ნაუმი*
1 ნინევესთვის გამოტანილი განაჩენი.+ ელკოშელი ნაუმის ხილვის წიგნი:
2 იეჰოვა განსაკუთრებულ ერთგულებას+ ითხოვს, ის შურისმაძიებელი ღმერთია. შურს იძიებს იეჰოვა,+ განრისხებულია ის.+ შურს იძიებს იეჰოვა თავის მოწინააღმდეგეებზე;+ ის გამწყრალია თავის მტრებზე.+
3 იეჰოვა რისხვაში ნელია+ და დიდად ძლიერი.+ იეჰოვა თავს არ შეიკავებს დასჯისგან.+
გამანადგურებელ გრიგალსა და ქარიშხალშია მისი სავალი, ღრუბლები მის ფეხთა მტვერია.+
4 კიცხავს და აშრობს ზღვას,+ წრეტს მდინარეებს.+
გახმა ბაშანი და ქარმელი,+ დაჭკნა აყვავებული ლიბანი.
5 შეიძრნენ მთები მის გამო, დადნენ გორები.+
ზანზარებს დედამიწა მისი სახის წინაშე და ნაყოფიერი მიწა თავისი მკვიდრებითურთ.+
6 ვინ გაუძლებს მის წყრომას?+ ვინ აღუდგება წინ მის ანთებულ რისხვას?+
ცეცხლივით გადმოიღვრება მისი რისხვა+ და კლდეები ჩამოიქცევა მის გამო.
7 კარგია იეჰოვა,+ ციხესიმაგრეა+ გაჭირვების დღეს.+
ის ცნობს მასში თავშესაფრის მძებნელებს.+
8 მოვარდნილი ნიაღვრით ის მთლიანად გაანადგურებს მის* ადგილს+ და სიბნელეს დაადევნებს თავის მტრებს.+
9 რას განიზრახავთ იეჰოვას წინააღმდეგ?+ სრულად ის ანადგურებს.
მეტად აღარ განმეორდება გასაჭირი.+
10 ეკლებივით გადახლართულან ისინი+ და თავიანთი ხორბლის ლუდით დამთვრალან,+ თუმცა გამხმარი ნამჯასავით შთაინთქმებიან.+
11 შენგან გამოვა იეჰოვას წინააღმდეგ ბოროტების განმზრახველი,+ ის, ვისაც ფუჭი ზრახვები აქვს.+
12 აი რას ამბობს იეჰოვა: «ჯან-ღონით სავსენიც რომ იყვნენ და ბევრნიც, მაინც მოიკვეთებიან,+ მაინც გაივლიან მათზე. ახლა დაგჩაგრავ, რომ მეტად აღარ დაგჩაგრო.+ 13 დავამტვრევ უღელს,+ კისერზე რომ დაგადგა, და გავწყვეტ შენს აპეურებს.+ 14 ასე ბრძანა შენზე იეჰოვამ: „მეტად აღარ ეყოლება შენს სახელს შთამომავალი.+ მოვსპობ გამოსახულებასა და ქანდაკებას+ შენი ღმერთების სახლში. საფლავს გაგიმზადებ,+ რადგან არარაობა ხარ“.
15 აი, მთებზე ისმის მახარობლის, მშვიდობის გამომცხადებლის ფეხის ხმა!+ იზეიმე შენი დღესასწაულები,+ იუდავ!+ შეასრულე შენი აღთქმები, რადგან მეტად აღარ გაივლის შენზე უვარგისი ადამიანი.+ სრულიად მოისპობა ის».+
2 გამფანტავი პირისპირ დაგიდგა, დაიცავი ციხესიმაგრე!+ გზას უყურე! თეძოები გაიმაგრე! ძალა მოიკრიბე!+
2 შეკრებს იეჰოვა იაკობის სიამაყეს+ ისრაელის სიამაყის მსგავსად, რადგან მძარცველებმა გაძარცვეს+ ისინი და ყლორტები მოუსპეს.+
3 წითლად არის შეღებილი მის ძლიერ მეომართა ფარები. შინდისფერი სამოსი+ მოსავთ მის ძალ-ღონით სავსე ვაჟკაცებს. ცეცხლივით ელვარებს საომარი ეტლების რკინის აღჭურვილობა იმ დღეს, როცა ის საბრძოლველად ემზადება. ღვიის+ შუბებს იქნევენ. 4 ქუჩებში გაშმაგებით დააქროლებენ+ საომარ ეტლებს, მოედნებზე აქეთ-იქით დაგრიალებენ. ჩირაღდნებს ჰგვანან ისინი, ელვის სისწრაფით+ მოძრაობენ.
5 ის გაიხსენებს თავის დიდებულებს.+ წაიბორძიკებენ ისინი სვლისას.+ მისი გალავნისკენ იჩქარებენ ისინი, და ყველაფერი საგულდაგულოდ გადაიკეტება. 6 გაიღება მდინარის კარიბჭეები და დაინგრევა სასახლე. 7 გადაწყვეტილია ეს. გაშიშვლებულია და ტყვეობაში წაიყვანენ მას.+ მტრედის ხმით+ იკვნესებენ მისი მხევლები და მკერდში ხელის ცემას დაიწყებენ.+ 8 წყლებით სავსე წყალსატევივით+ იყო ნინევე+ თავისი არსებობის დასაწყისიდან, მაგრამ ახლა გარბიან ისინი. შეჩერდით, შეჩერდითო, მაგრამ არავინ ბრუნდება უკან.+
9 დაიტაცეთ ვერცხლი, დაიტაცეთ ოქრო,+ რადგან ბოლო არ უჩანს განძეულს. უხვადაა ყველანაირი ძვირფასი ნივთი.+
10 დაცარიელდა და გაუდაბურდა, აოხრდა+ ქალაქი! დნება გული,+ კანკალებენ მუხლები,+ ყველას თეძოს მწვავე ტკივილი იპყრობს,+ შეშფოთებისგან სახეები ალეწვიათ.+ 11 სად არის ლომების ბუნაგი? სად არის ფაფრიანი ლომების ბუნაგი, რომელთანაც მიდიოდა ლომი და რომელშიც შედიოდა,+ სადაც ბინადრობდა ბოკვერი და სადაც არავინ აფრთხობდა მათ?+ 12 ლომი თავისი ბოკვრებისთვის სამყოფ ნანადირევს გლეჯდა და თავისი ძუ ლომებისთვის ახრჩობდა მსხვერპლს. თავის გამოქვაბულებს ნანადირევით ავსებდა და თავის სამალავს — დაფლეთილი ცხოველებით.+
13 „შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, — ამბობს ლაშქართა* ღმერთი იეჰოვა,+ — დავწვავ და კვამლში გავხვევ მის საომარ ეტლებს.+ მახვილი შთანთქავს შენს ფაფრიან ლომებს.+ მოვსპობ შენს ნანადირევს დედამიწიდან და აღარ გაისმება შენი მაცნეების ხმა“.+
3 ვაი სისხლისმღვრელ ქალაქს!+ მზაკვრობითა და ძარცვით არის სავსე. არ წყვეტს მტაცებლობას! 2 ისმის მათრახის ხმა+ და ბორბლის გრიალი, დაქრის ცხენი და გრიალებს ეტლი.+ 3 მხედარი, მახვილის ბზინვარება, შუბის ელვა,+ უამრავი დახოცილი და გვამების დიდი გროვა; ბოლო არ უჩანს გვამებს. გვამებზე ბორძიკობენ ისინი. 4 ეს იმიტომ, რომ ბევრს მეძაობს მეძავი,+ რომელიც მიმზიდველია თავისი მშვენებით, დახელოვნებულია ჯადოქრობაში, მახეში აბამს ხალხებს თავისი მეძაობით და ერებს — თავისი ჯადოქრობით.+
5 „შენ წინააღმდეგ გამოვდივარ,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — სახეზე აგაფარებ შენს კალთებს, ხალხებს დავანახვებ შენს სიშიშვლეს+ და სამეფოებს — შენს სირცხვილს. 6 ნაგავს* დაგაყრი,+ საძულველს გაგხდი და სანახაობად გაქცევ.+ 7 ყველა შენი შემხედვარე გაიქცევა+ და იტყვის, გაიძარცვაო ნინევე! ვინ თანაუგრძნობსო მას? სად გიპოვო ნუგეშისმცემლები? 8 განა ნო-ამონზე+ უკეთესი ხარ, ნილოსის არხებთან+ რომ იჯდა?! წყლით იყო გარემოცული, ზღვა იყო მისი სიმდიდრე და გალავანი. 9 ეთიოპია და ეგვიპტე+ იყო მისი უსაზღვრო ძლევამოსილება. მას ეხმარებოდნენ ფუტი და ლიბიელნი.+ 10 თუმცა მაინც მოუწია გადასახლება, ტყვეობაში წავიდა.+ ყველა ქუჩის თავში შეუმუსრეს ბავშვები,+ წილი ყარეს მის დიდებულებზე+ და ბორკილები დაადეს მის წარჩინებულებს.+
11 შენც დათვრები და გაუჩინარდები.+ სიმაგრეს დაუწყებ ძებნას+ მტრისგან თავის დასაცავად.+ 12 შენი ციხესიმაგრეები ჰგავს ლეღვის ხეებს, რომლებსაც პირველი ნაყოფი გამოუღიათ. თუ შეარხევენ, ნაყოფი პირში ჩაუცვივდება მჭამელს.+
13 შენში მცხოვრები ხალხი ქალებს ჰგვანან.+ გაიღება შენი მტრების წინ შენი ქვეყნის კარიბჭეები; ცეცხლი შთანთქავს შენს ურდულებს.+ 14 მოიმარაგე წყალი იმ დროისთვის, როცა ალყაში იქნები,+ გაიმაგრე ციხესიმაგრეები!+ ჩადექი ტალახში და ზილე თიხა! ხელი მოჰკიდე აგურის ყალიბს. 15 იქაც გშთანთქავს ცეცხლი, მახვილი მოგსპობს,+ კალიის მატლივით+ გშთანთქავს ის. კალიის მატლივით გამრავლდი, კალიასავით გამრავლდი. 16 ცის ვარსკვლავებზე მეტად გაიმრავლე ვაჭრები.+
კანს იძრობს კალიის მატლი და მიფრინავს. 17 შენი მცველები კალიას ჰგვანან, ჯარში გამწვევები კი — კალიების გუნდებს. ცივ დღეს ქვით ნაშენ ფარეხებში იბუდებენ. როგორც კი მზე გამოანათებს, მაშინვე გამოფრინდებიან და ვერავინ გაიგებს მათ ასავალ-დასავალს.+
18 თვლემენ შენი მწყემსები,+ ასურეთის მეფეო, შენი დიდებულები რჩებიან თავ-თავიანთ საცხოვრებლებში.+ შენი ხალხი მთებზე მიმოფანტულა, არავინაა მათი შემკრები.+ 19 არ შემსუბუქდება შენი უბედურება. უკურნებელია დარტყმით მიყენებული შენი ჭრილობა.+ ყველა, ვინც შენს ამბავს გაიგებს, ტაშს შემოჰკრავს,+ რადგან ვის არ უგრძვნია შენი გაუთავებელი ბოროტება?“+
ნიშნავს ნუგეშს, ნუგეშისმცემელს.
იგულისხმება ნინევე.
იგივე ცაბაოთი.
ანუ სისაძაგლეებს.