ესაია
1 ესაიას*,+ ამოცის ძის ხილვა,+ რომელიც იუდასა და იერუსალიმის შესახებ იხილა იუდას მეფეების,+ უზიას,+ იოთამის,+ ახაზისა+ და ხიზკიას,+ დროს:
2 ისმინე,+ ზეცავ, და ყური დაუგდე, დედამიწავ, იეჰოვა ლაპარაკობს: „ძეები გავზარდე და აღვზარდე,+ ისინი კი განმიდგნენ.+ 3 ხარი თავის მყიდველს სცნობს და ვირი — თავისი პატრონის ბაგას, ისრაელი კი არ მიცნობს,+ შეუგნებლად+ იქცევა ჩემი ხალხი“.
4 ვაი ცოდვილ ერს,+ დანაშაულით დამძიმებულ ხალხს, ბოროტმოქმედ შთამომავლობას,+ დამღუპველ ძეებს!+ მიატოვეს იეჰოვა,+ უპატივცემულოდ მოექცნენ ისრაელის წმინდას,+ ზურგი აქციეს+ მას. 5 სადღა დაგარტყათ,+ უარესად რომ მეურჩებით?+ თავი მთლიანად დასნეულებული გაქვთ და გული — მთლიანად დაუძლურებული.+ 6 თავიდან ფეხისგულამდე საღი ადგილი არ შეგრჩენიათ.+ თქვენი ჭრილობები, დაბეჟილობა და იარები არავის გამოურწყავს, არც შეუხვევია და არც ზეთით დაურბილებია.+ 7 თქვენი ქვეყანა გაპარტახებულია,+ თქვენი ქალაქები — ცეცხლით გადამწვარი;+ თქვენს მიწას უცხოები+ ჭამენ+ თქვენ თვალწინ; ეს გაპარტახება უცხოთა მიერ აოხრებას ჰგავს.+ 8 სიონის ასული+ ვენახში მიტოვებულ საჩრდილობელს, კიტრის ბაღჩაში დადგმულ საყარაულო ქოხსა და ალყაშემორტყმულ ქალაქს ჰგავს.+ 9 ლაშქართა* ღმერთ იეჰოვას ცოცხალი რომ არ დაეტოვებინა ზოგიერთი ჩვენგანი,+ სოდომივით ვიქნებოდით და გომორას დავემსგავსებოდით.+
10 ისმინეთ იეჰოვას სიტყვა,+ სოდომის+ სასტიკო მმართველებო!+ ყური დაუგდეთ ჩვენი ღვთის კანონს, გომორელებო! 11 „რას მარგებს თქვენი დიდძალი შესაწირავი? — ამბობს იეჰოვა. — ყელში ამომივიდა თქვენი ვერძები,+ მთლიანად დასაწვავ შესაწირავად+ რომ მოგაქვთ, და ნასუქი პირუტყვის ქონი;+ არ მსიამოვნებს+ თქვენი მოზვრების, მამალი თოხლებისა და ვაცების+ სისხლი.+ 12 რომ მოდიხართ ჩემი სახის სახილველად,+ ვინ დაგავალათ ჩემი ეზოების თელვა?+ 13 ნუღარ მომიტანთ მაგ უსარგებლო მარცვლეულ შესაწირავს.+ საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის.+ თქვენ იცავთ ახალმთვარობებსა+ და შაბათებს+ და მართავთ შეკრებებს.+ ვერ ვიტან თქვენს ჯადოქრობას+ თქვენი საზეიმო შეკრების დროს. 14 მძულს* თქვენი ახალმთვარობები და დღესასწაულები,+ ტვირთად მაწევს+ და დავიღალე მათი ტარებით.+ 15 ხელებს რომ იშვერთ,+ თვალს გარიდებთ.+ თუმცა ბევრს ლოცულობთ,+ არ გისმენთ;+ ხელები სისხლით გაქვთ სავსე.+ 16 განიბანეთ,+ განიწმინდეთ,+ მომაშორეთ თქვენი ცუდი საქმეები თვალთაგან;+ შეწყვიტეთ ბოროტების კეთება.+ 17 ისწავლეთ სიკეთის კეთება,+ ეძებეთ სამართალი,+ გაკიცხეთ მჩაგვრელი,+ სამართალი გაუჩინეთ უმამო ბავშვს,+ განიხილეთ ქვრივის+ საქმე.
18 მოდით და მოვაგვაროთ საქმეები, — ამბობს იეჰოვა.+ — ალისფერიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გათეთრდება;+ შინდისფერი ქსოვილივითაც რომ იყოს, მატყლს დაემსგავსება. 19 თუ მოინდომებთ და მოისმენთ, მიწის დოვლათს შეჭამთ,+ 20 მაგრამ თუ არ მოისმენთ+ და იურჩებთ, მახვილი შეგჭამთ; იეჰოვას ბაგეები ლაპარაკობს ამას“.+
21 ო, როგორ გამეძავებულა+ ერთგული ქალაქი!+ სამართლიანობით იყო სავსე,+ სიმართლე მკვიდრობდა იქ,+ ახლა კი კაცისმკვლელები+ დამკვიდრებულან. 22 შენი ვერცხლი ხენჯად+ იქცა; შენი ხორბლის ლუდი წყლით არის გაზავებული;+ 23 შენი მთავრები ჯიუტები და ქურდების+ თანამონაწილენი არიან; ყოველი მათგანი ქრთამის მოყვარულია+ და ძღვენს არის დახარბებული.+ უმამო ბავშვს სამართალს არ უჩენენ და ქვრივის სასამართლო საქმეს არ განიხილავენ.+
24 ამიტომ ასე ამბობს ჭეშმარიტი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ძლიერი:+ „აი, თავიდან მოვიშორებ მოწინააღმდეგეებს და შურს ვიძიებ+ ჩემს მტრებზე.+ 25 მოვაბრუნებ ჩემს ხელს შენკენ და ნაცარტუტით მოგაცილებ ხენჯს, მოგაშორებ ყველა მინარევს.+ 26 დაგიბრუნებ მოსამართლეებს, როგორც ადრე გყავდა, და მრჩევლებს, როგორც თავიდან გყავდა.+ ამის შემდეგ სიმართლის ქალაქი, ერთგული ქალაქი+ დაგერქმევა. 27 სამართლიანობით იქნება გამოსყიდული სიონი+ და სიმართლით — იქ დაბრუნებული ხალხი.+ 28 ურჩები და ცოდვილები ერთდროულად დაეცემიან+ და იეჰოვას მიმტოვებლებს ბოლო მოეღებათ.+ 29 შერცხვება ხალხს იმ დიდი ხეების გამო,+ რომელიც გსურდათ, და შერცხვებით იმ ბაღების გამო, თქვენ რომ აირჩიეთ.+ 30 დიდ, ფოთოლგამხმარ ხესა+ და უწყლო ბაღს დაემსგავსებით. 31 ძლიერი მამაკაცი ძენძად იქცევა,+ მისი საქმის ნაყოფი კი — ნაპერწკლად; ორივე ერთდროულად აბრიალდება და არავინ იქნება ჩამქრობი“.+
2 ხილვა, რომელიც ესაიას, ამოცის ძეს, ჰქონდა იუდასა და იერუსალიმის შესახებ:+ 2 უკანასკნელ დღეებში+ იეჰოვას სახლის მთა+ განმტკიცდება მთების მწვერვალებს ზემოთ,+ გორებზე მაღლა აღიმართება+ და ყველა ერი მისკენ დაიწყებს დენას.+ 3 წავა მრავალი ხალხი და იტყვის: „მოდით,+ ავიდეთ იეჰოვას მთაზე, იაკობის ღვთის სახლში! ის გვასწავლის თავის გზებს და ჩვენც ვივლით მისი ბილიკებით“,+ რადგან კანონი სიონიდან გამოვა და იეჰოვას სიტყვა — იერუსალიმიდან.+ 4 ის სამართლიან განაჩენს გამოიტანს ერებს+ შორის და საქმეებს მოაგვარებს+ მრავალი ხალხისთვის.+ ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს.+ ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს.+
5 იაკობის სახლეულო, მოდი და ვიაროთ იეჰოვას სინათლეში!+
6 შენ მიატოვე შენი ხალხი, იაკობის სახლი,+ რადგან აივსნენ იმით, რაც აღმოსავლეთიდანაა,+ ფილისტიმელებივით ჯადოქრობას+ ეწევიან და ბევრი შვილი ჰყავთ უცხოთაგან.+ 7 სავსეა მათი ქვეყანა ოქრო-ვერცხლით, ბოლო არ უჩანს მათ საგანძურს.+ სავსეა მათი ქვეყანა ცხენებით, ბოლო არ უჩანს მათ ეტლებს.+ 8 სავსეა მათი ქვეყანა არაფრის მაქნისი ღმერთებით.+ მდაბლად თაყვანს სცემენ საკუთარ ნახელავს, საკუთარი თითებით შექმნილს.+ 9 ქედმოხრილია კაცი და დამდაბლებულია. შენ ვერ პატიობ მათ.+
10 შედი კლდეში და მიწაში დაიმალე იმის გამო, რომ შიშის მომგვრელია იეჰოვა და საოცრად აღმატებული.+ 11 დამდაბლდება ადამიანის ამპარტავანი თვალები და მედიდური კაცი დამცირდება.+ მხოლოდ იეჰოვა იქნება ამაღლებული იმ დღეს,+ 12 რადგან ეს დღე ლაშქართა ღვთის, იეჰოვასია.+ ის თავს დაატყდება ყოველ პატივმოყვარეს, მედიდურს, ყველა აღზევებულსა თუ დამდაბლებულს;+ 13 ლიბანის მაღალ და აღზევებულ კედრებსა+ და ბაშანის+ უზარმაზარ ხეებს; 14 მაღალ მთებსა და აღზევებულ გორებს;+ 15 მაღალ კოშკებსა და გამაგრებულ გალავნებს;+ 16 თარშიშის ხომალდებსა+ და სასურველ ნავებს. 17 დამდაბლდება ამპარტავანი ადამიანი და მედიდური კაცი დამცირდება;+ მხოლოდ იეჰოვა იქნება ამაღლებული იმ დღეს.+
18 არაფრის მაქნისი ღმერთები გაცამტვერდებიან.+ 19 ხალხი გამოქვაბულებში შევა და მიწის ხვრელებში ჩაძვრება, როცა იეჰოვა აღსდგება დედამიწის შესაძრწუნებლად,+ რადგან შიშის მომგვრელია ის და საოცრად აღმატებული.+ 20 იმ დღეს კაცი თავის უსარგებლო ვერცხლის ღმერთებსა და არაფრის მაქნის ოქროს ღმერთებს, რომლებიც მას თაყვანსაცემად გაუკეთეს, თაგვებსა და ღამურებს გადაუყრის,+ 21 რათა შევიდეს კლდის გამოქვაბულებსა და კლდის ნაპრალებში, როცა იეჰოვა აღსდგება დედამიწის შესაძრწუნებლად, რადგან შიშის მომგვრელია ის და საოცრად აღმატებული.+ 22 თქვენდა სასიკეთოდ, თავი შორს დაიჭირეთ ადამიანისგან, რომლის სუნთქვაც მის ნესტოებშია.+ ვინ არის იგი, რომ ღირდეს მისთვის ყურადღების მიქცევა?+
3 აი, ჭეშმარიტი უფალი,+ ლაშქართა ღმერთი იეჰოვა მხარდაჭერასა და საყრდენს ართმევს იერუსალიმსა+ და იუდას, პურისა და წყლის მთელ მარაგს,+ 2 ძლიერ მამაკაცსა და მებრძოლს, მოსამართლესა+ და წინასწარმეტყველს, მკითხავსა და უხუცესს,+ 3 ორმოცდაათისთავსა+ და ღრმად პატივცემულ კაცს, მრჩეველს, გაწაფულ ჯადოქარსა და დახელოვნებულ მომნუსხველს.+ 4 ყმაწვილებს დავუყენებ მთავრებად და თვითნებურად იმმართველებენ მათზე.+ 5 ხალხი ულმობლად მოეპყრობა ერთიმეორეს, თითოეული — თავის მოძმეს.+ ყმაწვილი თავხედურად მოექცევა მოხუცებულს,+ ათვალწუნებული — პატივსაცემს.+ 6 თითოეული დაიჭერს თავის ძმას მამამისის სახლში და ეტყვის: „შენ გაქვს მოსასხამი და შენ უნდა გახდე ჩვენი მბრძანებელი,+ შენს ხელთ იყოს ეს ნანგრევები“. 7 იმ დღეს ხმას აიმაღლებს ის და მიუგებს: „მე არ გავხდები ჭრილობის მკურნალი. სახლში არც პური მაქვს და არც მოსასხამი. არ დამაყენოთ ხალხის მბრძანებლად“.
8 წაბორძიკდა იერუსალიმი და დაეცა იუდა,+ რადგან იეჰოვას წინააღმდეგ არის მიმართული მათი ენა+ და საქმე, ურჩობენ მის დიდებულ თვალთა წინაშე.+ 9 მათი სახის გამომეტყველება მათივე წინააღმდეგ მოწმობს,+ ლაპარაკობენ თავიანთ ცოდვაზე, რომელიც სოდომის ცოდვას ჰგავს.+ არ მალავენ ამას. ვაი მათ სულს! უბედურება დაიტეხეს თავს.+
10 თქვით, რომ მართალს ხელი მოემართება,+ რადგან თავის საქმეთა ნაყოფს შეჭამს.+ 11 ვაი ბოროტს! უბედურება მას, რადგან თავისი ხელის ნამოქმედარისამებრ მიეზღვება!+ 12 სასტიკად ექცევიან ჩემს ხალხს სამუშაოს გამნაწილებლები და ქალები ბატონობენ მათზე.+ ჩემო ხალხო, შენი წინამძღოლები გახეტიალებენ,+ გზა-კვალს გირევენ.+
13 დგება იეჰოვა საკამათოდ და ხალხებისთვის განაჩენის გამოსატანად.+ 14 იეჰოვა გაასამართლებს თავისი ხალხის უხუცესებსა და მთავრებს.+
„თქვენ გადაწვით ვენახი. იმას, რაც საწყალს ძარცვით წაართვით, სახლებში ინახავთ.+ 15 რატომ ჩაგრავთ ჩემს ხალხს და ავიწროებთ საწყლებს?“+ — ამბობს უზენაესი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
16 იეჰოვა ამბობს: «რაკი გაამპარტავნდნენ სიონის ასულები, ყელმოღერებულები დადიან, გამომწვევად იყურებიან, მსუბუქად დააბიჯებენ და სიარულისას ფეხსამკაულებს აჟღარუნებენ,+ 17 იეჰოვა ფუფხით დაუფარავს თხემს სიონის ასულებს+ და იეჰოვა შუბლს გაუშიშვლებს მათ.+ 18 იმ დღეს წაართმევს იეჰოვა მათ მშვენებას: ფეხსამკაულებს, თავსაკრავებს, მთვარისებურ სამკაულებს,+ 19 საყურეებს, სამაჯურებს, რიდეებს,+ 20 თავსაბურავებს, საკოჭე ძეწკვებს, სარტყლებს,+ „სულის სახლებს*“, მოჩუქურთმებულ ავგაროზებს,+ 21 ბეჭდებსა და ცხვირის რგოლებს,+ 22 საზეიმო სამოსელს, მოსასხამზე შემოსაცმელებს, მოსასხამებს, ქისებს, 23 პატარა სარკეებს,+ საცვლებს, თავსაფრებსა+ და მანდილებს.+
24 და იქნება ბალზამის+ სუნის ნაცვლად შმორის სუნი, სარტყლის ნაცვლად — თოკი, ლამაზი ვარცხნილობის ნაცვლად — სიქაჩლე,+ მდიდრული ტანსაცმლის ნაცვლად — ჯვალოთი შემოსვა,+ სილამაზის ნაცვლად — დაღი.+ 25 მახვილით დაეცემიან შენი კაცები და ომში — შენი ძლევამოსილები.+ 26 მისი შესასვლელები იგლოვებენ+ და დამწუხრდებიან, ის გამოცარიელდება; მიწაზე დაჯდება».+
4 იმ დღეს შვიდი ქალი ხელს წაავლებს ერთ კაცს+ და ეტყვის: „ჩვენს პურს შევჭამთ და ჩვენს მოსასხამებს მოვისხამთ, ოღონდ შენი სახელით ვიწოდებოდეთ, რომ სირცხვილი ჩამოგვშორდეს“.+
2 იმ დღეს რასაც იეჰოვა აღმოაცენებს,+ მშვენებად და დიდებად იქცევა;+ მიწის ნაყოფი საამაყო გახდება+ და მშვენიერი იქნება გადარჩენილი ისრაელებისთვის.+ 3 სიონში დარჩენილები და იერუსალიმში შემორჩენილები წმინდები იქნებიან მის თვალში,+ ყველა, ვინც სიცოცხლისთვის არის ჩაწერილი იერუსალიმში.+
4 როცა იეჰოვა განავალს ჩამორეცხავს სიონის ასულებს+ და სისხლის ღვრას+ გადარეცხავს+ იერუსალიმიდან გასამართლების სულითა და გადაბუგვის სულით,+ 5 სიონის+ მთის ყოველ დადგენილ ადგილზე და შეკრების ადგილზე გააჩენს იეჰოვა დღისით ღრუბელსა და კვამლს, ღამით+ კი — აბრიალებული ცეცხლის სინათლეს,+ რადგან თავშესაფარი ექნება ყველა დიდებას.+ 6 იქნება იქ საჩრდილობელი დღის პაპანაქებისგან დასაცავად,+ თავშესაფრად და საფრად ქარიშხალსა და წვიმაში.+
5 ვუმღერებ მას, ვინც მიყვარს, სიმღერას მის ვენახზე.+ მას, ვინც მიყვარს, ვენახი ჰქონდა ნაყოფიერ ფერდობზე. 2 დაბარა, ქვისგან გაწმინდა და საუკეთესო წითელი ვაზი ჩაყარა, მის შუაგულში კი კოშკი ააშენა.+ საწნახელიც ამოკვეთა+ და ელოდა, რომ ვაზი ყურძენს მოისხამდა,+ მაგრამ ველური ყურძენი მოისხა.+
3 „ახლა კი თქვენ, იერუსალიმის მკვიდრნო და იუდას ხალხო, განგვსაჯეთ მე და ჩემი ვენახი.+ 4 რაღა უნდა გავუკეთო ჩემს ვენახს იმაზე მეტი, რაც გავუკეთე?+ რატომ მოისხა ველური ყურძენი, როცა კარგ ყურძენს ველოდი? 5 ახლა გეტყვით, რას ვუზამ ჩემს ვენახს: ღობეს მოვუნგრევ+ და გადასაბუგავად გაიწირება,+ დავუნგრევ ქვის კედელს და გასათელად გაიწირება,+ 6 გავანადგურებ+ მას და აღარც გაისხვლება და აღარც გაითოხნება,+ ეკლიანი ბუჩქები და სარეველა მოედება;+ ღრუბლებს ვუბრძანებ, რომ აღარ აწვიმონ მას.+ 7 ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ვენახი+ ისრაელის სახლია; იუდას ხალხი ნარგავია, რომელიც მას უყვარდა.+ სამართალს ელოდა,+ მაგრამ ირღვევა კანონი; სიმართლეს ელოდა, მაგრამ ღაღადი ისმის“.+
8 ვაი მათ, ვინც სახლს სახლს უმატებს+ და ვინც ყანას ყანაზე იტაცებს და ადგილს არ ტოვებს.+ თქვენღა ცხოვრობთ ამ ქვეყანაში! 9 ჩემ გასაგონად დაიფიცა იეჰოვამ, რომ მრავალი დიდი და კარგი სახლი გაოგნებას გამოიწვევს; არავინ იცხოვრებს მათში.+ 10 ოთხ ჰექტარ+ ვენახში ერთი ბათი მოვა,+ ერთი ხომერი თესლიდან — ერთი ეფა.+
11 ვაი მათ, ვინც დილით ადრე დგება მათრობელი სასმლის საძებნელად,+ ვინც გვიანობამდე, დაბინდებამდე ღვინით ხურდება!+ 12 ქნარი და სხვა სიმებიანი საკრავი, დაირა, სალამური და ღვინო აქვთ ლხინში;+ იეჰოვას საქმეებს არ უკვირდებიან და მისი ხელის ნამოქმედარს ვერ ხედავენ.+
13 გადასახლებაში წავა ჩემი ხალხი, რადგან არ მიცნობს;+ მათი დიდებულები დაიმშევიან+ და უბრალო ხალხი წყურვილისგან გამოიფიტება.+ 14 გაფართოვდა სამარე* და უზომოდ დააღო პირი;+ მასში ჩავა ყველაფერი, რაც საუცხოოა იერუსალიმში, ასევე მისი ბრბო, ყაყანი და მხიარული ხალხი.+ 15 ქედს მოიხრის კაცი და დამდაბლდება. ამაღლებულთა თვალები დამცირდება.+ 16 იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი განდიდდება განაჩენის აღსრულებით;+ ჭეშმარიტი ღმერთი, წმინდა,+ თავს განიწმინდავს სიმართლით.+ 17 ბატკნები მოძოვენ თითქოსდა თავიანთ საძოვარზე, უცხოები შეჭამენ გაპარტახებული ადგილების ნაყოფს, სადაც ერთ დროს ნასუქი პირუტყვი ძოვდა.+
18 ვაი მათ, ვინც დანაშაულს სიცრუის თოკებით მიათრევს და ცოდვას — ურმის თასმებით,+ 19 ვინც ამბობს: „დაჩქარდეს მისი საქმე; დაჩქარდეს, რომ ვიხილოთ; მოახლოვდეს და შესრულდეს ისრაელის წმინდის განზრახვა, რომ გავიგოთ ის!“+
20 ვაი მათ, ვინც კარგს ცუდს უწოდებს და ცუდს — კარგს,+ ვინც სიბნელეს სინათლით ცვლის და სინათლეს — სიბნელით, ვინც ტკბილს მწარით ცვლის და მწარეს — ტკბილით!+
21 ვაი მათ, ვინც ბრძენია საკუთარ თვალში და გამჭრიახი — საკუთარი სახის წინაშე!+
22 ვაი მათ, ვინც ღვინის სმაში მაგარია, და ვაი ვაჟკაცებს, მათრობელ სასმელს რომ აზავებენ,+ 23 ვინც ქრთამის+ გამო ბოროტს მართლად აცხადებს და მართალს სიმართლეს ართმევს!+
24 როგორც ცეცხლის ენა ჭამს ნამჯას+ და ალი შთანთქავს თივას, ისე იქცევა შმორის სუნად+ მათი მთავარი ფესვი და მტვერივით გაიფანტება მათი ყვავილი, რადგან უარყვეს ლაშქართა ღვთის, იეჰოვას კანონი+ და არაფრად ჩააგდეს ისრაელის წმინდის სიტყვა.+ 25 ამიტომ აღიგზნო იეჰოვას რისხვა თავისი ხალხის წინააღმდეგ;+ ის ხელს გაიწვდის მათ წინააღმდეგ+ და დაჰკრავს მათ. შეიძვრებიან მთები და მათი გვამები ქუჩებში დაყრილ ნაგვად იქცევა.+
ამის გამო არ დამცხრალა მისი რისხვა; კვლავ გაწვდილი აქვს ხელი. 26 მან ნიშანი აღუმართა შორს მცხოვრებ დიდ ერს,+ სტვენით მოიხმო იგი დედამიწის კიდეებიდან;+ სწრაფად, ჩქარა მოვა იგი.+ 27 მათ შორის არავინ არის დაღლილი და არავინ ბორძიკობს, არავინ თვლემს და არავის სძინავს. არ შეეხსნებათ თეძოებზე შემორტყმული სარტყელი, არ დაუწყდებათ სანდლებზე თასმები; 28 წვერწამახულია მათი ისრები და მოზიდულია მათი მშვილდები.+ მათ ცხენებს კაჟივით ჩლიქები ექნებათ+ და მათი ბორბლები ქარიშხალს დაემსგავსება.+ 29 მათი ღრიალი ლომის ღრიალს ჰგავს, ფაფრიანი ლომებივით ღრიალებენ.+ ბრდღვინვას დაიწყებენ, მსხვერპლს დაიჭერენ და დაუბრკოლებლად წაიყვანენ; არავინ იქნება მხსნელი.+ 30 იმ დღეს დაუღრიალებენ მას, როგორც ზღვა ღრიალებს.+ შეხედავს კაცი ქვეყანას და დამამწუხრებელი სიბნელე იქნება იქ.+ სინათლეც კი დაბნელდება მასზე დაცემული წვიმის წვეთების გამო.
6 მეფე უზიას სიკვდილის წელს+ ვიხილე დიდებულ და ამაღლებულ ტახტზე+ მჯდომი იეჰოვა;+ მისი სამოსის კალთები ავსებდა ტაძარს.+ 2 სერაფიმები იდგნენ მის ზემოთ.+ თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა; ორით სახეს იფარავდა,+ ორით — ფეხებს, ორითაც დაფრინავდა. 3 ერთი მეორეს გასძახოდა: „წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი!+ დედამიწაზე ყველაფერი მის დიდებას ირეკლავს!“ 4 შეირყა ზღურბლთა+ წირთხლები იმის ხმაზე, ვინც იძახდა, და ნელ-ნელა კვამლით აივსო სახლი.+
5 ვთქვი: „ვაიმე! დადუმებულივით ვარ, რადგან ბაგეუწმინდური კაცი ვარ+ და ბაგეუწმინდურ ხალხში ვცხოვრობ.+ ჩემმა თვალებმა მეფე, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, იხილა!“+
6 მაშინ ერთ-ერთი სერაფიმი მოფრინდა ჩემთან, ხელში სამსხვერპლოდან+ მაშით აღებული გავარვარებული ნაკვერჩხალი+ ეჭირა. 7 ბაგეებზე დამადო+ და მითხრა: „აი, შეეხო ეს შენს ბაგეებს და ჩამოგშორდა დანაშაული და მოგეტევა ცოდვა“.+
8 გავიგონე იეჰოვას ხმა: „ვინ გავგზავნო, ვინ გაგვეგზავნება?“+ ვუთხარი: „მე წავალ! მე გამგზავნე!“+ 9 მან კი მითხრა: „წადი და უთხარი ამ ხალხს: კვლავ ისმინეთ, მაგრამ ნუ გაიგებთ; კვლავ უყურეთ, მაგრამ ცოდნას ნუ შეიძენთ.+ 10 გაუუხეშე ამ ხალხს გული,+ უგრძნობი გახადე მათი ყური,+ თვალები დაუწებე, რათა თვალებით ვეღარ დაინახონ და ყურებით ვეღარ მოისმინონ, რათა გულით ვერ გაიგონ, არ მობრუნდნენ და არ განიკურნონ“.+
11 მაშინ ვთქვი: „როდემდე იეჰოვა?“+ მან მიპასუხა: „სანამ ქალაქი ნანგრევებად არ იქცევა, რომ არავინ იცხოვროს იქ, რომ გაუკაცრიელდეს სახლები და მოისპოს მიწა;+ 12 იეჰოვა მოიშორებს ადამიანებს და გაუდაბურდება ქვეყნის შუაგული.+ 13 მეათედი დარჩება+ იქ, კიდევ ერთხელ გადაიბუგება ის. როგორც დიდი ხის ან უზარმაზარი ხის მოჭრის+ შემდეგ რჩება ჯირკი,+ ასევე იქნება წმინდა შთამომავალი მისი ჯირკი“.+
7 იუდას მეფე ახაზის+ — იოთამის ძის, უზიას ძის — დროს სირიის მეფე რეცინი+ გამოვიდა ისრაელის მეფე ფეკახთან,+ რემალიას ძესთან ერთად იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ვერ შეძლო შებრძოლება.+ 2 შეატყობინეს დავითის სახლს: „სირია ეფრემთან გაერთიანდა“.+
გული აუთრთოლდა მას და მის ხალხს ისე, როგორც ხეები თრთიან ტყეში ქარისგან.+
3 იეჰოვამ უთხრა ესაიას: «გთხოვ, წადით შენ და შენი ვაჟი შეარ-იაშუბი*+ ახაზის შესახვედრად ზემო წყალსატევის არხის+ ბოლოში, მრეცხავის მინდორთან მიმავალ გზაზე.+ 4 უთხარი მას: იფრთხილე და მშვიდად იყავი.+ ნუ შეშინდები და ნუ შედრკება შენი გული+ კუნძის ორი აბოლებული ბოლოს გამო, რეცინის, სირიისა და რემალიას ძის+ მგზნებარე რისხვის გამო, 5 და იმის გამო, რომ სირიამ, ეფრემთან და რემალიას ძესთან ერთად, ცუდი რამ განიზრახა შენ წინააღმდეგ და თქვა: 6 „მოდი, გამოვიდეთ იუდას წინააღმდეგ და გავტეხოთ იგი, შევიჭრათ და დავიპყროთ; სხვა მეფე დავსვათ, ტაბეელის ძე“.+
7 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: ეს არ განხორციელდება, ეს არ მოხდება.+ 8 სირიის თავი დამასკოა და დამასკოს თავი — რეცინი; სულ რაღაც სამოცდახუთ წელიწადში გაცამტვერდება ეფრემი და აღარ იარსებებს, როგორც ხალხი.+ 9 ეფრემის თავი სამარიაა+ და სამარიის თავი — რემალიას ძე.+ თუ რწმენა არ გექნებათ, დიდხანს ვერ გასტანთ».+
10 შემდეგ იეჰოვამ ახაზს უთხრა: 11 „სთხოვე ნიშანი იეჰოვას, შენს ღმერთს,+ რომ იყოს ის სამარესავით ღრმა ან ზეცასავით მაღალი“. 12 ახაზმა კი მიუგო: „არ ვთხოვ და არც გამოვცდი იეჰოვას“.
13 ესაიამ უთხრა: „მისმინე, დავითის სახლო. განა არ კმარა, ადამიანებს რომ ღლით, ახლა გინდათ ჩემი ღმერთიც დაღალოთ?!+ 14 ამიტომ იეჰოვა მოგცემთ ნიშანს: აი, დაორსულდება+ ქალწული,+ გააჩენს ვაჟს+ და დაარქმევს მას ემანუელს*. 15 კარაქსა და თაფლს შეჭამს, სანამ არ გაიგებს, როგორ უკუაგდოს ბოროტი და როგორ აირჩიოს კეთილი.+ 16 სანამ ყმაწვილი არ ისწავლის, როგორ უკუაგდოს ბოროტი და როგორ აირჩიოს კეთილი,+ მიტოვებული იქნება იმ ორი მეფის მიწა, რომელთა გამოც თავზარდაცემული ხარ.+ 17 იეჰოვა ისეთ დღეებს მოგივლენთ შენ,+ შენს ხალხსა და მამაშენის სახლს, როგორიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც ეფრემმა იუდას ზურგი აქცია;+ ის ასურეთის მეფეს+ მოგივლენთ.
18 იმ დღეს იეჰოვა სტვენით მოუხმობს ბუზებს ეგვიპტის ნილოსის არხების ბოლოდან და ფუტკრებს+ ასურეთის მიწიდან,+ 19 მოვლენ ისინი და მოეფინებიან ციცაბო ხევებს, კლდის კბოდეებს, ნარ-ეკალსა და წყალუხვ ადგილებს.+
20 იმ დღეს მდინარის* მხარეში+ დაქირავებული სამართებლით, ასურეთის მეფის+ მეშვეობით, იეჰოვა მას თავს გადაპარსავს, ფეხებს გაპარსავს და წვერსაც არ შეარჩენს.+
21 იმ დღეს კაცი ერთ დეკეულსა და ორ ცხვარს დატოვებს ცოცხალს.+ 22 რძის სიუხვის გამო ის კარაქს შეჭამს; კარაქსა და თაფლს+ შეჭამენ ქვეყანაში დარჩენილები.
23 იმ დღეს ყველა ადგილი, სადაც ათასი ვაზი ხარობდა და რომელიც ათას ვერცხლად ფასობდა,+ ეკლიანი ბუჩქებითა და სარეველათი დაიფარება.+ 24 ის მშვილდ-ისრით მივა იქ,+ რადგან მთელი ქვეყანა ეკლიანი ბუჩქებითა და სარეველათი დაიფარება. 25 ეკლიანი ბუჩქებისა და სარეველას შიშით ვეღარ ახვალ იმ მთებზე, რომლებიც თოხით გასუფთავდა მავნებელი მცენარეებისგან; ის ხარების საძოვრად და ცხვრების გასათელად იქცევა“.+
8 მითხრა იეჰოვამ: „აიღე შენთვის დიდი ფილა+ და დააწერე მოკვდავი კაცის კალმით: მაჰერ-შალალ-ხაშ-ბაზი*. 2 დაამოწმონ+ ჩემთვის ეს ერთგულმა მოწმეებმა+ — ურია მღვდელმა+ და ზაქარიამ, იებერექიას ძემ“.
3 დავწექი წინასწარმეტყველ ქალთან და დაორსულდა იგი. გავიდა დრო და შეეძინა ვაჟი.+ მაშინ მითხრა იეჰოვამ: «დაარქვი მას მაჰერ-შალალ-ხაშ-ბაზი, 4 რადგან სანამ ბავშვი იტყვის:+ „მამა!“ და „დედა!“ დამასკოს სიმდიდრესა და ნადავლს სამარიიდან ასურეთის მეფის თანდასწრებით წაიღებენ».+
5 კვლავ მელაპარაკა იეჰოვა: 6 „რაკი ამ ხალხმა უარყო+ შილოახის* მოწანწკარე წყლები+ და ხარობენ+ რეცინითა და რემალიას ძით,+ 7 ამიტომ, მიაქცევს იეჰოვა მათ წინააღმდეგ+ მდინარის* ძლიერ და უხვ წყალს+ — ასურეთის მეფესა+ და მთელ მის დიდებას.+ ის დაფარავს ყველა მის კალაპოტსა და ნაპირს 8 და გაივლის იუდაზე. ის დატბორავს და გადაუვლის მას,+ კისრამდე მისწვდება.+ მისი გაშლილი ფრთები+ მთელ სიგანეზე დაფარავს შენს ქვეყანას, ემანუელ*!“+
9 ავნეთ მათ, ხალხნო, და გაცამტვერდით. ყური დაუგდეთ ამას, დედამიწის შორეული მხარეების მკვიდრნო!+ სარტყელი შემოირტყით+ და გაცამტვერდით!+ სარტყელი შემოირტყით და გაცამტვერდით! 10 დასახეთ გეგმა! ჩაგეშლებათ.+ სიტყვა თქვით! არ შესრულდება, რადგან ღმერთი ჩვენთანაა.+ 11 ამ ხალხის გზიდან რომ მოვებრუნებინე, იეჰოვამ თავისი ხელის სიძლიერით მითხრა: 12 „ნუ იტყვით: შეთქმულებააო იმაზე, რაზეც ხალხი იძახის, შეთქმულებააო.+ ნუ შეგაშინებთ ის, რისიც მათ ეშინიათ, და ნუ აკანკალდებით.+ 13 ლაშქართა ღმერთს, იეჰოვას უნდა მიიჩნევდეთ წმინდად,+ მისი უნდა გეშინოდეთ+ და მის წინაშე უნდა ძრწოდეთ“.+
14 ის იქნება წმინდა ადგილივით.+ ის იქნება ფეხის წამოსაკრავი ქვასავით და დაბრკოლების კლდესავით+ ისრაელის ორივე სახლისთვის, ხაფანგივით და მახესავით — იერუსალიმის მკვიდრთათვის.+ 15 ბევრი მათგანი დაბრკოლდება, დაეცემა და დაიმტვრევა, მახეში გაებმება და დაჭერილი იქნება.+
16 დაგრაგნე მოწმობა+ და ჩემი მოწაფეების თანდასწრებით ბეჭედი დაასვი კანონს!+ 17 დაველოდები იეჰოვას,+ რომელიც სახეს მალავს იაკობის სახლისგან,+ და მასზე დავამყარებ იმედს.+
18 აი მე და შვილები, რომლებიც იეჰოვამ მომცა,+ ნიშნებად+ და სასწაულებად ვართ ისრაელში ლაშქართა ღვთისგან, იეჰოვასაგან, რომელიც სიონის მთაზე მკვიდრობს.+
19 თუ გეტყვიან: მიმართეთ სულების გამომძახებლებს+ ან მათ, ვისაც მკითხაობის სული აქვთ+ და ვინც ჩურჩულებენ და ბუტბუტებენო, განა თავის ღმერთს არ უნდა მიმართავდეს ხალხი?!+ განა ცოცხლებისთვის მკვდრებს უნდა მიმართავდნენ?!+ 20 კანონსა და მოწმობას მიმართეთ!+
ისინი ილაპარაკებენ ამ განაცხადის მიხედვით,+ მაგრამ განთიადის ნათელი არ ექნებათ.+ 21 ამ მიწაზე ყოველი გამვლელი გაწვალებული და მშიერი იქნება.+ შიმშილისა და სიბრაზის გამო დასწყევლის თავის მეფესა და თავის ღმერთს+ და მაღლა დაიწყებს ყურებას. 22 დახედავს მიწას და, აი, გაჭირვება, სიბნელე+ და ბინდი, მძიმე დრო და წყვდიადი, არანაირი სინათლე.+
9 აღარ იქნება ბინდი, როგორც მაშინ, როცა ქვეყანას უჭირდა, როცა ზებულონის მიწა და ნაფთალის მიწა+ მოძულებული იყო. მოგვიანებით, ის პატივდებული გახდა+ — ზღვისპირა გზა, იორდანის მხარეში მდებარე უცხოტომელთა გალილეა.+ 2 ბნელში მოსიარულე ხალხმა დიდი სინათლე+ იხილა და უკუნეთის+ ქვეყანაში მცხოვრებლებს სინათლემ გაუნათა.+ 3 შენ გაამრავლე ერი;+ გული გაუმხიარულე.+ შენ წინაშე ხარობდნენ ისინი როგორც მკის დროს+ ხარობენ, როგორც ნადავლის გაყოფით გახარებულები.+
4 როგორც მიდიანის დღეს,+ ისე დალეწე მათი ტვირთის უღელი,+ კეტი მათ მხრებზე და ჯოხი, რომლითაც სამუშაოდ მიერეკებოდნენ+ მათ. 5 ყოველი ჩექმა, რომლითაც ბრაგაბრუგით+ დადიან და ყოველი სისხლში ამოვლებული მოსასხამი ცეცხლის კერძად იქცა.+ 6 შეგვეძინა შვილი,+ მოგვეცა ძე,+ რომლის მხარზეც იქნება ხელმწიფობა.+ დაერქმევა მას საოცარი მრჩეველი,+ ძლიერი ღმერთი,+ მარადიული მამა,+ მშვიდობის მთავარი.+ 7 მისი ხელმწიფობა განივრცობა+ და მშვიდობას ბოლო არ ექნება+ დავითის+ ტახტზე და მის სამეფოში მის განსამტკიცებლად+ და სამართლიანობითა+ და სიმართლით+ მის შესანარჩუნებლად, ახლაც და მარადიულადაც. ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მოშურნეობა გააკეთებს ამას.+
8 სიტყვა გაგზავნა იეჰოვამ იაკობის წინააღმდეგ, ისრაელზე შესრულდა იგი.+ 9 გაიგებს ამას ხალხი,+ ყოველი მათგანი, ეფრემი და სამარიის+ მკვიდრი, ამპარტავნობითა და კადნიერი გულით რომ ამბობენ:+ 10 აგურები ჩამოცვივდა, მაგრამ თლილი ქვებით+ ავაშენებთო. სიკომოროები+ მოიჭრა, მაგრამ მას კედრებით შევცვლითო. 11 იეჰოვა რეცინის მტრებს აუმხედრებს მას და შეაგულიანებს მის მტრებს:+ 12 სირიას — აღმოსავლეთიდან+ და ფილისტიმს — უკნიდან;+ დააღებენ პირს და შეჭამენ ისრაელს.+ ყოველივე ამის გამო არ დამცხრალა მისი რისხვა; კვლავ გაწვდილი აქვს ხელი.+
13 არ დაუბრუნდა ხალხი მას, ვინც დაჰკრა მათ,+ არ ეძებდნენ ლაშქართა ღმერთ იეჰოვას.+ 14 ერთ დღეს მოჰკვეთს იეჰოვა ისრაელს თავსა+ და კუდს,+ ყლორტსა და ლელქაშს.+ 15 მოხუცებული და ღრმად პატივცემული თავია,+ ხოლო სიცრუის მასწავლებელი წინასწარმეტყველი — კუდი.+ 16 ამ ხალხს წინამძღოლები ახეტიალებენ;+ დაბნეულნი არიან ისინი, ვისაც წინ მიუძღვიან.+ 17 ამიტომ სიხარულს არ მიანიჭებენ იეჰოვას მათი ჭაბუკები,+ არ შეიწყალებს მათ უმამო ბავშვებსა და ქვრივებს, რადგან ყველანი განდგომილები+ და ბოროტმოქმედები არიან; ყოველი პირი უგუნურებას ლაპარაკობს. ყოველივე ამის გამო არ დამცხრალა მისი რისხვა; კვლავ გაწვდილი აქვს ხელი.+
18 ცეცხლივით აგიზგიზდა ბოროტება;+ ეკლიან ბუჩქებსა და სარეველას შეჭამს იგი.+ ცეცხლი მოეკიდება ტევრებს,+ რომლებიც კვამლის სვეტებად ავა.+ 19 ლაშქართა ღვთის, იეჰოვას რისხვით ცეცხლი მოეკიდა ქვეყანას, ცეცხლის კერძად იქცევა ხალხი;+ საკუთარ ძმასაც კი არავინ შეიბრალებს.+ 20 ერთი მარჯვნივ მოჭრის, მაგრამ მშიერი დარჩება; მეორე მარცხნივ შეჭამს, მაგრამ ვერ გაძღება.+ თითოეული თავისი მკლავის ხორცს შეჭამს,+ 21 მენაშე — ეფრემს და ეფრემი — მენაშეს. ორივენი იუდას წინააღმდეგ აღსდგებიან.+ ყოველივე ამის გამო არ დამცხრალა მისი რისხვა; კვლავ გაწვდილი აქვს ხელი.+
10 ვაი მათ, ვინც საზიანო წესებს ადგენენ,+ გამუდმებით წერენ და ყოველივე საზიანო აქვთ დაწერილი, 2 რათა უარი თქვან საწყალთა სასამართლო საქმის მოსმენაზე და სამართალი წაართვან დაჩაგრულებს ჩემი ხალხიდან,+ რათა ქვრივები გახდნენ მათი ნადავლი და გაძარცვონ უმამო ბავშვები!+ 3 რას იზამთ იმ დღეს, როცა განგიკითხავენ+ და როცა შორიდან მოვა უბედურება?+ ვისთან გაიქცევით დახმარებისთვის+ და სად დატოვებთ თქვენს დიდებას,+ 4 როცა პატიმრებს შორის წელში მოიხრებით და როცა ხალხი დაეცემა მოკლულთა შორის?+ ყოველივე ამის გამო არ დამცხრალა მისი რისხვა; კვლავ გაწვდილი აქვს ხელი.+
5 «აი, ასურელი,+ ჩემი რისხვის კვერთხი!+ ჩემგან შერისხვის ჯოხია მის ხელში! 6 განდგომილი+ ერის წინააღმდეგ გავგზავნი მას და ჩემი რისხვის ხალხის წინააღმდეგ ბრძანებას მივცემ,+ რომ გაძარცვოს, დაიტაცოს და ქუჩის თიხასავით გასათელად აქციოს.+ 7 ასეც რომ არ იყოს, მაინც გაუწევს გული; გულმა რომც არ გაუწიოს, მაინც განიზრახავს, რადგან გულში განადგურებას+ და არაერთი ხალხის მოსპობას იზრახავს.+ 8 იტყვის: „განა ჩემი მთავრები მეფეებიც არ არიან?!+ 9 განა ქალნო+ ქარხემიშივით+ არ არის?! განა ხამათი+ არფადივით+ არ არის?! განა სამარია+ დამასკოსავით+ არ არის?! 10 როგორც ჩემი ხელი მისწვდა არაფრის მაქნისი ღმერთების სამეფოებს, სადაც უფრო მეტია ქანდაკება, ვიდრე იერუსალიმსა და სამარიაში,+ 11 განა ასევე არ მოვექცევი სამარიასა და მის არაფრის მაქნის ღმერთებს,+ შემდეგ კი იერუსალიმსა და მის კერპებს?!“+
12 როცა იეჰოვა შეწყვეტს თავის საქმეებს სიონის მთაზე და იერუსალიმში, პასუხს მოვთხოვ ასურეთის მეფეს მისი გულის კადნიერების ნაყოფისა და მედიდური თვალების თავდაჯერებული მზერის გამო.+ 13 ვინაიდან თქვა: „ჩემი ხელის ძალით და ჩემი სიბრძნით ვიმოქმედებ,+ რადგან გაგების უნარი მაქვს. მოვაშორებ ხალხთა საზღვრებს,+ წავართმევ, რაც მოუგროვებიათ+ და ძლიერი კაცივით მიწაზე დავანარცხებ მათ მკვიდრებს.+ 14 როგორც ბუდეს, ისე მისწვდება ხალხთა სიმდიდრეს+ ჩემი ხელი.+ როგორც კაცი აგროვებს დატოვებულ კვერცხებს, მეც ასევე შევაგროვებ მთელ დედამიწას. ვერავინ ააფრიალებს ფრთებს, პირს ვერ გააღებს და ვერ დაიჭიკჭიკებს“».
15 განა გაუდიდგულდება ცული მჩეხავს, ან ხერხი თავს განიდიდებს მხერხავზე?! განა ჯოხი ამოძრავებს წინ და უკან მას, ვინც მაღლა სწევს მას, ანდა კეტი სწევს მაღლა მას, ვინც ხე არ არის?!+ 16 ამიტომ ჭეშმარიტი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, დამაუძლურებელ სენს გაუგზავნის ასურეთის მსუქნებს;+ ცეცხლი შეენთება მის დიდებას.+ 17 ცეცხლად იქცევა+ ისრაელის სინათლე,+ მისი წმინდა კი — ალად.+ ის აბრიალდება და ერთ დღეში შთანთქავს მის სარეველებსა და ეკლიან ბუჩქებს.+ 18 მისი ტყისა და ხილნარის დიდებას ის სრულიად მოუღებს ბოლოს;+ ეს ავადმყოფის ჩამოდნობას დაემსგავსება.+ 19 მისი ტყიდან იმდენი ხე დარჩება, რომ ყმაწვილიც კი შეძლებს მათ აღწერას.+
20 იმ დღიდან ისრაელში დარჩენილები+ და იაკობის სახლიდან გადარჩენილები აღარასოდეს იქნებიან დაიმედებული მასზე, ვინც დაჰკრა მათ.+ ისინი იეჰოვაზე, ისრაელის წმინდაზე+ იქნებიან დაიმედებული ჭეშმარიტებით.+ 21 ძლიერ ღმერთს მხოლოდ ნაწილი დაუბრუნდება*, იაკობის ნაწილი.+ 22 ზღვის ქვიშასავითაც რომ იყოს,+ ისრაელო, შენი ხალხი, მისგან მხოლოდ ნაწილი დაბრუნდება.+ გადაწყვეტილია თქვენი შემუსვრა+ და წარღვნასავით მოვა სიმართლით,+ 23 რადგან უზენაესი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა შეგმუსრავთ+ და მკაცრ განაჩენს აღასრულებს ქვეყნის შუაგულში.+
24 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი+ უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ნუ გეშინია, სიონში+ მცხოვრებო ჩემო ხალხო, ასურელისა, რომელიც ჯოხს გირტყამდა+ და ეგვიპტის მსგავსად კვერთხს აღმართავდა შენზე.+ 25 ცოტაც და დასრულდება შერისხვა;+ მათ წინააღმდეგ იქნება მიმართული ჩემი რისხვა და გაქრებიან ისინი.+ 26 ლაშქართა ღმერთი იეჰოვა მოუქნევს მას მათრახს+ ისე, როგორც მოიქნია მიდიანის დამარცხებისას ორების კლდესთან.+ მისი კვერთხი ზღვაზე+ იქნება გაწვდილი და მაღლა ასწევს მას, როგორც ეს ეგვიპტეს გაუკეთა.+
27 იმ დღეს ჩამოგცილდება მხრიდან მისი ტვირთი+ და კისრიდან+ — მისი უღელი, გატყდება+ უღელი ზეთისგან“.
28 ის მივიდა აიათში;+ მიგრონზე ჩაიარა, მიქმაშში+ ინახავს თავის ნივთებს. 29 ფონს გავიდა, გებაში+ ათევს ღამეს, რამა+ შიშისგან კანკალებს, საულის გიბა+ გაიქცა. 30 იკივლე, გალიმის ასულო!+ ყურად იღე, ლაიშა! შენც დაჩაგრულო ანათოთო!+ 31 მადმენა გაიქცა. თავს უშველა გებიმის მოსახლეობამ. 32 ჯერ კიდევ დღეა, შეიძლება ნობში+ გაჩერება. ის ხელს უღერებს სიონის ასულის მთას, იერუსალიმის გორას.+
33 აი, ჭეშმარიტი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, საშინელი ჭახანით ჭრის ტოტებს;+ ტანმაღლები იჭრებიან და მაღლები დაბლდებიან.+ 34 მან რკინის იარაღით გაკაფა ტევრები; ძლიერი დასცემს ლიბანს.+
11 ამოვა ყლორტი+ იესეს+ ძირკვიდან და ნაყოფიერი+ იქნება მისი ფესვის ამონაყარი.+ 2 მასზე დაივანებს იეჰოვას სული,+ სიბრძნისა+ და გაგების სული,+ რჩევისა და ძლევამოსილების სული,+ ცოდნისა+ და იეჰოვას შიშის სული;+ 3 სიამოვნებას მოჰგვრის მას იეჰოვას შიში.+
შესახედაობით არ გაასამართლებს, არც ყურით გაგონილით ამხილებს.+ 4 სამართლიანად გაასამართლებს საწყლებს+ და სიმართლით ამხილებს ხალხს დედამიწის თვინიერთა გულისთვის. დაჰკრავს დედამიწას თავისი პირის კვერთხს;+ თავისი ბაგეების სულით დახოცავს ბოროტებს.+ 5 თეძო სიმართლით ექნება შემოსარტყლული,+ წელი კი — ერთგულებით.+
6 მგელი ბატკნის გვერდით დაისვენებს ხოლმე,+ ჯიქი თიკნის გვერდით დაწვება, ხბო, ლომი+ და ნასუქი პირუტყვი ერთად იქნებიან+ და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ. 7 ძროხა და დათვი ერთად მოძოვენ და მათი ნაშიერები ერთმანეთის გვერდით დაწვებიან. ლომიც კი ხარივით შეჭამს ბზეს.+ 8 ძუძუთა ბავშვი კობრას+ ხვრელთან ითამაშებს; ძუძუს მოწყვეტილი შხამიანი გველის სოროს დააფარებს ხელს. 9 ზიანს აღარ მოიტანენ+ და აღარაფერს მოსპობენ მთელ ჩემს წმინდა მთაზე,+ რადგან დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე.+
10 იმ დღეს+ იესეს ფესვი+ ნიშნად იდგება ხალხებისთვის.+ ყველა ხალხი მას მიმართავს ხელმძღვანელობისთვის+ და დიდებული იქნება მისი მოსასვენებელი ადგილი.+
11 იმ დღეს იეჰოვა მეორედ გაიწვდის ხელს,+ რათა შეკრიბოს თავისი ხალხიდან დარჩენილები ასურეთიდან,+ ეგვიპტიდან,+ ფათროსიდან,+ ქუშიდან,+ ელამიდან,+ შინარიდან,+ ხამათიდან და ზღვის კუნძულებიდან.+ 12 ის ნიშანს აღმართავს ერებისთვის და შეკრებს გაფანტულ ისრაელებს;+ შეკრებს გაფანტულ იუდეველებს დედამიწის ოთხივე კიდიდან.+
13 გაქრება ეფრემის შური,+ მოისპობიან იუდას მიმართ მტრულად განწყობილნი. ეფრემს აღარ შეშურდება იუდასი, აღარც იუდა უმტრობს ეფრემს.+ 14 მხარზე დააფრინდებიან ფილისტიმს დასავლეთში;+ ერთად გაძარცვავენ აღმოსავლეთის ძეებს.+ ედომსა და მოაბს მოუღერებენ ხელს+ და მათ დაემორჩილებიან ამონის ვაჟები.+ 15 იეჰოვა მოჰკვეთს ენას ეგვიპტის ზღვას+ და თავისი მწველი სულით ხელს მოუქნევს მდინარეს.+ დაჰკრავს მის შვიდ ნაკადს და ხალხს სანდლებით ატარებს.+ 16 გზა+ გაიკვალება+ ასურეთიდან მისი ხალხიდან დარჩენილთათვის+ ისევე, როგორც ეგვიპტის მიწიდან ისრაელის გამოსვლის დღეს.
12 იმ დღეს+ იტყვი: „მადლობას გეტყვი, იეჰოვა, რადგან განრისხებული იყავი ჩემზე, მაგრამ დაცხრა+ შენი რისხვა და მანუგეშე.+ 2 აი, ღმერთია ჩემი ხსნა.+ მას მივენდობი და არ შემეშინდება,+ რადგან იაჰი,* იეჰოვაა ჩემი ძალა+ და ჩემი ძლევამოსილება.+ ის არის ჩემი ხსნა“.+
3 სიხარულით ამოიღებთ წყალს ხსნის წყაროებიდან.+ 4 იმ დღეს იტყვით: „მადლობდეთ იეჰოვას!+ მოუხმეთ მის სახელს.+ აუწყეთ ხალხებს მისი საქმეები.+ გააცხადეთ, რამდენად ამაღლებულია მისი სახელი.+ 5 ქება უმღერეთ იეჰოვას,+ რადგან დიდებულად იმოქმედა.+ მთელი დედამიწისთვის არის ეს ცნობილი.
6 იყვირე და სიხარულით შესძახე, სიონის მკვიდრო ქალო, რადგან დიდებულია ისრაელის წმინდა შენში“.+
13 ბაბილონის განაჩენი,+ რომელიც ესაიამ, ამოცის ძემ,+ იხილა: 2 „შიშველ მთაზე აღმართეთ ნიშანი.+ ხმამაღლა გასძახეთ, ხელი დაუქნიეთ,+ რათა შევიდნენ წარჩინებულთა შესასვლელებში.+ 3 ბრძანება გავეცი ჩემი განწმენდილებისთვის.+ ჩემს ძლიერებსაც, დიდად გახარებულებსაც, მოვუხმე ჩემი რისხვის გამოსავლენად.+ 4 ისმინეთ! მთებში მყოფი ბრბო მრავალრიცხოვან ხალხს ჰგავს!+ ისმინეთ! სამეფოების, ერთად შეკრებილი ერების ყაყანი ისმის!+ ლაშქართა ღმერთი იეჰოვა საომრად კრებს ლაშქარს.+ 5 შორეული ქვეყნიდან,+ ზეცის კიდეებიდან მოდის იეჰოვა და მასთან ერთად მისი შემრისხავი იარაღები მთელი დედამიწის მოსასპობად.+
6 იღრიალეთ,+ რადგან ახლოს არის იეჰოვას დღე!+ ძარცვასავით მოვა იგი ყოვლისშემძლისგან.+ 7 ამიტომ ყველა ხელი დაეშვება და მთლიანად დაუდნება გული მოკვდავ ადამიანს.+ 8 შეშფოთებულია ხალხი.+ კრუნჩხვები და მშობიარობის ტკივილები დაეწყოთ; ტკივილები აქვთ მშობიარე ქალივით.+ ერთმანეთს გაოცებულები შეჰყურებენ. ალმური ასდით სახეზე.+
9 აი, მოდის იეჰოვას დღე, სასტიკი რისხვითა და მრისხანებით, რათა გამაოგნებელი გახადოს ქვეყანა+ და აღგავოს მისგან ცოდვილები.+ 10 აღარ გამოანათებენ ცის ვარსკვლავები და ქესილის თანავარსკვლავედები;+ მზე დაბნელდება ამოსვლისას და მთვარე აღარ გამოსცემს სინათლეს. 11 ამ მიწაზე მივაქცევ მისივე ბოროტებას+ და ბოროტებზე — მათივე დანაშაულს. ბოლოს მოვუღებ კადნიერთა სიამაყეს და სასტიკთა ამპარტავნობას დავამცირებ.+ 12 მოკვდავ ადამიანს ხალას ოქროზე იშვიათს გავხდი,+ ადამიანს — ოფირის+ ოქროზე იშვიათს. 13 ამიტომაც შევარყევ ცას+ და შეიძვრება დედამიწა ლაშქართა ღვთის,+ იეჰოვას მრისხანებით მისი რისხვის დღეს.+ 14 გაქცეული ქურციკივით და შემგროვებლის გარეშე დარჩენილი ფარასავით+ დაუბრუნდება თითოეული თავის ხალხს; თითოეული თავის ქვეყანაში გაიქცევა.+ 15 ვისაც ნახავენ, განიგმირება, ვისაც დაიჭერენ, მახვილით დაეცემა.+ 16 შვილებს თვალწინ შეუმუსრავენ,+ სახლებს გაუძარცვავენ და ცოლებს გაუუპატიურებენ.+
17 აი, აღვძრავ მათ წინააღმდეგ მიდიელებს,+ რომლებიც ვერცხლს არაფრად აგდებენ და რომლებსაც ოქრო არ ახარებთ. 18 ახალგაზრდებსაც კი განგმირავს მათი მშვილდი;+ არ შეებრალებათ მუცლის ნაყოფი,+ არ დაენანება ვაჟები მათ თვალებს. 19 ბაბილონი, სამეფოების მშვენება,+ ქალდეველების სილამაზე+ და სიამაყე, ისევე დაემხობა, როგორც ღმერთმა სოდომი და გომორა დაამხო;+ 20 არასოდეს დასახლდება,+ თაობიდან თაობაში აღარსად დამკვიდრდება.+ არ გაშლის იქ არაბი თავის კარავს და არც მწყემსები დაასვენებენ იქ თავიანთ ფარებს. 21 იქ დაისვენებენ უწყლო მხარეების ბინადარნი და მათი სახლები ზარნაშოებით აივსება.+ სირაქლემები დამკვიდრდებიან იქ და თხისმაგვარი დემონები* იკუნტრუშებენ.+ 22 ტურები აკივლდებიან მის საცხოვრებელ კოშკებში,+ დიდი გველი იქნება ნეტარების სასახლეებში. მალე მოვა მისი დრო, არ გახანგრძლივდება მისი დღეები“.+
14 იეჰოვა შეიწყალებს იაკობს+ და კვლავ ამოირჩევს ისრაელს.+ თავიანთ მიწაზე მოასვენებს მათ.+ ხიზნებიც შეუერთდებიან მათ და შეეთვისებიან იაკობის სახლს.+ 2 ხალხები აიყვანენ მათ და მიიყვანენ თავიანთ ადგილზე; ისრაელის სახლი თავის საკუთრებად აქცევს მათ იეჰოვას მიწაზე და მსახურებად და მოახლეებად გაიხდის.+ ისინი დაატყვევებენ+ თავიანთ დამატყვევებლებს და დაიმორჩილებენ იმ ხალხს, რომელიც სამუშაოდ მიერეკებოდა მათ.+
3 იმ დღეს, როცა იეჰოვა დაგასვენებს შენი ტკივილებისგან, შფოთისა და მძიმე მონობისგან, რომლითაც დამონებული იყავი,+ 4 დაცინვით იტყვი იგავს ბაბილონის მეფეზე:
«როგორ შეჩერდა ის, ვინც სხვებს მიერეკებოდა სამუშაოდ, შეწყდა ჩაგვრა!+ 5 იეჰოვამ დაამტვრია ბოროტთა ჯოხი და მმართველთა კვერთხი,+ 6 მოსპო ის, ვინც რისხვით ურტყამდა ხალხებს განუწყვეტლივ,+ ვინც დაუფარავი რისხვით იმორჩილებდა ერებს და გაშმაგებით დევნიდა მათ.+ 7 მოისვენა მთელმა დედამიწამ+ და დაწყნარდა. ხალხი გამხიარულდა და სიხარულით აყიჟინდა.+ 8 ღვიის ხეებმა+ და ლიბანის კედრებმაც გაიხარეს შენ გამო და თქვეს: მას შემდეგ, რაც დაეცი, ხის მჭრელი+ აღარ მოსულაო ჩვენ მოსაჭრელად.
9 დაბლა სამარეც+ კი შეიძრა შენ გამო, რომ შეგეგებოს შენი მოსვლისას. შენ გამო გამოაღვიძა მან უსიცოცხლოები,+ დედამიწის თხისმაგვარი წინამძღოლები.+ ხალხთა მეფეები წამოაყენა თავიანთი ტახტებიდან.+ 10 ყოველი მათგანი ალაპარაკდა და გეუბნებიან: „ნუთუ ჩვენსავით დაუძლურდი?!+ ნუთუ ჩვენ დაგვემსგავსე?!+ 11 სამარეში ჩავიდა შენი სიამაყე და შენი სიმებიანი საკრავების ხმაური.+ მატლებია შენი ტახტი, ჭიაყელებია შენი საფარი“.+
12 როგორ ჩამოვარდი ზეციდან,+ მანათობელო, განთიადის ძეო! როგორ დაენარცხე დედამიწას,+ ხალხთა დამაუძლურებელო!+ 13 გულში კი ამბობდი: ცაში ავალ;+ ღვთის ვარსკვლავების ზემოთ+ დავიდგამო ტახტს;+ დავჯდები შეხვედრის მთაზე,+ შორეულ ჩრდილოეთში;+ 14 ავალ ღრუბლების ზემოთ,+ უზენაესს დავემსგავსებიო.+
15 სამარეში ჩახვალ,+ ორმოს სიღრმეში.+ 16 ვინც დაგინახავს, მოგაშტერდება. კარგად დაგაკვირდებიან და იტყვიან: „ეს ის კაცი არ არის, დედამიწას რომ არყევდა და სამეფოებს აზანზარებდა,+ 17 უდაბნოდ რომ აქცევდა ნაყოფიერ მიწას და ამხობდა მის ქალაქებს,+ პატიმრებს შინ რომ არ უშვებდა?“+ 18 ხალხთა სხვა მეფეები, თითოეული მათგანი, დიდებით წვანან თავ-თავიანთ სახლებში.+ 19 შენ კი სამარხის გარეშე ხარ გადაგდებული,+ როგორც საძულველი ამონაყარი; შემოსილი ხარ მახვილით დახოცილებით, რომლებიც ქვიან ორმოში ჩადიან;+ გათელილ გვამს ჰგავხარ.+ 20 არ შეუერთდები მათ საფლავში, რადგან შენივე ქვეყანა მოსპე, შენივე ხალხი დახოცე. სამარადისოდ არ მოიხსენიება ბოროტმოქმედთა შთამომავლობა.+
21 გაამზადეთ კუნძი მისი ვაჟების დასაკლავად მათი მამა-პაპის ცოდვების გამო,+ რათა არ წამოიმართონ, არ დაეუფლონ დედამიწას და ქალაქებით არ აავსონ მიწის პირი».+
22 „მათ წინააღმდეგ აღვდგები“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
„მოვსპობ ბაბილონის სახელს,+ მისგან დარჩენილებს, მის მოდგმასა და შთამომავლობას“,+ — ამბობს იეჰოვა.
23 „მაჩვზღარბებისა და ლერწმიანი ტბორის საკუთრებად ვაქცევ და მოსპობის ცოცხით გავხვეტ“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
24 დაიფიცა ლაშქართა ღმერთმა,+ იეჰოვამ: „როგორც განვიზრახე, ისე მოხდება. რაც გადავწყვიტე, ის ახდება,+ 25 რათა შევმუსრო ასურელი ჩემს მიწაზე+ და გავთელო ჩემს მთებზე,+ რომ მისი უღელი მოსცილდეს მათ და მისი ტვირთი — მათ მხრებს“.+
26 ეს არის მთელი დედამიწის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება და ყველა ერის წინააღმდეგ გაწვდილი ხელი. 27 ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ გადაწყვიტა+ და ვინ ჩაშლის?!+ მისი ხელი გაწვდილია და უკან ვინ წააღებინებს მას?!+
28 მეფე ახაზის სიკვდილის+ წელს ასეთი ცნობა გავრცელდა: 29 „ნუ გაიხარებ,+ ფილისტიმო,+ ნუ გაიხარებთ, იქ მყოფნო, რადგან გადატყდა შენი მცემელის ჯოხი.+ გველის ფესვიდან+ შხამიანი გველი გამოვა+ და მისი ნაყოფი ელვისებური, გესლიანი გველი იქნება.+ 30 საწყალთა პირმშოები შეჭამენ და ღარიბები უსაფრთხოდ წამოწვებიან.+ შიმშილით მოვკლავ შენს ფესვს და შენგან დარჩენილები განადგურდებიან.+ 31 იღრიალე, კარიბჭევ! იყვირე, ქალაქო! ყველას გული შეუდრკება შენში, ფილისტიმო! ჩრდილოეთიდან მოდის კვამლი, მის რიგებს არავინ აკლდება“.+
32 რას უპასუხებენ ერის მაცნეებს?+ იმას, რომ იეჰოვამ დააფუძნა სიონი+ და იქ შეაფარებენ თავს დაჩაგრულები მისი ხალხიდან.
15 მოაბისთვის გამოტანილი განაჩენი:+ დადუმდა მოაბის არი,+ რადგან ღამით გაიძარცვა ის. დადუმდა მოაბის კირი,+ რადგან ღამით გაიძარცვა ის. 2 სატირლად ავიდა ტაძარში და დიბონში,+ მაღლობებზე. ღრიალებს მოაბი ნებოსა+ და მედებას+ გამო; ყველა თავი მელოტია+ და ყველა წვერი შეკრეჭილია იქ. 3 ქუჩებში ჯვალო აქვთ შემორტყმული.+ ბანებსა+ და მოედნებზე ყველა ღრიალებს, ტირილით ეშვებიან დაბლა.+ 4 ყვირიან ხეშბონი და ელალე;+ იაჰაცამდე+ ისმის მათი ხმა. ამიტომ გაჰყვირიან მოაბის მეომრებიც; სული უთრთით.
5 გაჰყვირის ჩემი გული მოაბის გამო.+ ცოარამდე+ და ეგლათ-შელიშიამდე+ გარბიან მოაბიდან გაქცეულები. ტირილით ადიან ლუხითის+ აღმართზე, ყვირიან ამ უბედურების გამო ხორონაიმისკენ+ მიმავალ გზაზე. 6 გაპარტახდა ნიმრიმის+ წყლები; გახმა მწვანე ბალახი, მოისპო, აღარაფერი დარჩა მწვანე.+ 7 ამიტომ ალვის ხეების ხევს იქით მიაქვთ თავიანთი მონარჩენი და დაგროვილი ქონება. 8 მთელ მოაბში გაისმის ყვირილი;+ ეგლაიმშიც ისმის ღრიალი, ბეერ-ელიმშიც ისმის ღრიალი, 9 რადგან სისხლით აივსო დიმონის წყლები. სხვა რამესაც მოვუვლენ დიმონს, ლომს მივუშვებ მათზე, ვინც მოაბიდან გადარჩა და ვინც მიწაზე დარჩა.+
16 გაუგზავნეთ ვერძი ქვეყნის მმართველს,+ სელადან უდაბნოსკენ, სიონის ასულის მთაზე.+
2 ბუდიდან განდევნილ+ ფრინველს დაემსგავსებიან მოაბის ასულები არნონის ფონთან.+
3 „მიეცით რჩევა, აღასრულეთ გადაწყვეტილება.+
ღამესავით აქციე შენი ჩრდილი შუადღისას.+ დამალე გაფანტულები,+ ნუ გასცემ გაქცეულებს.+ 4 ხიზნებად იცხოვრონ ჩემმა გაფანტულებმა შენში, მოაბ.+ მძარცველის გამო სამალავი გახდი მათთვის.+ ბოლო მოეღო მჩაგვრელს. შეწყდა ძარცვა. ბოლო მოეღოთ სხვების გამთელავებს დედამიწაზე.+
5 სიკეთით* განმტკიცდება ტახტი+ და მეფე ჭეშმარიტებით დაჯდება მასზე დავითის კარავში;+ გაასამართლებს, სამართლისკენ ისწრაფებს და სწრაფად აღასრულებს სიმართლეს“.+
6 გვსმენია მოაბის სიამაყეზე, რომ ძალიან ამაყია იგი.+ მისი ამპარტავნობა, მისი სიამაყე და მისი რისხვა+ — ყველაფერი ფუჭსიტყვაობაა.+ 7 ამიტომ მოაბი იღრიალებს მოაბზე;+ იღრიალებს ყველა. კირ-ხარასეთის+ ქიშმიშის კვერების გამო იკვნესებენ დაცემულნი, 8 რადგან გადახმა ხეშბონის+ ტერასები. სიბმას+ ვაზის ალისფერი ლერწები გათელეს ხალხთა პატრონებმა; იაზერს+ მისწვდნენ; უდაბნოში დახეტიალებდნენ. მისი ყლორტები დატოვებული იყო, რომ თავისუფლად ეზარდა; ზღვას მისწვდნენ ისინი.
9 ამიტომ დავიტირებ სიბმას ვაზს,+ როგორც იაზერს. ჩემი ცრემლებით დაგასველებ, ხეშბონ+ და ელალე,+ რადგან ყვირილი ისმის შენი ზაფხულისა და შენი მოსავლის აღების დროს.+ 10 მხიარულება და სიხარული წაერთვა ხილნარს, ვენახებში აღარ ისმის მხიარული შეძახილი და ყიჟინა;+ არ არის საწნახელში დასაწური ღვინო.+ მე შევაწყვეტინე ძახილი.+
11 ამიტომაც ქნარის სიმივით მითრთის შიგნეული მოაბის გამო+ და შიგნით ყველაფერი მითრთის კირ-ხარასეთის გამო.+
12 გამოჩნდა, რომ დაიღალა მოაბი მაღლობზე.+ მივიდა სალოცავად+ თავის საწმინდარში, მაგრამ ვერაფერს მიაღწია.+
13 ეს არის სიტყვა, რომელიც ნათქვამი ჰქონდა იეჰოვას მოაბზე. 14 ახლა ამბობს იეჰოვა: „სამ წელიწადში, მოჯამაგირისთვის+ დადგენილი წლების თანახმად, დამცირდება მოაბის დიდება+ ყოველგვარი აურზაურით; ცოტანი დარჩებიან ძალაგამოცლილნი“.+
17 დამასკოსთვის გამოტანილი განაჩენი:+ „აი, აღარ არის ქალაქი დამასკო, ნანგრევების გროვად იქცა ის.+ 2 აროერის+ მიტოვებული ქალაქები ფარათა სადგომებად იქცა, მოსასვენებელ ადგილებად, სადაც არავინ აფრთხობს მათ.+ 3 გაქრა გამაგრებული ქალაქი ეფრემიდან,+ სამეფო — დამასკოდან;+ სირიაში დარჩენილების დიდება ისრაელის ძეთა დიდებას დაემსგავსება“, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.+
4 „იმ დღეს დამცირდება იაკობის დიდება,+ მისი ხორცის სიმსუქნე გაილევა.+ 5 როცა მომკელი შეაგროვებს ძნებს და თავისი მკლავით მომკის თავთავს,+ ის რეფაიმის ველზე+ დარჩენილი თავთავების ამგროვებელს დაემსგავსება. 6 იქ იმდენი ნამცვრევი დარჩება, რამდენიც რჩება ხოლმე ზეთისხილის ჩამობერტყვის შემდეგ: ორი-სამი მწიფე ზეთისხილი — კენწეროში, ოთხი-ხუთი — მსხმოიარე ტოტზე“, — ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი.+
7 იმ დღეს ახედავს კაცი თავის შემოქმედს და მისი თვალები ისრაელის წმინდისკენ იქნება მიპყრობილი.+ 8 არ შეხედავს სამსხვერპლოებს,+ თავის ნახელავს,+ არც თავისი თითებით შექმნილს მიაჩერდება, არც წმინდა ბოძებს და არც სასაკმევლეებს.+ 9 იმ დღეს მისი ციხე-ქალაქები ტყეში მიტოვებულ ადგილს დაემსგავსება, ტოტს, ისრაელის ძეთა გამო მიტოვებულს. გაპარტახდება ის.+ 10 შენ დაივიწყე+ შენი ხსნის ღმერთი+ და არ გაიხსენე შენი სიმაგრის კლდე.+ ამიტომ ნეტარების ბაღებს აშენებ და უცხოს ყლორტს რგავ. 11 დღისით გულდასმით შემოღობავ შენს ბაღს და დილით აღმოცენდება თესლი, მაგრამ ვერაფერს მოიმკი სნეულებისა და გაუყუჩებელი ტკივილის დღეს.+
12 აი, აურზაური ატეხა მრავალმა ხალხმა, ზღვასავით ბობოქრობენ! ერები ხმაურობენ, ადიდებული წყლებივით გრგვინავენ!+ 13 ადიდებული წყლებივით გრგვინვას დაიწყებენ ერები.+ ის გაკიცხავს მათ+ და შორს გაიქცევიან, მთიდან ქარისგან გახვეტილ ბზესა და ქარიშხლისგან ატაცებულ ნარს დაემსგავსებიან.+ 14 საღამოს თავზარი დაეცემათ. დილამდე ვეღარ გასტანენ.+ ეს არის ჩვენი მძარცველების ხვედრი და ჩვენი გამქურდავების წილი.+
18 ვაი, ფრთიანი ზუზუნა მწერების ქვეყანას, რომელიც ეთიოპიის+ მდინარეების მხარეშია! 2 ის ზღვით აგზავნის დესპანებს,+ პაპირუსის ნავებით წყლის ზედაპირზე, და ეუბნება: „წადით, მარდო მაცნეებო, მაღალ და პრიალაკანიან ერთან, ხალხთან, რომლისაც ყველგან ეშინიათ, დიდძალოვან და სხვების გამთელავ ერთან, რომლის მიწაც მდინარეებმა წალეკეს!“+
3 მიწის მკვიდრნო+ და დედამიწის მცხოვრებნო, თქვენ იხილავთ სანახაობას, როგორც მთაზე აღმართულ ნიშანს ხედავთ,+ და მოისმენთ ხმას, როგორც საყვირის ხმა გესმით.+ 4 აი რა მითხრა იეჰოვამ: „მშვიდად ვიქნები და გადმოვხედავ ჩემს მტკიცედ დადგენილ ადგილს.+ ეს იქნება მწველი სიცხესავით და ნათელივით,+ ცვრის ღრუბელივით სიცხეში, მოსავლის აღების დროს.+ 5 რთვლის დაწყებამდე, როცა ყვავილი გაიფურჩქნება და მწიფე ყურძნად იქცევა, ის სასხლავით მოკვეთს ლერწებს და მოაცილებს პწკალებს, მოჭრის მათ.+ 6 მთის მტაცებელ ფრინველსა და დედამიწის მხეცს დარჩება ისინი.+ მათზე გაატარებს ზაფხულს მტაცებელი ფრინველი და მკის დროს — დედამიწის ყოველი მხეცი.+
7 იმ დროს, ძღვენს მიუტანენ ლაშქართა ღმერთ იეჰოვას+ სიონის მთაზე,+ ლაშქართა ღმერთ იეჰოვას სახელის სამკვიდრებელში, მაღალი და პრიალაკანიანი ერისგან,+ ხალხისგან, რომლისაც ყველგან ეშინიათ, დიდძალოვანი და სხვების გამთელავი ერისგან, რომლის მიწაც მდინარეებმა წალეკეს“.
19 ეგვიპტისთვის გამოტანილი განაჩენი:+ აი, ამხედრებულია იეჰოვა სწრაფ ღრუბელზე+ და ეგვიპტეში მიდის. ათრთოლდებიან მის გამო ეგვიპტის არაფრის მაქნისი ღმერთები+ და გული დაუდნება ეგვიპტეს.+
2 „ავამხედრებ ეგვიპტელს ეგვიპტელზე და თითოეული თავის ძმას შეებრძოლება, თითოეული — თავის მეგობარს, ქალაქი — ქალაქს და სამეფო — სამეფოს.+ 3 სული შეუშფოთდება ეგვიპტეს+ და ჩავშლი მის გეგმას;+ არაფრის მაქნის ღმერთებს,+ მომნუსხველებს, სულების გამომძახებლებსა და მარჩიელებს მიმართავენ.+ 4 ჩავაგდებ ეგვიპტეს სასტიკი ბატონის ხელში, ძლიერი მეფე იმეფებს მათზე“,+ — ამბობს ჭეშმარიტი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
5 წყალი ამოშრება ზღვიდან, დაიწრიტება და დაშრება მდინარე.+ 6 აყროლდება მდინარეები, ეგვიპტის ნილოსის არხები დაიკლებს და დაიწრიტება.+ დალპება ლერწამი+ და ლელქაში. 7 გადახმება მდინარე ნილოსის პირას და მდინარე ნილოსის შესართავთან გაშიშვლებული ადგილები და ყოველი ნათესი მდინარე ნილოსის გარშემო;+ გაიხვეტება და აღარ იქნება. 8 იგლოვებენ მეთევზეები, დამწუხრდება ყველა, ვინც ანკესს ისვრის მდინარე ნილოსში; წყლის ზედაპირზე თევზსაჭერი ბადეების გამშლელებს ქანცი გაუწყდებათ.+ 9 შერცხვებიან გაჩეჩილ სელზე+ მომუშავეები და თეთრი ქსოვილის მქსოველები. 10 მისი მქსოველები+ შეიმუსრებიან და ყველა მოჯამაგირე სულით დამწუხრდება.
11 უგუნურნი არიან ცოანის+ მთავრები. ფარაონის ბრძენ მრჩეველთა რჩევა უგუნურებაა.+ როგორ ეტყვით ფარაონს, მე ბრძენთა, ძველი დროის მეფეთა შვილი ვარო? 12 მაშ სად არიან ისინი — შენი ბრძენკაცები+ — რომ გითხრან და გაიგონ, რა აქვს განზრახული ლაშქართა ღმერთ იეჰოვას ეგვიპტისთვის?+ 13 უგუნურად იქცევიან+ ცოანის მთავრები, ცდებიან ნოფის+ მთავრები, ეგვიპტეს მისივე ტომების თავკაცები+ ახეტიალებენ. 14 იეჰოვამ ფორიაქის სული გადმოღვარა+ მათზე; ისინი ახეტიალებენ ეგვიპტეს ყველა მის საქმეში, როგორც მთვრალი ბარბაცებს თავის ნარწყევში.+ 15 არ იქნება ეგვიპტეში საქმე, რომლის გაკეთებასაც შეძლებს თავი ან კუდი, ყლორტი ან ლელქაში.+
16 იმ დღეს ეგვიპტე ქალს დაემსგავსება, იკანკალებს+ და შიში შეიპყრობს ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ხელის გამო, რომელსაც ის მის წინააღმდეგ იქნევს.+ 17 შიშის ზარს დასცემს ეგვიპტეს იუდას მიწა.+ მის ხსენებაზე შიში იპყრობთ ლაშქართა ღვთის, იეჰოვას განზრახვის გამო, რაც მათ წინააღმდეგ განუზრახავს.+
18 იმ დღეს ეგვიპტის მიწაზე+ ხუთი ქალაქი ილაპარაკებს ქანაანურად+ და ლაშქართა ღმერთს, იეჰოვას დაიფიცებს.+ ერთ ქალაქს ნგრევის ქალაქი დაერქმევა.
19 იმ დღეს იეჰოვას სამსხვერპლო იქნება ეგვიპტეში+ და იეჰოვას სვეტი — მის საზღვართან. 20 ეს იქნება ნიშნად და მოწმობად ლაშქართა ღვთისთვის, იეჰოვასთვის ეგვიპტის მიწაზე;+ ისინი შეღაღადებენ იეჰოვას მჩაგვრელთა გამო+ და ის გაუგზავნის მათ დიდებულ მხსნელს, რომელიც დაიხსნის მათ.+ 21 გაიცნობენ ეგვიპტელები იეჰოვას;+ გაცნობილი ეყოლებათ იეჰოვა ეგვიპტელებს იმ დღეს; მსხვერპლსა და ძღვენს+ მიართმევენ მას, აღთქმას დაუდებენ იეჰოვას და შეუსრულებენ.+ 22 დაჰკრავს იეჰოვა ეგვიპტეს,+ დაჰკრავს და განკურნავს.+ დაუბრუნდებიან იეჰოვას,+ შეისმენს მათ ვედრებას და განკურნავს მათ.+
23 იმ დღეს გზა+ გაიხსნება ეგვიპტიდან ასურეთამდე და ასურეთი მივა ეგვიპტეში, ეგვიპტე კი — ასურეთში. ღვთის მსახურები გახდებიან ეგვიპტე და ასურეთი. 24 იმ დღეს ისრაელი მესამე იქნება ეგვიპტესა და ასურეთთან+ ერთად — კურთხევა დედამიწაზე,+ 25 რადგან ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ აკურთხა იგი:+ „კურთხეული იყოს ჩემი ხალხი — ეგვიპტე, ჩემი ნახელავი — ასურეთი+ და ჩემი მემკვიდრეობა — ისრაელი“.+
20 იმ წელს აშდოდში+ მივიდა თართანი*,+ რომელიც სარგონმა, ასურეთის მეფემ, გაგზავნა,+ შეებრძოლა აშდოდს და აიღო იგი.+ 2 იმ დროს ესაიას, ამოცის ძის+ პირით ილაპარაკა იეჰოვამ: „წადი,+ შემოიძვრე ჯვალო თეძოდან+ და ფეხზე გაიხადე სანდლები“.+ ის ასეც მოიქცა და დადიოდა ტანშიშველი და ფეხშიშველი.+
3 შემდეგ თქვა იეჰოვამ: «როგორც ჩემი მსახური ესაია დადიოდა ტანშიშველი და ფეხშიშველი სამ წელიწადს როგორც ნიშანი+ და საკვირველება ეგვიპტისთვის+ და ეთიოპიისთვის,+ 4 ასევე წაიყვანს ასურეთის მეფე ტყვეებს ეგვიპტიდან+ და გადასახლებულებს ეთიოპიიდან, ყმაწვილებსა თუ მოხუცებს — ტანშიშვლებს, ფეხშიშვლებსა და საჯდომგაშიშვლებულებს, გამოჩნდება ეგვიპტის სიშიშვლე.+ 5 შეძრწუნდებიან და შერცხვებიან თავიანთი იმედის,+ ეთიოპიის, გამო და თავიანთი მშვენების, ეგვიპტის, გამო.+ 6 იმ დღეს იტყვიან ზღვისპირეთის მცხოვრებნი: „აი ჩვენი იმედი, რომლისგანაც ველოდით შველას, რომ დავეხსენით ასურეთის მეფისგან!+ ახლა როგორღა გადავრჩებით?!“»
21 ზღვის უდაბნოსთვის გამოტანილი განაჩენი:+ როგორც სამხრეთის ქარიშხალი+ მიქრის, ისე მოდის იგი უდაბნოდან, შიშის მომგვრელი ქვეყნიდან.+ 2 სასტიკი ხილვა+ მეჩვენა: ვერაგი ვერაგულად იქცევა, მძარცველი ძარცვავს.+ ადი, ელამო! ალყა შემოარტყი, მიდიავ!+ ბოლო მოვუღე მის მიერ გამოწვეულ ოხვრას.+ 3 თეძოების მწვავე ტკივილს ვგრძნობ.+ კრუნჩხვებმა შემიპყრო, მშობიარე ქალის კრუნჩხვების მსგავსმა.+ ავფორიაქდი და არაფერი მესმის, შევშფოთდი და ვეღარაფერს ვხედავ. 4 გული მიფანცქალებს, კანკალმა შემაძრწუნა. ვკანკალებ ბინდის გამო, რომელიც მიყვარდა.+
5 გაიშალოს მაგიდა და მომზადდეს დასაჯდომი ადგილები, ჭამონ და სვან!+ ადექით, მთავრებო,+ ზეთი სცხეთ ფარს!+ 6 აი რა მითხრა იეჰოვამ:
„წადი, დააყენე გუშაგი, რომ გითხრას, რასაც დაინახავს“.+
7 დაინახა მან წყვილცხენშებმული საბრძოლო ეტლი, ვირებშებმული საბრძოლო ეტლი და აქლემებშებმული საბრძოლო ეტლი. მთელი ყურადღებით, გულისყურით დააკვირდა 8 და ლომივით იღრიალა:+ „დღისით მუდამ ვდგავარ საგუშაგო კოშკზე, იეჰოვა, და ჩემს სადარაჯოზე ვდგავარ ყოველ ღამე!+ 9 აი, მოდიან კაცები წყვილცხენშებმული საბრძოლო ეტლით!“+
ალაპარაკდა და თქვა: „დაეცა! დაეცა ბაბილონი+ და მიწასთან გასწორდა მისი ღმერთების ქანდაკებები!“+
10 ჩემო გალეწილებო და ჩემი კალოს ძეო,+ გითხარით ყველაფერი, რაც ლაშქართა ღვთისგან, იეჰოვასგან, ისრაელის ღვთისგან, მოვისმინე.
11 დუმასთვის* გამოტანილი განაჩენი: ვიღაც მეძახის სეირიდან:+ „გუშაგო, კიდევ რამდენ ხანს გასტანს ღამე? გუშაგო, კიდევ რამდენ ხანს გასტანს ღამე?“+ 12 გუშაგმა მიუგო: „დილაც მოვა და ღამეც. თუ გინდათ მკითხოთ, მკითხეთ. კიდევ მოდით!“
13 უკაცრიელი ველისთვის გამოტანილი განაჩენი: ტყეში უკაცრიელ ველზე გაათევთ ღამეს, დედანელთა ქარავნებო.+ 14 წყალი მიაგებეთ მწყურვალს. პურით შეეგებეთ გაქცეულს, თემას+ მიწის მკვიდრნო! 15 მახვილს გაექცნენ ისინი, მოღერებულ მახვილს, მოზიდულ მშვილდსა და ომის სიმძიმეს.
16 აი რა მითხრა იეჰოვამ: „ერთ წელიწადში, მოჯამაგირისთვის+ დადგენილი წლების მიხედვით, ბოლო მოეღება კედარის+ მთელ დიდებას. 17 შემცირდება დარჩენილ მშვილდოსანთა, კედარის ძლიერ ძეთა რიცხვი,+ რადგან იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, თავად ამბობს ამას“.+
22 ხილვის ველისთვის გამოტანილი განაჩენი:+ რა მოგივიდა, მთელი შენი ხალხი რომ ბანებზე ასულა?+ 2 აურზაურით იყავი სავსე, ხმაურიანო ქალაქო, გახარებულო ქალაქო.+ მახვილით არ დახოცილან შენში დახოცილნი, ბრძოლაში არ დახოცილან ისინი.+ 3 შენი სასტიკი მმართველები+ ერთდროულად გაიქცნენ.+ მშვილდის გარეშე აღმოჩნდნენ პატიმრობაში. ყველა, ვინც იპოვეს, ერთად დააპატიმრეს.+ შორს იყვნენ გაქცეულები ისინი.
4 ამიტომ ვთქვი: „ნუ მიყურებთ. მწარედ ვიტირებ.+ ნუ ეცდებით ჩემს ნუგეშისცემას იმის გამო, რომ გაძარცვეს ჩემი ხალხის ასული.+ 5 ეს არის შფოთის,+ გათელვისა+ და საგონებელში ჩავარდნის+ დღე, რომელიც უზენაესი უფლისგან, ლაშქართა ღვთისგან, იეჰოვასგან არის ხილვის ველზე. იქ არის გალავნის მნგრეველი,+ მთებს სწვდება ყვირილი.+ 6 ელამმა+ კაპარჭი აიტანა ცხენებშებმულ საბრძოლო ეტლზე. კირმა+ გააშიშვლა ფარი. 7 საბრძოლო ეტლები დაფარავს შენს საუკეთესო ველებს, ცხენები დაეწყობიან კარიბჭესთან 8 და ჩამოსცილდება იუდას საფარი. იმ დღეს შეხედავ იარაღის საცავს+ ტყის სახლში;+ 9 დაინახავთ, რომ დაბზარული იქნება დავითის ქალაქი.+ თქვენ შეაგროვებთ ქვემო წყალსატევის წყალს;+ 10 დაითვლით იერუსალიმის სახლებს; დაანგრევთ სახლებს, შეუღწეველი რომ გახადოთ გალავანი.+ 11 ავზი უნდა დადგათ ორ კედელს შორის ძველი წყალსატევის წყლის+ შესაგროვებლად. არ შეხედავთ მის დიდებულ შემოქმედს, ვერ დაინახავთ დიდი ხნის წინათ მის შემქმნელს.
12 უზენაესი+ უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, იმ დღეს მოსთხოვს ხალხს, რომ იტირონ,+ იგლოვონ, თავი მოიშიშვლონ და ჯვალო შემოირტყან.+ 13 მაგრამ, აი, სიხარული და მხიარულებაა; საქონლისა და ცხვრის კვლა, ხორცის ჭამა და ღვინის სმა;+ ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებითო“.+
14 მითხრა ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ:+ „თქვენ სასარგებლოდ არ იქნება მიტევებული+ ეს დანაშაული, სანამ არ დაიხოცებით,+ — ამბობს უზენაესი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“.
15 აი რა მითხრა უზენაესმა უფალმა, ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ: «მიდი, შედი გამგებელ შებნასთან,+ რომელსაც სახლი აბარია:+ 16 „რა გაქვს აქ და ვინა გყავს, რომ სამარხი+ გამოგიკვეთია შენთვის?“ მაღლა მთაში კვეთს თავის სამარხს, კლდეში კვეთს თავის სამყოფელს. 17 „აი, იეჰოვა დაგანარცხებს ძირს, ადამიანო, მძლავრად ჩაგჭიდებს ხელს. 18 მაგრად დაგგორგლავს ბურთივით, რომელსაც ტრიალ მინდორზე ისვრიან. იქ მოკვდები და შენი დიდების ეტლები შენი ბატონის სახლის სირცხვილად იქცევა. 19 გადაგაგდებ შენი ადგილიდან, დაემხობი შენი მდგომარეობიდან.+
20 იმ დღეს მოვუხმობ ჩემს მსახურს,+ ელიაკიმს,+ ხილკიას ძეს.+ 21 შენი გრძელი სამოსლით შევმოსავ მას და შენს სარტყელს შემოვარტყამ,+ შენს სამფლობელოს ჩავუგდებ ხელში და ის გახდება იერუსალიმის მკვიდრთა და იუდას სახლის მამა.+ 22 მხარზე ჩამოვკიდებ დავითის სახლის გასაღებს+ და ისე გააღებს, რომ ვერავინ დაკეტავს, და ისე დაკეტავს, რომ ვერავინ გააღებს.+ 23 პალოსავით+ ჩავარჭობ გამძლე ადგილას და თავისი მამის სახლისთვის დიდების ტახტად იქცევა.+ 24 მასზე ჩამოკიდებენ მამამისის სახლის მთელ დიდებას — შთამომავალობასა და მონაგარს, ყველა პატარა ჭურჭელს, თასისმაგვარ ჭურჭელსა და ყველა დიდ დოქს.
25 იმ დღეს, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — ამოაძრობენ+ გამძლე ადგილას ჩარჭობილ პალოს;+ ის გადატყდება და დაეცემა. მოსწყდება მას ტვირთი, რადგან იეჰოვა ამბობს ამას“».+
23 ტვიროსისთვის გამოტანილი განაჩენი:+ იღრიალეთ, თარშიშის ხომალდებო!+ გაიძარცვა იგი და აღარ არის ნავსადგური, ვეღარავინ შევა მასში;+ ქითიმის+ მიწიდან გამოეცხადათ ეს მათ. 2 დადუმდით, ზღვისპირეთის მკვიდრნო! აგავსეს სიდონელმა+ ვაჭრებმა, ზღვას რომ კვეთენ. 3 მრავალ წყალს გადის შიხორის+ თესლი, ნილოსის მოსავალი, ტვიროსის დოვლათი; მას მოაქვს მოგება ერებისთვის.+
4 შერცხვი, სიდონო,+ ზღვის სიმაგრევ, რადგან ასე ამბობს ზღვა: „არ მქონია მშობიარობის ტკივილები და არ მიმშობიარია, არც ვაჟები აღმიზრდია და არც ქალიშვილები გამიზრდია“.+ 5 როგორც ეგვიპტის ამბის გაგებაზე დაეწყოთ მწვავე ტკივილები,+ ასევე დაეწყებათ ტვიროსის ამბის გაგებაზეც.+ 6 გადადით თარშიშში, იღრიალეთ, ზღვისპირეთის მკვიდრნო! 7 განა ეს არის თქვენი ქალაქი, რომელიც დასაწყისიდანვე, ძველი დროიდანვე მხიარულობდა?! საკუთარი ფეხით გადაიხვეწა შორს, ხიზნად რომ ეცხოვრა.
8 ვინ მიიღო გადაწყვეტილება+ ტვიროსის, გვირგვინთა მბოძებლის, წინააღმდეგ, რომლის ვაჭრებიც მთავრები იყვნენ, დიდვაჭრები კი — პატივდებულები დედამიწაზე?+
9 ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ მიიღო გადაწყვეტილება,+ რომ შეებღალა სილამაზის სიამაყე+ და სიძულვილით მოპყრობოდა დედამიწის ყველა პატივდებულს.+
10 მდინარე ნილოსივით გადაკვეთე შენი ქვეყანა, თარშიშის ასულო!+ აღარ არსებობს ნავსაშენი.+ 11 ხელი გაიწოდა ზღვაზე, შეარყია სამეფოები.+ იეჰოვამ ბრძანება გასცა ფინიკიის წინააღმდეგ, რომ მოესპო მისი ციხესიმაგრეები.+ 12 ის ამბობს: „აღარასოდეს გაიხარებ,+ დაჩაგრულო, სიდონის ქალწულო.+ ადექი, გადადი ქითიმში!+ თუმცა არც იქ გექნება სიმშვიდე“.
13 აი ქალდეველთა+ ქვეყანა. ამ ხალხმა, და არა ასურელებმა,+ უკაცრიელი ადგილის ბინადართათვის+ დაადგინა იგი. ააგეს საალყო კოშკები,+ გააშიშვლეს მისი საცხოვრებელი კოშკები,+ ნანგრევებად აქციეს იგი.+
14 იღრიალეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან გაიძარცვა თქვენი ციხესიმაგრე!+
15 იმ დღეს დავიწყებული იქნება ტვიროსი სამოცდაათი წლით,+ რაც ერთი მეფის დღეების ხანგრძლივობაა. სამოცდაათი წლის ბოლოს ტვიროსს დაემართება ის, რაც მეძავის შესახებ სიმღერაშია ნათქვამი: 16 „აიღე ქნარი და გარს შემოუარე ქალაქს, დავიწყებულო მეძავო!+ შეეცადე, რაც შეიძლება კარგად დაუკრა სიმებიან საკრავზე და ბევრი სიმღერა იმღერე, რომ გაგიხსენონ“.
17 სამოცდაათი წლის ბოლოს იეჰოვა მოხედავს ტვიროსს; დაუბრუნდება იგი თავის გასამრჯელოს+ და იმეძავებს დედამიწის ყველა სამეფოსთან.+ 18 მისი მოგება და გასამრჯელო+ წმინდა გახდება იეჰოვასთვის. არ შეინახება, არც დაგროვდება, რადგან მისი გასამრჯელო იეჰოვას წინაშე მცხოვრებთათვის იქნება,+ რომ გაძღნენ და მოხდენილად ჩაიცვან.+
24 აი, იეჰოვა აცარიელებს ქვეყანას და აოხრებს მას;+ ამახინჯებს მის ზედაპირს+ და ფანტავს მის მკვიდრებს.+ 2 ერთი და იგივე დაემართება ხალხსაც და მღვდელსაც, მსახურსაც და მის ბატონსაც, მოახლესაც და მის ქალბატონსაც, მყიდველსაც და გამყიდველსაც, მევალესაც და მოვალესაც, სარგებლის ამღებსაც და სარგებლის გადამხდელსაც.+ 3 უეჭველად დაცარიელდება და გაიძარცვება ქვეყანა,+ რადგან იეჰოვა ამბობს ამ სიტყვას.+ 4 გლოვობს ქვეყანა,+ გახრიოკდა. ნაყოფიერი მიწა გადახმა, გახრიოკდა. ამ ქვეყნის ხალხის დიდებულები დაუძლურდნენ.+ 5 წაიბილწა ქვეყანა მის მკვიდრთა გამო,+ რადგან მათ გვერდი აუარეს კანონებს,+ შეცვალეს წესები+ და დაარღვიეს მარადიული შეთანხმება.+ 6 ამიტომაც წყევლამ შთანთქა ქვეყანა+ და მისი მკვიდრნი დამნაშავედ ითვლებიან. ამიტომაც რიცხობრივად შემცირდნენ ქვეყნის მკვიდრნი და ცოტანიღა დარჩნენ მოკვდავი ადამიანები.+
7 გლოვობს ახალი ღვინო, გახმა ვაზი,+ ოხრავენ გულმხიარულნი.+ 8 შეწყდა დაირის მხიარულება, უზომოდ გახარებულთა ხმა და ქნარის მხიარულება.+ 9 სიმღერის გარეშე სვამენ ღვინოს. უმწარდებათ მათრობელი სასმელი მის მსმელებს. 10 დაინგრა მიტოვებული ქალაქი,+ ყველა სახლის შესასვლელი ჩაიკეტა. 11 ქუჩებში გაჰყვირიან, რადგან ღვინო აკლიათ; დასრულდა მთელი მხიარულება. სიხარული გაქრა ქვეყნიდან.+ 12 გამაოგნებელ მდგომარეობაში აღმოჩნდა ქალაქი. ნანგრევებად იქცა კარიბჭე.+
13 ეს მოხდება ქვეყნის შუაგულში, ხალხთა შორის, როგორც ზეთისხილის ჩამობერტყვისას,+ როგორც რთვლის შემდეგ მომცვრევისას.+ 14 ხმას აიმაღლებენ ისინი, სიხარულით შესძახებენ. იეჰოვას აღმატებულობის გამო იყიჟინებენ ზღვიდან.+ 15 სინათლის მხარეში*+ განადიდებენ იეჰოვას+ და ზღვის კუნძულებზე — ისრაელის ღვთის, იეჰოვას სახელს.+ 16 ქვეყნის კიდიდან მოვისმინეთ სიმღერა:+ „მშვენება მართალს*!“+
მე კი ვთქვი: „დავუძლურდი,+ დავუძლურდი! ვაიმე! ვერაგი ვერაგულად იქცევა.+ ვერაგულად იქცევიან ვერაგნი“.+
17 შიში, ორმო და ხაფანგია შენ წინ, ქვეყნის მკვიდრო.+ 18 ყველა, ვინც შიშის ხმას გაექცევა, ორმოში ჩავარდება, და ვინც ორმოდან ამოვა, ხაფანგში გაებმება.+ მაღლა გაიხსნება კარიბჭეები+ და მიწის საფუძვლები შეირყევა.+ 19 ქვეყანა გაიპო, ქვეყანა შეირყა, ქვეყანა შეიძრა.+ 20 ქვეყანა მთვრალი კაცივით ბარბაცებს, საყარაულო ქოხივით ირყევა.+ მძიმედ დააწვა ცოდვა,+ ისე დაეცემა, რომ ვეღარ ადგება.+
21 იმ დღეს იეჰოვა განიკითხავს სიმაღლის ლაშქარს სიმაღლეში და მიწის მეფეებს მიწაზე.+ 22 მოგროვდებიან ისინი, როგორც პატიმრები ორმოში,+ და დაიმწყვდევიან დილეგში.+ მრავალი დღის შემდეგ მიაქცევენ მათ ყურადღებას.+ 23 დამცირდა სავსე მთვარე და შერცხვა კაშკაშა მზე,+ რადგან ლაშქართა ღმერთი იეჰოვა დიდებით გამეფდა+ სიონის მთაზე+ და იერუსალიმში თავის ხანდაზმულთა წინაშე.+
25 იეჰოვა, შენა ხარ ჩემი ღმერთი.+ გადიდებ,+ ხოტბას ვასხამ შენს სახელს,+ რადგან საოცრებებს ახდენ,+ ადრინდელი დროიდან ერთგულად+ და საიმედოდ+ გამოგაქვს გადაწყვეტილებები.+ 2 ქალაქი ქვების გროვად აქციე, გამაგრებული ქალაქი — ნანგრევებად, უცხოთა საცხოვრებელი კოშკი — არარსებულ ქალაქად, რომელიც არ აშენდება სამარადისოდ.+ 3 ამიტომ ძლიერი ხალხი განგადიდებს, შენი შიში ექნება ულმობელი ერების ქალაქს.+ 4 შენ გახდი საწყლისთვის ციხესიმაგრე და ღარიბისთვის ციხესიმაგრე გასაჭირის დროს,+ თავშესაფარი ქარიშხალში, ჩრდილი+ სიცხეში მაშინ, როცა ულმობელნი ქარიშხალივით უბერავენ კედელს. 5 როგორც სიცხე ითრგუნება ღრუბლის ჩრდილით უწყლო ქვეყანაში,+ ისე თრგუნავ უცხოთა ხმაურს. იხშობა ულმობელთა სიმღერა.+
6 ლაშქართა ღმერთი იეჰოვა ამ მთაზე+ ნადიმს გაუმართავს ყველა ხალხს+ მსუყე კერძებით,+ ნადიმს საუკეთესო ღვინით, ძვლის ტვინიანი მსუყე კერძებით,+ თხლედალექილი, დაწმენდილი+ ღვინით.+ 7 ამ მთაზე შთანთქავს იგი საფარველს, რომელიც ყველა ხალხს ფარავს,+ და ნაქსოვ ქსოვილს, რომელიც ყველა ერს აფარია. 8 სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს+ და ყველა სახიდან მოსწმენდს ცრემლს უზენაესი უფალი იეჰოვა.+ წარხოცავს თავისი ხალხის სირცხვილს მთელი დედამიწიდან,+ რადგან იეჰოვა ამბობს ამას.
9 იმ დღეს იტყვიან: „აი ეს არის ჩვენი ღმერთი.+ მასზე ვამყარებთ იმედს+ და ის გვიხსნის.+ ეს არის იეჰოვა.+ მასზე ვამყარებთ იმედს. ვიხაროთ და ვიმხიარულოთ მისგან ხსნით“.+
10 იეჰოვას ხელი დაესვენება ამ მთაზე;+ მოაბი ისე გაითელება+ თავის ადგილზე, როგორც ბზე ითელება სანაკელეზე.+ 11 ის გაშლის ხელებს, როგორც მოცურავე შლის გასაცურად და ხელების მოხერხებული მოძრაობით დაამცირებს მის ამპარტავნობას.+ 12 დასცემს გამაგრებულ ქალაქს მის მაღალ დამცავ გალავანთან ერთად; დაამცირებს მას და მიწასთან გაასწორებს, მტვრად აქცევს.+
26 იმ დღეს+ ასეთ სიმღერას იმღერებენ+ იუდას ქვეყანაში:+ „ძლიერი ქალაქი გვაქვს.+ გალავნად და მიწაყრილად დაგვიყენებს ის ხსნას.+ 2 გახსენით კარიბჭეები,+ რომ შემოვიდეს ერთგულად მოქმედი მართალი ერი.+ 3 მას, ვისაც ურყევი გული აქვს, შენ დაიფარავ ხანგრძლივი მშვიდობით,+ რადგან ის შენზეა მონდობილი.+ 4 მუდამ მიენდეთ იეჰოვას,+ რადგან იაჰი*, იეჰოვაა კლდე+ მარადიულად!
5 ის ამდაბლებს მაღალი ადგილის მკვიდრთ,+ ამაღლებულ ქალაქს.+ ის ამცირებს მას, მიწასთან ასწორებს და მტვრად აქცევს.+ 6 ფეხით გაითელება, დაჩაგრული გათელავს ფეხით, საწყლები გათელავენ მას“.+
7 მართლის გზა სიმართლეა.+ მართალი ხარ, ამიტომ შენ გაუსწორებ სავალს მართალს.+ 8 შენზე ვამყარებთ იმედს,+ იეჰოვა, და ვეძებთ შენი სამართლის გზას. ჩვენს სულს სწადია+ შენი სახელი და შენი ხსენება.+ 9 სულით* გნატრობ ღამით,+ სულით* გეძებ,+ რადგან სიმართლეს+ ისწავლიან მიწის მკვიდრნი,+ როცა გაასამართლებ დედამიწას.+ 10 ბოროტმა წყალობა რომც პოვოს, სიმართლეს მაინც ვერ ისწავლის.+ სიმართლის ქვეყანაში უსამართლოდ+ მოიქცევა და ვერ დაინახავს იეჰოვას აღმატებულობას.+
11 იეჰოვა, ხელი გაქვს აღმართული,+ მაგრამ ვერ ხედავენ.+ როცა მოშურნეობას გამოავლენ შენი ხალხისათვის, ისინი დაინახავენ ამას და შერცხვებიან.+ ცეცხლი შთანთქავს+ შენს მოწინააღმდეგეებს. 12 იეჰოვა, შენ მოგვანიჭებ მშვიდობას,+ რადგან ჩვენთვის აკეთებ ჩვენს ყოველ საქმეს.+ 13 იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, სხვა ბატონები გვეპატრონებოდნენ.+ შენი დახმარებით ვახსენებთ შენს სახელს.+ 14 ისინი მკვდრები არიან, ვერ იცოცხლებენ.+ უსიცოცხლოები არიან,+ ვერ ადგებიან.+ ამიტომ განიკითხავ მათ, რომ მოსპო და გაანადგურო მთელი მათი სახსენებელი.+
15 შენ გაამრავლე ერი, იეჰოვა, შენ გაამრავლე ერი.+ შენ განდიდდი.+ შენ გადაჭიმე ქვეყნის ყველა საზღვარი.+ 16 იეჰოვა, გასაჭირში შენ დაგიწყეს ძებნა.+ ჩურჩულით ილოცეს, როცა დასაჯე ისინი.+ 17 შენ გამო, იეჰოვა, ორსული ქალივით ვართ, რომელმაც მალე უნდა იმშობიაროს, რომელსაც მშობიარობის ტკივილები აქვს და ყვირის ტკივილებისგან.+ 18 დავორსულდით, მშობიარობის ტკივილები გვქონდა;+ თითქოს ქარი გავაჩინეთ. ნამდვილი ხსნა ვერ მოგვაქვს ქვეყნისთვის,+ არ იბადებიან მიწის მკვიდრნი.+
19 „გაცოცხლდებიან შენი მკვდრები.+ წამოდგებიან ჩვენი გვამები.+ გაიღვიძეთ და სიხარულით შესძახეთ, მტვერში+ დამკვიდრებულებო! თქვენი ნამი+ ბალბის+ ნამივითაა, დედამიწა გააჩენს უსიცოცხლოებს.+
20 წადი, ჩემო ხალხო, შედი შენს შიდა ოთახებში და ჩაიკეტე კარები!+ ცოტა ხნით დაიმალეთ, სანამ რისხვა არ გადაივლის.+ 21 აი, იეჰოვა მოდის თავისი ადგილიდან, რომ პასუხი მოჰკითხოს ქვეყნის მკვიდრს მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.+ ქვეყანა გამოაჩენს სისხლის ღვრას+ და მეტად აღარ დაფარავს თავის დახოცილებს“.+
27 იმ დღეს იეჰოვა+ თავისი მაგარი, დიდი და ძლიერი მახვილით+ განიკითხავს ლევიათანს+ — მოსრიალე გველს,+ ლევიათანს — დაკლაკნილ გველს, და მოკლავს ზღვის ურჩხულს,+ რომელიც ზღვაშია.
2 იმ დღეს უმღერეთ მას:+ „შუშხუნა ღვინის ვენახო!+ 3 მე, იეჰოვა, ვიცავ მას.+ ყოველთვის მოვრწყავ მას.+ დღედაღამ დავიცავ მას, რათა არავინ დააზიანოს.+ 4 არა ვარ განრისხებული.+ ვინ მომცემს ეკლიან ბუჩქებსა+ და სარეველას ბრძოლაში? გადავთელავ და ცეცხლში დავწვავ მათ ერთბაშად.+ 5 თუ არადა მოეჭიდოს ჩემს ციხესიმაგრეს და მშვიდობა იქონიოს ჩემთან; მშვიდობა იქონიოს ჩემთან“.+
6 იმ დროს ფესვს გაიდგამს იაკობი, გაიფურჩქნება და აყვავდება ისრაელი;+ ნაყოფით აავსებენ ისინი მიწის პირს.+
7 განა უნდა ურტყამდნენ მას ისე, როგორც ურტყამენ?! განა უნდა მოკლან ის ისე, როგორც მისი დახოცილები მოკლეს?!+ 8 თავზარდამცემი შეძახილით შეედავები მას და გაუშვებ. ის ძლიერად დაჰბერავს და განდევნის მას აღმოსავლეთის ქარის დღეს.+ 9 ასე მიეტევება იაკობს დანაშაული+ და ეს იქნება მისი ცოდვისგან გათავისუფლების ნაყოფი:+ კირქვასავით დაფშვნის სამსხვერპლოს ყველა ქვას და აღარ აღიმართება წმინდა ბოძები+ და სასაკმევლეები.+ 10 მარტო დარჩება გამაგრებული ქალაქი, მიტოვებული იქნება საძოვარი, უდაბნოსავით იქნება მიგდებული.+ იქ მოძოვს და დაისვენებს ხბო; შთანთქავს იგი მის ტოტებს.+ 11 როცა გახმება მისი ტოტები, მოვლენ ქალები, მოტეხავენ მათ და ააგიზგიზებენ.+ შეუგნებელია ეს ხალხი,+ ამიტომ არ შეიბრალებს მას მისი შემოქმედი და წყალობას არ უყოფს მისი შემქმნელი.+
12 იმ დღეს იეჰოვა ჩამობერტყავს ნაყოფს+ მდინარის*+ ნაკადიდან ეგვიპტის ხევამდე,+ და ერთი მეორეზე მიყოლებით აიკრიფებით,+ ისრაელის ძეებო. 13 იმ დღეს ჩაჰბერავენ დიდ საყვირს+ და ისინი, ვინც ასურეთის მიწაზე+ იღუპებიან და ვინც ეგვიპტის მიწაზე+ არიან გაფანტულები, მოვლენ და მდაბლად+ თაყვანს სცემენ იეჰოვას მის წმინდა მთაზე იერუსალიმში.+
28 ვაი ეფრემის ლოთების დიდებულ გვირგვინს,+ მისი დიდებული მშვენების დამჭკნარ ყვავილს, რომელიც ღვინით დაძლეულთა პოხიერი ველის თავშია! 2 აი ვიღაც, ძლიერი და ღონიერი, რომელიც იეჰოვას ჰყავს.+ როგორც ჭექა-ქუხილი სეტყვასთან ერთად,+ გამანადგურებელი ქარიშხალი, ჭექა-ქუხილი ძლიერ და წამლეკავ წყალთან+ ერთად, ისე დაანარცხებს ის გვირგვინს მიწაზე. 3 ფეხით გაითელება ეფრემის ლოთების დიდებული გვირგვინები.+ 4 მისი დიდებული მშვენების დამჭკნარი ყვავილი,+ რომელიც პოხიერი ველის თავშია, იქნება როგორც საადრეო ლეღვი+ ზაფხულის დადგომამდე, რომელსაც მნახველი ხელთ იგდებს თუ არა, მაშინვე ყლაპავს.
5 იმ დღეს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა იქნება მშვენიერი დიადემა+ და ლამაზი გვირგვინი+ მათთვის, ვინც დარჩება+ მისი ხალხიდან, 6 სამართლიანობის სული მისთვის, ვინც სასამართლოში ზის,+ და ძლევამოსილება მათთვის, ვინც კარიბჭიდან უკუაგდებს მებრძოლებს.+
7 ამათაც გზა ერევათ ღვინისაგან და დახეტიალებენ მათრობელი სასმლისაგან. მღვდელსა და წინასწარმეტყველს+ გზა ერევათ მათრობელი სასმლისაგან, დააბნია ისინი ღვინომ, დახეტიალებენ+ მათრობელი სასმლისაგან. ხილვებმა გზა აურია მათ, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. 8 მაგიდები ზიზღის მომგვრელი ნარწყევით+ არის სავსე, სუფთა ადგილი არ დარჩენილა.
9 «ვის უნდა მისცეს ცოდნა+ და ვის უნდა გააგებინოს მოსმენილი?+ ვინც რძეს მოაშორეს, ვინც ძუძუს მოსწყვიტეს?+ 10 რადგან ეს არის „ბრძანება ბრძანებაზე, ბრძანება ბრძანებაზე, ლარი ლარზე, ლარი ლარზე, ცოტა აქ, ცოტა იქ“».+ 11 ენაბლუების დახმარებითა+ და უცხო ენით+ დაელაპარაკება ამ ხალხს,+ 12 რომელსაც უთხრა: ეს არისო მოსასვენებელი ადგილი; დაასვენეთ დაქანცული; ეს არისო შვების მომგვრელი ადგილი, მაგრამ მათ არ ისურვეს მოსმენა.+ 13 ასეთი იქნება იეჰოვას სიტყვა მათთვის — „ბრძანება ბრძანებაზე, ბრძანება ბრძანებაზე, ლარი ლარზე,+ ლარი ლარზე, ცოტა აქ, ცოტა იქ“ — რათა წავიდნენ, ზურგზე დაეცნენ, დაიმტვრნენ, მახეში გაებნენ და დაჭერილი აღმოჩნდნენ.+
14 ამიტომ ისმინეთ იეჰოვას სიტყვა, მკვეხარებო, ხალხის მმართველებო,+ რომლებიც იერუსალიმში ხართ, 15 რაკი ამბობთ: სიკვდილთან გვაქვს დადებული შეთანხმება+ და სამარესთან ერთად გვაქვსო ხილვა;+ დიდმა წყალდიდობამაც რომ გადაიაროს, ჩვენ ვერ მოგვწვდება, რადგან ტყუილი გავიხადეთო თავშესაფრად+ და სიცრუეში დავიმალეთო,+ 16 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, სიონის+ საძირკვლად ვდებ ქვას,+ ნაცად ქვას,+ ძვირფას ქვაკუთხედს+ საძირკვლისათვის.+ ვისაც სწამს, არ შეძრწუნდება.+ 17 ლარად+ მექნება სამართალი და თარაზოდ — სიმართლე.+ სეტყვა+ წაიღებს სიცრუის თავშესაფარს+ და წყალი წალეკავს სამალავს.+ 18 დაირღვევა თქვენი შეთანხმება სიკვდილთან,+ თქვენი ხილვა სამარესთან არ შესრულდება.+ გადაივლის დიდი წყალდიდობა+ და გადაგთელავთ.+ 19 რამდენჯერაც გადაივლის, თან წაგიღებთ,+ რადგან დილიდან დილამდე ივლის, დღისით და ღამით. სხვები ჩასწვდებიან მოსმენილს და შიშით აცახცახდებიან“.+
20 ძალიან მოკლეა ტახტი, რომ გაიშალო მასზე, და ვიწროა ნაქსოვი საბანი, რომ გაეხვიო მასში. 21 იეჰოვა წამოიმართება ისე, როგორც ფერაციმის მთასთან,+ აღშფოთდება, როგორც ველზე გაბაონის+ მახლობლად, რათა მოიმოქმედოს თავისი უცხო საქმე და აკეთოს თავისი უჩვეულო საქმე.+ 22 ნუ იქნებით დამცინავები,+ რათა არ მოგიჭიროთ თქვენმა თოკებმა, რადგან მოვისმინე უზენაესი+ უფლისგან, ლაშქართა ღვთისგან, იეჰოვასგან, რომ შემუსვრაა გადაწყვეტილი მთელი ქვეყნისთვის.+
23 ყური დამიგდეთ, ისმინეთ ჩემი ხმა! ყურადღება მიაქციეთ და მოუსმინეთ ჩემს ნათქვამს! 24 განა მთელი დღე+ ხნავს მხვნელი თესლის დასათესად და მთელი დღე აფხვიერებს და ფარცხავს მიწას?!+ 25 განა მისი ზედაპირის მოსწორების შემდეგ არ მიმოფანტავს სოინჯსა და არ მოაბნევს ზირას?!+ განა არ დათესავს ხორბალს, ფეტვსა+ და ქერს თავის ადგილას+ და ასლს+ ნაპირში?!+ 26 სიმართლით გამოასწორებს+ მას ღმერთი. თავისი ღმერთი ასწავლის მას.+ 27 სოინჯი კევრით+ არ ილეწება და ზირაზე ურმის ბორბალს არ ატარებენ. კეტით+ იცეხვება სოინჯი და ჯოხით — ზირა. 28 განა ისრისება პურეული?! განუწყვეტლივ+ არ ლეწავენ მას.+ ის ატრიალებს თავისი ურმის თვლებს და ცხენებს, მაგრამ არ სრესს მას.+ 29 ესეც ლაშქართა ღვთისგან, იეჰოვასგან მოდის,+ რომლის რჩევაც გასაოცარია და რომელმაც დიდი წარმატებით იმოქმედა.+
29 „ვაი არიელს*,+ არიელს, ქალაქს, სადაც დავითი იყო დაბანაკებული!+ წელიწადს წელიწადი დაუმატეთ, იდღესასწაულეთ.+ 2 შევავიწროებ+ არიელს და იქნება გლოვა და გოდება,+ ღვთის სამსხვერპლოს საცეცხლე გახდება ის ჩემთვის.+ 3 შენ გარშემო დავბანაკდები, მესერს შემოგარტყამ და ალყაში მოგაქცევ, საალყო ნაგებობებს აღვმართავ შენ წინააღმდეგ.+ 4 ისე დამდაბლდები, რომ მიწიდან ილაპარაკებ და ყრუდ გაისმება შენი ნათქვამი მტვრიდან.+ შენი ხმა სულების გამომძახებლის ხმასავით გაისმება მიწიდან და შენი ნათქვამი აჩურჩულდება+ მტვრიდან. 5 უცხოთა ბრბო ფხვნილივით+ გახდება და სასტიკ+ მმართველთა ბრბო — ბზესავით, რომელიც ქრება.+ ეს უეცრად მოხდება, მოულოდნელად.+ 6 ლაშქართა ღმერთი იეჰოვა მოგხედავს, რომ გიხსნას ქუხილით, მიწისძვრით, დიდი ხმით, ქარიშხლით, გრიგალითა და შთამნთქმელი ცეცხლის ალით“.+
7 როგორც სიზმარში, ღამის ხილვაში, ისე დაემართება არიელის წინააღმდეგ გალაშქრებულ ყველა ხალხისგან შემდგარ ბრბოს,+ მის წინააღმდეგ გალაშქრებულთ, მის წინააღმდეგ აღმართულ საალყო კოშკებს და ყველას, ვინც მას ავიწროებს.+ 8 როგორც მშიერს ესიზმრება, რომ ჭამს, მაგრამ იღვიძებს და ცარიელი აქვს მუცელი, და როგორც მწყურვალს ესიზმრება, რომ სვამს, მაგრამ დაღლილი იღვიძებს და გამოფიტული აქვს სული,+ ისე დაემართება სიონის მთის წინააღმდეგ გალაშქრებულ ყველა ხალხისგან შემდგარ ბრბოს.+
9 შეყოვნდით და გაშტერდით,+ დაიბრმავეთ თავი, რომ ვეღარ დაინახოთ!+ დათვრნენ+ ისინი, მაგრამ არა ღვინით; ბარბაცებენ, მაგრამ არა მათრობელი სასმლისაგან.+
10 თქვენზე გადმოღვარა იეჰოვამ ღრმა ძილის სული;+ ის გიხუჭავთ თვალებს, წინასწარმეტყველნო,+ და ის გიფარავთ თავს,+ წინასწარმხილველნო.+ 11 თქვენთვის ხილვა ამ ყველაფრის შესახებ იქნება როგორც სიტყვები ბეჭედდასმული წიგნიდან,+ რომელსაც აძლევენ წერა-კითხვის მცოდნეს და ეუბნებიან, ხმამაღლა წაიკითხეო, ის კი ამბობს: არ შემიძლია, რადგან ბეჭედდასმულიაო.+ 12 მაშინ წიგნს მისცემენ წერა-კითხვის უცოდინარს და ეტყვიან: ხმამაღლა წაიკითხეო, ის კი იტყვის: წერა-კითხვა არ ვიციო.
13 იეჰოვა ამბობს: „ეს ხალხი მიახლოვდება თავისი პირით და მხოლოდ ბაგეებით მადიდებს,+ გული კი შორსა აქვთ ჩემგან;+ ადამიანთა მცნებებს სწავლობენ და ამას ჩემდამი შიშს უწოდებენ,+ 14 ამიტომ მე კვლავ საოცრად მოვექცევი ამ ხალხს,+ საოცრად და სასწაულებრივად; ამ ხალხის ბრძენთა სიბრძნე მოისპობა და გონიერთა გონიერება დაიმალება“.+
15 ვაი მათ, სიღრმეში რომ უმალავენ იეჰოვას თავიანთ ზრახვას,+ სიბნელეში რომ აკეთებენ საქმეებს+ და ამბობენ: ვინ გვხედავს და ვინ იცის ჩვენი ამბავიო?+ 16 თქვე უკუღმართებო! განა ჩაითვლება მეთუნე თიხად?!+ განა იტყვის შექმნილი თავის შემქმნელზე, მას არ შევუქმნივარო?!+ განა იტყვის გამოსახული თავის გამომსახველზე, გაგება არა აქვსო?!+
17 განა სულ ცოტა ხანში არ გადაიქცევა ლიბანი ხილნარად+ და განა ხილნარი ტყედ არ ჩაითვლება?!+ 18 იმ დღეს ყრუები გაიგონებენ ამ წიგნის სიტყვებს+ და ბრმათა თვალები წყვდიადიდან და სიბნელიდან გამოიხედავენ.+ 19 თვინიერები+ უფრო მეტად გაიხარებენ იეჰოვათი და ღარიბები — ისრაელის წმინდით,+ 20 რადგან ბოლო მოეღება სასტიკ მმართველს+ და მოისპობა მკვეხარა.+ მოიკვეთება ყველა, ვინც მზად არის სხვისთვის ზიანის+ მოსატანად, 21 ვისაც კაცი შემცოდველად გამოჰყავს თავისი სიტყვით,+ ვინც მახეს უგებს კარიბჭესთან შემგონებელს+ და ვინც მართალს უსაფუძვლოდ აძევებს.+
22 ამიტომ, აი რას ეუბნება იეჰოვა, აბრაამის გამომსყიდველი,+ იაკობის სახლს: „არ შერცხვება იაკობი, არ გაუფითრდება სახე,+ 23 რადგან, როცა დაინახავს თავის შვილებს, ჩემს ნახელავთ, თავის წიაღში,+ ისინი განწმენდენ ჩემს სახელს,+ განწმენდენ იაკობის წმინდას+ და ისრაელის ღვთის შიში ექნებათ.+ 24 სულით შემცოდველნი გაგების უნარს შეიძენენ და ისინი, ვინც დრტვინავენ, დარიგებას მიიღებენ“.+
30 „ვაი ჯიუტ ძეებს,+ — ამბობს იეჰოვა, — განზრახვას რომ ახორციელებენ, მაგრამ არა ჩემსას;+ კავშირს კრავენ დასაღვრელი შესაწირავით, მაგრამ არა ჩემი სულით, რათა ცოდვას ცოდვა დაუმატონ;+ 2 ეგვიპტეში წასვლას რომ აპირებენ+ და ჩემს ბაგეს არ ეკითხებიან,+ რათა თავი შეაფარონ ფარაონის სიმაგრეს და თავშესაფარი პოვონ ეგვიპტის ჩრდილში!+ 3 სირცხვილად გექცევათ ფარაონის სიმაგრე+ და დამცირებად — თავშესაფარი ეგვიპტის ჩრდილში.+ 4 მისი მთავრები ცოანში+ მივიდნენ და მისმა დესპანებმა ხანესს მიაღწიეს. 5 ყველა შერცხვება იმ ხალხის გამო, რომელიც არავის არგია, ვერავის ეხმარება და არანაირი სარგებლობა არ მოაქვს, რომელიც მხოლოდ სირცხვილსა და შეურაცხყოფას იწვევს“.+
6 სამხრეთის ცხოველებისთვის გამოტანილი განაჩენი:+ გასაჭირისა+ და ვაების მიწის გავლით, სადაც ლომი და მბრდღვინავი ჯიქი, გველგესლა და ელვისებური, შხამიანი გველი+ ბინადრობენ, ვირების ზურგით მიაქვთ თავიანთი სიმდიდრე და აქლემების+ კუზით — თავიანთი მარაგი. ისინი ვერას არგებენ ხალხს. 7 არარაობა არიან ეგვიპტელები და არ შეუძლიათ დახმარება.+ ამიტომ ვუწოდე მას: „რახაბი+ — უქმად მყოფი“.
8 «ახლა მიდი და დაწერე ფილაზე მათ თვალწინ, ჩაწერე ეს წიგნში+ სამომავლოდ, მარადიული მოწმობისთვის.+ 9 ეს ურჩი ხალხია,+ მატყუარა ძეები+ არიან, რომლებსაც არ სურთ იეჰოვას კანონის მოსმენა.+ 10 ისინი ეუბნებიან მხილველებს: „არ ნახოთ“, და ხილვების მქონეთ ეუბნებიან: „არ გვიწინასწარმეტყველოთ სიმართლე.+ საამო სიტყვები გველაპარაკეთ. ხილვაში სიცრუე ნახეთ.+ 11 გზიდან გადადით, ბილიკიდან გადაუხვიეთ.+ მოგვაშორეთ ისრაელის წმინდა“».+
12 ამიტომ ასე ამბობს ისრაელის წმინდა: „რაკი უარყავით ეს სიტყვა,+ გამოძალვასა და მზაკვრობაზე ამყარებთ იმედს და ამას ეყრდნობით,+ 13 ეს დანაშაული თქვენთვის იქნება კედლის დახეთქილი ნაწილივით, რომელიც სადაცაა ჩამოვარდება, გამოზნექილი მაღალი კედელივით,+ რომელიც მოულოდნელად, თვალის დახამხამებაში დაინგრევა.+ 14 დაამტვრევენ მას მეთუნის+ დიდი დოქივით, არ დაზოგავენ და ნამსხვრევებად აქცევენ. მის ნამსხვრევებში ვერ იპოვიან ჭურჭლის ისეთ ნამსხვრევსაც კი, რომლითაც შეძლებენ ბუხრიდან ნაკვერჩხლების გამოღებას ან ჭაობიანი ადგილიდან წყლის ამოღებას“.+
15 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, ისრაელის წმინდა:+ „თუ დაბრუნდებით და დამშვიდდებით, გადარჩებით. თქვენი ძლევამოსილება მშვიდად ყოფნასა და მინდობაში იქნება“.+ თქვენ კი არ მოინდომეთ.+ 16 ამბობდით: არა, ცხენებით გავიქცევითო!+ — ამიტომაც მოგიწევთ გაქცევა. სწრაფ ცხენებზე ავმხედრდებითო!+ — ამიტომაც სწრაფები იქნებიან თქვენი მდევრები.+ 17 ათასი აკანკალდება ერთის მუქარაზე.+ ხუთის მუქარაზე გაიქცევით, სანამ ბოძივით არ დარჩებით მთის მწვერვალზე და ნიშანივით — გორაზე.+
18 იეჰოვა უცდის დროს, რომ წყალობა გიყოთ+ და წამოიმართება, რომ შეგიბრალოთ,+ რადგან იეჰოვა სამართლიანი ღმერთია.+ ბედნიერია+ ყველა, ვისაც მისი მოლოდინი აქვს.+ 19 აღარ იტირებ,+ როცა სიონის მკვიდრნი+ იერუსალიმში+ იცხოვრებენ. ის უეჭველად წყალობას გიყოფს შენი ყვირილის ხმაზე; როგორც კი გაიგონებს მას, გიპასუხებს.+ 20 იეჰოვა პურად გასაჭირს მოგცემს და წყლად — ჩაგვრას.+ მეტად აღარ დაიმალება შენი დიდებული მოძღვარი და დაინახავს შენი თვალები შენს დიდებულ მოძღვარს.+ 21 თუ მარჯვნივ ან მარცხნივ წახვალ,+ შენს ყურს უკნიდან მოესმება სიტყვა: „ეს არის გზა,+ იარეთ მასზე“.
22 წაბილწავთ თქვენი ქანდაკებების ვერცხლის ვარაყს+ და თქვენი ჩამოსხმული+ ოქროს ქანდაკების+ საფარს. შენ გაფანტავ მათ.+ როგორც ქალი ამბობს ყოველთვიური სისხლდენის დროს, ისე იტყვი მასზე: ფუ, სიბინძურეო!+ 23 ის მისცემს წვიმას შენს თესლს, რომელსაც თესავ,+ და მიწის ნაყოფად მოგცემს ნოყიერ და მსუყე პურს.+ იმ დღეს შენი ცხვარ-ძროხა ვრცელ საძოვარზე მოძოვს.+ 24 შენი საქონელი და ვირები, რომლებიც მიწას ამუშავებენ, მჟაუნაგარეულ საკვებს შეჭამენ, ნიჩბითა+ და ფიწლით განიავებულს. 25 დიდი ხოცვა-ჟლეტის დღეს, როცა კოშკები დაეცემა,+ ყოველ მაღალ მთაზე და ყოველ გორაზე იქნება ნაკადულები,+ წყლის თხრილები. 26 სავსე მთვარის სინათლე კაშკაშა მზის სინათლესავით გახდება. კაშკაშა მზის სინათლე გაშვიდმაგდება+ შვიდი დღის სინათლესავით იმ დღეს, როცა იეჰოვა შეუხვევს მოტეხილობას+ თავის ხალხს და განუკურნავს+ მწვავე ჭრილობას, თავად რომ მიაყენა.
27 აი, იეჰოვას სახელი შორიდან მოდის, რისხვით ანთებული+ და დიდი ღრუბლებით; მისი ბაგეები რისხვით არის სავსე და მისი ენა შთამნთქმელი ცეცხლივითაა;+ 28 მისი სული წამლეკავი მდინარესავითაა, რომელიც ყელამდე+ ამოდის, რათა გაცხრილოს+ ერები არარაობის საცერში. ხალხებს ყბაში ამოდებული ექნებათ ლაგამი,+ რომელიც ახეტიალებს მათ.+ 29 ისეთ სიმღერას იმღერებთ,+ როგორსაც კაცი დღესასწაულისთვის+ განწმენდის ღამეს მღერის, და ისე გაიხარებთ გულით, როგორც კაცი, რომელიც სალამურის+ დაკვრით ადის იეჰოვას,+ ისრაელის კლდის, მთაზე.+
30 იეჰოვა მძვინვარე რისხვითა+ და შთამნთქმელი ცეცხლის ალით,+ თავსხმით, ქარიშხლითა+ და სეტყვით+ გააგონებს ხალხს თავის დიდებულ ხმას+ და დაანახვებს, როგორ დაუშვებს მკლავს.+ 31 იეჰოვას ხმა თავზარს დასცემს ასურეთს;+ კვერთხს დაჰკრავს მას.+ 32 იეჰოვა დამსჯელ კვერთხს დაჰკრავს ასურეთს; ყოველი მოქნევისას დაირისა და ქნარის+ ხმა გაისმება; იარაღის ქნევით შეებრძოლება მათ.+ 33 მისი თოფეთი+ უკვე გამზადებულია; თავად მეფისთვის არის მომზადებული.+ ჩაღრმავებულ ადგილს ავსებს გროვით. უხვად არის ცეცხლი და შეშა. იეჰოვას სუნთქვა გოგირდის მდინარესავით გიზგიზებს თოფეთის წინააღმდეგ.+
31 ვაი მათ, ვინც ეგვიპტეში ჩადის დახმარების სათხოვნელად+ და ცხენების იმედი აქვს,+ მრავალრიცხოვან საბრძოლო ეტლებზე+ და ძლიერ ცხენებზე ამყარებს იმედს და არ ენდობა ისრაელის წმინდას, არ ეძებს იეჰოვას.+ 2 ბრძენია+ იგი და უბედურებას დაატეხს მათ თავს,+ უკან არ წაიღებს თავის სიტყვებს;+ აღსდგება ის ბოროტმოქმედთა+ სახლისა და იმ დახმარების წინააღმდეგ, რომელსაც სიავის მქნელნი ეძებენ.+
3 ეგვიპტელები ადამიანები არიან+ და არა ღმერთი; მათი ცხენები ხორცია+ და არა სული. იეჰოვა გაიწვდის ხელს და წაბორძიკდება დახმარების შემთავაზებელი და დაეცემა ის,+ ვისაც ეხმარება იგი; მათ ერთდროულად მოეღებათ ბოლო.
4 აი რა მითხრა იეჰოვამ: „როგორც ლომი ბრდღვინავს, ფაფრიანი ლომი,+ რომელიც მსხვერპლს თავზე ადგას, და მაშინაც კი, როცა მოუხმობენ მთელ მწყემსობას, მათი ხმებისა არ ეშინია და მათი ხმაურის გამო არ იკუნტება, ლაშქართა ღმერთი იეჰოვაც ასევე ჩამოვა და იომებს სიონის მთისთვის და მისი გორისთვის.+ 5 როგორც ჩიტი დაფრინავს და იცავს თავის ბარტყებს, ლაშქართა ღმერთი იეჰოვაც ასევე დაიცავს იერუსალიმს.+ დაიცავს და დაიხსნის მას,+ გაუფრთხილდება და გადაარჩენს.
6 დაუბრუნდით+ მას, ვისაც დიდად ეურჩებიან ისრაელის ძენი.+ 7 იმ დღეს თითოეული მათგანი უარყოფს თავის ვერცხლის უსარგებლო ღმერთებს და არაფრის მაქნის ოქროს ღმერთებს,+ რომლებიც თქვენივე ხელით შექმენით ცოდვისათვის.+ 8 მახვილით დაეცემიან ასურელები, მაგრამ ეს არ იქნება კაცის მახვილი; მახვილი შთანთქავს მათ,+ მაგრამ ეს არ იქნება ადამიანის მახვილი. ის გაექცევა მახვილს და მისი ვაჟები მონურად იშრომებენ. 9 შიშით გაქრება მისი კლდე და ნიშანი+ შეაძრწუნებს მის მთავრებს“, — ამბობს იეჰოვა, რომლის ნათელი სიონშია და ღუმელი+ — იერუსალიმში.
32 აი, სიმართლისთვის+ იმეფებს მეფე+ და სამართლიანობისთვის იმმართველებენ მთავრები.+ 2 თითოეული მათგანი იქნება როგორც თავშესაფარი ქარში, საფარი ქარიშხალში,+ როგორც წყლის ნაკადულები უწყლო ქვეყანაში,+ როგორც დიდი კლდის ჩრდილი გამოფიტულ მიწაზე.+
3 მხედველთა თვალები ერთმანეთს არ შეეწებება, მსმენელთა ყურები ყურადღებით მოისმენს.+ 4 მოჩქარეთა გული ჩაუკვირდება ცოდნას,+ ენაბლუთა ენა სწრაფად და გამართულად ილაპარაკებს.+ 5 უგუნურს ხელგაშლილი აღარ დაერქმევა, უზნეო კაცს აღარ უწოდებენ წარჩინებულს,+ 6 ვინაიდან უგუნური უგუნურებას+ ილაპარაკებს, მისი გული სიავეს განიზრახავს,+ რათა განდგომილებით+ იმოქმედოს და იეჰოვას წინააღმდეგ თავხედურად ილაპარაკოს, რათა ცარიელი დატოვოს მშიერის სული+ და სასმლის გარეშე დატოვოს მწყურვალი. 7 უზნეო კაცი ბოროტ ხერხებს მიმართავს.+ ის სხვებს თავაშვებულობისკენ+ უბიძგებს, რათა ცრუ სიტყვებით+ დაღუპოს დაჩაგრულები, თუნდაც სიმართლეს ლაპარაკობდეს ღარიბი.
8 ხელგაშლილი კი სხვებს ხელგაშლილობისკენ უბიძგებს და ხელგაშლილობის მხარდასაჭერად აღსდგება.+
9 „ადექით, უდარდელო ქალებო, უსმინეთ ჩემს ხმას!+ უზრუნველო ასულებო, ყური უგდეთ ჩემს ნათქვამს! 10 ერთ წელიწადსა და სულ რამდენიმე დღეში შეშფოთდებით,+ უზრუნველებო, რადგან დასრულდება რთველი, ნაყოფი კი ვერ შეგროვდება.+ 11 აკანკალდით, უდარდელო ქალებო! შეშფოთდით, უზრუნველებო! გაიხადეთ და გაშიშვლდით, ჯვალო შემოირტყით თეძოებზე!+ 12 მწუხარებისგან მკერდში იცემდეთ ხელს+ სასურველი მინდვრებისა+ და ნაყოფიერი ვაზის გამო! 13 ჩემი ხალხის მიწა ეკლებით, ეკლიანი ბუჩქებით+ დაიფარება და მოედება ისინი ყველა სახლს, სადაც ერთ დროს სიხარული სუფევდა, მოედება უზომოდ გახარებულ ქალაქს.+ 14 მიგდებულია+ საცხოვრებელი კოშკი, აღარ გაისმის ქალაქში ხმაური; ტრამალად იქცა ოფელი+ და საგუშაგო კოშკი, ზებრების სიხარულად და ფარების საძოვრად იქცა სამარადისოდ. 15 ასე იქნება, სანამ მაღლიდან არ გადმოიღვრება ჩვენზე სული,+ უდაბნო ხილნარად არ იქცევა და ხილნარი ნამდვილ ტყედ არ ჩაითვლება.+
16 უდაბნოში სამართლიანობა დამკვიდრდება და ხილნარში სიმართლე იცხოვრებს.+ 17 მშვიდობას მოიტანს ჭეშმარიტი სიმართლე.+ სიმშვიდე და უსაფრთხოება იქნება ჭეშმარიტი სიმართლის ნაყოფი სამარადისოდ.+ 18 ჩემი ხალხი მშვიდობიან სამყოფელში, უსაფრთხო სამკვიდრებელში და მყუდრო მოსასვენებელ ადგილას იცხოვრებს.+ 19 სეტყვა წამოვა, ტყე მიწასთან გასწორდება+ და ქალაქი ძლიერ დამცირდება.+
20 ბედნიერნი ხართ, თესლს რომ წყლის პირას თესავთ+ და ხარსა და ვირს ნებაზე უშვებთ“.+
33 ვაი შენ, მძარცველო, თავად რომ არ გაძარცვულხარ, და ვერაგო, ვერაგულად რომ არავინ მოგქცევია!+ როგორც კი დაასრულებ ძარცვას, თავადაც გაიძარცვები.+ როგორც კი დაასრულებ ვერაგულად მოქცევას, შენც ვერაგულად მოგექცევიან.+
2 იეჰოვა, წყალობა გვიყავი!+ შენზე ვამყარებთ იმედს.+ ჩვენი მკლავი+ იყავი ყოველ დილით,+ ჩვენი ხსნა — გასაჭირის დროს.+ 3 გაიქცნენ ხალხები აურზაურის ხმაზე.+ შენ წამოიმართე და გაიფანტნენ ერები.+ 4 თქვენი ნაძარცვი+ ტარაკნებივით შეგროვდება, მას თავს დაესხმიან ისე, როგორც კალიების გუნდი ესხმის ადამიანს.+ 5 ამაღლებული იქნება იეჰოვა,+ რადგან სიმაღლეში მკვიდრობს.+ ის აავსებს სიონს სამართლიანობითა და სიმართლით.+ 6 შენი დროების საიმედოობა ხსნის სიმდიდრე+ იქნება — სიბრძნე და ცოდნა,+ იეჰოვას შიში,+ რაც მისი საგანძურია.
7 აი, მათი გმირები ქუჩაში ყვირიან; მწარედ იტირებენ მშვიდობის მაცნეები.+ 8 გაპარტახდა გზები;+ აღარავინ დადის ბილიკზე.+ მან დაარღვია შეთანხმება,+ შეიჯავრა ქალაქები,+ არაფრად ჩააგდო მოკვდავი კაცი.+ 9 გლოვობს ქვეყანა, გადახმა იგი.+ შერცხვა და დალპა ლიბანი;+ უკაცრიელ ველად იქცა შარონი;+ ბაშანსა და ქარმელს ფოთლები სცვივათ.+
10 «ახლა აღვდგები,+ — ამბობს იეჰოვა, — ახლა განვდიდდები,+ ახლა ავმაღლდები.+ 11 თივა ჩაგესახათ,+ ნამჯას გააჩენთ. ცეცხლივით+ შეგჭამთ თქვენივე სული.+ 12 კირის ნამწვს დაემსგავსებიან ხალხები; გაკაფული ეკლებივით მოეკიდებათ ცეცხლი.+ 13 მოისმინეთ, შორს მყოფნო, რას გავაკეთებ!+ იცოდეთ, ახლოს მყოფნო, ჩემი ძლევამოსილება!+ 14 შიშმა შეიპყრო ცოდვილები სიონში,+ აკანკალდნენ განდგომილები:+ „რომელი ჩვენგანი იცხოვრებს შთამნთქმელ ცეცხლთან,+ თუნდაც ცოტა ხანს? რომელი ჩვენგანი იცხოვრებს ხანგრძლივ ხანძართან,+ თუნდაც ცოტა ხანს?“
15 არის ის, ვინც მუდმივად სიმართლით დადის+ და სიმართლეს ლაპარაკობს,+ ვინც უარს ამბობს თაღლითების მონახვეჭზე,+ ვინც ხელებს ასავსავებს ქრთამზე,+ ვინც ყურს იხშობს, რომ არ მოისმინოს სისხლის ღვრის შესახებ, ვინც თვალებს ხუჭავს, რომ არ შეხედოს ბოროტებას.+ 16 ის დამკვიდრდება სიმაღლეებში;+ მიუვალი კლდოვანი თავშესაფარი ექნება მაღლობზე.+ თავისივე პური მიეცემა მას.+ წყლის მარაგი არ გაუთავდება».+
17 შენი თვალები იხილავს მეფეს თავისი მშვენებით,+ იხილავს შორეულ ქვეყანას.+ 18 ჩუმად იტყვი გულში+ საშინელ რამეზე: „სად არის მწიგნობარი? სად არის გადამხდელი?+ სად არის კოშკების დამთვლელი?“+ 19 არ იხილავ თავხედ ხალხს, გაურკვევლად, გაუგებარი ენით მოლაპარაკეს.+ 20 იხილე სიონი,+ ჩვენი დღესასწაულების ქალაქი!+ შენი თვალები იხილავს იერუსალიმს, მყუდრო საცხოვრებელს, კარავს, რომელსაც არავინ აშლის.+ არასოდეს ამოაძრობენ ამ კარვის პალოებს და არ გაწყდება მისი თოკები.+ 21 იმ ადგილზე დიდებული ღმერთი,+ იეჰოვა დაგვიცავს მდინარეებივით+ და განიერი არხებივით. არ გაივლიან მათზე ნიჩბებიანი ხომალდები და საუცხოო გემები არ გადაკვეთენ მათ. 22 იეჰოვაა ჩვენი მოსამართლე,+ იეჰოვაა ჩვენთვის წესების დამდგენი,+ იეჰოვაა ჩვენი მეფე;+ ის გვიხსნის.+
23 მოეშვება შენი თოკები, ვეღარ დაიჭერს ანძას; ვერ გაშლიან ისინი იალქანს.
იმ დროს განაწილდება უხვი ნაძარცვი, ბევრს დაიტაცებენ კოჭლები.+ 24 არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო.+ იმ მიწის მკვიდრთ ეპატიებათ დანაშაული.+
34 ახლოს მოდით, ხალხებო, რომ მოისმინოთ,+ და ყურადღებით იყავით, ერებო!+ ისმინოს დედამიწამ და ყველაფერმა, რაც მასზეა,+ მიწამ+ და ყველამ, მასზე მცხოვრებმა!+ 2 იეჰოვა გამწყრალია ყველა ხალხზე+ და განრისხებულია მთელ მათ ლაშქარზე.+ გაანადგურებს მათ; დასახოცად გაწირავს.+ 3 მათგან მოკლულები გადაიყრებიან; მათი გვამები აყროლდება,+ მთები დადნება მათი სისხლისგან.+ 4 დალპება ყველა, ვინც ცის ლაშქარშია.+ ცა გრაგნილივით დაიხვევა+ და მისი ლაშქარი ვაზის ფოთლებივით და ხიდან ჩამოცვენილი ლეღვივით დაჭკნება.+
5 „სისხლში ამოისვრება ჩემი მახვილი ცაში.+ აი, ედომზე დაეშვება+ იგი, ხალხზე, რომელსაც სამართლიანად გავანადგურებ.+ 6 იეჰოვას აქვს მახვილი. სისხლში ამოისვრება+ იგი; ქონით გაიპოხება, მამალი ბატკნებისა და ვაცების სისხლით, ვერძების თირკმელების ქონით,+ რადგან იეჰოვას მსხვერპლშეწირვა აქვს ბოცრაში და დიდი ხოცვა-ჟლეტა — ედომის მიწაზე.+ 7 მათთან ერთად მოვლენ გარეული ხარები+ და მოზვრები ძლიერ ხარებთან ერთად.+ მათი მიწა სისხლით გაიჟღინთება, მათი მტვერი ქონით გაიპოხება“.+
8 შურისძიების დღე აქვს იეჰოვას,+ საზღაურის მიგების წელიწადი სიონის სასამართლო საქმის გამო.+
9 მისი მდინარეები კუპრად იქცევა, მისი მტვერი — გოგირდად, მისი მიწა — მოგიზგიზე კუპრად;+ 10 არ ჩაქრება დღედაღამ, მარადიულად ავა მისი კვამლი.+ გადამწვარი იქნება თაობიდან თაობაში.+ არავინ გაივლის იქ სამარადისოდ.+ 11 ვარხვი და მაჩვზღარბა დაეუფლებიან მას, ბუკიოტები და ყორნები დაიბუდებენ იქ.+ ის გადაჭიმავს მასზე სიცარიელის ლარს+ და გაპარტახების შვეულს. 12 მისი წარჩინებულებიდან არავინ არის, რომ გაამეფონ; არარაობად იქცევიან მისი მთავრები.+ 13 მის საცხოვრებელ კოშკებში ეკლები ამოვა, მის ციხესიმაგრეებში — ჭინჭარი და ეკლიანი სარეველა.+ ტურების საცხოვრებლად+ და სირაქლემების ეზოდ იქცევა.+ 14 უწყლო მხარის ბინადარნი ღრიალა ცხოველებს შეხვდებიან, თხისმაგვარი დემონები*+ ერთიმეორეს დაუძახებენ. იქ დაისვენებს უფეხურა* და მოსასვენებელ ადგილს იპოვის.+ 15 ბუდე გაიკეთა სწრაფმა გველმა და კვერცხები დადო. დაჩეკს მათ და მის ჩრდილქვეშ მოაგროვებს. იქ შეიკრიბებიან ძერები,+ თითოეული თავის წყვილთან ერთად.
16 თავად მოძებნეთ იეჰოვას წიგნში+ და ხმამაღლა წაიკითხეთ: არც ერთი არ დააკლდება მათ.+ ყველას თავისი წყვილი ეყოლება, რადგან იეჰოვას ბაგემ გასცა ბრძანება+ და მისი სული შეაგროვებს მათ.+ 17 მან უყარა მათ წილი და მისმა ხელმა გამოყო მათთვის ადგილი ლარით.+ სამარადისოდ დაეუფლებიან მას; იქ დამკვიდრდებიან თაობიდან თაობაში.
35 გაიხარებს უდაბნო და უწყლო მხარე,+ იმხიარულებს ხრიოკი და ზაფრანასავით გაიფურჩქნება;+ 2 გაიფურჩქნება+ და სიხარულითა და მხიარული შეძახილით გაიხარებს.+ მიეცემა მას ლიბანის დიდება,+ ქარმელისა+ და შარონის+ სიდიადე. ხალხი იხილავს იეჰოვას დიდებას,+ ჩვენი ღვთის სიდიადეს.+
3 გაიძლიერეთ სუსტი ხელები, გაიმაგრეთ აკანკალებული მუხლები!+ 4 უთხარით მათ, ვინც წუხს:+ „გამაგრდით,+ ნუ გეშინიათ!+ აი, თქვენი ღმერთი შურისძიებით+ მოვა, საზღაურით მოვა ღმერთი.+ მოვა და გიხსნით“.+
5 მაშინ ბრმებს თვალები აეხილებათ+ და ყრუებს ყურები გაეხსნებათ;+ 6 მაშინ კოჭლი ირემივით იხტუნებს+ და მუნჯის ენა სიხარულით შესძახებს;+ წყალი ამოხეთქავს უდაბნოში და მდინარეები — ხრიოკზე. 7 სიცხისგან გამხმარი მიწა ლერწმიან ტბორად იქცევა, ხრიოკი კი — წყაროებად.+ ტურების საცხოვრებელში,+ მათ მოსასვენებელ ადგილას, მწვანე ბალახი ამოვა ლერწამსა და პაპირუსთან+ ერთად.
8 იქ იქნება სავალი, იქნება გზა,+ და სიწმინდის გზა ეწოდება+ მას. ვერ გაივლის მასზე უწმინდური.+ გზაზე მავალისთვის იქნება იგი და არც ერთი უგუნური არ იხეტიალებს მასზე. 9 არ იქნება იქ ლომი და ვერც მტაცებელი ცხოველები გაეკარებიან მას.+ ვერც ერთი ვერ გაიჭაჭანებს იქ;+ გამოსყიდულები ივლიან მასზე.+ 10 იეჰოვას მიერ გამოსყიდულნი დაბრუნდებიან+ და სიხარულის ყიჟინით მივლენ სიონში.+ მათ თავზე იქნება მარადიული მხიარულება.+ სიხარულსა და მხიარულებას ეწევიან, მწუხარება და ოხვრა კი გაქრება.+
36 მეფე ხიზკიას მეფობის მეთოთხმეტე წელს სინახერიბი,+ ასურეთის მეფე,+ მიადგა იუდას გამაგრებულ ქალაქებს და დაიპყრო ისინი.+ 2 ასურეთის მეფემ ლაქიშიდან+ იერუსალიმში+ მეფე ხიზკიასთან გაგზავნა რაბშაკე*+ დიდი ჯარით. ის გაჩერდა ზემო წყალსატევის+ არხთან,+ მრეცხავის მინდვრისკენ მიმავალ გზაზე.+ 3 გამოვიდნენ მასთან მეფის სახლთუხუცესი ელიაკიმი,+ ხილკიას ძე, მწერალი შებნა+ და მემატიანე+ იოახი,+ ასაფის ძე.+
4 უთხრა მათ რაბშაკემ: «გადაეცით ხიზკიას: აი რას გითვლის დიდი მეფე,+ ასურეთის მეფე:+ „რისი იმედი გაქვს?!+ 5 შენ ამბობ, ბრძოლისთვის გეგმაც მაქვს და ძალაცო (მაგრამ ეს მხოლოდ ბაგით ნათქვამი სიტყვებია).+ ვისი იმედი გაქვს, რომ მეურჩები?!+ 6 აი, ეგვიპტის,+ ამ გადატეხილი ლერწმის+ მხარდაჭერის იმედი გაქვს. მას თუ დაეყრდნო კაცი, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს. ასეთია ფარაონი,+ ეგვიპტის მეფე, ყველასთვის, ვინც მასზეა დაიმედებული.+ 7 თუ იმას მეტყვი, იეჰოვას, ჩვენი ღვთის იმედი გვაქვსო, განა ეს ის ღმერთი არ არის, რომლის მაღლობებიცა+ და სამსხვერპლოებიც მოაშორა ხიზკიამ,+ და იუდასა და იერუსალიმს უთხრა, ამ სამსხვერპლოსთან უნდა სცეთო თაყვანი?!“+ 8 ახლა, მოდი, დაუზავდი+ ჩემს ბატონს, ასურეთის მეფეს.+ ორი ათას ცხენს მოგცემ და ვნახოთ, თუ შეძლებ მათთვის მხედრების პოვნას.+ 9 შეძლებ კი უკან გააბრუნო თუნდაც ერთი მმართველი, ჩემი ბატონის უმცირესი მსახურთაგანი,+ როცა თავად შენ ეგვიპტის ეტლებისა და მხედრების იმედი გაქვს?!+ 10 განა იეჰოვას ნებართვის გარეშე გავილაშქრე ამ ქვეყნის წინააღმდეგ მის მოსასპობად?! თვით იეჰოვამ მითხრა:+ გაილაშქრე ამ ქვეყნის წინააღმდეგ და მოსპეო იგი».+
11 ამაზე ელიაკიმმა,+ შებნამ+ და იოახმა+ რაბშაკეს+ სთხოვეს: „სირიულად ელაპარაკე შენს მსახურებს,+ რადგან გვესმის. ნუ დაგველაპარაკები იუდეველთა ენაზე+ გალავანზე მყოფი ხალხის გასაგონად“.+ 12 რაბშაკემ მიუგო: „განა მარტო თქვენთან და თქვენს ბატონთან გამომგზავნა ჩემმა ბატონმა ამ სიტყვების სათქმელად?! განა გალავანზე მყოფ ხალხთანაც არ გამომგზავნა, თქვენთან ერთად რომ ჭამონ თავიანთი განავალი და სვან თავიანთი შარდი?!“+
13 იდგა რაბშაკე,+ ხმამაღლა გაჰყვიროდა იუდეველთა ენაზე+ და ამბობდა: «ისმინეთ დიდი მეფის, ასურეთის მეფის სიტყვები!+ 14 აი რას ამბობს მეფე: „თავს ნუ მოატყუებინებთ ხიზკიას,+ რადგან ვერ გიხსნით ის.+ 15 ნუ დაგაიმედებთ ხიზკია იეჰოვათი,+ უეჭველად გვიხსნის იეჰოვა+ და ეს ქალაქი ასურეთის მეფის ხელში არ ჩავარდებაო.+ 16 ნუ მოუსმენთ ხიზკიას, რადგან აი რას ამბობს ასურეთის მეფე: დამნებდით,+ გადმოდით ჩემ მხარეს და ყოველი თქვენგანი თავისი ვაზისა და ლეღვის ნაყოფს+ შეჭამს, თავისი ჭის წყალს დალევს,+ 17 სანამ მოვიდოდე და წაგიყვანდეთ თქვენი ქვეყნის მსგავს ქვეყანაში,+ მარცვლეულისა და ახალი ღვინის ქვეყანაში, პურისა და ვენახების ქვეყანაში. 18 არ გაცდუნოთ ხიზკიამ,+ იეჰოვა გვიხსნისო. განა იხსნეს სხვა ხალხების ღმერთებმა თავიანთი ქვეყნები ასურეთის მეფის ხელიდან?!+ 19 სად არიან ხამათისა+ და არფადის ღმერთები?!+ სად არიან სეფარვაიმის ღმერთები?!+ განა იხსნეს მათ სამარია ჩემი ხელიდან?!+ 20 ამ ქვეყნების ღმერთებიდან რომელმა იხსნა მათი ქვეყანა ჩემი ხელიდან,+ იეჰოვამ რომ იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან?!“»+
21 ისინი კი დუმდნენ და არაფერს პასუხობდნენ,+ რადგან მეფეს ნაბრძანები ჰქონდა, პასუხს ნუ გასცემთო.+ 22 მივიდნენ ხიზკიასთან მეფის სახლთუხუცესი+ ელიაკიმი,+ ხილკიას ძე, მწერალი შებნა+ და მემატიანე იოახი,+ ასაფის ძე, შემოხეული ტანსაცმლით+ და მოახსენეს რაბშაკეს+ სიტყვები.
37 როგორც კი მეფე ხიზკიამ ეს გაიგო, ტანსაცმელი შემოიხია, ჯვალო+ შემოიხვია და იეჰოვას სახლში შევიდა.+ 2 გაგზავნა მან ჯვალოთი შემოსილი მეფის სახლთუხუცესი ელიაკიმი,+ მწერალი შებნა+ და მღვდელთა+ უხუცესები წინასწარმეტყველ ესაიასთან,+ ამოცის ძესთან.+ 3 უთხრეს მას: «აი რას ამბობს ხიზკია: „ეს დღე გაჭირვების,+ გაკიცხვისა და უტიფარი დაცინვის დღეა,+ რადგან საშვილოსნოს კარს მოსდგომიან ვაჟები და არ არის მათი გაჩენის ძალა.+ 4 იქნებ ისმინოს იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, სიტყვები რაბშაკესი*,+ რომელიც მისმა ბატონმა, ასურეთის მეფემ გამოგზავნა ცოცხალი ღვთის დასაცინად,+ და პასუხი აგებინოს იმ სიტყვებისთვის, რომლებიც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა მოისმინა.+ ლოცვა აღავლინე+ დარჩენილთათვის“».+
5 ასე მივიდნენ მეფე ხიზკიას მსახურები ესაიასთან.+ 6 მაშინ ესაიამ უთხრა მათ: «აი რა უნდა უთხრათ თქვენს ბატონს, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა:+ „ნუ გეშინია+ მოსმენილი სიტყვებისა, რომლითაც ასურეთის მეფის მსახურები+ შეურაცხმყოფდნენ. 7 აი, შევაშფოთებ+ მას, მოისმენს ცნობას+ და თავის ქვეყანაში დაბრუნდება. მახვილით დავცემ მას თავისივე ქვეყანაში“».+
8 ამის შემდეგ გაიგო რაბშაკემ,+ რომ ასურეთის მეფე ლაქიშიდან+ აყრილიყო, და მასთან დაბრუნებისას ნახა, რომ ის ლიბნას ებრძოდა.+ 9 მეფემ შეიტყო თირჰაკაზე,+ ეთიოპიის მეფეზე: შენ წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდაო. ეს რომ გაიგო, მაშინვე გაუგზავნა მაცნეები+ ხიზკიას და შეუთვალა: 10 «აი რა უნდა უთხრათ იუდას მეფე ხიზკიას: „თავს ნუ მოატყუებინებ შენს ღმერთს, რომელზეც დაიმედებული ხარ, რომ გეუბნება,+ იერუსალიმი ხელში არ ჩაუვარდებაო ასურეთის მეფეს.+ 11 ხომ გსმენია, რა დამართეს ასურეთის მეფეებმა ყველა ქვეყანას, როგორ გაანადგურეს+ ისინი, და შენ როგორღა გადარჩები?!+ 12 განა იხსნეს გოზანის,+ ხარანის,+ რეცეფისა და თელ-ასარში მცხოვრები ედემის ძეების+ ღმერთებმა+ ეს ხალხები, რომლებიც ჩემმა მამა-პაპამ გაანადგურა?!+ 13 სად არიან ხამათის+ მეფე, არფადის+ მეფე და ქალაქ სეფარვაიმის+ მეფე?! სად არიან ჰენისა და ივის მეფეები?!“»+
14 გამოართვა ხიზკიამ მაცნეებს წერილები და წაიკითხა,+ მერე კი ავიდა ხიზკია იეჰოვას სახლში და გაშალა ისინი იეჰოვას წინაშე.+ 15 ლოცვით მიმართა ხიზკიამ იეჰოვას:+ 16 „ლაშქართა ღმერთო იეჰოვა, ისრაელის ღმერთო,+ ქერუბიმებზე მჯდომარევ, მხოლოდ შენა ხარ ჭეშმარიტი ღმერთი დედამიწის ყველა სამეფოში!+ შენ შექმენი ცა და დედამიწა.+ 17 ყური მოაპყარი, იეჰოვა, და ისმინე!+ თვალი გაახილე,+ იეჰოვა, და დაინახე და მოისმინე სინახერიბის+ ყველა სიტყვა, ცოცხალი ღვთის დასაცინად რომ შემოთვალა.+ 18 იეჰოვა, ასურეთის მეფეებმა მართლაც გაანადგურეს ყველა ქვეყანა და საკუთარი ქვეყანაც.+ 19 ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები,+ რადგან ღმერთები კი არ იყვნენ,+ არამედ ადამიანის ნახელავი,+ ხე და ქვა; ამიტომაც გაანადგურეს ისინი.+ 20 იეჰოვა, ჩვენო ღმერთო,+ გვიხსენი მისი ხელიდან,+ რათა დედამიწის ყველა სამეფომ გაიგოს, რომ, იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ ღმერთი!“+
21 შეუთვალა ესაიამ, ამოცის ძემ, ხიზკიას: «აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „რადგანაც ლოცვით მომმართე ასურეთის მეფე სინახერიბის გამო,+ 22 აი რას ამბობს იეჰოვა მასზე:
23 ვის დასცინი+ და ვის შეურაცხყოფ?!+
ვის წინააღმდეგ აიმაღლე ხმა+
და აღაპყარი თვალები მაღლა?!+
ისრაელის წმინდის წინააღმდეგ!+
24 შენს მსახურთა პირით დასცინი იეჰოვას და ამბობ:+
„ჩემი მრავალი საბრძოლო ეტლით მე თვითონ...+
ავალ მაღლა მთებში,+
ლიბანის შორეულ მხარეებში,+
მოვჭრი მის მაღალ კედრებსა და მის საუკეთესო ღვიას.+
ავალ მის მწვერვალზე, მის ნაყოფიერ ტყეში.+
26 განა არ გსმენია?!+ ძველი დროიდან მაქვს გადაწყვეტილი ამის გაკეთება.+
წარსულში განვიზრახე ეს,+ ახლა კი მოვახდენ ამას.+
შენ გააპარტახებ გამაგრებულ ქალაქებს და ნანგრევების გროვად აქცევ მათ.+
27 მკლავში ძალა გამოეცლება მათ მოსახლეობას;+
შეძრწუნდებიან და შერცხვებიან.+
მინდვრის მცენარეებსა და ქორფა ბალახს დაემსგავსებიან,+
29 რადგან შენმა რისხვამ+ და შენმა ღრიალმა ჩემს ყურამდე მოაღწია.+
ცხვირში კავს ამოგდებ და პირში — ლაგამს,+
იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოხვედი.+
30 ეს იქნება ნიშანი შენთვის, ხიზკია: წელს ნაგერალს შეჭამთ,+ მეორე წელს — ველურად გაზრდილს, მესამე წელს კი დათესავთ და მოიმკით, ვენახებს გააშენებთ და მათ ნაყოფს შეჭამთ.+ 31 იუდას სახლიდან გადარჩენილები, დარჩენილები,+ ფესვს გაიდგამენ და ნაყოფს გამოიღებენ.+ 32 დარჩენილები გამოვლენ იერუსალიმიდან,+ გადარჩენილები — სიონის მთიდან.+ ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მოშურნეობა გააკეთებს ამას.+
33 ამიტომაც ამბობს იეჰოვა ასურეთის მეფეზე:+ ვერ შემოვა ამ ქალაქში,+ ვერც ისარს გაისვრის აქ და ვერც ფარს დაუხვედრებს, ვერც მიწაყრილს გააკეთებს მის წინ.+
34 რა გზითაც მოვიდა, იმავეთი წავა, ამ ქალაქში ვერ შემოვა, — ამბობს იეჰოვა.+ — 35 დავიცავ+ ამ ქალაქს, რომ გადავარჩინო ის ჩემი+ და ჩემი მსახურის, დავითის გულისთვის“».+
36 წავიდა იეჰოვას ანგელოზი+ და ას ოთხმოცდახუთი ათასი კაცი დასცა ასურელთა ბანაკში.+ ადგა ხალხი დილით ადრე და, აი, მკვდარი იყო ყველა.+ 37 მაშინ აიყარა სინახერიბი,+ ასურეთის მეფე, შინ დაბრუნდა+ და ცხოვრობდა ნინევეში.+ 38 როცა ნისროქის,+ თავისი ღვთის,+ სახლში თაყვანსაცემად ემხობოდა, ადრამელექმა და შარეცერმა, მისმა ვაჟებმა, მახვილით+ განგმირეს იგი და არარატის+ ქვეყანაში გაქცევით უშველეს თავს. მის შემდეგ მისი ძე ასარხადონი+ გამეფდა.
38 იმ დროს სასიკვდილოდ დაავადდა ხიზკია.+ შევიდა მასთან წინასწარმეტყველი ესაია,+ ამოცის ძე, და უთხრა: «აი რას ამბობს იეჰოვა: „დაარიგე შენი სახლეულობა,+ რადგან მოკვდები, ვერ იცოცხლებ“».+ 2 მაშინ კედლისკენ იბრუნა პირი ხიზკიამ+ და ლოცვით მიმართა იეჰოვას:+ 3 „გევედრები, იეჰოვა, გაიხსენე,+ როგორ დავდიოდი+ შენ წინაშე ჭეშმარიტებითა+ და მთელი გულით,+ და კარგს რომ ვაკეთებდი შენს თვალში“. და მწარედ ატირდა ხიზკია.+
4 იეჰოვას სიტყვა+ გამოეცხადა ესაიას: 5 «წადი და უთხარი ხიზკიას, ასე ამბობს-თქო იეჰოვა, შენი წინაპრის,+ დავითის ღმერთი: „შევისმინე შენი ლოცვა,+ დავინახე შენი ცრემლები;+ აი თხუთმეტ წელიწადს დავუმატებ შენს დღეებს;+ 6 დაგიხსნით ასურეთის მეფის ხელიდან შენცა და ამ ქალაქსაც, დავიცავ ამ ქალაქს.+ 7 ეს იქნება ნიშანი შენთვის იეჰოვასაგან, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის ნათქვამ სიტყვებს:+ 8 აი, ახაზის კიბის საფეხურებზე დაფენილ მზის+ ჩრდილს ათი საფეხურით დავაბრუნებ უკან“».+ და მზე ნელ-ნელა დაბრუნდა უკან იმ ათ საფეხურზე, რომლებიც უკვე ჩავლილი ჰქონდა.+
9 აი რა დაწერა ხიზკიამ, იუდას მეფემ, როცა დაავადდა+ და გამოჯანმრთელდა.+
11 ვამბობ: „ვეღარ ვიხილავ იაჰს*, იაჰს ცოცხალთა ქვეყანაში.+
ვეღარ დავინახავ ადამიანთა მოდგმას სიკვდილის ქვეყნის მკვიდრთა შორის.
12 აიყარა ჩემი სამკვიდრო და გამეცალა+ მწყემსის კარავივით.
ფეიქარივით ვახვევ ჩემს სიცოცხლეს.
გადამჭრეს+ ქსელის ძაფებივით.
დილიდან დაღამებამდე ცუდ დღეში მაგდებ.+
14 ნამგალასავით ვჭიკჭიკებ, შაშვივით ვგალობ,+
მტრედივით ვღუღუნებ.+
ჩემი თვალებით ნაღვლიანად შევყურებ სიმაღლეს:+
იეჰოვა, დაჩაგრული ვარ, მხარში ამომიდექი!+
15 რას ვილაპარაკებ და რას მეტყვის ის?+
მან იმოქმედა.+
მთელი ჩემი წლების განმავლობაში ჩუმად დავდივარ სულგამწარებული.+
16 იეჰოვა, შენით ცოცხლობს ხალხი; როგორც ყველას, მეც შენით მაქვს სასიცოცხლო ძალა.+
შენ გამომაჯანმრთელებ და სიცოცხლეს შემინარჩუნებ.+
17 აი, მშვიდობის ნაცვლად სიმწარე მქონდა, სიმწარე.+
შენ შეგიყვარა ჩემმა სულმა და შენ იცავდი მას ხრწნილების საფლავიდან*.+
ზურგს უკან მოისროლე ყველა ჩემი ცოდვა.+
18 ვერ შეგასხამს ხოტბას სამარე,+ ვერ განგადიდებს სიკვდილი.+
საფლავში ჩამავალი ხალხი იმედიანად ვერ შეხედავს შენს ჭეშმარიტებას.+
19 ცოცხალს, ცოცხალს შეუძლია ხოტბა შეგასხას,+
როგორც მე შემიძლია დღეს.+
მამას შეუძლია ასწავლოს+ თავის ვაჟებს შენი ჭეშმარიტება.
20 იეჰოვა, მიხსენი,+ და დავუკრავთ ჩემს ჰანგებს სიმებიან საკრავებზე+
მთელი ჩვენი სიცოცხლის დღეების განმავლობაში, იეჰოვას სახლში“.+
21 თქვა ესაიამ: „აიღონ ლეღვის ჩირის კვერი და დაადონ წყლულზე,+ რომ მოურჩეს“.+ 22 ხიზკიამ თქვა: „რა იქნება იმის ნიშანი, რომ ავალ იეჰოვას სახლში?“+
39 იმ დროს ბაბილონის+ მეფემ, მეროდაქ-ბალადანმა,+ ბალადანის ძემ, შეიტყო, რომ ხიზკია ავად იყო და გამოჯანმრთელდა,+ და წერილები და ძღვენი+ გაუგზავნა მას. 2 გაიხარა მათით ხიზკიამ+ და უჩვენა თავისი საგანძური,+ ოქრო-ვერცხლი, ბალზამი, ძვირფასი ზეთი,+ მთელი თავისი იარაღის საცავი+ და ყველაფერი, რაც მის საგანძურში იყო. არაფერი დარჩენილა მის სახლში+ და მის სამფლობელოში,+ რომ არ ეჩვენებინა ხიზკიას მათთვის.
3 ამის შემდეგ შევიდა ესაია წინასწარმეტყველი მეფე ხიზკიასთან და ჰკითხა:+ „რა გითხრეს ამ კაცებმა და საიდან მოვიდნენ შენთან?“ ხიზკიამ მიუგო: „შორეული ქვეყნიდან, ბაბილონიდან მოვიდნენ ჩემთან“.+ 4 მან კვლავ ჰკითხა: „რა ნახეს შენს სახლში?“+ ხიზკიამ მიუგო: „ნახეს ყველაფერი, რაც ჩემს სახლშია. არაფერი დარჩენილა ჩემს საგანძურში, რომ არ მეჩვენებინა მათთვის“. 5 მაშინ უთხრა ესაიამ ხიზკიას:+ «ისმინე ლაშქართა ღვთის, იეჰოვას სიტყვა: 6 „აი, დადგება დრო, როცა ყველაფერს, რაც შენს სახლშია, და რაც შენს მამა-პაპას დღემდე დაუგროვებია, ბაბილონში წაიღებენ.+ არაფერს დატოვებენ,+ — ამბობს იეჰოვა. — 7 წაიყვანენ ზოგიერთ შენს ვაჟს, რომელნიც შენგან გამოვლენ და რომელთა მამაც გახდები,+ და ბაბილონის მეფის+ კარისკაცები+ გახდებიან ისინი“».
8 მაშინ ხიზკიამ უთხრა ესაიას: „კარგია იეჰოვას სიტყვა, რომელსაც ამბობ“.+ შემდეგ თქვა: „რადგან მშვიდობა და ჭეშმარიტება+ იქნება ჩემს დროს“.+
40 „ანუგეშეთ, ანუგეშეთ ჩემი ხალხი, — ამბობს თქვენი ღმერთი.+ — 2 გულში ჩამწვდომი სიტყვებით ელაპარაკეთ იერუსალიმს+ და გამოუცხადეთ მას, რომ დასრულდა მისი სავალდებულო სამუშაო,+ დაიფარა მისი დანაშაული.+ იეჰოვას ხელიდან მიიღო სრული საზღაური ყველა თავისი ცოდვისთვის“.+
3 ყური დაუგდეთ! ვიღაც ღაღადებს უდაბნოში:+ „გაწმინდეთ იეჰოვას გზა!+ გაასწორეთ ჩვენი ღვთისთვის სავალი, რომელიც ხრიოკზე გადის.+ 4 მაღლა აიწიოს ყოველი ველი,+ ყოველი მთა და გორა დადაბლდეს.+ ბორცვიანი მიწა უნდა გავაკდეს და ოღროჩოღრო ადგილები ველად უნდა იქცეს.+ 5 გამოვლინდება იეჰოვას დიდება+ და ყოველი ხორციელი იხილავს მას,+ რადგან იეჰოვას ბაგე ლაპარაკობს ამას“.+
6 ყური დაუგდე! ერთი ამბობს: „დაიძახე!“+ მეორე პასუხობს: „რა დავიძახო?“
„ყოველი ხორციელი მწვანე ბალახივითაა და მთელი მათი სიკეთე* მინდვრის ყვავილივით.+ 7 მწვანე ბალახი ხმება, ყვავილი ჭკნება,+ რადგან იეჰოვას სულმა დაუბერა მათ.+ მართლაც, მწვანე ბალახივითაა ხალხი.+ 8 მწვანე ბალახი ხმება, ყვავილი ჭკნება,+ ჩვენი ღვთის სიტყვა კი მარადიულად დარჩება“.+
9 გზა გაიკვლიე მაღალი მთისკენ,+ სიონისთვის სასიხარულო ცნობის მაუწყებელო ქალო!+ ძლიერ აღიმაღლე ხმა, იერუსალიმისთვის სასიხარულო ცნობის მაუწყებელო ქალო!+ ხმა აღიმაღლე, ნუ გეშინია!+ უთხარი იუდას ქალაქებს: „აი თქვენი ღმერთი!“+ 10 აი, უზენაესი უფალი იეჰოვა ძლიერებით მოვა და მისი მკლავი იმმართველებს.+ აი, მასთანვეა მისი ჯილდო+ და მის წინაშეა საზღაური.+ 11 მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას.+ თავისი მკლავით შეაგროვებს ბატკნებს+ და უბით ატარებს მათ.+ მაწოვარ ცხვრებს მზრუნველობით გაუძღვება.+
12 ვინ არწყა წყალი თავისი პეშვით?+ ვინ გადაზომა ცა მტკაველით?+ ვინ ჩაატია საწყაოში დედამიწის მტვერი?+ ვინ აწონა მთები სასწორზე და გორები — პინებზე? 13 ვინ გაზომა იეჰოვას სული? ვის შეუძლია მრჩეველივით მისცეს მას ცოდნა?+ 14 ვისთან ერთად ითათბირა, რომ მიმხვდარიყო? ვინ ასწავლის მას სამართლის გზას?+ ვინ აძლევს მას ცოდნას ან გაგების უნარს?+
15 აი, ხალხები სათლიდან გადმოვარდნილ წყლის ერთ წვეთს ჰგვანან და სასწორის პინებზე დაფენილი მტვერივით არიან მისთვის.+ აი, ის მტვერივით იღებს კუნძულებს.+ 16 თვით ლიბანის ხეები არ კმარა იმისთვის, რომ ცეცხლი ენთოს, და მისი გარეული ცხოველები+ არ კმარა დასაწვავი შესაწირავისთვის.+ 17 ყველა ხალხი არარაობაა მის წინაშე.+ არაფერი და არარსებული არიან მის თვალში.+
18 ვის შეადარებთ ღმერთს+ და ვის მიამსგავსებთ მას?+ 19 ოსტატმა ჩამოასხა ქანდაკება,+ მჭედელი ოქროთი ავარაყებს მას+ და ვერცხლის ჯაჭვებს ჭედავს.+ 20 შესაწირავად ირჩევს ხეს, საღ ხეს.+ ოსტატს ეძებს, რომ გაიკეთოს ქანდაკება,+ რომელიც არ იყანყალებს.+
21 ნუთუ არ იცით?! ნუთუ არ გსმენიათ?! ნუთუ თავიდანვე არ უთქვამთ თქვენთვის?! ნუთუ არ გამოგიყენებიათ გაგების უნარი დედამიწის დაფუძნებიდან?!+ 22 ის მკვიდრობს დედამიწის წრეზე,+ რომლის მკვიდრნიც კუტკალიას ჰგვანან. ის მსუბუქი ქსოვილივით ჭიმავს ზეცას, საცხოვრებელი კარავივით შლის მას.+ 23 ის არარაობად აქცევს უმაღლეს მოხელეებს, არაფრად აქცევს დედამიწის მოსამართლეებს.+
24 თითქმის არ დარგულან, თითქმის არ დათესილან, მათმა ჯირკვმა თითქმის ვერ გაიდგა ფესვი მიწაში.+ ერთ შებერვაზე ხმებიან.+ ნამჯასავით წაიღებს მათ ქარიშხალი.+
25 „ვის შემადარებთ და ვის გამიტოლებთ?! — ამბობს წმინდა.+ — 26 მაღლა აღაპყარით თვალები და შეხედეთ. ვინ შექმნა ეს ყველაფერი?+ მან, ვისაც თავისი სათვალავით გამოჰყავს მათი ლაშქარი, სახელით მოუხმობს თითოეულ მათგანს.+ მისი დიდი ძლიერებისა+ და ძლევამოსილების გამო არც ერთი მათგანი არ აკლდება მას.
27 რატომ ამბობ, იაკობ, და რატომ ლაპარაკობ, ისრაელო, ჩემი გზა დაფარულიაო იეჰოვასგან+ და ჩემთვის სამართლის გაჩენა მხედველობიდან რჩებაო ჩემს ღმერთს?+ 28 ნუთუ არ იცი ან ნუთუ არ გსმენია?!+ მარადიული ღმერთია იეჰოვა — დედამიწის კიდეების შემოქმედი.+ არ იღლება და არ იქანცება.+ ჩაუწვდომელია მისი გაგების უნარი.+ 29 ის ძალას აძლევს დაღლილს+ და ძალ-ღონით+ ავსებს ძალაგამოცლილს. 30 ყმაწვილები დაიღლებიან და დაიქანცებიან, ჭაბუკები წაიბორძიკებენ, 31 იეჰოვაზე მინდობილები+ კი ძალას განიახლებენ.+ არწივივით გაშლიან ფრთებს.+ ირბენენ და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან“.+
41 „დადუმდით და მომისმინეთ, კუნძულებო*!+ ძალა განიახლონ ერებმა;+ მომიახლოვდნენ+ და მაშინ ილაპარაკონ. გასასამართლებლად+ შევიკრიბოთ.
2 ვინ აღძრა ის მზის ამოსავლიდან?+ ვინ მოუხმო მას თავის ფეხებთან სიმართლით, რომ მიეყვანა მის წინაშე ხალხები და დაემორჩილებინა მეფეები?+ ვინ მისცა ისინი მის მახვილს გასაცამტვერებლად, ისე რომ ნამჯასავით გახვეტა მისმა მშვილდმა ისინი?+ 3 ვინ დაედევნა მათ? მშვიდობიანად ვინ ჩაიარა იმ გზაზე, რომლითაც არ მოსულა? 4 ვინ მოიმოქმედა+ და ვინ გააკეთა ეს? ვინ მოუხმო თაობებს დასაწყისიდან?+
მე, იეჰოვამ, პირველმა.+ მათთვისაც იგივე ვიქნები, ვინც ბოლოს გაჩნდება!“+
5 კუნძულებმა+ დაინახეს და შეშინდნენ. შიშისაგან აკანკალდნენ დედამიწის კიდეები.+ მოახლოვდნენ და მოვიდნენ ისინი. 6 თითოეული ეხმარებოდა თავის მეგობარს და ეუბნებოდა თავის ძმას: „გამაგრდი!“+ 7 ხელოსანი მჭედელს ამაგრებდა,+ უროთი გამსწორებელი — გრდემლზე ჩაქუჩის დამრტყმელს და შედუღებულზე ეუბნებოდა, კარგიაო. ბოლოს ლურსმნებით ამაგრებდნენ მას, რომ არ მორყეულიყო.+
8 „შენ კი, ისრაელო, ჩემი მსახური ხარ,+ იაკობ, ჩემო ამორჩეულო,+ ჩემი მეგობრის,+ აბრაამის შთამომავალო;+ 9 დედამიწის კიდეებიდან წამოგიყვანე+ და მისი შორეული მხარეებიდან მოგიხმე.+ გითხარი, ჩემი მსახური ხარ,+ მე ამოგარჩიე+ და არ უარგყოფ-მეთქი.+ 10 ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ.+ აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ.+ მე გაგამაგრებ.+ მე დაგეხმარები.+ ჩემი სიმართლის+ მარჯვენას+ ჩაგჭიდებ.
11 აი, შერცხვება და დამცირდება ყველა, ვინც შენზეა განრისხებული.+ არარაობად იქცევიან და დაიღუპებიან ისინი, ვინც შენ გედავებიან.+ 12 ძებნას დაუწყებ, მაგრამ ვერ იპოვი შენთან შემბრძოლებელს.+ არარსებულად და არარაობად+ იქცევიან ისინი, ვინც გეომებიან, 13 რადგან მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა+ და გეუბნები: ნუ გეშინია,+ მე დაგეხმარები.+
14 ნუ გეშინია, მატლო+ იაკობ, ისრაელის ხალხო!+ მე დაგეხმარები, — ამბობს იეჰოვა, შენი გამომსყიდველი,+ ისრაელის წმინდა. — 15 აი, კევრად გაქციე,+ ახალ კევრად, რომელსაც ორპირი კბილები აქვს. შენ გალეწავ და შემუსრავ მთებს, ბზედ აქცევ გორებს.+ 16 გაანიავებ+ მათ, ქარი წაიღებს,+ ქარიშხალი გაფანტავს მათ სხვადასხვა მხარეს.+ გაიხარებ იეჰოვათი.+ ისრაელის წმინდით იამაყებ“.+
17 „წყალს ეძებენ დაჩაგრულები და საწყლები,+ მაგრამ არსად არის. ენა გაუშრათ+ წყურვილისგან.+ მე, იეჰოვა, ვუპასუხებ მათ.+ მე, ისრაელის ღმერთი, არ მივატოვებ მათ.+ 18 შიშველ გორებზე მდინარეებს გადმოვაჩქეფებ, ველებზე — წყაროებს.+ უდაბნოს ლერწმიან ტბორად ვაქცევ, უწყლო მიწას — წყლის სათავედ.+ 19 უდაბნოში დავრგავ კედარს, აკაციას, მირტსა და ზეთის ხეს.+ ხრიოკზე დავრგავ ღვიას და მასთან ერთად იფანსა და კვიპაროსს,+ 20 რათა ხალხმა იხილოს, გაიგოს, დაიჯეროს და ჩასწვდეს, რომ იეჰოვას ხელმა გააკეთა ეს, ისრაელის წმინდამ შექმნა ეს“.+
21 „წარმოადგინეთ თქვენი სარჩელი,+ — ამბობს იეჰოვა. — წარმოადგინეთ თქვენი მტკიცებები,+ — ამბობს იაკობის მეფე.+ — 22 მოდით და გვითხარით ის, რაც უნდა მოხდეს. გვითხარით, რაც თავდაპირველად იყო, რათა გულში ჩავიბეჭდოთ და ვიცოდეთ მომავალი. ან გაგვაგებინეთ რაც უნდა მოხდეს.+ 23 გვითხარით, რა მოხდება შემდეგ, რათა ვიცოდეთ, რომ ღმერთები ხართ.+ ან კარგი აკეთეთ, ან ცუდი, რომ დავაკვირდეთ და დავინახოთ.+ 24 აი, არარსებული ხართ+ და თქვენი მიღწევა არარაობაა. საძაგელია თქვენი ამომრჩეველი.+
25 ვიღაც აღვძარი ჩრდილოეთიდან და მოვა.+ მზის ამოსავლიდან+ მოუხმობს ჩემს სახელს. მოვა და გათელავს მმართველებს,+ როგორც მეთუნე ზელს სველ თიხას.
26 ვინ რა თქვა დასაწყისში, რომ ვიცოდეთ, ან წარსულში, ვისზეც შეიძლებოდა გვეთქვა, ის მართალიაო?+ ნამდვილად არავის უთქვამს. ნამდვილად არავის გაუგებინებია. ნამდვილად არავის გაუგია თქვენი ნათქვამი“.+
27 ის, ვინც პირველია, ეუბნება სიონს: „აი ისინი!“,+ იერუსალიმს მივცემ მახარობელს.+
28 ვუყურებდი და არსად იყო ადამიანი, არავინ იყო მრჩეველი.+ ვეკითხებოდი, რომ ეპასუხათ. 29 აი, ყოველი მათგანი არარსებულია. არარაობაა მათი საქმეები. ქარი და არარაობაა მათი ქანდაკებები.+
42 აი ჩემი მსახური,+ რომელსაც მხარს ვუჭერ!+ ჩემი რჩეული,+ რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა*!+ ჩემი სული* ჩავდე მასში.+ სამართალს გაუჩენს ხალხებს.+ 2 არ იყვირებს და ხმას არ აუწევს, ქუჩაში ვერ გაიგონებენ მის ხმას.+ 3 გადატეხილ ლერწამს არ დაამტვრევს+ და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს. ჭეშმარიტებით აღასრულებს სამართალს.+ 4 არ ჩაიბჟუტება და არ მოიდრიკება, სანამ სამართალს არ აღასრულებს დედამიწაზე.+ მის კანონს დაელოდებიან კუნძულები.+
5 აი რას ამბობს ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვა, ცის შემოქმედი+ და მისი დიდებული გადამჭიმავი,+ დედამიწისა+ და მისი ნაყოფის გადამშლელი,+ მასზე მცხოვრები ხალხისთვის+ სუნთქვის მიმცემი+ და მასზე მოარულთათვის სულის ჩამდგმელი:+ 6 „მე, იეჰოვამ, მოგიხმე სიმართლით+ და ჩაგჭიდე ხელი.+ დაგიცავ და შეთანხმებად გაქცევ ხალხებისთვის,+ სინათლედ — ერებისთვის,+ 7 რათა თვალები აეხილოთ ბრმებს,+ დილეგიდან გამოვიდნენ პატიმრები+ და სატუსაღოდან გამოვიდნენ სიბნელეში მსხდომნი.+
8 მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი.+ ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას,+ არც ჩემს ქებას+ — ქანდაკებებს.+
9 თავდაპირველი შესრულდა,+ მაგრამ ახლა ახალ რამეს ვამბობ. სანამ გამოჩნდება, გაგაგებინებთ“.+
10 უმღერეთ იეჰოვას ახალი სიმღერა,+ ქება — დედამიწის კიდეებიდან,+ თქვენ, ვინც საზრდოობთ ზღვით+ და ყოველივეთი, რაც მასშია, და თქვენ, კუნძულებო და მასზე მცხოვრებნო!+ 11 ხმა აღიმაღლოს უდაბნომ+ და მისმა ქალაქებმა, სადაც კედარი მკვიდრობს!+ სიხარულით იყიჟინონ კლდოვანი+ ადგილების მკვიდრებმა! მთის მწვერვალებზე შესძახოს ხალხმა! 12 დიდება მიაგონ იეჰოვას;+ აქონ ის კუნძულებზე!+
13 ძლიერი კაცივით გამოვა იეჰოვა.+ მოშურნეობით აღივსება,+ როგორც მეომარი. ყიჟინას დასცემს, საომარ ყიჟინას.+ დასძლევს თავის მტრებს.+
14 „დიდხანს ვდუმდი.+ ჩუმად ვიყავი.+ თავს ვიკავებდი.+ მშობიარე ქალივით ავკვნესდები, ქშენას დავიწყებ და სუნთქვა შემეკვრება.+ 15 გავანადგურებ+ მთებსა და გორებს, მთელ მათ მცენარეულობას გავახმობ. მდინარეებს კუნძულებად ვაქცევ და ამოვაშრობ ლერწმიან ტბორებს.+ 16 მათთვის უცნობი გზით ვატარებ ბრმებს,+ მათთვის უცნობ სავალს დავატკეპნინებ.+ ბნელს ნათლად ვაქცევ+ მათ წინაშე და ოღრო-ჩოღროს — ვაკედ.+ ამას გავაკეთებ მათთვის და არ მივატოვებ მათ“.+
17 უკან მობრუნდებიან, ძლიერ შერცხვებიან ისინი, ვინც გამოსახულებაზე ამყარებენ იმედს+ და ქანდაკებას ეუბნებიან, თქვენ ხართ ჩვენი ღმერთებიო.+
18 ისმინეთ, ყრუებო, და გაიხედეთ, რომ დაინახოთ, ბრმებო!+ 19 ვინ არის ბრმა, თუ არა ჩემი მსახური, და ვინ არის ყრუ ჩემი მაცნესავით, რომელსაც ვგზავნი? ვინ არის დაჯილდოებულივით ან იეჰოვას მსახურივით ბრმა?+ 20 ბევრი რამ ნახე, მაგრამ ყურადღება არ მიგიქცევია.+ ყურები გახსნილი გქონდა, მაგრამ არ მოგისმენია.+ 21 იეჰოვამ თავისი სიმართლის+ გულისთვის მოისურვა, რომ განედიდებინა კანონი+ და აემაღლებინა ის. 22 ეს ხალხი გაქურდული და გაძარცულია;+ ყველანი გამოქვაბულებში არიან გამომწყვდეულნი და სატუსაღოებში არიან დამალულნი.+ ნაქურდალივით არიან და არავინ არის მხსნელი,+ ნაძარცვივით არიან და არავინ ამბობს, დააბრუნეთო.
23 ვინ დაუგდებს ამას ყურს? ვინ მიაქცევს ყურადღებას და ვინ მოისმენს სამომავლოდ?+ 24 ვინ მისცა იაკობი გასაქურდავად და ისრაელი — გასაძარცვავად? განა იეჰოვამ არა, რომლის წინააღმდეგაც შესცოდეს, რომლის გზითაც არ ისურვეს სიარული და რომლის კანონსაც არ მოუსმინეს?!+ 25 ამიტომ რისხვას, მრისხანებას ღვრიდა მასზე და ომის სისასტიკეს,+ რაც ყოველი მხრიდან შთანთქავდა მას,+ მაგრამ ის ყურადღებას არ აქცევდა.+ მის წინააღმდეგ ბრიალებდა, მაგრამ მას გულთან ახლოს არ მიუტანია.+
43 აი რას ამბობს იეჰოვა, შენი შემოქმედი,+ იაკობ, და შენი შემქმნელი,+ ისრაელო: «ნუ გეშინია, რადგან მე გამოგისყიდე.+ სახელით გიხმობ.+ ჩემი ხარ.+ 2 წყალში რომ შეხვიდე,+ შენთან ვიქნები,+ მდინარეებში რომ შეხვიდე, ვერ წაგლეკავენ.+ ცეცხლში რომ გაიარო, არ წაგეკიდება, არც ალი დაგწვავს.+ 3 მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი, ისრაელის წმინდა, შენი მხსნელი.+ შენ გამოსასყიდად გავეცი ეგვიპტე,+ ეთიოპია+ და სება — შენ სანაცვლოდ. 4 რაკი ძვირფასი ხარ ჩემს თვალში,+ ამიტომ პატივცემულად ითვლები და მეც შეგიყვარე.+ შენ სანაცვლოდ ხალხს გავცემ, შენი სულის სანაცვლოდ — ერებს.+
5 ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ.+ მზის ამოსავლიდან მოვიყვან შენს შთამომავლობას, მზის ჩასავლიდან შეგკრებ.+ 6 ვეტყვი ჩრდილოეთს,+ გაუშვი-მეთქი; სამხრეთს ვეტყვი: ნუ დააკავებ, შორიდან მოიყვანე ჩემი ვაჟები და დედამიწის კიდეებიდან+ — ჩემი ასულები, 7 ყველა, ვინც ჩემი სახელით იწოდება,+ ვინც ჩემი დიდებისთვის შევქმენი+ და გამოვსახე, ვინც მე შევქმენი.+
8 გამოიყვანე ხალხი, რომელსაც თვალები აქვს, მაგრამ ბრმაა, ყურები აქვს, მაგრამ ყრუა.+ 9 ერთ ადგილას შეიკრიბოს ყველა ხალხი და ერთად შეიკრიბონ ერები.+ მათ შორის რომელს შეუძლია ამის თქმა?+ თუ გაგვაგებინებენ იმას, რაც თავდაპირველად უნდა შესრულდეს?+ მოიყვანონ თავიანთი მოწმეები,+ რათა მართლებად იქნენ აღიარებულნი, ან მოისმინონ და თქვან: „ეს ჭეშმარიტებაა!“+
10 თქვენა ხართ ჩემი მოწმეები,+ — ამბობს იეჰოვა, — ჩემი მსახური, რომელიც მე ავირჩიე,+ რათა გცოდნოდათ+ და გერწმუნათ ჩემი+ და მიმხვდარიყავით, რომ მე იგივე ვარ.+ ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი+ და არც ჩემ შემდეგ იქნება.+ 11 მე, მე ვარ იეჰოვა+ და ჩემ გარდა არავინაა მხსნელი.+
12 მე ვამბობდი, ვიხსნიდი და ვაგებინებდი,+ როცა თქვენ შორის არ იყო უცხო ღმერთი.+ ასე რომ, თქვენა ხართ ჩემი მოწმეები,+ — ამბობს იეჰოვა, — და მე ღმერთი ვარ.+ 13 მე ყოველთვის იგივე ვარ+ და არავის შეუძლია ჩემი ხელიდან დახსნა.+ ავმოქმედდები+ და ვინ აღუდგება ჩემს ხელს?»+
14 აი რას ამბობს იეჰოვა, თქვენი გამომსყიდველი,+ ისრაელის წმინდა:+ „თქვენი გულისთვის გავგზავნი მათ ბაბილონში და ჩამოვყრი საპყრობილეების ურდულებს,+ დავამხობ ქალდეველებს ხომალდებში და ავაკვნესებ.+ 15 მე ვარ იეჰოვა, თქვენი წმინდა,+ ისრაელის შემოქმედი,+ თქვენი მეფე“.+
16 აი რას ამბობს იეჰოვა, ზღვაში გზისა და ძლიერ წყალში სავალის გამკვალავი,+ 17 საომარი ეტლისა და ცხენის, ჯარისა და ძლიერი ხალხის ერთად გამომყვანი:+ „დაწვებიან+ და ვეღარ ადგებიან.+ გაქრებიან,+ პატრუქივით ჩაქრებიან.+
18 ნუ გაიხსენებთ პირვანდელს, ყურადღებას ნუ მიაქცევთ წინანდელს. 19 აი, რაღაც ახალს ვაკეთებ.+ ახლა გამოჩნდება ის. განა ვერ გაიგებთ?+ უდაბნოში გავკვალავ გზას,+ ხრიოკზე მდინარეებს გავიყვან.+ 20 განმადიდებენ მინდვრის მხეცები,+ ტურები და სირაქლემები,+ რადგან უდაბნოშიც კი მივცემ წყალს და ხრიოკზე — მდინარეებს,+ რათა დალიოს ჩემმა ხალხმა, ჩემმა რჩეულმა,+ 21 ხალხმა, რომელიც ჩემთვის შევქმენი, რათა ჩემ საქებრად ელაპარაკათ.+
22 შენ კი არ მომიხმე, იაკობ,+ რადგან დაიღალე ჩემით, ისრაელო.+ 23 არ მოგიტანია ჩემთვის მთლიანად დასაწვავი ცხვარი და მსხვერპლით არ განგიდიდებივარ.+ არ დამიძალებია, რომ ძღვნით გემსახურა ჩემთვის, არც გუნდრუკის კმევით დამიქანციხარ.+ 24 ფული არ დაგიხარჯია ჩემთვის ტკბილი ლერწმის+ საყიდლად; არ გაგიძღივარ მსხვერპლის ქონით.+ მაიძულებდი მემსახურა შენი ცოდვების გამო; დამქანცე შენი დანაშაულით.+
25 მე, მე ვშლი+ შენს ცოდვებს+ ჩემი გულისთვის;+ არ გავიხსენებ შენს ცოდვებს.+ 26 გამახსენე; ერთად განვსაჯოთ;+ თქვი შენი სათქმელი, რომ გამართლდე.+ 27 მამაშენმა, რომელიც პირველი იყო, შესცოდა,+ შენმა წარმომადგენლებმა შემცოდეს.+ 28 შეურაცხვყოფ წმინდა ადგილის მთავრებს; იაკობს გადავცემ, როგორც გასანადგურებლად განწესებულს, ისრაელს სალანძღავ სიტყვებს გადავცემ“.+
44 „ახლა მისმინე, იაკობ, ჩემო მსახურო,+ და შენ, ისრაელო, ჩემო რჩეულო!+ 2 აი რას ამბობს იეჰოვა, შენი შემოქმედი+ და შენი შემქმნელი,+ რომელიც მუცლიდანვე გეხმარებოდა:+ ნუ გეშინია,+ ჩემო მსახურო იაკობ, და შენ, იეშურუნ,+ ჩემო რჩეულო, 3 რადგან გადმოვღვრი წყალს მწყურვალისთვის+ და მოჩუხჩუხე ნაკადულებს — გამომშრალი მიწისთვის;+ ჩემს სულს გადმოვღვრი შენს შთამომავალზე+ და ჩემს კურთხევას — შენს მოდგმაზე; 4 ისინი მწვანე ბალახივით აღმოცენდებიან,+ ალვის ხეებივით+ წყალსავალთა პირას; 5 ერთი იტყვის, მე იეჰოვასი ვარო,+ მეორე იაკობის სახელს დაირქმევს,+ მესამე ხელზე დაიწერს, იეჰოვას საკუთრებაო, მეოთხე ისრაელის სახელით იქნება წოდებული.+
6 აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის მეფე+ და გამომსყიდველი,+ ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: მე ვარ პირველი და უკანასკნელი,+ ჩემ გარდა არ არსებობს სხვა ღმერთი!+ 7 ვინ არის ჩემი მსგავსი?!+ დაიძახოს, რომ მითხრას და წარმომიდგინოს თავისი მტკიცება; მოყვნენ,+ რაც უნდა მოხდეს და რაც მას შემდეგ იქნება იმ დღიდან, რაც ძველი ხალხი შევქმენი!+ 8 ნუ შეშინდებით და ნუ გაოგნდებით!+ განა იმ დროიდან არ გაგონებდით და არ გეუბნებოდით თითოეულს?!+ თქვენა ხართ ჩემი მოწმეები!+ განა არსებობს ღმერთი ჩემ გარდა?!+ არა, არ არის სხვა კლდე,+ არ ვცნობ არც ერთს!“
9 გამოსახულების ყველა შემქმნელი არარაობაა,+ ფუჭი იქნება მათი სასურველი კერპები.+ მათი მოწმეები არიან და ვერაფერს ხედავენ, არც არაფერი იციან,+ რათა შერცხვნენ.+ 10 ვინ შექმნა ღმერთი ან ვინ ჩამოასხა ქანდაკება?+ ფუჭია იგი.+ 11 აი, ყველა მისი ამხანაგი შერცხვება,+ ხელოსნები ხომ მხოლოდ ადამიანები არიან. ყველანი ერთად შეიკრიბებიან,+ გაჩერდებიან, შეშინდებიან და ყველანი შერცხვებიან.+
12 საჭრისით რკინის დამმუშავებელი ნაკვერჩხლებზე ამუშავებს მას. ჩაქუჩით ჭედავს და თავისი ძლიერი მკლავით ამუშავებს.+ მოშივდა და ძალა ეცლება, წყალს არ სვამს და იღლება.
13 მეჩუქურთმე ჭიმავს ლარს, წითელი ცარცით ხაზავს; საჭრეთლით ამუშავებს ხეს. ფარგლით ხაზავს და ქმნის ადამიანის გამოსახულებას,+ ადამიანივით ლამაზს, რომ სახლში დადგას.+
14 ზოგის საქმეა კედრების მოჭრა. ირჩევს ისეთი ჯიშის ხეს, რომელიც დიდი იზრდება და აცდის, რომ იზარდოს ტყის ხეებს შორის.+ დარგო დაფნის ხე, რომელსაც შხაპუნა წვიმა ზრდის. 15 ადამიანი მას ცეცხლის დასანთებად იყენებს. ნაწილს გასათბობად იღებს. ცეცხლს ანთებს და პურს აცხობს. ღმერთსაც აკეთებს, რომ მდაბლად თაყვანი სცეს.+ გამოსახულებას აკეთებს+ და მის წინაშე ემხობა. 16 ნახევარს ცეცხლში წვავს, ნახევარს ხორცის შესაწვავად იყენებს და ძღება. თბება და ამბობს, აი, გავთბი და ცეცხლი დავინახეო. 17 დანარჩენით ღმერთს იკეთებს, გამოსახულებას. მის წინაშე ემხობა, მდაბლად თაყვანს სცემს, ლოცულობს და ეუბნება, მიხსენი, რადგან შენ ჩემი ღმერთი ხარო.+
18 არ იციან,+ არ ესმით,+ რადგან თვალები გაეგლისათ და ვერ ხედავენ,+ გულები გაეგლისათ და წვდომის უნარი არა აქვთ.+ 19 არც ერთი არ უხმობს გულს,+ არც ცოდნა აქვთ და არც შეგნება,+ რომ თქვან: „ნახევარი ცეცხლში დავწვი, ნაკვერჩხლებზე პური გამოვაცხვე; ხორცს ვწვავ და ვჭამ. განა დანარჩენი სისაძაგლედ უნდა ვაქციო?!+ განა გამომშრალი ხის ნაჭრის წინ უნდა დავემხო?!“ 20 ნაცარს ჭამს.+ მისი მოტყუებული გული გზას აცდენს მას.+ ის ვერ დაიხსნის თავის სულს, ვერც იმას იტყვის, განა სიცრუე არ არის ჩემს მარჯვენაშიო?!+
21 „გახსოვდეს ეს, იაკობ,+ და შენ, ისრაელო, რადგან ჩემი მსახური ხარ!+ მე შეგქმენი,+ ჩემი მსახური ხარ, არ დაგივიწყებ, ისრაელო!+ 22 ისე წავშლი შენს დანაშაულს და შენს ცოდვებს, თითქოს ღრუბლით+ და სქელი ღრუბლებით დამეფაროს. დამიბრუნდი+ და გამოგისყიდი.+
23 სიხარულით შესძახეთ, ცანო,+ რადგან იეჰოვა მოქმედებს!+ სიხარულით იყიჟინეთ,+ დედამიწის სიღრმეებო!+ იმხიარულეთ, მთებო,+ და სიხარულით შესძახეთ, ტყეო და ტყის ხეებო! რადგან იეჰოვამ გამოისყიდა იაკობი და თავის მშვენებას აჩვენებს ისრაელში“.+
24 აი რას ამბობს იეჰოვა, შენი გამომსყიდველი+ და შენი შემქმნელი მუცელში: «მე, იეჰოვა, ყველაფერს ვაკეთებ, მე თვითონ გადავჭიმე ცა+ და განვავრცე დედამიწა.+ ვინ იყო ჩემთან?! 25 ვაუქმებ ფუჭად მოლაპარაკეთა ნიშნებს; მე ვაგიჟებ მკითხავებს.+ ბრძენებს უკან ვახევინებ და მათ ცოდნას უგუნურებად ვაქცევ.+ 26 ის თავისი მსახურების სიტყვას აახდენს და თავისი მაცნეების განზრახვას ბოლომდე შეასრულებს.+ ის ამბობს იერუსალიმზე: დასახლდება!+ და იუდას ქალაქებზე: კვლავ აშენდება!+ მე აღვადგენ მის გაპარტახებულ ადგილებს!+ 27 ის ეუბნება ღრმა წყალს: ამოშრი! მე ამოვაშრობ შენს მდინარეებს!+ 28 ის ამბობს კიროსზე:+ ჩემი მწყემსია და რაც მსურს, იმას ბოლომდე შემისრულებს;+ შეასრულებს თვით ჩემს ნათქვამს იერუსალიმზე — „აღდგენილი იქნება“, და ტაძარზე — „საძირკველი ჩაგეყრება“».+
45 აი რას ეუბნება იეჰოვა თავის ცხებულს,+ კიროსს, რომლის მარჯვენაც მიჭირავს,+ რომ დავუმორჩილო მას ერები,+ თვით მეფეებს შევხსნა სარტყელი წელზე, გავაღო მის წინაშე ორფრთიანი კარები, რომ არ დაიხუროს კარიბჭეები: 2 „შენ წინ წავალ+ და მოვასწორებ ოღრო-ჩოღრო ადგილებს.+ დავლეწავ სპილენძის კარებს და მოვჭრი რკინის ურდულებს.+ 3 მოგცემ საგანძურს+ სიბნელეში და დამალულ განძს საფარში, რათა იცოდე, რომ მე ვარ იეჰოვა, სახელით შენი მომხმობი,+ ისრაელის ღმერთი! 4 სახელით მოგიხმე ჩემი მსახური იაკობისა და ჩემი რჩეული ისრაელის გამო;+ საპატიო სახელი გიბოძე, თუმცა არ მიცნობდი.+ 5 მე ვარ იეჰოვა და სხვა არავინ არის!+ ჩემ გარდა არავინ არის ღმერთი!+ სარტყელს შემოგარტყამ, თუმცა არ მიცნობ, 6 რათა ხალხმა მზის ამოსავლიდან და მისი ჩასავლიდან იცოდეს, რომ არავინ არის ჩემ გარდა!+ მე ვარ იეჰოვა და სხვა არავინ არის!+ 7 მე ვქმნი სინათლეს+ და სიბნელეს,+ მომაქვს მშვიდობა+ და უბედურება,+ მე, იეჰოვა ვაკეთებ ყოველივე ამას!+
8 ცანო, აწვეთეთ ზემოდან,+ ღრუბლიანი ციდან მოედინებოდეს სიმართლე!+ გაიხსნას დედამიწა, ხსნით ინაყოფიეროს და იმავდროულად აღმოცენდეს სიმართლეც!+ მე, იეჰოვამ, შევქმენი ეს“.+
9 ვაი მას, ვინც თავის შემქმნელს ეკამათება,+ როგორც თიხის ჭურჭლის ერთი ნატეხი თიხის ჭურჭლის სხვა ნატეხებს! განა ეტყვის თიხა+ თავის შემქმნელს: „რას აკეთებ?“ განა იტყვის შენი ნახელავი შენზე, ხელები არა აქვსო? 10 ვაი მას, მამას რომ ეუბნება: „რანაირი შვილის მამა ხარ?“ და მის ცოლს: რისთვის იტანჯები მშობიარობის ტკივილებითო?+
11 აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის წმინდა,+ მისი შემქმნელი:+ „მკითხეთ ჩემი ვაჟების+ მომავალზე,+ ჩემი ხელის ნამოქმედარზე+ მომთხოვეთ პასუხი! 12 მე თვითონ შევქმენი დედამიწა+ და ადამიანი მასზე.+ მე, ჩემმა ხელმა გადაჭიმა ზეცა+ და მე ვაძლევ ბრძანებას მთელ მის ლაშქარს.+
13 მე აღვძარი ეს კაცი სიმართლით+ და გავასწორებ ყველა მის გზას.+ ის ააშენებს ჩემს ქალაქს+ და გაათავისუფლებს ჩემს გადასახლებულებს+ ფასისა+ და ქრთამის გარეშე“, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
14 აი რას ამბობს იეჰოვა: „ეგვიპტეში გასამრჯელოს გარეშე მომუშავენი,+ ეთიოპიის ვაჭრები და სებელები,+ მაღალი კაცები,+ მოვლენ შენთან და შენი გახდებიან.+ შენ უკან ივლიან. ბორკილებით+ მოვლენ და მდაბლად თაყვანს გცემენ.+ ლოცვით მოგმართავენ და იტყვიან: ნამდვილად შენთან ერთობაშია ღმერთი+ და არ არისო სხვა, არ არსებობსო სხვა ღმერთი!“+
15 ჭეშმარიტად შენა ხარ ღმერთი, დაფარულში მყოფი,+ ისრაელის ღმერთი, მხსნელი!+ 16 შერცხვებიან და დამცირდებიან ყველანი. დამცირებულები+ ივლიან კერპების გამკეთებლები. 17 ისრაელი კი გადარჩება მარადიული ხსნით+ იეჰოვასთან ერთობაში.+ თქვენ მარადიულად, სამარადისოდ არ შერცხვებით+ და არ დამცირდებით.+
18 აი რას ამბობს იეჰოვა, ცის შემოქმედი,+ ჭეშმარიტი ღმერთი,+ დედამიწის შემქმნელი და შემოქმედი,+ რომელმაც განამტკიცა იგი+ და ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად+ შექმნა: «მე ვარ იეჰოვა და სხვა არავინ არის!+ 19 არ მილაპარაკია დაფარულში,+ დედამიწის ბნელ ადგილას. არც იაკობის შთამომავლისთვის მითქვამს, ტყუილუბრალოდ მეძებეთ-მეთქი.+ მე ვარ იეჰოვა, სიმართლისა და სისწორის მთქმელი.+
20 შეგროვდით და მოდით!+ ერთად შეიკრიბეთ, ერებისგან გადარჩენილნო!+ არაფერი იციან მათ, ვინც ხისგან გამოთლილ გამოსახულებას ატარებს, არც მათ, ვინც ლოცვით მიმართავს ღმერთს, რომელსაც შველა არ შეუძლია.+ 21 გამოაცხადეთ და წარმოადგინეთ თქვენი მტკიცებები!+ ერთად ვითათბიროთ. ვინ მოგვასმენინა ეს დიდი ხნის წინათ?+ ვინ გამოაცხადა ძველი დროიდან?+ განა მე არა, იეჰოვამ, რომლის გარდა არ არის ღმერთი,+ რომლის გარდა არავინ არის+ მართალი ღმერთი და მხსნელი?!+
22 დამიბრუნდით და გადარჩით+ ყველანი, ვინც დედამიწის კიდეებში ხართ, რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინ არის!+ 23 თავი დავიფიცე,+ — ჩემი პირიდან სიმართლით გამოვიდა სიტყვა+ და არ დამიბრუნდება,+ — რომ ყოველი მუხლი მოიდრიკება ჩემ წინაშე+ და ყოველი ენა დაიფიცებს+ 24 და იტყვის: „ნამდვილად იეჰოვაშია მთელი სიმართლე და ძალა.+ ყოველი მასზე განრისხებული მივა მასთან და შერცხვება.+ 25 იეჰოვას წყალობით გამართლდება+ ისრაელის ყველა შთამომავალი,+ იამაყებენ ისინი“».+
46 მოიდრიკა+ ბელი,+ წელში მოიხარა ნებო. მათი კერპები+ აჰკიდეს გარეულ და შინაურ ცხოველებს, ტვირთად და საპალნედ — დაღლილ ცხოველებს. 2 ისინი წელში მოიხრებიან. ისინი ერთნაირად მოიდრიკებიან. ამ ღმერთებს არ შეუძლიათ თავიანთი ტვირთის ხსნა,+ ტყვეობაში წავა მათი სული.+
3 „მისმინეთ, იაკობის სახლო, ისრაელის სახლიდან დარჩენილებო,+ თქვენ, ვინც მუცლიდან გამოგიყვანეთ და საშვილოსნოდანვე გატარეთ!+ 4 მე იგივე ვარ კაცის სიბერემდე,+ გაჭაღარავებამდე მე ვატარებ მას.+ ვიმოქმედებ,+ რომ ავიყვანო, ვატარო და ვიხსნა.+
5 ვის შემადარებთ,+ ვის გამიტოლებთ ან ვის მიმამსგავსებთ, რომ აჩვენოთ ჩვენ შორის მსგავსება?!+ 6 ზოგი ოქროს ყრის ქისიდან და სასწორზე წონის ვერცხლს, ქირაობს მჭედელს, რომელიც ამ ვერცხლისგან უკეთებს ღმერთს.+ ემხობიან და თაყვანს სცემენ მას.+ 7 მხრებით დაატარებენ,+ მიაქვთ და თავის ადგილზე დებენ, რომ მყარად იდგეს. არ დაიძვრება თავისი ადგილიდან.+ შეღაღადებს კაცი მას, მაგრამ პასუხს არ სცემს; გასაჭირიდან ვერ იხსნის მას.+
8 გახსოვდეთ ეს, რომ გამბედაობა მოიკრიბოთ! გულთან ახლოს მიიტანეთ+ ეს, შემცოდველებო!+ 9 გახსოვდეთ თავდაპირველი, რაც დიდი ხნის წინათ მოხდა,+ რომ მე ვარ ღმერთი+ და არ არსებობს სხვა ღმერთი,+ არც ვინმე — ჩემი მსგავსი,+ 10 რომელიც დასაწყისშივე აცხადებს დასასრულს+ და ძველი დროიდან იმას, რაც არ მომხდარა;+ რომელიც ამბობს: შესრულდება ჩემი გადაწყვეტილება+ და გავაკეთებ ყველაფერს, რაც მსურს;+ 11 რომელიც მზის ამოსავლიდან მოუხმობს მტაცებელ ფრინველს,+ შორეული ქვეყნიდან კაცს, რომ აღასრულოს ჩემი გადაწყვეტილება.+ მე ვთქვი და შევასრულებ.+ მე განვიზრახე და გავაკეთებ.+
12 მისმინეთ, გულით ძლიერნო+ და სიმართლეს განშორებულნო!+ 13 ახლოსაა ჩემი სიმართლე.+ შორს არ არის+ და არ დააყოვნებს ჩემგან ხსნა.+ სიონში ვიხსნი და ჩემს მშვენებას მივცემ ისრაელს“.+
47 ჩამოდი და მტვერში ჩაჯექი,+ ბაბილონის ქალწულო ასულო!+ დაჯექი მიწაზე, სადაც არ არის ტახტი,+ ქალდეველთა ასულო,+ რადგან აღარ გიწოდებს ხალხი სათუთსა და განებივრებულს.+ 2 აიღე ხელსაფქვავი+ და დაფქვი! რიდე+ აიხადე, შემოიხიე ტანსაცმლის კალთები,+ გაიშიშვლე ფეხები,+ გადაიარე მდინარეები, 3 გამოაჩინე შენი სიშიშვლე!+ გამოჩნდება შენი სირცხვილი.+ შურს ვიძიებ+ და არც ერთ ადამიანს არ შევხვდები კეთილად.
4 „გვყავს გამომსყიდველი,+ ისრაელის წმინდა,+ რომლის სახელია ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“.+
5 ჩუმად დაჯექი+ და სიბნელეში შედი,+ ქალდეველთა ასულო,+ რადგან აღარ გიწოდებს ხალხი სამეფოთა+ ქალბატონს!+ 6 განვრისხდი ჩემს ხალხზე.+ შევბღალე და ხელში ჩაგიგდე+ ჩემი მემკვიდრეობა.+ შენ კი არ შეიწყალე ისინი.+ მოხუცებულს ძალიან მძიმე უღელი დაადგი.+ 7 ამბობდი: მარადიულად, სამუდამოდ ქალბატონი+ ვიქნებიო. გულთან არ მიიტანე ყოველივე ეს, არ გაიხსენე საქმის დასასრული.+
8 ახლა კი ისმინე, განცხრომის მოყვარულო ქალო, უსაფრთხოდ რომ ზიხარ+ და გულში ამბობ: მე ვარ და სხვა არავინ არის,+ არ დავქვრივდები და არც შვილების დაკარგვას გამოვცდიო.+ 9 მაგრამ მოულოდნელად, ერთ დღეში დაგატყდება თავს ერთიც და მეორეც:+ შვილებსაც დაკარგავ და დაქვრივდები კიდეც.+ სრულად დაგატყდება თავს ყოველივე ეს, რადგან ბევრს ჯადოქრობდი და დიდი ძალა ჰქონდა ჯადოებს, რომელთა კეთებაშიც იყავი ჩაფლული.+ 10 შენი ცუდი საქმეების იმედი გქონდა,+ ამბობდი: ვერავინ მხედავსო.+ შენმა სიბრძნემ და ცოდნამ+ გზას აგაცდინა; გულში ამბობ: მე ვარ და სხვა არავინ არისო. 11 უბედურება გეწევა, რის წინააღმდეგაც ჯადოს გაკეთება არ გეცოდინება. გასაჭირი დაგატყდება+ და ვერ აირიდებ; უეცრად+ გეწევა შენთვის ჯერ არნახული განადგურება.
12 გააგრძელე ჯადოების კეთება და ბევრი იჯადოქრე,+ რისთვისაც ახალგაზრდობიდანვე არ იშურებდი ძალ-ღონეს, იქნებ მიიღო სარგებლობა, იქნებ შიში მოჰგვარო ხალხს. 13 დაგქანცა მრავალმა მრჩეველმა; ახლა ადგნენ და გიხსნან ცათა თაყვანისმცემლებმა, ვარსკვლავთა შემყურეებმა,+ რომლებიც ცოდნას აფრქვევენ ახალმთვარობისას და გეუბნებიან, რა მოგივა! 14 აი, ნამჯას დაემსგავსნენ.+ ცეცხლი დაწვავს მათ.+ ვერ დაიხსნიან თავიანთ სულს+ ალის ძალისგან.+ არ იქნება ნაკვერჩხლები, რომ გათბეს ხალხი, არც ცეცხლი, რომ მიუსხდნენ. 15 ასეთები იქნებიან შენთვის შენი მომნუსხველები,+ რომლებთან ერთადაც ირჯები ახალგაზრდობიდან. თითოეული თავის მხარეში იხეტიალებს. არ გეყოლება მხსნელი.+
48 ისმინე, იაკობის სახლო, ისმინეთ, თქვენ, ისრაელს რომ უწოდებთ თავს+ და იუდას წყლებიდან ხართ გამოსული,+ იეჰოვას სახელს რომ იფიცებთ+ და ისრაელის ღმერთს ახსენებთ,+ მაგრამ არა ჭეშმარიტებითა და არა სიმართლით!+ 2 თავს წმინდა ქალაქის+ მკვიდრებს უწოდებენ და ისრაელის ღმერთზე არიან დაიმედებული,+ ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა მისი სახელი.+
3 «დიდი ხნის წინათ გავაცხადე ის, რაც უკვე მოხდა, ჩემი პირიდან გამოვიდა ის და მე გავაგონე.+ მოულოდნელად ვიმოქმედე და შესრულდა ეს ყველაფერი.+ 4 რაკი ვიცოდი, რომ ჯიუტი ხარ,+ რომ შენი კისერი რკინის ძარღვია+ და შენი შუბლი სპილენძია,+ 5 იმ დროიდან გეუბნებოდი ყველაფერს. სანამ ეს მოხდებოდა, გაგაგებინე,+ რომ არ გეთქვა: „ჩემმა კერპმა გააკეთა ეს, ჩემმა გამოთლილმა და ჩამოსხმულმა ქანდაკებებმა ბრძანეს ეს“.+ 6 შენ ისმინე.+ შეხედე ყოველივე ამას!+ ნუთუ არ ილაპარაკებთ ამაზე?!+ ახლაც გაგებინებ ახალ ამბებს, იმას, რაც დაფარულია და რაც არ იცი.+ 7 ახლა შეიქმნება ის, რაც წინათ არ ყოფილა და რის შესახებაც დღემდე არაფერი გსმენია, რომ არ თქვა: ეს ხომ ვიცოდიო.+
8 არ გსმენია,+ არც იცი, იმ დროიდან არ ყოფილა შენი ყური გახსნილი. კარგად ვიცი, რომ ვერაგულად+ იქცეოდი, და „მუცლიდანვე შემცოდველი“ გერქვა.+ 9 ჩემი სახელის გამო შევაკავებ რისხვას+ და ჩემი ქების გამო შევიკავებ თავს, რომ არ მოგსპო.+ 10 აი, განგწმინდე, მაგრამ არა ვერცხლივით,+ გამოგცადე გაჭირვების ღუმელში.+ 11 ჩემი გულისთვის, ჩემი გულისთვის ვიმოქმედებ,+ რადგან როგორ შევაბღალვინო თავი?!+ არავის მივცემ ჩემს დიდებას.+
12 მისმინე, იაკობ, და შენ, ისრაელო, რომელსაც მოგიწოდე! მე იგივე ვარ.+ მე პირველიც+ ვარ და უკანასკნელიც.+ 13 ჩემმა ხელმა ჩაუყარა საფუძველი დედამიწას+ და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ზეცა.+ მოვუხმობ მათ, რომ ერთად წარდგნენ.+
14 შეგროვდით ყველა და ისმინეთ!+ რომელმა მათგანმა თქვა ეს? იეჰოვამ შეიყვარა ის.+ იმას დამართებს ბაბილონს,+ რაც მას სურს, და მისი მკლავი იქნება ქალდეველებზე.+ 15 მე ვილაპარაკე, მე მოვუხმე მას,+ მე მოვიყვანე ის და წარმატებული იქნება მისი გზა.+
16 ახლოს მოდით ჩემთან და ისმინეთ! დასაწყისიდანვე ვამბობდი, არა დაფარულ ადგილას.+ როგორც კი ეს დაიწყო, მას მერე იქ ვარ».
უზენაესმა უფალმა იეჰოვამ გამომგზავნა თავის სულთან ერთად.+ 17 აი რას ამბობს იეჰოვა, შენი გამომსყიდველი,+ ისრაელის წმინდა:+ „მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენ სასიკეთოდ+ და გატარებ იმ გზით, რომლითაც უნდა იარო!+ 18 ო, ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები!+ მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა+ და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით.+ 19 შენი შთამომავლობა ქვიშასავით იქნებოდა და შენი მუცლის ნაყოფი — მისი მარცვლებივით.+ არ მოისპობოდა და არ განადგურდებოდა მისი სახელი ჩემ წინაშე“.+
20 გამოდით ბაბილონიდან!+ გაექეცით ქალდეველებს!+ ილაპარაკეთ და სიხარულით იყიჟინეთ, ყველას გააგონეთ ეს!+ დედამიწის კიდეს მიაწვდინეთ ხმა!+ თქვით: „იეჰოვამ გამოისყიდა თავისი მსახური იაკობი.+ 21 არ მოსწყურებიათ,+ როცა გაპარტახებულ ადგილებში ატარებდა.+ კლდიდან წყალი გადმოუჩქეფა და კლდე გააპო, რომ წყალი გადმოსულიყო“.+
22 „არ არის მშვიდობა ბოროტთათვის“, — ამბობს იეჰოვა.+
49 მისმინეთ, კუნძულებო,+ და ყური დამიგდეთ, შორს მყოფო ერებო!+ მუცლიდან+ მომიხმო იეჰოვამ;+ დედის მუცელში ვიყავი, როცა ახსენა ჩემი სახელი.+ 2 ბასრ მახვილად აქცია ჩემი პირი.+ თავისი ხელის ჩრდილში+ დამმალა.+ ნელ-ნელა მაქცია წამახულ ისრად. თავის კაპარჭში შემინახა 3 და მითხრა: „შენ ჩემი მსახური ხარ, ისრაელო,+ შენში გამოვაჩენ ჩემს მშვენებას!“+
4 მე კი ვთქვი: „ტყუილუბრალოდ ვირჯები.+ არარაობისა და ამაოებისთვის ვხარჯავ ძალას.+ იეჰოვაა ჩემი გამსამართლებელი,+ ჩემს ღმერთთან არის ჩემი საზღაური“.+ 5 ახლა კი იეჰოვამ, რომელმაც მუცელშივე თავის მსახურად გამომსახა,+ მიბრძანა, მისკენ მომებრუნებინა იაკობი,+ რათა კვლავ შეგროვებულიყო მასთან ისრაელი.+ განვდიდდები იეჰოვას თვალში და ჩემი ღმერთი იქნება ჩემი ძალა. 6 შემდეგ კი მითხრა: „ცოტას არ ნიშნავს შენთვის ჩემს მსახურად ყოფნა იაკობის ტომების აღსადგენად და დაცული ისრაელების დასაბრუნებლად;+ ერების სინათლედ+ გაქციე, რათა დედამიწის კიდეებს მისწვდეს ჩემგან ხსნა“.+
7 აი რას ეუბნება იეჰოვა, ისრაელის გამომსყიდველი,+ მისი წმინდა, დიდად მოძულებულს,+ ერის მიერ შეძულებულს,+ მმართველთა მსახურს:+ „დაინახავენ მეფეები და მთავრები, ადგებიან+ და დაემხობიან იეჰოვას გამო, რომელიც ერთგულია,+ ისრაელის წმინდის გამო, რომელმაც აგირჩია“.+
8 აი რას ამბობს იეჰოვა: „სასურველ დროს გიპასუხე,+ ხსნის დღეს დაგეხმარე.+ გიცავ, რომ ხალხისთვის შეთანხმებად გაქციო,+ ქვეყანა აღვადგინო+ და კვლავ დაისაკუთრონ გაპარტახებული მემკვიდრეობა,+ 9 რომ ვუთხრა პატიმრებს,+ გამოდით-მეთქი,+ სიბნელეში მყოფებს+ — გამოჩნდით-მეთქი.+ გზებზე მოძოვენ და დატკეპნილ ბილიკებზე ექნებათ საძოვარი.+ 10 არც მოშივდებათ+ და არც მოსწყურდებათ,+ არც მზე დაჰკრავთ+ და არც მწველი სიცხე, რადგან მათი შემბრალებელი წაუძღვება+ მათ და წყლის წყაროებზე მიიყვანს.+ 11 ყველა ჩემს მთას გზად ვაქცევ და მაღლა ავწევ სავალს.+ 12 აი, ისინი შორიდან მოვლენ!+ აი, მოვლენ ისინი ჩრდილოეთიდან,+ დასავლეთიდან+ და სინიმის მიწიდან“.
13 სიხარულით შესძახეთ, ცანო,+ და გიხაროდეს, დედამიწავ!+ სიხარულით შესძახონ+ და იმხიარულონ მთებმა, რადგან იეჰოვა ანუგეშებს თავის ხალხს,+ სიბრალულს ავლენს თავისი დაჩაგრული ხალხისადმი.+
14 სიონი კი ამბობდა: მიმატოვა იეჰოვამ,+ დამივიწყაო იეჰოვამ.+ 15 განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუთა ბავშვს+ და განა არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს?! მათ რომც დაივიწყონ,+ მე არ დაგივიწყებ.+ 16 აი, ჩემს ხელისგულზე ამოგკვეთე.+ შენი კედლები მუდამ ჩემ წინაშეა.+ 17 აჩქარდნენ შენი ძეები. შენგან გამოვლენ შენი დამანგრევლები და გამანადგურებლები. 18 ასწიე თავი და მიმოიხედე! ყველანი შეიკრიბნენ,+ შენთან მოვიდნენ. „ცოცხალი ვარ, — ამბობს იეჰოვა,+ — მათით შეიმოსები და შეიმკობი, როგორც პატარძალი, ისე მოირთვები მათით.+ 19 თუმცა შენი ადგილები განადგურებული და გაპარტახებულია და შენი მიწა აოხრებულია,+ თუმცა ახლა ვიწროდ ცხოვრობ და შენი შთამნთქმელები შორს არიან,+ 20 შენი ძეები, რომლებიც შვილებდაკარგულს შეგეძინა,+ ყურში ჩაგჩურჩულებენ: „ეს ადგილი ძალიან ვიწროა ჩემთვის.+ მომეცი ადგილი, რომ ვიცხოვრო“.+ 21 გულში იტყვი: „ვინ არის მათი მამა? მე ხომ შვილებდაკარგული და უნაყოფო ქალი ვარ, გადასახლებული და დაპატიმრებული.+ ვინ გაზარდა ესენი?+ აი, მე თვითონ მიტოვებული ვიყავი.+ ესენი სად იყვნენ?“+
22 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, ხელს აღვმართავ ერებზე+ და ჩემს ნიშანს აღვუმართავ ხალხებს.+ უბით მოგიყვანენ ძეებს და მხრებით ატარებენ შენს ასულებს.+ 23 მეფეები გიპატრონებენ+ და დედოფლები გეყოლება ძიძებად. პირქვე დამხობილნი მდაბლად თაყვანს გცემენ+ და ფეხებიდან მტვერს აგილოკავენ.+ გეცოდინება, რომ მე ვარ იეჰოვა და ჩემი მოიმედეები არ შერცხვებიან“.+
24 განა ძლიერს წაერთმევა ის, რაც სხვისთვის წაურთმევია?!+ განა ტყვეები თავს დააღწევენ სასტიკ ბატონს?!+ 25 აი რას ამბობს იეჰოვა: „ძლიერ კაცს ტყვეები წაერთმევა+ და სასტიკი ბატონის მიერ წაყვანილნი თავს უშველიან.+ მე შევეკამათები მათ,+ ვინც შენ გეკამათება და მე გადავარჩენ შენს ვაჟებს.+ 26 საკუთარ ხორცს ვაჭმევ მათ, ვინც შენ ცუდად გეპყრობა; საკუთარი სისხლით ისე დათვრებიან, როგორც მაჭრით. ყოველი ხორციელი გაიგებს, რომ მე, იეჰოვა,+ იაკობის ძლიერი,+ შენი მხსნელი+ და გამომსყიდველი ვარ“.+
50 აი რას ამბობს იეჰოვა: „სად არის გაყრის მოწმობა,+ დედათქვენს რომ მივეცი და გავუშვი,+ ან რომელ მევალეს მიგყიდეთ?+ აი, თქვენივე დანაშაულის+ გამო გაიყიდეთ და თქვენივე ცოდვების გამოა გაშვებული+ დედათქვენი. 2 რატომ არავინ დამხვდა, როცა მოვედი?+ რატომ არავინ მიპასუხა,+ როცა ვიძახდი? განა ისე დამოკლდა ჩემი ხელი, რომ გამოსყიდვა არ შეეძლოს?!+ განა არა მაქვს ხსნის ძალა?! აი, ვკიცხავ+ და შრება ზღვა;+ მდინარეებს უდაბნოდ ვაქცევ.+ უწყლობის გამო ყროლდება მათი თევზი, წყურვილის გამო იხოცება.+ 3 წყვდიადით ვმოსავ ზეცას+ და ჯვალოში ვახვევ“.+
4 უზენაესმა უფალმა იეჰოვამ მომცა სწავლულთა ენა,+ რათა ვიცოდე, როგორი სიტყვით ვუპასუხო დაღლილს.+ ყოველ დილით მაღვიძებს, აღვიძებს ჩემს ყურს, რომ სწავლულებივით მოვისმინო.+ 5 უზენაესმა უფალმა იეჰოვამ გამიხსნა ყური და მეც არ ვეურჩე;+ სხვა მხარეს არ შევბრუნებულვარ.+ 6 ზურგი მივუშვირე დამრტყმელებს, ლოყები+ — წვერების მგლეჯელებს. სახე არ დამიფარავს დამცირებისა და ფურთხისგან.+
7 უზენაესი უფალი იეჰოვა დამეხმარება.+ ამიტომ დამცირებულად არ ვიგრძნობ თავს; ამიტომ კაჟივით გავიმაგრე სახე და ვიცი, რომ არ შევრცხვები.+ 8 ახლოსაა ის, ვინც მართლად მაღიარებს.+ ვინ შემედავება?! დავდგეთ ერთად!+ ვინაა ჩემი მოწინააღმდეგე სასამართლოზე?!+ მომიახლოვდეს!+ 9 აი, უზენაესი უფალი იეჰოვა დამეხმარება. ვინ გამომაცხადებს დამნაშავედ?!+ აი, ყველანი ტანსაცმელივით გაცვდებიან.+ ჩრჩილი შეჭამს მათ.+
10 ვის აქვს თქვენ შორის იეჰოვას შიში+ და ვინ უსმენს მისი მსახურის ხმას?+ ვინ დადის სიბნელეში+ და ვის არა აქვს ნათელი? მიენდოს იეჰოვას სახელს+ და თავის ღმერთზე იყოს დაიმედებული.+
11 „თქვენ, ცეცხლის გამჩაღებლებო, ნაპერწკლების ამნთებებო, თქვენივე დანთებული ცეცხლის შუქზე და თქვენივე ანთებულ ნაპერწკლებს შორის იარეთ! აი რას მიიღებთ ჩემი ხელიდან: მწვავე ტკივილებით დაწვებით“.+
51 „მისმინეთ, სიმართლის მიმდევარნო,+ იეჰოვას მძებნელნო!+ შეხედეთ კლდეს,+ რომლისგანაც ხართ გამოკვეთილი და ორმოს ღრმულს, საიდანაც ხართ ამოთხრილი. 2 შეხედეთ მამათქვენ+ აბრაამს+ და სარას,+ რომელმაც მშობიარობის ტკივილებით გაგაჩინათ. აბრაამი მარტო იყო, როცა მოვუხმე;+ ვაკურთხე და გავამრავლე.+ 3 იეჰოვა ანუგეშებს სიონს;+ ანუგეშებს ყველა მის განადგურებულ ადგილს,+ მის უდაბნოს დაამსგავსებს ედემს+ და უკაცრიელ ველს — იეჰოვას ბაღს.+ სიხარული და მხიარულება იქნება იქ, სამადლობელი და სიმღერის ხმა.+
4 მომისმინე, ჩემო ხალხო, ყური დამიგდე, ჩემო ერო,+ რადგან ჩემგან გამოვა კანონი+ და ჩემს სამართალს სინათლედ დავუდგენ ხალხებს.+ 5 ახლოსაა ჩემი სიმართლე.+ მოვა ჩემგან ხსნა+ და ჩემი მკლავები გაასამართლებს ხალხებს.+ ჩემი იმედი ექნებათ კუნძულებს+ და ჩემს მკლავს დაელოდებიან.+
6 ზეცისკენ აღაპყარით თვალები+ და დახედეთ დედამიწას! კვამლივით გაიფანტება ზეცა+ და ტანსაცმელივით გაცვდება დედამიწა,+ ქინქლებივით დაიხოცებიან მისი მკვიდრნი; ჩემგან ხსნა კი მარადიული იქნება+ და ჩემი სიმართლე არ შეირყევა.+
7 მისმინეთ, სიმართლის მცოდნეებო, ხალხო, ვისაც გულში გაქვთ ჩემი კანონი!+ ნუ შეგაშინებთ შეურაცხყოფა მოკვდავი ადამიანებისგან და თავზარს ნუ დაგცემთ მათი სალანძღავი სიტყვები;+ 8 რადგან ჩრჩილი შეჭამს მათ, როგორც ტანსაცმელს, და ტანსაცმლის ჩრჩილი — როგორც შალს;+ ჩემი სიმართლე კი მარადიულად იქნება და ჩემგან ხსნა — თაობიდან თაობაში“.+
9 გამოიღვიძე, გამოიღვიძე, ძალით შეიმოსე,+ იეჰოვას მკლავო!+ გამოიღვიძე, როგორც დიდი ხნის წინათ, როგორც დიდი ხნის წინანდელ თაობებში!+ განა შენ არ დაანაკუწე რახაბი,+ განგმირე ზღვის ურჩხული?!+ 10 განა შენ არ ამოაშრე ზღვა, ღრმა წყალი?!+ განა შენ არ აქციე ზღვის სიღრმეები გზად გამოსყიდულების გასატარებლად?!+ 11 დაბრუნდებიან იეჰოვას მიერ გამოსყიდულები და მხიარული შეძახილით მივლენ სიონში;+ მარადიული სიხარული იქნება მათ თავზე.+ სიხარულსა და მხიარულებას ეწევიან ისინი.+ გაქრება მწუხარება და ოხვრა.+
ვინა ხარ, რომ გეშინოდეს მოკვდავი ადამიანისა, რომელიც მოკვდება,+ და ადამიანის ძისა, რომელიც მწვანე ბალახივით იქნება?!+ 13 რატომ დაივიწყე იეჰოვა, შენი შემოქმედი,+ ცის გადამჭიმავი+ და დედამიწის დამფუძნებელი,+ რის გამოც მთელი დღე შენი შემავიწროებლის რისხვისა გეშინოდა,+ თითქოს ის გაგანადგურებდა?+ სადაა შენი შემავიწროებლის რისხვა?!+
14 ჯაჭვებისგან წელში მოხრილი მალე გათავისუფლდება,+ რომ არ მოკვდეს და არ ჩავიდეს საფლავში*,+ და არ მოაკლდეს პური.+
15 მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ; მე ვაღელვებ ზღვას და ვაბობოქრებ მის ტალღებს.+ ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა მისი სახელი.+ 16 დაგიდებ ჩემს სიტყვებს ბაგეზე+ და ჩემი ხელის ჩრდილით დაგფარავ,+ რათა განვამტკიცო ზეცა,+ დავაფუძნო დედამიწა+ და ვუთხრა სიონს: „ჩემი ხალხი ხარ!“+
17 გამოიღვიძე, გამოიღვიძე, ადექი, იერუსალიმო,+ რომელმაც შესვი იეჰოვას ხელიდან, მისი რისხვის სასმისიდან!+ შენ შესვი და გამოცალე თასი, თავბრუდამსხმელი სასმისი.+ 18 არავინ არის მისი წამყვანი მის მიერ ნაშობ ვაჟებს შორის+ და არავინ არის მისი ხელის ჩამჭიდებელი მის მიერ აღზრდილ ვაჟებს შორის.+ 19 ეს ორი რამ დაგატყდა თავს.+ ვინ თანაგიგრძნობს?!+ ძარცვა და დაქცევა, შიმშილი და მახვილი!+ ვინ განუგეშებს?!+ 20 შენს ვაჟებს გული წაუვიდათ.+ წვანან ისინი ყველა ქუჩის თავში ბადეში გაბმული გარეული ცხვრებივით,+ მათსავით, ვინც სრულად გამოსცადა იეჰოვას რისხვა,+ შენი ღვთის გაკიცხვა».+
21 ამიტომ ისმინე, საწყალო და უღვინოდ+ დამთვრალო ქალო!+ 22 აი რას ამბობს შენი უფალი, იეჰოვა, შენი ღმერთი, რომელიც დავობს+ თავისი ხალხის გულისთვის: „აი, ხელიდან გამოგართმევ თავბრუდამსხმელ სასმისს.+ მეტად აღარ შესვამ თასიდან, ჩემი რისხვის სასმისიდან.+ 23 მივცემ მას ხელში შენს მჩაგვრელებს,+ რომლებიც ეუბნებოდნენ შენს სულს, დაემხვე, რომ გადაგიაროთო! მიწად აქცევდი შენს ზურგს და ქუჩად, რომ გადაევლოთ“.+
52 გამოიღვიძე, გამოიღვიძე, ძალით შეიმოსე,+ სიონო! ჩაიცვი შენი ლამაზი ტანსაცმელი,+ იერუსალიმო, წმინდა ქალაქო!+ მეტად აღარ შემოვა შენში წინადაუცვეთელი და უწმინდური.+ 2 ადექი, მტვერი ჩამოიბერტყე+ და დაჯექი, იერუსალიმო! მოიშვი თოკები კისერზე, სიონის ტყვე ასულო!+
3 აი რას ამბობს იეჰოვა: „მუქთად იყავით მიცემულნი+ და უფულოდ იქნებით გამოსყიდულნი“.+
4 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „თავდაპირველად ეგვიპტეს შეეხიზნა ჩემი ხალხი.+ უმიზეზოდ ჩაგრავდა მათ ასურეთი“.
5 „ახლა აქ რა მინდა? — ამბობს იეჰოვა. — ჩემი ხალხი მუქთად იყო წაყვანილი.+ ღრიალებდნენ მათზე გაბატონებულნი,+ — ამბობს იეჰოვა. — ჩემს სახელს განუწყვეტლივ, მთელი დღე, უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ.+ 6 ამიტომ იმ დღეს ჩემს ხალხს ეცოდინება ჩემი სახელი,+ რადგან მე ვამბობ ამას.+ აი, ეს მე ვარ!“
7 რა მშვენიერია მთებზე მახარობლის,+ მშვიდობის გამომცხადებლის,+ უკეთესობის მახარობლის,+ ხსნის გამომცხადებლის+ ფეხები,+ მისი, ვინც ეუბნება სიონს: „გამეფდა შენი ღმერთი!“+
8 ისმინე! ხმას იმაღლებენ+ შენი გუშაგები.+ ერთხმად შესძახიან სიხარულით. თვალს თვალში გაუყრიან+ და დაინახავენ, რომ იეჰოვა შემოიკრებს სიონს.+
9 იმხიარულეთ, ერთხმად შესძახეთ სიხარულით, იერუსალიმის განადგურებულო ადგილებო,+ რადგან ანუგეშა იეჰოვამ თავისი ხალხი,+ გამოისყიდა მან იერუსალიმი!+ 10 იეჰოვამ გაიშიშვლა თავისი წმინდა მკლავი ხალხთა თვალწინ,+ დედამიწის კიდეები იხილავენ ხსნას ჩვენი ღვთისგან.+
11 ზურგი აქციეთ, ზურგი აქციეთ, გამოდით,+ უწმინდურს ნუ მიეკარებით!+ გამოდით მისგან+ და სუფთები იყავით თქვენ, ვინც იეჰოვას ნივთებს ატარებთ!+ 12 უძრწოლველად გამოხვალთ და არ გაიქცევით,+ რადგან იეჰოვა ივლის თქვენ წინაშე+ და ისრაელის ღმერთი ზურგს გაგიმაგრებთ.+
13 აი, ჩემი მსახური+ წვდომის უნარით+ იმოქმედებს. აღზევდება, დიდად ამაღლდება და განდიდდება.+ 14 ისევე, როგორც მრავალი მიაშტერდა მას განცვიფრებული+ (იმდენად იყო მისი შესახედაობა+ დამახინჯებული სხვა ადამიანებთან შედარებით და მისი წარმოსადეგობა+ — ადამიანის სხვა ძეებთან შედარებით), 15 ასევე გააოცებს ის მრავალ ერს.+ მის წინაშე პირს მოკუმავენ მეფეები,+ რადგან იმას დაინახავენ, რაც მათთვის არ მოუყოლიათ, და ყურადღებას მიაქცევენ იმას, რაც არ გაუგონიათ.+
53 ვინ ირწმუნა ჩვენ მიერ მოსმენილი?+ ვის ეჩვენა+ იეჰოვას მკლავი?+ 2 ყლორტივით+ ამოვა ის ხალხის წინაშე, ფესვივით — უწყლო მიწიდან. არც წარმოსადეგია, არც დიადი;+ როცა ვნახავთ, მისი გარეგნობა არ მიგვიზიდავს.+
3 მოძულებული იყო+ ის და თავს არიდებდნენ; მას უნდა განეცადა ტკივილი და მისთვის ნაცნობი უნდა ყოფილიყო ავადმყოფობა.+ მისი სახე თითქოს დაფარული იყო ჩვენგან.+ მოძულებული იყო, არაფრად ვაგდებდით მას.+ 4 თვითონ ატარა ჩვენი სნეულებები,+ იტვირთა ჩვენი ტკივილები.+ ჩვენ კი გაუბედურებულად,+ ღვთისგან ჭრილობამიყენებულად+ და დაჩაგრულად+ ვთვლიდით მას. 5 ჩვენი ცოდვებისთვის+ განიგმირა,+ ჩვენი დანაშაულისთვის შეიმუსრა.+ დაისაჯა, ჩვენ რომ მშვიდობა გვქონოდა,+ და მისმა ჭრილობებმა+ განგვკურნა.+ 6 ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით,+ თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვუბრუნდებოდით, იეჰოვამ კი მას ყველა ჩვენგანის დანაშაული ატარებინა.+ 7 შევიწროებული იყო,+ თავი დააჩაგვრინა+ და ხმა არ დაუძრავს. ისე წაიყვანეს, როგორც ცხვარი მიჰყავთ დასაკლავად;+ როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს სიტყვა.+
8 შეზღუდვისა და გასამართლების გამო იქნა წაყვანილი.+ ვინ დაინტერესდება მისი წარმოშობის* ამბით?+ მოიკვეთა+ ცოცხალთა ქვეყნიდან.+ ჩემი ხალხის დანაშაულის+ გამო მიიღო დარტყმა.+ 9 როცა მოკვდება, ის ბოროტებთან+ და მდიდრებთან გაუმზადებს მას სამარხს,+ თუმცა ძალადობა არ ჩაუდენია+ და მზაკვრობა არ ყოფილა მის ბაგეზე.+
10 იეჰოვამ მოიწონა მისი შემუსვრა.+ მან დაასნეულა იგი.+ თუ მის სულს დანაშაულის გამოსასყიდ შესაწირავად გაიღებ,+ ღმერთო, ის დაინახავს თავის შთამომავალს,+ გაიხანგრძლივებს დღეებს+ და მის ხელში წარმატებას მიაღწევს ყველაფერი,+ რაც იეჰოვას ახარებს.+ 11 თავისი სულის გასაჭირის გამო დაკმაყოფილდება+ იმით, რასაც დაინახავს.+ მართალი, ჩემი მსახური,+ თავისი ცოდნით გაამართლებს მრავალ ადამიანს+ და თვითონ იტვირთებს მათ დანაშაულს.+ 12 ამიტომ წილს მივცემ მას მრავალთა შორის,+ ნადავლს გაინაწილებს ძლიერთა შორის,+ რადგან სიკვდილს გადასცა თავისი სული+ და შემცოდველებში ჩაითვალა.+ მან მრავალთა ცოდვა ატარა+ და შემცოდველებს უშუამდგომლა.+
54 „სიხარულით შესძახე, უშვილო ქალო, რომელსაც არ გიშობია!+ იმხიარულე, მხიარულად შესძახე+ და იყიჟინე შენ, ვისაც მშობიარობის ტკივილები+ არ განგიცდია, რადგან მიტოვებულს უფრო მეტი ვაჟი ჰყავს, ვიდრე ქმრიან ქალს,+ — ამბობს იეჰოვა. — 2 გააფართოვე+ შენი კარვის ადგილი! გადაჭიმონ შენი დიდებული კარვის ქსოვილები! ნურაფერს დაიშურებ! დააგრძელე შენი კარვის თოკები და გაამაგრე შენი კარვის პალოები!+ 3 მარჯვნივ და მარცხნივ განივრცობი,+ შენი შთამომავლები ხალხებს დაეუფლებიან+ და გაპარტახებულ ქალაქებს დაიმკვიდრებენ.+ 4 ნუ გეშინია,+ რადგან არ შერცხვები!+ თავს დამცირებულად ნუ იგრძნობ, რადგან იმედი არ გაგიცრუვდება!+ დაგავიწყდება შენი ახალგაზრდობის დროინდელი სირცხვილი+ და აღარ გაგახსენდება შენი ხანგრძლივი ქვრივობის შეურაცხყოფა“.
5 „შენი დიდებული შემოქმედია+ შენი ქმარი,+ ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა მისი სახელი.+ ისრაელის წმინდაა შენი გამომსყიდველი.+ მთელი დედამიწის ღმერთი ეწოდება მას.+ 6 იეჰოვამ მოგიხმო, როგორც მიტოვებულ და სულგამწარებულ ცოლს,+ როგორც ახალგაზრდობაში+ მოყვანილ და შემდეგ მიტოვებულ ცოლს“,+ — ამბობს შენი ღმერთი.
7 „ცოტა ხნით მიგატოვე,+ მაგრამ დიდ წყალობას გიყოფ და შეგაგროვებ.+ 8 ცოტა ხნით რისხვის წარღვნით დავმალე სახე შენგან,+ მაგრამ მარადიული სიკეთით* შეგიწყალებ“,+ — ამბობს შენი გამომსყიდველი,+ იეჰოვა.
9 „ეს ნოეს დროსავით არის ჩემთვის.+ როგორც დავიფიცე, რომ ნოეს წყლები მეტად აღარ დაფარავდა დედამიწას,+ ასევე დავიფიცე, რომ არ გაგიწყრებოდი და არ გაგკიცხავდი.+ 10 შეიძლება მთები შეიძრას და შეიძლება გორები შეირყეს,+ მაგრამ ჩემი სიკეთე არ მოგშორდება,+ არც ჩემი მშვიდობის შეთანხმება შეირყევა“,+ — ამბობს იეჰოვა, შენი მწყალობელი.+
11 „საწყალო,+ ქარიშხლით ნაცემო,+ უნუგეშო ქალო,+ მაგარი დუღაბით ვაწყობ ერთმანეთზე შენს ქვებს+ და საფირონის+ საძირკველს+ ჩაგიყრი. 12 ლალის ქონგურებს და მოელვარე ქვის კარიბჭეებს+ გაგიკეთებ, ყოველი მხრიდან ძვირფასი ქვებით შემოგსაზღვრავ. 13 შენი ვაჟები+ იეჰოვას მიერ+ განისწავლებიან და დიდი იქნება შენი ვაჟების მშვიდობა.+ 14 მყარად იქნები დაფუძნებული სიმართლეში.+ შორს იქნები ჩაგვრისგან,+ რადგან არაფრის შეგეშინდება, და ნებისმიერი შეძრწუნებისგან, რადგან ახლოს ვერ მოგეკარება ის.+ 15 თუ ვინმე თავს დაგესხმება, ეს ჩემი ნაბრძანები არ იქნება.+ თუ ვინმე თავს დაგესხმება, დაეცემა შენ გამო“.+
16 „აი, მე შევქმენი ხელოსანი, რომელიც ცხელ ნაკვერჩხლებს+ უბერავს+ და თავისი ხელობით აკეთებს იარაღს. მე შევქმენი დამღუპველი კაცი+ გამანადგურებელი საქმისთვის. 17 არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება,+ და ყველა ენას, რომელიც შენ წინააღმდეგ აღსდგება სასამართლოში, შენ დასდებ მსჯავრს.+ ეს არის იეჰოვას მსახურთა მემკვიდრეობა,+ მათი სიმართლე ჩემგან არის“, — ამბობს იეჰოვა.+
55 ჰეი, მწყურვალნო,+ მოდით წყალთან!+ უფულოებო, მოდით, იყიდეთ და ჭამეთ!+ მოდით, უსასყიდლოდ+ და უფასოდ აიღეთ ღვინო+ და რძე!+ 2 რატომ იხდით ფულს იმაში, რაც პური არ არის და რატომ შრომობთ იმისთვის, რაც არ აძღებს?+ ყურადღებით მომისმინეთ, ჭამეთ კარგი საჭმელი+ და ნეტარება პოვოს თქვენმა სულმა ნოყიერებაში!+ 3 ყური მომაპყარით+ და მოდით ჩემთან!+ მისმინეთ და იცოცხლებთ*,+ და მეც მზადყოფნით დაგიდებთ მარადიულ შეთანხმებას+ დავითის მიმართ ერთგულებით გამოვლენილი მრავალი სიკეთის* შესაბამისად.+ 4 აი, მოწმედ+ მივეცი+ იგი ერებს,+ წინამძღოლად+ და მეთაურად+ მივეცი ერებს.
5 აი, მოუხმობ ხალხს, რომელსაც არ იცნობ,+ შენკენ გამოიქცევიან ხალხიდან ისინი, ვინც არ გიცნობენ+ — იეჰოვასთვის, შენი ღვთის გულისთვის,+ ისრაელის წმინდისთვის,+ რადგან მისგან იქნები შემკობილი.+
6 ეძებეთ იეჰოვა, სანამ შეიძლება მისი პოვნა!+ მოუხმეთ მას, სანამ ახლოსაა!+ 7 მიატოვოს ბოროტმა თავისი გზა,+ ბოროტმოქმედმა თავისი ზრახვები.+ დაუბრუნდეს იეჰოვას, რომელიც შეიწყალებს მას,+ ჩვენს ღმერთს, რადგან ის მრავლის მიმტევებელია.+
8 „თქვენი აზრები ჩემი აზრები არ არის,+ არც თქვენი გზებია ჩემი გზები,+ — ამბობს იეჰოვა. — 9 როგორც ზეცაა დედამიწაზე მაღალი,+ ჩემი გზებიც ასევე მაღალია თქვენს გზებზე+ და ჩემი აზრები — თქვენს აზრებზე.+ 10 როგორც თოვლი და შხაპუნა წვიმა ჩამოდის ციდან და უკან არ ბრუნდება, თუ არ გაჟღინთა მიწა, არ წარმოაქმნევინა და აღმოაცენებინა,+ რომ მისცეს თესლი მთესველს და პური მჭამელს,+ 11 ასევე იქნება ჩემი პირიდან გამოსული სიტყვაც.+ უშედეგოდ არ დამიბრუნდება,+ შეასრულებს იმას, რაც მსურს,+ და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე.+
12 სიხარულით წახვალთ+ და მშვიდობით შეგიყვანენ.+ მთები და გორები მხიარული შეძახილით გაიხარებენ+ თქვენ წინაშე, მინდვრის ხეები ტაშს შემოჰკრავენ.+ 13 ნარ-ეკლის ნაცვლად ღვია ამოვა,+ მსუსხავი ჭინჭრის ნაცვლად — მირტის ხე.+ ეს სახელს გაუთქვამს იეჰოვას+ და ეს იქნება მარადიულ ნიშნად,+ რომელიც არ მოიკვეთება“.
56 აი რას ამბობს იეჰოვა: „დაიცავით სამართალი+ და სიმართლე აკეთეთ,+ რადგან ახლოს არის ჩემგან ხსნა+ და სადაცაა გაცხადდება ჩემი სიმართლე!+ 2 ბედნიერია მოკვდავი ადამიანი, რომელიც ასე იქცევა+ და ადამიანის ძე, რომელიც ამას ეჭიდება,+ იცავს შაბათს, რომ არ შებღალოს ის,+ და ხელს აკავებს ბოროტის კეთებისგან.+ 3 ნუ იტყვის უცხოელი, რომელიც იეჰოვას შეუერთდა,+ იეჰოვა უეჭველად გამომაცალკევებს თავისი ხალხიდანო,+ ნურც საჭურისი+ იტყვის, გამხმარი ხე ვარო“.
4 აი რას ეუბნება იეჰოვა საჭურისებს, ჩემი შაბათების დამცველებს, რომლებმაც აირჩიეს ის, რაც მე მსიამოვნებს+ და ჩაჭიდებულნი არიან ჩემს შეთანხმებას:+ 5 „მივცემ მათ ჩემს სახლში+ და ჩემს კედლებს შორის ძეგლს+ და სახელს,+ რაც ვაჟებისა და ასულების ყოლას სჯობია.+ მივცემ მათ მარადიულ სახელს,+ რომელიც არ მოისპობა.+
6 უცხოელებს, რომლებიც შეუერთდნენ იეჰოვას, რათა ემსახურონ მას,+ უყვარდეთ იეჰოვას სახელი+ და გახდნენ მისი მსახურები, ყველას, ვინც იცავს შაბათს, რომ არ შებღალოს ის, და ეჭიდება ჩემს შეთანხმებას,+ 7 მოვიყვან ჩემს წმინდა მთაზე+ და გავახარებ ჩემს სამლოცველო სახლში.+ მათი მთლიანად დასაწვავი შესაწირავი+ და მათი მსხვერპლი+ მისაღები იქნება ჩემს სამსხვერპლოზე.+ ჩემს სახლს ყველა ხალხის სამლოცველო სახლი დაერქმევა“.+
8 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, რომელიც კრებს ისრაელის გაფანტულებს:+ „სხვებსაც შევკრებ მასთან შეკრებილებთან ერთად“.+
9 მოდით საჭმელად, ტრიალი მინდვრისა და ტყის გარეულო ცხოველებო!+ 10 მისი გუშაგები ბრმები არიან,+ ვერაფერს ამჩნევენ.+ ყველანი უტყვი ძაღლები არიან; არ შეუძლიათ ყეფა,+ ქშენენ, წვანან და უყვართ თვლემა.+ 11 ისინი ხარბი ძაღლები არიან,+ ვერ ძღებიან.+ ისინი მწყემსები არიან, რომლებსაც გაგება არა აქვთ.+ ყველამ თავ-თავის გზაზე გადაუხვია, უკანონო შემოსავლის მისაღებად თითოეული თავისი საზღვრიდან გადავიდა:+ 12 „მოდით! ღვინოს მოვიტან და იმდენი მათრობელი სასმელი დავლიოთ, რამდენსაც შევძლებთ!+ ხვალინდელი დღეც დღევანდელი დღის მსგავსი იქნება, ბევრად უკეთესიც კი“.+
57 იღუპება მართალი,+ მაგრამ ეს გულთან არავის მიაქვს.+ კეთილი* ადამიანები მკვდრებს უერთდებიან+ და ვერავინ ხვდება, რომ მართალნი უბედურების გამო არიან წაყვანილნი.+ 2 ის სიმშვიდეში შედის,+ თავის საწოლზე+ განისვენებს+ სწორად მავალი.+
3 «ახლოს მოდით,+ მისანი ქალის ვაჟებო,+ მრუშისა და მეძავის შთამომავლებო!+ 4 ვის გამო ხარობთ?+ ვის წინააღმდეგ აღებთ ფართოდ პირს და ვის უყოფთ ენას?+ განა ცოდვის შვილები არა ხართ, სიცრუის თესლი?!+ 5 განა თქვენ არ ხართ, ვნებებს რომ აღიძრავთ დიდ ხეებს+ შორის, ყოველი ფოთოლხშირი ხის+ ქვეშ, შვილებს რომ ხოცავთ ხევში, კლდეთა ნაპრალებში?!+
6 ხევის სიპ ქვებთან გქონდა წილი.+ ეს იყო შენი წილი.+ მათზე ღვრიდი დასაღვრელ შესაწირავს+ და მიგქონდა ძღვენი. განა ამით ვინუგეშებ თავს?!+ 7 მაღალ და ამაღლებულ მთაზე დაიდგი საწოლი.+ იქ ადიოდი მსხვერპლის მისატანად.+ 8 კარისა და წირთხლის უკან დადგი შენი სამახსოვრო ნიშანი.+ მე მიმატოვე, გაშიშვლდი და ზემოთ ახვედი, გაიფართოვე საწოლი.+ შენმა სურვილმა აღგძრა მათთან შეთანხმების დასადებად. მათი საწოლი შეიყვარე.+ მამაკაცის ასოს უყურებდი. 9 მელექთან ზეთით ჩადიოდი, უხვი ნელსაცხებლებით.+ შორს აგზავნიდი შენს დესპანებს და სამარემდე* დამდაბლდა შენი საქმეები.+ 10 ირჯებოდი შენს მრავალ გზაზე.+ არ გითქვამს, აზრი არა აქვსო! შენი ძალის აღდგენა შეძელი.+ ამიტომაც არ გამხდარხარ ავად.+
11 ვისი შეგეშინდა და ვისი გეშინოდა,+ ტყუილების თქმა რომ დაიწყე?+ მე არ გახსოვდი.+ გულთან არაფერი მიგქონდა.+ განა ჩუმად არ ვიყავი და შენს საქმეებს არ ვფარავდი?!+ ამიტომაც არ გეშინოდა ჩემი.+ 12 ვილაპარაკებ შენს სიმართლეზე+ და შენს საქმეებზე,+ რომ ვერაფერს გარგებენ.+ 13 როცა შველას ითხოვ, ვერ დაგიხსნის შენი შეგროვებული ნივთები,+ ქარი წაიღებს ყველაფერს.+ ამონასუნთქი წაიღებს მათ, ხოლო ვინც მე შემაფარებს თავს,+ ქვეყანას დაიმკვიდრებს და ჩემს წმინდა მთას დაეუფლება.+ 14 იტყვიან: „გზა გაიყვანეთ, გზა გაიყვანეთ! გაწმინდეთ გზა!+ მოაცილეთ ყველანაირი დაბრკოლება ჩემი ხალხის გზიდან!“»+
15 აი რას ამბობს ამაღლებული და აღმატებული,+ რომელიც მარადიულად მკვიდრობს+ და რომლის სახელიც წმინდაა:+ „სიმაღლეში და წმინდა ადგილას ვმკვიდრობ,+ დაჩაგრულებთან და თავმდაბლებთან ვარ, რათა გამოვაცოცხლო თავმდაბალთა სულები+ და გამოვაცოცხლო დაჩაგრულთა გულები.+ 16 მარადიულად არ ვიკამათებ, არც სამუდამოდ ვიქნები განრისხებული,+ რადგან ჩემ გამო დასუსტდება ადამიანის სული,+ დასუსტდებიან სულდგმულნი, მე რომ შევქმენი.+
17 განმარისხა მისმა ცოდვილმა მისწრაფებამ+ უკანონო შემოსავლისკენ, დავკარი და განრისხებულმა დავფარე ჩემი სახე,+ ის კი კვლავ განდგომილივით+ დადიოდა თავისი გულის გზით. 18 მე დავინახე მისი გზები, შევუდექი მის განკურნებას,+ წავუძეხი,+ ვანუგეშე+ ის და მისი მგლოვიარეები“.+
19 „მე ვქმნი ბაგეთა ნაყოფს.+ მუდმივი მშვიდობა ექნება შორს მყოფსა და ახლო მყოფს;+ მე განვკურნავ მას“,+ — ამბობს იეჰოვა.
20 „ბოროტები აღელვებული ზღვასავით არიან, რომელიც ვერ წყნარდება და რომლის წყლებიც ზღვის წყალმცენარეებსა და ტალახს ატივტივებს. 21 არ არის მშვიდობა ბოროტთათვის“,+ — ამბობს ჩემი ღმერთი.
58 «მთელი ხმით იყვირე, თავს ნუ შეიკავებ!+ საყვირივით აიმაღლე ხმა! უთხარი ჩემს ხალხს მათი ურჩობის შესახებ+ და იაკობის სახლს — მათი ცოდვების შესახებ! 2 ყოველდღე მეძებდნენ, ჩემი გზების ცოდნა ანიჭებდათ სიამოვნებას+ როგორც ერს, რომელიც სიმართლეს მისდევს და არ მიუტოვებია თავისი ღვთის სამართალი;+ სამართლიან განაჩენს მთხოვდნენ, უახლოვდებოდნენ ღმერთს, რომელშიც სიამოვნებას პოულობდნენ.+
3 „რისთვის ვმარხულობდით, თუკი არ გვხედავდი?!+ რისთვის ვიმდაბლებდით თავს,+ თუკი ყურადღებას არ გვაქცევდი?!“+
მარხვის დღე გსიამოვნებდათ, როცა თქვენს მუშებს სამუშაოდ მიერეკებოდით.+ 4 დავისთვის და უთანხმოებისთვის მარხულობდით,+ რომ ბოროტებით გერტყათ მუშტები.+ განა ისე არ მარხულობდით, რომ თქვენი ხმა შესმენილიყო მაღლა?! 5 განა ასეთი უნდა იყოს ჩემთვის სასურველი მარხვა, დღე, როცა კაცი თავს იმდაბლებს?!+ განა ეს დღე იმისთვისაა, რომ ლელქაშივით ხრიდეს ის თავს და ტახტივით იშლიდეს ჯვალოსა და ნაცარს?!+ ამას უწოდებ მარხვას და იეჰოვასთვის მისაღებ დღეს?!+
6 განა ეს არ არის ჩემთვის სასურველი მარხვა, რომ მოუშვათ ბოროტებით დადებული ბორკილები,+ გახსნათ უღლის თოკები,+ გაათავისუფლოთ+ დაჩაგრულები და გადატეხოთ უღელი?!+ 7 განა იმისთვის არ არის, რომ პური გაუყო მშიერს+ და სახლში მიიყვანო დაჩაგრული და უსახლკარო,+ შიშველს თუ დაინახავ, ჩააცვა მას+ და არ დაემალო მას, ვინც შენი ხორცია?!+
8 მაშინ განთიადივით გამოანათებს შენი სინათლე+ და სწრაფად განიკურნები.+ შენ წინ ივლის შენი სიმართლე+ და იეჰოვას დიდება ზურგს გაგიმაგრებს.+ 9 მაშინ მოუხმობ იეჰოვას და ისიც გიპასუხებს; შველას სთხოვ+ და გეტყვის, აქ ვარო!
თუ მოიშორებ უღელს,+ მოეშვები თითის გაშვერასა+ და სიავის ლაპარაკს;+ 10 თუ მშიერს მისცემ იმას, რაც შენს სულს სწადია,+ და დაანაყრებ დაჩაგრულ სულს, მაშინ ბნელში გაანათებს შენი სინათლე და შენი წყვდიადი შუადღეს დაემსგავსება.+ 11 იეჰოვა წაგიძღვება+ მუდამ+ და დააკმაყოფილებს შენს სულს გადამწვარ მიწაზე,+ ის გაგიმაგრებს ძვლებს.+ დაემსგავსები წყალუხვ ბაღსა+ და წყლის სათავეს, დაუშრობელ წყალს. 12 შენი თხოვნით ააშენებს ხალხი დიდი ხნის წინათ განადგურებულ ადგილებს.+ აღადგენ საძირკვლებს, რომლებიც დანგრეული იყო თაობიდან თაობაში.+ ბზარების შემკეთებელი+ და დასახლებულ ადგილებზე გამავალი გზების აღმდგენელი დაგერქმევა.
13 თუ შაბათის გამო უკან დაიხევ და ჩემს წმინდა დღეს+ არ გააკეთებ იმას, რაც გსიამოვნებს, შაბათს ნეტარებას, იეჰოვას წმინდა დღესა და განდიდებულ დღეს+ უწოდებ, განადიდებ მას ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი გზებით იარო, ეძებო ის, რაც გსიამოვნებს, და ცარიელი სიტყვები ილაპარაკო, 14 მაშინ ნეტარებას პოვებ იეჰოვაში+ და დედამიწის მაღლობებზე გატარებ.+ შენი წინაპრის, იაკობის მემკვიდრეობიდან+ გაჭმევ, რადგან იეჰოვას ბაგე ლაპარაკობს ამას».+
59 აი, იეჰოვას ხელი არ დამოკლებულა ისე, რომ ვერ იხსნას,+ არც ყური დამძიმებულა ისე, რომ ვერ მოისმინოს.+ 2 თქვენმა დანაშაულმა დაგაშორათ თქვენს ღმერთს,+ თქვენი ცოდვების გამო დაფარა მან სახე თქვენგან, რომ არ მოგისმინოთ.+ 3 ხელისგულები სისხლით გაქვთ დასვრილი+ და თითები — დანაშაულით.+ თქვენი ბაგეები სიცრუეს ლაპარაკობს, თქვენი ენა უმართლობას ბუტბუტებს.+ 4 არავინ იმაღლებს ხმას სიმართლის დასაცავად+ და სასამართლოში მისულთაგან არავინ ამბობს ჭეშმარიტებას. არარაობის იმედი აქვთ+ და ფუჭად ლაპარაკობენ.+ გასაჭირი ჩაესახათ და სიავეს აჩენენ.+
5 შხამიანი გველის კვერცხებს აზიან გამოსაჩეკად და ობობის აბლაბუდას ქსოვენ.+ ვინც ამ კვერცხებს შეჭამს, მოკვდება, გატეხილი კვერცხიდან კი გველგესლა გამოიჩეკება.+ 6 ტანსაცმლად ვერ გამოადგებათ თავიანთი აბლაბუდა და ვერც თავიანთი საქმეებით შეიმოსებიან.+ მათი საქმეები მავნე საქმეებია და მათ ხელში ძალადობაა.+ 7 ფეხები ბოროტებისკენ გაურბით+ და უდანაშაულო სისხლის ღვრისკენ ისწრაფვიან.+ მათი ზრახვები ავი ზრახვებია,+ ძარცვა და დაქცევაა მათ გზებზე.+ 8 უგულებელყვეს მშვიდობის გზა+ და არ არის სამართალი მათ ბილიკებზე.+ სავალი გაიმრუდეს.+ მათზე მავალთ არ ეცოდინებათ მშვიდობა.+
9 ამიტომ გაგვშორდა სამართალი და სიმართლე ვერ გვეწევა. სინათლეს მოველით, მაგრამ, აი, სიბნელეა; მოველით ნათელს, მაგრამ წყვდიადში დავდივართ.+ 10 ბრმებივით ხელის ცეცებით მივუყვებით კედელს, ხელებს ვაცეცებთ მათსავით, ვისაც თვალები არა აქვთ.+ წავიბორძიკეთ შუადღისას, როგორც საღამოს ბინდში; ჯანმაგართა შორის მკვდრებივით ვართ.+ 11 ყველანი დათვებივით ვღრიალებთ; მტრედებივით ნაღვლიანად ვღუღუნებთ.+ სიმართლეს მოველოდით,+ მაგრამ ამაოდ; მოველოდით ხსნას, მაგრამ შორს იყო ჩვენგან.+ 12 გამრავლდა ჩვენი ურჩობა შენ წინაშე+ და ყოველი ჩვენი ცოდვა ჩვენ წინააღმდეგ მოწმობს.+ ჩვენთან არის ჩვენი ურჩობა და კარგად ვიცით ჩვენი დანაშაული.+ 13 შევცოდეთ, უარვყავით იეჰოვა+ და დავშორდით ჩვენს ღმერთს; ჩაგვრასა და ურჩობაზე ვლაპარაკობდით,+ გულში სიცრუის სიტყვები გვქონდა ჩასახული და ამ სიტყვებს ვბუტბუტებდით.+ 14 სამართალმა იძულებით დაიხია უკან+ და სიმართლე შორს იდგა.+ ჭეშმარიტებამ მოედანზე წაიბორძიკა, და ვერ მიდის იქ ის, რაც სწორია.+ 15 აღარ არის ჭეშმარიტება,+ იძარცვება ბოროტებას განრიდებული კაცი.+
დაინახა იეჰოვამ, და ბოროტება იყო მის თვალში სამართლის არარსებობა.+ 16 ვერავინ დაინახა და გაიკვირვა, რომ არავინ იყო შუამდგომელი.+ თავისმა მკლავმა იხსნა ის და თავისი სიმართლე მხარში ედგა მას.+ 17 ჯავშანივით ჩაიცვა სიმართლე+ და ხსნის მუზარადი დაიფარა.+ შურისძიების სამოსით შეიმოსა+ და მოსასხამივით მოისხა მოშურნეობა.+ 18 რისხვით მიუზღავს+ თავის მოწინააღმდეგეებს მათი საქმეებისამებრ, სათანადოდ მოეპყრობა თავის მტრებს.+ საკადრისად მიუზღავს კუნძულებს.+ 19 მზის ჩასავლის მხარიდან შეეშინდებათ იეჰოვას სახელის,+ მზის ამოსავლის მხარიდან — მისი დიდების,+ რადგან მოვა ის უბედურების მომტანი მდინარესავით, რომელსაც იეჰოვას სული მოდენის.+
20 „მოუვა გამომსყიდველი+ სიონს+ და მათ, ვინც ცოდვას ზურგს აქცევს იაკობში“,+ — ამბობს იეჰოვა.
21 „ეს არის ჩემი შეთანხმება, რომელიც მათთან დავდე“,+ — ამბობს იეჰოვა.
„ჩემი სული, რომელიც შენზეა+ და ჩემი სიტყვები, რომლებიც პირში ჩაგიდე,+ არ მოშორდება არც შენს პირს, არც შენი შთამომავლების პირს და არც შენი შთამომავლების შთამომავალთა პირს, არც ახლა და არც მარადიულად“,+ — ამბობს იეჰოვა.
60 „ადექი*+ და გამოანათე,+ რადგან მოვიდა შენი სინათლე+ და გამოანათა შენზე იეჰოვას დიდებამ!+ 2 აი, სიბნელე+ დაფარავს დედამიწას და მწუხრი — ერებს, შენზე კი იეჰოვა გამოანათებს და შენზე გამოჩნდება მისი დიდება.+ 3 ხალხები წამოვლენ შენს სინათლეზე+ და მეფეები+ — შენი ნათელის სიკაშკაშეზე.+
4 მიმოიხედე და ნახე! ყველანი ერთად იკრიბებიან,+ შენთან მოდიან.+ შორიდან მოდიან შენი ვაჟები, მოდიან შენი ასულები, რომლებზეც იზრუნებენ და ფერდზე შესმულებს წამოიყვანენ.+ 5 მაშინ დაინახავ და გაბრწყინდები,+ შენი გული გაიხარებს და სიხარულით აივსება, რადგან ზღვის სიმდიდრე შენკენ მოიქცევა და ხალხების ავლა-დიდება შენთან მოვა.+ 6 შენი მიწა აქლემებით აივსება, მიდიანისა და ეფის+ კოზაკებით. მოვლენ შებელები.+ ყველანი ოქროსა და გუნდრუკს წამოიღებენ და სახალხოდ ქებას მიუძღვნიან იეჰოვას.+ 7 კედარის+ ფარები შენთან შეგროვდებიან, ნებაიოთის+ ვერძები შენ მოგემსახურებიან.+ ჩემს სამსხვერპლოზე+ ავლენ და მოწონებას დაიმსახურებენ. შევამკობ ჩემს ლამაზ სახლს.+
8 ვინ არიან ესენი, ღრუბლებივით რომ მოფრინავენ,+ როგორც მტრედები სამტრედეებისკენ? 9 ჩემი იმედი ექნებათ კუნძულებს+ და თარშიშის ხომალდებს,+ როგორც წინათ, რათა შორიდან მოუყვანონ შენი ვაჟები+ და მოუტანონ თავიანთი ოქრო-ვერცხლი+ იეჰოვას, შენი ღვთის სახელს+ და ისრაელის წმინდას,+ რადგან შეგამკობს ის.+ 10 უცხოელები აგიშენებენ გალავანს+ და მათი მეფეები გემსახურებიან.+ რისხვით დაგკრავ,+ მაგრამ ჩემი კეთილგანწყობით შეგიწყალებ.+
11 შენი კარიბჭეები მუდამ ღია იქნება,+ არ დაიკეტება დღითა და ღამით, რათა მოგიტანონ ხალხების ავლა-დიდება;+ მათი მეფეები პირველები გააკეთებენ ამას.+ 12 ის ხალხი და ის სამეფო, რომელიც არ გემსახურება, დაიღუპება, ხალხები განადგურდებიან.+
13 შენთან მოვა ლიბანის დიდება — ღვია, იფანი და კვიპაროსი ერთად+ — რათა შეამკოს ჩემი საწმინდრის ადგილი,+ მე განვადიდებ ჩემს ფეხსადგამს.+
14 შენთან მოვლენ შენი მჩაგვრელების ვაჟები და ქედს მოიხრიან.+ ყველა, ვინც უპატივცემულოდ გეპყრობოდა, დაემხობა შენს ტერფებთან+ და იეჰოვას ქალაქს, ისრაელის წმინდის სიონს+ გიწოდებს.
15 იმის ნაცვლად, რომ მიტოვებული და საძულველი იყო და არავინ იყოს შენზე გამვლელი,+ მარადიულად საამაყოდ გაქცევ, სიხარულად — თაობიდან თაობაში.+ 16 ხალხთა რძესა+ და მეფეთა ძუძუს მოწოვ+ და გაიგებ, რომ მე, იეჰოვა,+ ვარ შენი მხსნელი+ და იაკობის ძლიერია+ შენი გამომსყიდველი!+ 17 სპილენძის ნაცვლად ოქროს შემოვიტან,+ რკინის ნაცვლად — ვერცხლს, ხის ნაცვლად — სპილენძს და ქვების ნაცვლად — რკინას. მშვიდობას დაგიყენებ ზედამხედველად+ და სიმართლეს — სამუშაოს გამნაწილებლად.+
18 მეტად აღარ გაიგონებენ შენს მიწაზე ძალადობის შესახებ, შენს საზღვრებში — ძარცვისა და დაქცევის შესახებ.+ შენს კედლებს ხსნას უწოდებ+ და შენს კარიბჭეებს — ქებას. 19 დღისით მზე აღარ გაგინათებს და მთვარე აღარ გამოსცემს შენთვის შუქს; იეჰოვა იქნება შენთვის მარადიული სინათლე,+ შენი ღმერთი — შენი სილამაზე.+ 20 შენი მზე აღარ ჩავა, აღარც შენი მთვარე მიილევა, რადგან იეჰოვა იქნება შენთვის მარადიული სინათლე+ და დასრულდება შენი გლოვის დღეები.+ 21 მთელი შენი ხალხი მართალი იქნება.+ სამარადისოდ დაეუფლებიან ქვეყანას,+ ჩემს ნარგავს,+ ჩემს ნახელავს,+ ჩემ შესამკობად.+ 22 მცირე ათასად გადაიქცევა, პატარა — ძლიერ ხალხად.+ მე, იეჰოვა, თავის დროზე დავაჩქარებ ამას“.+
61 უზენაესი უფლის, იეჰოვას სულია ჩემზე,+ რადგან იეჰოვამ მცხო+ თვინიერთათვის სასიხარულო ცნობის საუწყებლად.+ მან გამომგზავნა გულგატეხილთათვის ჭრილობების შესახვევად,+ ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად+ და პატიმართათვის თვალების ფართოდ გასახელად,+ 2 იეჰოვას კეთილგანწყობის წელიწადისა+ და ჩვენი ღვთის შურისძიების დღის გამოსაცხადებლად,+ ყველა მგლოვიარის სანუგეშებლად,+ 3 სიონზე მგლოვიარეთათვის ნაცრის+ ნაცვლად თავსაბურავის მისაცემად, გლოვის ნაცვლად სიხარულის ზეთის+ მისაცემად, დათრგუნული სულის+ ნაცვლად ქების მოსასხამის მისაცემად. სიმართლის დიდი ხეები+ ეწოდებათ მათ, იეჰოვას ნარგავი,+ მისივე შესამკობად რომ არის დარგული.+ 4 აღადგენენ დიდი ხნის განადგურებულ ადგილებს,+ აღმართავენ ძველი დროის გაპარტახებულ ადგილებს,+ განაახლებენ განადგურებულ ქალაქებს,+ თაობიდან თაობაში გაპარტახებულ ადგილებს.
5 „ადგებიან უცხოები და დამწყემსავენ თქვენს ფარებს,+ უცხოელები+ იქნებიან თქვენი მიწათმოქმედები და მევენახეები.+ 6 თქვენ კი იეჰოვას მღვდლები დაგერქმევათ,+ ჩვენი ღვთის მსახურები+ გეწოდებათ.+ შეჭამთ ხალხთა სიმდიდრეს+ და მათი დიდების გამო აღფრთოვანებულნი ილაპარაკებთ საკუთარ თავზე.+ 7 შერცხვენის ნაცვლად ორმაგ წილს მიიღებს ჩემი ხალხი+ და დამცირების ნაცვლად სიხარულით იყიჟინებს თავისი წილის გამო.+ ორმაგ წილს მიიღებენ თავიანთ მიწაზე.+ მარადიული სიხარული ექნებათ.+ 8 მე, იეჰოვას, მიყვარს სამართლიანობა+ და მძულს ძარცვა და უმართლობა.+ სამართლიანად მივცემ მათ თავიანთ საზღაურს+ და მარადიულ შეთანხმებას დავუდებ.+ 9 მათი შთამომავლობა ცნობილი იქნება ერებს შორის,+ მათი მოდგმა — ხალხებს შორის. ყველა, ვინც მათ დაინახავს, მიხვდება,+ რომ იეჰოვას მიერ კურთხეული შთამომავლობა არიან“.+
10 გავიხარებ იეჰოვათი.+ გაიხარებს ჩემი სული ჩემი ღმერთით,+ რადგან შემმოსა მან ხსნის სამოსით,+ სამართლიანობის მოსასხამი მომასხა,+ როგორც ნეფეს, რომელიც მღვდელივით იხურავს თავსაბურავს,+ და როგორც პატარძალს, რომელიც სამკაულებით ირთვება.+ 11 როგორც დედამიწა აღმოაცენებს ყლორტს და როგორც ბაღი აღმოაცენებს დათესილს,+ ასევე უზენაესი უფალი იეჰოვა აღმოაცენებს სიმართლეს+ და ქებას ხალხთა წინაშე.+
62 სიონის გულისთვის არ გავჩერდები+ და იერუსალიმის გულისთვის+ არ გავჩუმდები, სანამ სინათლესავით+ არ გამოჩნდება მისი სიმართლე და მოგიზგიზე ჩირაღდანივით+ — მისი ხსნა.
2 «ხალხები დაინახავენ შენს* სიმართლეს+ და მეფეები — შენს+ დიდებას.+ დაგერქმევა ახალი სახელი,+ რომელსაც იეჰოვას ბაგე გიწოდებს. 3 სილამაზის გვირგვინი იქნები იეჰოვას ხელში+ და სამეფო თავსაბურავი — შენი ღვთის ხელისგულზე. 4 მეტად აღარ დაგიძახებენ სამუდამოდ მიტოვებულ ქალს,+ აღარ იტყვიან, რომ გაპარტახებულია შენი მიწა.+ გეწოდება „მასში ვპოულობ სიამოვნებას“+ და შენს მიწას „ცოლივით პატრონიანი“ ეწოდება, რადგან იეჰოვა შენში პოვებს სიამოვნებას და შენი მიწა ცოლივით პატრონიანი იქნება.+ 5 როგორც ახალგაზრდა კაცი ეპატრონება ქალწულს, ცოლს, ისე დაგეპატრონებიან შენი ვაჟები, როგორც ცოლს.+ როგორც ნეფე ხარობს პატარძლით,+ ისე გაიხარებს შენი ღმერთი შენით.+ 6 შენს გალავანზე დავაყენე გუშაგები,+ იერუსალიმო. ნუ გაჩერდებიან მთელი დღე და მთელი ღამე!+
თქვენ, ვინც ახსენებთ იეჰოვას,+ ნუ დადუმდებით+ 7 და ნუ მოასვენებთ მას, სანამ არ განამტკიცებს, სანამ ქებად არ აქცევს იერუსალიმს დედამიწაზე!»+
8 იეჰოვამ დაიფიცა თავისი მარჯვენა+ და თავისი ძლიერი მკლავი:+ „აღარ მივცემ საჭმელად შენს მარცვლეულს შენს მტრებს,+ არც უცხოელები დალევენ შენს ახალ ღვინოს,+ რომლისთვისაც შრომობდი. 9 შემგროვებლები შეჭამენ მას და ქებას მიუძღვნიან იეჰოვას. მკრეფავები დალევენ მას ჩემს წმინდა ეზოებში“.+
10 გადით, გადით კარიბჭეებიდან, გზა გაუთავისუფლეთ ჩემს ხალხს!+ გზა გაიყვანეთ, გზა გაიყვანეთ! ქვებისგან გაასუფთავეთ!+ ნიშანი აღუმართეთ ხალხებს!+
11 აი, ხმა მიაწვდინა იეჰოვამ დედამიწის უშორეს მხარეს:+ „უთხარით სიონის ასულს:+ აი, მოდის შენი ხსნა!+ აი, მასთანვეა ჯილდო, რომელსაც იძლევა,+ და მის წინაშეა საზღაური, რომელსაც იხდის“.+
12 ადამიანები წმინდა ხალხს უწოდებენ მათ,+ იეჰოვას გამოსყიდულებს;+ შენ კი „მოძებნილი“ და „არა სამუდამოდ მიტოვებული ქალაქი“+ გეწოდება.
63 ვინ არის ეს, ედომიდან+ რომ მოდის, მოელვარე ფერების ტანსაცმლით რომ მოდის ბოცრადან,+ ბრწყინვალე ტანსაცმლით შემოსილი, დიადი ძალით რომ მოაბიჯებს?
„ეს მე ვარ — სიმართლით მეტყველი,+ ხსნის დიდი ძალის მქონე“.+
2 რამ გაგიწითლა ტანსაცმელი? რატომ გიგავს სამოსი საწნახელში მწნეხელისას?+
3 „მე თვითონ ვწნეხდი საწნახელში+ და ხალხთაგან არავინ იყო ჩემთან. ჩემი რისხვით ვწნეხდი+ და ჩემი მრისხანებით ვთელავდი მათ.+ თქრიალით მოსდიოდათ სისხლი, ესხურებოდა ჩემს სამოსს+ და სულ დამესვარა ტანსაცმელი. 4 გულში მაქვს შურისძიების დღე+ და დადგა ჩემ მიერ გამოსყიდულთა წელიწადი. 5 ვიყურებოდი, მაგრამ არავინ იყო დამხმარე; გავიკვირვე, მაგრამ მხარში არავინ ამომიდგა.+ ჩემივე მკლავმა მიხსნა+ და ჩემივე მრისხანება+ ამომიდგა მხარში. 6 ვთელავდი ხალხებს ჩემი რისხვით, ჩემი მრისხანებით დავათვრე+ ისინი და მიწაზე დავღვარე თქრიალით წამოსული მათი სისხლი“.+
7 ვაუწყებ იეჰოვას მრავალ სიკეთეს*,+ იეჰოვას ქებას, იმისათვის, რაც იეჰოვამ გაგვიკეთა,+ უსაზღვროდ კარგი რომ იყო ისრაელის სახლისთვის+ და წყალობასა+ და დიდ სიკეთეს რომ ავლენდა. 8 თქვა მან: „ეს ნამდვილად ჩემი ხალხია,+ ძეები, რომლებიც არ მიმტყუნებენ“.+ მათი მხსნელი გახდა იგი.+ 9 მათი გასაჭირი მისი გასაჭირი იყო.+ მისმა საკუთარმა მაცნემ იხსნა ისინი.+ სიყვარულითა და თანაგრძნობით გამოისყიდა,+ აიყვანა და დაატარებდა მათ ძველ დროში.+
10 ისინი კი ეურჩნენ+ და გაანაწყენეს მისი წმინდა სული.+ ამიტომ მტრად ექცა მათ+ და მათ წინააღმდეგ იბრძოდა.+ 11 გაიხსენეს ძველი დრო და მისი მსახური მოსე: „სად არის ის, ვინც ზღვიდან გამოიყვანა+ ისინი თავისი ფარის მწყემსებთან ერთად?+ სად არის ის, ვინც მას თავისი წმინდა სული მისცა,+ 12 ვინც მოსეს მარჯვენა თავისი მშვენიერი მკლავით+ წარმართა, ვინც გაყო წყალი მათ წინ,+ რათა მარადიული სახელი დაემკვიდრებინა,+ 13 ვინც ატარებდა მათ ზვირთებში ისე, რომ ისინი არ წაბორძიკებულან, როგორც ცხენი არ წაიბორძიკებს უდაბნოში?+ 14 როგორც ცხოველი ეშვება ველზე, ასევე დაასვენა ისინი იეჰოვას სულმა“.+
მიუძღოდი შენს ხალხს, რომ საუცხოო სახელი შეგექმნა შენთვის.+
15 გადმოიხედე ციდან+ და იხილე შენი სიწმინდისა და სილამაზის ამაღლებული სამყოფლიდან!+ სად არის შენი მოშურნეობა+ და მთელი ძლევამოსილება, შენი შიგნეულის აფორიაქება+ და შენი წყალობა?+ აღარ ვლინდება ისინი ჩემ მიმართ.+ 16 შენ ჩვენი მამა ხარ!+ თუმცა შეიძლება აბრაამსაც არ ვცნობებოდით და ისრაელსაც არ ვეცანით, შენ, იეჰოვა, ჩვენი მამა ხარ! ძველი დროიდან „ჩვენი გამომსყიდველი“ არის შენი სახელი.+ 17 რატომ გვახეტიალებ, იეჰოვა, შენი გზებიდან? რატომ გვიქვავებ გულს, რათა არ გვეშინოდეს შენი?+ დაბრუნდი შენი მსახურების გულისთვის, შენი სამკვიდროს ტომების გულისთვის.+ 18 სულ ცოტა ხნით ჰქონდა შენს წმინდა ხალხს+ საკუთრება. ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა გათელეს შენი საწმინდარი.+ 19 დიდი ხანია, რაც არ მმართველობ ჩვენზე და არ ვიწოდებით შენი სახელით.+
64 ნეტავ ცა გაგერღვია და დაბლა ჩამოსულიყავი,+ რომ შეძრულიყო მთები შენი შიშით,+ 2 როგორც ცეცხლი ეკიდება ფიჩხს და წყალს ადუღებს, რათა გაიგონ შენი სახელი შენმა მოწინააღმდეგეებმა+ და შეშფოთდნენ ხალხები შენ გამო!+ 3 დაბლა ჩამოხვედი, როცა შიშის მომგვრელი საქმეები მოახდინე,+ რომელთა იმედიც არ გვქონდა. შეიძრნენ მთები შენ გამო.+ 4 ძველთაგან არავის სმენია,+ ყური არავის მოუკრავს და თვალს არ უნახავს ღმერთი შენ გარდა,+ რომელიც მოქმედებს თავის მომლოდინეთა სასიკეთოდ.+ 5 შენ ეგებები მას, ვინც ხარობს და სიმართლეს აკეთებს,+ ვისაც ახსოვხარ და მიჰყვება შენს გზებს.+
აი, განრისხდი,+ რადგან დიდხანს ვცოდავდით+ და განა გადავრჩებით?!+ 6 უწმინდურივით გავხდით ყველანი და ჩვენი მართალი საქმეები ყოველთვიური სისხლდენის დროს ჩასაცმელ ტანსაცმელს დაემსგავსა.+ ფოთლებივით დავჭკნებით+ ყველანი და ქარივით წაგვიღებს ჩვენი დანაშაული.+ 7 არავინ უხმობს შენს სახელს,+ არავინ იღვიძებს, რომ ჩაგეჭიდოს. სახე გაქვს დაფარული ჩვენგან+ და ჩვენი დანაშაულით გვადნობ.+
8 იეჰოვა, შენ ჩვენი მამა ხარ!+ ჩვენ თიხა ვართ,+ შენ კი — მეთუნე.+ ყველანი შენი ნახელავი ვართ.+ 9 ძლიერ ნუ განგვირისხდები, იეჰოვა,+ და მარადიულად ნუ გაგვიხსენებ დანაშაულს!+ გთხოვთ, შემოგვხედე, ყველანი შენი ხალხი ვართ!+ 10 უდაბნოდ იქცა შენი წმინდა ქალაქები.+ სიონი+ უდაბნოდ იქცა, იერუსალიმი გაპარტახდა.+ 11 ჩვენი სიწმინდისა და სილამაზის სახლი,+ სადაც ჩვენი მამა-პაპა ქებას გიძღვნიდა,+ ცეცხლში დასაწვავი გახდა.+ ის, რაც ძვირფასი იყო ჩვენთვის,+ განადგურდა. 12 ამის შემხედვარე, ნუთუ კვლავ თავს შეიკავებ,+ იეჰოვა?! უმოქმედოდ იდგები და ძლიერ დააჩაგვრინებ ჩვენ თავს?!+
65 „თავი მოვაძებნინე+ მათ, ვისაც არ ვუკითხივარ.+ თავი ვაპოვნინე მათ, ვისაც არ ვუძებნივარ.+ ხალხს, რომელიც ჩემს სახელს არ უხმობდა,+ ვუთხარი: აქა ვარ, აქა ვარ-მეთქი!+
2 მთელი დღე გაწვდილი მქონდა ხელი ჯიუტი+ ხალხისკენ, მათკენ, ვინც კარგ გზას არ ადგას+ და საკუთარ ზრახვებს მიჰყვება,+ 3 ხალხისკენ, რომელიც დაუფარავად შეურაცხმყოფს,+ მსხვერპლს სწირავს ბაღებში+ და რომლის შესაწირავის ბოლიც+ ასდის აგურებს, 4 სამარხებს შორის ზის,+ საყარაულო ქოხებში ათევს ღამეს, ღორის ხორცს ჭამს,+ სიბილწეთა ნახარში+ აქვს ჭურჭელში 5 და ამბობს: შენთვის იყავი, არ მომეკარო, ჩემი სიწმინდე რომ არ გადმოვიდესო შენზე!+ ისინი კვამლი არიან ჩემს ნესტოებში,+ ცეცხლი, მთელი დღე რომ გიზგიზებს.+
6 აი, ეს დაწერილია ჩემ წინაშე.+ არ გავჩერდები,+ საზღაურს მივაგებ,+ უბეში მივუზღავ საზღაურს+ 7 ერთიანად მათი და მათი მამა-პაპის დანაშაულის გამო,+ — ამბობს იეჰოვა. — რაკი მთებზე შესაწირავს აბოლებენ და გორებზე+ შეურაცხმყოფენ,+ პირველ რიგში მივუზღავ მათ საზღაურს უბეში“.+
8 აი რას ამბობს იეჰოვა: „როგორც ახალი ღვინო+ არის მტევანში და ამბობენ, არ მოსპო,+ მასში კურთხევააო,+ მეც ასე მოვიქცევი ჩემს მსახურთა გულისთვის, რომ ყველა არ გავანადგურო.+ 9 იაკობიდან გამოვიყვან შთამომავლობას+ და იუდადან — ჩემი მთების მემკვიდრეებს,+ ჩემი რჩეულები დაეუფლებიან ჩემს მიწას+ და ჩემი მსახურები დამკვიდრდებიან იქ.+ 10 შარონი+ ცხვრების საძოვრად იქცევა+ და აქორის ველი+ — საქონლის მოსასვენებელ ადგილად, ჩემი ხალხისთვის, რომელიც მომძებნის.+
11 თქვენ კი მიატოვეთ იეჰოვა,+ დაივიწყეთ ჩემი წმინდა მთა,+ იღბლიანობის ღმერთს უშლით სუფრას+ და ბედისწერის ღმერთს შეზავებული ღვინით უვსებთ სასმისს.+ 12 მახვილისთვის გაგწირავთ+ და ყოველი თქვენგანი მოიხრებით დასაკლავად,+ რადგან გიხმობდით+ და არ მპასუხობდით, გელაპარაკებოდით და არ მისმენდით,+ ბოროტებას სჩადიოდით ჩემს თვალში+ და იმას ირჩევდით, რაც არ მომწონდა“.+
13 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, ჩემი მსახურები შეჭამენ,+ თქვენ კი მშივრები იქნებით!+ აი, ჩემი მსახურები დალევენ,+ თქვენ კი მწყურვალნი იქნებით!+ აი, ჩემი მსახურები გაიხარებენ,+ თქვენ კი შერცხვებით!+ 14 აი, ჩემი მსახურები სიხარულით შესძახებენ მხიარული გულის გამო,+ თქვენ კი აყვირდებით გულისტკივილის გამო და იღრიალებთ სულგამწარებულნი!+ 15 ფიცისთვის* დაუტოვებთ თქვენს სახელს ჩემს რჩეულებს და უზენაესი უფალი იეჰოვა სათითაოდ დაგხოცავთ,+ თავის მსახურებს კი სხვა სახელს უწოდებს.+ 16 ამგვარად, ყოველი, ვინც საკუთარ თავს აკურთხებს დედამიწაზე, ერთგული ღვთის მეშვეობით იკურთხებს თავს.+ ყოველი, ვინც დაიფიცებს დედამიწაზე, ერთგულ ღმერთს დაიფიცებს,+ რადგან დავიწყებული იქნება წინანდელი გასაჭირი და დაიფარება ჩემს თვალთაგან.+
17 აი, ვქმნი ახალ ცასა+ და ახალ დედამიწას;+ აღარ გაიხსენებენ წინანდელს+ და არც გულში გაივლებენ.+ 18 იხარეთ+ და მარადიულად იმხიარულეთ იმით, რასაც ვქმნი,+ რადგან აი, ვქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ და მის ხალხს — სასიხარულოდ!+ 19 ვიმხიარულებ იერუსალიმით და გავიხარებ ჩემი ხალხით.+ აღარ გაისმება იქ ტირილისა და ნაღვლიანი ღაღადის ხმა“.+
20 „აღარ იქნება იქ ძუძუთა ბავშვი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღეს იცოცხლებს,+ არც მოხუცებული, რომელიც ვერ გაასრულებს თავის დღეებს;+ ახალგაზრდა მოკვდება ასი წლის კაცი, ცოდვილი, ასი წლისაც რომ იყოს, დაწყევლილი იქნება.+ 21 ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში,+ გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს.+ 22 არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად. ჩემი ხალხის დღეები ხის დღეებივით იქნება+ და სრულად მოიხმარენ თავიანთ ნახელავს ჩემი რჩეულები.+ 23 ტყუილუბრალოდ არ იშრომებენ,+ არც უბედურებისთვის გააჩენენ შვილებს,+ რადგან იეჰოვასგან კურთხეული შთამომავლები არიან+ და მათთანვეა მათი მოდგმა.+ 24 ვიდრე მომიხმობენ, ვუპასუხებ,+ ვიდრე ლაპარაკს დაასრულებენ, მოვუსმენ.+
25 მგელი+ და ბატკანი ერთად შეჭამენ+ და ლომი ხარივით შეჭამს ბზეს,+ გველს კი საჭმელად მტვერი ექნება.+ არაფერს დააზიანებენ+ და არაფერს მოსპობენ მთელ ჩემს წმინდა მთაზე“,+ — ამბობს იეჰოვა.
66 აი რას ამბობს იეჰოვა: „ზეცა ჩემი ტახტია+ და დედამიწა ჩემი ფეხსადგამი.+ სად არის სახლი, რომელსაც ამიშენებთ+ და სად არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი?“+
2 „ეს ყოველივე ჩემმა ხელმა შექმნა,+ ასე გაჩნდა ეს ყოველივე, — ამბობს იეჰოვა. — შევხედავ მას, ვინც დაჩაგრულია, სულდამწუხრებულია+ და ჩემს სიტყვაზე თრთის.+
3 რაღა ხარის დამკვლელი და რაღა კაცისმკვლელი,+ რაღა ცხვრის შემწირველი და რაღა ძაღლისთვის კისრის გადამმტვრეველი,+ რაღა ძღვნის მომტანი და რაღა ღორის სისხლის შემწირველი!+ რაღა გუნდრუკის სამახსოვროდ შემწირველი+ და რაღა კურთხევის ჯადოქრული სიტყვებით წარმომთქმელი!+ თავად აირჩიეს თავიანთი გზა და მათ სულს სისაძაგლეები სიამოვნებს.+ 4 მეც სასტიკად მოვეპყრობი მათ.+ იმას მოვაწევ, რაც აშინებთ,+ რადგან ვუხმობდი და არავინ მპასუხობდა, ველაპარაკებოდი და არავინ მისმენდა.+ ბოროტებას სჩადიოდნენ ჩემს თვალში და იმას ირჩევდნენ, რაც არ მომწონდა“.+
5 ისმინეთ იეჰოვას სიტყვა თქვენ, ვინც თრთით მის სიტყვაზე:+ „თქვენმა ძმებმა, რომლებსაც სძულხართ,+ რომლებიც თავიდან გიშორებენ ჩემი სახელის გამო,+ თქვეს, განდიდდესო იეჰოვა!+ ის გამოჩნდება და თქვენ გაიხარებთ,+ ისინი კი შერცხვებიან“.+
6 ხმაური ისმის ქალაქიდან, ხმა ისმის ტაძრიდან!+ ეს იეჰოვას ხმაა! ის საკადრისად მიუზღავს თავის მტრებს.+
7 სანამ მშობიარობის ტკივილები დაეწყებოდა, გააჩინა.+ სანამ ასტკივდებოდა, ვაჟი შეეძინა.+ 8 ვის სმენია მსგავსი რამ?!+ ვის უნახავს ასეთი რამ?!+ თუ გაჩენილა ერთ დღეში+ ქვეყანა+ მშობიარობის ტკივილებით?! თუ დაბადებულა ერი+ ერთიანად?!+ მშობიარობის ტკივილები დაეწყო სიონს და ვაჟები გააჩინა.
9 „თუ საშვილოსნოს გავაღებ, განა არ ვამშობიარებ?!“+ — ამბობს იეჰოვა. „თუ დავაწყებინებ მშობიარობას, განა დავკეტავ საშვილოსნოს?!“ — ამბობს შენი ღმერთი.
10 იხარეთ და იმხიარულეთ იერუსალიმთან ერთად+ თქვენ, ვისაც გიყვართ ის!+ დიდად იმხიარულეთ მასთან ერთად, მასზე მგლოვიარენო,+ 11 რადგან მოწოვთ მისი სრული ნუგეშის ძუძუს და გაძღებით, რადგან მისი დიდების ძუძუსთავიდან მოწრუპავთ და ნეტარებას პოვებთ.+ 12 აი რას ამბობს იეჰოვა: „მდინარესავით მივაწვდენ მას მშვიდობას+ და წამლეკავი მდინარესავით — ხალხთა დიდებას,+ და თქვენ მოწოვთ.+ ფერდზე შესმულს გატარებენ, მუხლებზე დაგისვამენ და მოგეფერებიან.+ 13 როგორც კაცს ანუგეშებს დედა, მეც ისე განუგეშებთ.+ იერუსალიმის გამო ნუგეშცემულნი იქნებით.+ 14 დაინახავთ და გაიხარებს თქვენი გული,+ თქვენი ძვლები+ ქორფა ბალახივით სიცოცხლით აივსება.+ იეჰოვას ხელი ცნობილი გახდება მისი მსახურებისთვის+ და ის შერისხავს თავის მტრებს“.+
15 „აი, იეჰოვა მოდის ცეცხლივით,+ ქარიშხალს ჰგვანან მისი ეტლები;+ მოდის, რათა რისხვითა და მრისხანებით გადაუხადოს მათ სამაგიერო და ცეცხლის ალით გაკიცხოს ისინი.+ 16 ცეცხლივით შეედავება იეჰოვა თავისი მახვილით+ ყველა ხორციელს. მრავალი იქნება იეჰოვას მიერ დახოცილი.+ 17 მათ, ვინც წმინდავდება და სუფთავდება ბაღებში,+ შუაში მდგარის უკან, ვინც ღორის ხორცს,+ საზიზღრობასა და მხტუნავ მღრღნელსაც კი ჭამს+ — ყველას ერთიანად მოეღება ბოლო, — ამბობს იეჰოვა. — 18 რაკი ვიცი მათი საქმეები+ და მათი აზრები,+ მოვდივარ ყველა ხალხისა და ენის შესაკრებად.+ მოვლენ და იხილავენ ჩემს დიდებას“.+
19 „მათ შორის აღვმართავ ნიშანს+ და გადარჩენილთაგან ზოგიერთს გავგზავნი ხალხებთან:+ თარშიშში,+ ფულში, ლუდში,+ მშვილდის მომზიდველებთან, თუბალში და იავანში,+ შორეულ კუნძულებზე,+ რომლებსაც არ სმენიათ ჩემ შესახებ და არ უნახავთ ჩემი დიდება.+ ჩემს დიდებაზე ილაპარაკებენ ხალხებში.+ 20 ისინი ძღვნად მოუყვანენ იეჰოვას+ თქვენს ძმებს ყველა ხალხიდან+ ცხენებით, ეტლებით, ჩარდახიანი ურმებით, ჯორებითა და სწრაფი აქლემებით+ ჩემს წმინდა მთაზე,+ იერუსალიმში, როგორც ისრაელის ძეებს მოაქვთ ძღვენი სუფთა ჭურჭლით იეჰოვას სახლში“, — ამბობს იეჰოვა.+
21 „მათგან ზოგიერთს მღვდლად და ლევიანად ავიყვან“, — ამბობს იეჰოვა.
22 „როგორც ახალი ცა+ და ახალი დედამიწა,+ რომლებსაც ვქმნი, იდგება ჩემ წინაშე,+ ასევე იდგება თქვენი შთამომავლობა+ და თქვენი სახელი“,+ — ამბობს იეჰოვა.
23 „ახალმთვარობიდან ახალმთვარობამდე და შაბათიდან შაბათამდე ყოველი ხორციელი მოვა, რომ მდაბლად თაყვანი მცეს,+ — ამბობს იეჰოვა. — 24 გავლენ და შეხედავენ იმ ადამიანთა გვამებს, რომლებიც მცოდავდნენ.+ მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება.+ სისაძაგლედ იქცევიან ყოველი ხორციელისთვის“.+
ნიშნავს: ხსნა იეჰოვასგანაა.
იგივე ცაბაოთი.
სიტყვასიტყვით — სძულს ჩემს სულს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
შესაძლოა პატარა კოლოფები სურნელებისთვის.
ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.
ნიშნავს: მხოლოდ დარჩენილი ნაწილი დაბრუნდება.
ნიშნავს: ღმერთი ჩვენთანაა. იხილეთ მთ. 1:23.
ანუ ევფრატის.
ნიშნავს: იჩქარე, ნადავლო (ან სწრაფვა ნადავლისკენ)! ის გასაძარცვად მივარდა!
შილოახი იყო არხი.
ანუ ევფრატის.
იხილეთ 7:14-ის სქოლიო.
მხოლოდ დარჩენილი ნაწილი დაბრუნდება — ებრაულად შეარ-იაშუბ. იხილეთ 7:3.
ეს არის სახელი იეჰოვას შემოკლებული ფორმა, ტეტრაგრამატონი ჲჰვჰ-ს პირველი ორი ასო. იხილეთ დანართი 1ა.
იგულისხმება დემონები ან ის ცხოველები, რომლებიც ხალხის წარმოსახვაში დემონებს ჰგავდნენ.
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
მხედართმთავრის ტიტული.
ედომის წინასწარმეტყველური სახელი.
როგორც ჩანს, აღმოსავლეთი მხარე.
იგულისხმება ღმერთი.
იხილეთ 12:2-ის სქოლიო.
ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.
ანუ ევფრატის.
შესაძლოა ნიშნავდეს ღვთის სამსხვერპლოს საცეცხლეს. იგულისხმება იერუსალიმი.
იხილეთ 13:21-ის სქოლიო.
ღამის ფრინველი.
მაღალი წოდების სახელმწიფო მოხელის ტიტული.
იხილეთ 36:2-ის სქოლიო.
იხილეთ 12:2-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — ორმოდან.
იხილეთ 16:5-ის სქოლიო.
ან სანაპიროებო (ხმელთაშუა ზღვისა).
ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.
სიტყვასიტყვით — ორმოში.
სიტყვასიტყვით — მისი თაობის.
იხილეთ 16:5-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — იცოცხლებს თქვენი სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
იხილეთ 55:3-ის სქოლიო.
იხილეთ 5:14-ის სქოლიო.
ებრაულ ტექსტში „ადექი“ და „გამოანათე“ მდედრობითი სქესის მაჩვენებელი ზმნებია.
ებრაულ ტექსტში „შენს“ მდედრობითი სქესის ნაცვალსახელია.
იხილეთ 55:3-ის სქოლიო.
ანუ წყევლისთვის.