საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bi12 ეკლესიასტე 1:1-12:14
  • ეკლესიასტე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ეკლესიასტე
  • ბიბლია
ბიბლია
ეკლესიასტე

ეკლესიასტე*

1 სიტყვები შემკრებისა,+ დავითის ძისა, რომელიც მეფობდა იერუსალიმში.+ 2 „ამაოებათა ამაოება!+ — თქვა შემკრებმა. — ამაოებათა ამაოება! ყველაფერი ამაოებაა!“+ 3 რას არგებს კაცს გარჯა,+ რომელსაც მზის ქვეშ ეწევა?+ 4 თაობა მიდის,+ თაობა მოდის,+ დედამიწა კი მარადიულად რჩება.+ 5 მზე ანათებს, მზე ჩადის+ და კვლავ იმ ადგილისკენ ისწრაფვის, საიდანაც უნდა გამოანათოს.+

6 ქარი სამხრეთისკენ ქრის და ჩრდილოეთისკენ ბრუნდება.+ ტრიალებს და ბრუნავს განუწყვეტლივ,+ კვლავ და კვლავ თავისი წრებრუნვის+ დასაწყისს უბრუნდება.

7 ზამთრის ნიაღვრები+ ზღვისკენ მიედინებიან,+ ზღვა კი არ ივსება.+ ზამთრის ნიაღვრები საიდანაც მიედინებიან, კვლავ იქ ბრუნდებიან, რომ ისევ იდინონ.+ 8 ყველაფერი დამღლელია;+ არავის შეუძლია ამის აღწერა. თვალი ცქერით ვერ ძღება,+ ვერც ყური ივსება სმენით.+ 9 რაც იყო, იგივე იქნება,+ და რაც გაკეთებულა, იგივე გაკეთდება; ასე რომ, არაფერია ახალი მზის ქვეშ.+ 10 განა არსებობს რამე, რაზეც იტყვიან, აჰა, ახალიაო?! ის უკვე უხსოვარი დროიდან+ არსებობს; რაც გაჩნდა, ჩვენამდეც არსებობდა.+ 11 აღარავის ახსოვს ძველ დროს მცხოვრები ხალხი; ისინიც აღარ ეხსომებათ, ვინც მომავალში მოვა.+ მათ აღარ გაიხსენებენ მათ შემდეგ მოსულები.+

12 მე, შემკრები, განვაგებდი ისრაელს იერუსალიმიდან.+ 13 გული მივმართე, რომ გამომეკვლია და მეძებნა სიბრძნე+ ყველაფერში, რაც ცისქვეშეთში ხდება — მწუხარების მომტან საქმეში, რაც ღმერთმა ადამიანის ძეებს მიუჩინა გასაკეთებლად.+ 14 ვიხილე ყოველი საქმე, რაც მზის ქვეშ გაკეთებულა,+ და აჰა, ყველაფერი ამაოებაა და ქარის დევნა.+

15 გამრუდებულს ვერ გაასწორებ+ და არარსებულს ვერ დათვლი. 16 გულში+ ვთქვი: „დიდი სიბრძნე შევიძინე, იმათზე მეტი, ვინც ჩემამდე ყოფილა იერუსალიმში;+ დიდ სიბრძნესა და ცოდნას ეზიარა ჩემი გული“.+ 17 გული იმისკენ მივმართე, რომ გამეგო, რა იყო სიბრძნე და სიბრიყვე;+ გავიგე, რა არის უგუნურება;+ ესეც ქარის დევნაა.+ 18 დიდ სიბრძნეს დიდი მწუხარება მოაქვს;+ ვინც მეტ ცოდნას იძენს, ტკივილს იმატებს.+

2 გულში ვთქვი:+ „მოდი, გამოვცდი მხიარულებას.+ ვნახავ ყოველივეს, რაც კარგია“.+ და, აი, ესეც ამაოება ყოფილა. 2 სიცილზე ვთქვი: „სისულელეა!“+ მხიარულებაზე:+ „რის მაქნისია?“

3 გულით ვიკვლევდი, რა იყო უგუნურება — სხეულს ღვინით ვიხალისებდი,+ თუმცა გულს სიბრძნით წარვმართავდი;+ მინდოდა, მენახა, ადამიანთა მოდგმისთვის რა იყო კარგი იმაში, რასაც ისინი აკეთებდნენ ცისქვეშეთში მთელი თავიანთი სიცოცხლე.+ 4 უფრო დიდი საქმეებიც+ წამოვიწყე: ავიშენე სახლები,+ გავიშენე ვენახები,+ 5 გავიშენე ბაღები და წალკოტები,+ სადაც ყველანაირი ხეხილი ჩავყარე. 6 ჩემს ტყეში ნორჩი ხეების+ მოსარწყავად წყალსატევები გავაკეთე.+ 7 მსახურები და მოახლეები ავიყვანე;+ მყავდა ისეთი მსახურებიც, რომლებიც ჩემს სახლში დაიბადნენ.+ მრავლად მყავდა საქონელი; ნახირი და ფარა იმათზე მეტი მყავდა, ვიდრე მათ, ვინც ჩემამდე ყოფილა იერუსალიმში.+ 8 დავიგროვე ოქრო-ვერცხლი+ და მეფეთა და სამთავროთა განძი.+ დავიყენე მომღერალი კაცები და ქალები;+ მყავდა ცოლი, ცოლებიც+ კი — ადამიანთა მოდგმის ნეტარება.+ 9 განვდიდდი და გავმდიდრდი იმათზე მეტად, ვინც ჩემამდე ყოფილა იერუსალიმში,+ მაგრამ სიბრძნე არ დამიკარგავს.+

10 რაც კი თვალმა მთხოვა, უარი არაფერზე მითქვამს.+ გულისთვის არანაირი სიხარული არ დამიკლია; ხარობდა ჩემი გული ჩემი ნაღვაწით+ და ეს იყო ჯილდო ჩემი გარჯისთვის.+ 11 დავუკვირდი ყოველ საქმეს, რაც საკუთარი ხელით მიკეთებია, და გარჯას, რომლითაც ვირჯებოდი.+ აი, ამაოება ყოფილა ყველაფერი და ქარის დევნა;+ არაფერს მოაქვს სარგებლობა მზის ქვეშ.+

12 მივუბრუნდი სიბრძნეს,+ სიბრიყვესა და უგუნურებას.+ რას გააკეთებს კაცი, რომელიც მეფის შემდეგ მოვა? იმას, რაც ხალხს უკვე გაუკეთებია. 13 ვნახე, რომ სიბრძნეს უგუნურებაზე მეტი სარგებლობა მოაქვს,+ როგორც სინათლეს მოაქვს სიბნელეზე მეტი სარგებლობა.+

14 ბრძენს თვალები თავის ადგილზე აქვს,+ სულელი კი უკუნ სიბნელეში დადის.+ მივხვდი, რომ ყველას ერთი ბოლო აქვს.+ 15 გულში ვთქვი:+ „იგივე ბოლო მეწევა მეც,+ რაც უგუნურს“.+ მაშ ასე რისთვის დავბრძენდი+ მაშინ? კვლავ ვთქვი გულში: „ესეც ამაოებაა“. 16 როგორც სულელს არ იხსენებენ მარადიულად, ასევე არ გაიხსენებენ ბრძენსაც.+ მოდის დრო, როცა ყველა დავიწყებას მიეცემა. როგორ მოკვდება ბრძენი? როგორც სულელი კვდება.+

17 შემძულდა სიცოცხლე,+ რადგან ის საქმე, რაც მზის ქვეშ ხდება, დამამწუხრებლად მივიჩნიე,+ ვინაიდან ამაოება ყოფილა ყველაფერი და ქარის დევნა.+ 18 შემძულდა მთელი ჩემი ნაღვაწი, რისთვისაც ვირჯებოდი მზის ქვეშ+ და რომელიც ჩემ შემდეგ მომავალს უნდა დავუტოვო.+ 19 ვინ იცის, ბრძენი იქნება ის თუ უგუნური?+ მის ხელში აღმოჩნდება მთელი ჩემი ნაღვაწი, რისთვისაც ვირჯებოდი და სიბრძნეს ვავლენდი მზის ქვეშ.+ ესეც ამაოებაა. 20 მიმოვიხედე და გული ამიცრუვდა+ მთელ ჩემს ნაღვაწზე, რისთვისაც ვირჯებოდი მზის ქვეშ. 21 არის კაცი, რომელიც სიბრძნით, ცოდნითა და სიმარჯვით ირჯება,+ მაგრამ მისი საკუთრება მას შეხვდება, ვისაც ამისთვის არ უშრომია.+ ესეც ამაოებაა და დიდი უბედურება.+

22 მაშ, რაღა რჩება ადამიანს მთელი მისი გარჯისა და მისი გულის მისწრაფებისგან, რომლითაც ირჯებოდა მზის ქვეშ?+ 23 მისი საქმიანობა ტკივილისა და ჯავრის მომტანია+ მთელი სიცოცხლე; ღამითაც კი ვერ ისვენებს მისი გული.+ ესეც ამაოებაა.

24 კაცისთვის იმაზე უკეთესი არაფერია, რომ ჭამოს, სვას და სულს აამოს თავისი გარჯით.+ ვნახე, რომ ესეც ჭეშმარიტი ღვთის ხელიდანაა.+ 25 ვინ ჭამს+ და სვამს ჩემზე უკეთესად?+

26 კაცს, რომელიც მოსაწონია მისთვის,+ სიბრძნე, ცოდნა და მხიარულება უბოძა;+ ცოდვილს კი იმისთვის აგროვებინებს და ახვეჭინებს, რომ ჭეშმარიტი ღვთისთვის მოსაწონ კაცს მისცეს.+ ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.+

3 ყველაფერს თავისი დრო აქვს,+ ყველა საქმეს აქვს თავისი დრო ცისქვეშეთში: 2 შობის დრო+ და სიკვდილის დრო;+ დარგვის დრო და დარგულის ამოძირკვის დრო;+ 3 მოკვლის დრო+ და განკურნების დრო;+ დანგრევის დრო და აშენების დრო;+ 4 ტირილის დრო+ და სიცილის დრო;+ მოთქმის დრო+ და ცეკვა-თამაშის დრო;+ 5 ქვების გადაყრის დრო+ და ქვების შეგროვების დრო;+ ხვევნის დრო+ და ხვევნისგან თავის შეკავების დრო;+ 6 ძებნის დრო+ და დაკარგვასთან შეგუების დრო; შენახვის დრო და გადაყრის დრო;+ 7 დახევის დრო+ და დაკერების დრო;+ დუმილის დრო+ და ლაპარაკის დრო;+ 8 სიყვარულის დრო და სიძულვილის დრო;+ ომის დრო+ და მშვიდობის დრო.+ 9 რას არგებს მკეთებელს თავისი გარჯა?+

10 ვნახე საქმე, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანთა მოდგმას გასაკეთებლად.+ 11 მან ყველაფერი მშვენივრად შექმნა თავის დროზე.+ მარადიულობაც კი ჩადო მათ გულებში,+ რათა ადამიანებს თავიდან ბოლომდე ვერასოდეს გაეგოთ, რაც ჭეშმარიტმა ღმერთმა შექმნა.+ 12 დავინახე, რომ არაფერია მათთვის იმაზე უკეთესი, რომ გაიხარონ და სიკეთე აკეთონ მთელი სიცოცხლე;+ 13 ყოველმა კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში.+ ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია.+

14 მივხვდი, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, მარადიულია.+ მას ვერც ვერაფერს დაუმატებ და ვერც ვერაფერს მოაკლებ;+ ჭეშმარიტი ღვთის გაკეთებულია ეს,+ რათა ხალხს მისი შიში ჰქონდეს.+

15 რაც არის, ის უკვე ყოფილა, და რაც იქნება, ისიც ოდესღაც იყო;+ ჭეშმარიტი ღმერთი+ ეძებს იმას, ვინც იდევნება.+

16 კვლავ ვიხილე მზის ქვეშ, რომ იქ, სადაც სამართალი უნდა ყოფილიყო, ბოროტება იყო, და იქაც, სადაც სიმართლე უნდა ყოფილიყო, ბოროტება იყო.+ 17 გულში ვთქვი:+ „ჭეშმარიტი ღმერთი გაასამართლებს მართალსაც და ბოროტსაც,+ რადგან ყველა საქმეს და ყველანაირ სამუშაოს თავისი დრო აქვს“.+

18 გულში ვთქვი ადამიანთა მოდგმაზე, რომ ჭეშმარიტი ღმერთი გამოარჩევს მათ, რათა დაინახონ, რომ ცხოველებივით არიან.+ 19 ადამიანთა მოდგმის ბოლო და ცხოველების ბოლო ერთი და იგივეა.+ როგორც ერთი კვდება, ისე კვდება მეორეც;+ ყველას ერთი სული* აქვს,+ ასე რომ, ადამიანი ცხოველზე ვერაფრით უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. 20 ყველა ერთ ადგილას მიდის;+ მტვრისგან არიან შექმნილნი+ და მტვერსვე უბრუნდებიან.+ 21 ვინ იცის, ადის კი ადამიანის სული ზევით, და ჩადის კი ცხოველის სული მიწაში?+ 22 დავინახე: არაფერია იმაზე უკეთესი, რომ კაცმა თავისი საქმით გაიხაროს,+ რადგან ეს არის მისი ჯილდო. ვინ მოიყვანს მას, რომ დაანახვოს, რაც მის შემდეგ მოხდება?+

4 კიდევ ერთხელ გადავხედე ყოველივეს, რომ მენახა ყოველგვარი ჩაგვრა,+ რომელიც მზის ქვეშ ხდება. და, აი, ჩაგრულთა ცრემლები;+ არავინ ჰყავდათ ნუგეშისმცემელი.+ ძალა მათ მჩაგვრელთა ხელში იყო, მათ კი ნუგეშისმცემელი არ ჰყავდათ. 2 ცოცხლებზე ბედნიერად მკვდრები ჩავთვალე.+ 3 ამ ორივეზე უკეთეს მდგომარეობაში კი ის არის,+ ვინც ჯერ არ დაბადებულა და არ უნახავს დამამწუხრებელი საქმე, მზის ქვეშ რომ კეთდება.+

4 ვიხილე, რომ ყოველგვარი გარჯა და სიმარჯვე საქმეში+ ქიშპობაა ერთმანეთის მიმართ.+ ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.

5 სულელი გულხელდაკრეფილია+ და საკუთარ ხორცს ჭამს.+

6 ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას.+

7 კიდევ ერთხელ გადავხედე ყოველივეს, რომ დამენახა, რა იყო ამაოება მზის ქვეშ: 8 არის მარტოხელა კაცი,+ რომელსაც არც შვილი ჰყავს+ და არც ძმა, მაგრამ ბოლო არ უჩანს მის გარჯას. მისი თვალები სიმდიდრით ვერ ძღება,+ ამბობს: ვისთვის ვირჯები და რისთვის ვაკლებო სიამეს ჩემს სულს?+ ესეც ამაოებაა და დამამწუხრებელი საქმე.+

9 ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას,+ რადგან კარგ საზღაურს მიიღებენ თავიანთი გარჯის სანაცვლოდ.+ 10 თუ ერთი დაეცემა, მეორე წამოაყენებს თავის ამხანაგს.+ მაგრამ რა ეშველება მარტომყოფს, თუ დაეცა და წამომყენებელი არავინ ჰყავს?+

11 თუ ორნი ერთად დაწვებიან, გათბებიან, მაგრამ ერთი როგორ გათბება?+ 12 ერთს თუ მოერევა ვინმე, ორი ერთად ხომ გაუმკლავდება მას!+ მალე არ გაწყდება სამმაგი ძაფი.

13 ღარიბი, მაგრამ ბრძენი ყმაწვილი+ სჯობია მოხუცებულ, მაგრამ უგუნურ მეფეს,+ რომელიც გაფრთხილებას არაფრად აგდებს.+ 14 ყმაწვილი საპყრობილიდან გამოდის გასამეფებლად,+ თუმცა იმ მეფის მეფობის დროს ღარიბად იყო დაბადებული.+ 15 ვნახე ყველა ცოცხალი, რომელიც დადის მზის ქვეშ, და ისიც, თუ რა ემართება იმ ყმაწვილს, რომელიც მის ადგილზე დგება.+ 16 ბოლო არ უჩანს ხალხს, რომელზეც ის მმართველობს;+ მოგვიანებით კი ხალხი აღარ გაიხარებს მისით,+ რადგან ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.+

5 დაუკვირდი შენს ნაბიჯებს,+ როცა ჭეშმარიტი ღვთის სახლში მიდიხარ; გიჯობს მზად იყო მოსასმენად,+ ვიდრე მსხვერპლი შესწირო სულელებივით,+ რომლებმაც არ იციან, ცუდს რომ აკეთებენ.+

2 წინ ნუ გაგისწრებს ენა, შენი გული+ ჭეშმარიტი ღვთის წინაშე სიტყვის წარმოთქმას ნუ იჩქარებს,+ რადგან ჭეშმარიტი ღმერთი ზეცაშია,+ შენ კი — დედამიწაზე; ამიტომ ცოტა ილაპარაკე.+ 3 ბევრ საქმეს სიზმრები* მოჰყვება,+ მრავალსიტყვაობას კი — სულელის ხმა.+ 4 როცა ღმერთს აღთქმას აძლევ, ნუ დააყოვნებ მის შესრულებას,+ რადგან სულელი კაცი არავის ჰგვრის სიამოვნებას.+ შეასრულე აღთქმული.+ 5 ჯობია, არ აღუთქვა,+ ვიდრე აღუთქვა და არ შეასრულო.+ 6 ბაგით ნუ შეაცოდვინებ შენს სხეულს,+ ნურც ანგელოზის წინაშე იტყვი,+ რომ ეს შეცდომა იყო.+ რატომ უნდა განარისხო ჭეშმარიტი ღმერთი შენი სიტყვებით და მოასპობინო შენი ნახელავი?+ 7 ბევრ საქმეს სიზმრები,+ ამაოება და მრავალსიტყვაობა მოჰყვება; შენ კი თვით ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს.+

8 თუ ხედავ, რომ რომელიმე სამთავროში ღარიბებს ჩაგრავენ და ძალით ართმევენ სამართლიანობასა+ და სიმართლეს, ნუ გაგაოცებს ეს,+ რადგან მაღალზე უფრო მაღლა მდგომი+ უყურებს+ ამას; არიან მათზე მაღლა მდგომნიც.

9 მიწის ნაყოფი ყველასთვისაა;+ მეფესაც სჭირდება მსახურები ყანაში.+

10 ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება, ვერც სიმდიდრის მოყვარული გაძღება შემოსავლით.+ ესეც ამაოებაა.+

11 რაც მეტია ქონება, მით მეტია მჭამელი.+ რას არგებს ის მის მფლობელს, გარდა იმისა, რომ თავისი თვალით უყურებს მას?!+

12 ტკბილია მსახურის ძილი,+ მიუხედავად იმისა, ცოტას ჭამს ის თუ ბევრს; მდიდარს კი ძილს უფრთხობს ქონების სიუხვე.

13 დიდი უბედურება ვიხილე მზის ქვეშ: მფლობელისთვის შენახული სიმდიდრე მისდა საუბედუროდ.+ 14 დამამწუხრებელმა საქმემ დააკარგვინა სიმდიდრე+ და მაშინ შეეძინა ვაჟი, როცა ხელში არაფერი ჰქონდა.+

15 როგორიც დედის მუცლიდან გამოვიდა, ისეთივე შიშველი წავა;+ როგორიც მოვიდა, ისეთი წავა; თან ვერაფერს წაიღებს+ თავისი გარჯის სანაცვლოდ, ვერაფერს, რისი წაღებაც შეიძლება.

16 ესეც დიდი უბედურებაა: კაცი სწორედ ისე წავა, როგორც მოვიდა. რა ხეირი აქვს კაცს, რომელიც ქარისთვის ირჯება?+ 17 მთელი თავისი დღენი სიბნელეში ჭამს დიდი სიმწრით,+ ავადმყოფობითა და გულისწყრომით.

18 აი, ვნახე, რა არის საუკეთესო და მშვენიერი: კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს მთელი თავისი გარჯის სანაცვლოდ,+ მზის ქვეშ რომ ირჯება მთელი თავისი სიცოცხლე, რაც ჭეშმარიტმა ღმერთმა მისცა; ეს არის მისი ჯილდო. 19 ყველას, ვისაც ჭეშმარიტმა ღმერთმა სიმდიდრე და ქონება უბოძა,+ იმის უნარიც მისცა, რომ მისით ისარგებლოს,+ მიიღოს თავისი ჯილდო და იხაროს თავისი გარჯით.+ ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია.+ 20 ხშირად არ გაახსენდება მას წარსული დღეები, რადგან ჭეშმარიტი ღმერთი სიხარულით უვსებს გულს.+

6 ვიხილე უბედურება მზის ქვეშ, რაც ხშირია ადამიანთა მოდგმაში: 2 კაცს, რომელსაც ჭეშმარიტი ღმერთი სიმდიდრეს, ქონებასა და დიდებას აძლევს,+ ყველაფერი აქვს, რასაც მისი სული მოისურვებს,+ მაგრამ ჭეშმარიტი ღმერთი არ აძლევს ამით საზრდოობის საშუალებას;+ უცხოს+ კი შეუძლია ისაზრდოოს. ესეც ამაოებაა და მძიმე სნეულება. 3 კაცი ასჯერაც+ რომ გახდეს მამა და მრავალი წელიც რომ იცხოვროს, სიცოცხლის დღეები რომ გაუმრავლდეს,+ მაგრამ ვერ დაკმაყოფილდეს ყოველივე კარგით,+ და საფლავიც არ ეღირსოს,+ ვიტყოდი, რომ ასეთ კაცს უდღეურიც კი სჯობია;+ 4 ვინაიდან ის ამაოდ მოდის და სიბნელეში მიდის, მის სახელს სიბნელე მოიცავს;+ 5 მზე არ უნახავს და არც გაუგია.+ ის იმ კაცზე უფრო დასვენებულია.+ 6 ორი ათასი წელიც რომ ეცხოვრა და კარგი არაფერი ენახა,+ რა ხეირი?! განა ყველა ერთ ადგილას არ მიდის?!+

7 ადამიანები თავიანთივე პირისთვის ირჯებიან,+ მაგრამ სულს ვერ ივსებენ. 8 ბრძენი სულელზე რით უპირატესობს?+ რას არგებს დაჩაგრულს იმის ცოდნა, როგორ იაროს ცოცხალთა წინაშე? 9 ჯობია თვალებით ხედავდე, ვიდრე სულის სურვილმა გატაროს.+ ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.+

10 რაც არის, იმას უკვე დაერქვა სახელი, და ცნობილია, რა არის ადამიანი;+ მას არ შეუძლია ედავოს თავისზე ძლიერს.+

11 ბევრი რამ არის ამაო.+ რას არგებს ეს კაცს? 12 ვინ იცის, რა არის კარგი ადამიანის ცხოვრებაში,+ მთელი მისი ამაო ცხოვრების განმავლობაში, რომელსაც აჩრდილივით ატარებს?+ ვინ ეტყვის კაცს, რა მოხდება მის შემდეგ მზის ქვეშ?+

7 კარგი სახელი სჯობია კარგ ზეთს,+ სიკვდილის დღე — დაბადების დღეს;+ 2 ნადიმზე წასვლას გლოვის სახლში წასვლა სჯობია,+ რადგან ეს არის ადამიანის ბოლო; ცოცხალმა ეს გულთან ახლოს უნდა მიიტანოს. 3 სიცილს მწუხარება სჯობია,+ რადგან როცა კაცს სახე დაღვრემილი აქვს, მისი გული უკეთესი ხდება.+ 4 ბრძენთა გული გლოვის სახლშია,+ სულელთა გული კი — მხიარულების სახლში.+

5 ბრძენისგან გაკიცხვის მოსმენა სჯობია+ სულელთა სიმღერის მოსმენას.+ 6 რაღა ქოთნის ქვეშ ეკლების ტკაცუნი და რაღა სულელის სიცილი;+ ესეც ამაოებაა. 7 ჩაგვრისგან ბრძენიც კი შეიძლება გიჟივით მოიქცეს;+ ძღვენს+ გულის გარყვნა შეუძლია.+

8 საქმის დასასრული სჯობია მის დასაწყისს.+ მომთმენი კაცი სჯობია სულით ამპარტავანს.+ 9 ნუ იჩქარის შენი სული განაწყენებას,+ რადგან განაწყენება სულელთა უბეში ბუდობს.+

10 ნუ იტყვი, წარსული დღეები ახლანდელს სჯობდაო,+ რადგან სიბრძნე+ არ ახლავს ამ სიტყვებს.

11 კარგია სიბრძნე მემკვიდრეობასთან ერთად და სასარგებლოა მათთვის, ვინც მზეს ხედავს.+ 12 სიბრძნეც იცავს+ კაცს და ფულიც;+ ცოდნა იმით უპირატესობს, რომ სიბრძნესთან ერთად სიცოცხლეს უნარჩუნებს მის მქონეთ.+

13 შეხედეთ ჭეშმარიტი ღვთის საქმეებს.+ ვინ შეძლებს მისი გამრუდებულის გასწორებას?+ 14 როცა კარგი დღე გაქვს, კარგი საქმეები აკეთე,+ უბედურების დღეს კი იცოდე, რომ ესეც და ისიც ჭეშმარიტი ღვთისგანაა,+ რათა ადამიანები ვერ მიხვდნენ, რა იქნება მათ შემდეგ.+

15 ყველაფერი მაქვს ნანახი ჩემი ამაო დღეების მანძილზე;+ მართალი, თავის სიმართლეში რომ იღუპება,+ და ბოროტი, დიდხანს რომ ცოცხლობს თავის ბოროტებაში.+

16 ნუ იქნები მეტისმეტად მართალი+ და ნურც მეტისმეტად ბრძენად წარმოაჩენ საკუთარ თავს.+ რად გინდა, რომ გაინადგურო თავი?+ 17 ნუ ჩაეფლობი ბოროტებაში+ და ნურც უგუნური იქნები.+ რად გინდა, რომ დროზე ადრე მოკვდე?+ 18 ჯობია ერთსაც ჩაეჭიდო და მეორესაც არ გაუშვა ხელი,+ რადგან ღვთისმოშიში ყველაფერს დააღწევს თავს.+

19 სიბრძნე უფრო მეტ ძალას აძლევს ბრძენს, ვიდრე ათ მთავარს აქვს ქალაქში.+ 20 არ არსებობს მართალი კაცი დედამიწაზე, რომელიც კარგს აკეთებდეს და არ სცოდავდეს.+

21 გულთან ნუ მიიტან ყველა სიტყვას, რასაც ხალხი ამბობს,+ რათა არ გაიგო, როგორ გწყევლის შენი მსახური.+ 22 ვინაიდან გულის სიღრმეში იცი, რომ შენც არაერთხელ დაგიწყევლია სხვები.+

23 ყოველივე ეს სიბრძნით გამოვცადე. ვთქვი, დავბრძენდები-მეთქი, მაგრამ შორს იყო სიბრძნე ჩემგან.+ 24 რაც ყოფილა, მიუწვდომელია და მეტისმეტად ღრმა. ვინ გაიგებს ამას?+ 25 მიმოვიხედე და გული+ მივმართე იმისკენ, რომ მცოდნოდა, მეძებნა და გამომეკვლია სიბრძნე+ და ყველაფრის არსი;+ რათა მცოდნოდა, სისულელე რომ ბოროტებაა და სიბრიყვე — უგუნურება.+ 26 გამოვიკვლიე და ვნახე, რომ სიკვდილზე მწარე+ ყოფილა ქალი, რომელიც მახეა, მისი გული ბადეა, ხელები კი — ბორკილები.+ ვინც მას თავს დააღწევს, ის კარგად იქცევა ჭეშმარიტი ღვთის წინაშე, ის კი, ვისაც გამოიჭერს, სცოდავს.+

27 „აი, გამოვიკვლიე, — თქვა შემკრებმა,+ — ერთიმეორის მიყოლებით, რომ გამეკეთებინა დასკვნა,+ 28 რასაც ჩემი სული გამუდმებით ეძებდა, მაგრამ ვერ ვპოვე. ათასი კაციდან ერთი მართალი ვნახე,+ ქალებიდან კი — ვერც ერთი.+ 29 აი, მივხვდი, რომ ჭეშმარიტმა ღმერთმა ადამიანები მართლებად შექმნა,+ მაგრამ ისინი ბევრ სხვა გეგმას აწყობენ“.+

8 ვინ შეედრება ბრძენს?+ ვის შეუძლია ყველაფრის ახსნა?+ სიბრძნე კაცს სახეს უნათებს და სახის კუშტ გამომეტყველებასაც კი უცვლის.+

2 გეუბნები: „შეასრულე მეფის ბრძანება+ ღვთისთვის დადებული ფიცის გამო.+ 3 ნუ იჩქარებ მისგან წასვლას.+ ცუდ საქმეში ნუ ჩაებმები.+ ყველაფერს, რასაც მოისურვებს, გააკეთებს,+ 4 რადგან მეფის სიტყვას ძალა აქვს.+ ვინ ეტყვის მას, რას აკეთებო?“

5 ბრძანების შემსრულებელს უბედურება არ ეწევა.+ ბრძენმა გულმა იცის დრო და სამართალი.+ 6 ყველაფერს თავისი დრო აქვს და ყველაფერი გასამართლდება,+ რადგან ადამიანებს მრავლად ხვდებათ უბედურება.+ 7 არავინ იცის, რა მოხდება.+ ვის შეუძლია უთხრას კაცს, რა და როგორ მოხდება?

8 არავის აქვს ძალაუფლება სულზე*,+ რომ შეაკავოს ის, არც სიკვდილის დღეზე აქვს ვინმეს ძალაუფლება;+ ვერც ომს დააღწევს თავს;+ ბოროტება ვერ იხსნის მასში ჩაფლულებს.+

9 ყოველივე ვნახე და გულით დავუკვირდი ყოველ საქმეს, რაც მზის ქვეშ ხდება იმ დროს, როცა კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ.+ 10 თუმცა ასე ხდება, ისიც მინახავს, როგორ დაუმარხავთ ბოროტები;+ მინახავს, როგორ მოსულან და როგორ წასულან ისინი წმინდა ადგილიდან+ და დავიწყებას მისცემიან იმ ქალაქში, სადაც ასე იქცეოდნენ.+ ესეც ამაოებაა.

11 სწრაფადვე რომ არ სრულდება განაჩენი ბოროტი საქმისთვის,+ ამიტომ არის ადამიანის გული მთლიანად ბოროტების ჩადენისკენ მიმართული.+ 12 ვიცი, რომ ცოდვილმა შეიძლება ასჯერაც ჩაიდინოს ბოროტება+ და დიდხანსაც იცოცხლოს ისე, როგორც მოესურვება; მაგრამ ისიც ვიცი, რომ ჭეშმარიტი ღვთის მოშიშებს ხელი მოემართებათ,+ რადგან მისი შიში აქვთ.+ 13 ბოროტს კი ხელი არ მოემართება;+ მისი დღეები ჩრდილივით იქნება+ და ვერ შეძლებს მათ გახანგრძლივებას, რადგან ღვთის შიში არა აქვს.+

14 აი კიდევ ერთი ამაოება დედამიწაზე: ზოგ მართალს ბოროტეულთა საქმეებისამებრ მიეგება+ და ზოგ ბოროტს — მართალთა საქმეებისამებრ.+ ვთქვი, რომ ესეც ამაოებაა.

15 შევაქე მხიარულება,+ რადგან ადამიანისთვის იმაზე უკეთესი არაფერია მზის ქვეშ, რომ ჭამოს, სვას და გაიხაროს. ეს თან უნდა ახლდეს მას გარჯაში მთელი სიცოცხლე,+ რაც მას ჭეშმარიტმა ღმერთმა უბოძა მზის ქვეშ.+ 16 ასე რომ, გული მივმართე,+ რომ შემეცნო სიბრძნე და მენახა ის საქმე, რაც დედამიწაზე ხდება+ და რის გამოც კაცის თვალებს დღისით თუ ღამით ძილი არ ეკარება.+

17 ვნახე ჭეშმარიტი ღვთის ყოველი საქმე,+ რომ ადამიანს არ შეუძლია ჩასწვდეს იმ საქმეს, რაც მზის ქვეშ კეთდება.+ როგორც არ უნდა გაისარჯოს ადამიანი მის ძებნაში, მაინც ვერ ჩასწვდება.+ თუნდაც თქვას, რომ საკმაოდ ბრძენია და შეუძლია მიხვდეს,+ მაინც ვერ ჩასწვდება.+

9 ყველაფერი ეს გულთან ახლოს მივიტანე, რათა გამომეკვლია,+ რომ მართლებიც, ბრძენნიც და მათი საქმეებიც ჭეშმარიტი ღვთის ხელშია.+ ადამიანებმა არც სიყვარული იციან და არც სიძულვილი, რაც მათზე უწინ ყოფილა.+ 2 ერთი და იგივე რამ ემართება ყველას.+ ერთი ბოლო+ აქვს მართალსაც+ და ბოროტსაც;+ კარგს, სუფთასაც და უწმინდურსაც; მსხვერპლის შემწირველსაც და მასაც, ვინც მსხვერპლს არ სწირავს. ერთი და იგივე ემართება კარგ ადამიანსაც და ცოდვილსაც,+ დამფიცებელსაც და მასაც, ვისაც დაფიცების ეშინია.+ 3 აი რა არის სამწუხარო ყოველივე იმაში, რაც მზის ქვეშ ხდება: რაკი ერთი ბოლო აქვს ყველას,+ ადამიანის ძეთა გულები ბოროტებით არის სავსე;+ მთელი სიცოცხლე სიბრიყვე+ აქვთ გულში, შემდეგ კი მკვდრებთან მიდიან!+

4 ვინც ცოცხლებს შორის არის, მას იმედი აქვს, რადგან ცოცხალი ძაღლი+ მკვდარ ლომს+ სჯობია. 5 ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან,+ მკვდრებმა კი არაფერი იციან;+ არც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას ეძლევა.+ 6 ქრება მათი სიყვარული, სიძულვილი და შური;+ რაც მზის ქვეშ ხდება, აღარაფერში აღარასოდეს ექნებათ წილი.+

7 წადი, სიხარულით ჭამე პური და გულმხიარულმა დალიე ღვინო,+ რადგან ჭეშმარიტმა ღმერთმა მოიწონა შენი საქმეები.+ 8 ყოველთვის თეთრი იყოს შენი ტანსაცმელი+ და ზეთი ნუ მოაკლდება შენს თავს.+ 9 დატკბი შენს საყვარელ ცოლთან+ ცხოვრებით მთელი შენი ამაო სიცოცხლე — რომელიც ღმერთმა მოგცა მზის ქვეშ — მთელი შენი ამაო დღენი, რადგან ეს არის შენი ჯილდო ცხოვრებასა+ და გარჯაში, რომელსაც მზის ქვეშ ეწევი. 10 ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებ, აკეთე მთელი შენი ძალით,+ რადგან არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა+ და არც სიბრძნე+ არ არის სამარეში*,+ სადაც მიდიხარ.+

11 გავიხედე და დავინახე, რომ მზის ქვეშ ვერც სწრაფები იმარჯვებენ რბოლაში+ და ვერც ძლიერები — ბრძოლაში;+ არც ბრძენებს აქვთ საკვები+ და არც გაგების უნარის მქონეთ — სიმდიდრე;+ არც მცოდნეთ ეპყრობიან კეთილგანწყობით,+ რადგან ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს.+ 12 კაცმა+ არ იცის თავისი დრო.+ როგორც თევზები ებმებიან ბოროტ ბადეში+ და ჩიტები — კაკანათში,+ ასევე ებმებიან ადამიანის ძეებიც უბედური დროის მახეში,+ მოულოდნელად რომ ატყდებათ თავს.+

13 ვიხილე მზის ქვეშ სიბრძნე, რომელიც დიდი იყო ჩემს თვალში: 14 იყო ერთი პატარა ქალაქი, რომელშიც კაცები ცოტანი იყვნენ; მოვიდა დიდებული მეფე, ალყა შემოარტყა და დიდი სიმაგრეები აღმართა.+ 15 აღმოჩნდა იქ ერთი კაცი, გაჭირვებული, მაგრამ ბრძენი, რომელმაც თავისი სიბრძნით იხსნა ქალაქი;+ თუმცა აღარავის გახსენებია ეს გაჭირვებული კაცი.+ 16 ვთქვი: „სიბრძნე ძლევამოსილებას სჯობია;+ თუმცა გაჭირვებულის სიბრძნეს არაფრად აგდებენ და მის სიტყვებს არ ისმენენ“.+

17 ბრძენთა წყნარად ნათქვამ სიტყვებს უფრო ისმენენ,+ ვიდრე მის ყვირილს, ვინც სულელთა შორის მმართველობს.+

18 სიბრძნე საბრძოლო იარაღს სჯობია. ერთ ცოდვილს ბევრი კარგი რამის მოსპობა შეუძლია.+

10 მკვდარი ბუზები აყროლებენ და აქაფებენ მენელსაცხებლის+ ზეთს. ასევე მცირე უგუნურება სახელს უტეხს მას, ვისაც სიბრძნისა და დიდების გამო აფასებენ.+

2 ბრძენს გული მარჯვნივ აქვს,+ სულელს კი — მარცხნივ.+ 3 უგუნური რომელი გზითაც უნდა წავიდეს,+ თავის უგუნურებას ავლენს და ყველას ეუბნება, რომ უგუნურია.+

4 თუ მმართველი სულით აენთება შენ წინააღმდეგ, ნუ დატოვებ შენს ადგილს,+ რადგან სიმშვიდე დიდ ცოდვებს არბილებს.+

5 დამამწუხრებელი რამ ვიხილე მზის ქვეშ — შეცდომა,+ რომელსაც ძალაუფლების მქონე უშვებს:+ 6 უგუნურებს მაღალი მდგომარეობა უკავიათ,+ ღირსეულები კი დამდაბლებულნი არიან.

7 მინახავს ცხენებზე ამხედრებული მსახურები და მიწაზე მსახურებივით მოსიარულე მთავრები.+

8 ვინც ორმოს თხრის, თვითონვე ჩავარდება შიგ;+ ვინც ქვის კედელს ანგრევს, მას გველი უკბენს.+

9 ქვის მჭრელს ქვავე დააზიანებს; მორების მჩეხავს სიფრთხილე მართებს.+

10 თუ რკინის იარაღი დაბლაგვდა და კაცმა პირი არ გაულესა,+ მთელი ძალ-ღონის დახარჯვა მოუწევს. წარმატების მისაღწევად სიბრძნით მოქმედებას კარგი შედეგი მოაქვს.+

11 თუ გველმა კაცს მონუსხვამდე უკბინა,+ მონუსხვის უნარი რაღას არგებს?!

12 ბრძენის პირიდან გამომავალ სიტყვებს კეთილგანწყობა+ მოაქვს, სულელს კი თავისივე ბაგეები შთანთქავს.+ 13 მისი პირიდან გამომავალი პირველივე სიტყვები უგუნურებაა,+ ბოლო კი — გამაუბედურებელი სიბრიყვე. 14 უგუნური ბევრს ლაპარაკობს.+

არ იცის კაცმა, რა იქნება მომავალში. ვინ ეტყვის მას, რა იქნება მის შემდეგ?+

15 გარჯა დაქანცავს სულელებს,+ რადგან არ იციან, როგორ მივიდნენ ქალაქში.+

16 რა გეშველება, ქვეყანავ, როცა შენი მეფე ყმაწვილია+ და შენი მთავრები დილიდანვე სუფრას უსხედან?! 17 ბედნიერი ხარ, ქვეყანავ, როცა შენი მეფე წარჩინებულთა შვილია და შენი მთავრები თავის დროზე ჭამენ იმისთვის, რომ გაძლიერდნენ და არა იმისთვის, რომ დათვრნენ.+

18 დიდი სიზარმაცის გამო ჭერი ჩამოწვება, გულხელდაკრეფის გამო სახლში წყალი ჩამოვა.+

19 პური მშრომელთა სიხარულია, ღვინო ცხოვრებას ახალისებს,+ ფული კი ყველაფერზე პასუხისმგებელია.+

20 შენს საძინებელშიც კი ნუ დასწყევლი მეფეს+ და შიდა ოთახში, სადაც წვები, ნუ დასწყევლი მდიდარს,+ რადგან ცის ფრინველი წაიღებს ხმას და ფრთოსანი გასცემს ამბავს.+

11 წყალს+ გაატანე შენი პური+ და მრავალი დღის შემდეგ კვლავ იპოვი მას.+ 2 მიეცი შვიდს, რვასაც კი,+ ნაწილი იმისა, რაც გაქვს, რადგან არ იცი, რა უბედურება მოხდება დედამიწაზე.+

3 როცა ღრუბლები წყლით ივსება, დედამიწაზე კოკისპირულ წვიმად ჩამოიცლება;+ თუ ხე ძირს ეცემა,+ სამხრეთით იქნება თუ ჩრდილოეთით, სადაც დაეცემა, იქვე დარჩება.

4 ვინც ქარს შეჰყურებს, თესლს ვერ დათესავს; ვინც ღრუბლებს შესცქერის, ვერ მოიმკის.+

5 როგორც არ იცი, როგორ წარმოქმნის სული* ძვლებს ორსულის მუცელში,+ ისე არ იცი ყოველივეს შემქმნელი ჭეშმარიტი ღვთის საქმენი.+

6 დილით თესე თესლი და საღამომდე ნუ დაასვენებ ხელს,+ რადგან არ იცი, რაში მოგემართება ხელი,+ ერთსა თუ მეორეში, ან იქნებ ორივე კარგი გამოდგეს.

7 ტკბილია სინათლე და კარგია, თვალი რომ მზეს ხედავს;+ 8 თუ კაცი მრავალი წელი იცოცხლებს, გაიხაროს მათით;+ ახსოვდეს სიბნელის დღეები,+ რომლებიც შეიძლება მრავლად ჰქონდეს. ყოველი დღე ამაოებაა.+

9 გაიხარე,+ ახალგაზრდავ, შენი ახალგაზრდობის წლებით და სიკეთე გიყოს შენმა გულმა შენს სიჭაბუკეში; მიჰყევი იმას, რასაც გული გეუბნება და რასაც თვალით ხედავ;+ მაგრამ იცოდე, რომ ყოველივე ამისთვის ჭეშმარიტი ღმერთი გაგასამართლებს.+ 10 გულიდან მოიშორე მწუხარება და აარიდე ხორცს უბედურება,+ რადგან ამაოებაა ახალგაზრდობა და საუკეთესო წლები.+

12 გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი+ შენს სიჭაბუკეში,+ სანამ დაგიდგებოდეს დამამწუხრებელი დღეები+ ან წლები, როცა იტყვი: არ მახარებსო ისინი;+ 2 სანამ არ დაბნელებულა მზის, მთვარისა და ვარსკვლავების ნათელი,+ სანამ ღრუბლები არ გამოჩენილა და კოკისპირული წვიმა არ წამოსულა; 3 როცა სახლის მცველები+ აკანკალდებიან, ძალ-ღონით სავსე კაცები მოიხრებიან,+ დამფქველი ქალები+ შეწყვეტენ მუშაობას, რადგან დაცოტავდებიან, და სარკმლიდან+ მომზირალი ქალები სიბნელეს იხილავენ; 4 ქუჩაში გამავალი კარები ჩაიკეტება,+ წისქვილის ხმა შესუსტდება,+ კაცი ჩიტის ხმაზე წამოდგება და მომღერალი ასულები ხმადაბლა იმღერებენ;+ 5 სიმაღლის შეეშინდებათ და ძლიერი შიში შეიპყრობთ გზაზე; ნუში აყვავდება+ და კუტკალია წალასლასდება, კაპარი დასკდება, რადგან წავა კაცი იმ სახლში, სადაც დიდხანს იცხოვრებს,+ და მოტირალნი ქუჩაში გარს შემოეხვევიან.+ 6 ვერცხლის ზონარი გაწყდება, ოქროს თასი დაიმტვრევა,+ დოქი წყაროზე გატყდება და ჭის ბორბალი დაიმტვრევა. 7 მტვერი დაუბრუნდება მიწას,+ სადაც მანამდე იყო, სული*+ კი — ჭეშმარიტ ღმერთს,+ მის მომცემს.+

8 „ამაოებათა ამაოება! — თქვა შემკრებმა,+ — ყველაფერი ამაოებაა“.+

9 დაბრძენდა შემკრები+ და ხალხსაც გამუდმებით აძლევდა ცოდნას;+ ფიქრობდა და გულმოდგინედ იკვლევდა,+ რათა თანამიმდევრობით შეედგინა მრავალი იგავი.+ 10 შემკრები ცდილობდა, ეპოვა სასიამოვნო სიტყვები+ და ზუსტი სიტყვებით დაეწერა ჭეშმარიტება.+

11 ბრძენთა სიტყვები სახრესავითაა,+ ამ გამონათქვამთა შემგროვებლები ჩაჭედებულ ლურსმნებს+ ჰგვანან; ერთი მწყემსისგანაა+ ისინი. 12 უფრთხილდი, შვილო, ყველაფერს, რაც ამაზე მეტია: წიგნების წერას ბოლო არ ექნება და მათზე გადაყოლა დამღლელია სხეულისთვის.+

13 ყოველივეს მოსმენის შემდეგ დასკვნა ასეთია: ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს+ და მისი მცნებები დაიცავი,+ რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება. 14 ყოველ საქმეს ჭეშმარიტი ღმერთი გაასამართლებს, ყველაფერს, რაც დაფარულია, და გაარჩევს, კარგია თუ ცუდი.+

ებრაულ ენაზე ამ წიგნის სათაური ნაწარმოებია ზმნიდან კაჰალ, რაც ნიშნავს შეკრებას, თავმოყრას.

ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.

ან ოცნებები.

ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.

ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.

ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.

ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება