იგავები*
1 ეს არის ისრაელის მეფის,+ დავითის ძის,+ სოლომონის+ იგავები+ 2 სიბრძნის+ შესაცნობად და დასარიგებლად*,+ რომ ჩასწვდე სიტყვებს, რომლებშიც გაგების უნარი+ ვლინდება, 3 მიიღო დარიგება,+ რომლისგანაც მომდინარეობს: წვდომის უნარი,+ სიმართლე,+ სამართლიანობა,+ პატიოსნება;+ 4 რათა გამოუცდელებს მიეცეთ წინდახედულობა,+ ახალგაზრდებს კი — ცოდნა+ და ჭკუა.+
5 ბრძენი მოისმენს და მეტს ისწავლის;+ კაცი, რომელსაც გაგების უნარი აქვს, გონივრული მითითებით იხელმძღვანელებს,+ 6 რათა გაიგოს იგავი და თავსატეხი,+ ბრძენთა სიტყვები+ და მათი გამოცანები.+
7 იეჰოვას შიში ცოდნის სათავეა.+ უგუნურებს სძულთ სიბრძნე და დარიგება.+
8 მოისმინე, შვილო*, მამაშენის დარიგება+ და დედაშენის კანონს ნუ უგულებელყოფ,+ 9 რადგან ეს მშვენიერი გვირგვინია შენი თავისთვის+ და ლამაზი ყელსაბამი შენი ყელისთვის.+
10 შვილო, თუ ცოდვილები შენ შეცდენას შეეცდებიან, ნუ დაჰყვები.+ 11 თუ გეტყვიან: „წამოგვყევი, ჩავუსაფრდეთ მსხვერპლს და სისხლი დავღვაროთ;+ უმიზეზოდ დავუდარაჯდეთ უდანაშაულოს;+ 12 ცოცხლად ჩავყლაპოთ,+ როგორც სამარე*+ ყლაპავს, მთლიანად, როგორც საფლავი* შთანთქავს;+ 13 ვიპოვოთ ძვირფასეულობა;+ ნაძარცვით+ ავივსოთ სახლები; 14 ჩვენთან უნდა ყარო წილი, ერთი ქისა გვექნება ყველას“,+ 15 შვილო, ნუ გაჰყვები მათ.+ მოარიდე ფეხი მათ სავალს.+ 16 ფეხი ბოროტებისკენ გაურბით+ და მუდამ სისხლის ღვრას ესწრაფვიან.+ 17 არავინ შლის ფრინველთა თვალწინ ბადეს.+ 18 ამიტომაც უსაფრდებიან მსხვერპლს სისხლის დასაღვრელად;+ მათ სულებს უდარაჯდებიან.+ 19 ასეთია მათი გზა, ვინც უსამართლო მოგებას იხვეჭს.+ ეს სულს ართმევს მის მფლობელებს.+
20 ჭეშმარიტი სიბრძნე+ ქუჩაში გაჰყვირის,+ მოედნებზე ისმის მისი ხმა.+ 21 ხმაურიანი ქუჩების თავში იძახის,+ ქალაქში შესასვლელ კარიბჭეებთან ამბობს თავის სიტყვას:+
22 „გამოუცდელებო, როდემდე უნდა გიყვარდეთ გამოუცდელობა?+ დამცინავებო, როდემდე უნდა გქონდეთ დაუფარავი დაცინვის სურვილი?+ სულელებო, როდემდე უნდა გძულდეთ ცოდნა?+ 23 მობრუნდით, როცა შეგაგონებთ+ და ჩემს სულს გადმოვღვრი თქვენზე;+ ჩემს სიტყვებს გაგაგებინებთ.+ 24 მე გეძახით, მაგრამ თქვენ არ გსურთ მოსმენა;+ ხელს ვიწვდი, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევს.+ 25 ჩემს ყველა რჩევას უგულებელყოფთ+ და არ იღებთ ჩემს შეგონებას.+ 26 მეც გავიცინებ თქვენს უბედურებაზე+ და დაგცინებთ, როცა შეგემთხვევათ ის, რაც გაშინებთ;+ 27 როცა ქარიშხალივით დაგატყდებათ ის, რისიც გეშინიათ; როცა გრიგალივით+ მოვარდება თქვენი უბედურება; როცა გასაჭირი და ძნელი დრო დაგიდგებათ.+ 28 მაშინ დამიძახებენ, მაგრამ არ ვუპასუხებ.+ ძებნას დამიწყებენ, მაგრამ ვერ მიპოვიან,+ 29 რადგან შეიძულეს ცოდნა+ და იეჰოვას შიში არ ირჩიეს.+ 30 ჩემს რჩევას არ დაჰყვნენ+ და ჩემი შეგონება უგულებელყვეს.+ 31 თავიანთი გზის ნაყოფს იგემებენ+ და თავიანთი რჩევებით გაძღებიან.+ 32 გამოუცდელებს განდგომილება+ დაღუპავს+ და სულელებს დაუდევრობა მოსპობს.+ 33 ის კი, ვინც მისმენს, უსაფრთხოდ+ იცხოვრებს; უბედურების შიში არ შეაწუხებს მას“.+
2 შვილო, თუ ჩემს სიტყვებს მიიღებ+ და ჩემს მცნებებს განძივით გაუფრთხილდები,+ 2 ყურს მიაპყრობ სიბრძნეს,+ რომ გული გამჭრიახობისკენ+ მიმართო, 3 თუ ითხოვ, რომ გაგების უნარი გქონდეს,+ და გამჭრიახობას მოუხმობ,+ 4 თუ მას ვერცხლივით მოძებნი+ და დამალული განძივით მოიძიებ,+ 5 მაშინ გაიგებ, რა არის იეჰოვას შიში,+ და შეიძენ ცოდნას ღვთის შესახებ,+ 6 ვინაიდან იეჰოვა თავად იძლევა სიბრძნეს;+ მისი პირიდან გამოდის ცოდნა და გამჭრიახობა.+ 7 ის მართლებს უნახავს სიბრძნეს*+ და უმწიკვლოდ მავალთათვის ფარია,+ 8 რადგან თვალყურს ადევნებს სამართლიანობის გზებს+ და თავის ერთგულთა გზას დაიფარავს.+ 9 მაშინ გაიგებ, რა არის სიმართლე, სამართლიანობა და პატიოსნება — ყოველივე ის, რაც კარგია.+
10 როცა სიბრძნე შევა შენს გულში+ და ცოდნა ეამება შენს სულს,+ 11 ჭკუა დაგიცავს+ და გამჭრიახობა დაგიფარავს;+ 12 დაგიხსნის ბოროტების გზიდან,+ უკუღმართად მოლაპარაკე კაცისგან;+ 13 მათგან, ვინც სიმართლის გზას ტოვებს, რომ სიბნელის გზით იაროს;+ 14 მათგან, ვინც ბოროტების ჩადენით ხარობს,+ ვისაც ბოროტთა უკუღმართობა ახარებს;+ 15 მათგან, ვისი გზებიც მრუდეა და ვინც მზაკვრულად იქცევა.+ 16 დაგიხსნის უზნეო ქალისგან+ და ტკბილად მოუბარი+ უცხო ქალისგან, 17 რომელიც ტოვებს ახალგაზრდობის უახლოეს მეგობარს+ და რომელმაც თავისი ღვთის შეთანხმებაც კი დაივიწყა.+ 18 სიკვდილში იძირება მისი სახლი და მისი გზები უსიცოცხლოებთან მიდის.+ 19 ვერავინ, ვისაც კავშირი ჰქონდა მასთან, ვერ დაბრუნდება და ცოცხალთა გზას ვეღარ დაადგება.+
20 ამას იმიტომ გეუბნები, რომ კარგი ადამიანების გზით იარო+ და მართალთა გზებზე დარჩე,+ 21 რადგან მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას+ და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე,+ 22 ხოლო ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან+ და ვერაგები აღმოიფხვრებიან მისგან.+
3 შვილო, ჩემს კანონს ნუ დაივიწყებ+ და გულით დაიცავი ჩემი მცნებები,+ 2 რადგან ეს შეგმატებს დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებსა+ და მშვიდობას.+ 3 სიკეთე* და ჭეშმარიტება ნუ მიგატოვებს.+ ყელზე შეიბი ისინი.+ გულის ფიცარზე დაიწერე,+ 4 რათა წყალობა პოვო და სრული გაგების უნარი გქონდეს ღვთისა და ადამიანის თვალში.+ 5 მიენდე იეჰოვას მთელი გულით+ და საკუთარ გონებას* ნუ დაეყრდნობი.+ 6 გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე+ და ის გაგისწორებს სავალს.+
7 ნუ იქნები ბრძენი საკუთარ თვალში.+ იეჰოვასი გეშინოდეს და ზურგი აქციე ბოროტებას.+ 8 იყოს ის შენი ჭიპის მკურნალი+ და შენი ძვლების მაცოცხლებელი.+
9 პატივი მიაგე იეჰოვას შენი ქონებიდან+ და შენი მოსავლის პირველმოწეული ნაყოფით.+ 10 მაშინ აივსება შენი ბეღლები+ და შენი საწნახლიდან ღვარად იდინებს ახალი ღვინო.+
11 შვილო, იეჰოვას დარიგებას* ნუ უგულებელყოფ+ და მის შეგონებას ნუ შეიზიზღებ,+ 12 რადგან იეჰოვა იმას შეაგონებს,+ ვინც უყვარს, როგორც შვილის მოყვარული მამა.+
13 ბედნიერია კაცი, რომელმაც სიბრძნე+ იპოვა და კაცი, რომელმაც გამჭრიახობა+ შეიძინა, 14 რადგან სიბრძნის შეძენა ვერცხლის შეძენას სჯობია და ოქროზე უკეთესი შენაძენია.+ 15 მარჯანზე ძვირფასია+ და ვერ შეედრება ვერაფერი, რაც სიამოვნებას განიჭებს. 16 მარჯვენა ხელში დღეგრძელობა აქვს,+ მარცხენაში კი — სიმდიდრე და დიდება.+ 17 მისი გზები მშვენიერია და ყველა მისი სავალი მშვიდობიანი.+ 18 სიცოცხლის ხეა+ მათთვის, ვინც ხელს ჩაავლებს მას, და ბედნიერად+ იწოდება ის, ვინც მაგრად ეჭიდება მას.+
19 იეჰოვამ სიბრძნით დააფუძნა დედამიწა,+ გამჭრიახობით გაამყარა ცა.+ 20 მისი ცოდნით გაიყო ღრმა წყალი+ და ღრუბლიანი ცა წვეთებად იღვრება.+ 21 შვილო, ნუ მოიშორებ მათ თვალთაგან,+ შეინარჩუნე სიბრძნე* და ჭკუა.+ 22 სიცოცხლე იქნება ეს შენი სულისთვის+ და მშვენება — შენი ყელისთვის.+ 23 მაშინ უსაფრთხოდ+ ივლი შენს გზაზე და ფეხსაც კი არაფერს წამოჰკრავ.+ 24 დაწვები, არაფრის შეგეშინდება,+ ტკბილად დაგეძინება.+ 25 უეცრად მომხდარი საშინელების არ შეგეშინდება,+ არც ქარიშხლისა, რომელიც ბოროტებს დაატყდებათ თავს.+ 26 იეჰოვა იქნება შენი იმედი,+ ის დაიცავს შენს ფეხს მახისგან.+
27 ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვინც ამას იმსახურებს,+ როცა შენს ხელს ამის ძალა შესწევს.+ 28 ნუ ეტყვი შენს მოძმეს, წადი, ხვალ მოდი და მაშინ მოგცემო, როცა თან გაქვს მისაცემი.+ 29 ცუდს ნუ განიზრახავ+ შენი მოძმის წინააღმდეგ, რომელიც უსაფრთხოდ ცხოვრობს შენთან.+ 30 უმიზეზოდ ნურავის შეედავები,+ თუ მას ცუდი არაფერი გაუკეთებია შენთვის.+
31 მოძალადე კაცის ნუ შეგშურდება,+ ნურც ერთ მის გზას ნუ აირჩევ,+ 32 ვინაიდან სისაძაგლეა იეჰოვასთვის+ მზაკვარი+ ადამიანი, მართლებთან კი ახლოს არის ღმერთი.+ 33 ბოროტეულთა სახლი დაწყევლილია იეჰოვასგან,+ მართალთა საცხოვრებელი კი — კურთხეული.+ 34 დამცინავებს+ დასცინებს,+ თვინიერებს კი წყალობას უყოფს.+ 35 ბრძენნი პატივში იქნებიან,+ სულელნი კი იმით ამაყობენ, რასაც სირცხვილი მოაქვს.+
4 ისმინეთ, შვილებო, მამის დარიგება*+ და ყურად იღეთ, რათა გაგების უნარი+ შეიძინოთ. 2 კარგ დარიგებას მოგცემთ.+ ჩემს კანონს ნუ უგულებელყოფთ.+ 3 მამაჩემისთვის ჭეშმარიტი ძე ვიყავი,+ დედაჩემს კი სათუთი და ერთადერთი შვილივით ვყავდი.+ 4 მარიგებდა+ მამაჩემი და მეუბნებოდა: „გულში+ ღრმად ჩაიბეჭდე ჩემი სიტყვები.+ დაიცავი ჩემი მცნებები და იცოცხლე.+ 5 შეიძინე სიბრძნე,+ შეიძინე გაგების უნარი.+ არ დაივიწყო ჩემი ნათქვამი სიტყვები და არ გადაუხვიო მათ.+ 6 ნუ მიატოვებ და ის* დაგიცავს; გიყვარდეს და დაგიფარავს. 7 სიბრძნე უმთავრესია.+ შეიძინე სიბრძნე და მასთან ერთად გაგების უნარიც.+ 8 დააფასე ის და აგამაღლებს.+ თუ ჩაეჭიდები, განგადიდებს.+ 9 თავზე მშვენიერ გვირგვინს დაგადგამს,+ ლამაზ დიადემას გიბოძებს“.+
10 ისმინე, შვილო, მიიღე ჩემი სიტყვები+ და გაგიმრავლდება სიცოცხლის წლები.+ 11 გასწავლი სიბრძნის გზას.+ გატარებ სიმართლის ბილიკებით.+ 12 სიარულისას ნაბიჯი არ დაგიბრკოლდება.+ თუ გაიქცევი, არ წაბორძიკდები.+ 13 ჩაეჭიდე დარიგებას*+ და ნუ მიატოვებ.+ დაიცავი, რადგან ის შენი სიცოცხლეა.+
14 უღმერთოთა ბილიკს ნუ დაადგები+ და ბოროტთა გზისკენ ნუ წახვალ.+ 15 მოერიდე,+ ნუ გაივლი მასზე,+ გვერდი აუარე და გაეცალე.+ 16 ისე არ დაიძინებენ, ბოროტება რომ არ ჩაიდინონ,+ და ძილი გაუკრთებათ, ვინმე რომ არ დააბრკოლონ.+ 17 ბოროტებით მოპოვებულ პურს ჭამენ+ და ძალადობით მოპოვებულ ღვინოს სვამენ.+ 18 მართალთა ბილიკი დილის ნათელს ჰგავს, რომელიც უფრო და უფრო კაშკაშა ხდება შუადღის დადგომამდე.+ 19 ბოროტთა გზა წყვდიადივითაა,+ არ იციან, რას წამოჰკრავენ ფეხს.+
20 შვილო, ყურად იღე ჩემი სიტყვები,+ ყური მიაპყარი ჩემს ნათქვამს.+ 21 თვალს ნუ მოაშორებ,+ გულში ღრმად ჩაიმარხე,+ 22 ვინაიდან ეს სიცოცხლეა მის მპოვნელთათვის+ და ჯანმრთელობა მათი სხეულისთვის.+ 23 ყველაზე მეტად გულს გაუფრთხილდი,+ რადგან მასშია სიცოცხლის წყარო.+ 24 მოეშვი უკუღმართ ლაპარაკს+ და ბაგეებიდან მზაკვრობა მოიშორე.+ 25 შენი თვალები წინ იყურებოდეს,+ შენი მბრწყინავი თვალები პირდაპირ იცქირებოდეს.+ 26 მოასწორე შენი სავალი+ და განმტკიცდეს შენი გზები.+ 27 ნურც მარჯვნივ გადაუხვევ და ნურც მარცხნივ.+ ფეხი მოარიდე ბოროტებას.+
5 შვილო, ყური მოაპყარი ჩემს სიბრძნეს,+ მისმინე+ და გამჭრიახობას შეგძენ, 2 რომ ჭკუა შეინარჩუნო+ და ცოდნა შეინახოს შენმა ბაგეებმა.+
3 როგორც ფიჭას, ისე სდის უზნეო ქალს ბაგეებიდან თაფლი,+ და გაზეთილი აქვს სასა,+ 4 შედეგი კი აბზინდასავით მწარე+ იქნება, ორლესული მახვილივით ბასრი.+ 5 ფეხებს სიკვდილში+ ჩაჰყავს ის. მისი ნაბიჯები სამარისკენ არის მიმართული.+ 6 სიცოცხლის გზას არ უკვირდება.+ გზა-კვალი აქვს არეული.+ 7 მაშ, მისმინეთ, შვილებო,+ და ზურგს ნუ შეაქცევთ ჩემს ნათქვამ სიტყვებს.+ 8 შენი გზა შორს იყოს მისგან და მისი სახლის შესასვლელს ნუ მიეკარები,+ 9 რათა სხვებს არ მისცე შენი ღირსება+ და შენი წლები იმას, რაც გაგანადგურებს,+ 10 რათა უზნეო ქალებს არ შეალიო შენი ძალა+ და რაც ტანჯვით მოგიპოვებია, უცხოს სახლში არ დარჩეს,+ 11 კვნესაში რომ არ გაატარო შენი მომავალი,+ როცა მთელი სხეული დაგიუძლურდება.+ 12 მაშინ იტყვი: „როგორ მძულდა დარიგება*,+ ჩემი გული არაფრად აგდებდა შეგონებას!+ 13 ჩემს მოძღვართა ხმას არ ვუსმენდი+ და ჩემს მასწავლებლებს ყურს არ ვუგდებდი.+ 14 ადვილად ვებმებოდი ყველანაირ ცუდ საქმეში,+ კრებულსა თუ თავყრილობაში“.+
15 წყალი შენი წყაროდან და შენი ჭიდან სვი.+ 16 რატომ უნდა დაიღვაროს გარეთ შენი წყაროს წყალი+ და შენი ნაკადული მოედნებზე?! 17 მხოლოდ შენთვის გქონდეს და უცხოებს ნუ გაუნაწილებ.+ 18 კურთხეული იყოს შენი წყარო+ და გაიხარე შენი ახალგაზრდობის ცოლთან,+ 19 საყვარელ ფურირემთან და მშვენიერ ნიამორთან.+ ყოველთვის გათრობდეს მისი მკერდი,+ მისი სიყვარულით ტკბებოდე მუდამ.+ 20 რატომ უნდა გატკბობდეს, შვილო, უზნეო ქალი და რატომ უნდა ეხუტებოდე მკერდზე უცხო ქალს?!+ 21 კაცის გზები ხომ იეჰოვას თვალწინაა+ და ის აკვირდება მის ბილიკებს.+ 22 ბოროტს თავისივე დანაშაული დაიჭერს+ და თავისივე ცოდვის თოკებით შეიბოჭება.+ 23 მოკვდება, რადგან დარიგება არ მიიღო,+ გზა აქვს აბნეული დიდი უგუნურებით.+
6 შვილო, თუ შენს მოძმეს თავდებად დაუდექი+ ან უცხოს ხელს ხელი დაჰკარი,+ 2 თუ შენმა ბაგემ მახეში გაგაბა,+ ანდა შენივე სიტყვებმა გამოგიჭირეს, 3 ასე მოიქეცი, შვილო, და თავი დაიხსენი, რადგან შენი მოძმის ხელში ხარ ჩავარდნილი:+ მიდი, თავი დაიმდაბლე და განუწყვეტლივ ევედრე შენს მოძმეს;+ 4 ძილი არ მიაკარო შენს თვალებს, თვლემა — შენს ქუთუთოებს.+ 5 დაიხსენი თავი, როგორც ქურციკმა მონადირის ხელიდან, როგორც ფრინველმა — ჩიტებზე მონადირისგან.+
6 წადი ჭიანჭველასთან,+ ზარმაცო,+ დააკვირდი მის გზებს და დაბრძენდი. 7 თუმცა არც მეთაური ჰყავს, არც თავკაცი და არც მმართველი, 8 ზაფხულში იმზადებს საკვებს+ და მკის დროს აგროვებს საზრდოს. 9 როდემდე უნდა იწვე, ზარმაცო?+ როდემდე უნდა გეძინოს?+ 10 ცოტა ხანს კიდევ იძინებ, ცოტა ხანს კიდევ ჩათვლემ, ცოტა ხანს კიდევ იწვები გულხელდაკრეფილი+ 11 და სიღარიბე ყაჩაღივით მოგადგება,+ სიდუხჭირე — შეიარაღებული კაცივით.+
12 უვარგისი,+ სიავის ჩამდენი კაცი დადის და უსინდისოდ ელაპარაკება+ ყველას, 13 თვალს უკრავს,+ თითებით ნიშანს აძლევს,+ ფეხით ანიშნებს. 14 უკუღმართობა აქვს გულში,+ მუდამ ცუდს იზრახავს,+ შუღლს თესავს.+ 15 ამიტომ უეცრად ეწევა უბედურება,+ თვალის დახამხამებაში განადგურდება და არსაიდან ექნება შველა.+
16 არის ექვსი რამ, რაც სძულს იეჰოვას;+ შვიდი რამ, რაც სისაძაგლეა მისი სულისთვის*:+ 17 ამაყად მომზირალი თვალები,+ მატყუარა ენა,+ უდანაშაულო სისხლის მღვრელი ხელები,+ 18 ავისმზრახველი გული,+ საბოროტოდ მარდი ფეხები,+ 19 ტყუილების მფრქვეველი ცრუმოწმე+ და ძმებს შორის შუღლის მთესველი.+
20 შვილო, დაიცავი მამაშენის მცნება+ და დედაშენის კანონს ნუ უგულებელყოფ.+ 21 მუდამ გულზე გქონდეს მიბნეული+ და ყელზე შებმული.+ 22 სიარულისას წაგიძღვება,+ დაწოლისას დაგიცავს,+ გამოიღვიძებ და იზრუნებს შენზე. 23 მცნება ლამპარია,+ კანონი — სინათლე,+ შეგონება და დარიგება* კი — სიცოცხლის გზა,+ 24 რომ დაგიცვას უზნეო ქალისგან,+ უცხო ქალის ტკბილი ენისგან.+ 25 არ მიიზიდოს შენი გული მისმა სილამაზემ,+ არ დაგატყვევოს ეშხიანი თვალებით,+ 26 რადგან ერთი პურის ფულიღა რჩებათ მეძავის გამო+ და სხვისი ცოლი ძვირფას სულს ინადირებს.+ 27 განა ჩაიდებს კაცი უბეში ნაკვერჩხლებს ტანსაცმლის დაუწველად?!+ 28 განა გაივლის ნაკვერჩხლებზე ისე, რომ ფეხები არ დაიწვას?! 29 ასევე არ დარჩება დაუსჯელი+ ის, ვინც მოძმის ცოლთან დაწვება+ ან ვინც შეეხება მას. 30 არ სძულთ ქურდი, რომელსაც შია და თავისი სულის დასანაყრებლად იპარავს, 31 მაგრამ თუ დაიჭირეს, შვიდმაგად აზღვევინებენ, სახლიდან გაატანინებენ მთელ თავის ქონებას.+ 32 ვინც ქალთან მრუშობს, უგუნურია*.+ ამის ჩამდენი სულს ინადგურებს.+ 33 უბედურება და დამცირება არ ასცდება მას,+ სირცხვილი არ ჩამოშორდება.+ 34 ეჭვი კაცს განარისხებს.+ დაუნდობელი იქნება ის შურისძიების დღეს.+ 35 არანაირ გამოსასყიდზე არ დათანხმდება, არ დამშვიდდება, რამდენად დიდი საჩუქარიც არ უნდა შეაძლიო.
7 შვილო, დაიცავი ჩემი სიტყვები,+ განძივით ინახავდე ჩემს მცნებებს.+ 2 დაიცავი ჩემი მცნებები და იცოცხლე,+ თვალისჩინივით+ დაიცავი ჩემი კანონი. 3 თითებზე შეიბი ისინი+ და გულის ფიცარზე დაიწერე.+ 4 სიბრძნეს უთხარი,+ ჩემი და ხარ-თქო, გაგების უნარს ნათესავი უწოდე, 5 რომ დაგიცვას უზნეო ქალისგან,+ ტკბილმოუბარი უცხო ქალისგან.+ 6 ჩემი სახლის სარკმლიდან, ცხაურიდან+ გავიხედე, 7 გამოუცდელები რომ დამენახა.+ ახალგაზრდა კაცებს შორის შევნიშნე ერთი უგუნური*,+ 8 ქუჩაში მიმავალი, ქუჩის კუთხესთან, მისი სახლისკენ რომ მიაბიჯებდა+ 9 საღამოს ბინდში,+ ღამის წყვდიადის მოახლოებისას. 10 და აი, შეეგება მას ქალი ცბიერი გულით, მეძავის ტანსაცმელში+ გამოწყობილი, 11 ენაგატლეკილი და ჯიუტი,+ ფეხი რომ არ უჩერდება შინ.+ 12 ხან ქუჩაშია, ხან მოედნებზე,+ ხან ქუჩის კუთხეებთან არის ჩასაფრებული.+ 13 ხელი წაავლო მას, აკოცა,+ ურცხვად შეხედა და უთხრა:
14 „მშვიდობის მსხვერპლი* მქონდა შესაწირი+ და დღეს შევასრულე ჩემი აღთქმები.+ 15 ამიტომაც გამოვედი შენ შესაგებებლად, შენი სახის საძებნელად, შენ საპოვნელად. 16 ტახტზე ეგვიპტური სელის ჭრელი გადასაფარებლები მაქვს დაფენილი.+ 17 საწოლზე სმირნა, ალოე და დარიჩინი+ დავაფრქვიე. 18 მოდი, სიყვარულით დავთვრეთ დილამდე, ალერსით დავტკბეთ.+ 19 ქმარი სახლში არ არის, შორ გზაზეა წასული.+ 20 ქისა თან წაიღო. სავსემთვარობისას დაბრუნდება შინ“.
21 აცდუნა დამაჯერებელი ლაპარაკით.+ ტკბილმოუბარი ბაგეებით შეაცდინა.+ 22 ისიც მაშინვე გაჰყვა მას,+ როგორც დასაკლავი ხარი, როგორც ბორკილდადებული კაცი, უგუნურების გამო რომ ისჯება*. 23 მიჰყვება მას, სანამ ისარი არ გაუგლეჯს ღვიძლს,+ ჩიტივით, კაკანათისკენ რომ ისწრაფვის+ და არ იცის, რომ ასე სულს დაიღუპავს.+
24 ახლა მისმინეთ, შვილებო, და ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი სიტყვები.+ 25 ნუ მიბრუნდება შენი გული მისი გზებისკენ, ნუ იხეტიალებ მის ბილიკებზე,+ 26 ვინაიდან ბევრი დაცემულა მისგან მოკლული+ და მრავალი დაუხოცავს მას.+ 27 მისი სახლი სამარისკენ მიმავალი გზაა,+ სიკვდილის ბნელ ოთახებში ჩამავალი.+
8 განა სიბრძნე+ არ უხმობს ხალხს და გამჭრიახობის ხმა არ გაისმის?!+ 2 იგი შემაღლებულ ადგილებზე,+ გზის პირას და გზების შესაყართან დგას. 3 კარიბჭეებთან, ქალაქის პირას+ და შესასვლელებთან ხმამაღლა გაიძახის:+
4 „ხალხო, თქვენ გიხმობთ და ჩემი ხმით ადამიანის ძეებს მივმართავ!+ 5 გამოუცდელებო, გაიგეთ, რა არის წინდახედულობა.+ თქვენ კი, უგუნურებო, შეიძინეთ გაგებული გული.+ 6 მოისმინეთ, იმას ვამბობ, რაც ყურადსაღებია.+ სიმართლის+ სათქმელად ვხსნი ბაგეებს. 7 ჩემი პირი მშვიდად ლაპარაკობს ჭეშმარიტებას+ და ბოროტება სისაძაგლეა ჩემი ბაგეებისთვის.+ 8 რაც ჩემს პირს უთქვამს, ყველაფერი სიმართლეა.+ მასში არაფერია დამახინჯებული და გამრუდებული.+ 9 ეს ყოველივე სწორია გამჭრიახისთვის და მართალია ცოდნის შემძენთათვის.+ 10 ვერცხლის მაგივრად ჩემი დარიგება* მიიღეთ და ხალასი ოქროს ნაცვლად — ცოდნა.+ 11 ვინაიდან სიბრძნე მარჯანზე უკეთესია,+ მას ვერ შეედრება ვერანაირი სიამოვნება.+
12 მე, სიბრძნე, წინდახედულობასთან+ ვმკვიდრობ და ჭკუასა+ და ცოდნას ვიძენ. 13 ვისაც იეჰოვას შიში აქვს, სძულს ბოროტება.+ მძულს პატივმოყვარეობა, სიამაყე,+ ბოროტი გზა და უკუღმართი ბაგეები.+ 14 ჩემთან არის რჩევა+ და სიბრძნე*,+ გაგების უნარი+ და ძლევამოსილება.+ 15 ჩემით მეფობენ მეფეები და სიმართლეს ადგენენ მმართველები.+ 16 ჩემით მმართველობენ მთავრები+ და სიმართლით ასამართლებენ წარჩინებულები.+ 17 ვისაც ვუყვარვარ, მეც მიყვარს,+ და ვინც მეძებს, მპოულობს.+ 18 ჩემთან არის სიმდიდრე და დიდება,+ ძვირფასი მემკვიდრეობა და სიმართლე.+ 19 ჩემი ნაყოფი ოქროზე უკეთესია, ხალას ოქროზეც კი, ხოლო ჩემი მოსავალი ვერცხლსა სჯობია.+ 20 სიმართლის ბილიკზე+ და სამართლიანობის შუაგზაზე+ დავდივარ, 21 რომ ჩემს მოყვარულებს საუნჯე შევაძენინო+ და ავუვსო ბეღლები.+
22 იეჰოვამ შემქმნა*, მე ვარ მისი შემოქმედებითი გზის დასაწყისი.+ მის უძველეს საქმეთა შორის უპირველესი ვარ.+ 23 უხსოვარი დროიდან დამადგინა,+ თავიდანვე, დედამიწის შექმნამდე.+ 24 ჯერ არ არსებობდა ღრმა წყალი, როცა დავიბადე, თითქოსდა მშობიარობის ტკივილებით,+ როცა არც წყალუხვი წყაროები იყო. 25 სანამ მთები დაფუძნდებოდნენ,+ გორებზე უწინარეს, დავიბადე, თითქოსდა მშობიარობის ტკივილებით; 26 როცა ჯერ არც დედამიწა ჰქონდა შექმნილი,+ არც ღია სივრცე და არც მიწის პირველი მტვერი.+ 27 მე იქ ვიყავი, როცა ცას ქმნიდა;+ როცა წრეს ავლებდა ღრმა წყლის ზედაპირს;+ 28 როცა მაღლა ღრუბლებს ამყარებდა;+ როცა ღრმა წყლის სათავეებს ამაგრებდა;+ 29 როცა ზღვას წესს უდგენდა, რათა წყალი მის ბრძანებას არ გადასულიყო;+ როცა დედამიწას საფუძველს უყრიდა;+ 30 მაშინ მე მის გვერდით ვიყავი, როგორც ოსტატი.+ ყოველთვის განსაკუთრებით ვუყვარდი+ და ყოველდღე ვხარობდი მის წინაშე.+ 31 დედამიწის ნაყოფიერება მახარებდა+ და მიყვარდა ადამიანის მოდგმა.+
32 ახლა კი, შვილებო, მომისმინეთ. ბედნიერნი არიან ჩემი გზების დამცველნი.+ 33 მოუსმინე დარიგებას*, დაბრძენდი+ და ნუ იქნები უყურადღებო.+ 34 ბედნიერია, ვინც მისმენს, ყოველდღე ფხიზლობს ჩემს კართან და დარაჯად დგას ჩემი შესასვლელის წირთხლებთან.+ 35 ჩემი მპოვნელი სიცოცხლეს პოვებს+ და იეჰოვას კეთილგანწყობას დაიმსახურებს,+ 36 ხოლო ვინც არ მომძებნის, თავის სულს ავნებს.+ ყველა ჩემს მოძულეს სიკვდილი უყვარს“.+
9 ჭეშმარიტმა სიბრძნემ+ სახლი აიშენა.+ შვიდი სვეტი გამოკვეთა. 2 დაკლა საქონელი, ღვინო შეაზავა და მაგიდაც გააწყო.+ 3 გაგზავნა მოახლეები, რომ ქალაქის ამაღლებული ადგილებიდან დაეძახათ: 4 „გამოუცდელებმა აქეთ გადმოუხვიეთ!“+ უგუნურებს*+ კი უთხრა: 5 „მოდით, ჭამეთ ჩემი პური და დალიეთ ჩემი შეზავებული ღვინო.+ 6 მიატოვეთ გამოუცდელები და იცოცხლეთ;+ პირდაპირ იარეთ იმათ გზაზე, ვისაც გაგების უნარი+ აქვს“.
7 ვინც დამცინავს შეცდომაზე უთითებს, სირცხვილს იხვეჭს,+ და ვინც ბოროტს შეაგონებს, ნაკლი აქვს.+ 8 ნუ შეაგონებ დამცინავს, რომ არ შეგიძულოს.+ შეაგონე ბრძენი და შეგიყვარებს.+ 9 დაარიგე ბრძენი და კიდევ უფრო დაბრძენდება.+ ჩაუნერგე მართალს ცოდნა და მეტს ისწავლის.
10 იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა+ და უწმინდესის შესახებ ცოდნა გაგების უნარს იძლევა.+ 11 მე გაგიმრავლებ დღეებს+ და სიცოცხლის წლებს შეგმატებ.+ 12 თუ დაბრძენდი, შენივე სასარგებლოდ დაბრძენებულხარ.+ თუ დამცინავი ხარ, შენვე აგებ პასუხს.+
13 სულელი ქალი ენაგატლეკილია,+ ჭკუათხელია და არაფერი ესმის.+ 14 დამჯდარა თავისი სახლის შესასვლელთან, ქალაქის შემაღლებულ ადგილზე,+ 15 და ეძახის ამვლელ-ჩამვლელებს, თავიანთ გზაზე მიმავალთ:+ 16 გამოუცდელებმა აქეთ გადმოუხვიეთო.+ უგუნურებსაც+ ეუბნება: 17 მოპარული წყალი ტკბილია+ და ჩუმად შეჭმული პური — გემრიელიო.+ 18 მაგრამ არ იციან, რომ იქ უსიცოცხლოები არიან, რომ სამარის+ სიღრმეებში აღმოჩნდნენ ისინი, ვისაც მან მოუხმო.
ბრძენი შვილი მამას ახარებს,+ სულელი კი დედის დარდია.+ 2 ბოროტთა განძი უსარგებლოა,+ სიმართლე კი სიკვდილისგან გიხსნის.+ 3 იეჰოვა მართლის სულს არ მოაშივებს,+ ბოროტთა საწადელს კი გააქარწყლებს.+
4 ვინც მოდუნებული ხელით მუშაობს, ცოტას მიიღებს,+ მუყაითის ხელი კი სიმდიდრეს მოიხვეჭს.+
5 წვდომის უნარის მქონე შვილი ზაფხულში აგროვებს, შემარცხვენელ შვილს კი ღრმად სძინავს მოსავლის აღების დროს.+
6 მართლის თავზე კურთხევაა,+ ბოროტთა ბაგეები კი ძალადობას ფარავს.+ 7 მართლის კარგი სახელი კურთხევაა,+ ბოროტთა სახელი კი გაიხრწნება.+
8 გულით ბრძენი მცნებებს+ ყურად იღებს, სულელს კი თავისი ბაგეები დაღუპავს.+
9 უმწიკვლოდ მოსიარულე უსაფრთხოდ+ ივლის, თავისი გზის გამმრუდებელი კი თავის თავს გაამხელს.+
10 ვინც კაცს თვალს უკრავს, ტკივილს მიაყენებს+ მას, სულელს კი თავისი ბაგეები დაღუპავს.+ 11 მართლის ბაგეები სიცოცხლის წყაროა,+ ბოროტთა ბაგეები კი ძალადობას ფარავს.+
12 სიძულვილი შუღლს აღვივებს,+ სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს.+
13 გაგების უნარის მქონე კაცის ბაგეებზე სიბრძნე იპოვება,+ უგუნურის* ზურგს კი ჯოხი მოხვდება.+
14 ბრძენი ცოდნას იუნჯებს,+ სულელის ბაგეები კი ახლოა განადგურებასთან.+
15 მდიდარი კაცისთვის ქონება ძლიერი ქალაქია,+ ღარიბისთვის დაღუპვაა სიღატაკე.+
16 მართლის საქმეებს სიცოცხლე მოაქვს,+ ბოროტის ნაყოფი კი ცოდვაა.+
17 ვინც დარიგებას* იღებს, სხვას სიცოცხლის ბილიკს უჩვენებს,+ ხოლო ვინც შეგონებას უგულებელყოფს, გზას უმრუდებს.+
18 სიძულვილის დამფარველს ცრუ ბაგეები აქვს,+ ცუდი ხმების გამავრცელებელი სულელია.+
19 ბევრი ლაპარაკისას ცოდვა გარდაუვალია,+ ხოლო ვინც ბაგეებს იმორჩილებს, გონივრულად იქცევა.+
20 მართლის ენა ხალასი ვერცხლია,+ ბოროტის გულს კი ჩალის ფასი აქვს.+
21 მართლის ბაგეები მრავალს მწყემსავს,+ ბრიყვი კი უგუნურებით იღუპავს თავს.+
22 იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს+ კაცს და თან არ სდევს ტკივილი.+
23 სულელს თავაშვებულობა იტაცებს,+ გამჭრიახს კი — სიბრძნე.+
24 ბოროტს ის შეემთხვევა, რისიც ეშინია,+ მართალს კი ის მიეცემა, რაც სურს.+ 25 ბოროტი ქარიშხალთან ერთად გადავა,+ მართლის საძირკველი კი მარადიულად იქნება.+
26 როგორც ძმარია კბილებისთვის და კვამლი — თვალებისთვის, ისეა ზარმაცი კაცი მისი წარმგზავნელისთვის.+
27 იეჰოვას შიში კაცს დღეებს მატებს,+ ბოროტის წლები კი შემცირდება.+
28 მართალს მოლოდინი ახარებს,+ ბოროტის იმედი კი გაქარწყლდება.+
29 იეჰოვას გზა უმწიკვლოსთვის ციხესიმაგრეა,+ სიავის მქნელნი კი დაიღუპებიან.+
30 მართალი სამარადისოდ არ წაბორძიკდება,+ ბოროტი კი ვერ დამკვიდრდება დედამიწაზე.+
31 მართლის ბაგეთა ნაყოფი სიბრძნეა,+ უკუღმართი ენა კი მოიკვეთება.+
32 მართლის ბაგეები სიკეთეს შეიცნობს,+ ბოროტის ბაგეები კი უკუღმართია.+
11 მატყუარა პინები სისაძაგლეა იეჰოვასთვის,+ ზუსტი ქვის საწონი კი სასურველია მისთვის.
2 სადაც კადნიერებაა, იქ დამცირებაც მოვა,+ სიბრძნე კი მოკრძალებულებთანაა.+
3 მართლებს უმწიკვლობა წაუძღვება,+ ვერაგებს კი მათივე უკუღმართობა დაღუპავს.+
4 ძვირფასეულობა ფუჭი იქნება რისხვის დღეს,+ სიმართლე კი სიკვდილისგან დაიხსნის კაცს.+
5 უმწიკვლოს სიმართლე გზას გაუსწორებს,+ ბოროტი კი თავისი ბოროტებით დაეცემა.+ 6 მართლებს სიმართლე დაიხსნის,+ ვერაგებს კი მათივე სურვილები დაატყვევებს.+
7 როცა ბოროტი კვდება, მისი იმედიც ქრება+ და ძლიერებაზე დაფუძნებული მოლოდინი ქარწყლდება.+
8 მართალი გასაჭირს გადაურჩება,+ მის ნაცვლად ბოროტი ჩავარდება გასაჭირში.+
9 განდგომილი თავისი ბაგით ღუპავს მოძმეს,+ მართალს კი ცოდნა გადაარჩენს.+
10 მართალთა კარგი საქმეებით ხარობს ქალაქი,+ ბოროტთა დაღუპვას კი მხიარული შეძახილი მოჰყვება.+
11 როცა მართლები კურთხეულნი არიან, მაშინ ქალაქიც განდიდებულია*,+ ბოროტთა ბაგე კი ანგრევს მას.+
12 უგუნური* თავის მოძმეს აბუჩად იგდებს,+ გამჭრიახი კაცი კი დუმს.+
13 ცილისმწამებელი+ საიდუმლოს ამხელს,+ ერთგული სულის მქონე კი ინახავს.+
14 გონივრული მითითების გარეშე ხალხი იღუპება,+ მრავალ მრჩეველს კი ხსნა მოაქვს.+
15 ვინც უცხოს თავდებად უდგება, ხიფათს გადაეყრება,+ ხოლო ვისაც არ უყვარს ხელის ჩამორთმევა შეთანხმების ნიშნად, უდარდელად იქნება.
16 მშვენიერი ქალი დიდებას იხვეჭს,+ სასტიკნი სიმდიდრეს იხვეჭენ.
17 კეთილი* კაცი აჯილდოებს თავის სულს,+ სასტიკი კი თავის თავს ვნებს.+
18 ბოროტი ტყუილ გასამრჯელოს იღებს,+ სიმართლის მთესველი კი — ნამდვილ მოგებას.+
19 ვინც მტკიცედ იცავს სიმართლეს, სიცოცხლის გზას ადგას,+ ხოლო ვინც ცუდისკენ ისწრაფვის, სიკვდილის გზას ადგას.+
20 გულმრუდი კაცი სისაძაგლეა იეჰოვასთვის,+ უმწიკვლოდ მავალი კი სასურველია მისთვის.+
21 ბოროტებმა ხელი ხელსაც რომ დაჰკრან შეთანხმების ნიშნად, დაუსჯელი ვერ გადარჩებიან,+ მართლის შთამომავლები კი თავს უშველიან.+
22 რაღა ოქროს რგოლი ღორის დინგზე და რაღა ლამაზი ქალი, გონიერებას რომ ზურგს აქცევს.+
23 მართლის სურვილი ნამდვილად კარგია,+ ბოროტები კი მხოლოდ რისხვას უნდა მოელოდნენ.+
24 ვინც ფანტავს, მას მაინც ემატება,+ ხოლო ვინც არ აკეთებს იმას, რაც სწორია, სიდუხჭირეში იქნება.+
25 ხელგაშლილი სული დამსუყდება+ და მას, ვინც სხვას უხვად ასმევს წყალს, თვითონაც უხვად ექნება წყალი დასალევად.+
26 ვინც სხვას მარცვლეულს უკავებს, დაწყევლილი იქნება ხალხისგან, ხოლო ვინც ყიდის მარცვლეულს, კურთხევა იქნება მის თავზე.+
27 ვისაც სხვებისთვის კარგი უნდა, კეთილგანწყობის მიღება სურს,+ ხოლო ვინც ცუდს ესწრაფვის, ბოროტება ეწევა მას.+
28 თავისი სიმდიდრის მოიმედე დაეცემა,+ მართალი კი შეფოთლილი ხესავით აყვავდება.+
29 ვინც თავის ოჯახს უბედურებას ატეხს,+ ქარს დაიჭერს;+ უგუნური გულბრძენის მსახური იქნება.
30 მართალთა ნაყოფი სიცოცხლის ხეა,+ და ვინც სულს იძენს, ბრძენია.+
31 მართალს საზღაური მიეცემა დედამიწაზე,+ მით უმეტეს, ბოროტსა და ცოდვილს!+
12 დარიგების* მოყვარულს ცოდნა უყვარს,+ შეგონების მოძულე კი უგუნურია.+
2 კარგ ადამიანს იეჰოვა იწონებს,+ ბოროტი ზრახვების მქონეს კი დამნაშავედ აღიარებს.+
3 კაცი ბოროტებით ვერ განმტკიცდება,+ მართალთა ფესვები კი არ შეირყევა.+
4 მარჯვე ცოლი ქმრის* გვირგვინია,+ ხოლო ცოლი, რომელიც სამარცხვინოდ იქცევა, ძვლებს ულპობს მას.+
5 მართლები იმას ფიქრობენ, რაც სამართლიანია,+ ბოროტთა ხელმძღვანელობა კი მზაკვრობაა.+
6 ბოროტთა სიტყვები სისხლის ღვრისთვის ჩასაფრების ტოლფასია,+ მართლებს კი თავიანთი ბაგეები დაიხსნის.+
7 ბოროტები დაემხობიან და აღარ იქნებიან,+ მართალთა სახლი კი იდგება.+
8 გონივრული ლაპარაკი ადამიანს ქებას მოუტანს,+ უკუღმართი გულის პატრონს კი შეიძულებენ.+
9 ჯობია ათვალწუნებული იყო და მსახური გყავდეს, ვიდრე საკუთარ თავს განადიდებდე და პური გენატრებოდეს.+
10 მართალი საკუთარ პირუტყვზე ზრუნავს,+ ბოროტთა წყალობაც კი სისასტიკეა.+
11 ვინც თავის მიწას ამუშავებს, პურით გაძღება,+ ხოლო ვინც ამაოებას ესწრაფვის, უგუნურია*.+
12 უკეთურს ბოროტთა მიერ ბადით დაჭერილი მსხვერპლი სურს;+ მართალთა ფესვი ნაყოფს გამოიღებს.+
13 ცოდვილი ბაგეები მახეში გააბამს ბოროტს,+ მართალი კი თავს დაიხსნის გასაჭირიდან.+
14 კაცი თავისი ბაგის ნაყოფით მოიმკის ყოველივე კარგს+ და ყველაფერი დაუბრუნდება, რაც კი საკუთარი ხელით უკეთებია.+
15 უგუნურს თავისი გზა სწორი ჰგონია,+ რჩევის მომსმენი კი ბრძენია.+
16 უგუნური იმავე დღეს ამჟღავნებს წყენას,+ წინდახედული კი ფარავს სირცხვილს.+
17 ერთგული კაცი სიმართლეს ლაპარაკობს,+ ცრუმოწმე კი — სიცრუეს.+
18 დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილივით ჭრის,+ ბრძენის ენა კი კურნავს.+
19 ჭეშმარიტების მოლაპარაკე ბაგე+ სამუდამოდ განმტკიცდება,+ სიცრუის მოლაპარაკე ენა კი თვალის დახამხამებაში გაქრება.+
20 ავისმზრახველს გულში მზაკვრობა აქვს,+ მშვიდობისმოყვარეს კი — სიხარული.+
21 მართალს საზიანო არაფერი შეემთხვევა,+ ბოროტებს კი მრავალი უბედურება დაატყდებათ.+
22 ცრუ ბაგეები სისაძაგლეა იეჰოვასთვის,+ ერთგულები კი სასურველნი არიან მისთვის.+
23 წინდახედული კაცი ცოდნას ფარავს,+ სულელის გული კი სისულელეს როშავს.+
24 მუყაითის ხელი იხელმწიფებს,+ მოდუნებული ხელი კი მონურად იმუშავებს.+
25 წუხილი გულს უმძიმებს ადამიანს,+ კეთილი სიტყვა კი გულს ახალისებს.+
26 მართალი თავის საძოვარს ათვალიერებს, ბოროტები კი თავიანთ გზაზე დაეხეტებიან.+
27 ზარმაცი ნადირს არ გაედევნება;+ გულმოდგინება ძვირფასი სიმდიდრეა.
28 სიმართლის გზაზე სიცოცხლეა+ და მის ბილიკებზე სიარულს სიკვდილი არ მოაქვს.+
13 მამის დარიგება* შვილს აბრძენებს,+ დამცინავი კი არ ისმენს გაკიცხვას.+
2 კაცი თავისი ბაგის ნაყოფით სიკეთეს მოიმკის,+ ვერაგთა სული კი ძალადობით არის სავსე.+
3 ვინც თავის ბაგეს დარაჯობს, თავის სულს იცავს,+ პირმორღვეული კი დაიღუპება.+
4 ზარმაცს სურს, მაგრამ არაფერი აქვს,+ მუყაითებს კი სიუხვე ექნებათ.+
5 მართალს სძულს ცრუ სიტყვა,+ ბოროტები კი სამარცხვინოდ იქცევიან და თავს ირცხვენენ.+
6 უმწიკვლო გზით მავალს სიმართლე იცავს,+ ცოდვილს კი ბოროტება დაამხობს.+
7 ზოგს თავი მდიდრად მოაქვს, მაგრამ არაფერი აბადია;+ ზოგს კი თავი არაფრის მქონედ მოაქვს, მაგრამ დიდი სიმდიდრის პატრონია.
8 მდიდარი კაცი თავის სულს სიმდიდრით გამოისყიდის,+ ღარიბს კი არ ესმის გაკიცხვა.+
9 მართლებს თავიანთი სინათლე გაახარებს,+ ბოროტთა ლამპარი კი ჩაქრება.+
10 კადნიერება უთანხმოებას იწვევს,+ მოთათბირეებთან კი სიბრძნეა.+
11 ამაოებით მოპოვებული ძვირფასეულობა დაცოტავდება,+ ხელით შემგროვებელი კი მეტს მოიხვეჭს.+
12 ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს,+ ასრულებული სურვილი კი სიცოცხლის ხეა.+
13 ვინც სიტყვას არაფრად აგდებს,+ გირაოს დაკარგავს, კანონის* მოშიში კი დაჯილდოვდება.+
14 ბრძენის კანონი სიცოცხლის წყაროა,+ სიკვდილის მახისთვის გვერდს ააქცევინებს კაცს.+
15 მას, ვისაც წვდომის უნარი აქვს, კეთილგანწყობით ეპყრობიან,+ ვერაგთა გზა კი დაბრკოლებებითაა სავსე.+
16 წინდახედული ცოდნით იმოქმედებს,+ უგუნური კი სისულელეს გაავრცელებს.+
17 ბოროტ მაცნეს ცუდად წაუვა საქმე,+ ერთგული დესპანი კი მკურნალია.+
18 დარიგების უგულებელმყოფელი გაღარიბდება და დამცირდება,+ შეგონების მომსმენი კი განდიდდება.+
19 ასრულებული სურვილი სულს სიამოვნებას ჰგვრის;+ უგუნურებისთვის სისაძაგლეა ბოროტებისგან განრიდება.+
20 ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება,+ სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება.+
21 ცოდვილებს უბედურება სდევთ თან,+ მართლები კი ყოველივე კარგით დაჯილდოვდებიან.+
22 კარგი კაცი შვილთაშვილებს მემკვიდრეობას დაუტოვებს, ცოდვილთა სიმდიდრე კი მართალთათვის შეინახება.+
23 ღარიბს უხვად მისცემს საკვებს მოხნული მიწა,+ ზოგი კი თავისი უსამართლობის გამო აღიგვება.+
24 ვისაც შვილი გასაჯოხად არ ემეტება, სძულს იგი,+ ხოლო შვილის მოყვარული მუდამ ჭკუას ასწავლის* მას.+
25 მართალი გაძღომამდე შეჭამს,+ ბოროტს კი მუცელი ცარიელი ექნება.+
14 ბრძენი ქალი თავის სახლს აშენებს,+ უგუნური კი საკუთარი ხელით ანგრევს.+
2 სიმართლით მავალი იეჰოვას მოშიშია,+ გზაგამრუდებული კი არაფრად აგდებს მას.+
3 უგუნურის სიტყვები ამპარტავნობის ჯოხია;+ ბრძენს თავისივე ბაგეები დაიცავს.+
4 სადაც საქონელი არ არის, იქ ბაგაც სუფთაა, უხვი მოსავალი კი ხარის ძალით მოდის.
5 ერთგული მოწმე ტყუილს არ იტყვის,+ ცრუმოწმე კი აფრქვევს სიცრუეს.+
6 დამცინავი სიბრძნის პოვნას ცდილობს, მაგრამ ამაოდ; მისთვის კი, ვისაც გაგების უნარი აქვს, ცოდნის მიღება ადვილია.+
7 ჩამოშორდი სულელ კაცს,+ თორემ ვერ ნახავ ცოდნით მეტყველ ბაგეებს.+
8 წინდახედულის სიბრძნე იმაშია, რომ ესმის, რა გზას ადგას;+ უგუნურთა სისულელე კი ის არის, რომ სხვებსაც ატყუებენ და საკუთარ თავსაც.+
9 უგუნური თავის დანაშაულზე იცინის,+ მართალთა შორის კი თანხმობაა.+
10 გული გრძნობს სულის სიმწარეს;+ მის სიხარულს უცხო ვერ გაიზიარებს.
11 ბოროტთა სახლი მოისპობა,+ მართალთა კარავი კი აყვავდება.+
12 არის გზა, რომელიც კაცს სწორი ჰგონია,+ მისი ბოლო კი სიკვდილია.+
13 კაცს სიცილის დროსაც კი შეიძლება სტკიოდეს გული;+ მხიარულება მწუხარებით მთავრდება ხოლმე.+
14 გულით ურწმუნოს თავისი გზის ნაყოფი აკმაყოფილებს,+ კარგ ადამიანს კი — თავისი საქმეების ნაყოფი.+
15 გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა,+ წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს.+
16 ბრძენს შიში აქვს და ზურგს აქცევს ბოროტებას,+ უგუნური კი რისხდება და თავდაჯერებულია.+
17 ვინც სწრაფად რისხდება, უგუნურებას ჩაიდენს;+ ჭკვიანი კაცი მოძულებულია.+
18 გამოუცდელები გაუგუნურდებიან,+ წინდახედულებს კი ცოდნა თავსაბურავად ექნებათ.+
19 უკეთურები ქედს მოიხრიან კარგი ხალხის წინაშე,+ ბოროტები — მართალთა კარიბჭეებთან.
20 ღარიბი თავის მოძმესაც კი სძულს,+ ხოლო მდიდარს ბევრი მეგობარი ჰყავს.+
21 ვისაც თავისი მოძმე სძულს, სცოდავს;+ ვინც დაჩაგრულს სწყალობს, ბედნიერია.+
22 განა ავისმზრახველები უგზო-უკვლოდ არ დაეხეტებიან?!+ სიკეთე* და ჭეშმარიტება კი მათთანაა, ვინც კარგს განიზრახავს.+
23 ყოველგვარი შრომა სასარგებლოა,+ ცარიელ ლაპარაკს კი სიდუხჭირე მოაქვს.
24 ბრძენთა გვირგვინი მათი სიმდიდრეა; უგუნურთა სისულელე კი უგუნურებაა.+
25 ჭეშმარიტი მოწმე სულებს დაიხსნის,+ მატყუარა კი მხოლოდ სიცრუეს აფრქვევს.+
26 იეჰოვას შიში კაცისთვის მტკიცე იმედია,+ მის ვაჟებს თავშესაფარი ექნებათ.+
27 იეჰოვას შიში სიცოცხლის ჭაა,+ სიკვდილის მახეს განმრიდებელი.+
28 ხალხის სიმრავლე მეფეს ამშვენებს,+ მოსახლეობის სიმცირე კი ღუპავს მთავარს.+
29 რისხვაში ნელი კაცი გამჭრიახია,+ მოუთმენელი კი — უგუნურების განმადიდებელი.+
30 მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა,+ შური კი — ძვლების ლპობა.+
31 ვინც საწყალს რამეს გამოსტყუებს, მის შემოქმედს შეურაცხყოფს,+ ხოლო ვინც ღარიბს სწყალობს, განადიდებს მას.+
32 ბოროტი თავისი ბოროტებით დაეცემა,+ მართალი კი თავის უმწიკვლობას შეაფარებს თავს.+
33 გაგების უნარის მქონე კაცს სიბრძნე გულში აქვს,+ სულელები კი მას ყველას ამცნობენ.
34 სიმართლე ხალხს განადიდებს,+ ცოდვა კი ერების სირცხვილია.+
35 მეფისთვის მოსაწონია მსახური, რომელიც წვდომის უნარს ავლენს,+ სამარცხვინოდ მოქმედი კი მის რისხვას დაიტეხს.+
15 მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს,+ მწარე სიტყვა კი რისხვას იწვევს.+
2 ბრძენის ენა ცოდნას სასიკეთოდ იყენებს,+ სულელის პირი კი უგუნურებას აფრქვევს.+
3 იეჰოვას თვალი ყველგან არის,+ აკვირდება კეთილებსა და ბოროტებს.+
4 მშვიდად მოლაპარაკე ენა სიცოცხლის ხეა,+ უკუღმართად მოლაპარაკე კი სულის დაცემაა.+
5 უგუნური არაფრად აგდებს მამის დარიგებას*,+ წინდახედული კი ყურად იღებს შეგონებას.+
6 მართლის სახლში სიუხვეა,+ ბოროტის მონაგებს კი უბედურება მოაქვს.+
7 ბრძენთა ბაგენი სიბრძნეს აფრქვევენ,+ სულელთა გულს კი ეს არ შეუძლია.+
8 ბოროტთა მსხვერპლი სისაძაგლეა იეჰოვასთვის,+ მართალთა ლოცვა კი სასურველია მისთვის.+
9 ბოროტის გზა სისაძაგლეა იეჰოვასთვის;+ ვინც სიმართლეს ესწრაფვის, უყვარს მას.+
10 გზის მიმტოვებლისთვის სასჯელი* მკაცრია,+ შეგონების მოძულე მოკვდება.+
11 სამარე და ხრწნის ადგილი+ იეჰოვას წინაშეა,+ მით უმეტეს, ადამიანთა გულები!+
12 დამცინავს არ უყვარს შემგონებელი,+ ის ბრძენებთან არ მივა.+
13 გულის სიხარული სახეზეც აისახება,+ გულისტკივილი კი სულს ამწუხრებს.+
14 გაგებული გული ცოდნას ეძებს,+ სულელთა პირი კი უგუნურებისკენ ისწრაფვის.+
15 დაჩაგრულისთვის ყოველი დღე ცუდია,+ გულმხიარულს კი მუდამ ლხინი აქვს.+
16 ჯობია იეჰოვასი გეშინოდეს+ და ცოტა გქონდეს, ვიდრე სიუხვესა და შფოთში ცხოვრობდე.+
17 ბოსტნეულის კერძი და სიყვარული+ სჯობია ნასუქ ხარსა და სიძულვილს.+
18 განრისხებული კაცი შუღლს აღვივებს,+ რისხვაში ნელი კი დავას აცხრობს.+
19 ზარმაცის გზა ასკილის ღობესავითაა,+ მართალთა ბილიკი კი მოსწორებულია.+
20 ბრძენი ვაჟი მამას ახარებს,+ სულელი კი არაფრად აგდებს დედას.+
21 უგუნურს* უგუნურება ახარებს,+ გამჭრიახი კი სწორი გზით მიდის.+
22 გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება;+ სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა.+
23 კაცს თავისი პირით გაცემული პასუხი ახარებს.+ რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!+
24 მისთვის, ვინც წვდომის უნარს ავლენს, სიცოცხლის ბილიკი ზევით მიდის,+ რათა სამარეში ჩასვლისაგან დაიცვას იგი.+
25 პატივმოყვარეთა სახლს იეჰოვა დაანგრევს,+ ქვრივის მიჯნას კი გაამყარებს.+
26 ბოროტის ზრახვები სისაძაგლეა იეჰოვასთვის,+ სასიამოვნო სიტყვები კი სუფთაა მისთვის.+
27 ვინც უსამართლოდ იხვეჭს, უბედურებას მოუტანს თავის სახლს,+ ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს.+
28 მართლის გული პასუხის გაცემამდე ფიქრობს,+ ბოროტთა პირი კი ბოროტებას აფრქვევს.+
29 იეჰოვა შორსაა ბოროტთაგან,+ მართალთა ლოცვას კი ისმენს.+
30 გაბრწყინებული თვალები+ გულს ახარებს,+ კარგი ამბავი+ ძვლებს ამსუყებს.+
31 სასიცოცხლო შეგონების მომსმენი+ ყური ბრძენთა შორის არის.+
32 ვინც დარიგებას ყურად არ იღებს,+ საკუთარ სულს უარყოფს, შეგონების მომსმენი კი გულს იძენს.+
33 იეჰოვას შიში სიბრძნეს ასწავლის კაცს,+ თავმდაბლობა წინ უსწრებს დიდებას.+
16 გულის ზრახვები ადამიანს ეკუთვნის,+ ენის პასუხი კი იეჰოვასგან არის.+
2 კაცის თვალში ყველა გზა სუფთაა,+ სულებს კი იეჰოვა აფასებს.+
3 შენი საქმეები იეჰოვას მიანდე+ და შენი გეგმები განმტკიცდება.+
4 იეჰოვამ ყველაფერი საკუთარი მიზნისთვის შექმნა;+ თვით ბოროტიც — ბოროტების დღისთვის.+
5 ყველა გულით ამაყი სისაძაგლეა იეჰოვასთვის.+ ხელი ხელსაც რომ დაჰკრან, სასჯელს ვერ გაექცევიან.+
6 სიკეთითა* და ჭეშმარიტებით მიტევებული იქნება დანაშაული;+ იეჰოვას შიშით ადამიანი ზურგს შეაქცევს ბოროტებას.+
7 თუ იეჰოვას კაცის გზა მოსწონს,+ მტერსაც კი მშვიდობიანად განაწყობს მისდამი.+
8 ჯობია ცოტა გქონდეს, მაგრამ სიმართლით,+ ვიდრე დიდი დოვლათი უსამართლობით.+
9 ადამიანის გული თავის გზებს გეგმავს,+ მის ნაბიჯებს კი იეჰოვა წარმართავს.+
10 მეფის ბაგეზე ღვთის მიერ შთაგონებული გადაწყვეტილება უნდა იყოს;+ განაჩენის გამოტანისას მისი პირი ორგულობით არ უნდა ლაპარაკობდეს.+
11 სწორი სასწორი და პინები იეჰოვას ეკუთვნის,+ აბგაში ჩასაწყობი ქვის საწონებიც მისი შექმნილია.+
12 ბოროტების ქმნა სისაძაგლეა მეფეებისთვის,+ რადგან ტახტი სიმართლით განმტკიცდება.+
13 სიმართლის მეტყველი ბაგეები მოსაწონია დიდებული მეფისთვის,+ პატიოსნად მოლაპარაკე კაცი უყვარს მას.+
14 მეფის რისხვა სიკვდილის მაცნეა,+ ბრძენი კაცი კი აცხრობს მას.+
15 მეფის ნათელი სახე სიცოცხლეა,+ მისი კეთილგანწყობა გაზაფხულის საწვიმარი ღრუბელივითაა.+
16 რამდენად უკეთესია სიბრძნის შეძენა ოქროს შეძენაზე!+ გაგების უნარის შეძენა გერჩივნოს ვერცხლის შეძენას.+
17 მართალთა გზა ბოროტებისთვის ზურგის შექცევაა.+ თავისი გზის დამცველი საკუთარ სულს იცავს.+
18 სიამაყე წინ უძღვის დაცემას,+ ამპარტავნობის სული — წაბორძიკებას.+
19 ჯობია თავმდაბლობის სული გქონდეს და თვინიერებთან იყო,+ ვიდრე პატივმოყვარეებთან იყოფდე ნადავლს.+
20 ვინც საქმეში წვდომის უნარს ავლენს, ყოველივე კარგს პოვებს;+ ბედნიერია ის, ვინც იეჰოვაზეა მინდობილი.+
21 გულით ბრძენზე იტყვიან, გაგების უნარი აქვსო;+ ტკბილი საუბარი კაცს დამაჯერებლობას მატებს.+
22 წვდომის უნარი სიცოცხლის ჭაა მისი მფლობელისთვის,+ ხოლო უგუნურთა დარიგება* უგუნურებაა.+
23 ბრძენის გული მის საუბარს წვდომის უნარს სძენს,+ მის ბაგეებს კი დამაჯერებლობას მატებს.+
24 სასიამოვნო სიტყვები ფიჭასავითაა,+ სულისთვის ტკბილია და ძვლებისთვის განკურნება.+
25 არის გზა, რომელიც კაცს სწორი ჰგონია,+ მისი ბოლო კი სიკვდილია.+
26 გამრჯე კაცი თავისთვის ირჯება,+ რადგან თავისივე პირი აიძულებს მას.+
27 უვარგისი კაცი ბოროტებას თხრის,+ მისი ბაგეები მწველ ცეცხლსა ჰგავს.+
28 კაცი, რომელიც ხრიკებს აწყობს, შუღლს თესავს;+ ცილისმწამებელი ახლობლებს აშორებს.+
29 მოძალადე თავის მოძმეს შეაცდენს+ და ცუდი გზით წაიყვანს მას.+ 30 თვალებს რომ ახამხამებს, ხრიკებს აწყობს;+ ტუჩებს რომ კუმავს, ბოლომდე მიჰყავს თავისი ბოროტი ზრახვები.
31 ჭაღარა სილამაზის გვირგვინია,+ როცა სიმართლის გზაზე იპოვება.+
32 რისხვაში ნელი კაცი ძლიერს სჯობია,+ თავშეკავებული — ქალაქის დამპყრობს.+
33 უბეში ყრიან კენჭს,+ მაგრამ ასე მიღებული ყოველი გადაწყვეტილება იეჰოვასგანაა.+
17 ხმელი პურის ნაჭერი და სიწყნარე სჯობია+ შესაწირავით სავსე სახლსა და დავას.+
2 მსახური, რომელიც წვდომის უნარს ავლენს, სამარცხვინოდ მოქმედ ძეზე იბატონებს+ და ძმებს შორის მიიღებს წილს მემკვიდრეობიდან.+
3 სადნობი ჭურჭელი ვერცხლისთვისაა, ქურა — ოქროსთვის,+ იეჰოვა კი გულების შემმოწმებელია.+
4 ბოროტმოქმედი საზიანო სიტყვებს აქცევს ყურადღებას;+ მატყუარა უბედურების მომტან ენას უგდებს ყურს.+
5 ღარიბის დამცინავი მის შემოქმედს შეურაცხყოფს;+ ვისაც სხვისი უბედურება ახარებს, დაუსჯელი არ დარჩება.+
6 მოხუცებულთა გვირგვინი შვილიშვილებია,+ შვილების მშვენება — მამები.+
7 უგუნურისთვის სიმართლის მეტყველი ბაგე შეუფერებელია.+ მით უმეტეს, სიცრუის მეტყველი ბაგე — წარჩინებულისთვის!+
8 მფლობელის თვალში ძღვენი ძვირფასი ქვაა, რითაც კეთილგანწყობას მოიპოვებს.+ სადაც კი მიდის, ხელი ემართება.+
9 ვინც სიყვარულს ესწრაფვის, ცოდვას ფარავს;+ ვინც რაიმეზე გაუთავებლად ლაპარაკობს, ახლობლებს აშორებს ერთმანეთს.+
10 გაგების უნარის მქონე კაცზე გაკიცხვა უფრო ძლიერად მოქმედებს,+ ვიდრე სულელზე — ასი დარტყმა.+
11 ბოროტი მხოლოდ ურჩობისკენ ისწრაფვის;+ მკაცრია მის წინააღმდეგ გაგზავნილი მაცნე.+
12 ჯობია კაცი ბელებწართმეულ დათვს გადაეყაროს,+ ვიდრე სულელს და მის უგუნურებას.+
13 ვინც სიკეთეს ბოროტებით ზღავს,+ მის სახლს ბოროტება არ მოშორდება.+
14 დავის დასაწყისი წყლის გაშვებას ჰგავს;+ სანამ დავა იფეთქებდეს, გაეცალე იქაურობას.+
15 ბოროტის მართლად შემრაცხველი+ და მართლის ბოროტად შემრაცხველი+ — ორივე სისაძაგლეა იეჰოვასთვის.+
16 რატომ აქვს სულელს სიბრძნის შეძენის საშუალება?+ მას ხომ გული არა აქვს.+
17 ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია;+ ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა.+
18 უგუნური* კაცი მოძმეს ხელს ართმევს+ და თავდებად უდგება.+
19 ცოდვის მოყვარულს უთანხმოება უყვარს.+ ვინც თავის სახლს მაღალ შესასვლელს უკეთებს, დაღუპვის საფრთხეს იქმნის.+
20 გულმრუდე კაცი კარგს ვერაფერს მიიღებს;+ ცუდი ენის პატრონს უბედურება ეწევა.+
21 სულელი შვილი მამის დარდია;+ უგუნური შვილის მამა ვერ გაიხარებს.+
22 მხიარული გული მკურნალივით არის,+ მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს.+
23 ბოროტი სხვისი უბიდან ქრთამს ამოიღებს+ სამართლიანობის ბილიკების გასამრუდებლად.+
24 გაგების უნარის მქონეს სიბრძნე თვალწინ აქვს,+ სულელის თვალები კი დედამიწის კიდეს გაჰყურებს.+
25 სულელი ვაჟი მამის ჯავრია+ და დედის სიმწარე.+
26 არ არის კარგი მართლის დაჯარიმება.+ წარჩინებულს რომ დაარტყა, ეს სიმართლეს ეწინააღმდეგება.+
27 ვისაც ცოდნა აქვს, თავის სიტყვებს უკვირდება;+ გამჭრიახი კაცი მშვიდი სულის პატრონია.+
28 თუ დუმს, სულელიც კი ბრძენად ჩაითვლება,+ ხოლო პირმოკუმული — გაგების უნარის მქონედ.
18 განმარტოებული კაცი თავისი გულისთქმის შესრულებას ცდილობს;+ იგი ყოველგვარი სიბრძნის* წინააღმდეგ მიდის.+
2 სულელს გამჭრიახობა კი არ ანიჭებს სიამოვნებას,+ არამედ იმის გამჟღავნება, რაც გულში აქვს.+
3 ბოროტის მოსვლასთან ერთად სიძულვილიც მოდის,+ სირცხვილთან ერთად — შეურაცხყოფაც.+
4 კაცის პირიდან გამოსული სიტყვები ღრმა წყალია;+ სიბრძნის ჭა მოჩუხჩუხე ნაკადულია.+
5 არც ბოროტისადმი მიკერძოებაა კარგი+ და არც მართლის გამტყუნება სასამართლოზე.+
6 სულელის ბაგეები დავაში ებმება+ და მისი პირი კაცს დასარტყმელად იწვევს.+
7 სულელს თავისი პირი ღუპავს,+ ბაგეები მახეა მისი სულისთვის.+
8 ცილისმწამებლის სიტყვებს ხარბად ყლაპავენ,+ მუცლის სიღრმემდე ჩადიან ისინი.+
9 საქმეში დაუდევარი+ დამღუპველის ძმაა.+
10 იეჰოვას სახელი მტკიცე კოშკია;+ მასში შერბის მართალი და დაცულია.+
11 მდიდრისთვის ქონება ძლიერი ქალაქია,+ ის მას გალავნად წარმოუდგენია.+
12 დაცემას წინ უსწრებს გადიდგულება,+ დიდებას კი — თავმდაბლობა.+
13 მოსმენამდე პასუხის გაცემა+ უგუნურებაა და დამცირება.+
14 კაცის სულს სნეულების მოთმენა შეუძლია,+ მაგრამ მწუხარე სულს ვინ აიტანს?+
15 ვისაც გაგების უნარი აქვს, მისი გული ცოდნას იძენს;+ ბრძენის ყური ცოდნის მიღებას ესწრაფვის.+
16 ძღვენი კაცს დიდ გასაქანს მისცემს+ და დიდებულ ხალხთანაც კი წაუძღვება.+
17 სასამართლოში პირველი გამომსვლელი მართალია,+ სანამ არ მოვა მისი მოძმე და ამხილებს მას.+
18 წილისყრა შუღლს აცხრობს+ და ძლიერებსაც კი მშვიდობიანად აშორებს ერთმანეთს.+
19 ძმა, რომლის წინააღმდეგაც შესცოდეს, ძლიერ ქალაქზე მეტად მიუდგომელია;+ ზოგი უთანხმოება კოშკის ურდულს ჰგავს.+
20 კაცი თავისი ბაგის ნაყოფით გაივსებს მუცელს,+ თავისი ბაგეების ნაყოფით დანაყრდება.+
21 სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია,+ მისი მოყვარული მის ნაყოფს შეჭამს.+
22 იპოვა ვინმემ კარგი ცოლი?+ სიკეთე უპოვია.+ იეჰოვას კეთილგანწყობას იძენს იგი.+
23 ღარიბი ვედრებით ლაპარაკობს,+ მდიდარი კი უკმეხად პასუხობს.+
24 არიან მოძმეები, რომლებიც ერთმანეთის გასაგლეჯადაც კი მზად არიან;+ ზოგი მეგობარი კი ძმაზე ახლობელია.+
19 ღარიბი და უმწიკვლოდ მავალი სჯობია+ უსინდისო ბაგეების მქონესა და სულელს.+
2 არ არის კარგი, უცოდინარი იყოს კაცი*;+ ვინც ფეხს უჩქარებს, სცოდავს.+
3 კაცს თავისივე უგუნურება უმრუდებს გზას,+ მისი გული კი იეჰოვას ურისხდება.+
4 სიმდიდრე ბევრ მეგობარს სძენს კაცს,+ ღარიბს კი თავისი მეგობარიც შორდება.+
5 ცრუმოწმეს სასჯელი არ ასცდება;+ სიცრუის მფრქვეველი ვერ გადარჩება.+
6 ბევრი ცდილობს წარჩინებულის გულის მოლბობას;+ ყველა უმეგობრდება მას, ვინც საჩუქრებს არიგებს.+
7 ღარიბი ყველა ძმას სძულს;+ მით უმეტეს, მის ახლო მეგობრებს უჭირავთ თავი შორს მისგან!+ ემუდარება მათ, მაგრამ არავინ პასუხობს.+
8 ვინც გულს იძენს,+ მას თავისი სული უყვარს; ვინც გამჭრიახობას ინარჩუნებს, ის ყოველივე კარგს პოვებს.+
9 ცრუმოწმეს სასჯელი არ ასცდება;+ სიცრუის მფრქვეველი დაიღუპება.+
10 სულელს არ შეჰფერის ფუფუნება,+ მით უმეტეს, მსახურს — მთავრებზე ბატონობა!+
11 წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს,+ სხვისი დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის.+
12 მეფის რისხვა ლომის ბრდღვინვას ჰგავს,+ მისი კეთილგანწყობა კი — ბალახზე დაფენილ ნამს.+
13 სულელი ვაჟი მამისთვის უბედურებაა;+ ანჩხლი ცოლი მჟონავ სახურავს ჰგავს, კაცს შინ რომ არ დააყენებს.+
14 სახლი და სიმდიდრე მემკვიდრეობაა მამისგან,+ გონიერი ცოლი კი იეჰოვასგან არის.+
15 სიზარმაცემ ღრმა ძილი იცის;+ დაუდევარი სული იშიმშილებს.+
16 მცნების დამცველი თავის სულს იცავს;+ ვისთვისაც სულერთია, რა გზით დადის, მოკვდება.+
17 ვინც ღარიბს სწყალობს, სესხს აძლევს იეჰოვას;+ ის გადაუხდის მას მისი საქმისთვის.+
18 დასაჯე შენი შვილი, სანამ ჯერ კიდევ არის იმედი;+ მის სიკვდილს ნუ მოისურვებ.+
19 მრისხანე კაცმა ჯარიმა გადაიხადოს;+ თუ გაუშვებ მას, ისევ და ისევ მოგიწევს ამის გაკეთება.+
20 მოუსმინე რჩევას და მიიღე დარიგება*,+ რათა საბოლოოდ დაბრძენდე.+
21 კაცი გულში ბევრ რამეს გეგმავს,+ მაგრამ შესრულდება ის, რასაც იეჰოვა განიზრახავს.+
22 კაცში სიკეთე* ფასობს;+ ღარიბი კაცი სჯობს მატყუარას.+
23 იეჰოვას შიშს სიცოცხლისკენ მიჰყავს კაცი;+ კმაყოფილი დაიძინებს+ და ცუდი არაფერი შეემთხვევა მას.+
24 ზარმაცი თასში ყოფს ხელს,+ მაგრამ პირთან ვერ მიაქვს.+
25 დამცინავს დაარტყი,+ რომ გამოუცდელმა წინდახედულობა შეიძინოს.+ გაგების უნარის მქონე შეაგონე, რომ ცოდნა მიიღოს.+
26 ვინც მამას ცუდად ეპყრობა და დედას თავიდან იშორებს,+ შემარცხვენელი და უღირსი შვილია.+
27 შვილო, თუ დარიგებას აღარ მოუსმენ, ბრძნული სიტყვებიდან გადაუხვევ.+
28 უვარგისი მოწმე სამართალს დასცინის,+ ბოროტ ხალხს სიავე სიამოვნებს.+
29 სასჯელი მზადაა დამცინავთათვის+ და დარტყმები — სულელთა ზურგისათვის.+
20 ღვინო დამცინავია,+ მათრობელი სასმელი — ხმაურიანი;+ ვინც მის გამო გზას ასცდა, სიბრძნე არა აქვს.+
2 მეფის მრისხანება ლომის ბრდღვინვას ჰგავს;+ ვინც მას განარისხებს, საკუთარი სულის წინააღმდეგ სცოდავს.+
3 კაცისთვის დიდებაა დავისთვის თავის არიდება,+ ყოველი უგუნური კი ებმება მასში.+
4 ზარმაცი არ ხნავს ზამთარში;+ მკის დროს კი მათხოვრობას დაიწყებს, მაგრამ ვერაფერს მიიღებს.+
5 კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია,+ გამჭრიახი კაცი ამოხაპავს მას.+
6 ბევრი ლაპარაკობს თავის სიკეთეზე*,+ მაგრამ ერთგულ კაცს ვინ იპოვის?+
7 მართალი უმწიკვლობით დადის;+ ბედნიერნი არიან მისი ვაჟები.+
8 მეფე სასამართლო ტახტზე ზის,+ თვალებით ფანტავს ყოველგვარ ბოროტებას.+
9 ვინ იტყვის: გული გავისუფთავე+ და ცოდვისგან გავიწმინდეო?+
10 ორნაირი საწონი და ორნაირი ეფა+ — ორივე სისაძაგლეა იეჰოვასთვის.+
11 ყმაწვილი თავისი საქციელით აჩვენებს, სუფთა და მართალია მისი საქმეები თუ არა.+
12 მომსმენი ყური და მხედველი თვალი — ორივე იეჰოვას შექმნილია.+
13 ძილი ნუ გეყვარება, რომ არ გაღარიბდე.+ გაახილე თვალები და პურით დანაყრდი.+
14 „არ ვარგა, არ ვარგა!“ — ამბობს მყიდველი და მიდის,+ შემდეგ კი კვეხნას მოჰყვება.+
15 არის ოქრო და მრავლად არის მარჯანიც; ცოდნით მეტყველი ბაგეები კი ძვირფასი ჭურჭელია.+
16 აიღე იმის სამოსელი, ვინც უცხოს თავდებად დაუდგა;+ თუ კაცმა უცხო ქალთან დაიჭირა საქმე, გირაო გამოართვი.+
17 კაცს სიამოვნებას ჰგვრის სიცრუით შეძენილი პური,+ მაგრამ ბოლოს ხრეშით გაევსება პირი.+
18 გეგმები რჩევით განმტკიცდება;+ გონივრული მითითებით წარმართე ბრძოლა.+
19 ცილისმწამებელი საიდუმლოს ამხელს;+ ნუ დაუახლოვდები მას, ვისაც თავისი ბაგეები აცდუნებს.+
20 დედ-მამის დამაწყევარს+ შებინდებისას ლამპარი ჩაუქრება.+
21 თავიდან სიხარბით მოპოვებული მემკვიდრეობა+ მომავალში კურთხეული არ იქნება.+
22 ნუ იტყვი: ბოროტებისთვის სამაგიეროს გადავუხდიო.+ იეჰოვას იმედი გქონდეს+ და ის გადაგარჩენს.+
23 ორნაირი საწონი სისაძაგლეა იეჰოვასთვის+ და მატყუარა პინები არ არის კარგი.+
24 იეჰოვა წარმართავს კაცის ნაბიჯებს.+ როგორ გაარჩიოს ადამიანმა თავისი გზა?+
25 კაცი, რომელიც ნაჩქარევად იძახის: „წმინდაა!“+ და აღთქმის+ დადების შემდეგ იწყებს გადასინჯვას, მახეში ებმება.+
26 ბრძენი მეფე ბოროტ ხალხს ფანტავს,+ ბორბალს გადაატარებს მათზე.+
27 ადამიანის სუნთქვა+ იეჰოვას ლამპარია, მისი შიგნეულის გულდასმით გამომკვლეველი.+
28 სიკეთე და ჭეშმარიტება იცავს მეფეს;+ ის სიკეთით განამტკიცებს თავის ტახტს.+
29 ჭაბუკთა მშვენება მათი ძალაა,+ მოხუცებულთა სიდიადე კი — ჭაღარა.+
30 დაჟეჟილობა ბოროტებას აცილებს,+ დარტყმა კი წმენდს შიგნეულს.+
21 მეფის გული წყლის ნაკადებივითაა იეჰოვას ხელში;+ საითაც უნდა, იქით მიუშვებს.+
2 ადამიანის თვალში ყველა გზა სწორია,+ გულებს კი იეჰოვა აფასებს.+
3 სიმართლისა და სამართლის ქმნა მსხვერპლზე უფრო სასურველია იეჰოვასთვის.+
4 ამპარტავანი თვალები და ქედმაღალი გული+ ბოროტების ლამპარი და ცოდვაა.+
5 მუყაითის გეგმები წარმატებულია,+ მოჩქარე კი სიდუხჭირეში იქნება.+
6 ცრუ ენით მოპოვებული განძი ორთქლივით ქრება+ სიკვდილის მძებნელთათვის.+
7 ბოროტებს მათივე ნაძარცვი წალეკავს,+ რადგან სამართლის ქმნა არ სურთ.+
8 უცხო კაცის გზა გამრუდებულია,+ ხოლო ვინც სუფთაა, სიმართლით მოქმედებს.+
9 სახურავის კუთხეში ცხოვრება სჯობია+ ანჩხლ ცოლთან ერთ სახლში ცხოვრებას.+
10 ბოროტის სულს ბოროტება სწადია;+ მისი მოძმე წყალობას ვერ პოვებს მის თვალში.+
11 დამცინავს თუ დააჯარიმებ, გამოუცდელი დაბრძენდება.+ ბრძენს თუ წვდომის უნარს მისცემ, ცოდნა შეემატება.+
12 მართალი* აკვირდება ბოროტის სახლს,+ ბოროტებს უბედურებას დაატეხს თავს.+
13 ვინც ღარიბის ჩივილზე ყურს დაიხშობს,+ თავადაც დაიწყებს ძახილს, მაგრამ პასუხს არავინ გასცემს.+
14 ფარულად მიცემული ძღვენი რისხვას აცხრობს+ და უბეში დამალული ქრთამი+ — მძვინვარებას.
15 მართალს სიმართლის ქმნა ახარებს,+ სიავის მქნელს კი საზარელი რამ დაატყდება თავს.+
16 ვინც წვდომის უნარს აღარ ავლენს,+ უსიცოცხლოთა კრებულში განისვენებს.+
17 მხიარულების მოყვარული სიდუხჭირეში იქნება;+ ღვინისა და ზეთის მოყვარული ვერ გამდიდრდება.+
18 ბოროტი მართლის გამოსასყიდია;+ ვერაგი მართლის ადგილზე აღმოჩნდება.+
19 უდაბნოში ცხოვრება სჯობია ანჩხლ ცოლთან სიმწარეში ცხოვრებას.+
20 ძვირფასი განძი და ზეთი ბრძენის სამყოფელშია,+ სულელი კი აჩანაგებს მათ.+
21 ვინც სიმართლისა+ და სიკეთის* ქმნისკენ ისწრაფვის, სიცოცხლეს, სიმართლესა და დიდებას პოვებს.+
22 ბრძენი ძლიერის ქალაქშიც კი გადაძვრება, რომ დაამხოს მისი საიმედო სიმაგრე.+
23 თავისი ბაგეებისა და ენის დამცველი თავის სულს გასაჭირისგან იცავს.+
24 მას, ვინც რისხვაში კადნიერებას ავლენს, კადნიერი და თავდაჯერებული მკვეხარა ჰქვია.+
25 ზარმაცს თავისი წადილი მოკლავს, რადგან მის ხელებს შრომა არ სურთ.+ 26 ის მთელი დღე რაღაცას ნატრულობს, მართალი კი ხელგაშლილად გასცემს.+
27 ბოროტის მსხვერპლი სისაძაგლეა,+ მით უმეტეს, როცა მას თავაშვებული კაცი სწირავს.+
28 ცრუმოწმე დაიღუპება,+ მომსმენი კაცი კი მარადიულად ილაპარაკებს.+
29 ბოროტი ურცხვად იყურება,+ მართალი კი გზას განიმტკიცებს.+
30 არ არსებობს სიბრძნე, გამჭრიახობა და რჩევა იეჰოვას რომ დაუპირისპირდეს.+
31 ცხენს ბრძოლის დღისთვის ამზადებენ,+ ხსნა კი იეჰოვასგანაა.+
22 კარგი სახელი დიდ სიმდიდრეს სჯობია,+ კეთილგანწყობის მოპოვება ოქრო-ვერცხლზე უკეთესია.+
2 მდიდარი და ღარიბი ერთმანეთს შეხვდნენ;+ ორივეს შემოქმედი იეჰოვაა.+
3 წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება,+ გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს.+
4 თავმდაბლობასა და იეჰოვას შიშს სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლე მოაქვს.+
5 უსინდისოს გზაზე ეკლები და მახეებია,+ თავისი სულის დამცველი კი ახლოს არ ეკარება მათ.+
6 ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს;+ ის სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას.+
7 მდიდარი ღარიბებზე ბატონობს;+ მოვალე მევალის მსახურია.+
8 უმართლობის მთესველი ზიანს მოიმკის+ და მისი რისხვის ჯოხს ბოლო მოეღება.+
9 კეთილი თვალის მქონე კურთხეული იქნება, რადგან ღარიბს უნაწილებს თავის საჭმელს.+
10 გააძევე დამცინავი, რომ შეწყდეს შუღლი და სასამართლოში კამათსა და სირცხვილს ბოლო მოეღოს.+
11 სუფთა გულის მოყვარულს+ მადლიანი სიტყვის გამო მეფე ეყოლება მეგობრად.+
12 იეჰოვას თვალები ცოდნას იცავს,+ ვერაგთა სიტყვებს კი ანადგურებს.+
13 ზარმაცი ამბობს:+ გარეთ ლომია,+ შუა მოედანზე მომკლავსო!
14 უზნეო ქალის პირი ღრმა ორმოა.+ იეჰოვას მიერ შერისხული შიგ ჩავარდება.+
15 ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს;+ აღზრდისას* ჯოხის გამოყენება გამოდევნის მას.+
16 ვინც საწყალს სძალავს, თვითონ რომ დაიგროვოს,+ და ისიც, ვინც მდიდარს აძლევს, სიდუხჭირეში იქნებიან.+
17 ყური მიაპყარი ბრძენთა სიტყვებს და მოისმინე,+ რომ გული დაუდო ჩემს ცოდნას.+ 18 სიამოვნებას მოგგვრის, თუ შენში ღრმად შეინახავ მათ,+ რათა მზად გქონდეს ისინი ბაგეებზე.+
19 ცოდნა მოგეცი შენ დღეს, რათა იეჰოვაზე დაამყარო იმედი.+
20 განა აქამდეც არ მოგწერე რჩევითა და ცოდნით,+ 21 ჭეშმარიტი სიტყვების ჭეშმარიტება რომ დამენახვებინა შენთვის, რათა ჭეშმარიტი სიტყვები დაგებრუნებინა შენი გამომგზავნელისთვის?!+
22 ნუ გაძარცვავ ღარიბს, რადგან ღარიბია,+ და ნუ დაჩაგრავ საწყალს კარიბჭესთან;+ 23 ვინაიდან თვით იეჰოვა განიხილავს მათ საქმეს+ და გაძარცვავს მათ მძარცველთა სულებს.+
24 ნუ იმეგობრებ მასთან, ვინც ადვილად რისხდება,+ და ფიცხ კაცთან ნუ დაიჭერ საქმეს, 25 რათა მის ბილიკებს არ შეეჩვიო და შენს სულს მახე არ დაუგო.+
26 ნუ იქნები მათ შორის, ვინც ხელს ხელზე დაჰკრავს+ და ვინც სხვებს თავდებად უდგება სესხის აღებისას.+ 27 რატომ უნდა გამოგაცალონ საწოლი, თუ გადახდის თავი არა გაქვს?
28 ნუ გადასწევ მიჯნას, რომელიც დიდი ხნის წინათ დაადგინა შენმა მამა-პაპამ.+
29 გინახავს თავის საქმეში დახელოვნებული კაცი? მეფეთა წინაშე წარდგება იგი და არა უბრალო ხალხის წინაშე.+
23 თუ მეფესთან ერთად საჭმელად დაჯდები, გულდასმით დააკვირდი, რა არის შენ წინაშე;+ 2 ყელზე დანა მიიბჯინე, თუ შენი სული ძლიერი სურვილით არის შეპყრობილი.+ 3 ნუ მოისურვებ მის გემრიელ კერძებს, რადგან ეს საკვები მატყუარაა.+
4 სიმდიდრის შეძენას ძალ-ღონეს ნუ შეალევ.+ საკუთარ გონებას* ნუ დაეყრდნობი.+ 5 თვალს აპყრობ მას?+ ის ხომ არარაობაა! არწივის ფრთებს შეისხამს და ცაში გაფრინდება.+
6 ძუნწი თვალის მქონე კაცის საჭმელს ნუ შეჭამ,+ ნურც მის გემრიელ კერძებს მოისურვებ.+ 7 ასეთ კაცს თავის სულში ყველაფერი გათვლილი აქვს;+ გეუბნება, ჭამე და სვიო, მაგრამ გულით არ გეუბნება ამას.+ 8 შეჭმულ ლუკმას ამოარწყევ და ტყუილად დახარჯავ ტკბილ სიტყვებს.+
9 სულელს ნურაფერს ეტყვი,+ რადგან მაინც არაფრად ჩააგდებს შენს გონივრულ სიტყვებს.+
10 ნუ გადასწევ დიდი ხნის წინათ დადგენილ მიჯნას+ და უმამო ბავშვის ყანაში ნუ შეხვალ,+ 11 რადგან ძლიერია მისი გამომსყიდველი*; ის თავად გამოესარჩლება მას შენ წინაშე.+
12 შენი გული აღზრდას* დაუმორჩილე, ყური კი ბრძნულ სიტყვებს მიაპყარი.+
13 ნუ მოაკლებ ბავშვს დასჯას*;+ ჯოხითაც რომ სცემო, არ მოკვდება. 14 ჯოხით სცემე, რომ სამარიდან* იხსნა იგი*.+
15 შვილო, თუ გული დაგიბრძენდა,+ ჩემი გულიც გაიხარებს.+ 16 ჩემი თირკმელები გამხიარულდება, როცა შენი ბაგეები სიმართლეს ილაპარაკებს.+
17 შენს გულს ცოდვილების ნუ შეშურდება;+ იეჰოვასი გეშინოდეს დღედაღამ.+ 18 მაშინ გექნება მომავალი+ და შენი იმედი არ მოისპობა.+
19 ისმინე, შვილო, და დაბრძენდი, სწორ გზაზე წარმართე შენი გული.+
20 ნუ იქნები მათ შორის, ვინც ღვინოს უზომოდ სვამს+ და ვინც ხორცით ვერ ძღება;+ 21 რადგან ლოთი და გაუმაძღარი გაღარიბდება+ და თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს.+
22 უსმინე შენს მშობელ მამას+ და ნუ მოიძულებ დედაშენს სიბერის გამო.+ 23 იყიდე ჭეშმარიტება+ და ნუ გაყიდი მას; იყიდე სიბრძნე, დარიგება და გაგების უნარი.+ 24 მართლის მამა იმხიარულებს,+ ბრძენის მშობელი მისით გაიხარებს.+ 25 შენი დედ-მამა გაიხარებს, იმხიარულებს შენი მშობელი დედა.+
26 შვილო, მე მომეცი შენი გული და შენი თვალებისთვის სასურველი იყოს ჩემი გზები.+ 27 მეძავი ღრმა ორმოა,+ უცხო ქალი კი — ვიწრო ჭა. 28 ის ყაჩაღივითაა ჩასაფრებული+ და კაცთა შორის ორგულებს ამრავლებს.+
29 ვინ ოხრავს? ვინ არის მოუსვენრად?+ ვინ დავობს? ვინ წუხს? უმიზეზოდ ვის აქვს ჭრილობები? ვის აქვს ამღვრეული თვალები? 30 მას, ვინც გვიანობამდე უზის ღვინოს,+ ვინც შეზავებული ღვინის საძებნელად დადის.+ 31 ნუ უყურებ სიწითლეს ღვინისას, სასმისში რომ ელვარებს, ყელში რომ მირაკრაკებს. 32 ბოლოს გველივით კბენს+ და გველგესლასავით გესლავს.+ 33 შენს თვალებს უცნაურობები მოელანდება და შენი გული უკუღმართობას ილაპარაკებს.+ 34 ისე იქნები, თითქოს შუაგულ ზღვაში იყო ან ანძის წვერზე იწვე.+ 35 იტყვი: „მცემდნენ და არ მტკიოდა. მირტყამდნენ და ვერაფერს ვგრძნობდი. როდის გამეღვიძება,+ რომ ისევ სასმელს დავუწყო ძებნა?“+
24 ბოროტი ხალხის ნუ შეგშურდება+ და მათთან ყოფნას ნუ მოისურვებ,+ 2 რადგან გულში ძარცვაზე ფიქრობენ და მათი ბაგეები იმაზე ლაპარაკობენ, როგორ გააუბედურონ სხვები.+
3 სიბრძნით აშენდება ოჯახი+ და გამჭრიახობით განმტკიცდება იგი.+ 4 ცოდნა აავსებს შიდა ოთახებს მშვენიერი და ძვირფასი ნივთებით.+
5 ვაჟკაცია ის, ვინც თავის ძალას ბრძნულად იყენებს;+ მცოდნე კაცი ძალას მატებს საკუთარ თავს.+ 6 გონივრული მითითებით შეძლებ ბრძოლის წარმართვას;+ მრავალ მრჩეველს ხსნა მოაქვს.+
7 უგუნურისთვის მიუწვდომელია ჭეშმარიტი სიბრძნე;+ ის ვერ გახსნის ბაგეს კარიბჭესთან.
8 ბოროტის განმზრახველს ბოროტი ზრახვების ოსტატი დაერქმევა.+
9 ცოდვაა უგუნურთა თავაშვებულობა;+ დამცინავი საძაგელია ხალხისთვის.+
10 თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდა,+ ძალა გამოგეცლება.
11 იხსენი სასიკვდილოდ წაყვანილნი და შეაჩერე დასაკლავად მიმავალნი.+ 12 თუ იტყვი: უი, ეს არ ვიცოდითო;+ განა ვერ დაინახავს ამას გულების შემფასებელი?!+ განა არ ეცოდინება შენი სულის გამომკვლეველს?!+ განა არ მიუზღავს ის ადამიანს თავისი საქმეებისამებრ?!+
13 შვილო, ჭამე თაფლი, რადგან კარგია, და სასაზე გქონდეს ტკბილი, ფიჭიანი თაფლი.+ 14 ასევე გქონდეს სიბრძნე შენივე სასარგებლოდ.+ თუ იპოვი მას, მაშინ გექნება მომავალი და შენი იმედი არ მოისპობა.+
15 ბოროტივით ნუ ჩაუსაფრდები მართლის საცხოვრებელს,+ ნუ გაძარცვავ მის მოსასვენებელ ადგილს.+ 16 ვინაიდან მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, უეჭველად წამოდგება,+ ბოროტი კი წაბორძიკდება უბედურების დროს.+
17 შენი მტრის დაცემა ნუ გაგახარებს და მისი წაბორძიკება ნუ გაგიხალისებს გულს,+ 18 თორემ დაინახავს იეჰოვა და ეს მოსაწონი არ იქნება მის თვალში; ის უეჭველად დაიცხრობს რისხვას მის მიმართ.+
19 ბოროტმოქმედებზე ნუ განრისხდები, ბოროტი ხალხის ნუ შეგშურდება.+ 20 უკეთურებს მომავალი არა აქვთ;+ ჩაქრება ბოროტთა ლამპარი.+
21 შვილო, იეჰოვასი და მეფის გეშინოდეს.+ მოჯანყეებში ნუ გაერევი.+ 22 მოჯანყეებს ისე მოულოდნელად დაატყდებათ თავს უბედურება,+ რომ ვინ გაიგებს მათ განადგურებას?!+
23 ეს სიტყვები ბრძენთათვის არის:+ განაჩენის გამოტანისას მიკერძოება არ არის კარგი.+
24 ვინც ბოროტს ეუბნება, მართალი ხარო,+ ხალხები დასწყევლიან და ერები შერისხავენ მას. 25 მის შემგონებლებს ხელი მოემართებათ+ და ყოველივე კარგით იკურთხებიან.+ 26 პირზე კოცნის ის, ვინც გულწრფელად პასუხობს.+
27 შეასრულე შენი საქმე გარეთ და მინდორში მოამზადე იგი,+ შემდეგ კი აღაშენე შენი ოჯახი.
28 უსაფუძვლოდ ნუ გამოხვალ მოწმედ შენი მოძმის წინააღმდეგ,+ უგუნურება რომ არ ილაპარაკო შენი ბაგეებით.+ 29 ნუ იტყვი: რაც იმან გამიკეთა, მეც იმავეს გავუკეთებ;+ ყველას თავისი ნამოქმედარის მიხედვით მივუზღავო.+
30 ზარმაცის ყანასა+ და უგუნურის* ვენახს ჩავუარე+ 31 და რა ვნახე: ყველგან სარეველა ამოსულიყო,+ იქაურობას ჭინჭარი მოსდებოდა და ქვის კედელი დანგრეულიყო.+
32 ვაკვირდებოდი და გულთან ახლოს მიმქონდა ნანახი;+ დავინახე და გავითვალისწინე დარიგება*:+ 33 ცოტა ხანს იძინებ, ცოტა ხანს ჩათვლემ, ცოტა ხანს იწვები გულხელდაკრეფილი,+ 34 და სიღარიბე ყაჩაღივით მოგადგება, სიდუხჭირე — შეიარაღებული კაცივით.+
25 ესეც სოლომონის იგავებია,+ რომლებიც იუდას მეფე ხიზკიას+ კაცებმა გადაწერეს:
2 ღვთის დიდება საქმის საიდუმლოდ შენახვაა,+ მეფეთა დიდება კი საქმის გამოკვლევაა.+
3 მეფეთა გული ცის სიმაღლისა+ და დედამიწის სიღრმის+ მსგავსად გამოუკვლეველია.+
4 ვერცხლს ხენჯი მოაშორე და მთლიანად გასუფთავდება.+
5 მეფეს ბოროტი მოაშორე+ და მისი ტახტი სიმართლით განმტკიცდება.+
6 მეფის წინაშე საკუთარ თავს ნუ მიაგებ პატივს,+ ნურც დიდებულთა ადგილზე დადგები;+ 7 რადგან ჯობია გითხრას: „აქ ამოდი“,+ ვიდრე დაგამციროს წარჩინებულის წინაშე, რომელიც იხილა შენმა თვალებმა.+
8 ნაჩქარევად ნუ წარმართავ სასამართლო საქმეს, თორემ რას გააკეთებ ბოლოს, როცა შენი მოძმე დაგამცირებს?+ 9 შენს მოძმესთან განიხილე შენი საქმე+ და სხვის საიდუმლოს ნუ გააცხადებ,+ 10 რათა არ შეგარცხვინოს მან, ვინც გისმენს, რადგან შენ მიერ გავრცელებულ ხმებს ვეღარ შეაკავებ.
11 დროულად ნათქვამი სიტყვა ჰგავს ოქროს ვაშლებს ნაჭედ ვერცხლზე.+
12 ოქროს საყურე და ბაჯაღლოს სამკაულია ბრძენისგან შეგონება მომსმენი ყურისთვის.+
13 რაღა თოვლის სიგრილე+ მკის დროს და რაღა ერთგული დესპანი მის გამგზავნელთათვის, თავის ბატონებს სულს რომ უხალისებს.+
14 რაღა საწვიმარი ღრუბელი და ქარი წვიმის გარეშე და რაღა კაცი, რომელიც ცრუდ იკვეხნის ძღვნით.+
15 მოთმინებას მეთაურის დაყოლიება შეუძლია, რბილ ენას კი — ძვლის გადატეხვა.+
16 თაფლი იპოვე?+ იმდენი ჭამე, რომ შეგერგოს, რათა მეტი არ მოგივიდეს და არ ამოარწყიო.+
17 ხშირად ნუ ივლი მოძმის სახლში, თავი რომ არ მოაბეზრო და არ შეგიძულოს.
18 კაცი, რომელიც ცრუდ ამოწმებს თავისი მოძმის წინააღმდეგ, საბრძოლო ხელკეტს, მახვილსა და წვერწამახულ ისარს ჰგავს.+
19 რაღა მოტეხილი კბილი და კოჭლი ფეხი და რაღა ვერაგ კაცზე იმედის დამყარება გასაჭირის დღეს.+
20 გინდ ტანსაცმელი გაგიხდია სიცივეში, გინდ ძმარი დაგისხამს ტუტეზე და გინდ სიმღერები გიმღერია გულდაღონებულისთვის.+
21 თუ შენი მოძულე მშიერია, დააპურე, თუ სწყურია, წყალი დაალევინე,+ 22 რადგან ამით ნაკვერჩხალს დააგროვებ მის თავზე+ და იეჰოვა დაგაჯილდოებს.+
23 ჩრდილოეთის ქარი მშობიარობის ტკივილებით წარმოშობს წვიმას,+ საიდუმლოს გამცემი ენა კი — მოძულებულ სახეს.+
24 სახურავის კუთხეში ცხოვრება სჯობია ანჩხლ ცოლთან ერთ სახლში ცხოვრებას.+
25 რაღა ცივი წყალი დაღლილი სულისთვის+ და რაღა კარგი ამბავი შორეული ქვეყნიდან.+
26 ბოროტის წინაშე წაბორძიკებული მართალი ამღვრეულ წყაროსა და დანგრეულ ჭას ჰგავს.+
27 ბევრი თაფლის ჭამა კარგი არ არის.+ ის რა დიდებაა, როცა საკუთარ დიდებას ეძებს ხალხი?+
28 რაღა გალავანმორღვეული ქალაქი და რაღა კაცი, საკუთარ სულს რომ ვერ აკავებს.+
26 როგორც ზაფხულისთვის თოვლი და მკისთვის წვიმაა შეუფერებელი,+ ასევეა სულელისთვის დიდება.+
2 როგორც ჩიტი არ აფრინდება და მერცხალი არ იფრენს ტყუილუბრალოდ, ისე კაცს წყევლა არ დაატყდება თავს უმიზეზოდ.+
3 მათრახი ცხენისთვის არის,+ ლაგამი+ — ვირისთვის, ჯოხი კი — სულელთა ზურგისთვის.+
4 სულელს მისი უგუნურებისამებრ ნუ უპასუხებ, შენც მისნაირი რომ არ გახდე.+
5 სულელს მისი უგუნურებისამებრ უპასუხე, რომ თავი ბრძენი არ ეგონოს.+
6 ფეხს ისახიჩრებს და ძალადობას სვამს ის, ვინც სულელს საქმეს შეატოვებს ხელში.+
7 თუ კოჭლი შეძლებს წყლის ამოტანას, მაშინ სულელიც შეძლებს იგავებით ლაპარაკს.+
8 რაღა ქვების გროვაში ქვის დამმალავი და რაღა სულელის განმადიდებელი.+
9 რაღა ეკლიანი სარეველა ლოთის ხელში და რაღა იგავი სულელის პირში.+
10 რაღა მშვილდოსანი, ყველაფერს რომ ესვრის, და რაღა სულელის+ ან გამვლელის დამქირავებელი.
11 როგორც ძაღლი უბრუნდება თავის ნარწყევს, სულელიც ასევე იმეორებს უგუნურებას.+
12 გინახავს კაცი, თავი ბრძენი რომ ჰგონია?+ სულელისთვის უფრო არსებობს გამოსწორების იმედი,+ ვიდრე მისთვის.
13 ზარმაცი ამბობს: გზაზე ლომის ბოკვერია, მოედანზე ლომიაო.+
14 კარი ანჯამაზე ტრიალებს, ზარმაცი კი — თავის ტახტზე.+
15 ზარმაცი თასში ყოფს ხელს, მაგრამ პირთან მიტანის თავიც კი არა აქვს.+
16 ზარმაცი უფრო ბრძენია საკუთარ თვალში,+ ვიდრე შვიდი კაცი, გონივრული პასუხის გამცემი.
17 რაღა კაცი, რომელსაც ძაღლი ყურებით უჭირავს, და რაღა გამვლელი, სხვისი კამათის გამო რომ რისხდება და მასში ერევა.+
18 რაღა შეშლილი კაცი, ცეცხლმოკიდებულ იარაღსა და მომაკვდინებელ ისრებს რომ ისვრის,+ 19 და რაღა კაცი, მოძმეს რომ ატყუებს და ეუბნება, გაგეხუმრეო.+
20 შეშის გარეშე ცეცხლი ჩაქრება, ცილისმწამებლის გარეშე შუღლი დაცხრება.+
21 რაღა ნახშირი ნაკვერჩხლისთვის და შეშა ცეცხლისთვის და რაღა შარიანი კაცი დავის+ გასაჩაღებლად.
22 ცილისმწამებლის სიტყვებს ხარბად ყლაპავენ, მუცლის სიღრმემდე ჩადიან ისინი.+
23 რაღა ვერცხლით მოჭიქული თიხის ჭურჭლის ნატეხი და რაღა მგზნებარე ბაგეები და ბოროტი გული.+
24 მოძულე კაცი თავისი ბაგეებით თავს ინიღბავს, გულში კი მზაკვრობას მალავს;+ 25 ხმას კი ინაზებს,+ მაგრამ ნუ ენდობი,+ რადგან შვიდი სისაძაგლე აქვს+ გულში. 26 სიძულვილს სიცრუით ფარავს; მისი ბოროტი საქმეები კრებულში გამჟღავნდება.+
27 ვინც სხვას ორმოს უთხრის, თავადვე ჩავარდება შიგ,+ და ვინც ქვას გადააგორებს, მასვე დაუბრუნდება.+
28 ცრუ ენას სძულს მისით დაჩაგრულნი;+ პირფერი ბაგეები დამამხობელია.+
27 ნუ დაიკვეხნი ხვალინდელი დღით,+ რადგან არ იცი, რას მოგიტანს ის.+
2 სხვამ გაქოს და არა შენმა პირმა, უცხომ — და არა შენმა ბაგემ.+
3 მძიმეა ქვა და დიდი წონა აქვს ქვიშას,+ მაგრამ სულელისგან გაღიზიანება ორივეზე მძიმეა.+
4 არის სასტიკი რისხვა და ბრაზი,+ რომელიც ნიაღვარს ჰგავს, მაგრამ შურს ვინ გაუძლებს?+
5 დაფარულ სიყვარულს აშკარა შეგონება სჯობია.+
6 მოყვარულისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია,+ მოძულისგან კი კოცნაც სახვეწარია.+
7 მაძღარი სული ფიჭიან თაფლს გათელავს, მშიერი სულისთვის კი მწარეც ტკბილია.+
8 თავისი საცხოვრებელი ადგილიდან გაქცეული კაცი+ ბუდიდან აფრენილი ჩიტივითაა.+
9 როგორც ზეთი და საკმეველი+ ახალისებს გულს, ისე ახალისებს კაცს გულითადი რჩევის მომცემი ტკბილი მეგობარი.+
10 ნურც შენს მეგობარს მიატოვებ და ნურც მამაშენის მეგობარს. როცა გაგიჭირდება, შენი ძმის სახლში ნუ შეხვალ; ახლო მეზობელი შორს მცხოვრებ ძმას სჯობია.+
11 შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე,+ რომ პასუხი გავცე ჩემს დამცინავს.+
12 წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება,+ გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს.+
13 აიღე იმის სამოსელი, ვინც უცხოს თავდებად დაუდგა;+ თუ კაცმა უცხო ქალთან დაიჭირა საქმე, გირაო გამოართვი.+
14 თუ კაცი დილით ადრე ხმამაღლა ლოცავს თავის მოძმეს, ეს წყევლაში ჩაეთვლება მას.+
15 რაღა წვიმიან დღეს მჟონავი სახურავი, კაცს შინ რომ არ დააყენებს, და რაღა ანჩხლი ცოლი.+ 16 ვინც მას შეიფარებს, ქარს შეიფარებს და ზეთს დაიჭერს მარჯვენა ხელით.
17 რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცის სახეს ლესავს.+
18 ვინც ლეღვის ხეს უფრთხილდება, მის ნაყოფს შეჭამს;+ ვინც თავის ბატონს იცავს, პატივდებული იქნება.+
19 როგორც წყალი ირეკლავს სახეს, ასევე ირეკლავს კაცის გული კაცის გულს.
20 სამარე და ხრწნის ადგილი+ გაუმაძღარია;+ ვერც ადამიანის თვალი ძღება.+
21 სადნობი ჭურჭელი ვერცხლისთვისაა,+ ქურა — ოქროსთვის,+ ქება კი — ადამიანის გამოსაცდელად.+
22 უგუნური ქვასანაყით მაგრადაც რომ ნაყო ბურღულთან ერთად, უგუნურება მაინც არ მოსცილდება.+
23 კარგად უნდა იცოდე, როგორია შენი ფარა. გული დაუდე შენს ფარას,+ 24 რადგან სიმდიდრე არ არის მარადიული+ და გვირგვინი თაობიდან თაობაში არ გადადის.
25 მწვანე ბალახი გახმა და ახალი ამოვიდა; მთის მცენარეულობა მოაგროვეს.+ 26 ბატკნები ტანსაცმლისთვის გყავს,+ ვაცები კი — მინდვრის საფასურია. 27 საკმარისად გაქვს თხის რძე საზრდოდ, შენი სახლეულობის გამოსაკვებად, და შენი მოახლეების რჩენა შეგიძლია.+
28 ბოროტი მაშინაც გარბის, როცა არავინ მისდევს,+ მართალი კი ლომივით გულადია.+
2 როცა ქვეყანა ცოდვაშია ჩაფლული,+ მთავრები ხშირად იცვლებიან; გამჭრიახი კაცის წყალობით, რომელმაც იცის, რა არის სწორი, მთავარი დიდხანს დარჩება.+
3 რაღა ღარიბი კაცი, რომელიც საწყალს გამოსტყუებს რამეს,+ და რაღა წვიმა, რომელიც ყველაფერს წალეკავს და საკვებად არაფერს დატოვებს.
4 კანონის უგულებელმყოფელნი ბოროტს განადიდებენ,+ კანონის დამცველებს კი აღაშფოთებენ.+
5 ბოროტმოქმედებს არ ესმით სამართალი, იეჰოვას მაძიებლებს კი ყველაფერი ესმით.+
6 უმწიკვლოდ მავალი ღარიბი სჯობს გზაგამრუდებულ მდიდარს.+
7 გაგების უნარის მქონე შვილი კანონს იცავს,+ გაუმაძღართა მეგობარი კი მამამისს ამცირებს.+
8 სარგებლითა+ და ვახშით ქონების მომხვეჭელი ღარიბთა მწყალობლისთვის აგროვებს მას.+
9 ვინც კანონის მოსმენას ყურს არიდებს,+ მისი ლოცვაც კი სისაძაგლეა.+
10 ვინც მართალს ბოროტი გზისკენ გადაახვევინებს,+ თავისივე გათხრილ ორმოში ჩავარდება;+ უბიწოები ყოველივე კარგს მოიმკიან.+
11 მდიდარს თავი ბრძენი ჰგონია,+ ღარიბი კი თავისი გამჭრიახობით გამოააშკარავებს მას.+
12 მშვენიერია, როცა მართლები ხარობენ;+ მაგრამ როცა ბოროტები აღზევდებიან, ხალხი თავს ინიღბავს.+
13 ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება,+ ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება.+
14 ბედნიერია კაცი, რომელსაც მუდამ შიში აქვს,+ ხოლო ვინც გულს იქვავებს, უბედურება დაატყდება თავს.+
15 რაღა მბრდღვინავი ლომი და გააფთრებული დათვი და რაღა ღარიბი ხალხის ბოროტი მმართველი.+
16 წინამძღოლი, რომელსაც ნამდვილი გამჭრიახობა არა აქვს, ბევრს თაღლითობს;+ უკანონო შემოსავლის მოძულე+ დღეგრძელი იქნება.
17 ადამიანის* სისხლის ღვრით დამძიმებული კაცი მანამდე ირბენს, სანამ ორმოში არ ჩავარდება.+ ნურავინ შეაკავებს მას.
18 უბიწოდ მავალი გადარჩება,+ გზაგამრუდებული კი უეცრად დაეცემა.+
19 ვინც თავის მიწას ამუშავებს, პურით დანაყრდება;+ ხოლო ვინც ამაოებას ესწრაფვის, სიღარიბით გაძღება.+
20 ერთგული ბევრ კურთხევას მიიღებს;+ ხოლო ვინც სიმდიდრის შეძენას ესწრაფვის, უდანაშაულო ვერ დარჩება.+
21 მიკერძოება არ არის კარგი;+ არც ის, ერთი ნაჭერი პურისთვის რომ სცოდავს კაცი.
22 შურიანი თვალის მქონე კაცი გამდიდრებას ესწრაფვის,+ ის კი არ იცის, სიდუხჭირეში რომ აღმოჩნდება.
23 კაცის შემგონებელი+ მოგვიანებით უფრო მეტ წყალობას პოვებს, ვიდრე პირფერი.
24 ვინც თავის დედ-მამას ძარცვავს+ და ამბობს, ეს ცოდვა არ არისო,+ დამღუპველი კაცის ამხანაგია.
25 ქედმაღალი სულის პატრონი შუღლს აღვივებს;+ იეჰოვაზე მინდობილი აივსება.+
26 საკუთარ გულზე დაიმედებული სულელია;+ სიბრძნით მავალი გადარჩება.+
27 ვინც ღარიბს აძლევს, სიდუხჭირეში არ იცხოვრებს;+ ხოლო მას, ვინც თვალებს ხუჭავს, წყევლა არ მოსცილდება.+
28 ბოროტთა აღზევებისას ხალხი იმალება,+ ხოლო მათი განადგურებისას მართლები მრავლდებიან.+
29 კაცი, რომელსაც შეაგონებენ,+ მაგრამ მაინც ჯიუტობს,+ უეცრად დაეცემა და ვეღარ განიკურნება.+
2 როცა მართლები მრავლდებიან, ხალხი ხარობს;+ როცა ბოროტები მმართველობენ, ხალხი ოხრავს.+
3 სიბრძნის მოყვარული კაცი მამას ახარებს;+ მეძავების მეგობარი კი ანადგურებს ყველაფერს, რაც ძვირფასია.+
4 მეფის სამართლიანობით ფეხზე იდგება ქვეყანა,+ მექრთამე კაცი კი დაანგრევს მას.+
5 კაცი, რომელიც თავის მოძმეს ეპირფერება,+ ფეხებთან ბადეს უშლის მას.+
6 ბოროტი კაცის მიერ ჩადენილი ცოდვა ხაფანგია;+ მართალი სიხარულით ყიჟინებს და მხიარულობს.+
7 მართალმა იცის ღარიბთა საჩივარი,+ ბოროტს კი არც უნდა რომ იცოდეს.+
8 მკვეხარა ხალხის ლაპარაკი ქალაქს აფორიაქებს,+ ბრძენი კი რისხვას აცხრობს.+
9 ბრძენს, რომელიც უგუნურს სასამართლოში ედავება, მოსვენება არა აქვს, რადგან უგუნური ბობოქრობს და დასცინის მას.+
10 უმწიკვლოები სისხლმოწყურებულებს სძულთ,+ მართლები კი თითოეული მათგანის სულს ეძებენ.+
11 სულელი თავის სულს გარეთ ღვრის, ბრძენი კი ბოლომდე სიმშვიდეს ინარჩუნებს.+
12 როცა მმართველი ყურს უგდებს სიცრუეს, ყველა მისი მსახური ბოროტი იქნება.+
13 ღარიბი და მჩაგვრელი ერთმანეთს შეხვდნენ;+ ორივეს იეჰოვა უნათებს თვალს.+
14 თუ მეფე საწყალ ხალხს სიმართლით განსჯის,+ მისი ტახტი სამარადისოდ განმტკიცდება.+
15 ჯოხი და შეგონება სიბრძნეს იძლევა,+ მაგრამ თავის ნებაზე მიშვებული ყმაწვილი დედის შემარცხვენელია.+
16 როცა ბოროტები მრავლდებიან, ცოდვაც მრავლდება, მაგრამ მართლები მათ დაცემას დაინახავენ.+
17 დასაჯე შვილი და შვებას მოგგვრის, შენს სულს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს.+
18 ხილვის გარეშე ხალხი უმართავი ხდება;+ ბედნიერნი არიან კანონის დამცველნი.+
19 მსახურს სიტყვით ვერ გამოასწორებ,+ რადგან ესმის, მაგრამ არ გიჯერებს.+
20 გინახავს სიტყვაში მოჩქარე კაცი?+ სულელისთვის უფრო არსებობს გამოსწორების იმედი, ვიდრე მისთვის.+
21 თუ მსახურს სიყმაწვილიდან ანებივრებ, მოგვიანებით შენი უმადური იქნება.
22 ვინც ადვილად რისხდება, შუღლს აღვივებს;+ ფიცხი კაცი ბევრს სცოდავს.+
23 ამპარტავნობა ადამიანს დაამდაბლებს,+ თავმდაბალი კაცი კი დიდებას მოიხვეჭს.+
24 ქურდის მეგობარს საკუთარი სული სძულს.+ ესმის, რომ წყევლით ფიცულობენ, მაგრამ არაფერს ამბობს.+
25 ვინც ხალხის წინაშე კანკალებს, მას მახე უგია,+ იეჰოვაზე მინდობილი კი დაცული იქნება.+
26 ბევრი ცდილობს მმართველის სახის ხილვას,+ განაჩენი კი იეჰოვას გამოაქვს კაცისთვის.+
27 უსამართლო კაცი სისაძაგლეა მართლისთვის,+ სიმართლის გზით მავალი კი სისაძაგლეა ბოროტისთვის.+
30 იაკეს ძის, აგურის, სიტყვები, მნიშვნელოვანი ცნობა.+ ვაჟკაცის ნათქვამი ითიელს, ითიელსა და უქალს.
2 მე ყველაზე უგუნური ვარ+ და არა მაქვს ადამიანისთვის ჩვეული გაგების უნარი;+ 3 არ მისწავლია სიბრძნე+ და ჩემთვის უცნობია ცოდნა, რომელსაც უწმინდესი ფლობს.+
4 ვინ ასულა ცაში, რომ ჩამოვიდეს?+ ვის შეუგროვებია ქარი+ პეშვით? ვის გაუხვევია მოსასხამში წყალი?+ ვის აღუმართავს დედამიწის კიდეები?+ თუ იცი, რა ჰქვია+ მას და რა არის მისი ძის სახელი?+
5 ღვთის ყოველი სიტყვა წმინდაა.+ იგი ფარია მათთვის, ვინც მასთან ეძებს თავშესაფარს.+ 6 ნურაფერს დაუმატებ მის სიტყვებს,+ რომ არ გამხილოს და მატყუარა არ გამოხვიდე.+
7 ორ რამეს გთხოვ,+ უარს ნუ მეტყვი, სანამ მოვკვდებოდე:+ 8 სიცრუე და ტყუილი განმაშორე,+ ნურც სიღატაკეში მამყოფებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ.+ მომეცი ჩემი სამყოფი საჭმელი,+ 9 რათა გამძღარმა არ უარგყო+ და არ ვთქვა: „ვინ არის იეჰოვა?“+ ანდა გაღარიბებულმა არ მოვიპარო და ჩემი ღვთის სახელი არ შეურაცხვყო.+
10 ცილს ნუ დასწამებ მსახურს ბატონთან,+ რათა არ დაგწყევლოს მან და დამნაშავე არ გამოხვიდე.+
11 არის თაობა, რომელიც მამასაც კი წყევლის და დედასაც კი არ ლოცავს.+
12 არის თაობა, რომელიც საკუთარ თვალში სუფთაა,+ მაგრამ თავისი განავალი არ ჩამოურეცხავს.+
13 არის თაობა, რომელსაც... ო, რა მედიდური თვალები აქვს! მათი მბრწყინავი თვალები ამაყად იმზირებიან.+
14 არის თაობა, რომელსაც კბილები მახვილებივით აქვს და ყბები დასაკლავი დანებივით,+ რომ გადაჭამონ დაჩაგრულები დედამიწაზე და ღარიბები ადამიანთა შორის.+
15 წურბელებს ორი ქალიშვილი ჰყავთ, რომლებიც ყვირიან: „მომეცი! მომეცი!“ სამი რამ არის დაუკმაყოფილებელი, ოთხი რამ, რაც არ ამბობს: „კმარა!“ 16 სამარე+ და დახშული საშვილოსნო,+ მიწა, რომელიც წყლით ვერ ძღება,+ და ცეცხლი,+ რომელიც არ ამბობს: „კმარა!“+
17 თვალს, რომელიც მამას დასცინის და დედისადმი მორჩილებას არაფრად აგდებს,+ ხევის ყორნები ამოკორტნიან და არწივის მართვეები შეჭამენ.
18 სამი რამ მაოცებს, ოთხი რამ ვერ გამიგია: 19 არწივის გზა ცაში, გველის გზა კლდეზე, გემის გზა შუაგულ ზღვაში+ და მამაკაცის გზა ქალიშვილამდე.+
20 მრუში ქალის ზნე ასეთია: შეჭამს, პირს მოიწმენდს და იტყვის, ცუდი არაფერი ჩამიდენიაო.+
21 სამი რამ აფორიაქებს დედამიწას, ოთხი რამ ვერ აუტანია: 22 გამეფებული მონა,+ საჭმლით გამძღარი უგუნური,+ 23 საძულველი ქალი, რომელიც ცოლად მოჰყავთ,+ და მოახლე, რომელიც თავის ქალბატონს აძევებს.+
24 დედამიწაზე ოთხი რამ არის ყველაზე პატარა, მაგრამ ინსტინქტურად ბრძენი:+ 25 ჭიანჭველები ღონიერი ხალხი არ არიან,+ მაგრამ ზაფხულობით იმარაგებენ საზრდოს;+ 26 დამანები+ ძლიერი ხალხი არ არიან, მაგრამ კლდეზე იშენებენ სახლებს;+ 27 კალიებს+ მეფე არა ჰყავთ, მაგრამ ჯგუფ-ჯგუფად გამოდიან;+ 28 ხვლიკი*+ ებღაუჭება ყველაფერს და მეფის დიდებულ სასახლეში აღწევს.
29 სამნი თამამად დააბიჯებენ, ოთხნი თამამად დადიან: 30 ლომი, უძლიერესი ცხოველთა შორის, რომელიც უკან არ იხევს არავის წინაშე;+ 31 მწევარი, ვაცი და მეფე თავის ჯარისკაცთა რაზმით.+
32 თუ უგუნურად მოიქეცი და თავი აიმაღლე,+ ან თუ ამაზე იფიქრე, მაშინ პირზე ხელი მიიფარე.+ 33 რძის ნჯღრევით კარაქი გამოდის, ცხვირის ჭყლეტით სისხლი გამოდის, რისხვის ჭყლეტით კი — ჩხუბი.+
31 მეფე ლემუელის სიტყვები, მნიშვნელოვანი ცნობა,+ დედამისის შეგონება:+
2 რას გეუბნები, ჩემო შვილო? რას გეუბნები, ჩემი მუცლის ნაყოფო?+ რას გეუბნები, ჩემი აღთქმის ძეო?+
3 ქალებს ნუ შეალევ შენს ძალ-ღონეს,+ ნურც შენს გზას შეალევ იმას, რაც ღუპავს მეფეებს.+
4 არ შეჰფერით მეფეებს, ლემუელ, არ შეჰფერით მეფეებს ღვინის სმა; არც უმაღლეს მოხელეებს შეჰფერით, იკითხონ, სად არის მათრობელი სასმელიო?+ 5 რომ არ დალიონ და არ დაივიწყონ, რაც დადგენილია, და არ დაამახინჯონ გაჭირვებულთა საქმე.+ 6 მიეცით მათრობელი სასმელი მას, ვისაც სიკვდილი ელის,+ ღვინო კი მას, ვინც სულგამწარებულია.+ 7 დალიოს კაცმა და დაივიწყოს თავისი სიღარიბე, ნუღარ გაიხსენებს თავის გასაჭირს.
8 ლაპარაკის უნარმოკლებულის სასარგებლოდ გახსენი პირი,+ სიკვდილის პირას მყოფთ გამოესარჩლე.+ 9 გახსენი ბაგე, სიმართლით განსაჯე და საწყლისა და ღარიბის საქმე განიხილე.+
א [ალეფ]
10 ვინ იპოვის მარჯვე ცოლს?+ მარჯანზე ბევრად ძვირფასია იგი.
ב [ბეთ]
11 მასზეა მინდობილი მისი ქმრის* გული; არ აკლდება შემოსავალი.+
ג [გიმელ]
12 ასეთი ცოლი მთელი თავისი სიცოცხლე ყოველივე კარგით აჯილდოებს მას და არა ცუდით.+
ד [დელეთ]
13 ეძებს შალსა და სელს და ყველა საქმეს სიხარულით კიდებს ხელს.+
ה [ჰე ]
14 სავაჭრო ხომალდების+ მსგავსად შორიდან მოაქვს საკვები.
ו [ვავ]
15 ჯერ კიდევ ღამიანად დგება+ და ოჯახს საკვებს აძლევს, მოახლეებს კი — მათთვის განკუთვნილ წილს.+
ז [ზაინ]
16 ამოწმებს მინდორს და ყიდულობს;+ იმით, რაც თავისი ხელით მოუპოვებია, აშენებს ვენახს.+
ח [ხეთ]
17 წელზე ძალა აქვს შემოსარტყლული და მკლავები — გამაგრებული.+
ט [ტეთ]
18 გრძნობს, რომ კარგია მისი ნავაჭრი; მისი ლამპარი არ ქრება ღამით.+
י [ჲოდ]
19 ჯარასკენ იწვდის ხელს და ხელში თითისტარი უჭირავს.+
כ [ქაფ]
20 ხელი გაშლილი აქვს დაჩაგრულისთვის და ღარიბს ხელს უწვდის.+
ל [ლამედ]
21 თოვლის დროს თავისი ოჯახის გამო არ შიშობს, რადგან მთელ მის ოჯახს ორმაგი ტანსაცმელი აცვია.+
מ [მემ]
22 ფარდაგებს+ ქსოვს თავისთვის. მისი ტანსაცმელი სელისა და მოშინდისფრო შალისგანაა დამზადებული.+
נ [ნუნ]
23 მისი ქმარი+ ცნობილია კარიბჭეებთან,+ რადგან ქვეყნის უხუცესებთან ერთად ზის.
ס [სამეხ]
24 ის ტანსაცმელსაც ამზადებს+ და ყიდის, ქამრებს აძლევს ვაჭრებს.
ע [აინ]
25 ძალა და სიდიადეა მისი სამოსი+ და სიცილით ეგებება მომავალს.+
פ [ფე]
26 სიბრძნით ხსნის ბაგეს+ და სიკეთის* კანონია მის ენაზე.+
צ [ცადე]
27 თვალყურს ადევნებს, რაც მის სახლში ხდება, და სიზარმაცის პურს არ ჭამს.+
ק [კოფ]
28 დგებიან მისი ვაჟები და ბედნიერს უწოდებენ მას,+ დგება მისი ქმარი და აქებს მას:+
ר [რეშ]
29 „მრავალმა ასულმა+ გამოიჩინა სიმარჯვე, მაგრამ შენ ყველას გადააჭარბე“.+
ש [შინ]
30 მომხიბვლელობა შეიძლება მატყუარა+ იყოს, სილამაზე — ამაო,+ იეჰოვას მოშიში ქალი კი ქებას იმსახურებს.+
ת [თავ]
31 მიეცით მას თავისი ხელის ნაყოფი+ და მისმა საქმეებმა განადიდონ იგი კარიბჭეებთან.+
ებრაულ ტექსტში ეს არის ამ წიგნის პირველი სიტყვა და წიგნიც ასეა დასათაურებული.
ებრაულში ამ სიტყვას უფრო ფართო გაგება აქვს და შეიძლება ითარგმნოს, როგორც აღზრდა, დასჯა, შეგონება, რჩევა-დარიგება. ეს სიტყვა გვხვდება ამ თავის მე-3, მე-7 და მე-8 მუხლებშიც.
იგავებში შვილად ნათარგმნი ებრაული სიტყვა ნიშნავს ვაჟს.
ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.
სიტყვასიტყვით — ორმო.
ანუ პრაქტიკულ სიბრძნეს.
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
ანუ გაგების უნარს.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
ანუ პრაქტიკული სიბრძნე.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
ანუ სიბრძნე.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — გული აკლია.
იხილეთ 6:32-ის სქოლიო.
ან საზიარო მსხვერპლი.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
ანუ პრაქტიკული სიბრძნე.
სიტყვასიტყვით — წარმომშვა.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
იხილეთ 6:32-ის სქოლიო.
იხილეთ 6:32-ის სქოლიო.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
ან როცა მართლები აკურთხებენ ქალაქს, მაშინ ის განდიდებულია.
იხილეთ 6:32-ის სქოლიო.
იხილეთ 3:3-ის სქოლიო.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — პატრონის.
იხილეთ 6:32-ის სქოლიო.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — მცნების.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
იხილეთ 3:3-ის სქოლიო.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
იხილეთ 6:32-ის სქოლიო.
იხილეთ 3:3-ის სქოლიო.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
იხილეთ 6:32-ის სქოლიო.
ანუ პრაქტიკული სიბრძნის.
სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
იხილეთ 3:3-ის სქოლიო.
იხილეთ 3:3-ის სქოლიო.
იგულისხმება ღმერთი.
იხილეთ 3:3-ის სქოლიო.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
ანუ გაგების უნარს.
იგულისხმება ღმერთი.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
იხილეთ 1:12-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
იხილეთ 6:32-ის სქოლიო.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — სულის. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
ანუ გეკონი.
სიტყვასიტყვით — პატრონის.
იხილეთ 3:3-ის სქოლიო.