აბაკუმი*
1 განაჩენი, რომელიც წინასწარმეტყველმა აბაკუმმა იხილა: 2 როდემდე უნდა გთხოვდე, იეჰოვა, შველას და არ ისმენდე?+ როდემდე უნდა გთხოვდე ხსნას ძალადობისგან და არ გვშველოდე?+ 3 რატომ მაყურებინებ სიავეს და რატომ უყურებ ბოროტებას? რატომ ხდება ძარცვა და ძალადობა ჩემ თვალწინ? რატომ ჩხუბობენ და რატომ დავობენ?+
4 ამიტომაც დაეკარგა კანონს ძალა და ვეღარ ჭრის სამართალი.+ ბოროტები გარს ეხვევიან მართლებს, ამიტომაც გაუკუღმართდა სამართალი.+
5 „შეხედეთ ხალხებს და უყურეთ, განცვიფრებულები დააკვირდით ერთმანეთს,+ გაოცდით, რადგან ისეთი რამე მოხდება თქვენს დროში, რომც მოეყოლათ, არ დაიჯერებდით.+ 6 აი, აღვძრავ ქალდეველებს,+ სასტიკ და ფიცხ ხალხს, რომელიც დედამიწის ვრცელი ადგილებისკენ მიდის სხვათა სამკვიდროს დასაუფლებლად.+ 7 შემაძრწუნებელი და შიშის მომგვრელი ხალხია, თვითონ ადგენს სამართალს და თვითონ იხვეჭს დიდებას.+ 8 მისი ცხენები ჯიქზე სწრაფნი და ბინდში გამოსულ მგლებზე+ მძვინვარენი არიან. მიწას თელავენ მისი რაშები, შორიდან მოდიან. მოქრიან არწივივით, რომელიც მსხვერპლს უნდა დააცხრეს.+ 9 ერთიანად მოდის ეს ხალხი ძალადობისთვის.+ წინ ისწრაფვის მათი სახეები აღმოსავლეთის ქარივით,+ ქვიშასავით აგროვებენ ტყვეებს. 10 ის მასხრად იგდებს მეფეებს და დასცინის+ უმაღლეს მოხელეებს. ის დასცინის ყველა ციხესიმაგრეს,+ მიწას ახვავებს და იპყრობს მათ. 11 ქარივით წავა წინ იმ დროს, გაივლის და დამნაშავედ იქცევა.+ მისი ძალა მისი ღვთისგანაა“.+
12 იეჰოვა, განა უძველესი დროიდან არა ხარ?!+ ჩემო ღმერთო, ჩემო წმინდავ, შენ არ კვდები!+ იეჰოვა, გასასამართლებლად გყავს ის დაყენებული, კლდეო,+ სამხილებლად+ გყავს ის დადგენილი!
13 იმდენად სუფთაა შენი თვალები, რომ ვერ უყურებ ბოროტებას და ვერ უმზერ სიავეს.+ მაშ, რატომღა უყურებ ვერაგებს?+ რატომ დუმხარ, როცა ბოროტი ყლაპავს მასზე მართალს?+ 14 რატომ აქცევ ადამიანებს ზღვის თევზებივით, ქვეწარმავლებივით, რომლებსაც არავინ მართავს?+ 15 მან ყველანი კაუჭით+ ამოიყვანა, თავისი ბადით ამოათრია, თავის თევზსაჭერ ბადეში+ აგროვებს. ამიტომაც ხარობს და მხიარულობს.+ 16 ამიტომაც სწირავს მსხვერპლს თავის ბადეს და ამიტომაც უბოლებს შესაწირავს თავის თევზსაჭერ ბადეს. მათი წყალობით აქვს მსუყე წილი და საღი საკვები.+ 17 განა ამისთვის უნდა გამოაცარიელოს თავისი ბადე და გამუდმებით უნდა ხოცოს დაუნდობლად ხალხები?!+
2 ჩემს სადარაჯოზე ვიდგები+ და ბურჯიდან ფეხს არ მოვიცვლი; დავაკვირდები,+ რომ ვნახო, რას იტყვის ის ჩემი პირით,+ და რა ვუპასუხო, როცა შემაგონებს.+
2 მომიგო იეჰოვამ და მითხრა: «ჩაიწერე ხილვა, გარკვევით ამოკვეთე ფილებზე,+ რათა თავისუფლად შეძლოს მისი წაკითხვა ხმამაღლა წამკითხველმა.+ 3 ეს ხილვა დანიშნული დროისთვისაა,+ შესრულებისკენ იჩქარის და არ გამტყუნდება; რომც დაყოვნდეს, დაელოდე, რადგან უეჭველად შესრულდება,+ არ დააგვიანდება.
4 აი, სულგაბღენძილია+ ის და მართალი სული არ არის მასში. მართალი თავისი ერთგულებით იცოცხლებს.+ 5 თავდაჯერებულია+ კაცი, რადგან ვერაგულად მოქმედებს+ მასზე ღვინო. ის ვერ მიაღწევს თავის მიზანს,+ თუმცა სამარესავით* იფართოებს სულს და სიკვდილივით გაუმაძღარია.+ თავისთვის იგროვებს ერებს და თავს უყრის ხალხებს.+ 6 განა არ გამოუთქვამენ ისინი ანდაზას+ და ქარაგმულად, გადაკვრით არ ილაპარაკებენ მასზე?! იტყვიან:
„ვაი მას, ვინც იმრავლებს იმას, რაც მას არ ეკუთვნის!+ როდემდე?!+ ვაი მას, ვინც ვალებით იმძიმებს თავს! 7 განა უეცრად არ აღდგებიან ისინი, ვინც სარგებელს გთხოვენ, და არ გაიღვიძებენ ისინი, ვინც გაჯანჯღარებენ?! განა მათი გასაძარცვი არ გახდები?!+ 8 რაკი ძარცვავდი მრავალ ხალხს, შენც გაგძარცვავს+ ხალხთა დარჩენილი ნაწილი, ადამიანთა სისხლის ღვრისთვის და მიწის, ქალაქისა და მისი მკვიდრების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობისთვის.+
9 ვაი მას, ვინც თავისი სახლისთვის ბოროტებით იხვეჭს,+ მაღლა რომ მოიწყოს ბუდე უბედურებისგან თავის დასაცავად!+ 10 სირცხვილი განგიზრახავს შენი სახლისთვის — მრავალი ხალხის მოსპობა.+ სცოდავს შენი სული.+ 11 კედლიდან ქვა იღაღადებს შესაბრალისად და ჭერიდან ძელი გამოეპასუხება.+
12 ვაი მას, ვინც სისხლის ღვრით აშენებს ქალაქს და უმართლობით აფუძნებს მას!+ 13 განა ლაშქართა* ღვთისგან, იეჰოვასგან არ არის, მხოლოდ ცეცხლისთვის რომ შრომობენ ხალხები და არარაობისთვის იქანცებიან ერები?!+ 14 აივსება დედამიწა იეჰოვას სიდიადის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლით სავსე.+
15 ვაი მას, ვინც თავის მოძმეებს სასმელს ასმევს და მასში თავის რისხვასა და მრისხანებას ურევს მათ დასათრობად+ და მათი სასირცხო ადგილების დასანახავად.+ 16 დიდების ნაცვლად სირცხვილით გაძღები.+ დალიე შენც+ და წინადაუცვეთელს დაემსგავსე!+ შენამდეც მოვა სასმისი, რომელიც იეჰოვას მარჯვენაშია,+ და დამცირდება შენი დიდება, 17 რადგან იმ ძალადობით აივსები, ლიბანში+ რომ მოხდა, და იმ მტაცებლობით, ცხოველებს რომ აშინებს, ადამიანთა სისხლის ღვრისთვის და მიწის, ქალაქისა და მისი მკვიდრების+ წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობისთვის.+ 18 რა სარგებლობა აქვს გამოსახულებას,+ ის ხომ მისი შემქმნელის გამოთლილია?! რა სარგებლობა აქვს ქანდაკებას და სიცრუის მასწავლებელს,+ მისი შემქმნელი ხომ ისეა მასზე მინდობილი,+ რომ არაფრის მაქნის და უტყვ ღმერთებს აკეთებს?!+
19 ვაი მას, ვინც ხის ნაჭერს ეუბნება, გაიღვიძე, და უტყვ ქვას, გამოიღვიძეო! ის არის მასწავლებელიო.+ აი, ოქრო-ვერცხლშია+ ჩასმული და სუნთქვა არ არის მასში.+ 20 იეჰოვა კი თავის წმინდა ტაძარშია.+ დადუმდი, დედამიწავ, მის წინაშე!“»+
3 წინასწარმეტყველ აბაკუმის ლოცვა, სამგლოვიარო სიმღერებით წარმოთქმული: 2 იეჰოვა, მოვისმინე შენ შესახებ.+ შემაშინა, იეჰოვა, შენმა საქმეებმა.+
განაახლე და გააცხადე ისინი ამ წლებში! შენი რისხვისას გაიხსენე წყალობა.+
3 თემანიდან მოვიდა ღმერთი, ფარანის მთიდან+ — წმინდა.+ სელა.
მისმა დიდებამ დაფარა ზეცა,+ მისი ქებით აივსო დედამიწა.+
4 მისი ბრწყინვალება სინათლეს ჰგავდა.+ ორი სხივი გამოდიოდა მისი ხელიდან, მასში იმალებოდა მისი ძლიერება.+
5 ჭირი მიდიოდა მის წინ+ და ციებ-ცხელება გამოდიოდა მისი ფეხებიდან.+
6 გაჩერდა ის, რომ შეერყია დედამიწა.+ შეხედა და შიშით აათრთოლა ხალხები.+
გაცამტვერდნენ მარადიული მთები,+ ქედი მოიხარეს საუკუნო გორებმა.+ ასეთია მისი გზები ძველი დროიდან.
7 დავინახე, რომ გაჭირვებაში არიან ქუშანის კარვები. ირხევიან+ მიდიანის+ კარვის ქსოვილები.
8 იეჰოვა, მდინარეებზე, მდინარეებზე აღიგზნო შენი რისხვა+ თუ ზღვაზე ხარ განრისხებული?+ შენს ცხენებზე იყავი ამხედრებული;+ ხსნა მოჰქონდა შენს ეტლებს.+
9 გაშიშვლდება შენი მშვილდი,+ არ დაიფარება. წარმოთქმულია ტომების ფიცი.+ სელა. მდინარეებით დაყავი დედამიწა.+
10 დაგინახეს მთებმა, მწვავე ტკივილებმა შეიპყრო ისინი.+ თქეშმა და ჭექა-ქუხილმა გადაიარეს. ახმიანდა ღრმა წყალი.+ ხელები მაღლა აქვს აღმართული.
11 გაჩერდნენ მზე და მთვარე+ თავიანთ დიდებულ სამყოფელში.+ სინათლესავით მოდიოდა შენი ისრები,+ კაშკაშა იყო შენი შუბის ელვარება.+
12 მრისხანედ მიაბიჯებდი დედამიწაზე და შენი რისხვით გალეწე ხალხები.+
13 შენი ხალხის სახსნელად,+ შენი ცხებულის გადასარჩენად გამოხვედი. შენ შემუსრე ბოროტეულის სახლის თავკაცი.+ საძირკვლიდან ჭერამდე განადგურდა სახლი.+ სელა.
14 მისივე იარაღით თავი გაუპე+ მის მეომრებს, როცა ისინი ჩემ გასაფანტავად გამოქანდნენ.+ ისინი ისე ყიჟინებდნენ, როგორც საფარში მყოფი დაჩაგრული კაცის ჩასაყლაპავად დახრილნი.+
15 გაიარე ზღვა და გათელე შენი ცხენებით, დიდი წყლები გაიარე.+
16 გავიგონე და შემეძრა შიგნეული, ამის გაგონებაზე ბაგე ამითრთოლდა, ლპობა შეეპარა ჩემს ძვლებს;+ თუმცა შევშფოთდი, მაინც მშვიდად დაველოდები გასაჭირის დღეს,+ როცა ის მოვა ხალხზე+ თავდასასხმელად.
17 რომც არ აყვავდეს ლეღვი+ და ვაზმა არ გამოიღოს მტევანი, რომც არ მოისხას ნაყოფი ზეთისხილმა და ტერასებზე არ მოვიდეს მოსავალი,+ ფარაც რომ მოიკვეთოს ფარეხიდან და საქონელიც აღარ დარჩეს სადგომებში,+
18 მაინც გავიხარებ იეჰოვათი+ და ვიმხიარულებ ჩემი ხსნის ღმერთით.+
19 იეჰოვა, უზენაესი უფალი ჩემი მაცოცხლებელი ძალაა!+ ფურირმისას დამიმსგავსებს ფეხებს+ და გამათელვინებს ჩემს მაღლობებს.+
ხელმძღვანელს.
ჩემი სიმებიანი საკრავების თანხლებით.
ნიშნავს მხურვალე ჩახუტებას.
ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.
იგივე ცაბაოთი.