საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bi12 ფილიპელები 1:1-4:23
  • ფილიპელები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ფილიპელები
  • ბიბლია
ბიბლია
ფილიპელები

ფილიპელების მიმართ

1 პავლე და ტიმოთე, ქრისტე იესოს მონები,+ ქრისტე იესოსთან ერთობაში მყოფ წმინდებს ფილიპეში,+ აგრეთვე ზედამხედველებსა და მომსახურეებს:+

2 წყალობა და მშვიდობა თქვენ ჩვენი ღვთისგან, მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან.+

3 ვმადლობ ჩემს ღმერთს ყოველთვის, როცა გიხსენებთ+ 4 ჩემს ყოველ ვედრებაში ყველა თქვენგანისთვის,+ რომელსაც სიხარულით აღვავლენ 5 იმ წვლილის+ გამო, რომელიც სასიხარულო ცნობისთვის შეგაქვთ პირველი დღიდან აქამდე. 6 ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: ის, ვინც თქვენში კარგი საქმე წამოიწყო, დაასრულებს+ კიდეც მას იესო ქრისტეს დღემდე.+ 7 მმართებს კიდეც ასე ვიფიქრო ყველა თქვენგანზე, რადგან გულში მყავხართ,+ ყველანი ჩემი მოზიარენი+ ხართ წყალობაში, როგორც ბორკილებში,+ ისე სასიხარულო ცნობის დაცვასა+ და კანონით განმტკიცებაში.+

8 ღმერთია ჩემი მოწმე, როგორ მენატრებით ყველანი, რადგან ისეთივე სათუთი გრძნობები+ მაქვს თქვენ მიმართ, როგორიც ქრისტე იესოს აქვს. 9 განუწყვეტლივ ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული+ უფრო და უფრო გაიზარდოს საფუძვლიან ცოდნასა+ და სრულ გამჭრიახობაში,+ 10 რათა დარწმუნდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია,+ რომ უმწიკვლონი+ იყოთ და არ დააბრკოლოთ+ სხვები ქრისტეს დღემდე, 11 და აღივსოთ სიმართლის ნაყოფით,+ რომელიც იესო ქრისტეს მეშვეობით არის ღვთის სადიდებლად და საქებრად.+

12 მინდა იცოდეთ, ძმებო, რომ ყველაფერი, რაც თავს გადამხდა, სასიხარულო ცნობის+ წინსვლას მოემსახურა და სხვა არაფერს. 13 ჩემი ბორკილები+ ქრისტეში ცნობილი გახდა+ პრეტორიული გვარდიისა და ყველა დანარჩენისთვის,+ 14 და უფალში ძმების უმრავლესობას დაჯერებულობა შემატა ჩემმა ბორკილებმა და უფრო გაბედულად და უშიშრად ლაპარაკობენ ღვთის სიტყვას.+

15 მართალია, ზოგი შურითა და ქიშპობით ქადაგებს ქრისტეს შესახებ,+ მაგრამ ზოგიც კეთილი სურვილებით ქადაგებს.+ 16 ისინი სიყვარულით აღძრულები აუწყებენ ქრისტეს შესახებ, რადგან იციან, რომ მე სასიხარულო ცნობის დასაცავად+ ვარ დაყენებული. 17 პირველნი მეტოქეობით+ აკეთებენ ამას და არასწორი ზრახვებით, რადგან ფიქრობენ, რომ გასაჭირს+ გამიჩენენ ჩემს ბორკილებში. 18 მერე რა? როგორც არ უნდა იქადაგონ ქრისტეს შესახებ,+ თავის მოსაჩვენებლად+ თუ ჭეშმარიტად, მიხარია და კვლავაც გავიხარებ, 19 რადგან ვიცი, რომ ეს გადამარჩენს თქვენი ვედრებისა+ და იესო ქრისტეს სულის დახმარებით,+ 20 რასაც მოუთმენლად ველი+ და ვიმედოვნებ,+ რომ არაფერში შევრცხვები,+ არამედ სიტყვაში მთელი სითამამით,+ როგორც ყოველთვის, ახლაც განდიდდება ქრისტე ჩემი სხეულით,+ სიცოცხლით თუ სიკვდილით.+

21 ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა,+ ხოლო სიკვდილი+ — მონაგები. 22 თუ ხორცში უნდა გავაგრძელო ცხოვრება, ეს ჩემი შრომის ნაყოფია+ — და მაინც, რის არჩევას ვაპირებ, არ ვამბობ. 23 ეს ორი რამ მაწუხებს.+ მე კი გათავისუფლება და ქრისტესთან ყოფნა მსურს,+ რადგან ეს, რაღა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია,+ 24 მაგრამ ჩემი ხორცში დარჩენა უფრო მეტად თქვენთვის არის საჭირო.+ 25 დარწმუნებული ვარ ამაში და ვიცი, რომ დავრჩები+ და ვიქნები ყველა თქვენგანთან თქვენი წარმატებისა+ და სიხარულისთვის, რაც თქვენს რწმენას ახლავს თან, 26 რათა გამრავლდეს თქვენი სიხარული ქრისტე იესოში, როცა კვლავ თქვენთან ვიქნები.

27 ოღონდ მოიქეცით ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის ღირსად,+ რათა, თუნდაც მოვიდე და გნახოთ და თუნდაც თქვენთან არ ვიყო, მოვისმინო თქვენზე, რომ მტკიცედ დგახართ ერთ სულში*, ერთსულოვნად*+ იბრძვით მხარდამხარ სასიხარულო ცნობის რწმენისთვის 28 და არაფერში უშინდებით მოწინააღმდეგეებს.+ ეს იმის დადასტურებაა, რომ ისინი დაიღუპებიან, თქვენ კი გადარჩებით.+ ეს ღვთისგანაა, 29 რადგან თქვენ გხვდათ წილად პატივი ქრისტეს გულისთვის, რომ არა მხოლოდ გერწმუნათ+ იგი, არამედ გეტანჯათ კიდეც+ მისი გულისთვის. 30 თქვენც იმ ბრძოლას ეწევით, რომელ ბრძოლაშიც მე მნახეთ+ და რომლის შესახებაც ახლა ისმენთ.+

2 ამიტომ, თუ არის რაიმე გამხნევება ქრისტეში,+ თუ არის სიყვარულით ნუგეში, სულთან მოზიარეობა,+ სათუთი გრძნობები+ და თანაგრძნობა, 2 შეავსეთ ჩემი სიხარული; გქონდეთ ერთი აზრი,+ ერთნაირი სიყვარული, იყავით ერთსულოვანნი და ერთი აზრისანი,+ 3 ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა+ და პატივმოყვარეობით,+ არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად,+ 4 და მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ,+ არამედ სხვების კეთილდღეობაზეც.+

5 ისეთივე აზროვნება გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა.+ 6 თუმცა ის ისე არსებობდა, როგორც ღმერთი,+ ფიქრადაც არ მოსვლია მიტაცება, ანუ ღვთის თანასწორად ყოფნა.+ 7 პირიქით, ყველაფერზე უარი თქვა, მონის სახე მიიღო+ და ადამიანის მსგავსი გახდა.+ 8 უფრო მეტიც, როცა ადამიანის სახე მიიღო,+ თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე,+ წამების ბოძზე* სიკვდილამდე.+ 9 ამის გამო ღმერთმა ის უფრო მეტად აამაღლა+ და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი,+ 10 რათა იესოს სახელით მუხლი მოიდრიკოს ყველამ, ვინც ზეცაში, დედამიწაზე თუ მიწის ქვეშ არის,+ 11 და ყოველმა ენამ საჯაროდ აღიაროს,+ რომ იესო ქრისტე არის უფალი+ ღვთის, მამის სადიდებლად.+

12 ამიტომ, ჩემო საყვარლებო, როგორც ყოველთვის იყავით მორჩილნი,+ არა მხოლოდ ჩემი თქვენთან ყოფნისას, არამედ, უფრო მეტად, ჩემი არყოფნისას, კვლავაც იღვაწეთ თქვენი ხსნისთვის შიშითა+ და კანკალით, 13 რადგან ღმერთი თავისი ნების გამო მოქმედებს თქვენში, რათა სურვილიც გქონდეთ+ და მოქმედებდეთ კიდეც.+ 14 ყველაფერი დრტვინვისა+ და კამათის გარეშე აკეთეთ,+ 15 რათა ღვთის უმწიკვლო+ და უწყინარი შვილები+ იყოთ, უმანკონი ამ უსინდისო და უკუღმართ თაობაში,+ რომელშიც ანათებთ, როგორც მნათობები ქვეყნიერებაში,+ 16 და მაგრად ჩაეჭიდოთ სიცოცხლის სიტყვას,+ რათა ქრისტეს დღეს+ დიდად გავიხარო, რომ ფუჭად არ მირბენია და ფუჭად არ გავრჯილვარ.+ 17 თუ დასაღვრელი შესაწირავივით+ ვიღვრები მსხვერპლზე+ და ხალხისთვის მსახურებაზე, რომლებამდეც რწმენამ მიგიყვანათ,+ მიხარია და ვხარობ+ თქვენთან ერთად. 18 თქვენც გიხაროდეთ და ხარობდეთ ჩემთან ერთად.+

19 მე კი იმედი მაქვს უფალ იესოში, რომ მალე გამოგიგზავნით ტიმოთეს, რათა თქვენს ამბებს რომ გავიგებ, გავიხარო.+ 20 არავინ მყავს მისნაირი განწყობილებით, რომ ასე გულწრფელად ზრუნავდეს+ თქვენზე. 21 სხვა ყველა თავისას ეძებს+ და არა იმას, რაც ქრისტე იესოსია, 22 მაგრამ თქვენ იცით, როგორ წარმოაჩინა მან საკუთარი თავი, როგორც შვილი+ მამასთან, ისე მსახურობდა მონასავით ჩემთან ერთად სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად. 23 ამიტომ იმედი მაქვს, მას გამოგიგზავნით, როგორც კი გავიგებ, როგორ იქნება ჩემი საქმე. 24 დარწმუნებული ვარ უფალში, რომ მეც მალე მოვალ.+

25 საჭიროდ მივიჩნევ, გამოგიგზავნოთ ეპაფროდიტეც,+ ჩემი ძმა, თანამსახური+ და თანამებრძოლი,+ თქვენთვის დესპანი, ჩემთვის კი მსახური, 26 რადგან ძალიან სურს ყველა თქვენგანის ნახვა და წუხს, მისი ავადმყოფობა რომ შეიტყვეთ. 27 ის მართლა ავად გახდა და სიკვდილის პირას იყო, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა,+ და მარტო ის კი არა, მეც, რათა ჩემს მწუხარებას მწუხარება არ დამატებოდა. 28 ამიტომ ძალიან ვჩქარობ მის გამოგზავნას, რათა მისი ნახვით კვლავ გაიხაროთ და მეც მომაკლდეს დარდი. 29 მაშ, დიდი სიხარულით მიიღეთ+ იგი უფალში, როგორც მიღებულია, და დააფასეთ ასეთი ადამიანები,+ 30 რადგან უფლის საქმისთვის სიკვდილის პირამდე მივიდა, საფრთხეში ჩაიგდო სული,+ რათა შეევსო თქვენი არყოფნა, რის გამოც პირადად ვერ მემსახურებით.+

3 ბოლოს, ჩემო ძმებო, იხარეთ უფალში.+ იგივეს მოწერა ძნელი არ არის ჩემთვის, თქვენთვის კი ამას უსაფრთხოება მოაქვს.

2 უფრთხილდით ძაღლებს,+ უფრთხილდით ზიანის მომტან ადამიანებს, უფრთხილდით სხეულის დამსახიჩრებლებს.+ 3 ჩვენ ვართ ჭეშმარიტად წინადაცვეთილნი,+ რომლებიც ღვთის სულით+ ვასრულებთ წმინდა მსახურებას, ვამაყობთ ქრისტე იესოში+ და ხორცზე+ არ ვამყარებთ იმედს. 4 თუმცა, თუ საერთოდ ვინმეს აქვს ხორცზე დაიმედების საფუძველი, მე მაქვს.

თუ სხვა ვინმე ფიქრობს, რომ ხორცზე დაიმედების საფუძველი აქვს, მე მით უმეტეს:+ 5 მერვე დღეს წინადაცვეთილი,+ ისრაელის მოდგმისა, ბენიამინის ტომისა,+ ებრაელი მშობლების მიერ ნაშობი ებრაელი,+ რაც შეეხება კანონს, ფარისეველი,+ 6 თუ მოშურნეობაზე მიდგა საქმე, კრებების მდევნელი,+ და — თუ სიმართლეზე, რომელიც კანონის მეშვეობით არის, უმწიკვლო. 7 მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად მივიჩნიე ქრისტეს გულისთვის.+ 8 ყველაფერს წაგებად მივიჩნევ ჩემი უფლის ქრისტე იესოს შესახებ უძვირფასესი ცოდნის გულისთვის.+ მისთვის დავკარგე ყველაფერი და ამ ყველაფერს დიდ ნაგვად მივიჩნევ,+ რათა შევიძინო ქრისტე, 9 მასთან ერთობაში ვიყო და ჩემი სიმართლე კი არ მქონდეს, რომელიც კანონიდან მომდინარეობს,+ არამედ ის სიმართლე, რომელიც ქრისტესადმი რწმენას+ მოაქვს და ღვთისგან არის რწმენის საფუძველზე,+ 10 რათა ვიცნობდე მას და ვიცოდე მისი აღდგომის ძალა,+ მოზიარეობა მქონდეს მის ტანჯვებში+ და მისი სიკვდილის მსგავსი სიკვდილით მოვკვდე,+ 11 როგორმე მათ შორის რომ აღმოვჩნდე, ვინც პირველები აღდგებიან+ მკვდრეთით.

12 არა იმიტომ, რომ უკვე მივიღე ჯილდო ან სრულყოფილი გავხდი,+ არამედ ვისწრაფვი,+ იქნებ მოვიპოვო+ ის, რისთვისაც მე მომიპოვა+ ქრისტე იესომ. 13 ძმებო, არ ვფიქრობ, რომ უკვე მოვიპოვე, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით: ვივიწყებ იმას, რაც უკან დარჩა,+ და ვისწრაფვი იმისკენ, რაც წინ არის,+ 14 ვისწრაფვი მიზნისკენ,+ ღვთის მიერ ზეციური მოწოდების+ ჯილდოსკენ+ ქრისტე იესოს მეშვეობით. 15 მაშ, მოდი ყველამ, ვინც კი ჩვენ შორის მოწიფულია, ასე ვიაზროვნოთ,+ და თუ თქვენი აზროვნება+ სხვა კუთხით იხრება, ღმერთი დაგანახვებთ სწორ აზროვნებას. 16 რაც არ უნდა იყოს, რასაც მივაღწიეთ, ისევე ვიაროთ.+

17 ყველამ მომბაძეთ,+ ძმებო, და დააკვირდით მათ, ვინც ჩვენ მიერ თქვენთვის დატოვებული მაგალითის მიხედვით დადის.+ 18 ბევრნი, რომელთა შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, ახლა კი ტირილით ვამბობ, ისე დადიან, როგორც ქრისტეს წამების ბოძის მტრები.+ 19 მათი ბოლო დაღუპვაა,+ მათი ღმერთი მათივე მუცელია,+ მათი დიდება სირცხვილშია,+ ისინი მიწიერზე ფიქრობენ.+ 20 ჩვენი მოქალაქეობა+ კი ზეცაშია,+ საიდანაც მოუთმენლად ველით+ მხსნელს, უფალ იესო ქრისტეს,+ 21 რომელიც ჩვენს დამცირებულ სხეულს+ თავისი დიდებული სხეულის+ შესაბამისად გარდაქმნის თავისი ძალის მოქმედებით,+ რომლითაც შეუძლია ყველაფერი საკუთარ თავს დაუმორჩილოს.+

4 ამიტომ, ჩემო საყვარელო და სანატრელო ძმებო, ჩემო სიხარულო და გვირგვინო,+ ასე მტკიცედ იდექით+ უფალში, საყვარელნო.

2 შევაგონებ ევოდიას და შევაგონებ სინტიქეს, ერთი აზრი+ ჰქონდეთ უფალში. 3 შენც გთხოვ, ჭეშმარიტო თანამსახურო*,+ დაეხმარე ამ ქალებს, რომლებიც ჩემ მხარდამხარ+ იბრძოდნენ სასიხარულო ცნობისთვის კლემენტსა და სხვა თანამსახურებთან ერთად,+ რომელთა სახელებიც+ სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი.+

4 ყოველთვის იხარეთ უფალში.+ კიდევ ერთხელ გეუბნებით: იხარეთ!+ 5 ყველასთვის ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება.+ ახლოა უფალი.+ 6 ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს,+ არამედ ლოცვით, ვედრებითა+ და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს+ 7 და ღვთის მშვიდობა,+ რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა+ და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით.

8 ბოლოს, ძმებო, რაც ჭეშმარიტია, რაც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს, რაც მართალია, რაც წმინდაა,+ რაც სიყვარულის ღირსია, რაც მოსაწონია, რაც ზნეობრივი და საქებარია, იმაზე იფიქრეთ.+ 9 აკეთეთ ის, რაც ჩემგან გისწავლიათ, მიგიღიათ, მოგისმენიათ და გინახავთ ჩემში,+ და მშვიდობის ღმერთი+ თქვენთან იქნება.

10 დიდად ვხარობ უფალში, რომ ახლა, როგორც იქნა, კვლავ დაიწყეთ ჩემზე ფიქრი,+ რაზეც ადრეც ფიქრობდით, მაგრამ შესაძლებლობა არ გქონდათ. 11 ამას გაჭირვების გამო არ ვამბობ, რადგან ვისწავლე, რომ რა ვითარებაშიც არ უნდა აღმოვჩნდე, კმაყოფილი ვიყო.+ 12 ხელმოკლეობაში ცხოვრებაც ვიცი+ და სიუხვეში ცხოვრებაც. ყველაფერში და ყველა ვითარებაში ვისწავლე, რა არის სიმაძღრე და შიმშილი, რა არის სიუხვე და სიდუხჭირე.+ 13 ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით.+

14 თქვენ კარგად მოიქეცით, ჩემი გასაჭირი+ რომ გაიზიარეთ.+ 15 თქვენ იცით, ფილიპელებო, რომ სასიხარულო ცნობის უწყება როცა დავიწყე და მაკედონიიდან წავედი, გაცემა-მიღებაში არც ერთმა კრებამ არ მიიღო მონაწილეობა თქვენ გარდა,+ 16 რადგან თესალონიკეშიც კი გამომიგზავნეთ, რაც დამჭირდა, პირველადაც და მეორედაც. 17 არა, მე ძღვენს არ ვეძებ,+ არამედ ნაყოფს,+ რასაც უფრო მეტი მოგება მოაქვს თქვენს ანგარიშზე. 18 ყველაფერი სრულად და უხვად მაქვს. კმაყოფილი ვარ, რომ მივიღე ეპაფროდიტესგან+ თქვენ მიერ გამოგზავნილი ტკბილი სურნელება,+ მოსაწონი მსხვერპლი,+ ღვთისთვის სასიამოვნო. 19 ჩემი ღმერთი+ სრულად დააკმაყოფილებს ყველა თქვენს საჭიროებას+ თავისი დიდებული სიმდიდრისამებრ+ ქრისტე იესოს მეშვეობით. 20 დიდება ჩვენს ღმერთსა და მამას მარადიულად.+ ამინ.

21 ჩემგან მოკითხვა+ გადაეცით ქრისტე იესოსთან ერთობაში+ მყოფ ყველა წმინდას. მოკითხვას გითვლიან ჩემთან მყოფი ძმები. 22 მოკითხვას გითვლით ყველა წმინდა, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც კეისრის სახლეულობას მიეკუთვნებიან.+

23 უფალ იესო ქრისტეს წყალობა იყოს თქვენ მიერ გამოვლენილ სულთან.+

ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.

ან ერთი სულით. სული — ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.

იხილეთ დანართი 3გ.

ანუ ჩემთან ერთად უღელში შებმულო.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება