საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bi12 მიქა 1:1-7:20
  • მიქა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მიქა
  • ბიბლია
ბიბლია
მიქა

მიქა*

1 იეჰოვას სიტყვა, რომელიც გამოეცხადა მორეშეთელ მიქას+ იუდას მეფეების+ იოთამის,+ ახაზისა+ და ხიზკიას+ დროს, და რომელიც იხილა სამარიისა+ და იერუსალიმის+ შესახებ:

2 „ისმინეთ, ხალხებო! ყური უგდოს დედამიწამ და ყველაფერმა, რაც მასზეა!+ უზენაესი უფალი იეჰოვა იყოს მოწმე თქვენ წინააღმდეგ,+ იეჰოვა თავისი წმინდა ტაძრიდან.+ 3 აი, გამოდის იეჰოვა თავისი ადგილიდან.+ ჩამოვა ის და ივლის დედამიწის მაღლობებზე.+ 4 მთები დადნება მის ფეხქვეშ+ და ველები ისე დაიშლება, როგორც ცვილი ცეცხლისგან,+ როგორც ქარაფიდან ვარდნილი წყალი.

5 იაკობის ურჩობის გამოა ეს ყველაფერი, ისრაელის სახლის ცოდვების გამო.+ რა არის იაკობის ურჩობა? განა სამარია+ არ არის?! რა არის იუდას მაღლობები?+ განა იერუსალიმი არ არის?! 6 მინდორში დაყრილ ნანგრევების გროვად+ და ვენახის გასაშენებელ ადგილად ვაქცევ სამარიას. ველზე დავყრი მის ქვებს და გავაშიშვლებ მის საძირკვლებს.+ 7 ნამტვრევებად იქცევა მისი ქანდაკებები+ და ცეცხლში დაიწვება მისთვის გასამრჯელოს სანაცვლოდ მიცემული საჩუქრები,+ გავანადგურებ მის კერპებს. მან მეძაობის გასამრჯელოთი მოაგროვა ისინი და კვლავაც მეძაობის გასამრჯელოდ იქცევიან“.+

8 ამიტომ მოთქმას მოვყვები და ვიღრიალებ,+ ფეხშიშველი და ტანშიშველი ვივლი,+ ტურასავით ვიკივლებ და დედალი სირაქლემასავით ვიკვნესებ. 9 უკურნებელია მისი ჭრილობა,+ იუდასაც მისწვდა ის;+ ჩემი ხალხის კარიბჭესაც, იერუსალიმსაც მისწვდა წყლული.+

10 „ნუ ამცნობთ ამას გათში, ნუ იტირებთ!+

აფრას სახლში იგორავეთ მტვერში.+ 11 სამარცხვინოდ შიშველი წადი,+ შაფირის მკვიდრო ქალო! არ გამოსულა ცაანანის მკვიდრი ქალი. ბეთ-ეცელის მოთქმა წაგართმევთ თავშესაფარს. 12 კარგს ელოდა+ მაროთის მკვიდრი ქალი, მაგრამ იეჰოვასგან ცუდი ეწია იერუსალიმის კარიბჭეს.+ 13 ბედაურები შეაბი ეტლში, ლაქიშის მკვიდრო ქალო!+ ის იყო სიონის ასულის ცოდვის დასაბამი,+ რადგან შენშია ნაპოვნი ისრაელის ურჩობა.+ 14 ამიტომაც მისცემ ძღვენს მორეშეთ-გათს+ განშორებისას. სიცრუე აღმოჩნდა აქციბის+ სახლები ისრაელის მეფეებისთვის. 15 მოგიყვან იმას, ვინც ქონებას წაგართმევს,+ მარეშას+ მკვიდრო ქალო. ადულამამდე+ მივა ისრაელის დიდება. 16 თავი გაიმელოტე და გადაიპარსე შენი ნეტარების ვაჟების გამო.+ არწივივით გაიქაჩლე თავი, რადგან გადაასახლეს ისინი შენგან“.+

2 «ვაი მათ, ვინც წვანან საწოლში და ავს იზრახავენ, ბოროტების ჩადენაზე ფიქრობენ!+ განთიადისას ახორციელებენ ჩანაფიქრს,+ რადგან მათ ხელს შესწევს ამის ძალა.+ 2 მოუნდებათ მინდვრები და იტაცებენ მათ;+ მოუნდებათ სახლები და ისაკუთრებენ; სძალავენ ვაჟკაცსა და მის სახლეულს,+ სძალავენ კაცს მემკვიდრეობას.+

3 ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა: „უბედურებას+ ვიზრახავ ამ ოჯახისთვის,+ რასაც ვერ გადაიგდებთ ქედიდან+ და ვეღარ ივლით ამპარტავნულად,+ რადგან უბედურების დროა ეს.+ 4 იმ დღეს ანდაზას შეთხზავენ+ თქვენზე და გოდებას მოჰყვებიან და გიგლოვებენ.+ იტყვიან: გავიძარცვეთ!+ სხვას აძლევსო ის ჩვენი ხალხის წილს.+ როგორ გვართმევსო! ორგულს უნაწილებსო ჩვენს მინდვრებს. 5 ამიტომ არ გეყოლება იეჰოვას კრებულში წილის+ მიხედვით თოკის გამჭიმავი. 6 არ იწინასწარმეტყველოთ!+ ისინი იწინასწარმეტყველებენ. ისინი არ იწინასწარმეტყველებენ ამაზე. არ მოშორდებათ დამცირება.+

7 ასე არ ამბობენ, ისრაელის სახლო,+ განა უკმაყოფილოაო იეჰოვას სული და განა ასე მოქმედებსო ის?!+ განა სასიკეთო არ არის ჩემი სიტყვები+ იმისთვის, ვინც სიმართლით დადის?!+

8 ჩემი ხალხი ნამდვილი მტერივით აღმიდგა გუშინ.+ ტანსაცმლიდან გლეჯთ საუცხოო მორთულობას მათ, ვინც არხეინად მიდის ბრძოლიდან დაბრუნებულივით. 9 ჩემი ხალხის ქალებს აძევებთ სახლიდან, რომელიც სიამეს ჰგვრის ქალს; მათ შვილებს სამუდამოდ+ ართმევთ ჩემს დიდებას.+ 10 ადექით და წადით,+ რადგან ეს არ არის მოსასვენებელი ადგილი!+ თავისი უწმინდურების+ გამო ნადგურდება ის; მტკივნეულია ეს განადგურება.+ 11 თუ კაცი, რომელიც ქარს და სიცრუეს მიჰყვება, ტყუილს ამბობს,+ ღვინოზე და სხვა მათრობელ სასმელზე გიწინასწარმეტყველებო, ის უწინასწარმეტყველებს კიდეც ამ ხალხს.+

12 შევკრებ მთელ იაკობს,+ თავს მოვუყრი ისრაელის დარჩენილ ნაწილს; გავაერთიანებ მათ+ და იქნებიან, როგორც ფარა ფარეხში, როგორც ფარა თავის საძოვარზე.+ ახმაურდებიან ადამიანთა სიმრავლის გამო“.+

13 კედლის გამრღვევი დადგება მათ წინაშე+ და ისინიც გაივლიან; გაივლიან კარიბჭეს და გარეთ გავლენ.+ მათი მეფე გაივლის მათ წინაშე და იეჰოვა იდგება მათ სათავეში».+

3 ვთქვი: «ისმინეთ, იაკობის თავკაცებო და ისრაელის სახლის მეთაურებო!+ განა არ უნდა იცოდეთ სამართალი?!+ 2 სიკეთის მოძულენი ხართ+ და ბოროტების მოყვარულნი,+ ტყავს აძრობთ ხალხს და ძვლებიდან ხორცს გლეჯთ;+ 3 ჩემი ხალხის ხორცს ჭამთ+ და ტყავს აძრობთ მათ, ძვლებს უმტვრევთ და უქუცმაცებთ, როგორც ხორცსა და ძვლებს ფართოპირიან ქვაბში, როგორც ხორცს ქვაბში.+ 4 მაშინ შველას სთხოვენ იეჰოვას, ის კი არ უპასუხებს მათ,+ სახეს დამალავს იმ დროს+ მათგან მათი ბოროტი საქმეების გამო.+

5 აი რას ამბობს იეჰოვა წინასწარმეტყველებზე, რომლებიც ახეტიალებენ ჩემს ხალხს,+ კბილებით კბეჩენ ლუკმას+ და თან გაიძახიან, მშვიდობააო,+ და ვინც პირში არაფერს ჩაუდებს მათ, ომს უცხადებენ*:+ 6 „ამიტომ დაგიდგებათ ღამე+ ხილვის გარეშე+ და დაგიბნელდებათ, რომ ვეღარ იმკითხაოთ. ჩაესვენება მზე წინასწარმეტყველთათვის და დღე დაბნელდება მათთვის.+ 7 შერცხვებიან+ წინასწარმხილველნი+ და იმედი გაუცრუვდებათ მკითხავებს,+ ულვაშს დაიფარავს+ ყოველი მათგანი, რადგან პასუხს ვერ მიიღებენ ღვთისგან“».+

8 მე ავივსე ძალით, იეჰოვას სულით, სამართლიანობითა და ძლიერებით,+ რათა გავაგებინო იაკობს თავისი ურჩობა და ისრაელს — თავისი ცოდვა.+

9 ისმინეთ, იაკობის სახლის თავკაცებო და ისრაელის სახლის მეთაურებო,+ რომლებსაც გძულთ სამართალი და რომლებიც ამრუდებთ ყოველივე სწორს,+ 10 სისხლის ღვრით აშენებთ სიონს და უსამართლობით — იერუსალიმს.+ 11 მისი თავკაცები ქრთამისთვის+ ასამართლებენ, მისი მღვდლები საფასურისთვის ასწავლიან+ და მისი წინასწარმეტყველები ფულისთვის მკითხაობენ;+ მაინც იეჰოვათი იიმედებენ თავს და ამბობენ: განა იეჰოვა არ არისო ჩვენთან?!+ არ გვეწევაო უბედურება.+ 12 თქვენ გამო მინდორივით გადაიხვნება სიონი, ნანგრევების გროვად იქცევა იერუსალიმი+ და ტყიან მაღლობად — ტაძრის მთა.

4 უკანასკნელ დღეებში+ იეჰოვას სახლის+ მთა+ განმტკიცდება მთების მწვერვალებს ზემოთ, გორებზე მაღლა აღიმართება+ და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები.+ 2 წავა მრავალი ერი და იტყვის: „მოდით,+ ავიდეთ იეჰოვას მთაზე, იაკობის ღვთის სახლში!+ ის გვასწავლის თავის გზებს+ და ჩვენც ვივლით მისი ბილიკებით“,+ რადგან კანონი სიონიდან გამოვა და იეჰოვას სიტყვა — იერუსალიმიდან.+ 3 ის სამართლიან განაჩენს გამოიტანს ხალხებისთვის+ და საქმეებს მოაგვარებს შორს მცხოვრები+ ძლიერი ერებისთვის.+ ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს.+ ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს.+ 4 თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება+ და არავინ დააფრთხობს მათ,+ რადგან ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ბაგე ლაპარაკობს ამას.+

5 ყველა ხალხი თავისი ღვთის სახელით+ ივლის, ჩვენ კი იეჰოვას, ჩვენი ღვთის სახელით ვივლით+ მარადიულად, სამარადისოდ.+

6 „იმ დღეს, — ამბობს იეჰოვა, — შევკრებ ხალხს, რომელიც კოჭლობდა,+ თავს მოვუყრი გაფანტულებს,+ რომლებიც დავსაჯე. 7 კოჭლი ხალხისგან+ დავტოვებ ნაწილს, ძლიერ ხალხად ვაქცევ შორს გადახვეწილებს.+ იეჰოვა იქნება მათი მეფე სიონის მთაზე ახლაც და მარადიულადაც.+

8 შენ კი, ფარის კოშკო, სიონის ასულის გორაკო,+ დაგიბრუნდება ის, დაგიბრუნდება თავდაპირველი სამფლობელო,+ იერუსალიმის ასულის კუთვნილი სამეფო.+

9 მაშ, რატომ გაყვირი?+ განა არ არის მეფე შენში ან დაიღუპა შენი მრჩეველი, მშობიარე ქალის ტკივილებს რომ შეუპყრიხარ?!+ 10 მშობიარე ქალივით მწვავე ტკივილებით იტანჯებოდე და იჭინთებოდე, სიონის ასულო,+ რადგან ახლა მოგიწევს ქალაქის დატოვება და მინდორში ცხოვრება.+ ბაბილონამდე მიხვალ და იქ გათავისუფლდები.+ იქ გამოგისყიდის+ იეჰოვა შენი მტრების ხელიდან.+

11 შენ წინააღმდეგ შეიკრიბება უამრავი ხალხი, რომელიც ამბობს: წაიბილწოს ის, ზემოდან დავხედოთო სიონს!+ 12 მათ არ იციან იეჰოვას ზრახვები, მათ არ ესმით მისი განზრახვა.+ ის მოაგროვებს მათ, როგორც ძნებს კალოზე.+

13 ადექი და ლეწე, სიონის ასულო,+ რადგან რქას რკინად გიქცევ და ჩლიქებს — სპილენძად! გააცამტვერებ მრავალ ხალხს.+ გამოაცალკევებ და იეჰოვას მიუძღვნი მათ უკანონო შემოსავალს+ და მათ სიმდიდრეს — მთელი დედამიწის ჭეშმარიტ უფალს“.+

5 „ახლა თავს ისერავ,+ დაპყრობილო ასულო, ალყა შემოგვარტყეს.+ ჯოხს შემოჰკრავენ სახეში ისრაელის მსაჯულს.+

2 შენ კი, ეფრათას ბეთლემო,+ ძალიან პატარა ხარ საიმისოდ, რომ იუდას+ ათასთა შორის იყო, მაგრამ შენგან+ გამომივა მმართველი ისრაელში;+ ძველი დროიდანაა მისი წარმოშობა, უხსოვარი დროიდან.+

3 ამიტომ ის მიატოვებს+ მათ, სანამ მშობიარე არ შობს+ და მისი დანარჩენი ძმები დაუბრუნდებიან ისრაელის ძეებს.

4 დადგება ის და დამწყემსავს იეჰოვას ძალით,+ თავისი ღვთის, იეჰოვას სახელის სიდიადით.+ მშვიდად იცხოვრებენ ისინი,+ რადგან დედამიწის კიდეებს მისწვდება მისი დიდება.+ 5 ის მოიტანს მშვიდობას.+ როცა ასურელი მოვა ჩვენს მიწაზე და გათელავს ჩვენს საცხოვრებელ კოშკებს,+ მის წინააღმდეგ გამოვიყვანთ შვიდ მწყემსს, რვა მთავარს ადამიანთა მოდგმიდან. 6 მახვილით დამწყემსავენ ისინი ასურეთის მიწას+ და ნიმროდის მიწას+ — მის შესასვლელებში. ის გვიხსნის ასურელისგან,+ როცა მოვა იგი ჩვენს მიწაზე და გათელავს ჩვენს სამფლობელოს.

7 იქნება იაკობის+ დარჩენილი ნაწილი მრავალ ხალხს შორის, როგორც ნამი იეჰოვასგან,+ როგორც შხაპუნა წვიმა მცენარეებისთვის,+ რომელიც კაცზე არ არის დაიმედებული და ადამიანის ძეებს არ ელოდება.+ 8 იქნება იაკობის დარჩენილი ნაწილი ერებში, მრავალ ხალხს შორის, როგორც ლომი ტყის მხეცებს შორის, როგორც ფაფრიანი ლომი ცხვრის ფარაში, ჩავლისას რომ თელავს და გლეჯს,+ და არავინაა მხსნელი. 9 შენი ხელი შენს მოწინააღმდეგეებზე+ აღიმართება და მოიკვეთებიან შენი მტრები“.+

10 „იმ დღეს, — ამბობს იეჰოვა, — მოგისპობ ცხენებს და გაგინადგურებ ეტლებს,+ 11 მოგისპობ შენი ქვეყნის ქალაქებს და დაგინგრევ სიმაგრეებს,+ 12 ხელიდან მოგგკვეთ ჯადოქრობას და აღარ გეყოლება ჯადოქრები,+ 13 მოგისპობ ქანდაკებებსა და სვეტებს და მეტად აღარ დაემხობი შენი ნახელავის წინაშე,+ 14 ამოგიძირკვავ წმინდა ბოძებს+ და გავანადგურებ შენს ქალაქებს. 15 რისხვითა და მრისხანებით ვიძიებ შურს დაუმორჩილებელ ხალხებზე“.+

6 ისმინეთ, რას ამბობს იეჰოვა!+ ადექი, მთების წინაშე წარმართე სასამართლო საქმე და ისმინონ გორებმა შენი ხმა!+ 2 ისმინეთ, მთებო, იეჰოვას სასამართლო საქმე, და თქვენც, საუკუნოვანო კლდეებო, დედამიწის საფუძვლებო,+ რადგან სასამართლო საქმე აქვს იეჰოვას თავის ხალხთან, ისრაელს შეედავება ის:+

3 „ჩემო ხალხო,+ რა გაგიკეთე? რით დაგღალე?+ დაამოწმე ჩემ წინააღმდეგ!+ 4 ეგვიპტის მიწიდან გამოგიყვანე+ და მონობის სახლიდან გამოგისყიდე.+ წინ წაგიმძღვარე მოსე, აარონი და მირიამი.+ 5 ჩემო ხალხო, გაიხსენე,+ რას იზრახავდა მოაბის მეფე ბალაკი,+ და რა უპასუხა მას ბალაამმა, ბეორის ძემ.+ ასე იყო შიტიმიდან+ გილგალამდე,+ რათა ცნობილი გამხდარიყო იეჰოვას მართალი საქმეები“.+

6 რით შევეგებები+ იეჰოვას? რით ვცემ თაყვანს მაღალ ღმერთს?+ შევეგებები მას მთლიანად დასაწვავი შესაწირავებით,+ ერთწლიანი ხბოებით? 7 ესიამოვნება კი იეჰოვას ათასობით ვერძი, ათობით ათასი ზეთის მდინარე?!+ მივცე ჩემი პირველი ძე ჩემი ურჩობისთვის, ჩემი მუცლის ნაყოფი — ჩემი სულის ცოდვისთვის?+ 8 მან გითხრა, ადამიანო, რა არის კარგი.+ რას ითხოვს იეჰოვა შენგან, თუ არა სამართლის ქმნას,+ სიკეთის* სიყვარულსა+ და მოკრძალებულად+ სიარულს შენს ღმერთთან ერთად?!+

9 იეჰოვას ხმა მოუხმობს ქალაქს,+ ბრძენს* შეეშინდება შენი სახელის.+ უსმინეთ კვერთხს და მას, ვინც დაადგინა იგი.+ 10 კიდევ არის ბოროტის სახლში ბოროტების საგანძური+ და ეფის ნაკლული, დაწუნებული საწყაო? 11 განა ვიქნები წმინდა არასწორი სასწორითა და მატყუარა ქვის საწონების აბგით?!+ 12 ძალადობით აივსნენ მისი მდიდრები და მისი მკვიდრები სიცრუეს ლაპარაკობენ,+ მზაკვარი ენა აქვთ პირში.+

13 „მეც დაგკრავ და დაგასნეულებ,+ გაპარტახდები შენი ცოდვების გამო.+ 14 შეჭამ და ვერ გაძღები, გამოცარიელდები.+ გამოიტან ნივთებს, მაგრამ უსაფრთხოდ ვერ წაიღებ; და თუ რამეს უსაფრთხოდ წაიღებ, მახვილს მივცემ მას.+ 15 თესლს დათესავ, მაგრამ ვერ მოიმკი; ზეთისხილს დასრეს, მაგრამ ზეთს ვერ იცხებ; მაჭარს დაწურავ, მაგრამ ღვინოს ვერ დალევ.+ 16 ომრის+ წესებსა და ახაბის სახლის მთელ საქმიანობას მიჰყვებიან.+ თქვენც მათი რჩევებით დადიხართ,+ რათა გაოგნდეს ხალხი თქვენი შემხედვარე და სტვენა დავაწყებინო+ ხალხს მის მკვიდრთა გამო; ხალხთაგან შეურაცხყოფას იტვირთებთ“.+

7 ვაიმე,+ რადგან შეგროვილ ზაფხულის ხილსა* და მომცვრეულ ყურძენს დავემსგავსე! ყურძნის ერთი მტევანიც აღარ დარჩა+ საჭმელად, აღარც საადრეო ლეღვი, ჩემი სულისთვის სასურველი!+ 2 მოისპო დედამიწაზე ერთგული ადამიანი და არ არის მართალი კაცი ადამიანთა შორის.+ ყველანი სისხლის დასაღვრელად არიან ჩასაფრებულნი;+ თითოეული თავის ძმაზე ნადირობს ბადით.+ 3 გაწაფული აქვთ ხელი ბოროტების საკეთებლად.+ რაღაცას ითხოვს მთავარი, მოსამართლე საჩუქრის მისაღებად ასამართლებს,+ დიდებული თავისი სულის წადილს გამოთქვამს;+ ისინი ერთად ხლართავენ ამას. 4 მათ შორის საუკეთესო ასკილის ბუჩქივითაა,+ მათ შორის ყველაზე მართალი ეკლის ღობეზე უარესია. დადგება შენი გუშაგების დღე, შენი განკითხვის დღე.+ მალე საგონებელში ჩავარდები.+

5 ნუ დაუჯერებთ მოძმეს, ნუ ენდობით ახლო მეგობარს.+ ბაგე დაიცავი მისგან, ვინც უბეში გიწევს.+ 6 ვაჟი არაფრად აგდებს მამას, ასული დედის წინააღმდეგ გამოდის+ და რძალი — დედამთილის წინააღმდეგ;+ კაცის მტრები მისი ოჯახის წევრები არიან.+

7 მე კი კვლავაც იეჰოვასკენ მექნება მიპყრობილი მზერა.+ მოთმინებით დაველოდები ჩემი ხსნის ღმერთს.+ მომისმენს ჩემი ღმერთი.+

8 ნუ ხარობ ჩემზე, ქალო, ჩემო მტერო!+ დავეცი, მაგრამ წამოვდგები,+ სიბნელეში ვცხოვრობ,+ მაგრამ იეჰოვა იქნება ჩემი ნათელი.+ 9 ვიტვირთებ იეჰოვას მრისხანებას — რადგან შევცოდე მას+ — სანამ არ განიხილავს ჩემს სასამართლო საქმეს და არ გამიჩენს სამართალს.+ სინათლეში გამომიყვანს ის; დავინახავ მის სიმართლეს.+ 10 დაინახავს ამას ჩემი მტერი და სირცხვილი დაფარავს მას,+ ვინც მეუბნებოდა: სად არისო შენი ღმერთი იეჰოვა?!+ ჩემი თვალი იხილავს ჩემს მტერს.+ გაითელება ის და ქუჩის ტალახივით აიზილება.+

11 შენი გალავნის აგების დღეს, იმ დღეს შორს იქნება დადგენილება.+ 12 იმ დღეს მოვლენ შენთან ასურეთიდან და ეგვიპტის ქალაქებიდან, მიწებიდან, რომლებიც გადაჭიმულია ეგვიპტიდან მდინარემდე*,+ ზღვიდან ზღვამდე და მთიდან მთამდე.+ 13 გაპარტახდება მიწა მასზე მცხოვრებთა გამო, მათი საქმეთა ნაყოფის გამო.+

14 მწყემსე შენი ხალხი შენი კვერთხით,+ შენი სამემკვიდრო ფარა, რომელიც მარტო ცხოვრობდა ტყეში, შუა ხილნარში.+ მოძოვონ მათ ბაშანსა და გალაადში,+ როგორც ძველად.+

15 „გიჩვენებთ საოცრებებს, როგორც ეგვიპტის მიწიდან თქვენი გამოსვლის დღეს.+ 16 დაინახავენ ხალხები და შეარცხვენს მათ მათი ძლევამოსილება.+ პირზე ხელს აიფარებენ+ და დაყრუვდებიან. 17 გველივით მტვერს ალოკავენ,+ შეშფოთებულნი გამოცვივდებიან თავიანთი სიმაგრეებიდან დედამიწის ქვეწარმავლებივით.+ კანკალით მოვლენ იეჰოვასთან, ჩვენს ღმერთთან, და შეეშინდებათ მისი“.+

18 შენსავით რომელი ღმერთი+ პატიობს დანაშაულს და გვერდს უვლის ცოდვას,+ რომელიც მისი მემკვიდრეობის დარჩენილ ნაწილს ჩაუდენია?+ მარადიულად არ იქნები განრისხებული, რადგან სიკეთე* გახარებს.+ 19 კვლავაც შეგვიწყალებ,+ დათრგუნავ ჩვენს დანაშაულს.+ შენ მოისვრი ზღვის სიღრმეებში მთელ ჩვენს ცოდვებს.+ 20 შენ უბოძებ მათ იაკობისთვის გამჟღავნებულ ჭეშმარიტებას და აბრაამისადმი გამოვლენილ სიკეთეს, რის მიცემასაც ფიცით დაჰპირდი ჩვენს მამა-პაპას დიდი ხნის წინათ.+

სახელი მიქაიას შემოკლებული ფორმა, რომლის მნიშვნელობაა: ვინ არის იეჰოვას მსგავსი?

სიტყვასიტყვით — ომს განწმენდენ მის წინააღმდეგ.

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.

ანუ პრაქტიკული სიბრძნის მქონეს.

იგულისხმება ლეღვი, შესაძლოა ფინიკიც.

ანუ ევფრატამდე.

იხილეთ 6:8-ის სქოლიო.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება