელ ადგილზე!+
41 კვლავ და კვლავ სცდიდნენ ღმერთს,+
ტკივილს აყენებდნენ ისრაელის წმინდას.+
42 არ ახსოვდათ მისი ხელი,+
დღე, როცა მტრისგან გამოისყიდა ისინი;+
43 როგორ მოახდინა ნიშნები ეგვიპტეში+
და სასწაულები — ცოანის ველზე;+
44 როგორ აქცია სისხლად ნილოსის არხები,+
რომ ვეღარ დაელიათ მისი ნაკადებიდან.+
45 ბუზანკალი შეუსია, რომ გადაეჭამათ ისინი,+
და ბაყაყები — რომ მოესპოთ ისინი.+
46 ტარაკნებს მისცა მათი მოსავალი
და კალიებს — მათი ნაშრომი.+
47 სეტყვით გაუნადგურა ვაზი+
და სეტყვის მარცვლებით — სიკომოროს ხეები.+
48 სეტყვას მისცა მათი სასაპალნე ცხოველები+
და მომაკვდინებელ სენს — მათი ცხვარ-ძროხა.
49 მიუვლინა თავისი რისხვის ალი,+
მძვინვარება, მრისხანება და გასაჭირი.+
უბედურების მომტანი ანგელოზების ლაშქარი წარგზავნა.+
50 გზა გაუხსნა თავის რისხვას,+
არ დაიცვა სიკვდილისგან მათი სული
და ჭირს მისცა მათი სიცოცხლე.+
51 ბოლოს კი დასცა ყველა პირმშო ეგვიპტეში,+
პირველშობილნი — ქამის კარვებში.+
52 ცხვარივით გაიყვანა თავისი ხალხი+
და როგორც ფარას, ისე წაუძღვა უდაბნოში.+
53 მიუძღოდა მათ და ისინიც უსაფრთხოდ იყვნენ, არაფრის ეშინოდათ.+
ზღვამ დაფარა მათი მტრები.+
54 თავის წმინდა ადგილზე მიიყვანა ისინი,+
ამ მთიან მხარეში, საკუთარი მარჯვენით რომ მოიპოვა.+
55 მათ გამო აძევებდა ხალხებს,+
ლარით დაუნაწილა მემკვიდრეობა;+
თავ-თავიანთ სახლებში დაასახლა ისრაელის ტომები.+
56 ისინი კი სცდიდნენ და ეურჩებოდნენ უზენაეს ღმერთს,+
არ მიჰყვებოდნენ მის შეხსენებებს.+
57 გზიდან უხვევდნენ და თავიანთი მამა-პაპასავით ვერაგულად იქცეოდნენ;+
სხვა მხარეს იხრებოდნენ მოშვებული მშვილდივით.+
58 შეურაცხყოფდნენ თავიანთი მაღლობებით+
და ქანდაკებებით განარისხებდნენ.+
59 მოისმინა ღმერთმა,+ დიდად განრისხდა+
და ძლიერ შეიძულა ისრაელი.+
60 საბოლოოდ მიატოვა შილოს კარავი,+
სადაც მკვიდრობდა ადამიანთა შორის.+
61 ტყვეობას მისცა თავისი ძალა+
და თავისი მშვენება მტერს ჩაუგდო ხელში;+
62 მახვილს მისცა თავისი ხალხი,+
ძლიერ განურისხდა თავის მემკვიდრეობას.+
63 მისი ჭაბუკები ცეცხლმა შეჭამა,
არავის უქია მისი ქალწულები.+
64 მახვილით დაეცნენ მისი მღვდლები+
და არ უტირიათ მათ ქვრივებს.+
65 მაშინ გამოიღვიძა იეჰოვამ, თითქოს ძილისგან,+
როგორც ვაჟკაცი გამოფხიზლდება ხოლმე ღვინისგან.+
66 უკნიდან დაჰკრა თავის მტრებს,+
სამუდამოდ შეურაცხყო ისინი.+
67 უარყო იოსების კარავი+
და არ ამოირჩია ეფრემის ტომი.+
68 იუდას ტომი ამოირჩია მან,+
სიონის მთა, რომელიც შეიყვარა.+
69 მწვერვალებივით აიშენა საწმინდარი,+
დედამიწასავით, რომელიც სამუდამოდ დააფუძნა.+
70 ამოირჩია თავისი მსახური დავითი,+
ცხვრის ფარეხებიდან გამოიყვანა.+
71 თავი დაანებებინა მეწველი ცხვრების დევნას+
და დააყენა იაკობის, თავისი ხალხის, მწყემსად;+
ისრაელზე, თავის მემკვიდრეობაზე, დააყენა.+
72 თავისი გულის უმწიკვლობით დამწყემსა ისინი+
და მარჯვე ხელით გაუძღვა.+
ასაფის სიმღერა
79 ხალხები შევიდნენ შენს სამკვიდროში, ღმერთო,+
წაბილწეს შენი წმინდა ტაძარი,+
ნანგრევების გროვად აქციეს იერუსალიმი.+
2 შენი მსახურების გვამები ცის ფრინველებს მისცეს საჭმელად,+
შენი ერთგული ხალხის ხორცი — დედამიწის მხეცებს.+
3 წყალივით დაღვარეს მათი სისხლი
მთელ იერუსალიმში; არავინ არის მათი დამმარხავი.+
4 შეურაცხყოფილნი გავხდით მეზობლებისგან,+
ჩვენ ირგვლივ მყოფთა დასაცინი და მასხრად ასაგდები შევიქენით.+
5 იეჰოვა, როდემდე იქნები განრისხებული? მარადიულად?+
როდემდე იგიზგიზებს ცეცხლივით შენი რისხვა?+
6 გადმოღვარე შენი რისხვა ხალხებზე, რომლებიც არ გიცნობენ,+
და სამეფოებზე, რომლებიც არ უხმობენ შენს სახელს.+
7 მათ შეჭამეს იაკობი+
და გააპარტახეს მისი საცხოვრებელი.+
8 ნუ გაგვიხსენებ ჩვენი წინაპრების დანაშაულს.+
იჩქარე! შემოგვაგებე შენი წყალობა,+
რადგან ძლიერ დავუძლურდით.+
9 დაგვეხმარე, ჩვენი ხსნის ღმერთო,+
შენი სახელის დიდების გულისთვის;+
დაგვიხსენი და დაფარე ჩვენი ცოდვები შენი სახელის გამო.+
10 რატომ უნდა ამბობდნენ ხალხები: სად არისო მათი ღმერთი?+
ცნობილი გახდეს ჩვენ თვალწინ, ხალხებს შორის,+
რომ შენი მსახურების დაღვრილი სისხლისთვის შურს იძიებ.+
11 მოაღწიოს შენამდე პატიმრის ოხვრამ.+
შენი მკლავის სიდიადით დაიფარე სასიკვდილოდ განწირულნი.+
12 შვიდმაგად მიუზღე ჩვენს მეზობლებს თავიანთ უბეში+
ის შეურაცხყოფა, რომლითაც შეურაცხგყოფდნენ, იეჰოვა!+
13 ჩვენ კი, შენი ხალხი და შენი საძოვრის ფარა,+
მადლობას გეტყვით მარადიულად;
თაობიდან თაობაში ვაუწყებთ შენს ქებას.+
ხელმძღვანელს: შროშნები.+ შეხსენება. ასაფის ფსალმუნი.+ სიმღერა
80 ისრაელის მწყემსო, ყური მოგვაპყარი;+
შენ, ვინც ისე მიუძღვები იოსებს, როგორც ფარას;+
გამოანათე+ ქერუბიმებზე+ მჯდომარევ!
2 გამოავლინე შენი ძლევამოსილება ეფრემის, ბენიამინისა და მენაშეს წინაშე+
და მოდი ჩვენ სახსნელად.+
3 ღმერთო, დაგვაბრუნე,+
სახე გაინათე, რომ გადავრჩეთ.+
4 იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო, როდემდე უნდა განრისხებდეს შენი ხალხის ლოცვა?+
5 ცრემლიან პურს აჭმევ მათ+
და ცრემლებს ცრემლებზე ასმევ.+
6 დავის მიზეზად გვაქციე მეზობლებს შორის,+
და როგორც სურთ, ისე დაგვცინიან ჩვენი მტრები.+
7 ლაშქართა ღმერთო, დაგვაბრუნე,+
სახე გაინათე, რომ გადავრჩეთ.+
8 შენ წამოიღე ვაზი ეგვიპტიდან+
და შენ აძევებდი ხალხებს, რომ დაგერგა იგი.+
9 შენ მოუსუფთავე მას ადგილი,+ რათა ფესვი გაედგა და გაევსო ქვეყანა.+
10 მთები დაფარა მისმა ჩრდილმა,
ღვთის კედრები — მისმა ლერწებმა.+
11 ზღვამდე გაშალა ლერწები+
და მდინარემდე — ყლორტები.+
12 რატომ დაუნგრიე მას ქვის კედლები?+
რატომ კრეფს მას ყოველი გზაზე გამვლელი?+
13 ტყის ტახი ჭამს მას+
და მინდვრის ცხოველები საზრდოობენ მისით.+
14 გთხოვთ, დაბრუნდი, ლაშქართა ღმერთო,+
გადმოიხედე ზეციდან, დაინახე, იზრუნე ამ ვაზზე+
15 და მის ძირზე, რაც შენმა მარჯვენამ დარგო.+
მოხედე ძეს, რომელიც შენთვის გააძლიერე.+
16 მოჭრილია ის და ცეცხლშია დამწვარი.+
შენი სახისგან გაკიცხულნი იღუპებიან.+
17 შენი ხელი იყოს კაცზე, შენ მარჯვნივ რომ არის,+
კაცის ძეზე, რომელიც შენთვის გააძლიერე.+
18 ზურგს არ შეგაქცევთ.+
შეგვინარჩუნე სიცოცხლე, რათა მოვუხმოთ შენს სახელს.+
19 იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო, დაგვაბრუნე,+
სახე გაინათე, რომ გადავრჩეთ.+
გუნდის ხელმძღვანელს: გითითი.+ ასაფის ფსალმუნი
81 სიხარულით შესძახეთ ღმერთს, ჩვენს ძალას,+
სიხარულით შეჰყიჟინეთ იაკობის ღმერთს!+
2 სიმღერა შემოსძახეთ+ და აიღეთ დაირა+
ტკბილხმოვან ქნართან და სხვა სიმებიან საკრავთან ერთად.+
3 ახალმთვარობისას ჩაჰბერეთ საყვირს;+
ჩაჰბერეთ საყვირს სავსემთვარობის სადღესასწაულოდ,+
4 რადგან ეს არის წესი ისრაელისთვის,+
იაკობის ღვთის დადგენილება.
5 შეხსენებად დაუდო ეს იოსებს,+
როცა ის ეგვიპტიდან გამოვიდა.+
მესმოდა ენა, რომელიც არ ვიცოდი.+
6 „მხრიდან ჩამოვხსენი ტვირთი,+
კალათის ტარებისგანაც კი გავუთავისუფლე ხელი.+
7 გასაჭირში მომიხმე და გიხსენი;+
ქუხილის სამალავიდან გიპასუხე;+
მერიბას წყალთან გამოგცადე.+ სელა.
8 მომისმინე, ჩემო ხალხო, და შენ წინააღმდეგ დავამოწმებ,+
ისრაელო, თუ მომისმენ.+
9 არ იქნება შენში უცხო ღმერთი+
და არ იქნები უცხო ღვთის თაყვანისმცემელი.+
10 მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი,+
ეგვიპტიდან შენი გამომყვანი.+
პირი გააღე და გაგივსებ მას.+
11 მაგრამ არ მოუსმინა ჩემმა ხალხმა ჩემს ხმას,+
არ მოინდომა ჩემი მორჩილება ისრაელმა.+
12 მეც მივუშვი ისინი, რომ ევლოთ თავიანთი ჯიუტი გულით;+
საკუთარი ზრახვებით დადიოდნენ.+
13 ნეტავ ჩემთვის მოესმინა ჩემს ხალხს+
და ჩემი გზით ევლო ისრაელს!+
14 ადვილად დავიმორჩილებდი მათ მტრებს+
და მათ მოწინააღმდეგეებზე აღვმართავდი ხელს.+
15 იეჰოვას მოძულენი მას ფეხქვეშ გაეგებიან,+
მარადიულად გაგრძელდება მათი დრო.
16 ის საუკეთესო ხორბლით გამოკვებავს მას+
და კლდიდან ამოღებული თაფლით გააძღებს“.+
ასაფის სიმღერა
82 ღმერთი დადგა საღვთო+ კრებულში,+
ღმერთებს შორის ასამართლებს:+
2 „როდემდე უნდა ასამართლოთ უსამართლობით+
და როდემდე უნდა იყოთ მიკერძოებულნი ბოროტთა მიმართ?+ სელა.
3 მოსამართლეები იყავით საწყლისა და უმამო ბავშვისთვის;+
სამართალი გაუჩინეთ დაჩაგრულსა და ღარიბს;+
4 დაიხსენით საწყალი და ღარიბი;+
ბოროტთა ხელიდან იხსენით ისინი“.+
5 არ იციან მათ და არ ესმით;+
სიბნელეში დადიან;+
ირყევა დედამიწის საფუძვლები.+
6 «ვთქვი: „თქვენა ხართ ღმერთები,+
ყველანი უზენაესის ძეები ხართ.+
7 ისე დაიხოცებით, როგორც ადამიანები იხოცებიან,+
და ისე დაეცემით, როგორც მთავრები ეცემიან!“»+
8 აღსდექ, ღმერთო, გაასამართლე დედამიწა,+
რადგან შენ უნდა იუფლო ყველა ხალხზე.+
სიმღერა, ასაფის ფსალმუნი+
83 ღმერთო, ნუ დადუმდები,+
ნუ გაჩუმდები და ნუ გაჩერდები, ღმერთო!+
2 აი, ყაყანებენ შენი მტრები+
და თავი წამოყვეს შენმა მოძულეებმა.+
3 შენი ხალხის წინააღმდეგ ცბიერულად თათბირობენ+
და შენთან შეფარებულთა წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ;+
4 ამბობენ: მოდით და აღვგავოთო ეს ერი,+
რათა აღარ იხსენიებოდეს ისრაელის სახელი.+
5 ერთსულოვნად თათბირობენ მთელი გულით;+
შენ წინააღმდეგ დებენ შეთანხმებას+
6 ედომის+ კარვები და ისმაელელები, მოაბი+ და აგრელები,+
7 გებალი, ამონი+ და ამალეკი,
ფილისტიმი+ და ტვიროსის+ მკვიდრნი.
8 ასურეთიც შეუერთდა მათ,+
მხარს უჭერენ ლოტის ძეებს.+ სელა.
9 ისე მოექეცი მათ, როგორც მიდიანს,+ როგორც სისერას,+
როგორც იაბინს+ კიშონის ხევში.+
10 მოისპნენ ისინი ენ-დორში;+
ნაკელად იქცნენ მიწისათვის.+
11 იგივე უყავი მათ წარჩინებულებს, რაც ორებსა და ზეებს,+
და მათ მთავრებს, რაც ზებახსა და ცალმუნას,+
12 რომლებიც ამბობდნენ: დავეუფლოთო ღვთის საცხოვრებელს.+
13 ჩემო ღმერთო, ქარისგან ატაცებულ ნარს დაამსგავსე ისინი+
და ნამჯას ქარში.+
14 როგორც ცეცხლი წვავს ტყეს+
და ალი ბუგავს მთებს,+
15 ისე დაედევნე მათ შენი ქარიშხლით+
და შეაძრწუნე შენი ქარტეხილით.+
16 სახე სირცხვილით დაუფარე,+
რათა ხალხმა ეძებოს შენი სახელი, იეჰოვა.+
17 შერცხვნენ და შეძრწუნდნენ სამარადისოდ,+
დამდაბლდნენ და განადგურდნენ,+
18 რათა იცოდეს ხალხმა,+ რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა,+
მხოლოდ შენა ხარ უზენაესი+ მთელ დედამიწაზე!+
გუნდის ხელმძღვანელს: გითითი.+ კორახის ძეების ფსალმუნი. სიმღერა
84 როგორ მიყვარს შენი დიდებული კარავი,+
ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა!+
2 იეჰოვას ეზოებს ნატრობს და მათთვის ილევა ჩემი სული.+
ჩემი გული და სხეული სიხარულით შესძახებს ცოცხალ ღმერთს.+
3 ჩიტმაც კი იპოვა ბინა
და მერცხალმა — ბუდე,
სადაც თავის პატარებს სხამს,
შენს დიდებულ სამსხვერპლოსთან, ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა, ჩემო მეფეო და ჩემო ღმერთო!
4 ბედნიერნი არიან შენს სახლში მცხოვრებნი!+
განუწყვეტლივ გაქებენ ისინი.+ სელა.
5 ბედნიერია ხალხი, რომელთა ძალაც შენშია,+
რომელთაც შენი სახლისკენ მიმავალი გზისკენ მიუწევთ გული.+
6 მიდიან ბაქა-ბუჩქებით დაფარული ველების გავლით+
და წყაროდ აქცევენ მათ;
კურთხევებით იმოსება მოძღვარი.+
7 ივლიან და მოემატებათ მაცოცხლებელი ძალა.+
თითოეული მიდის ღვთის წინაშე სიონში.+
8 იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო, შეისმინე ჩემი ლოცვა,+
ყური მომაპყარი, იაკობის ღმერთო.+ სელა.
9 დაინახე, ჩვენო ფარო, ღმერთო,+
და შეხედე შენი ცხებულის სახეს.+
10 ერთი დღე შენს ეზოებში სხვაგან გატარებულ ათასს სჯობია.+
ჩემი ღვთის სახლის ზღურბლზე დგომა ვარჩიე+
ბოროტების კარვებში ყოფნას.+
11 მზე+ და ფარია+ იეჰოვა ღმერთი,
წყალობასა და დიდებას იძლევა იგი;+
იეჰოვა კარგს არ დაუკავებს უბიწოდ მავალთ.+
12 ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა, ბედნიერია კაცი, რომელიც შენზეა მონდობილი.+
გუნდის ხელმძღვანელს. კორახის ძეების ფსალმუნი. სიმღერა
85 იეჰოვა, შენ მოიწონე შენი ქვეყანა;+
დააბრუნე იაკობიდან წაყვანილი ტყვეები.+
2 შენ აპატიე შენს ხალხს დანაშაული;+
დაფარე ყველა მათი ცოდვა.+ სელა.
3 შენ შეაკავე მთელი შენი რისხვა;+
დააცხრე შენი რისხვის ალი.+
4 შეგვკრიბე და დაგვაბრუნე, ჩვენი ხსნის ღმერთო,+
და ნუღარ განგვირისხდები.+
5 ნუთუ მარადიულად იქნები განრისხებული ჩვენზე?!+
ნუთუ თაობიდან თაობაში გასტანს შენი რისხვა?!+
6 ნუთუ აღარ გამოგვაცოცხლებ,+
რათა შენით გაიხაროს შენმა ხალხმა?!+
7 გვიჩვენე შენი სიკეთე, იეჰოვა,+
და გვიხსენი.+
8 მოვისმენ, რასაც ჭეშმარიტი ღმერთი, იეჰოვა, ილაპარაკებს,+
რადგან მშვიდობას აუწყებს თავის ხალხს+ და თავის ერთგულებს.
ნუღარ გახდებიან ისინი თავდაჯერებულები.+
9 მის მოშიშთათვის არ დააყოვნებს მისგან ხსნა,+
რათა დიდება დამკვიდრდეს ჩვენს ქვეყანაში.+
10 სიკეთე და ჭეშმარიტება შეხვდნენ ერთმანეთს,+
სიმართლემ და მშვიდობამ ერთმანეთი გადაკოცნეს.+
11 ჭეშმარიტება აღმოცენდება დედამიწიდან+
და სიმართლე გადმოიხედავს ზეციდან.+
12 იეჰოვა მოგვცემს ყოველივე კარგს+
და ჩვენი მიწა მოგვცემს მოსავალს.+
13 მის წინაშე ივლის სიმართლე+
და მის ნაკვალევზე გავლით გზას გაკვალავს.+
დავითის ლოცვა
86 ყური მომაპყარი, იეჰოვა. მიპასუხე,+
რადგან დაჩაგრული და საწყალი ვარ.+
2 დაიფარე ჩემი სული, რადგან ერთგული ვარ.+
შენა ხარ ჩემი ღმერთი, იხსენი შენი მსახური, რომელიც შენზეა მონდობილი.+
3 წყალობა მიყავი, იეჰოვა,+
რადგან მთელი დღე შენ მოგიხმობ.+
4 გაახარე შენი მსახურის სული,+
რადგან შენკენ აღვაპყრობ სულს, იეჰოვა!+
5 კარგი ხარ,+ იეჰოვა, და მზად ხარ პატიებისთვის;+
დიდია შენი სიკეთე მათ მიმართ, ვინც შენ გიხმობს.+
6 ყური მოაპყარი ჩემს ლოცვას, იეჰოვა,+
და ყურად იღე ჩემი ვედრება.+
7 შენ მოგიხმობ გაჭირვების დღეს,+
რადგან მიპასუხებ.+
8 არავინ არის შენი მსგავსი ღმერთებს შორის, იეჰოვა,+
ვერავინ აკეთებს შენებრ საქმეებს.+
9 მოვა შენი შექმნილი ყველა ხალხი,+
მდაბლად თაყვანს გცემს, იეჰოვა,+
და განადიდებენ შენს სახელს.+
10 დიდებული ხარ და საოცარია შენი საქმეები,+
მხოლოდ შენა ხარ ღმერთი.+
11 მასწავლე შენი გზა, იეჰოვა.+
ვივლი შენი ჭეშმარიტებით.+
მთლიანი გული მომეცი, რომ მეშინოდეს შენი სახელის.+
12 მთელი გულით ხოტბას გასხამ, იეჰოვა, ჩემო ღმერთო,+
და მარადიულად განვადიდებ შენს სახელს,
13 რადგან დიდია შენი სიკეთე ჩემდამი,+
შენ დაიხსენი ჩემი სული სამარიდან, მისი სიღრმიდან.+
14 ღმერთო, კადნიერები აღსდგნენ ჩემ წინააღმდეგ+
და ულმობელთა მთელი კრებული დაეძებს ჩემს სულს,+
შენ არ წარმოგიდგენენ თვალწინ.+
15 მაგრამ შენ, იეჰოვა, გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთი ხარ,+
რისხვაში ნელი+ და სიკეთითა და ჭეშმარიტებით სავსე.+
16 მომხედე და წყალობა მიყავი,+
მიეცი შენი ძალა შენს მსახურს+
და იხსენი შენი მხევლის ძე.+
17 გამოავლინე შენი სიკეთე ჩემ მიმართ,
რათა ჩემმა მოძულეებმა დაინახონ ეს და შერცხვნენ,+
რადგან შენ დამეხმარე და მანუგეშე, იეჰოვა.+
კორახის ძეების ფსალმუნი, სიმღერა
87 წმინდა მთებშია მისი საფუძველი.+
2 სიონის კარიბჭეები უფრო უყვარს იეჰოვას,+
ვიდრე იაკობის კარვები.+
3 დიდებულ რამეებს ლაპარაკობენ შენზე, ჭეშმარიტი ღვთის ქალაქო.+ სელა.
4 მოვიხსენიებ რახაბსა+ და ბაბილონს+ მათ შორის, ვინც მიცნობს.
აი ფილისტიმი,+ ტვიროსი და ქუში:
„ის აქ დაიბადა“.+
5 სიონის შესახებ იტყვიან:
„აქ დაიბადა ყოველი მათგანი“.+
უზენაესი+ განამტკიცებს მას.+
6 იეჰოვა განაცხადებს ხალხთა აღწერისას:+
„ის აქ დაიბადა“.+ სელა.
7 იქნებიან მომღერლები და მოცეკვავეები,+ რომლებიც იტყვიან:
„შენშია ყველა ჩემი წყარო“.+
კორახის ძეების სიმღერა, ფსალმუნი. გუნდის ხელმძღვანელს: მახალათი, რიგ-რიგობით სამღერად. ეზრახელი ჰემანის+ მასქილი
88 იეჰოვა, ჩემი ხსნის ღმერთო,+
დღისით შემოგღაღადებ+
და ღამითაც შენ მოგიხმობ.+
2 შენ წინაშე მოვა ჩემი ლოცვა.+
ყური მოაპყარი ჩემს მუდარას.+
3 ეყო უბედურება ჩემს სულს,+
ჩემი სიცოცხლე სამარის პირასაა.+
4 საფლავში ჩამსვლელთა შორის შევირაცხე;+
დაუძლურებულ ვაჟკაცს დავემსგავსე,+
5 მკვდარივით გათავისუფლებულს,+
საფლავში მწოლიარე მოკლულს,+
რომელიც აღარ გახსოვს
და რომელიც მოშორებულია შენს მშველელ ხელს.+
6 შენ ჩამაგდე ძალიან ღრმა ორმოში,
ბნელ ადგილებში, დიდ უფსკრულში.+
7 ჩემზე გადმოანთხიე რისხვა+
და შენი ზვირთებით შემავიწროვე.+ სელა.
8 ნაცნობები ჩამომაშორე,+
მათთვის სისაძაგლედ მაქციე.+
შებოჭილი ვარ და ვეღარ ვინძრევი.+
9 თვალი დამისუსტდა გაჭირვებისგან.+
მთელი დღე შენ მოგიხმობ, იეჰოვა,+
შენკენ ვიწვდი ხელებს.+
10 განა სასწაულს მოახდენ მკვდართათვის?!+
განა წამოდგებიან უსიცოცხლონი+
და ხოტბას შეგასხამენ?!+ სელა.
11 განა გააცხადებენ შენს სიკეთეს საფლავში
და შენს ერთგულებას — ხრწნის ადგილზე?!+
12 განა გაიგებენ შენს სასწაულს სიბნელეში+
ან შენს სიმართლეს — დავიწყების ქვეყანაში?!+
13 შენ გთხოვ შველას, იეჰოვა,+
და შენ გეგებება დილაობით ჩემი ლოცვა.+
14 იეჰოვა, რატომ მიაგდე ჩემი სული?+
რატომ მიმალავ სახეს?+
15 ბავშვობიდან მოყოლებული დაჩაგრული ვარ და არაერთხელ ვყოფილვარ სიკვდილის პირას;+
გადატანილი მაქვს შენგან მოვლენილი საშინელებები.+
16 თავზე გადამიარა შენმა მრისხანებამ,+
შენმა შიშის ზარმა დამადუმა.+
17 მთელი დღე გარს მივლიან წყალივით,+
ერთბაშად შემომერტყნენ.
18 შენ განმაშორე ჩემი მეგობარი და ახლობელი;+
სიბნელეა ჩემი ნაცნობი.+
მასქილი. ეზრახელი ეთანის+ ფსალმუნი
89 იეჰოვას მიერ გამოვლენილ სიკეთეზე ვიმღერებ მარადიულად,+
თაობიდან თაობაში ვაუწყებ შენს ერთგულებას ჩემი ბაგით.+
2 ვთქვი: „მარადიულად გასტანს სიკეთე,+
ცაში გაქვს განმტკიცებული შენი ერთგულება“.+
3 «შეთანხმება დავუდე ჩემს რჩეულს,+
შევფიცე ჩემს მსახურს, დავითს:+
4 „სამარადისოდ განვამტკიცებ შენს შთამომავალს+
და თაობიდან თაობამდე დავადგენ შენს ტახტს“».+ სელა.
5 ზეცა შეასხამს ხოტბას შენს საოცარ საქმეს, იეჰოვა,+
და შენს ერთგულებას წმინდათა კრებულში.
6 ვინ შეედრება ზეცაში იეჰოვას?+
ვინ შეედრება იეჰოვას ღვთის ძეებს შორის?+
7 ღვთის შიში უნდა ჰქონდეთ წმინდებს, ახლოს რომ არიან მასთან.+
დიდებული და შიშის მომგვრელია ის მის ირგვლივ მყოფთა შორის.+
8 იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო,+
ვინ არის შენსავით ძლიერი, იაჰ?+
ყოველმხრივ ერთგული ხარ.+
9 შენ მართავ ზღვის აქოჩრილ ტალღებს+
და მის აღმართულ ტალღებს შენ ამშვიდებ.+
10 შენ ისე შემუსრე რახაბი,+ რომ მოკლულს დაამსგავსე.+
ძლიერი მკლავით გაფანტე შენი მტრები.+
11 შენია ცა+ და შენია დედამიწა;+
შენ დააფუძნე მიწა და ყველაფერი,+ რაც მასზეა.+
12 შენ შექმენი ჩრდილოეთი და სამხრეთი,+
თაბორი+ და ხერმონი+ სიხარულით ყიჟინებენ და აქებენ შენს სახელს.+
13 შენი მკლავი ძლევამოსილია,+
ძლიერია შენი ხელი;+
ამაღლებულია შენი მარჯვენა.+
14 სიმართლე და სამართლიანობაა შენი ტახტის საფუძველი;+
შენ წინაშე დგანან სიკეთე და ჭეშმარიტება.+
15 ბედნიერია მხიარულად მოყიჟინე ხალხი.+
იეჰოვა, შენი სახის ნათელში დადიან ისინი.+
16 შენი სახელით ხარობენ მთელი დღე+
და შენი სიმართლით არიან ამაღლებულნი.+
17 შენა ხარ მათი ძალის მშვენება,+
შენი კეთილგანწყობის გამო გვაქვს რქა ამაღლებული.+
18 იეჰოვას ეკუთვნის ჩვენი ფარი+
და ჩვენი მეფე — ისრაელის წმინდას.+
19 მაშინ შენ ხილვაში ელაპარაკე შენს ერთგულებს+
და უთხარი:
«შველა ვუბოძე ძლიერს,+
ხალხში ავამაღლე რჩეული.+
20 ვპოვე დავითი, ჩემი მსახური,+
ჩემი წმინდა ზეთით ვცხე იგი.+
21 მასთან მტკიცედ იქნება ჩემი ხელი,+
მას გააძლიერებს ჩემი მკლავი.+
22 მტერი ვერაფერს გამოსძალავს მას+
და ვერც უმართლობის ძე დაჩაგრავს.+
23 მის წინაშე შევმუსრე მისი მტრები,+
დავარტყი მის მოძულეებს.+
24 მასთანაა ჩემი ერთგულება და ჩემი სიკეთე,+
ჩემი სახელით არის მისი რქა ამაღლებული.+
25 ზღვაზე გადავაწვდენინე ხელი+
და მდინარეზე — მარჯვენა.+
26 ის შემომძახის: „შენ მამაჩემი ხარ,+
ჩემი ღმერთი+ და ჩემი ხსნის კლდე“.+
27 დავაყენებ მას, როგორც პირმშოს,+
ყველაზე ამაღლებული მეყოლება დედამიწის მეფეთა შორის.+
28 მარადიულად შევუნახავ ჩემს სიკეთეს+
და ჩემი შეთანხმება სანდო იქნება მისთვის.+
29 სამუდამოდ დავაფუძნებ მის შთამომავალს,+
მანამ იდგება მისი ტახტი, ვიდრე ცა არსებობს.+
30 თუ მისი ძეები მიატოვებენ ჩემს კანონს+
და არ ივლიან ჩემი სამართლით,+
31 თუ შებღალავენ ჩემს წესებს
და არ დაიცავენ ჩემს მცნებებს,
32 მაშინ ჯოხით მოვკითხავ პასუხს ცოდვებისთვის+
და დარტყმებით — დანაშაულისთვის.+
33 მაგრამ არ მოვუშლი ჩემს სიკეთეს მას+
და არ ვუღალატებ ჩემს ერთგულებას;+
34 არ შევბღალავ ჩემს შეთანხმებას+
და ჩემი პირით ნათქვამს არ შევცვლი.+
35 ერთხელ დავიფიცე ჩემი სიწმინდით,+
ტყუილს არ ვეტყვი დავითს.+
36 მარადიულად იარსებებს მისი შთამომავალი+
და მისი ტახტი — როგორც მზე ჩემ წინაშე.+
37 მარადიულად იქნება დაფუძნებული მთვარესავით,
ერთგული მოწმესავით, ზეცაში რომ არის». სელა.
38 მაგრამ შენ მიაგდე და შეიჯავრე,+
განრისხდი შენს ცხებულზე.+
39 უგულებელყავი შენს მსახურთან დადებული შეთანხმება,
მიწამდე დაამცირე მისი გვირგვინი.+
40 შენ დაუნგრიე მას ქვით ნაშენი ფარეხები;+
ნანგრევებად უქციე სიმაგრეები.+
41 ვინც გზად ჩაუარა, ყველამ გაძარცვა იგი;+
შეურაცხყოფილი გახდა მეზობლებისგან.+
42 შენ აუმაღლე მის მტრებს მარჯვენა,+
გაახარე ყველა მისი მტერი.+
43 კვლავ დაუპირისპირდი მის მახვილს+
და არ გაამარჯვებინე ბრძოლაში.+
44 შენ დაუკარგე მას ბრწყინვალება+
და მიწას დაანარცხე მისი ტახტი.+
45 შენ შეუმოკლე ახალგაზრდობის დღეები,
შემოსე ის სირცხვილით.+ სელა.
46 იეჰოვა, როდემდე იქნები დამალული? სამარადისოდ?+
კვლავ ცეცხლივით იგიზგიზებს შენი რისხვა?+
47 გაიხსენე ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობა.+
ნუთუ ამაოებისთვის შექმენი ადამიანის ძეები?!+
48 რომელი ცოცხალი კაცი არ იხილავს სიკვდილს?+
დაიხსნის თავის სულს სამარის ხელიდან?!+ სელა.
49 სად არის შენი უწინდელი სიკეთე, იეჰოვა,
რომელზეც დავითს შეჰფიცე შენი ერთგულებით?+
50 გაიხსენე, იეჰოვა, შენი მსახურის შეურაცხყოფა,+
როგორ ვატარებდი უბით შეურაცხყოფას ყველა ხალხისგან,+
51 როგორ შეურაცხყოფენ შენი მტრები, იეჰოვა,+
როგორ შეურაცხყოფენ შენი ცხებულის ნაკვალევს.+
52 მარადიულად კურთხეული იყოს იეჰოვა. ამინ! ამინ!+
მეოთხე წიგნი
(ფსალმუნები 90—106)
ჭეშმარიტი ღვთის მსახურის, მოსეს, ლოცვა+
90 იეჰოვა, შენა ხარ ჩვენი თავშესაფარი+
თაობიდან თაობაში.+
2 სანამ მთები გაჩნდებოდნენ+
და სანამ დედამიწასა+ და ნაყოფიერ მიწას+ წარმოშობდი თითქოსდა მშობიარობის ტკივილებით,
მარადიულად შენა ხარ ღმერთი.+
3 კვლავ მტვრად აქცევ მოკვდავ ადამიანს+
და ეტყვი: „მტვერს დაუბრუნდით, ადამიანის ძეებო“.+
4 შენს თვალში ათასი წელი გუშინდელი, განვლილი დღესავით არის,+
და ღამის ერთ გუშაგობას ჰგავს.+
5 შენ აღგავე ისინი;+ ძილს დაემსგავსნენ;+
დილაობით მწვანე ბალახივით არიან, რომელიც იცვლება.+
6 დილით იფურჩქნება, შემდეგ კი იცვლება;+
საღამოს ჭკნება და ხმება.+
7 შენმა რისხვამ ბოლო მოგვიღო+
და შენმა მრისხანებამ შეგვაძრწუნა.+
8 შენ წინ დაიდე ჩვენი დანაშაული,+
ჩვენი ფარული საქმეები — შენი მბრწყინავი სახის წინაშე.+
9 ჩვენი დღეები იწურება შენი რისხვით;+
ამონასუნთქივით ვკარგავთ ჩვენს წლებს.+
10 ჩვენი დღეების ხანგრძლივობა სამოცდაათი წელია;+
განსაკუთრებული ჯანმაგრობისას კი — ოთხმოცი წელი,+
მაგრამ ისინი გასაჭირითა და ტანჯვით არის სავსე;+
სწრაფად გადის და ჩვენც მივფრინავთ.+
11 ვინ იცის შენი რისხვის ძალა+
და ვინ იცის შენი მრისხანება? ის ისეთივე დიდია, როგორც შიში, რომელსაც შენ მიმართ უნდა ავლენდნენ.+
12 გვასწავლე, ისე დავითვალოთ ჩვენი დღეები,+
რომ ბრძენი გული შევიძინოთ.+
13 დაბრუნდი, იეჰოვა!+ როდემდე?+
შეიბრალე შენი მსახურები!+
14 შენი სიკეთით+ გაგვაძღე დილაობით,
რათა სიხარულით ვიყიჟინოთ და გავიხაროთ მთელი ჩვენი დღენი.+
15 იმდენ ხანს გაგვახარე, რამდენ ხანსაც შეგვაჭირვე,+
რამდენი წელიც უბედურებას ვიტანდით.+
16 იხილონ შენი საქმენი შენმა მსახურებმა+
და შენი სიდიადე — მათმა ძეებმა.+
17 ჩვენთვის იყოს იეჰოვას, ჩვენი ღვთის, მშვენება;+
ჩვენი ნახელავი ჩვენთვის განამტკიცე;+
განამტკიცე ჩვენი ნახელავი.+
91 უზენაესის+ საფარში დამკვიდრებული+
ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ დაივანებს.+
2 ვეტყვი იეჰოვას: „ჩემი თავშესაფარი და სიმაგრე ხარ,+
ჩემი ღმერთი ხარ, შენ მოგენდობი“.+
3 ის დაგიხსნის მონადირის კაკანათისგან,+
უბედურების მომტანი ჭირისგან.+
4 ფრთებით ჩაკეტავს შენთან მოსასვლელს+
და მის ფრთებქვეშ პოვებ თავშესაფარს.+
მისი ჭეშმარიტება+ დიდი ფარი+ და სიმაგრე იქნება შენთვის.
5 ვერავითარი საშინელება ვერ შეგაშინებს ღამით,+
ვერც ისარი,+ დღისით რომ მიფრინავს,
6 ვერც წყვდიადში მოარული ჭირი+
და ვერც განადგურება, შუადღისას რომ ძარცვავს.+
7 შენ გვერდით დაეცემა ათასი
და ათი ათასი — შენ მარჯვნივ,
შენ კი არაფერი მოგეკარება.+
8 მხოლოდ თვალებით შეხედავ+
და დაინახავ ბოროტთა საზღაურს.+
9 შენ თქვი: იეჰოვააო ჩემი თავშესაფარი,+
და ამგვარად, შენს სამკვიდროდ აქციე უზენაესი;+
10 უბედურება არ დაგატყდება თავს+
და წყლული ვერ გაეკარება შენს კარავს.+
11 ის თავის ანგელოზებს უბრძანებს,+
რომ ყველა შენს გზაზე დაგიცვან.+
12 ხელში აყვანილს გატარებენ,+
რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა.+
13 ლომსა და კობრას გათელავ,+
ფაფრიან ლომსა და დიდ გველს ფეხით შესდგები.+
14 „რადგან შემიყვარა,+
მეც გადავარჩენ.+
დავიცავ, რადგან გაიგო ჩემი სახელი.+
15 ის მომიხმობს და მეც ვუპასუხებ.+
მასთან ვიქნები გასაჭირში.+
ვიხსნი და განვადიდებ.+
16 დღეგრძელობით გავაძღებ+
და ვუჩვენებ ჩემგან ხსნას“.+
ფსალმუნი, სიმღერა შაბათისთვის
92 კარგია, ვმადლობდეთ იეჰოვას+
და ქებას ვუმღეროდეთ შენს სახელს, უზენაესო;+
2 დილით შენს სიკეთეზე ვლაპარაკობდეთ+
და ღამით — შენს ერთგულებაზე+
3 ათსიმიანი საკრავისა და ლუტნის თანხლებით+
და ქნარზე აჟღერებული ჰანგით.+
4 შენ გამახარე, იეჰოვა, შენი საქმეებით;
სიხარულით ვყიჟინებ შენი ნახელავის გამო.+
5 რა დიდებულია შენი საქმეები, იეჰოვა!+
ძალიან ღრმაა შენი აზრები.+
6 უგუნური ვერ ჩასწვდება მათ+
და სულელი ვერ გაიგებს ამას.+
7 როცა ბალახივით აღმოცენდებიან ბოროტნი+
და სიავის მქნელნი გაიფურჩქნებიან,
სამუდამოდ მოისპობიან ისინი.+
8 შენ კი, იეჰოვა, ყველაზე აღმატებული ხარ მარადიულად!+
9 აი შენი მტრები, იეჰოვა,+
დაიღუპებიან შენი მტრები;+
სიავის მქნელნი გაიფანტებიან.+
10 შენ ამიმაღლებ რქას, როგორც გარეულ ხარს,+
ახალ ზეთს ვიცხებ.+
11 თვალს მივადევნებ ჩემს მტრებს,+
ყურით მოვისმენ ჩემ წინააღმდეგ აღმდგარ ბოროტმოქმედთა დამარცხების ამბავს.
12 პალმასავით გაიფურჩქნება მართალი,+
ლიბანის კედარივით დიდი გაიზრდება.+
13 გაიფურჩქნებიან იეჰოვას სახლში,+
ღვთის ეზოებში+ დანერგილნი.
14 გაჭაღარავების დროსაც კი გაფურჩქნულნი იქნებიან,+
ძალით სავსენი და ქორფანი,+
15 რათა აუწყონ, რომ მართალია იეჰოვა.+
ის არის ჩემი კლდე,+ არ არის მასში უმართლობა.+
93 გამეფდა იეჰოვა!+
დიდებულებით არის შემოსილი.+
შემოსილია იეჰოვა და ძალა აქვს შემოსარტყლული.+
მიწაც დაფუძნდა და არ მოირყევა.+
2 უხსოვარი დროიდან არის განმტკიცებული შენი ტახტი.+
მარადიულად ხარ შენ.+
3 იეჰოვა, მდინარეებმა აიმაღლეს,
მდინარეებმა აიმაღლეს ხმა;+
უფრო მეტად ახმაურდნენ მდინარეები.+
4 დიდი წყლის ხმაურსა და ზღვის საუცხოო ზვირთებზე+
დიდებულია+ იეჰოვა მაღლა.
5 სანდოა შენი შეხსენებები.+
სიწმინდე შეჰფერის შენს სახლს,+ იეჰოვა, მარადიულად.+
94 შურისმაძიებელო ღმერთო, იეჰოვა,+
შურისმაძიებელო ღმერთო, გამოანათე!+
2 აღსდექ, დედამიწის მოსამართლევ!+
საზღაური მიაგე ამპარტავნებს.+
3 როდემდე, იეჰოვა,+
როდემდე უნდა ხარობდნენ ბოროტები?+
4 სიტყვებს აფრქვევენ, თავშეუკავებლად ლაპარაკობენ;+
ყველა სიავის მქნელი საკუთარი თავით ტრაბახობს.+
5 შენს ხალხს მუსრავენ, იეჰოვა,+
შენს მემკვიდრეობას ჩაგრავენ.+
6 ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ,+
უმამო ბავშვებს ხოცავენ,+
7 ამბობენ: ვერ ხედავსო იაჰი+
და იაკობის ღმერთი ვერ იგებსო ამას.+
8 გაიგეთ თქვენ, უგუნურებო.+
სულელებო, როდის გექნებათ წვდომის უნარი?+
9 განა ვერ მოისმენს ყურის შემქმნელი?!+
თვალის შემქმნელი განა ვერ დაინახავს?!+
10 განა ვერ შეაგონებს ერების გამომასწორებელი,+
ადამიანებისთვის ცოდნის მიმცემი?!+
11 იეჰოვამ იცის ადამიანთა ფიქრები, იცის, რომ ერთი ამონასუნთქივითაა ისინი.+
12 იაჰ, ბედნიერია კაცი, რომელსაც შეცდომაზე მიუთითებ+
და რომელსაც შენს კანონს ასწავლი,+
13 რათა მოასვენო უბედურების დღეებისგან,+
სანამ ორმო ითხრება ბოროტისთვის.+
14 იეჰოვა არ მიატოვებს თავის ხალხს,+
არ დატოვებს თავის მემკვიდრეობას.+
15 ისევ სიმართლეს დაუბრუნდება სამართალი+
და ყველა გულმართალი მას მიჰყვება.
16 ვინ აღუდგება წინ ბოროტმოქმედებს ჩემი გულისთვის?+
ვინ დადგება სიავის მქნელთა წინააღმდეგ ჩემთვის?+
17 იეჰოვა რომ არ დამხმარებოდა,+
მალევე დამკვიდრდებოდა მდუმარებაში ჩემი სული.+
18 როცა ვთქვი, წავფორხილდები-მეთქი,+
იეჰოვა, შენმა სიკეთემ გამამაგრა.+
19 როცა მშფოთვარე ფიქრები მომიმრავლდა,+
შენმა ნუგეშმა მიუალერსა ჩემს სულს.+
20 განა შეკრავს შენთან კავშირს ტახტი, რომელიც უბედურებას იწვევს+
და სირთულეებს ქმნის დადგენილებით?+
21 ისინი სასტიკად ესხმიან თავს მართლის სულს+
და უდანაშაულოს სისხლსაც კი დამნაშავედ აცხადებენ.+
22 იეჰოვა იქნება ჩემი თავშესაფარი მაღლობზე,+
ჩემი ღმერთი იქნება ჩემი თავშესაფარი კლდე.+
23 მათ დაუბრუნებს მათივე სიავეს+
და მათივე უბედურებით დაადუმებს.+
იეჰოვა, ჩვენი ღმერთი დაადუმებს მათ.+
95 მოდით, სიხარულით შევძახოთ იეჰოვას!+
სიხარულით შევყიჟინოთ ჩვენი ხსნის კლდეს!+
2 სამადლობლით წარვდგეთ მისი სახის წინაშე;+
ვუმღეროთ და სიხარულით შევყიჟინოთ მას!+
3 დიდებული ღმერთია იეჰოვა,+
დიდებული მეფეა, ყველა ღმერთზე აღმატებული.+
4 მის ხელშია დედამიწის სიღრმეები+
და მისია მთათა მწვერვალები;+
5 მისია ზღვა, რომელიც თვითონ შექმნა;+
მისმა ხელმა შექმნა ხმელეთი.+
6 შემოდით, თაყვანი ვცეთ მას და ქედი მოვიხაროთ მის წინაშე;+
მუხლი მოვიყაროთ+ იეჰოვას, ჩვენი შემოქმედის წინაშე!+
7 ის არის ჩვენი ღმერთი, ჩვენ კი მისი საძოვრის ხალხი ვართ და ცხვარი მის ხელში.+
დღეს, თუ მის ხმას მოისმენთ,+
8 ნუ გაიჯიუტებთ გულებს, როგორც მერიბაში+
და მასაში, უდაბნოში,+
9 როცა თქვენმა მამა-პაპამ გამომცადა;+
მათ შემამოწმეს და იხილეს ჩემი საქმეები.+
10 ორმოც წელს მძულდა ეს თაობა+
და ვთქვი:
„გულით თვითნება ხალხია+
და არ შეუცვნიათ ჩემი გზა“.+
11 ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას,+
ვერ შემოვლენ-მეთქი ისინი ჩემს დასვენებაში.+
96 უმღერეთ იეჰოვას ახალი სიმღერა!+
უმღერეთ იეჰოვას, დედამიწის მკვიდრნო!+
2 უმღერეთ იეჰოვას, აკურთხეთ მისი სახელი.+
დღითი დღე ახარეთ მისგან ხსნა.+
3 აუწყეთ მისი დიდება ერებს+
და მისი საოცარი საქმეები — ხალხებს,+
4 რადგან დიდებულია იეჰოვა+ და დიდად საქები;
ყველა ღმერთზე მეტად შიშის მომგვრელია იგი.+
5 ხალხთა ღმერთები არაფრის მაქნისი ღმერთებია,+
იეჰოვამ კი ზეცა შექმნა.+
6 ღირსება და ბრწყინვალებაა მის წინაშე,+
ძალა და მშვენიერებაა მის საწმინდარში.+
7 მიაგეთ იეჰოვას, ხალხთა ტომებო,+
მიაგეთ იეჰოვას დიდება და ძალა!+
8 მიაგეთ იეჰოვას მისი სახელის დიდება,+
წაიღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში.+
9 მდაბლად თაყვანი ეცით იეჰოვას წმინდა სამოსლით შემოსილებმა;+
თრთოდეთ მის წინაშე, დედამიწის მკვიდრნო!+
10 უთხარით ერებს: „გამეფდა იეჰოვა.+
მიწაც დაფუძნდა და არ მოირყევა.+
სიმართლით გამოესარჩლება ის ხალხებს“.+
11 გაიხაროს ზეცამ და იმხიარულოს დედამიწამ,+
იხმაუროს ზღვამ და ყველაფერმა, რაც მასშია,+
12 გაიხაროს ტრიალმა მინდორმა და ყველაფერმა, რაც მასზეა.+
ტყის ყველა ხემაც იმხიარულოს+
13 იეჰოვას წინაშე, რადგან მოვიდა იგი,+
მოვიდა დედამიწის გასასამართლებლად.+
ის სიმართლით გაასამართლებს ქვეყნიერებას+
და ერთგულებით+ — ხალხებს.
97 გამეფდა იეჰოვა!+ გაიხაროს დედამიწამ.+
იმხიარულონ კუნძულებმა.+
2 ღრუბლებითა და ბინდით არის გარემოცული ღმერთი;+
სიმართლე და სამართლიანობაა მისი ტახტის საფუძველი.+
3 მის წინ დადის ცეცხლი+
და ყოველ მხარეს შთანთქავს მის მოწინააღმდეგეებს.+
4 მისმა ელვამ გაანათა მიწა,+
დაინახა დედამიწამ და მწვავე ტკივილები დაეწყო.+
5 ცვილივით დადნა მთები იეჰოვას,+
მთელი დედამიწის უფლის გამო.+
6 ცა აცხადებს მის სიმართლეს+
და ყველა ხალხი ხედავს მის დიდებას.+
7 შერცხვეს ყველა, ვინც ქანდაკებებს ემსახურება,+
ვინც არაფრის მაქნისი ღმერთებით იკვეხნის.+
მდაბლად თაყვანი ეცით მას, ღმერთებო.+
8 მოისმინა სიონმა და გაიხარა,+
გამხიარულდნენ იუდას პატარა ქალაქები+
შენი სამართლის გამო, იეჰოვა.+
9 იეჰოვა, შენ უზენაესი ხარ მთელ დედამიწაზე,+
ყველა ღმერთზე მეტად ხარ ამაღლებული.+
10 იეჰოვას მოყვარულნო,+ შეიძულეთ ბოროტება.+
ის იცავს თავის ერთგულთა სულებს,+
ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ.+
11 სინათლემ გამოანათა მართალთათვის+
და მხიარულებამ — გულმართალთათვის.+
12 გაიხარეთ იეჰოვათი, მართლებო,+
და მადლობდეთ მის წმინდა სახსენებელს.+
სიმღერა
98 უმღერეთ იეჰოვას ახალი სიმღერა,+
რადგან საოცარი საქმეები მოიმოქმედა.+
მან თავისი მარჯვენით, თავისი წმინდა მკლავით მოიპოვა ხსნა.+
2 იეჰოვამ ცნობილი გახადა თავისი ხსნა;+
ხალხების თვალწინ გამოავლინა თავისი სიმართლე.+
3 გაიხსენა, რომ სიკეთესა და ერთგულებას დაჰპირდა ისრაელის სახლს.+
დედამიწის კიდეებმა იხილეს ხსნა ჩვენი ღვთისგან.+
4 სიხარულით შეჰყიჟინეთ იეჰოვას, დედამიწის მკვიდრნო,+
იმხიარულეთ, სიხარულით შესძახეთ და ქება უმღერეთ.+
5 ქება უმღერეთ იეჰოვას ქნარით,+
ქება უმღერეთ ქნარით და უგალობეთ.+
6 საყვირებითა და ბუკის ხმით+
სიხარულით იყიჟინეთ მეფის, იეჰოვას, წინაშე.
7 იხმაუროს ზღვამ და ყველაფერმა, რაც მასშია,+
მიწამ და მასზე მცხოვრებლებმა!+
8 ტაში შემოჰკრან მდინარეებმა
და ყველა მთამ ერთად შესძახოს სიხარულით+
9 იეჰოვას წინაშე, რადგან მოვიდა ის დედამიწის გასასამართლებლად!+
ის სიმართლით გაასამართლებს ქვეყნიერებას+
და სამართლიანად — ხალხებს.+
99 გამეფდა იეჰოვა.+ ათრთოლდნენ ხალხები!+
ის ქერუბიმებზე ზის.+ შეიძრას დედამიწა!+
2 დიდებულია იეჰოვა სიონში,+
ამაღლებულია ყველა ხალხზე.+
3 ხოტბა შეასხან შენს სახელს.+
დიდებული, შიშის მომგვრელი და წმინდაა იგი.+
4 ღმერთს, როგორც მეფეს, ძლიერ უყვარს სამართალი.+
შენ განამტკიცე სიმართლე,+
შენ გააჩინე სამართალი და სიმართლე იაკობში.+
5 განადიდეთ იეჰოვა, ჩვენი ღმერთი,+ და მდაბლად თაყვანი ეცით მას მის ფეხსადგამთან;+
წმინდაა იგი.+
6 მის მღვდლებს შორის იყვნენ მოსე და აარონი,+
სამუელი მათ შორის იყო, ვინც მის სახელს მოუხმობდა.+
ისინი მოუხმობდნენ იეჰოვას და ის პასუხობდა მათ.+
7 ღრუბლის სვეტიდან ელაპარაკებოდა მათ.+
მათ დაიცვეს მისი შეხსენებები და მათთვის მიცემული წესი.+
8 იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, შენ უპასუხე მათ.+
მიმტევებელი ღმერთი იყავი მათთვის+
და შურისმაძიებელი მათი უგვანი საქმეების გამო.+
9 განადიდეთ იეჰოვა, ჩვენი ღმერთი,+
და მდაბლად თაყვანი ეცით მას მის წმინდა მთაზე,+
რადგან წმინდაა იეჰოვა, ჩვენი ღმერთი.+
სამადლობელი სიმღერა+
100 სიხარულით შეჰყიჟინეთ იეჰოვას, დედამიწის მკვიდრნო.+
2 სიხარულით ემსახურეთ იეჰოვას.+
მხიარული ყიჟინით მიდით მის წინაშე.+
3 იცოდეთ, რომ იეჰოვაა ღმერთი.+
თვითონ კი არ შეგვიქმნია ჩვენი თავი, მან შეგვქმნა.+
ჩვენ მისი ხალხი ვართ და მისი საძოვრის ცხვარი.+
4 სამადლობლით შედით მის კარიბჭეებში+
და ქებით — მის ეზოებში.+
მადლობდეთ მას და აკურთხეთ მისი სახელი.+
5 კარგია იეჰოვა;+
მისი სიკეთე მარადიულია+
და მისი ერთგულება — თაობიდან თაობაში.+
დავითის ფსალმუნი. სიმღერა
101 სიკეთესა და სამართალზე ვიმღერებ.+
შენ გიმღერებ ქებას, იეჰოვა!+
2 გონივრულად მოვიქცევი უბიწობის გზაზე.+
როდის მოხვალ ჩემთან?+
უმწიკვლო გულით ვივლი ჩემს სახლში.+
3 უვარგისს არაფერს დავიყენებ თვალწინ.+
შევიძულე განდგომილთა საქმეები,+
ახლოს არ გავეკარები.+
4 შორს არის ჩემგან ის, ვისაც მრუდე გული აქვს;+
ცუდში არაფერში მიმიძღვის წვლილი.+
5 მას, ვინც მეგობარს ფარულად ცილს სწამებს,+
მე ვადუმებ;+
ამპარტავანი თვალებისა და ქედმაღალი გულის პატრონს+
ვერ ვიტან.+
6 თვალები მიპყრობილი მაქვს დედამიწაზე მცხოვრებ ერთგულთაკენ,+
რათა ჩემთან ერთად იცხოვრონ.+
უბიწო გზით მავალი+
მე მომემსახურება.+
7 ვერ იცხოვრებს მზაკვარი ჩემს სახლში;+
სიცრუის მოლაპარაკე ვერ განმტკიცდება+
ჩემ თვალწინ.+
8 ყოველ დილით დავადუმებ დედამიწაზე მცხოვრებ ბოროტებს,+
რათა მოიკვეთონ იეჰოვას ქალაქიდან+ სიავის მქნელნი.+
დაჩაგრულის ლოცვა, როცა ღონემიხდილი თავის წუხილს ღვრის იეჰოვას წინაშე+
102 იეჰოვა, ისმინე ჩემი ლოცვა.+
მოაღწიოს შენამდე ჩემმა ხმამ, როცა შველას გთხოვ.+
2 ნუ დამალავ სახეს ჩემგან მაშინ, როცა დიდ გასაჭირში ვარ.+
ყური მომაპყარი;+
იჩქარე და მიპასუხე, როცა მოგიხმობ.+
3 კვამლივით ქრება ჩემი დღეები+
და ჩემი ძვლები ბუხარივით წითლდება მხურვალებისგან.+
4 ბალახივით ჭკნება და ხმება ჩემი გული,+
რადგან ჭამაც კი დამავიწყდა.+
5 ოხვრისგან+
ძვალი და ტყავიღა დავრჩი.+
6 უდაბნოს ვარხვივით გავხდი,+
ჭოტს დავემსგავსე, გაპარტახებულ ადგილებში დაბუდებულს.
7 ძალა გამომეცალა
და სახურავზე ეულად მჯდომ ჩიტს დავემსგავსე.+
8 მთელი დღე შეურაცხმყოფენ ჩემი მტრები.+
ჩემმა დამცინავებმა ჩემი სახელი წყევლად აქციეს.+
9 პურივით ვჭამ ნაცარს+
და სასმელს ცრემლებს ვურევ+
10 შენი რისხვისა და გულისწყრომის გამო,+
რადგან ამიყვანე, რომ გადაგეგდე.+
11 ჩემი დღეები გადახრილი ჩრდილივითაა,+
ბალახივით ვარ გამხმარი.+
12 შენ კი, იეჰოვა, მარადიულად იქნები+
და თაობიდან თაობაში გახსენებენ.+
13 შენ აღსდგები, შენ შეიწყალებ სიონს,+
რადგან დადგა მის მიმართ კეთილგანწყობის გამოვლენის დრო,
მოვიდა დანიშნული დრო.+
14 შენს მსახურებს მოსწონთ მისი ქვები,+
მათთვის ძვირფასია მისი მტვერი.+
15 შეეშინდებათ ხალხებს იეჰოვას სახელის,+
დედამიწის მეფეებს — შენი დიდების.+
16 იეჰოვა ააშენებს სიონს,+
ის გამოჩნდება თავისი დიდებით.+
17 ის შეისმენს გაძარცულთა ლოცვას,+
მათ ლოცვას არ უგულებელყოფს.+
18 მომავალი თაობისთვის დაიწერა ეს;+
ხალხი, რომელიც გაჩნდება, აქებს იაჰს.+
19 გადმოიხედა მან თავისი წმინდა სიმაღლიდან,+
იეჰოვამ ზეციდან გადმოხედა დედამიწას,+
20 რომ მოესმინა პატიმრის ოხვრა+
და გაეთავისუფლებინა სასიკვდილოდ განწირულები,+
21 რათა გაცხადდეს იეჰოვას სახელი სიონში+
და მისი ქება — იერუსალიმში,+
22 როცა ერთად იკრიბებიან ხალხები+
და სამეფოები, იეჰოვას რომ ემსახურონ.+
23 შუაგზაზე გამომაცალა მან ძალა,+
დღეები შემიმოკლა.+
24 ვთქვი: „ჩემო ღმერთო,
ნუ წამიყვან სიცოცხლის შუაგზიდან;+
ყველა თაობაშია შენი წლები.+
25 დიდი ხნის წინათ დააფუძნე დედამიწა+
და ზეცა შენი ნახელავია.+
26 ისინი დაიღუპებიან, შენ კი სამუდამოდ დარჩები;+
ტანსაცმელივით გაცვდებიან ისინი.+
ტანსაცმელივით გამოცვლი მათ და თავიანთ დროს მოჭამენ.+
27 შენ კი იგივე ხარ, არ დასრულდება შენი წლები.+
28 შენი მსახურების ძეები კვლავაც იქ იცხოვრებენ, სადაც არიან,+
და შენ წინაშე განმტკიცდებიან მათი შთამომავლები“.+
დავითის ფსალმუნი
103 აკურთხე იეჰოვა, ჩემო სულო,+
მთელო ჩემო არსებავ, აკურთხე მისი სახელი!+
2 აკურთხე იეჰოვა, ჩემო სულო,
და მის საქმეებს ნუ დაივიწყებ!+
3 აკურთხე ის, ვინც ყველა დანაშაულს გპატიობს;+
ვინც ყველა შენი სნეულებისგან გკურნავს;+
4 ვინც საფლავში ჩავარდნისგან იცავს შენს სიცოცხლეს;+
ვინც სიკეთისა და წყალობის გვირგვინს გადგამს;+
5 ვინც ყოველივე კარგით აძღებს შენს სიცოცხლეს;+
როგორც არწივს, ისე გიახლდება ახალგაზრდობა.+
6 იეჰოვა აღასრულებს სიმართლესა+
და სამართალს მათთვის, ვისაც რაღაცას სძალავენ.+
7 თავისი გზები გააცნო მოსეს+
და თავისი საქმეები — ისრაელის ძეებს.+
8 იეჰოვა გულმოწყალე და მწყალობელია,+
რისხვაში ნელი და სიკეთით სავსე.+
9 მუდმივად არ დაგდებს ბრალს+
და არც მარადიულად განაწყენდება.+
10 ჩვენი ცოდვებისამებრ არ მოგვექცა+
და არც დანაშაულისთვის მოგვიზღა ის, რასაც ვიმსახურებდით.+
11 როგორც ცაა დედამიწაზე მაღლა,+
ასევე აღმატებულია მისი სიკეთე მის მოშიშთათვის;+
12 როგორც მზის ამოსავალია დაშორებული მზის ჩასავლისგან,+
ისე დაგვაშორა მან ჩვენი ცოდვები;+
13 როგორც მამა იწყალებს შვილებს,+
იეჰოვაც ისე იწყალებს თავის მოშიშებს.+
14 მან კარგად იცის ჩვენი აგებულება+
და ახსოვს, რომ მტვერი ვართ.+
15 მოკვდავი ადამიანის დღეები მწვანე ბალახივითაა,+
მინდვრის ყვავილივით იფურჩქნება იგი.+
16 დაუბერავს ქარი და აღარ არის,+
აღარ ემახსოვრება იგი მის ადგილს.+
17 იეჰოვას სიკეთე მარადიულია+
მის მოშიშთა მიმართ,+
მისი სიმართლე — შვილთაშვილების მიმართ,+
18 მისი შეთანხმების დამცველთა მიმართ+
და მათ მიმართ, ვისაც ახსოვს მისი წესები და იცავს მათ.+
19 იეჰოვამ განამტკიცა თავისი ტახტი ზეცაში+
და მისი მეფობა ყველგან ვრცელდება.+
20 აკურთხეთ იეჰოვა, ანგელოზნო+ მისნო, ძალით ძლიერნო, მისი სიტყვის შემსრულებელნო,+
მისი სიტყვის მოსმენით!+
21 აკურთხეთ იეჰოვა, მისნო ლაშქარნო,+
მისნო მსახურნო, მისი ნების შემსრულებელნო!+
22 აკურთხეთ იეჰოვა, თქვენ, მისმა ქმნილებებმა,+
მთელ მის სამფლობელოში!+
აკურთხე იეჰოვა, ჩემო სულო!+
104 აკურთხე იეჰოვა, ჩემო სულო.+
დიდებული ხარ, იეჰოვა, ჩემო ღმერთო,+
ღირსებითა და სიდიადით ხარ მოსილი.+
2 ტანსაცმელივით შემოგიკრავს სინათლე+
და კარვის ქსოვილივით ჭიმავ ცას.+
3 წყალში ძელებით აგებ შენს ზემოთა ოთახებს,+
ეტლად იხდი ღრუბლებს,+
ქარის ფრთებით დადიხარ.+
4 სულებად ქმნი ანგელოზებს,+
შთამნთქმელი ცეცხლივით არიან შენი მსახურები.+
5 მყარ საფუძველზე აფუძნებ დედამიწას,+
არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ;+
6 როგორც ტანსაცმლით, ისე დაფარე წყლებით.+
მთებს ზემოთ იყო წყლები.+
7 გაკიცხე და გაიქცნენ,+
შენი გრგვინვის ხმაზე თავზარდაცემულნი გაქანდნენ
8 იმ ადგილისკენ, რომელიც მათ მიუჩინე.+
მთები ამაღლდნენ,
ველები დადაბლდნენ.
9 საზღვარი დაუდგინე, რომელიც არ უნდა გადაკვეთონ,+
რათა აღარ დაფარონ დედამიწა.+
10 ხევებში გზავნი წყაროებს+
და მთებს შორის მოედინებიან.
11 განუწყვეტლივ აძლევენ სასმელს მინდვრის ცხოველებს;+
ზებრები+ იკლავენ წყურვილს.
12 მათ თავზე იბუდებენ ცის ფრინველები;+
შეფოთლილი ტოტებიდან გამოსცემენ ხმას.+
13 ზემოთა ოთახებიდან რწყავ მთებს.+
შენი შრომის ნაყოფით ძღება დედამიწა.+
14 მწვანე ბალახს აღმოაცენებ ცხოველებისთვის,+
მცენარეებს — ადამიანებისთვის,+
რათა საკვები აღმოაცენოს დედამიწამ,+
15 გვაძლევ ღვინოს, მოკვდავი ადამიანის გულის გამახალისებელს,+
ზეთს, რომელიც სახეს აპრიალებს,+
და პურს, მოკვდავი ადამიანის გულის გამამაგრებელს.+
16 ძღებიან იეჰოვას ხეები,
მისი დარგული ლიბანის კედრები,+
17 სადაც ჩიტები იბუდებენ.+
ყარყატი ბუდობს ღვიაზე.+
18 მაღალი მთები+ ჯიხვებისთვისაა,+
კლდეები დამანთა თავშესაფარია.+
19 შენ შექმენი მთვარე დროის დასადგენად.+
მზემ კარგად იცის, სად უნდა ჩავიდეს.+
20 აბნელებ, რომ დაღამდეს;+
ტყის ყველა ცხოველი დადის მასში.
21 ფაფრიანი ლომები მსხვერპლის ძებნაში ბრდღვინავენ+
და ღვთისგან საჭმელს ელიან.+
22 მზე რომ იწყებს ნათებას,+ უკან ბრუნდებიან
და თავიანთ სამალავში წვებიან.
23 კაცი იწყებს თავის საქმიანობას+
და საღამომდე მუშაობს.+
24 რაოდენ მრავალია შენი საქმენი, იეჰოვა!+
ყველაფერი სიბრძნით შექმენი.+
სავსეა დედამიწა შენი ნაშრომით.+
25 ამ დიდსა და უკიდეგანო ზღვაში+
უთვალავი ცოცხალი არსებაა,+
ცოცხალი ქმნილებები, დიდი თუ პატარა.+
26 იქ მოძრაობენ ხომალდები,+
იქ სათამაშოდ+ შექმენი ლევიათანი.+
27 ყოველი მათგანი შენ გელოდება,+
რომ დროულად მისცე საკვები.+
28 რასაც აძლევ, იმას იღებენ;+
ხელს შლი და ყოველივე კარგით კმაყოფილდებიან.+
29 თუ სახეს დამალავ, შეშფოთდებიან;+
სულს თუ წაართმევ, დაიხოცებიან+
და მტვერს დაუბრუნდებიან.+
30 თუ სულს გაუშვებ, წარმოიქმნებიან.+
შენ აახლებ მიწის პირს.
31 მარადიულად გასტანს იეჰოვას დიდება.+
გაიხარებს იეჰოვა თავისი ნამოქმედარით.+
32 ის უყურებს დედამიწას და ირყევა იგი,+
ეხება მთებს და ბოლავენ ისინი.+
33 მთელი სიცოცხლე ვუმღერებ იეჰოვას,+
ქებას ვუმღერებ ჩემს ღმერთს, სანამ ცოცხალი ვარ.+
34 სასიამოვნო იყოს ჩემი ფიქრები მასზე;+
იეჰოვათი გავიხარებ.+
35 ცოდვილებს ბოლო მოეღებათ დედამიწაზე;+
აღარ იარსებებენ ბოროტები.+
აკურთხე იეჰოვა, ჩემო სულო. ადიდეთ იაჰი!+
105 მადლობდეთ იეჰოვას, მოუხმეთ მის სახელს,+
გააგებინეთ ხალხებს მისი საქმეები!+
2 უმღერეთ მას, ქება უმღერეთ,+
იფიქრეთ მის საოცარ საქმეებზე,+
3 იამაყეთ მისი წმინდა სახელით.+
გაიხარონ იეჰოვას მძებნელთა გულებმა.+
4 ეძებეთ იეჰოვა და მისი ძალა,+
გამუდმებით ეძებეთ მისი სახე.+
5 გახსოვდეთ საოცარი საქმეები, მან რომ მოიმოქმედა,+
მისი სასწაულები და მისი ბაგის სამართალი,+
6 აბრაამის, მისი მსახურის, შთამომავლებო,+
იაკობის ძეებო, მისნო რჩეულნო!+
7 ის არის იეჰოვა, ჩვენი ღმერთი.+
მთელ დედამიწაზე მოქმედებს მისი სამართალი.+
8 მარადიულად ემახსოვრება თავისი შეთანხმება,+
ათასობით თაობაში ემახსოვრება თავისი ნაბრძანები სიტყვა,+
9 აბრაამთან დადებული შეთანხმება+
და ისაკისთვის მიცემული ფიცი,+
10 რომლის სიტყვებიც წესად ჰქონდა იაკობს,
მარადიულ შეთანხმებად — ისრაელს:+
11 „შენ მოგცემ ქანაანის მიწას,+
როგორც თქვენს სამემკვიდრო წილს“.+
12 მაშინ მცირე იყო მათი რიცხვი,+
ძალიან მცირე, და ხიზნობდნენ იქ.+
13 ერიდან ერში გადადიოდნენ,+
ერთი სამეფოდან სხვა ხალხთან მიდიოდნენ.+
14 მან არავის დართო ნება, რამე გამოეძალათ მათთვის,+
მათი გულისთვის შეაგონებდა მეფეებს+
15 და ეუბნებოდა: „ჩემს ცხებულებს არ შეეხოთ+
და ცუდი არაფერი გაუკეთოთ ჩემს წინასწარმეტყველებს!“+
16 შიმშილი ჩამოაგდო ქვეყანაში;+
დაამტვრია პურის ჩამოსაკიდებელი ჯოხები.+
17 მათ წინ გაგზავნა კაცი,
იოსები, რომელიც მონად გაყიდეს.+
18 ბორკილებით დაუმძიმეს ფეხები,+
რკინით შეიბორკა მისი სული.+
19 სანამ ასრულდებოდა მისი ნათქვამი,+
იეჰოვას სიტყვამ განწმინდა იგი.+
20 მეფემ ბრძანა მისი გათავისუფლება+ —
ხალხთა მმართველმა — მისი გამოხსნა.
21 მან ის თავისი სახლეულობის უფროსად დააყენა,+
მთელი თავისი ქონების გამგებლად,+
22 რათა თავისი სულის სურვილისამებრ შეებოჭა მისი მთავრები+
და სიბრძნე ესწავლებინა მის მოხუცებულთათვის.+
23 ჩავიდა ისრაელი ეგვიპტეში+
და ხიზნობდა იაკობი ქამის ქვეყანაში.+
24 ნაყოფიერი გახადა ღმერთმა თავისი ხალხი+
და მოწინააღმდეგეებზე ძლიერი.+
25 მან დაუშვა, რომ მათ გულს შესძულებოდა მისი ხალხი+
და ცბიერულად მოქცეოდნენ მის მსახურებს.+
26 გაგზავნა თავისი მსახური მოსე+
და აარონი, რომელიც აირჩია.+
27 მათ აჩვენეს ხალხს მისი ნიშნები+
და სასწაულები ქამის ქვეყანაში.+
28 მოავლინა სიბნელე და დააბნელა;+
არ ეურჩნენ მის სიტყვებს.+
29 წყალი სისხლად უქცია+
და გაუწყვიტა თევზი.+
30 ბაყაყებით აავსო მათი ქვეყანა,+
მათი მეფეების შიდა ოთახებიც კი.
31 თქვა, რომ ბუზანკალი შესეოდათ,+
ქინქლას აევსო მთელი მათი მხარე.+
32 კოკისპირული წვიმა სეტყვად უქცია,+
აბრიალებული ცეცხლი გამოუგზავნა მათ ქვეყანას.+
33 დაჰკრა მათ ვაზსა და ლეღვს
და დალეწა ხეები მათ მხარეში.+
34 თქვა, რომ შესეოდნენ კალიები+
და შესეოდა ურიცხვი უფრთო კალია.+
35 გადაჭამეს მათი ქვეყნის მთელი მცენარეულობა;+
შეჭამეს მათი მიწის ნაყოფი.
36 დაჰკრა ყველა პირმშოს ქვეყანაში,+
მათი წარმომქმნელი ძალის საწყისს.+
37 ოქრო-ვერცხლით გამოიყვანა ისინი;+
არავინ დაბრკოლებულა მის ტომებში.
38 გაიხარა ეგვიპტემ მათი წასვლით,
რადგან მათმა შიშმა შეიპყრო ის.+
39 ღრუბელი მისცა მათ საფრად+
და ცეცხლი — ღამის გასანათებლად.+
40 ხორცი ითხოვეს და მწყერი გაუგზავნა,+
ზეციური პურით აძღებდა მათ.+
41 გააპო კლდე და გადმოიღვარა წყალი;+
მდინარესავით ჩაიარა უწყლო მხარეებში.+
42 მას ახსოვდა თავისი მსახურისთვის, აბრაამისთვის ნათქვამი წმინდა სიტყვა.+
43 სიხარულით გამოიყვანა თავისი ხალხი,+
თავისი რჩეულები — სიხარულის ყიჟინით.+
44 ნელ-ნელა აძლევდა მათ ხალხების მიწას+
და ეუფლებოდნენ ერების გარჯის ნაყოფს,+
45 რათა შეესრულებინათ მისი წესები+
და დაეცვათ მისი კანონები.+
ადიდეთ იაჰი!+
106 ადიდეთ იაჰი!+
მადლობდეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი;+
მარადიულია მისი სიკეთე.+
2 ვინ ილაპარაკებს იეჰოვას ძლიერ საქმეებზე+
ან ვინ მიაგებს მას საკადრის ქებას ხალხის წინაშე?+
3 ბედნიერნი არიან სამართლის დამცველნი,+
ყოველთვის სიმართლის მოქმედნი.+
4 გამიხსენე, იეჰოვა, იმ კეთილგანწყობით, რომელსაც შენი ხალხის მიმართ ავლენ.+
იზრუნე ჩემზე და მიხსენი,+
5 რათა ვიხილო შენი რჩეულების მიმართ გამოვლენილი სიკეთე,+
გავიხარო შენი ერის სიხარულით+
და ვიამაყო შენს მემკვიდრეობასთან ერთად.+
6 შევცოდეთ, როგორც ჩვენმა მამა-პაპამ,+
ცუდად მოვიქეცით, ბოროტება ჩავიდინეთ.+
7 ეგვიპტეში ჩვენი მამა-პაპა
ვერ ჩასწვდა შენს საოცარ საქმეებს.+
არ ახსოვდათ შენი დიდებული სიკეთე,+
გეურჩნენ ზღვასთან, წითელ ზღვასთან.+
8 მან იხსნა ისინი თავისი სახელის გამო,+
ცნობილი რომ გაეხადა თავისი ძლევამოსილება.+
9 შერისხა წითელი ზღვა და დაშრა ის,+
ისე გაატარა ღრმა წყალში, თითქოს უდაბნოში მიდიოდნენ.+
10 მან გადაარჩინა ისინი მოძულეთა ხელიდან+
და დაიხსნა მტრის ხელიდან.+
11 წყალმა დაფარა მათი მოწინააღმდეგეები,+
არც ერთი მათგანი არ გადარჩენილა.+
12 მაშინ ირწმუნეს მისი სიტყვა,+
ქება უმღერეს მას,+
13 მაგრამ მალევე დაივიწყეს მისი საქმეები,+
არ დაელოდნენ მის რჩევას.+
14 თავიანთ გულისთქმას აჰყვნენ უდაბნოში+
და სცდიდნენ ღმერთს უკაცრიელ ადგილას.+
15 შეუსრულა მათ თხოვნა+
და დამაუძლურებელი სენი გაუგზავნა.+
16 ბანაკში შური აღეძრათ მოსეს მიმართ+
და აარონის, იეჰოვას წმინდის მიმართ.+
17 გახსნა მიწამ პირი, ჩაყლაპა დათანი+
და დაფარა აბირამის კრებული.+
18 ცეცხლი გიზგიზებდა მათ კრებულში,+
ცეცხლის ალი ნთქავდა ბოროტებს.+
19 ხორებში ხბო გააკეთეს+
და ქანდაკების წინაშე დაემხვნენ;+
20 ჩემი დიდება ბალახის მჭამელი+
ხარის გამოსახულებაზე გაცვალეს.+
21 დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი,+
რომელმაც დიდებული საქმეები მოიმოქმედა ეგვიპტეში,+
22 საოცარი საქმეები — ქამის ქვეყანაში,+
შიშის მომგვრელი საქმეები — წითელ ზღვასთან.+
23 ის გაანადგურებდა მათ,+
რომ არა მოსე, მისი რჩეული,
რომელიც მათ შორის ჩადგა,+
რათა დაეცხრო მისი რისხვა და აღარ განადგურებულიყვნენ ისინი.+
24 შეიჯავრეს სანუკვარი ქვეყანა,+
არ ირწმუნეს მისი სიტყვა.+
25 დრტვინავდნენ კარვებში+
და არ უსმენდნენ იეჰოვას ხმას.+
26 ამიტომ ფიცით აღაპყრო ხელი,+
რომ დასცემდა მათ უდაბნოში,+
27 დასცემდა მათ შთამომავლობას ხალხებში+
და გაფანტავდა მათ სხვადასხვა ქვეყანაში.+
28 მიეწებნენ ფეორის ბაალს+
და ჭამდნენ მკვდართათვის მსხვერპლად შენაწირს.+
29 როცა თავიანთი საქციელით გაანაწყენეს იგი,+
სატანჯველი დაატყდათ თავს.+
30 როცა ადგა ფინხასი და ჩაერია,+
შეწყდა სატანჯველი.
31 ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას
თაობიდან თაობაში, სამარადისოდ.+
32 აღაშფოთეს ის მერიბას წყალთან,+
ამიტომ მათ გამო ხელი არ მოემართა მოსეს.+
33 სული გაუმწარეს,
ამიტომ დაუფიქრებლად ილაპარაკა თავისი ბაგეებით.+
34 არ მოსპეს ხალხები,+
როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი მათთვის;+
35 შეერივნენ სხვა ხალხებს+
და ისწავლეს მათი საქმეები.+
36 ემსახურებოდნენ მათ კერპებს+
და ეს მახედ ექცათ.+
37 თავიანთ ძეებსა და ასულებს+
დემონებს სწირავდნენ.+
38 უდანაშაულო სისხლს ღვრიდნენ,+
თავიანთი ძეებისა და ასულების სისხლს,
ქანაანის კერპებს სწირავდნენ მათ;+
წაიბილწა ქვეყანა სისხლის ღვრით.+
39 გაუწმინდურდნენ თავიანთი საქმეებით+
და თავიანთი საქციელით გარყვნილებას სჩადიოდნენ.+
40 აინთო იეჰოვას რისხვა თავის ხალხზე+
და შეიძულა მან თავისი მემკვიდრეობა.+
41 აგდებდა მათ სხვა ხალხების ხელში,+
რათა მათ მოძულეებს ებატონათ მათზე,+
42 რათა შეევიწროებინათ ისინი მტრებს
და დაემორჩილებინათ.+
43 ბევრჯერ დაიხსნა ისინი,+
მაგრამ ურჩობდნენ და დაუმორჩილებლობის გზას ადგნენ;+
თავიანთი დანაშაულის გამო დამცირებას იტეხდნენ თავს.+
44 ის ხედავდა მათ გასაჭირს,+
როცა ესმოდა მათი მუდარა.+
45 მათი გულისთვის ახსოვდა შეთანხმება+
და თავისი დიდებული სიკეთისამებრ გრძნობდა სინანულს.+
46 მათდამი სიბრალულს აღუძრავდა
ყველა მათ დამატყვევებელს.+
47 გვიხსენი, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო,+
გამოგვიყვანე ხალხებიდან და ერთად შეგვკრიბე,+
რათა ვმადლობდეთ შენს წმინდა სახელს+
და სიხარულით ვლაპარაკობდეთ შენ საქებრად.+
48 კურთხეული იყოს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი,+
მარადიულად,
და ყველა ხალხმა თქვას: ამინ!+
ადიდეთ იაჰი!+
მეხუთე წიგნი
(ფსალმუნები 107—150)
107 მადლობდეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი;+
მარადიულია მისი სიკეთე.+
2 ეს ილაპარაკონ იეჰოვას გამოხსნილებმა,+
მოწინააღმდეგეების ხელიდან გამოხსნილებმა,+
3 რომლებიც შეკრიბა მან სხვადასხვა ქვეყნიდან,+
მზის ამოსავლიდან და მზის ჩასავლიდან,+
ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან.+
4 ისინი დაეხეტებოდნენ უდაბნოში,+ უკაცრიელ ადგილას;+
ვერ პოულობდნენ გზას ქალაქისკენ, სადაც დამკვიდრდებოდნენ.+
5 მშიერ-მწყურვალნი იყვნენ,+
დაუძლურდა მათი სული.+
6 გასაჭირში იეჰოვას შეღაღადებდნენ;+
ის იხსნიდა მათ გასაჭირიდან+
7 და ატარებდა სწორი გზით,+
რათა მისულიყვნენ ქალაქში, სადაც უნდა დამკვიდრებულიყვნენ.+
8 მადლობდეს ხალხი იეჰოვას მისი სიკეთისთვის+
და ადამიანთა ძეებისთვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის.+
9 მან გააძღო გამოფიტული სული+
და მშიერი სული ყოველივე კარგით აავსო.+
10 ზოგი სიბნელესა და უკუნეთში ცხოვრობდა,+
პატიმრები იყვნენ გაჭირვებასა და ბორკილებში.+
11 ეურჩნენ+ ღვთის სიტყვას+
და უზენაესის რჩევა არაფრად ჩააგდეს.+
12 მან გასაჭირით დაიმორჩილა მათი გული;+
წაიბორძიკეს და არავინ იყო მათი მშველელი.+
13 შველას სთხოვდნენ იეჰოვას გასაჭირში;+
მან, როგორც ყოველთვის, გასაჭირიდან იხსნა ისინი.+
14 სიბნელიდან და უკუნეთიდან გამოიყვანა+
და დაწყვიტა მათი თოკები.+
15 მადლობდეს ხალხი იეჰოვას მისი სიკეთისთვის+
და ადამიანთა ძეებისთვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის.+
16 მან დაამტვრია სპილენძის კარები+
და ჩამოჭრა რკინის ურდულები.+
17 უგუნურებმა ცოდვისა+
და დანაშაულის გამო, საბოლოოდ, უბედურება დაიტეხეს თავს.+
18 ყველანაირი საკვები შეიძულა მათმა სულმა,+
სიკვდილის კარიბჭეებს მიუახლოვდნენ.+
19 შველას სთხოვდნენ იეჰოვას გასაჭირში;+
მან, როგორც ყოველთვის, გასაჭირიდან იხსნა ისინი.+
20 ის უგზავნიდა თავის სიტყვას და კურნავდა მათ,+
საფლავიდან იხსნიდა მათ.+
21 მადლობდეს ხალხი იეჰოვას მისი სიკეთისთვის+
და ადამიანთა ძეებისთვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის.+
22 სამადლობელი შესწირონ მსხვერპლად+
და სიხარულის ყიჟინით აუწყონ მისი საქმეები.+
23 ზღვაში გემებით გამსვლელნი+
და ვრცელ წყლებში მოვაჭრენი+
24 ხედავენ იეჰოვას საქმეებს,+
მის საოცარ საქმეებს სიღრმეებში,+
25 როგორ ამბობს სიტყვას და აწყებინებს ძლიერ ქარს ქროლვას,+
რომელიც აღმართავს ტალღებს.+
26 ცაში ადიან
და ძირს ჩადიან.
უბედურების გამო დნება მათი სული.+
27 მთვრალი კაცივით ქანაობენ და ბარბაცებენ,+
აირია მთელი მათი სიბრძნე.+
28 შველას სთხოვდნენ იეჰოვას გასაჭირში;+
მას გამოჰყავს ისინი გასაჭირიდან.+
29 ის აწყნარებს ქარიშხალს+
და მშვიდდებიან ზღვის ტალღები.+
30 ხარობენ, რადგან დაწყნარდნენ ისინი;
ის მიუძღვის მათ სიხარულის მყუდრო სავანისკენ.+
31 მადლობდეს ხალხი იეჰოვას მისი სიკეთისთვის+
და ადამიანთა ძეებისთვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის.+
32 ადიდონ იგი შესაკრებელში+
და მოხუცებულთა კრებულში აქონ.+
33 მდინარეებს უდაბნოდ აქცევს+
და წყლის ნაკადებს — ხრიოკად,+
34 ნაყოფიერ მიწას — მარილიან მიწად+
იქ მცხოვრებთა ბოროტების გამო,
35 უდაბნოს — ლერწმიან ტბორად+
და უწყლო მხარეს — წყლის ნაკადებად.+
36 იქ ასახლებს მშივრებს,+
რათა განამტკიცონ სამკვიდრებელი ქალაქი.+
37 თესავენ ყანებს და აშენებენ ვენახებს,+
რათა მოიყვანონ მოსავალი.+
38 აკურთხებს მათ, რომ გამრავლდნენ,+
და არ ამცირებს მათ საქონელს,+
39 მაგრამ ისევ ცოტავდებიან და იკაკვებიან+
შევიწროების, უბედურებისა და მწუხარების გამო.+
40 თავის სიძულვილს ანთხევს წარჩინებულებზე+
და ახეტიალებს მათ უსახურ, უგზო-უკვლო ადგილებში;+
41 საწყალს კი გაჭირვებისგან იცავს+
და ფარასავით ამრავლებს მის ოჯახს.+
42 მართლები ხედავენ და ხარობენ,+
უმართლოებას კი პირი მოეკუმება.+
43 ვინ არის ბრძენი? ის დააკვირდება ყოველივეს+
და ჩაუკვირდება იეჰოვას სიკეთეს.+
დავითის ფსალმუნი, სიმღერა
108 მტკიცეა ჩემი გული, ღმერთო,+
გიმღერებ და ხოტბას შეგასხამ+
ჩემი დიდებით.+
2 გაიღვიძე, სიმებიანო საკრავო, და შენც, ქნარო!+
გამოვაღვიძებ განთიადს.+
3 ხალხებში შეგასხამ ხოტბას, იეჰოვა,+
ქებას გიმღერებ ერებში!+
4 შენი სიკეთე ზეცას სწვდება+
და შენი ჭეშმარიტება — ღრუბლებს.+
5 ღმერთო, განდიდდი ზეცაზე მაღლა!+
მთელ დედამიწაზე იყოს შენი დიდება!+
6 შენი საყვარელი ხალხის გადასარჩენად+
მიხსენი შენი მარჯვენით და მიპასუხე.+
7 ღმერთმა ილაპარაკა თავისი სიწმინდით:+
„გავიხარებ, შექემს+ გავცემ სამემკვიდრო წილად+
და სუქოთის+ ველს გადავზომავ.
8 ჩემია გალაადი+ და ჩემია მენაშე;+
ეფრემი ჩემი თავკაცის სიმაგრეა;+
იუდა ჩემი მთავრის კვერთხია;+
9 მოაბი+ ჩემი დასაბანი ჭურჭელია;+
ედომზე+ მოვისვრი ჩემს სანდალს;+
გამარჯვების ყიჟინას დავცემ+ ფილისტიმს“.+
10 ვინ მიმიყვანს გამაგრებულ ქალაქში?+
ვინ წამიძღვება ედომამდე?+
11 განა შენ არ მიგვაგდე, ღმერთო,+
და აღარ მიუძღვები ჩვენს ჯარს, როგორც ღმერთი?!+
12 დაგვეხმარე გასაჭირში,+
რადგან ფუჭია ხსნა ადამიანისგან.+
13 ღვთისგან მივიღებთ მაცოცხლებელ ძალას+
და ის გათელავს ჩვენს მოწინააღმდეგეებს.+
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი. სიმღერა
109 ჩემო ქებულო ღმერთო,+ ნუ დადუმდები.+
2 ბოროტები და მზაკვრები ჩემ წინააღმდეგ ხსნიან ბაგეს.+
ცრუ ენით ლაპარაკობენ ჩემზე;+
3 გარს შემომერტყნენ სიძულვილით სავსე სიტყვებით+
და უმიზეზოდ მებრძვიან.+
4 ჩემი სიყვარულის პასუხად მეწინააღმდეგებიან,+
მე კი ვლოცულობ.+
5 სიკეთეს ბოროტებით მიხდიან+
და სიყვარულს — სიძულვილით.+
6 ბოროტი კაცი დაუყენე მას,
მოწინააღმდეგე+ ედგეს მარჯვნივ.
7 გასამართლებისას ბოროტად შეირაცხოს
და ცოდვად იქცეს მისი ლოცვა.+
8 მცირე იყოს მისი დღეები+
და მის ნაცვლად სხვამ შეასრულოს ზედამხედველის მოვალეობა.+
9 უმამოდ დარჩნენ მისი ძეები+
და დაქვრივდეს მისი ცოლი.+
10 იხეტიალონ მისმა ძეებმა
და იმათხოვრონ;+
საჭმლის საძებნელად წავიდნენ თავიანთი გაპარტახებული ადგილებიდან.+
11 მევახშემ ჩაიგდოს ხელში მისი სარჩო-საბადებელი;+
უცხოებმა+ დაიტაცონ მისი ნაშრომი.+
12 ნურავინ გამოავლენს მის მიმართ სიკეთეს+
და ნურავინ შეიწყალებს მის ობლებს.
13 მოისპოს მისი შთამომავლობა;+
წაიშალოს მათი სახელი მომავალ თაობაში.+
14 იეჰოვამ გაიხსენოს მისი მამა-პაპის დანაშაული+
და არ წაიშალოს+ დედამისის ცოდვა.+
15 მუდამ იეჰოვას თვალწინ იყოს ისინი+
და მოსპოს მან მათი სახსენებელი დედამიწაზე,+
16 რადგან არ ახსოვდა სიკეთის კეთება;+
საწყალს, ღარიბსა და გულდამწუხრებულს+
დასდევდა მოსაკლავად.+
17 უყვარდა წყევლა,+ ამიტომ მასვე ეწია ის;+
არ სურდა კურთხევა,+
ამიტომ გაშორდა მას.+
18 ტანსაცმელივით შეიმოსა წყევლით;+
ის წყლად იქცა მასში+
და ზეთად — მის ძვლებში.
19 იყოს ის მისთვის ტანსაცმელივით, რომლითაც იმოსება,+
და სარტყელივით, რომელიც ყოველთვის შემორტყმული აქვს.+
20 ეს არის საზღაური იეჰოვასგან ჩემი მოწინააღმდეგისთვის+
და მათთვის, ვინც ბოროტს ლაპარაკობს ჩემს სულზე.+
21 შენა ხარ იეჰოვა, უზენაესი+ უფალი.
წყალობით მომეპყარი შენი სახელის გამო,+
დამიხსენი, რადგან კარგია შენი სიკეთე.+
22 საწყალი და დაჩაგრული ვარ,+
განგმირული მაქვს გული.+
23 იძულებული ვარ წავიდე, როგორც გადახრილი ჩრდილი,+
კალიასავით ვარ ჩამობერტყილი.
24 მუხლები მიკანკალებს მარხვისგან,+
ხორცი გამელია, რადგან არა მაქვს ზეთი მისთვის.+
25 შეურაცხყოფილი გავხდი მათგან.+
ჩემ დანახვაზე თავებს აქნევენ.+
26 დამეხმარე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო,+
მიხსენი შენი სიკეთისამებრ.+
27 გაიგონ, რომ ეს შენი ხელია,+
რომ შენ მოიმოქმედე ეს, იეჰოვა.+
28 მათ იწყევლონ,+
შენ კი მაკურთხე.+
თუმცა აღმდგარნი არიან, შერცხვნენ ისინი;+
გაიხაროს შენმა მსახურმა.+
29 დამცირებით შეიმოსონ ჩემი მოწინააღმდეგეები+
და მოსასხამივით მოიცვან თავიანთი სირცხვილი.+
30 ხოტბას შევასხამ იეჰოვას ჩემი ბაგით+
და მრავალ ხალხში შევაქებ მას.+
31 ის მარჯვნივ დაუდგება ღარიბს,+
რომ იხსნას ის მისი სულის გამსამართლებლებისგან.
დავითის ფსალმუნი. სიმღერა
110 იეჰოვამ ჩემს უფალს უთხრა:+
„იჯექი ჩემ მარჯვნივ,+
სანამ შენს მტრებს შენ ფეხქვეშ არ მოვაქცევ“.+
2 იეჰოვა შენი ძლიერების კვერთხს+ გამოგიგზავნის სიონიდან+ და გეტყვის:
„იბატონე შენს მტრებს შორის“.+
3 შენი ხალხი+ მზადყოფნით გამოვა+ შენი ჯარის გალაშქრების დღეს.+
განთიადის საშვილოსნოდან გამოსული ნამივით+ გყავს
სიწმინდით+ მოსილი ახალგაზრდების ჯგუფი.
4 იეჰოვამ დაიფიცა+ (და არ ინანებს):+
„შენ ხარ მღვდელი მარადიულად+
მელქისედეკის წესით!“+
5 იეჰოვა იქნება შენს მარჯვენასთან+
და შემუსრავს მეფეებს თავისი რისხვის დღეს.+
6 ის ხალხებში აღასრულებს თავის განაჩენს;+
გვამებით აავსებს მათ;+
შემუსრავს ხალხმრავალი ქვეყნის თავკაცს.+
7 გზად ხევიდან დალევს წყალს.+
ამიტომაც თავს მაღლა ასწევს.+
111 ადიდეთ იაჰი!+
א [ალეფ]
მთელი გულით ხოტბას შევასხამ იეჰოვას+
ב [ბეთ]
მართალთა სამეგობროში+ და კრებულში.+
ג [გიმელ]
2 დიდებულია იეჰოვას საქმეები;+
ד [დელეთ]
იკვლევენ მათ ისინი, ვინც სიამოვნებას პოულობს მათში.+
ה [ჰე]
3 ღირსებითა და სიდიადით+ მოქმედებს იგი,+
ו [ვავ]
მარადიულია მისი სიმართლე.+
ז [ზაინ]
4 სამახსოვროს ხდის თავის საოცარ საქმეებს.+
ח [ხეთ]
მწყალობელი და გულმოწყალეა იეჰოვა.+
ט [ტეთ]
5 საკვებს აძლევს თავის მოშიშებს.+
י [ჲოდ]
მარადიულად ემახსოვრება თავისი შეთანხმება.+
כ [ქაფ]
6 თავისი ნახელავის ძალა უჩვენა თავის ხალხს+ —
ל [ლამედ]
ერების მემკვიდრეობა მისცა მათ.+
מ [მემ]
7 ჭეშმარიტება და სამართლიანობა ვლინდება მის ნახელავში,+
נ [ნუნ]
სანდოა მის მიერ გაცემული ყველა ბრძანება,+
ס [სამეხ]
8 კარგად განმტკიცებულია მარადიულად, სამუდამოდ;+
ע [აინ]
ჭეშმარიტებითა და სიმართლით არის შესრულებული.+
פ [ფე]
9 გამოისყიდა თავისი ხალხი.+
צ [ცადე]
სამარადისოდ დადო შეთანხმება.+
ק [კოფ]
წმინდა და შიშის მომგვრელია მისი სახელი.+
ר [რეშ]
10 იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა.+
ש [სინ]
წვდომის უნარი აქვს მისი ბრძანების შემსრულებელს.+
ת [თავ]
მარადიულია მისი ქება.+
112 ადიდეთ იაჰი!+
א [ალეფ]
ბედნიერია იეჰოვას მოშიში კაცი,+
ב [ბეთ]
რომელსაც დიდად სიამოვნებს+ მისი მცნებები.+
ג [გიმელ]
2 გაძლიერდება მისი შთამომავლობა დედამიწაზე.+
ד [დელეთ]
კურთხეული იქნება მართალთა თაობა.+
ה [ჰე]
3 ქონება და სიმდიდრეა მის სახლში;+
ו [ვავ]
მარადიულია მისი სიმართლე.+
ז [ზაინ]
4 სიბნელეში სინათლესავით გამოანათა მან მართლებისთვის.+
ח [ხეთ]
ის მწყალობელი, გულმოწყალე და მართალია.+
ט [ტეთ]
5 კარგია მწყალობელი+ და სესხის გამცემი კაცი;+
י [ჲოდ]
სამართლიანად უძღვება თავის საქმეებს.+
כ [ქაფ]
6 არასდროს წაიფორხილებს.+
ל [ლამედ]
მარადიული იქნება მართლის ხსოვნა.+
מ [მემ]
7 ცუდი ამბები ვერ შეაშინებს მას;+
נ [ნუნ]
მტკიცეა მისი გული,+ იეჰოვაზეა მინდობილი.+
ס [სამეხ]
8 შეუდრეკელია მისი გული,+ არ შეეშინდება+
ע [აინ]
და ბოლოს ზემოდან დახედავს თავის მოწინააღმდეგეებს.+
פ [ფე]
9 დაარიგა, ღარიბებს მისცა.+
צ [ცადე]
მისი სიმართლე მარადიულია.+
ק [კოფ]
დიდებით აუმაღლდება რქა.+
ר [რეშ]
10 ბოროტი დაინახავს და გამწარდება;+
ש [შინ]
კბილთა ღრჭენას დაიწყებს და დადნება.+
ת [თავ]
ბოროტთა სურვილი მოისპობა.+
113 ადიდეთ იაჰი!+
იეჰოვას მსახურებო, ხოტბა შეასხით მას,+
ადიდეთ იეჰოვას სახელი!+
2 კურთხეული იყოს იეჰოვას სახელი+
ახლაც და მარადიულადაც.+
3 მზის ამოსავლიდან მის ჩასავლამდე+
ქებული იყოს იეჰოვას სახელი.+
4 ამაღლდა იეჰოვა ხალხებზე;+
ცას სცდება მისი დიდება.+
5 ვინ არის ჩვენი ღვთის, იეჰოვას, მსგავსი,+
რომელიც მაღლაა დამკვიდრებული?+
6 დაბლა იხრება და დაჰყურებს ცასა და მიწას;+
7 საწყალს მტვრიდან აყენებს,+
ღარიბს სანაგვიდან ამაღლებს,+
8 რომ დასვას იგი წარჩინებულებთან,+
თავის ხალხს შორის წარჩინებულებთან.+
9 ის სახლს გამოუჩენს უშვილო ქალს,+
ვაჟების ბედნიერი დედა რომ გახდეს.+
ადიდეთ იაჰი!+
114 როდესაც ისრაელი ეგვიპტიდან გამოვიდა,+
იაკობის სახლი — გაურკვევლად მოლაპარაკე ხალხისგან,+
2 იუდა გახდა მისი წმინდა ადგილი,+
ისრაელი — მისი დიდებული სამფლობელო.+
3 დაინახა ზღვამ და გაიქცა;+
მიიქცა იორდანე.+
4 მთები ვერძებივით აკუნტრუშდნენ,+
გორები — ბატკნებივით.
5 რა მოგივიდა, ზღვაო, რომ გაიქეცი,+
და იორდანევ, რომ მიიქეცი?+
6 რა მოგივიდათ, მთებო, ვერძებივით რომ აკუნტრუშდით,+
და თქვენ, გორებო — ბატკნებივით?+
7 მწვავე ტკივილებმა შეგიპყროს უფლის გამო, დედამიწავ,+
იაკობის ღვთის გამო,
8 რომელიც ლერწმიან ტბორად აქცევს კლდეს,+
კაჟის კლდეს — წყლის წყაროდ.+
115 ჩვენ კი არა, იეჰოვა, ჩვენ კი არა,+
შენი სახელი განადიდე+
შენი სიკეთითა და შენი ჭეშმარიტებით.+
2 რატომ უნდა თქვან ხალხებმა:+
სად არისო მათი ღმერთი?+
3 ჩვენი ღმერთი ზეცაშია;+
რაც სურდა, ყველაფერი მოიმოქმედა.+
4 მათი კერპები ვერცხლი და ოქროა,+
ადამიანის ნახელავი:+
5 პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ,+
თვალები აქვთ და ვერ ხედავენ,+
6 ყურები აქვთ და არ ესმით,+
ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ,+
7 ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან,+
ფეხები აქვთ და ვერ დადიან,+
ხმა არ ამოსდით ხორხიდან.+
8 მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები,+
ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.+
9 ისრაელო, მიენდე იეჰოვას.+
მათი მშველელი და ფარია იგი.+
10 აარონის სახლო, მიენდე იეჰოვას.+
მათი მშველელი და ფარია იგი.+
11 იეჰოვას მოშიშნო, მიენდეთ იეჰოვას.+
მათი მშველელი და ფარია იგი.+
12 იეჰოვამ გაგვიხსენა; ის აკურთხებს,+
ის აკურთხებს ისრაელის სახლს,+
ის აკურთხებს აარონის სახლს.+
13 ის აკურთხებს იეჰოვას მოშიშებს,+
დიდებსა და პატარებს.+
14 იეჰოვა გაგამრავლებთ+
თქვენცა და თქვენს ძეებსაც.+
15 თქვენ კურთხეულნი ხართ იეჰოვასგან,+
ზეცისა და დედამიწის შემოქმედისგან.+
16 იეჰოვასია ზეცა,+
დედამიწა კი ადამიანთა ძეებს მისცა.+
17 მკვდრები ვერ ადიდებენ იაჰს,+
ვერც ერთი მდუმარებაში ჩამავალი;+
18 ჩვენ კი ვაკურთხებთ იაჰს+
ახლაც და მარადიულადაც.+
ადიდეთ იაჰი!+
116 სიყვარულით ვივსები, რადგან იეჰოვა ისმენს+
ჩემს ხმას, ჩემს ვედრებას.+
2 ყური მომაპყრო მან,+
ჩემი სიცოცხლის ყოველ დღეს მოვუხმობ მას.+
3 სიკვდილის საბელები შემომერტყა გარს+
და შევიწროებული აღმოვჩნდი, თითქოს სამარეში.+
გასაჭირსა და მწუხარებას წავაწყდი.+
4 იეჰოვას სახელს მოვუხმობდი:+
„ო, იეჰოვა, იხსენი ჩემი სული!“+
5 იეჰოვა მწყალობელი და მართალია,+
შემბრალებელია ჩვენი ღმერთი.+
6 იეჰოვა იცავს გამოუცდელებს.+
დავუძლურდი, მან კი გადამარჩინა.+
7 ჩემო სულო, დაუბრუნდი შენს მოსასვენებელ ადგილს,+
რადგან კეთილად მოგექცა იეჰოვა.+
8 შენ დაიხსენი ჩემი სული სიკვდილისგან,+
ჩემი თვალი — ცრემლებისგან და ჩემი ფეხი — წაბორძიკებისგან.+
9 იეჰოვას წინაშე ვივლი+ ცოცხალთა ქვეყანაში.+
10 რწმენა მქონდა+ და ამიტომ ვლაპარაკობდი.+
ძალიან დაჩაგრული ვიყავი.
11 როცა შევძრწუნდი, ვთქვი:+
„ყოველი ადამიანი ცრუა“.+
12 რით გადავუხდი იეჰოვას+
ყოველივე კარგისთვის, რაც ჩემთვის გაუკეთებია?+
13 დიდებული ხსნის თასს+ ავიღებ
და იეჰოვას სახელს მოვუხმობ.+
14 აღთქმებს შევუსრულებ იეჰოვას+
მთელი მისი ხალხის წინაშე.
15 იეჰოვას ძალიან უმძიმს
თავის ერთგულთა სიკვდილი.+
16 იეჰოვა,+
მე ხომ შენი მსახური ვარ;+
შენი მსახური ვარ, შენი მხევლის ძე;+
შენ მოუშვი ჩემი თოკები.+
17 სამადლობელს შემოგწირავ მსხვერპლად+
და მოვუხმობ იეჰოვას სახელს.+
18 აღთქმებს შევუსრულებ იეჰოვას+
მთელი მისი ხალხის წინაშე,+
19 იეჰოვას სახლის ეზოებში,+
შენ შუაგულში, იერუსალიმო.+
ადიდეთ იაჰი!+
117 ადიდეთ იეჰოვა, ერებო,+
აქეთ ის, ტომებო!+
2 რადგან მისი სიკეთე ძლიერ გვამაგრებს;+
მარადიულია იეჰოვას ჭეშმარიტება.+
ადიდეთ იაჰი!+
118 მადლობდეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი.+
მარადიულია მისი სიკეთე.+
2 თქვას ისრაელმა:
„მარადიულია მისი სიკეთე“.+
3 თქვას აარონის სახლმა:+
„მარადიულია მისი სიკეთე“.+
4 თქვან იეჰოვას მოშიშებმა:+
„მარადიულია მისი სიკეთე“.+
5 გასაჭირში მყოფმა მოვუხმე იაჰს.+
მიპასუხა იაჰმა და გაშლილ ადგილზე დამაყენა.+
6 იეჰოვაა ჩემ გვერდით, არ შემეშინდება.+
რას მიზამს კაცი?+
7 იეჰოვაა ჩემ გვერდით ჩემ დამხმარეებთან ერთად,+
ამიტომ ზემოდან დავუწყებ ყურებას ჩემს მოძულეებს.+
8 იეჰოვასთან თავის შეფარება სჯობია+
ადამიანზე მინდობას.+
9 იეჰოვასთან თავის შეფარება სჯობია+
წარჩინებულებზე მინდობას.+
10 ხალხები გარს შემომერტყნენ;+
იეჰოვას სახელით ვიგერიებდი მათ.+
11 გარს შემომერტყნენ, შემომეხვივნენ;+
იეჰოვას სახელით ვიგერიებდი მათ.
12 ფუტკრებივით გარს შემომეხვივნენ,+
ეკლიან ბუჩქებზე მოკიდებული ცეცხლივით ჩაქრნენ;+
იეჰოვას სახელით ვიგერიებდი მათ.+
13 თუმცა მაგრად მკარით ხელი, რომ წაგექციეთ,+
იეჰოვა დამეხმარა.+
14 იაჰია ჩემი თავშესაფარი და ძლევამოსილება,+
ხსნა არის იგი ჩემთვის.+
15 სიხარულის ყიჟინი და ხსნა+ არის
მართალთა+ ბანაკებში;+
იეჰოვას მარჯვენა დიდ ძალას ავლენს.+
16 იეჰოვას მარჯვენა ამაღლებულია;+
იეჰოვას მარჯვენა დიდ ძალას ავლენს.+
17 ვიცოცხლებ და არ მოვკვდები,+
რომ ვაუწყო იაჰის საქმეები.+
18 მკაცრად დამსაჯა იაჰმა,+
მაგრამ სიკვდილს არ გადამცა.+
19 გამიღეთ სიმართლის კარიბჭეები,+
შევალ იქ და ხოტბას შევასხამ იაჰს.+
20 ეს არის იეჰოვას კარიბჭე;+
მართლები შევლენ იქ.+
21 ხოტბას შეგასხამ, რადგან მიპასუხე+
და მიხსენი.+
22 მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა+
კუთხის თავში დასადები ქვა გახდა.+
23 ეს იეჰოვამ მოახდინა,+
ჩვენს თვალში ეს საოცრებაა.+
24 ეს დღე იეჰოვამ შექმნა.+
ვიხარებთ და ვიმხიარულებთ ამით.+
25 იეჰოვა, გთხოვთ, გვიხსენი!+
იეჰოვა, გთხოვთ, ხელი მოგვიმართე!+
26 კურთხეული იყოს იეჰოვას სახელით მომავალი!+
ჩვენ გაკურთხეთ იეჰოვას სახლიდან.+
27 იეჰოვაა ღმერთი+
და ის გვაძლევს სინათლეს.+
რტოებით+ მორთეთ საზეიმო სვლა+
და სამსხვერპლოს რქები.+
28 შენ ჩემი ღმერთი ხარ, ხოტბას შეგასხამ.+
ჩემი ღმერთი ხარ, შენ განგადიდებ.+
29 მადლობდეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი.+
მარადიულია მისი სიკეთე.+
א [ალეფ]
119 ბედნიერნი არიან თავიანთ გზაზე უბიწოდ მავალნი,+
იეჰოვას კანონით მოსიარულენი.+
2 ბედნიერნი არიან მისი შეხსენებების დამცველნი;+
ისინი მთელი გულით ეძებენ მას.+
3 არ სჩადიან უმართლობას,+
მისი გზით დადიან.+
4 შენ გვიბრძანე, რომ გულმოდგინედ შეგვესრულებინა+
შენი ბრძანებები.+
5 ნეტავ განმტკიცებული იყოს ჩემი გზა,+
რომ დავიცვა შენი წესები!+
6 არ შევრცხვები,+
თუკი ყველა შენს მცნებას ყურადღებით მოვეკიდები.+
7 წრფელი გულით შეგასხამ ხოტბას,+
როცა ვისწავლი შენი სამართლის სამართლიანობას.+
8 შენს წესებს ვიცავ.+
სულ ნუ მიმატოვებ.+
ב [ბეთ]
9 როგორ განწმინდოს ახალგაზრდამ+ თავისი გზა?
იფხიზლოს შენი სიტყვის თანახმად.+
10 მთელი გულით გეძებ.+
ნუ გადამახვევინებ შენი მცნებებიდან.+
11 გულში განძივით ვინახავ შენს სიტყვებს,+
რომ არ შეგცოდო.+
12 კურთხეული ხარ, იეჰოვა.
მასწავლე შენი წესები.+
13 ჩემი ბაგეებით ვაცხადებ+
შენი პირით წარმოთქმულ სამართალს.+
14 შენი შეხსენებების გზა ისევე მახარებს,+
როგორც ყველაფერი, რაც ძვირფასია.+
15 შენს ბრძანებებზე ვიფიქრებ+
და შენს გზებს ყურადღებით მოვეკიდები.+
16 შევიყვარებ შენს წესებს.+
არ დავივიწყებ შენს სიტყვას.+
ג [გიმელ]
17 კეთილად მოექეცი შენს მსახურს, რათა ვიცოცხლო+
და დავიცვა შენი სიტყვა.+
18 თვალები ამიხილე, რათა ვიხილო+
შენი კანონის საოცრებები.+
19 ხიზანი ვარ ამ ქვეყანაში.+
ნუ დამიმალავ შენს მცნებებს.+
20 სული დამექანცა,+
რადგან ყოველთვის შენი სამართალი მწადია.+
21 შენ კიცხავ დაწყევლილ, კადნიერ ხალხს,+
რომელიც გადადის შენს მცნებებს.+
22 შეურაცხყოფა და სიძულვილი ჩამომაშორე,+
რადგან ვიცავ შენს შეხსენებებს.+
23 სხედან მთავრები, ჩემ წინააღმდეგ ლაპარაკობენ;+
შენი მსახური კი შენს წესებზე ფიქრობს.+
24 მიყვარს შენი შეხსენებები+ —
ჩემი მრჩევლები.+
ד [დელეთ]
25 მტვერს მიჰკვრია ჩემი სული.+
სიცოცხლე შემინარჩუნე შენი სიტყვისამებრ.+
26 ვაცხადებ ჩემს გზებს, რომ მიპასუხო.+
მასწავლე შენი წესები.+
27 გამაგებინე შენი ბრძანებებით დადგენილი გზა,+
რათა ვიფიქრო შენს საოცარ საქმეებზე.+
28 მწუხარებისგან ძილი გაუკრთა ჩემს სულს.+
წამომაყენე შენი სიტყვისამებრ.+
29 ჩამომაშორე ცრუ გზა,+
მომეცი შენი კანონი და ამით წყალობა მიყავი.+
30 ერთგულების გზა ავირჩიე.+
სწორად მივიჩნევ შენს სამართალს.+
31 შენს შეხსენებებს მივეწებე.+
იეჰოვა, ნუ შემარცხვენ.+
32 შენი მცნებების გზაზე ვირბენ,+
რადგან გული გამიფართოვე.+
ה [ჰე]
33 მასწავლე, იეჰოვა, შენი წესების გზა,+
რომ ბოლომდე მივყვე მას.+
34 გამაგებინე, რომ დავიცვა შენი კანონი+
და მთელი გულით შევასრულო.+
35 შენი მცნებების ბილიკებზე მატარე,+
რადგან ეს მსიამოვნებს.+
36 ჩემი გული შენი შეხსენებებისკენ მიდრიკე,+
და არა მოგებისკენ.+
37 თვალი ამარიდებინე არარაობას;+
სიცოცხლე შემინარჩუნე და შენი გზით მატარე.+
38 შეუსრულე შენს მსახურს შენი სიტყვა,+
რომელიც შენს შიშს უნერგავს მას.+
39 ამარიდე შეურაცხყოფა, რომლისაც მეშინია,+
რადგან კარგია შენი სამართალი.+
40 აი, ვნატრობ შენს ბრძანებებს.+
სიცოცხლე შემინარჩუნე შენი სიმართლით.+
ו [ვავ]
41 ჩემთან მოვიდეს შენი სიკეთე, იეჰოვა,+
შენგან ხსნა — შენი სიტყვისამებრ,+
42 რათა სიტყვით ვუპასუხო ჩემს შეურაცხმყოფელს,+
რადგან შენს სიტყვას ვარ მინდობილი.+
43 სულ ნუ წაართმევ ჩემს ბაგეს ჭეშმარიტების სიტყვას,+
რადგან შენს სამართალს ველი.+
44 მუდამ დავიცავ შენს კანონს,+
მარადიულად, სამუდამოდ.+
45 ვრცელ ადგილას ვივლი,+
რადგან ვიკვლევ შენს ბრძანებებს.+
46 შენს შეხსენებებზე ვილაპარაკებ მეფეთა წინაშე+
და არ შევრცხვები.+
47 შევიყვარებ შენს მცნებებს,+
მიყვარს ისინი.+
48 ხელებაპყრობილი ვილოცებ, რადგან მიყვარს შენი მცნებები,+
და შენს წესებზე ვიფიქრებ.+
ז [ზაინ]
49 გაიხსენე შენი მსახურისთვის ნათქვამი სიტყვა,+
რომელსაც ველოდი შენი დაპირებისამებრ.+
50 ეს არის ჩემი ნუგეში გასაჭირში,+
რადგან შენმა სიტყვამ სიცოცხლე შემინარჩუნა.+
51 თუმცა ბევრს დამცინიან კადნიერები,+
შენი კანონიდან არ გადამიხვევია.+
52 იეჰოვა, მახსოვს შენი სამართალი, რომელიც უხსოვარი დროიდანაა,+
და ნუგეშს ვპოულობ მასში.+
53 რისხვამ შემიპყრო ბოროტთა გამო,+
რომლებიც ტოვებენ შენს კანონს.+
54 სიმღერად მექცა შენი წესები+
ჩემი ხიზნობის სახლში.+
55 ღამით ვიხსენებ შენს სახელს, იეჰოვა,+
რომ დავიცვა შენი კანონი.+
56 ყოველივე ეს გამოვცადე,
რადგან ვასრულებდი შენს ბრძანებებს.+
ח [ხეთ]
57 იეჰოვაა ჩემთვის განკუთვნილი წილი;+
პირობას ვდებ, რომ დავიცავ შენს სიტყვებს.+
58 მთელი გულით ვცდილობ შენი გულის მოლბობას.+
წყალობა მიყავი შენი სიტყვისამებრ.+
59 ვუკვირდები ჩემს გზას,+
რომ ფეხი ვიბრუნო შენი მცნებებისკენ.+
60 ვიჩქარე და არ დავყოვნებულვარ,+
რომ შენი მცნებები დამეცვა.+
61 ბოროტთა თოკები შემომეხვია გარს.+
შენი კანონი არ დამვიწყებია.+
62 შუაღამისას ვდგები, რომ მადლობა გითხრა+
შენი სამართლის სამართლიანობის გამო.+
63 ყველა შენი მოშიშისა+
და შენი ბრძანებების შემსრულებლის მეგობარი ვარ.+
64 იეჰოვა, შენმა სიკეთემ აავსო დედამიწა.+
მასწავლე შენი წესები.+
ט [ტეთ]
65 შენ კარგად ეპყრობი შენს მსახურს,+
იეჰოვა, შენი სიტყვისამებრ.+
66 მასწავლე ყოველივე კარგი,+ გონიერება+და მომეცი ცოდნა,+
რადგან ვირწმუნე შენი მცნებები.+
67 როცა მიჭირდა, უნებურად შევცოდე;+
ახლა კი ვიცავ შენს სიტყვას.+
68 კარგი ხარ და კარგს აკეთებ.+
მასწავლე შენი წესები.+
69 სიცრუით ჩირქს მცხებენ კადნიერები,+
მე კი მთელი გულით შევასრულებ შენს ბრძანებებს.+
70 ქონივით უგრძნობი გაუხდათ გული,+
მე კი მიყვარს შენი კანონი.+
71 კარგია ჩემთვის, დაჩაგრული რომ ვარ,+
რადგან შემიძლია შენი წესების სწავლა.+
72 კარგია ჩემთვის შენი ბაგიდან გამომავალი+ კანონი,+
ათასობით ვერცხლსა და ოქროს სჯობია.+
י [ჲოდ]
73 შენმა ხელებმა შემქმნეს და განმამტკიცეს.+
გამჭრიახობა მომეცი, რომ ვისწავლო შენი მცნებები.+
74 დამინახავენ და გაიხარებენ შენი მოშიშნი,+
რადგან შენს სიტყვას ველი.+
75 კარგად ვიცი, იეჰოვა, რომ სამართლიანია შენი სამართალი,+
დავისაჯე შენგან, რადგან ერთგული ხარ.+
76 ნეტავ შენი სიკეთით მანუგეშებდე,+
როგორც უთხარი შენს მსახურს.+
77 წყალობა მიყავი, რათა ვიცოცხლო;+
რადგან მიყვარს შენი კანონი.+
78 შერცხვნენ კადნიერები, რადგან უმიზეზოდ შემიყვანეს შეცდომაში.+
მე შენს ბრძანებებზე ვფიქრობ.+
79 დაბრუნდნენ ჩემთან შენი მოშიშნი+
და შენი შეხსენებების მცოდნენი.+
80 უბიწოდ დაიცვას შენი წესები ჩემმა გულმა,+
რათა არ შევრცხვე.+
כ [ქაფ]
81 სული დამიძაბუნდა შენგან ხსნის მოლოდინში,+
შენს სიტყვას ველი.+
82 თვალები დამიძაბუნდა შენი სიტყვის მოლოდინში+
და ვამბობ: „როდის მანუგეშებ?“+
83 კვამლში დაკიდებულ ტიკს დავემსგავსე,+
მაგრამ შენი წესები არ დამვიწყებია.+
84 რამდენი დღე აქვს შენს მსახურს?+
როდის აღასრულებ ჩემი მდევნელებისთვის გამოტანილ განაჩენს?+
85 ჩემ დასაჭერად ორმოებს თხრიან კადნიერები,+
რომლებიც შენს კანონს არ იცავენ.+
86 ყველა შენი მცნება ერთგულებაა.+
უმიზეზოდ მდევნიან. დამეხმარე!+
87 ცოტაც და შემმუსრავდნენ დედამიწაზე,+
მაგრამ არ მივატოვე შენი ბრძანებები.+
88 სიცოცხლე შემინარჩუნე შენი სიკეთით,+
რათა დავიცვა შენი ბაგიდან გამოსული შეხსენებები.+
ל [ლამედ]
89 იეჰოვა, სამარადისოდ+
განმტკიცებულია შენი სიტყვა ზეცაში.+
90 თაობიდან თაობაშია შენი ერთგულება.+
მყარად დაგიფუძნებია დედამიწა, რომ იდგეს.+
91 შენი სამართლით დღემდე დგანან ისინი,+
რადგან შენი მსახურები არიან.+
92 შენი კანონი რომ არ მყვარებოდა,+
ჩემს გაჭირვებაში დავიღუპებოდი.+
93 არასოდეს დავივიწყებ შენს ბრძანებებს,+
რადგან მათი მეშვეობით სიცოცხლეს მინარჩუნებ.+
94 მე შენი ვარ. დამიხსენი,+
რადგან შენს ბრძანებებს ვიკვლევ.+
95 ბოროტები მელოდებიან, რომ მომსპონ.+
ყურადღებით ვეკიდები შენს შეხსენებებს.+
96 ყველანაირი სრულყოფილების დასასრული მინახავს.+
მრავლისმომცველია შენი მცნებები.
מ [მემ]
97 როგორ მიყვარს შენი კანონი!+
მასზე ვფიქრობ მთელი დღე.+
98 ჩემს მტრებზე უფრო ბრძენს მხდის შენი მცნება,+
რადგან მარადიულად ჩემია იგი.+
99 ჩემს მასწავლებლებზე მეტი წვდომის უნარი შევიძინე,+
რადგან ვფიქრობ შენს შეხსენებებზე.+
100 მოხუცებზე მეტად ვავლენ გაგების უნარს,+
რადგან ვიცავ შენს ბრძანებებს.+
101 ყოველ ცუდ გზას ვარიდებ ფეხს,+
რათა დავიცვა შენი სიტყვა.+
102 არ გადავდივარ შენს სამართალს,+
რადგან შენ მასწავლი.+
103 რა ტკბილია ჩემი სასისთვის შენი სიტყვა,
თაფლზე ტკბილია იგი ჩემი პირისთვის!+
104 შენი ბრძანებების წყალობით გაგების უნარს ვავლენ.+
ამიტომაც მძულს ყოველი ცრუ გზა.+
נ [ნუნ]
105 შენი სიტყვა ლამპარია ჩემი ფეხისთვის+
და სინათლეა ჩემი სავალისთვის.+
106 დავიფიცე, რომ აღვასრულებდი+
შენს სამართალს, და შევასრულებ კიდეც.+
107 ძლიერ დავიჩაგრე.+
ო, იეჰოვა, სიცოცხლე შემინარჩუნე შენი სიტყვისამებრ.+
108 იეჰოვა, გთხოვ, მოიწონე ჩემი ბაგეებით აღვლენილი ნებაყოფლობითი შესაწირავი+
და მასწავლე შენი სამართალი.+
109 სული ხელით მიჭირავს,+
მაგრამ არ ვივიწყებ შენს კანონს.+
110 ბოროტები მახეს მიგებენ,+
მაგრამ შენს ბრძანებებს არ გადავდივარ.+
111 შენი შეხსენებები სამარადისოდ ჩემს საკუთრებად ვაქციე,+
რადგან ისინი მიხარებენ გულს.+
112 გულს იმისკენ მივმართავ,
რომ სამარადისოდ,+ ბოლომდე შევასრულო შენი წესები.+
ס [სამეხ]
113 მძულს ყველა, ვინც უგულოდ გცემს თაყვანს,+
შენი კანონი კი მიყვარს.+
114 შენა ხარ ჩემი საფარი და ფარი,+
შენს სიტყვას ველი.+
115 გამშორდით, ბოროტმოქმედნო,+
რათა დავიცვა ჩემი ღვთის მცნებები.+
116 მხარში ამომიდექი შენი სიტყვისამებრ, რათა ვიცოცხლო,+
და ნუ გამიწბილებ იმედს.+
117 მხარში ამომიდექი, რომ გადავრჩე,+
მუდამ შენს წესებს დავუკვირდები.+
118 შენ მოისროლე ყველა, ვინც შენს წესებს გადადის,+
რადგან მზაკვარნი და ცრუნი არიან.+
119 ხენჯივით მოსპე ყველა ბოროტი დედამიწაზე;+
ამიტომ მიყვარს შენი შეხსენებები.+
120 შენი შიშით ტანში ჟრუანტელი მივლის;+
მეშინია შენი სამართლის.+
ע [აინ]
121 სამართალი და სიმართლე აღვასრულე.+
ნუ შეატოვებ ჩემს თავს გამომძალველებს!+
122 თავდებად დაუდექი შენს მსახურს იმისთვის, რაც კარგია.+
ნურაფერს გამომძალავენ კადნიერები.+
123 თვალები დამიძაბუნდა შენგან ხსნისა+
და შენი სიმართლის სიტყვის მოლოდინში.+
124 შენი სიკეთით მოეპყარი შენს მსახურს+
და მასწავლე შენი წესები.+
125 მე ვარ შენი მსახური.+ მომეცი გამჭრიახობა,+
რათა ვიცოდე შენი შეხსენებები.+
126 იეჰოვას მოქმედების დროა.+
დაარღვიეს მათ შენი კანონი.+
127 მიყვარს შენი მცნებები+
ოქროზე, ხალას ოქროზე მეტად.+
128 ამიტომაც სწორად მივიჩნევ ყველა შენს ბრძანებას,+
მძულს ყოველი ცრუ გზა.+
פ [ფე]
129 საოცარია შენი შეხსენებები;+
ამიტომაც იცავს მათ ჩემი სული.+
130 შენი სიტყვების ახსნა სინათლის მომცემია,+
გამოუცდელს გამჭრიახობას აძლევს.+
131 პირს ვაღებ და ვქოშინებ+
შენი მცნებების წადილით.+
132 მომიბრუნდი და წყალობა მიყავი+
იმ სამართლისამებრ, რომლითაც შენი სახელის მოყვარულებს ეპყრობი.+
133 განმიმტკიცე ნაბიჯები შენს სიტყვაში,+
საზიანო ნურაფერი იბატონებს ჩემზე.+
134 გამომძალველი კაცისგან მიხსენი+
და დავიცავ შენს ბრძანებებს.+
135 შენი სახის ნათელი მოაფინე შენს მსახურს+
და მასწავლე შენი წესები.+
136 წყლის ნაკადულები ჩამომდის თვალებიდან,+
რადგან არ იცავენ შენს კანონს.+
צ [ცადე]
137 მართალი ხარ, იეჰოვა,+
და სწორია შენი სამართალი.+
138 შენი შეხსენებების+ დაცვა გვიბრძანე სიმართლითა
და აღმატებული ერთგულებით.+
139 მომსპო ჩემმა მოშურნეობამ,+
რადგან დაივიწყეს შენი სიტყვები ჩემმა მოწინააღმდეგეებმა.+
140 განწმენდილია შენი სიტყვა+
და შენს მსახურს უყვარს იგი.+
141 უბრალო კაცი ვარ და არაფრად ჩასაგდები,+
მაგრამ არ ვივიწყებ შენს ბრძანებებს.+
142 შენი სიმართლე მარადარსებული სიმართლეა+
და შენი კანონი — ჭეშმარიტება.+
143 თუმცა გასაჭირი და სიძნელე დამატყდა თავს,+
მიყვარდა შენი მცნებები.+
144 შენი შეხსენებების სიმართლე მარადიულია.+
მომეცი გაგების უნარი, რომ ვიცოცხლო.+
ק [კოფ]
145 მთელი გულით მოგიხმობ.+ მიპასუხე, იეჰოვა!+
დავიცავ შენს წესებს.+
146 მოგიხმობ, მიხსენი!+
დავიცავ შენს შეხსენებებს.+
147 ადრე ავდექი გარიჟრაჟამდე,+ შველა რომ მეთხოვა;+
შენს სიტყვებს ველი.+
148 ჩემი თვალები ღამის გუშაგობას ასწრებს,+
შენს სიტყვაზე რომ ვიფიქრო.+
149 ისმინე ჩემი ხმა შენი სიკეთით.+
იეჰოვა, სიცოცხლე შემინარჩუნე შენი სამართლით.+
150 თავაშვებულები+ ახლოს მოვიდნენ;
დაშორდნენ შენს კანონს.+
151 ახლოს ხარ, იეჰოვა,+
ჭეშმარიტია ყველა შენი მცნება.+
152 დიდი ხანია ვიცი შენი შეხსენებებიდან ზოგი,+
სამარადისოდ დაადგინე ისინი.+
ר [რეშ]
153 დაინახე ჩემი გაჭირვება და მიხსენი,+
რადგან არ დამვიწყებია შენი კანონი.+
154 წარმართე ჩემი სასამართლო საქმე და გამათავისუფლე,+
სიცოცხლე შემინარჩუნე შენი სიტყვისამებრ.+
155 შორს არის ხსნა ბოროტთაგან,+
რადგან არ იკვლევენ შენს წესებს.+
156 დიდია შენი წყალობა, იეჰოვა,+
სიცოცხლე შემინარჩუნე შენი სამართლით.+
157 მდევნელი და მოწინააღმდეგე ბევრი მყავს,+
მაგრამ შენს შეხსენებებს არ გადავდივარ.+
158 მინახავს ვერაგები,+
მძულს ისინი, რადგან არ იცავენ შენს სიტყვას.+
159 დაინახე, რომ მიყვარს შენი ბრძანებები.+
იეჰოვა, სიცოცხლე შემინარჩუნე შენი სიკეთით.+
160 შენი სიტყვის არსი ჭეშმარიტებაა+
და მარადიულია შენი სამართლიანი სამართალი.+
ש [სინ] ან [შინ]
161 უმიზეზოდ მდევნიან მთავრები,+
მაგრამ ჩემს გულს შენი სიტყვების შიში აქვს.+
162 ისე მახარებს შენი სიტყვა,+
როგორც კაცს დიდი ნადავლის პოვნა.+
163 სიცრუე მძულს,+ მეჯავრება;+
შენი კანონი მიყვარს.+
164 დღეში შვიდჯერ გადიდებ+
შენი სამართლის სამართლიანობის გამო.+
165 დიდი მშვიდობა აქვთ შენი კანონის მოყვარულებს,+
არ არსებობს მათთვის დაბრკოლება.+
166 შენგან ხსნის იმედი მაქვს, იეჰოვა,+
და ვიცავ შენს მცნებებს.+
167 იცავს ჩემი სული შენს შეხსენებებს+
და უზომოდ მიყვარს ისინი.+
168 ვიცავ შენს ბრძანებებსა და შეხსენებებს;+
შენ წინაშეა ჩემი გზა.+
ת [თავ]
169 მოაღწიოს შენამდე ჩემმა მუდარამ, იეჰოვა!+
მომეცი გამჭრიახობა შენი სიტყვისამებრ.+
170 მოაღწიოს შენამდე ჩემმა თხოვნამ წყალობის შესახებ.+
მიხსენი შენი სიტყვისამებრ.+
171 გაქონ ჩემმა ბაგეებმა,+
რადგან მასწავლი შენს წესებს.+
172 აამღეროს ჩემმა ენამ შენი სიტყვები,+
რადგან მართალია შენი მცნებები.+
173 დამეხმაროს შენი ხელი,+
რადგან ავირჩიე შენი ბრძანებები.+
174 ვნატრობ შენგან ხსნას, იეჰოვა,+
და მიყვარს შენი კანონი.+
175 იცოცხლოს ჩემმა სულმა და გადიდოს,+
დამეხმაროს შენი სამართალი.+
176 დაკარგული ცხვარივით დავეხეტები.+ მოძებნე შენი მსახური,+
რადგან არ დამვიწყებია შენი მცნებები.+
აღსავალი სიმღერა
120 მოვუხმე იეჰოვას გასაჭირში+
და მიპასუხა.+
2 იეჰოვა, იხსენი ჩემი სული ცრუ ბაგეებისგან,+
მზაკვარი ენისგან.+
3 ვინ რას მოგცემს და ვინ რას დაგიმატებს,
მზაკვარო ენავ?+
4 ძლიერი კაცის წვერწამახულ ისრებსა+
და ბუჩქის მოგიზგიზე ნაკვერჩხალს.+
5 ვაიმე, რადგან ვხიზნობ მეშექში!+
კედარის კარვებში ვცხოვრობ.+
6 დიდი ხანია კარვებში ცხოვრობს ჩემი სული+
მშვიდობის მოძულეებთან ერთად.+
7 მშვიდობას ვუჭერ მხარს,+ მაგრამ როცა ვლაპარაკობ,
ისინი ომს ემხრობიან.+
აღსავალი სიმღერა
121 თვალებს ავაპყრობ მთებისკენ.+
საიდან მოვა ჩემი შველა?+
2 ჩემი შველა იეჰოვასგანაა,+
ცისა და დედამიწის შემოქმედისგან.+
3 ის არ დაუშვებს შენს წაბორძიკებას.+
არ ჩათვლემს შენი დამცველი.+
4 არ დაიძინებს და არც ჩათვლემს+
ისრაელის დამცველი.+
5 იეჰოვა გიცავს;+
იეჰოვა გიჩრდილავს+ მარჯვენას.+
6 დღისით მზე არ დაგკრავს+
და ღამით — მთვარე.+
7 იეჰოვა დაგიცავს ყოველგვარი უბედურებისგან;+
ის დაიცავს შენს სულს.+
8 იეჰოვა დაგიცავს გასვლისას და შემოსვლისას+
ახლაც და მარადიულადაც.+
აღსავალი სიმღერა. დავითის ფსალმუნი
122 გავიხარე, როცა მითხრეს,+
იეჰოვას სახლში+ წავიდეთო.+
2 ფეხი გვედგა+
შენს კარიბჭეებს შიგნით, იერუსალიმო.+
3 იერუსალიმი ისეა ნაშენი,+
როგორც ერთი მთლიანი ქალაქი,+
4 რომელშიც ადიან ტომები,+
იაჰის ტომები,+
ისრაელისთვის მიცემული შეხსენების თანახმად,+
მადლობა რომ უთხრან იეჰოვას სახელს.+
5 იქ დგას სასამართლო ტახტები,+
ტახტები დავითის სახლისთვის.+
6 ითხოვეთ მშვიდობა იერუსალიმისთვის.+
შენი მოყვარულნი უზრუნველად იქნებიან, ქალაქო.+
7 მშვიდობა იყოს შენს მიწაყრილებში,+
უზრუნველი ცხოვრება — შენს საცხოვრებელ კოშკებში.+
8 ახლა ჩემი ძმებისა და მეგობრების გულისთვის ვიტყვი:+
„მშვიდობა იყოს შენში“.+
9 ჩვენი ღვთის, იეჰოვას, სახლის გულისთვის+
ყოველივე კარგს ვეძიებ შენთვის.+
აღსავალი სიმღერა
123 შენკენ ავაპყრობ თვალებს,+
ზეცის მკვიდრო.+
2 აი, როგორც მსახურები შეჰყურებენ თავიანთ ბატონს ხელში,+
როგორც მოახლე შეჰყურებს თავისი ქალბატონის ხელს,+
ჩვენც ასევე შევყურებთ იეჰოვას, ჩვენს ღმერთს,+
სანამ წყალობას არ გამოავლენს ჩვენდამი.+
3 წყალობა გვიყავი, იეჰოვა, წყალობა გვიყავი,+
რადგან სიძულვილი ყელში ამოგვივიდა.+
4 ყელში ამოუვიდა ჩვენს სულს უდარდელთა დაცინვა+
და ქედმაღალთა სიძულვილი.+
აღსავალი სიმღერა. დავითის ფსალმუნი
124 „იეჰოვა რომ ჩვენთან არ ყოფილიყო,+ —
თქვას ისრაელმა,+ —
2 იეჰოვა რომ ჩვენთან არ ყოფილიყო,+
როცა ხალხი ჩვენ წინააღმდეგ აღსდგა,+
3 ისინი ცოცხლად ჩაგვყლაპავდნენ,+
ჩვენზე რისხვით ანთებულნი;+
4 წყალი წაგვლეკავდა+
და მდინარე გადაუვლიდა ჩვენს სულს;+
5 გადაუვლიდა ჩვენს სულს
კადნიერების წყალი.+
6 კურთხეული იყოს იეჰოვა,+ რომელმაც
მათ ლუკმად არ გვაქცია.+
7 ჩვენი სული იმ ჩიტს ჰგავს, თავი რომ დააღწია+
მონადირეების მახეს.+
მახე დაიმტვრა+
და თავი დავაღწიეთ მას.+
8 ჩვენი შველა იეჰოვას,+
ცისა და დედამიწის შემოქმედის, სახელშია“.+
აღსავალი სიმღერა
125 იეჰოვაზე მინდობილები+
ჰგვანან სიონის მთას,+ რომელიც არ შეირყევა და მარადიულად იდგება.+
2 როგორც მთებია იერუსალიმის გარშემო,+
ასევეა იეჰოვა თავისი ხალხის გარშემო,+
ახლაც და მარადიულადაც.+
3 ვერ დარჩება ბოროტების კვერთხი+ მართალთათვის განკუთვნილ წილზე,
რათა მართლებმა ხელი არ გაიწოდონ უკეთურებისკენ.+
4 იეჰოვა, სიკეთე გაუკეთე კარგ ხალხს,+
გულმართლებს.+
5 მათ კი, ვინც თავიანთი მრუდე გზებისკენ უხვევს,+
იეჰოვა სიავის მქნელებთან ერთად მოაშორებს.+
მშვიდობა ექნება ისრაელს.+
აღსავალი სიმღერა
126 როცა იეჰოვამ დააბრუნა სიონის ტყვეები,+
თავი სიზმარში გვეგონა.+
2 მაშინ გვიცინოდა პირი+
და სიხარულით ყიჟინებდა ჩვენი ენა.+
მაშინ ამბობდნენ ხალხებში:+
დიდი საქმე მოიმოქმედაო იეჰოვამ მათთვის.+
3 დიდი საქმე მოიმოქმედა იეჰოვამ ჩვენთვის.+
გახარებული ვართ.+
4 დაგვაბრუნე, იეჰოვა, ჩვენ, ტყვეები,+
როგორც ნეგებში კალაპოტები.+
5 ცრემლით მთესველნი+
სიხარულის ყიჟინით მოიმკიან.+
6 ვინც ტირილით მიდის+
და თან თესლით სავსე ტომარა მიაქვს,+
მხიარული შეძახილით დაბრუნდება+
და თან წამოიღებს თავის ძნებს.+
აღსავალი სიმღერა. სოლომონის ფსალმუნი
127 თუ იეჰოვა არ აშენებს სახლს,+
ტყუილად ირჯებიან მისი მშენებლები;+
თუ იეჰოვა არ იცავს ქალაქს,+
ტყუილად ფხიზლობს გუშაგი.+
2 ტყუილად დგებით ადრიანად,+
ტყუილად სხედხართ გვიანობამდე,+
ტყუილად ჭამთ საჭმელს ტკივილით;+
ის იმას აძლევს ძილს, ვინც უყვარს.+
3 აი შვილები — მემკვიდრეობა იეჰოვასგან,+
ჯილდოა მუცლის ნაყოფი.+
4 როგორც ისრები ძლიერი კაცის ხელში,+
ისე არიან სიყრმის შვილები.+
5 ბედნიერია კაცი, რომელმაც კაპარჭი აივსო+ მათით.
არ შერცხვებიან ისინი,+
რადგან მტრებს დაელაპარაკებიან კარიბჭესთან.
აღსავალი სიმღერა
128 ბედნიერია ყველა, ვისაც იეჰოვას შიში აქვს+
და ვინც მისი გზით დადის.+
2 საკუთარი ხელით ნაშრომს შეჭამ,+
ბედნიერი იქნები და მოგემართება ხელი.+
3 შენი ცოლი ნაყოფიერ ვაზს+ დაემსგავსება
შენს სახლში.
შენი ვაჟები ზეთისხილის კალმებივით+ იქნებიან შენი სუფრის გარშემო.
4 აი, ასე იკურთხება ვაჟკაცი,+
რომელსაც იეჰოვას შიში აქვს.+
5 სიონიდან გაკურთხებს იეჰოვა.+
იერუსალიმის კეთილდღეობას უყურე მთელი შენი სიცოცხლე+
6 და იხილე შენი ვაჟების ვაჟები.+
მშვიდობა ჰქონდეს ისრაელს.+
აღსავალი სიმღერა
129 „დიდი ხანია მმტრობენ ისინი, ჩემი ახალგაზრდობიდან მოყოლებული,+ —
თქვას ისრაელმა,+ —
2 დიდი ხანია მმტრობენ ისინი, ჩემი ახალგაზრდობიდან მოყოლებული,+
მაგრამ მაინც ვერ მძლევენ.+
3 მხვნელები ჩემს ზურგზე ხნავენ,+
აგრძელებენ კვლებს“.
4 მართალია იეჰოვა.+
ის ჭრის ბოროტთა თოკებს.+
5 შერცხვება და უკან გაბრუნდება+
სიონის ყველა მოძულე.+
6 დაემსგავსებიან ბანზე ამოსულ მწვანე ბალახს,+
რომელიც მოგლეჯამდე ხმება,+
7 რომლითაც ვერ აივსებს მუჭას მომკელი,+
ვერც უბეს — ძნების შემგროვებელი.
8 ჩამვლელებიც არ ეუბნებიან:
იეჰოვამ გაკურთხოთ,+
იეჰოვას სახელით გაკურთხეთო.+
აღსავალი სიმღერა
130 სიღრმეებიდან მოგიხმე, იეჰოვა!+
2 იეჰოვა, ისმინე ჩემი ხმა!+
ყური მოაპყარი ჩემს ვედრებას.+
3 დანაშაულს რომ აკვირდებოდე,+ იაჰ,
ვინ დაგიდგებოდა, იეჰოვა?!+
4 შენთან არის ჭეშმარიტი პატიება,+
რათა ეშინოდეთ შენი.+
5 იმედი მაქვს, იეჰოვა, იმედი აქვს ჩემს სულს,+
შენს სიტყვას ველი.+
6 იეჰოვას ელის ჩემი სული+
უფრო მეტად, ვიდრე გუშაგი — დილას,+
ვიდრე გუშაგი — დილას.+
7 დაელოდოს ისრაელი იეჰოვას,+
რადგან იეჰოვასთან არის სიკეთე,+
მას აქვს გამოსყიდვის დიდი ძალა.+
8 ის გამოისყიდის ისრაელს ყველა დანაშაულისგან.+
აღსავალი სიმღერა. დავითის ფსალმუნი
131 იეჰოვა, ჩემი გული არ გაამპარტავნებულა,+
ჩემი თვალი არ გამედიდურებულა,+
არც დიდ რამეს ვესწრაფოდი+
და არც — საოცრებას.+
2 ვამშვიდებდი და ვაწყნარებდი ჩემს სულს,+
როგორც ძუძუს მოწყვეტილს — დედის კალთაში;+
ჩემი სული ძუძუს მოწყვეტილივით არის ჩემში.+
3 დაელოდოს ისრაელი იეჰოვას+
ახლაც და მარადიულადაც.+
აღსავალი სიმღერა
132 გახსოვდეს, იეჰოვა, დავითის+
ყველა დამცირება;+
2 როგორ შეჰფიცა იეჰოვას,+
როგორ აღუთქვა იაკობის+ ძლიერს:+
3 „არ შევალ ჩემი სახლის კარავში.+
არ ავალ ჩემს დიდებულ ტახტზე, ჩემს საწოლზე,+
4 ძილს არ მივაკარებ თვალებს,+
არც თვლემას — ჩემს მბრწყინავ თვალებს,+
5 სანამ არ ვიპოვი ადგილს იეჰოვასთვის,+
დიდებულ კარავს — იაკობის ძლიერისთვის“.+
6 ეფრათაში მოვისმინეთ მის შესახებ,+
ტყეში ვიპოვეთ ის!+
7 მივიდეთ მის დიდებულ კარავში+
და დავემხოთ მის ფეხსადგამთან.+
8 აღსდექ, იეჰოვა, შენს მოსასვენებელ ადგილზე,+
შენცა და შენი ძლიერების+ კიდობანიც!+
9 სიმართლით შეიმოსონ შენი მღვდლები+
და სიხარულით შესძახონ შენმა ერთგულებმა.+
10 შენი მსახური დავითის გამო+
ნუ უკუაგდებ შენი ცხებულის სახეს.+
11 იეჰოვამ შეჰფიცა დავითს+
და უკან არ წაიღებს სიტყვას:+
„შენი მუცლის ნაყოფს+
დავსვამ შენს ტახტზე.+
12 თუ დაიცავენ შენი ძეები ჩემს შეთანხმებას+
და ჩემს შეხსენებებს, რომლებსაც ვასწავლი,+
მათი ძეებიც მარადიულად+
ისხდებიან შენს ტახტზე“.+
13 იეჰოვამ ამოირჩია სიონი,+
ნატრობდა მასში დამკვიდრებას:+
14 „მარადიულად ეს არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი,+
აქ დავმკვიდრდები, რადგან ამას ვნატრობდი.+
15 ვაკურთხებ მის საზრდოს,+
პურით გავაძღებ მის ღარიბებს.+
16 ხსნით შევმოსავ მის მღვდლებს+
და სიხარულით შესძახებენ მისი ერთგულები.
17 იქ აღმოვაცენებ დავითის რქას.+
ლამპარი გავმართე ჩემი ცხებულისთვის.+
18 მის მტრებს სირცხვილით შევმოსავ,+
მასზე კი გვირგვინი+ გაიფურჩქნება“.+
აღსავალი სიმღერა. დავითის ფსალმუნი
133 რა კარგია და რა სასიამოვნო,+
ერთად რომ ცხოვრობენ ძმები ერთობაში!
2 ეს ძვირფასი ზეთივითაა თავზე,+
წვერზე რომ ჩამოედინება,
აარონის წვერზე,+
მისი სამოსის საყელოზე.+
3 ეს ხერმონის+ ნამივითაა,+
სიონის მთებზე რომ ეშვება.+
იქ დაადგინა იეჰოვამ კურთხევა,+
მარადიული სიცოცხლე.+
აღსავალი სიმღერა
134 აკურთხეთ იეჰოვა,+
იეჰოვას მსახურნო,+
თქვენ, ვინც იეჰოვას სახლში დგახართ ღამღამობით.+
2 სიწმინდით აღაპყარით ხელები+
და აკურთხეთ იეჰოვა.+
3 სიონიდან გაკურთხოთ იეჰოვამ,+
ცისა და დედამიწის შემოქმედმა.+
135 ადიდეთ იაჰი!+
ადიდეთ იეჰოვას სახელი,+
ხოტბა შეასხით მას, იეჰოვას მსახურნო,+
2 თქვენ, ვინც იეჰოვას სახლში დგახართ,+
ჩვენი ღვთის სახლის ეზოებში.+
3 ადიდეთ იაჰი, რადგან კარგია იეჰოვა.+
ქება უმღერეთ მის სახელს, რადგან სასიამოვნოა ის.+
4 იაჰმა აირჩია იაკობი,+
ისრაელი — თავის გამორჩეულ საკუთრებად.+
5 კარგად ვიცი, რომ დიდებულია იეჰოვა,+
ჩვენი უფალი ყველა სხვა ღმერთს აღემატება.+
6 რაც სურს იეჰოვას, ყველაფერს აკეთებს+
ცაში თუ დედამიწაზე, ზღვაში თუ წყლის სიღრმეებში.+
7 მას ამოჰყავს ორთქლი დედამიწის კიდეებიდან,+
მან შექმნა წყლის კარიბჭეები წვიმისათვის,+
მას გამოჰყავს ქარი საცავებიდან.+
8 მან დასცა ეგვიპტის პირმშოები,+
ადამიანიც და პირუტყვიც.+
9 ნიშნები და სასწაულები მოგივლინა, ეგვიპტევ,+
ფარაონსა და ყველა მის მსახურს მოუვლინა ისინი.+
10 მან დასცა მრავალი ერი+
და დახოცა ძლიერი მეფეები:+
11 სიხონი, ამორეველთა მეფე,+
ოგი, ბაშანის მეფე+
და ქანაანის ყველა სამეფო.+
12 მან მისცა მათი მიწა მემკვიდრეობად,+
მემკვიდრეობად მისცა ისრაელს, თავის ხალხს.+
13 იეჰოვა, მარადიულია შენი სახელი.+
იეჰოვა, თაობიდან თაობაშია შენი ხსენება.+
14 იეჰოვა გამოესარჩლება თავის ხალხს+
და შეიბრალებს თავის მსახურებს.+
15 ხალხთა კერპები ვერცხლი და ოქროა,+
ადამიანის ნახელავი:+
16 პირი აქვთ და ვერაფერს ამბობენ,+
თვალები აქვთ და ვერაფერს ხედავენ,+
17 ყურები აქვთ, მაგრამ ვერაფერს ისმენენ,+
სული არ უდგათ პირში.+
18 მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები,+
ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.+
19 ისრაელის სახლო, აკურთხე იეჰოვა!+
აარონის სახლო, აკურთხე იეჰოვა!+
20 ლევის სახლო, აკურთხე იეჰოვა!+
იეჰოვას მოშიშნო, აკურთხეთ იეჰოვა!+
21 კურთხეული იყოს სიონიდან იეჰოვა,+
რომელიც იერუსალიმში მკვიდრობს.+
აკურთხეთ იაჰი!+
136 მადლობდეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი,+
რადგან მარადიულია მისი სიკეთე.+
2 მადლობდეთ ღმერთთა ღმერთს,+
რადგან მარადიულია მისი სიკეთე.+
3 მადლობდეთ უფალთა უფალს,+
რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+
4 საოცრებების, დიდებული საქმეების მოქმედს,+
რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+
5 მას, ვინც გონიერებით შექმნა ზეცა,+
რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+
6 მას, ვინც წყალზე გადაჭიმა დედამიწა,+
რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+
7 მას, ვინც დიდი მნათობები შექმნა,+
რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+
8 მზე დღის განმგებლად შექმნა,+
რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+
9 მთვარე და ვარსკვლავები — ღამის ერთობლივ განმგებლებად,+
რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+
10 მას, ვინც დაჰკრა ეგვიპტის პირმშოებს,+
რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+
11 და ვინც ისრაელი გამოიყვანა მათგან,+
რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+
12 ძლიერი ხელითა და გაწვდილი მკლავით,+
რადგან მარადიულია მისი სიკეთე;
13 მას, ვინც გაყო წითელი ზღვა,+
რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+
14 და ვინც ისრაელი გაატარა მის შუაგულში,+
რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+
15 ვინც წითელ ზღვაში ჩაყარა ფარაონი და მისი ჯარი,+
რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+
16 მას, ვინც უდაბნოში ატარა თავისი ხალხი,+
რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+
17 მას, ვინც დაჰკრა დიდ მეფეებს,+
რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+
18 და ვინც დახოცა დიდებული მეფეები,+
რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+
19 სიხონი, ამორეველთა მეფე,+
რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+
20 და ოგი, ბაშანის მეფე,+
რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+
21 მას, ვინც მემკვიდრეობად მისცა მათი მიწა,+
რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+
22 მემკვიდრეობად მისცა ისრაელს, თავის მსახურს,+
რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+
23 მას, ვინც გაგვიხსენა, როცა დამდაბლებულნი ვიყავით,+
რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+
24 და ვინც მოწინააღმდეგეებს გამოგვგლიჯა,+
რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+
25 ვინც საზრდოს აძლევს ყოველ ხორციელს,+
რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+
26 მადლობდეთ ცათა ღმერთს,+
რადგან მარადიულია მისი სიკეთე.+
137 ბაბილონში მდინარეების+ პირას ვისხედით+
და ვტიროდით, როცა ვიხსენებდით სიონს.+
2 მის შუაგულში ალვის+ ხეებზე
ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები.+
3 ჩვენი დამატყვევებლები სიმღერას გვთხოვდნენ+
და ჩვენი დამცინავები — მხიარულებას:+
გვიმღერეთო სიონის რომელიმე სიმღერა.+
4 როგორ ვიმღეროთ იეჰოვას სიმღერა+
უცხო მიწაზე?+
5 თუ დაგივიწყო, იერუსალიმო,+
მაშინ ჩემს მარჯვენასაც დაავიწყდეს ყველაფრის კეთება.
6 სასაზე მიმეკრას ენა,+
თუ არ გაგიხსენო,+
თუ იერუსალიმი არ ვაქციო
ჩემი სიხარულის მთავარ მიზეზად.+
7 გახსოვდეს,+ იეჰოვა, როგორ ამბობდნენ ედომის+ ძეები იერუსალიმის დღეს:+
გააშიშვლეთ, გააშიშვლეთო საძირკვლამდე!+
8 ბაბილონის ასულო, გაიძარცვები.+
ბედნიერი იქნება ის, ვინც სამაგიეროს გადაგიხდის+
და ისე მოგექცევა, როგორც შენ გვექცეოდი.+
9 ბედნიერი იქნება ის, ვინც შეიპყრობს და კლდეს მიანარცხებს+
შენს შვილებს.
დავითის ფსალმუნი
138 მთელი გულით შეგასხამ ხოტბას.+
სხვა ღმერთების თვალწინ გიმღერებ ქებას.+
2 პირს ვიბრუნებ შენი ტაძრის მხარეს და მდაბლად თაყვანს გცემ,+
ხოტბას შევასხამ შენს სახელს+
შენი სიკეთისა+ და ჭეშმარიტების გამო.+
შენ განადიდე შენი სიტყვა+ შენს სახელზე მეტად.+
3 იმ დღესვე მიპასუხე, როცა მოგიხმე;+
გაბედულება შემატე ჩემს სულს შენი ძალით.+
4 დედამიწის მეფეები ხოტბას შეგასხამენ, იეჰოვა,+
რადგან გაიგებენ შენი პირიდან გამოსულ სიტყვებს.
5 იმღერებენ იეჰოვას გზების შესახებ,+
რადგან დიდია იეჰოვას დიდება.+
6 მაღალია იეჰოვა, მაგრამ ხედავს თავმდაბლებს;+
მედიდურებს კი მხოლოდ შორიდან იცნობს.+
7 გასაჭირშიც რომ ვიყო, შენ შემინარჩუნებ სიცოცხლეს,+
ხელს გამოიწვდი ჩემი მტრების რისხვის გამო+
და მიხსნის შენი მარჯვენა.+
8 იეჰოვა ბოლომდე შეასრულებს იმას, რაც ჩემთვის განიზრახა.+
იეჰოვა, მარადიულია შენი სიკეთე.+
ნუ მიატოვებ შენი ხელის ქმნილებებს.+
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი. სიმღერა
139 იეჰოვა, შენ გამომიკვლიე და მიცნობ.+
2 შენ იცი, როდის ვჯდები და როდის ვდგები.+
შორიდან ხვდები ჩემს ფიქრებს.+
3 შენ მაკვირდები, როცა დავდივარ და როცა ვწევარ,+
შენთვის ცნობილია ჩემი გზები.+
4 ჯერ სიტყვაც არ არის ჩემს ენაზე,+
რომ შენ უკვე იცი ყველაფერი, იეჰოვა.+
5 ყოველი მხრიდან ალყაში მომაქციე,
ხელი დამადე.
6 ასეთი ცოდნა მეტისმეტად გასაოცარია ჩემთვის;+
იმდენად მაღლაა, რომ ვერ ვწვდები.+
7 სად წავუვალ შენს სულს+
და სად გავექცევი შენს სახეს?+
8 ზეცაშიც რომ ავიდე, შენ იქა ხარ,+
სამარეშიც რომ გავიშალო ტახტი, იქაც შენა ხარ.+
9 განთიადის ფრთებიც+ რომ მქონოდა
უშორეს ზღვაზე დასამკვიდრებლად,+
10 იქაც შენი ხელი წამიძღვებოდა+
და შენი მარჯვენა დამიჭერდა.+
11 რომ მეთქვა, სიბნელე სწრაფად შემიპყრობს-მეთქი,+
მაშინ ღამე სინათლედ იქცეოდა ჩემ გარშემო.+
12 სიბნელეც კი არ იქნებოდა შენთვის ძალიან ბნელი,+
ღამე დღესავით გაანათებდა;+
სიბნელე სინათლედ იქცეოდა.+
13 შენ შექმენი ჩემი თირკმელები;+
გამოცალკევებული გყავდი დედის მუცელში.+
14 ხოტბას შეგასხამ, რადგან შიშს მინერგავს ის, თუ რა საოცრად ვარ შექმნილი.+
საოცარია შენი საქმეები+
და კარგად იცის ეს ჩემმა სულმა.+
15 არ დაფარულა შენგან ჩემი ძვლები,+
როცა დაფარულში შევიქმენი,+
როცა დედამიწის სიღრმეებში+ ვიყავი მოქსოვილი.
16 შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი+
და შენს წიგნში ჩაიწერა იმ დღეების შესახებ,
როცა ყველა ჩემი ნაწილი უნდა ჩამოყალიბებულიყო,+
მაშინ, როცა ჯერ არც ერთი მათგანი არ არსებობდა.
17 რა ძვირფასია შენი აზრები ჩემთვის!+
ღმერთო, რამდენად დიდია მათი რიცხვი!+
18 მათი დათვლა რომ მეცადა, ქვიშის მარცვალზე მეტი იქნებოდა.+
გავიღვიძე და კვლავაც შენთან ვარ.+
19 ღმერთო, ნეტავ დახოცავდე ბოროტებს!+
მაშინ განმშორდებოდა სისხლისმღვრელი ხალხი,+
20 რომელიც შენზე თავისი ზრახვებისამებრ ლაპარაკობს.+
შენს სახელს უღირსად+ ახსენებენ შენი მოწინააღმდეგენი.+
21 განა არა მძულს შენი მოძულეები, იეჰოვა,+
და განა არ მეზიზღება შენ წინააღმდეგ აღმდგარნი?!+
22 დიდი სიძულვილით მძულს ისინი.+
ნამდვილი მტრები გახდნენ ჩემთვის.+
23 გამომიკვლიე, ღმერთო, და შეიცანი ჩემი გული.+
შემამოწმე და გაიგე ჩემი მშფოთვარე ფიქრები;+
24 ნახე, ისეთი რამ ხომ არ არის ჩემში, რაც სატკივარს გამოიწვევდა,+
და წამიძეხი მარადიულობის გზაზე.+
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის სიმღერა
140 მიხსენი, იეჰოვა, ბოროტი ხალხისგან,+
დამიცავი მოძალადეებისგან,+
2 რომლებიც ცუდს იზრახავენ გულში+
და მთელი დღე ისე მესხმიან თავს, თითქოს ომში არიან.+
3 გველივით წაიმახვეს ენები;+
გველგესლას შხამი აქვთ ბაგეებს მიღმა.+ სელა.
4 დამიცავი, იეჰოვა, ბოროტის ხელიდან,+
დამიცავი მოძალადე კაცისგან,+
მათგან, ვისაც ჩემი ნაბიჯების დაბრკოლება განუზრახავთ.+
5 ხაფანგი დამიგეს პატივმოყვარეებმა;+
თოკები ბადესავით გაშალეს გზის პირას.+
მახეები დამიგეს.+ სელა.
6 ვუთხარი იეჰოვას: „შენა ხარ ჩემი ღმერთი.+
ყური მოაპყარი, იეჰოვა, ჩემს ვედრებას“.+
7 იეჰოვა, უზენაესო უფალო,+ ჩემი ხსნის ძალავ,+
შენ დამიფარე თავი ბრძოლის დღეს.+
8 იეჰოვა, ნუ მისცემ ნებას ბოროტებს, თავიანთი წადილი აისრულონ.+
ხელს ნუ შეუწყობ მათ შეთქმულებას, რათა არ განდიდდნენ.+ სელა.
9 მათი თავები კი, ვინც გარს შემომხვევია,+
მათივე ბაგეებით გამოწვეულმა გასაჭირმა დაფაროს.+
10 მოგიზგიზე ნაკვერჩხლები დაეყაროთ თავზე.+
ჩაცვივდნენ ცეცხლში+ და ჭებში, რომ ვეღარ წამოდგნენ.+
11 ნუ განმტკიცდება დედამიწაზე ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით მოლაპარაკე.+
ბოროტებამ ურტყას მოძალადეს და ასე ინადიროს მასზე.+
12 კარგად ვიცი, რომ იეჰოვა შეისმენს+
დაჩაგრულის საჩივარს და ღარიბს სამართალს გაუჩენს.+
13 მართლები მადლობას ეტყვიან შენს სახელს;+
წრფელები დამკვიდრდებიან შენი სახის წინაშე.+
დავითის სიმღერა
141 იეჰოვა, შენ მოგიხმობ,+
იჩქარე ჩემკენ.+
ყური მოაპყარი ჩემს ხმას, როცა მოგიხმობ.+
2 საკმეველივით+ მომზადდეს ჩემი ლოცვა შენ წინაშე,+
ხელების აპყრობა — მარცვლეული შესაწირავივით.+
3 დაცვა დაუყენე ჩემს პირს, იეჰოვა,+
დარაჯი დაუყენე ჩემს ბაგეებს.+
4 ნუ მიდრიკავ ჩემს გულს ცუდისკენ,+
უგვანი საქმეები რომ არ ჩავიდინო ბოროტებით+
სიავის მქნელებთან ერთად+
და არ ვისაზრდოო მათი ნუგბარით.+
5 მართლის დარტყმა სიკეთე იქნება ჩემთვის,+
მისი შეგონება — ზეთი ჩემი თავისთვის,+
მე უარს არ ვიტყვი ამაზე.+
ვილოცებ მათი უბედურების დროს.+
6 მათი მოსამართლეები კლდის კიდეებიდან გადმოყარეს,+
ხალხმა კი ისმინა ჩემი ნათქვამი და მიხვდა, რომ სასიამოვნოა ის.+
7 როგორც პობისა და ჩეხვის დროს იფანტება მიწაზე ნაფოტები,
ისეა მიმოფანტული ჩვენი ძვლები სამარის პირას.+
8 მაგრამ ჩემი თვალები შენკენ არის მოპყრობილი,+ იეჰოვა, უზენაესო უფალო.+
შენ გაფარებ თავს.+
ნუ მისცემ სიკვდილს ჩემს სულს.+
9 დამიცავი მათ მიერ დაგებული ხაფანგის მარწუხებისგან+
და სიავის მქნელთა მიერ დაგებული მახეებისგან.+
10 ბოროტები ერთად გაებმებიან თავიანთ ბადეებში,+
მე კი უსაფრთხოდ ჩავივლი.
მასქილი. დავითის ფსალმუნი. როცა ის გამოქვაბულში იყო.+ ლოცვა
142 ხმამაღლა ვთხოვდი იეჰოვას შველას,+
ხმამაღლა შევღაღადებდი იეჰოვას, რომ წყალობა ეყო ჩემთვის.+
2 მის წინაშე ვღვრიდი ჩემს საწუხარს,+
მას ვუყვებოდი ჩემს გასაჭირს,+
3 როცა სული+ დამიუძლურდა.
შენ იცოდი ჩემი სავალი.+
ჩემს სავალ გზაზე+
ხაფანგი დამიგეს.+
4 გაიხედე მარჯვნივ და დაინახე,
რომ არავინ მაღიარებს.+
დაიქცა ჩემი თავშესაფარი+
და არავის ანაღვლებს ჩემი სული.+
5 შენ გთხოვე შველა, იეჰოვა,+
ვთქვი: „შენა ხარ ჩემი თავშესაფარი,+
ჩემი წილი+ ცოცხალთა ქვეყანაში“.+
6 ყურად იღე ჩემი მუდარა,+
რადგან მეტისმეტად დავუძლურდი.+
მიხსენი ჩემი მდევნელებისგან,+
რადგან ჩემზე ძლიერნი არიან.+
7 გამოიყვანე ჩემი სული დილეგიდან,+
რათა ხოტბა შევასხა შენს სახელს.+
ჩემ გარშემო შემოიკრიბონ მართლები,+
რადგან კეთილად მექცევი.+
დავითის სიმღერა
143 იეჰოვა, ისმინე ჩემი ლოცვა.+
ყური მოაპყარი ჩემს ვედრებას.+
შენი ერთგულებითა და სიმართლით მიპასუხე.+
2 ნუ შეედავები შენს მსახურს სასამართლოში,+
რადგან შენ წინაშე ვერავინ იქნება მართალი.+
3 მტერი დევნის ჩემს სულს.+
მიწასთან გაასწორა ჩემი სიცოცხლე.+
ბნელ ადგილებში დამასახლა დიდი ხნის მკვდრების მსგავსად.+
4 სული+ დამიუძლურდა;
გული ჩამიკვდა.+
5 ვიხსენებ ადრინდელ დღეებს.+
ვფიქრობ ყველა შენს ნამოქმედარზე.+
სიამოვნებით ვფიქრობ შენს ნახელავზე.+
6 შენკენ ვიწვდი ხელებს.+
ჩემს სულს ისე სწყურიხარ, როგორც გამხმარ მიწას.+ სელა.
7 იჩქარე და მიპასუხე, იეჰოვა.+
ბოლო მოეღო ჩემს სულს.+
ნუ დამალავ სახეს ჩემგან,+
თორემ საფლავში ჩამავალთ დავემსგავსები.+
8 დილაობით გამაგონე შენი სიკეთე,+
რადგან შენზე ვამყარებ იმედს.+
გამაგებინე, რომელი გზით ვიარო,+
რადგან შენკენ აღვაპყრობ სულს.+
9 მიხსენი ჩემი მტრებისგან, იეჰოვა.+
შენ გაფარებ თავს.+
10 მასწავლე შენი ნების შესრულება,+
რადგან შენა ხარ ჩემი ღმერთი.+
კარგია შენი სული.+
წამიძღვეს იგი სიმართლის ქვეყანაში.+
11 შენი სახელის გულისთვის+ შემინარჩუნე სიცოცხლე, იეჰოვა.+
შენი სიმართლით+ გამოიყვანე ჩემი სული გასაჭირიდან.+
12 შენი სიკეთით დაადუმე ჩემი მტრები.+
მოსპე ყველა, ვინც მტრობს ჩემს სულს,+
რადგან შენი მსახური ვარ.+
დავითის ფსალმუნი
144 კურთხეული იყოს იეჰოვა, ჩემი კლდე,+
რომელიც ბრძოლას ასწავლის ჩემს ხელებს+
და ომს — ჩემს თითებს;
2 ჩემი სიკეთე და ჩემი ციხესიმაგრე,+
ჩემი თავშესაფარი მაღლობზე და ჩემი მხსნელი,+
ჩემი ფარი+ და ჩემი თავშესაფარი,+
ჩემთვის ხალხების დამმორჩილებელი.+
3 იეჰოვა, რა არის კაცი, რომ ამჩნევ,+
ან მოკვდავი ადამიანის ძე,+ რომ ყურადღებას აქცევ?
4 ადამიანი ამონასუნთქივითაა,+
მისი დღეები — წარმავალი ჩრდილივით.+
5 იეჰოვა, მოდრიკე შენი ზეცა, რომ ჩამოხვიდე;+
შეეხე მთებს, რომ ბოლვა იწყონ.+
6 ელვით გაანათე, რომ გაფანტო ისინი,+
გაუშვი შენი ისრები, რომ თავგზა აუბნიო მათ.+
7 გამოიწოდე ხელები სიმაღლიდან,+
გამათავისუფლე და მიხსენი დიდი წყლისგან,+
უცხოთა ხელიდან,+
8 რომელთა პირიც სიცრუეს ლაპარაკობს+
და რომელთა მარჯვენაც სიცრუის მარჯვენაა.+
9 ღმერთო, ახალ სიმღერას გიმღერებ.+
ათსიმიან საკრავზე გიმღერებ ქებას+
10 მეფეთა მხსნელს,+
შენი მსახური დავითის გამათავისუფლებელს დამღუპველი მახვილისგან.+
11 გამათავისუფლე და მიხსენი იმ უცხოთა ხელიდან,+
რომელთა პირიც სიცრუეს ლაპარაკობს,+
და რომელთა მარჯვენაც სიცრუის მარჯვენაა;+
12 რომლებიც ამბობენ: „ჩვენი ძეები გაზრდილი ნერგებივით არიან,+
ჩვენი ქალიშვილები — სასახლის თლილი კუთხეებივით,
13 ჩვენი ბეღლები სავსეა ნაირ-ნაირი მოსავლით,+
ჩვენი ცხვრის ფარები ათასჯერ და ათიათასჯერ მრავლდებიან მინდვრებში,
14 დამძიმებულია ჩვენი საქონელი, არც ჩახევები აქვს და არც გაბერწებულა;+
არ ისმის ყვირილი ჩვენს მოედნებზე.+
15 ბედნიერია ხალხი, რომელსაც ასე მისდის საქმე!“
ბედნიერია ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა!+
ქება. დავითის ფსალმუნი
א [ალეფ]
145 გადიდებ, ჩემო ღმერთო, მეფეო.+
ვაკურთხებ შენს სახელს მარადიულად, სამუდამოდ.+
ב [ბეთ]
2 მთელი დღე გაკურთხებ.+
ვადიდებ შენს სახელს მარადიულად, სამუდამოდ.+
ג [გიმელ]
3 დიდებულია იეჰოვა და დიდად საქები.+
ჩაუწვდომელია მისი სიდიადე.+
ד [დელეთ]
4 თაობიდან თაობაში შეაქებენ შენს საქმეებს+
და შენს ძლევამოსილ საქმეებზე ილაპარაკებენ.+
ה [ჰე]
5 შენი ღირსების დიდებულ სიდიადესა+
და საოცარ საქმეებზე ვიფიქრებ.+
ו [ვავ]
6 ისინი ილაპარაკებენ შენი შიშის მომგვრელი საქმეების ძლიერებაზე.+
შენს სიდიადეს ვაუწყებ.+
ז [ზაინ]
7 შენი უდიდესი სიკეთის ხსენებაში იქნებიან+
და სიხარულით შესძახებენ შენი სიმართლის გამო.+
ח [ხეთ]
8 იეჰოვა მწყალობელი და გულმოწყალეა,+
რისხვაში ნელი და სიკეთით სავსე.+
ט [ტეთ]
9 კარგია იეჰოვა ყველასთვის+
და მისი წყალობა ყველა მის საქმეში ვლინდება.+
י [ჲოდ]
10 ყველა შენი ქმნილება შეგასხამს ხოტბას, იეჰოვა,+
და შენი ერთგულები გაკურთხებენ.+
כ [ქაფ]
11 შენი მეფობის დიდებაზე ილაპარაკებენ+
და შენს ძლევამოსილებაზე ისაუბრებენ,+
ל [ლამედ]
12 რათა გააგებინონ ადამიანის ძეებს შენი ძლევამოსილი საქმეები+
და შენი მეფობის სიდიადის დიდება.+
מ [მემ]
13 შენი მეფობა მარადიული მეფობაა+
და შენი ძალაუფლება ყველა თაობაში ვრცელდება.+
ס [სამეხ]
14 იეჰოვა მხარში უდგას ყველას, ვინც ეცემა,+
და აყენებს ყველა მოდრეკილს.+
ע [აინ]
15 შენ შემოგცქერის იმედიანად ყველას თვალი+
და შენ აძლევ მათ საზრდოს დროულად.+
פ [ფე]
16 შლი შენს ხელს+
და აკმაყოფილებ ყოველი ცოცხალი არსების სურვილს.+
צ [ცადე]
17 იეჰოვა მართალია ყველა თავის გზაზე+
და ერთგულია ყველა თავის საქმეში.+
ק [კოფ]
18 იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას მოუხმობს,+
ყველასთან, ვინც ჭეშმარიტებით მოუხმობს მას.+
ר [რეშ]
19 თავის მოშიშთა სურვილს შეასრულებს,+
მოისმენს მათ ღაღადს, როცა დახმარებას სთხოვენ, და იხსნის მათ.+
ש [შინ]
20 იეჰოვა იცავს ყველა თავის მოყვარულს,+
ყველა ბოროტს კი მოსპობს.+
ת [თავ]
21 ჩემი პირი ილაპარაკებს იეჰოვას ქებას.+
ყოველმა ხორციელმა აკურთხოს მისი წმინდა სახელი მარადიულად, სამუდამოდ.+
146 ადიდეთ იაჰი!+
ადიდე იეჰოვა, ჩემო სულო!+
2 მთელი სიცოცხლე ვადიდებ იეჰოვას;+
ქებას ვუმღერებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.+
3 იმედს ნუ დაამყარებთ წარჩინებულებზე,+
ნურც სხვა ადამიანებზე, რომელთაგანაც არ არის ხსნა.+
4 ამოსდის სული,+ თვითონ კი უბრუნდება მიწას,+
იმ დღეს ქრება მისი ფიქრები.+
5 ბედნიერია, ვისაც მშველელად ჰყავს იაკობის ღმერთი,+
ვინც იმედს ამყარებს თავის ღმერთზე, იეჰოვაზე,+
6 რომელმაც შექმნა ცა და დედამიწა,+
ზღვა და ყველაფერი, რაც მათშია;+
ვინც მარადიულად იცავს ჭეშმარიტებას,+
7 ვინც სამართალს უჩენს მათ, ვისაც რაღაც გამოსძალეს,+
და ვინც პურს აძლევს მშივრებს.+
იეჰოვა ათავისუფლებს შებორკილებს.+
8 იეჰოვა უხელს ბრმებს თვალებს,+
იეჰოვა უმართავს წელს მოხრილებს,+
იეჰოვას უყვარს მართლები.+
9 იეჰოვა იცავს ხიზნებს,+
უმამო ბავშვსა და ქვრივს შვებას ჰგვრის,+
ბოროტთა გზას+ კი ამრუდებს.+
10 მარადიულად იმეფებს იეჰოვა,+
შენი ღმერთი, სიონო, თაობიდან თაობაში.+
ადიდეთ იაჰი!+
147 ადიდეთ იაჰი,+
რადგან კარგია, რომ ქება ვუმღეროთ ჩვენს ღმერთს,+
რადგან ეს სასიამოვნოა — შეშვენის მას ქება.+
2 იეჰოვა აშენებს იერუსალიმს,+
თავს უყრის გაფანტულ ისრაელებს.+
3 ის კურნავს+ გულგატეხილებს+
და უხვევს მტკივნეულ ჭრილობებს.+
4 ის თვლის ვარსკვლავებს,+
ყოველ მათგანს სახელით მოუხმობს.+
5 დიდებულია ჩვენი უფალი, დიდია მისი ძალა;+
მისი გამჭრიახობა განუზომელია.+
6 იეჰოვა შვებას ჰგვრის თვინიერებს,+
ბოროტებს კი მიწამდე ამცირებს.+
7 უპასუხეთ იეჰოვას სამადლობელი სიმღერით,+
ქება უმღერეთ ჩვენს ღმერთს ქნარით,+
8 მას, ვინც ღრუბლებით ფარავს ცას,+
ვინც წვიმას უმზადებს დედამიწას,+
ვინც მწვანე ბალახს აღმოაცენებინებს მთებს.+
9 ის საკვებს აძლევს ცხოველებს+
და ყორნის აჩხავლებულ ბახალებს.+
10 არც ცხენის სიძლიერით ხარობს+
და არც ადამიანის ფეხმარდობა სიამოვნებს.+
11 იეჰოვას მისი მოშიშები ახარებენ,+
ისინი, ვინც მის სიკეთეს მოელიან.+
12 აქე იეჰოვა,+ იერუსალიმო,
ადიდე შენი ღმერთი, სიონო!+
13 მან გააძლიერა შენი კარიბჭეების ურდულები,
მან გიკურთხა ძეები.+
14 მშვიდობას აძლევს შენს მხარეს+
და საუკეთესო ხორბლით გაძღებს.+
15 თავის სიტყვას აგზავნის დედამიწაზე,+
მიქრის მისი სიტყვა.
16 თოვლს მატყლივით იძლევა,+
ნაცარივით ფანტავს თრთვილს.+
17 ნამცეცებივით ყრის ყინულს.+
ვინ გაუძლებს მის სუსხს?+
18 აგზავნის თავის სიტყვას+ და ადნობს მათ.
უბერავს თავის ქარს+
და წვეთავს წყალი.
19 თავის სიტყვას ამცნობს იაკობს,+
თავის წესებსა+ და სამართალს — ისრაელს.+
20 სხვა არც ერთ ხალხს არ მოქცევია ასე.+
მისი სამართალი არ იციან მათ.+
ადიდეთ იაჰი!+
148 ადიდეთ იაჰი!+
ადიდეთ იეჰოვა ზეციდან,+
ადიდეთ იგი სიმაღლეებში,+
2 ადიდეთ იგი მისმა ანგელოზებმა,+
ადიდეთ იგი მისმა ლაშქარმა,+
3 ადიდეთ იგი, მზეო და მთვარეო,+
ადიდეთ იგი, მანათობელო ვარსკვლავებო,+
4 ადიდეთ იგი, ცანო ცათანო,+
და თქვენ, წყლებო ზეცის ზემოთ!+
5 ადიდონ მათ იეჰოვას სახელი,+
რადგან მისი ბრძანებით შეიქმნენ!+
6 მისით დგანან ისინი მარადიულად, სამარადისოდ.+
მისცა მათ წესი, რომელიც არ გაუქმდება.+
7 ადიდეთ იეჰოვა დედამიწიდან,+
ზღვის დიდო ცხოველებო და წყლის სიღრმეებო,+
8 ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და სქელო კვამლო,+
ქარიშხალო, მისი სიტყვის შემსრულებელო,+
9 მთებო და გორებო,+
ხეხილო და კედრებო,+
10 გარეულო და შინაურო ცხოველებო,+
ქვეწარმავლებო და ფრინველებო,+
11 დედამიწის მეფეებო+ და ერებო,
მთავრებო+ და დედამიწის მოსამართლეებო,+
12 ვაჟებო+ და ქალწულებო,+
მოხუცებო+ ბავშვებთან ერთად!+
13 ადიდონ მათ იეჰოვას სახელი,+
რადგან მხოლოდ მისი სახელია ყველაზე ამაღლებული!+
მისი ღირსება ცასა და დედამიწას სცდება.+
14 ის აამაღლებს თავისი ხალხის რქას,+
თავის ერთგულთა დიდებას,+
ისრაელის ძეებისა, რომლებიც ახლოს არიან მასთან.+
ადიდეთ იაჰი!+
149 ადიდეთ იაჰი!+
ახალი სიმღერა უმღერეთ იეჰოვას,+
ქება უმღერეთ ერთგულთა კრებულში.+
2 გაიხაროს ისრაელმა თავისი დიდებული შემოქმედით,+
იმხიარულონ სიონის ძეებმა თავიანთი მეფით.+
3 ცეკვით ადიდონ მისი სახელი.+
ქება უმღერონ მას დაირითა და ქნარით.+
4 იეჰოვას სიამოვნებს თავისი ხალხი.+
ის ხსნით ამკობს თვინიერებს.+
5 დიდებით გაიხარონ ერთგულებმა,
სიხარულით შესძახონ თავიანთ საწოლებში.+
6 ღვთის სადიდებელი სიმღერები ჰქონდეთ ბაგეებზე+
და ორლესული მახვილი ეჭიროთ ხელში,+
7 რათა შური იძიონ ხალხებზე+
და გაკიცხონ ერები,+
8 რათა ხუნდები დაადონ მათ მეფეებს+
და განდიდებულებს — რკინის ბორკილები,
9 რათა მათზე აღასრულონ დაწერილი სამართალი.+
ასეთი სიდიადე ეკუთვნით მის ერთგულებს.+
ადიდეთ იაჰი!+
150 ადიდეთ იაჰი!+
ადიდეთ ღმერთი მის წმინდა ადგილზე.+
ადიდეთ იგი სივრცეში, სადაც მისი ძალა ვრცელდება.+
2 ადიდეთ იგი მისი ძლევამოსილი საქმეებისთვის.+
ადიდეთ იგი მისი განუზომელი სიდიადისთვის.+
3 ადიდეთ იგი საყვირის ჩაბერვით.+
ადიდეთ იგი სიმებიანი საკრავითა და ქნარით.+
4 ადიდეთ იგი დაირითა+ და ცეკვით.+
ადიდეთ იგი სიმებითა+ და სტვირით.+
5 ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით.+
ადიდეთ იგი მჭექარე წინწილებით.+
6 ყოველმა სულდგმულმა ადიდოს იაჰი.+
ადიდეთ იაჰი!+